შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი #12 (+18)


24-03-2019, 20:59
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 542

თვალები სწრაფად გავახილე და თავი დაფეთებულმა წამოვყავი. უეცარი ქმედებისგან მაშინვე თავბრუსხვევა ვიგრძენი და საფერთქელზე ხელი მივიჭირე. ოთახს მზის სხივები სრულიად ანათებდა. იწვოდა ქვეყანა. წარმოდგენაც კიარ მინდოდა, აქ თუ ასეთი სიცხე იყო, თბილისში რაღა იქნებოდა. სწრაფად მოვწესრიგდი. გუშინდელი წითელი პერანგი მოვიცვი, ისე რომ ღილები არ შემიკრავს. ამისთვის ზედმეტად ცხელოდა.
მხოლოდ ახლაღა გავაანალიზე, რომ ჩემი ბავშვობის ოთახში ვიყავი. არაფერი იყო აფსოლიტურად შეცვლილი. გამეღიმა, საწოლზე ჩამომჯდარი თითო ნივთს, თითო კუთხეს ვათვალიერებდი. მხოლოდ ეს ოთახი იყო ჩემი. იგრძნობოდა და ეტყობოდა, რომ ჩემი იყო. რასაც სახლზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი.
კიბეები ჩავიარე თუ არა, ლაშას დანახვისას, მივხვდი რომ ჩემი ღიმილი უადგილო იყო და მაშინვე დავსერიოზულდი.
- რამდენი წელი გავიდა, რაც ამ სახლში არ გძინებია...
ვერ მივხვდი, ამას სინანულით მეუბნებოდა თუ დამცინავად.
- შენც დილამშვიდობის, ლაშა. იმედიმაქვს არ შეგაწუხეთ.
წარბები შეკრა. მისთვის თვალი დიდხანს არ გამისწორებია. მაშინვე მიმართულება სამზარეულოსკენ ავიღე. ჩემს წინ ზურგით ორი ქალბატონი იდგა. თითქმის ერთი სიმაღლისები, გაზქურასთან რაღაცას ფუსფუსებდნენ. მსუბუქად ჩავახველე. თითქოს დიდად არც მინდოდა ყურადღება მიმექცია და იქვე ჩამოვჯექი.
- გაიღვიძე დედი?
მომიახლოვდა სოფო. სახე დამიჭირა, როგორც ამას ადრე აკეთებდა ხოლმე და ორივე ლოყა მორიგეობით დამიკოცნა. "ევროპულად".
ნატალია სუნთქვაშეკრული მაკვირდებოდა და თავისი ყინულის თვალებით იმ ადგილებს ნათლად მწვავდა, რასაც წითელი ფერის მატერია არ მიფარავდა. ჩამეღიმა, ტუჩებზე ენა მსუბუქად გადავისვი და თვალი გავუსწორე.
- ზურისთვის ბლინებს ვაცხობთ. - გამიღიმა და ცალი ხელით რომელშიც ჩანგალი ეჭირა ტაფისკენ მანიშნა. დედაჩემმა ამასობაში ყავა დამისხა და მაგიდაზე დამიდო. მადლობა ღიმილით გადავუხადე.
- ნატალია არაჩვეულებრივ ბლინებს აკეთებს.
ჩავიცინე და თვალები ავუთამაშე ყინულისთვალებას.
- ეჭვიც არ მეპრება. გამოცდილია ეტყობა.
- ხო, ბებიასთან ვცხოვრობდი და თითქმის სულ მე მიწევდა საჭმლის კეთება.
გაუღიმა დედაჩემს.
- ხო მართლა, ნიკუშა სად არის?
- ადრე გავიდა, ასე თქვა განყოფილებაში მაქვს საქმეებიო.
აბესაძეზე ხელი ჩავიქნიე და ყავა მოვსვი.
-დამიან, მე და მამაშენი უნდა წავიდეთ. არ გვინდა ზურისთან პოლიცია ჩვენზე ადრე მივიდეს.
- მიდი ხო, მოვწესრიგდები და გამოვალთ ჩვენც.
- ტაქტს გამოიძახებ? გაქვს ფული?
სოფოს მზრუნველობაზე გამეცინა. დედაჩემის დანაოჭებული ხელები საკუთარში მოვიქციე და შუბლზე მსუბუქი კოცნა დავუტოვე.
- დამშვიდდი დედა, მაქვს. რამდენიმე საათში გნახავ. ზური მომიკითხე.
დედაჩემმა ამათვალიერა. მისი თვალები უჩველოდ მღელვარე და ამავდროულად ბრწყინვალე იყო. თითქოს ხვდებოდა რომ უიმისოდ გავიზარდე და სინანულს ვერაფერს უხერხებდა. ეს ნამდვილად არ მინდოდა. არ მინდოდა დედაჩემს ჩემსგამო თავი დამნაშავედ ეგრძნო. ერთადერთი ვისთანაც საქმე უნდა გამერკვია ამ სიტუაციაში, მამაჩემი იყო.
ოთახი დატოვა თუ არა ნატალია მომიახლოვდა და რამდენიმე ბლინი მაგიდაზე დამიდო.მაგიდას გვერდულად მიეყრდნო და ღიმილით გადმომხედა. სახე ოდნავ დაღლილი და შესიებული ჰქონდა. უკვე ყველანაირ მდგომარეობაში მელამაზებოდა ჩემი ყინულისთვალება.

- ამათ ამპეტაიზერის გარეშე ვერ შევჭამ.

დავემანჭე და ხელები გავუშალე. თავიდან თითქოს ვერ მიხვდაო, შემდეგ გამიცინა. უფრო ახლოს მოიწია ფეხები ფეხებზე გადამაწყო და მუხლებზე შემომაჯდა. კისერზე ხელები მომხვია და თითებით კეფის თმაზე თამაშს მოჰყვა. მსუბუქად მეამბორა ბაგეებზე. ეს ის იყო, რაც ნამდვილად მჭირდებოდა. დღეს დაძაბული დღე მელოდა. ზურის დაკითხვა, მამაჩემთან ერთად ნახევარი დღის გატარება, და ამ ყველაფერს დამატებული დღეს ორი კლიენტი მყავდა.

სიახლეებისგან გადათიშულს, საკუთარი ´ბიზნესი´თითქმის დამვიწყებოდა. თუმცა ეს როგორ შეიძლებოდა.. ორ კვირაში უკვე, თანხის ნახევარი უნდა ჩამებარებინა. ამ ნახევრამდე კი საკმაო ფული მეკლდა.

- დღეს ჩემს გვერდით იქნები?

პატარა ბავშვივით ვკითხე.

- სახლში უნდა ამივიდე, მოვწესრიგდე. მოერე დღეა რაც შხაპი არ მიმიღია. - ჩაიცინა- შემდეგ რათქმაუნდა დამიან. ამას როგორ მეკითხები?!

- ჩემთან გადმოდი..

დავიჩურჩულე და ფეხზე წამოვდექი.ხმის ამოღება არც დავაცადე ისე ავიტაცე ხელში. ცალი ხელი საჯდომზე მოვკიდე. მეორე ხელი კი მის წელზე მეჭირა.
- იმაზე მძიმე ყოფილხარ, ვიდრე მეგონა.
დავცინე. რათქმაუნდა ვცრუობდი. ბუმბულივით იყო. მაგრამ ძალიან მახალისებდა მისი დაბღვერილი სახის ყურება. ოდნავ მოჭუტული თვალის ჭრილებიდან მისი სილურჯეები როგორი სიბრაზით შემომნათებდნენ ხოლმე.
-ვხუმრობ, ვხუმრობ.
როდესაც ჩამოვსვი უკვე სააბაზანოში ვიყავით. თვალი ამარიდა და თითებით თამაშს მოჰყვა, როგორც ყოველთვის. მის ქალურ მანერებს ეს ბავშვური ჟესტი უფრო იდეალურს წარმოაჩენდა. თხელი მატერია როგორცვე მოვაშორე ჩემს სხეულს, მასთან მივიწიე და კომბინიზონის ელვა შესაკრავი ისე გავუხსენი რომ მისი თვალებისთვის ცქერა არ შემიწყვეტავს. ნერწყვი სიამოვნებისგან გადაყლაპა და ვიგრძენი სხეულში როგორ დააცია, როდესაც შიშველი მტევნით მის ზურგს შევეხე.
- ცივი ხელი გავს.- ჩაიცინა და ენა ძალიან ნელა გადაისვა ქვედა ტუჩზე.
თავი ვეღარ შევიკავე, სანამ ქმედებას დაასრულებდა იქამდე ვეძგერე მის ბაგეებს და ქვედა ტუჩი კამფეტივით გამოვწუწნე. ხმამაღლა ამოიხვნეშა და თავი ოდნავ მაღლა ასწია, რომ გამთანაბრებოდა. ოდნავ დავიხარე, მის კისერს ძალიან ახლოს ჩავუყევი თავით და მისი სურნელისგან ვბრუვდებოდი. მხარზე მსუბუქი კოცნა დავუტოვე და მისი თხელი კომბინიზონი გვერძე მოვისროლე. ხელები შეატყუპა და თვალი წამიერად მატერიას გააყოლა. მის ყოველ რეაქციაზე მეღიმებოდა, თავს კონტროლს ვერ ვუწევდი. ცალი ხელით ონკანი გადავატრიალე და ცუნამივით მოვარდნილმა წყლის ხმამაც მაშინვე მოიცვა მთელი ოთახი.
9 თვის უკან ვინმეს რომ ეკითხა, ვინმე ახლობელს, როგორი წარმომედგინა ჩემი მომავალი. ამას ნამდვილად ვერ ვუპასუხებდი. ნატალიას ჩემს გვერდით ამდენხანს ვერ წარმოვიდგენდი. მე მიჩვეული ვიყავი ერთჯერად სხეულებს და ერთჯერად ვნებებს, რომლებიც სიგარეტის ფერფლივით წამებში უჭინარდებოდნენ ხოლმე. ნატალია კი უფრო რაღაც მიმზიდველთან ასოცირდებოდა. მასში ის ყველაფერი იყო, რასაც ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა ქალისგან ვიღებდი. 25 წლის ქალში ჩემი ბედნიერება იყო.
წყლის წვეთებით დასველებულ მის სხეულს უფრო მკვეთრად ასდიოდა გასაოცარი სურნელება. ოდნავ სციოდა, მის ტაო დაყრილ კანზე ძ*ძუსთავები გამოკვეთილი მოჩანდა. ჩემს მკლავს მკერდზე მაგრად იხუტებდა და ტუჩებს არ მაშორებდა მხრებიდან.ჯერ კიდევ მუხლებში ვგრძნობდი იმ სტრესს, რომელიც გამოვიარე და ვხვდებოდი რომ ნატალიას სხეულს ვნების სამყაროში გადავყავდი, მისი თვალები კი ამ დამპალ რეალობას ცოტა ხნით მაინც მაშორებდა. უკვე კარგად დასველებული თმა ორივეხელით უკან გადაიწია და ლავიწის ძვლები სრულყოფილად დამანახა. მკერდი გახშირებული სუმთქვისგან ადი-ჩაუდიდა.მის სახეზე დაშვებული წყლის წვეთები, ტუჩებიდან მადის აღმძვრელად ეღვრებოდა. გუშინდელის გახსენებისგან, რასაც მისი მარწყვისავით ოდნავ დაბერილი ბაგეებით ასრულებდა, თვალები მიმენაბა და მუცლის არეში სასიამოვნო ჟრუანტელი ვიგრძენი. ვატყობდი, ნელნელა ასო როგორ მიმკვრივდებოდა და საკუთარი ცხოველური ჟინის გაკონტროლება უფრო მიჭირდა. მის ტუჩებს წავეტანე. წყალი უნებართვოდ ცდილობდა ჩვენს ბაგეებს შორის ადგილის დაკავებას, მაგრამ მაშინვე ფარხმალდაყრილი კაფელს ეცემოდა. ხელი წელზე მოვხვიე და ზურგით შევატრიალე. მისი მკერდი ხელებშორის მოვიქციე და ოდნავ დავუზილე. თავი ჩემსკენ გადმოაგდო და ღრმად ამოისუნთქა. ცალი ხელი ისევ ჩემს კისერზე ეჭირა, რაც მასთან სიახლოვეს უფრო მაიძულებდა. მისი კისრის დაგემოვნებით გაუმაძღარმა სწრაფად შევუცურე ჩემი ღირსება და მანაც უმალ ამოიკვნესა. ხელი ვუშვი და ინერციით გამჭირვალე შუშას ავაკარი. მისი მკერდის ზემოთ ქვემოთ ხახუნის ჭრიალი ორივეს ღიმილს გვგრიდა. მის სახეს ვერ ვხედავდი, თვალებდახუჭული ვასრულებდი ბიძგებს, მაგრამ მისი კვნესის ტემბრი ყველაფერს მახვედრებდა.
- დამიან..- ძალაგამოცლილმა ამოილაპარაკა და თავით უფრო ძლიერ მომეკრო. ვხვდებოდი რომ უკვე გაე•ავებინა. მისი სველი თმა საკუთარ მაჯაზე შემოვიხვიე და მსუბუქად ჩემსკენ მოვქაჩე. ასე უფრო ღმად ვგრძნობდი. უფრო მთლიანობა ვიყავით, ვიდრე ოდესმე. ბიძგებს დავუჩქარე. საკუთარი ოხვრით გამოწვეული ექოს ვიბრირება მთელ სააბაზანოში იგრძნობოდა. მთლიანად გამოფიტული მის მხარზე მივესვენე და თვალები ოდნავ გავახილე. მის თმასაც მოვეშვი და ახლა ნაზად ვეამბორე ტუჩებზე. შემომიბრუნდა, მისი გამკვრივებული ძუძუსთავები ისევ მაცდურად მიმზერდნენ. თვალი ავარიდე და წარბაწეულ ნატალიას შევხედე რომელიც ღიმილს ვერ იკავებდა...

...ბევრი არცერთს გვისაუბრია. მალევე ავიბარგეთ, ნატალია დავტოვე, რომ სახლში მისულიყო და ტანსაცმელი გამოეცვალა. გეზი პირდაპირ ზურისკენ ავიღე.

საავადმყოფო, მეზიზღებოდა ამ ადგილის სპეციფიური სუნი. უამრავი წამლის ერთად შერევას დამატებული სპირტი. მე ეს არ უნდა გამკვირვებოდა, წამალთან უკვე თითქმის ყოველდღე მქონდა შეხება, მაგრამ ახლობელი ადამიანების ასეთ გარემოცვაში ყოფნა გულს ჭიანჭველასავით მიპატარავებდა. პალატას რომ მივუახლოვდი, შევნიშნე ჩემები როგორ ესაუბრებოდნენორ ახმახ პოლიციელს. იქვე დავლანდე ნიკუშაც რომელიც დახლს დაყრდნობოდა და რაღაც საბუთებს ავსებდა. ფორმა ეცვა, გამოდის მუშაობდა კიდეც. მშობლებს გვერდი ავუარე და მაშინვე ძმაკაცთან ავისვეტე.
- ლეიტენანტო აბესაძე.
ხმადაბლა ამოვილაპარაკე, მხარზზე ხელი დავარტყი და გავუღიმე. თითქოს ვერ მიცნოვო, ისე გადმომხედა, მაგრამ შემდეგ მის პროფესიულ როლში ზედმეტად შეჭრილ სახესაც მოედო ღიმილი.
- ეგ ორნი, საუკეთესოები არიან მთელს ფილიალში- განმიმარტა, ისე რომ თავისი კოლეგებისთვის არც გაუხედავს. ალბათ თუ მართლა საუკეთესოები იყვნენ, მიხვდენოდნენ რომ მათზე პატარა გოგოებივით ვჭორაობდით.
- და რაო მერე, მაგ საუკეთესოებმა?
- ზურისთან ჯერ არ შესულან, არასრულწლოვანია და რომელიმე მშობელი უნდა ახლდეს თან. როგორც ვხვდები ახლა ლაშა და სოფი მაგაზე ორჭოფობენ, რომელი დაუდგება ზურის გვერდით.
ამოიხვნეშა და თავი ისევ თავისი საბუთებისკენ ჩახარა.
მშობლებს გავხედე. მამაჩემა ამზერით შემომხედა და თავი გააბრუნა.
- ასეთ სიტუაციაში ქალების გარევა არ მიყვარს, ალბათ ჯობს ლაშა შევიდეს. - ვუთხარი ნიკუშას, ისე რომ მამაჩემისთვის თვალი არ მომიშორებია.
- აი ამაზე მომიწერე ხელი- კალამი ხელში მომაჩეჩა.
- ეს რაარი?!
- უბრალოდ მოაწერე რა, ეხლა მაგდენი არ ამახსნევინო.-როგორც ჩანს საშინლად გადაღლილი მყავდა ძმაკაცი. ჩავიცინე და ფურცლებს დავხედე. იმის თაობაზე იყო, რომ ზური პირველმა მე ვნახე ასეთ მდგომარეობაში. ხელი უნდა მომეწერა, მაგრამ მაშინვე გავშეში და აბესაძეს მივუბრუნდი. ხელით მის ფორმას ჩავავლე ხელი და საბუთებისკენ ახლოს ნელა მივწიე.
- ნიკუშ.. აქ წერია, რომ მე დავრეკე სასწრაფოში და მე ვიპოვნე.
- მერე?
- რა მერე ბიჭო?! ზურიზე რომ შენ გამაგებინე დაგავიწყდა? კაიფში იყავი გასაგებია, მაგრამ მაგდენად რომ არ გახსოვს?!
ხმადაბლა დავუყვირე რომ მის ორ ლაქიას რაიმე არ მოესმინა. რაღაც აშკარად ვერ იყო რიგზე.
- გეხვეწები ეხლა მაგას მოაწერე ხელი- ღრმად ამოიხვნეშა და თვალებში ანერვიულებულმა ჩამხედა.თითქოს ახლაღა მოვიდა რეალობის აზრზეო, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა. - მაგაზე ვიმუშავებ, უბრალოდ ზედმეტი პრობლემები არ არის საჭირო. რაც უფრო გაახმოვანებ ამ ამბავს და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება გარეული, უფრო გაჭირდება კვალზე გასვლა.
ძმაკაცს თავი დავუქნიე. ასეთ ამბებში უკეთ გაეგებოდა. ხელი მოვაწერე და ფურცლებს კიდევ ერთხელ გადავხედე. გამახსენდა, წლების წინ როგორ მიხსნა ჩემმა ნიკუშამ ძაღლების მიერ აღებული კვალისგან და სახეზე ღიმილი მომეფინა. მაშინ არც არაფრის აზრზე იყო დეტალურად ნიკუშა, მაგრამ ვენდე და გადამარჩინა. ახლაც დაუფიქრებლად ვანდობდი საკუთარი ძმის სიცოცხლეს.
-წავალ, სანამ დამასწრებენ ზურის შევხედავ. - გადავულაპარაკე აბესაძეს და ოდნავ გავუღიმე. კიდევ ერთხელ შემომხედა ლაშამ ამზერით და თავი პოლიციელისკენ გააბრუნა.
- ხო მართლა, შიგნით რაფაელია. ზურისთვის ჯამბაზობს დილასაქეთია.
- მართლა? რაფო სულ დამავიწყდა, ვერც ვნახე წეისერად გუშინ.
მხარზე რამდენჯერმე მსუბუქად დავარტყი ძმაკაცს ხელი, თვალები მოვიზილე და პალატაში ისეთი სისწრაფით შევვარდი, გეგონება ვინმე მომსდევდესო. ჩემი ქმედება არც შიგნით მყოფებს გამოპარვიათ. ზურიმ მაშინვე გამაგონა თავისი ხმა.
- რაიყო მოგდევდნენ?
სიცილში რაფოც აყვა. ჩამეცინა, ძმა შევათვალიერე. გუშინდელზე უკეთ ნამდვილად გამოიყურებოდა. ისევ მზესავით უნათებდნენ მოყვითალო თვალები და ისევ ღიმილი დარბოდა მის სახეზე. რაფაელს მსუბუქად გადავეხვიე და იქვე ჩამოვჯექი.
- დიდი ხანია აქ ხარ?
- რომ გავიღვიძე უკვე აქ იყო. - პასუხის გაცემა დაასწრო ზურიმ. - კიდევ კარგი, თორემ ამ დედატერეზა, მგრძნობიარე ექთნებს მარტო ვერ ავიტანდი.-მსუბუქად ჩაიცინა. ხელი მაშინვე სახვევზე მიიდო და კარგად მოთავსდა საწოლზე.
- პოლიციამ რაო?- გადმომხედა რაფომ .
- მალე მამაჩემთან ერთად შემოვლენ,ვნახოთ რას გაარკვევენ.
- შენ არ იქნები?- საწყალი სახით გადმომხედა ზურიმ. თავი უარყოფის ნიშნად გავუქნიე.
- აბა შენ იცი უმცროსო რურუა. თავი არავის დააჩაგვრინო-მიუახლოვდა რაფაელი თმები მსუბუქად აუქექა და პალატიდან გავიდა. დავრჩით ოთახში უმცროს-უფროსი.
- რამე ხომ არ გაგხსენებია?
- არა დამიან, ამნეზია ნამდვილად არ დამმართვნია.
- ასე.. ასე ვინ გაგიმეტა?!- ხელი მისი ნაკერებისკენ გავიშვირე.
- მოეშვი, რაც შენი სანერვიულო არაა. პოლიცია მიხედავს. მოდი, დაჯეი და ბლინები ჭამე. უგემრიელესია.
თვალები ავატრიალე, კედელს მივეყრდენი და ფეხები გადავაჯვარედინე.
- ეგ ბლინები ჩემმა ყინულისთვალებმა გამოაცხვეს.-სიამაყით წარმოვთქვიდა ნერწყვი მძიმედ გადავუშვი ყელში.
- ერთხელ გითხარი უკვე, ცოლად მოიყვანეთქო.- წარბები ამიწია და შემდეგიც ჩაკბიჩა.
- შენ და სოფომ პირი შეკარით თუ რა არის?!
- გაიცნო უკვე?- თავი დავუქნიე,კიდევ აპირებდა კითხვების დასმას, მაგრამ ოთახში ლაშასთან ერთად ორი პოლიციელი შემოვიდა. დედაჩემის ანერვიულებული თვალები შიგნიდანვე დავინახე. ზურის ტუჩების მოძრაობით ვანიშნე, ჭკუით მეთქი, და პატალა დავტოვე.
- ყველაზე სანდო ხალხს ჩავაბარეთ დედა, ასე მითხრა ნიკუშამ.
მივიხუტე სოფო და ფოიესკენ გავიყვანე. იქვე ჩამოვსვი და მისი აკანკალებული ხელები მუხლებზე დავაწყობინე.
- არვიცი ნიკა, მადლობა რითი გადაგიხადოთ-გადასძახა აბესაძეს, რომელიც რაციაში რაღაცას ბურტყუნებდა.
- დამშვიდდი სოფი რა, მადლობას დამიანე გადამიხდის. - თვალი ჩაუკრა დედაჩემს და მხარზე ხელი სიცილით დამარტყა. სიტუაციის განმუხტვა ჩემს ჯამბაზს, როგორც ყოველთვის ახლაც გამოუვიდა და დედაჩემს ღიმილი მოჰგვარა.
ფეხზზე წამოვდექი და ნიკუშასთან ერთად მოშორებით დავდექი.
- ცოტახნით უნდა გავიდე, მიხედავ დედაჩემს?
- ასეთი რა საქმე გაქვს, ნატალია აქ ვერ მოვიდოდა?
სახე შეეცვალა ნიკუშას და თავით სოფოსკენ მანიშნა.
- საქმე ნატალიაში არ არის, ორი კლიენტი მყავს და... უცებ მოვგაგვარებ ხომ იცი.
- იქნებ დროა, მოეშვე საერთოდ?!
- ასეთი დაძაბული რატომ მეუბნები, რა ხდება?- ჩამეცინა- მალე მოვალთქო, ესეიგი მალე მოვალ.
ნიკუშა თავს ცალი ხელით იქექავდა და მოჭუტული თვალებით თითქოს ჩემს გამჭირვალედ წაკითხვას ცდილობდა.
- არ გიფიქრია რომ შენი საქმიანობის გამო დაემართა ზურის ასეთი ამბავი?
- რა?!- თვალები აებნა ნიკუშას და ღრმად ამოისუნთქა. ხმაჩავარდნილი ერთი სიტყვის თქმის მეტი ვერაფერი მოვახერხე.
- იმ ორისნაირი ექპერტი არ ვარ გამოძიებებში. საერთოდაც, ძალიან შორსაა ჩემი პოლკოვნიკობა მაგასთან. მაგრამ დაფიქრდი დამიანე, რეალურად დაფიქრდი. შენს ადგილას კოტეს არ ვენდობოდი.
- რას მეუბნები ნიკუშა?! ჩემმა მეწილემ, პარტნიორმა კოტემ ძმა დამიჭრა?!
- დაწყნარდი, ასე პირდაპირ არაფერს გეუბნები- მხარზე ხელი მომისვა და თვალებში ჩამაშტერდა.- კარგად მომისმინე, ჩემი ძზმა ხარ, ზურიც ჩემი ძმაა. რასაც ვფიქრობ იმას გეუბნები.
- ორ კვირაში... ორ კვირაში 50% უნდა ჩავაბარო იმათ.
- იმათ?
- ხო, იმათ. მე კიდევ, მაგ 50%-ის ნახევარი მაქვს მხოლოდ. ასერომ ახლა უნდა წავიდე. - მაგარ შარში რომ ხარ იცი, დამიანე?!
- ვიცი ნიკუშა, ვიცი. და სანამ უარესად არ გავშარულვარ, ჯობს გამიშვა.
შეძლებისდაგვარად ჩავიცინე. დედაჩემს სითბოთი სავდე თვალებით ბოლოჯერ შევხედე და იქაურობა სწრაფად დავტოვე...
***

ნატალია*:

საკუთარ მოშიშვლებულ სხეულს სარკეში ვაკვირდები და ამაზრზენი სახით შევცქერი. არც ის მაკლებს ზიზღს და საპასუხოდ იბღვირება.
დრო გავიდა, გაფრინდა. ჩემს ცოდვებს ეკლესიაში ღამის თევაც აღარ უშველიდა. დამიანეს გადარჩენა დაგვიანებული იყო... სინანული მახრჩობდა და ცრემლები ყელში მიჭერდა. ვხვდები, ადამიანის არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია, როდესაც დგება დრო იმის, რომ საკუთარი თავის წინაშე სრულიად გაშიშვლდე… მოიხსნა ყველანაირი ნიღაბი, საფარველი, ყველანაირი როლიდან გამოხვიდე და დარჩე მხოლოდ შენ… შენი ყველა ნაკლით, ყველა პლიუსით და ყველა ახირებით…ყველაზე რთული კი იმიტომაა, რომ საკუთარი თავი ყველაზე და ყველაფერზე დაუნდობელია, რადგან მან ყველაფერი იცის შენზე.. ყველაზე სუსტ წერტილებში გირტყამს და განადგურებს..

პოლიციის შენობის წინ ვდგავარ და უკვე მერამდენე ღერს ვეწევი, სათვალავი ამერია. ყელი მჩხვლეტს, მაგრამ ნიკოტინს ვაბრალებ... თავბრუ მესხმის.ჩემს პირადობას, რომელსაც ნატალია მეტრეველი მკაფიოდ აწერია რამდენჯერმე ხელს ვუსმევ, თითქოს ამით ის ყველაფერი ჩამოსცილდება, რაც ამ არარეალურმა არსებამ შექმნა.

"… და თუ ამ გამოწვევას გაუძლებ ჩათვალე, რომ ცხოვრება ვეღარ მოგერევა."

სადღაც, ყრუდ ამომძახის ქვეცნობიერი. ჩემს წინ მდგარ, შუშის შენობას კიდევ ერთხელ ვუსწორებ თვალს და რამდენიმე ნაბიჯს წინ ვდგამ.



№1 სტუმარი ნათია41

აი ეხლა კი იმის გაფიქრებაც ცუდად მხდის რის გაკეთებასაც ნატლია აპირებს.

 


№2  offline მოდერი Moonlight17

არც 'ნატალია' გრძნობს თავს კარგად..
ნათია41
აი ეხლა კი იმის გაფიქრებაც ცუდად მხდის რის გაკეთებასაც ნატლია აპირებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent