ცხელი შოკოლადი. (თავი 6)
ჯონი ბერაიას, თუ სახლში ესტუმრებოდით, აუცილებლად გაჩვენებდათ თავის საამაყო, მოოქროვილ,სიგარების ჩასადებს, რომელიც სპეციალური შეკვეთით დაუმზადეს მხოლოდ მას. იმდენჯერ მქონდა ეს ნივთი ნანახი, ზეპირად ვიცოდი ყველა წერტილი. ახლა, როცა ბერდიას სახლში ვიყავი, სწორედ, რომ ამ ნივთს მოვკარი თვალი. დივნიდან უცბათ წამოვხტი და ჩემი ეჭვების გასაფანტად თაროსთან ახლოს მივედი. ის იყო. ზუსტად ის სიგარების ჩასადები იყო, რომელც ჯონი ბერაიას სახლში ქონდა. თავბრუ დამეხვა და წავბარბაცდი. იმის გააზრებამ, რომ უშიშროების მინისტრის სახლი არაბულმა გაძარცვა გამანადგურა. უცბათ მომვარდა ბერდია და ხელი შემაშველა. -ეს...ეს...შენ-სიტყვებს ერთმანეთზე ვერ ვაბავდი, იმდენად ვიყავი შოკში.ვერ ვიჯერებდი, რომ ბიჭი, რომელიც მიყვარდა ბოროტმოქმედი იყო.-ღმერთო...-საცოდავად ამოვიკნავლე, არაბულის სევდიან თვალებს შევხედე და გავითიშე. საშინელი გრძნობაა, როცა ადამიანზე, რომელიც გიყვარს გაიგებ საშინელ საიდუმლოს. საიდუმლოს, რომელსაც მხოლოდ მისი კი არა, შენი ცხოვრების 2 წამში დანგრევაც შეუძლია. მინდოდა ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, გამღვიძებოდა და ისევ ბედნიერი ვყოფილიყავი. მხოლოდ მე თუ დამემართებოდა და შემიყვარდებოდა ქურდი, რომელმაც უშიშროების მინისტრის სახლი გაძარცვა. ჯონი ბერაია ციხეში კი არ გაისტუმრებდა მძარცველებს, არამედ თავისი ხელით მოკლავდა.ეს ვიცოდი და გული ყელში მებჯინებოდა, როცა ვიაზრებდი რა მოელოდა ბიჭს, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს მერჩივნა. ახლა ვხვდებოდი, რატომ მეუბნებოდა არაბული, რონ საფრთხეში ვიყავი მის გვერდით. ახლა მესმოდა რას მარიდებდა თავიდან. თავს ისე ცუდად ვგრძნობდი მიჭირს აღვწერო. საკუთარი ოცნებები და გეგმები თავზე ჩამომემხო. წამით ვინატრე სადმე გადავხვეწილიყავი ამ ყველაფრისგან შორს, მაგრამ მე აქ ვიყავი,არაბულის სახლში. თვალები, რომ გავახილე ბერდიას საწოლში ვიწექი. ჩემი ხელი ეჭირა, თავი ჩაღუნულო ქონდა და ღრმად სუნთქავდა. ჩემი ოცნება სიზმართან დაკავშირებით წამში ჩამომენგრა თავზე. ოდნავ შევიშმუშნე და არაბულმაც სწრაფად წამოსწია თავი. სახეზე ეტყობოდა, რომ განადგურებული იყო. თვალები ჩაცვენილი ქონდა და სევდიანი მიყურებდა. -კარგად ხარ?-ისე ჩუმად მითხრა, ძლივს მოვახერხე გაგება. პასუხი არ გამიცია, მხოლოდ თავი დავუქნიე. -ირინა, არც კი ვიცი რა გითხრა.-დარცხვენილმა ამოილაპარაკა და თავი დახარა. -არ მინდოდა ეს ყველაფერი მომხდარიყო. -ვხვდებოდი ძალიან უჭირდა ლაპარაკი. თვალები ჩაწითლებული ქონდა და ღრმად სუნთქავდა. მარჯვენა ხელში სიგარეტი ეჭირა და ნერვიულად ეწეოდა. -ვიცი ალბათ ჩემი დანახვაც არ გინდა და გეფიცები მესმის.-ნაღვლიანად შემომხედა. ისეთი თვალები ქონდა, ისეთი ამოუცნობი მზერით მიყურებდა, იმდენ ტკივილის იტევდა მისი სახე, როგორ არ მოვკვდი არ ვიცი. -მინდა მომიყვე ეს ყველაფერი, რატომ გააკეთე.-კატეგორიულად ვუთხარი და საწოლში გავსწორდი. დაიბნა, აშკარად არ ელოდა ჩემგან მსგავს ქმედებას. მეც არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. ბერდიას კარგად ვიცნობდი და გულის სიღრმეში იმედი მქონდა, რომ ეს ყველაფერი რაღაც სერიოზული მიზეზის გამო გააკეთა. -ირინა, არა მგონია ამის მოსმენა გინდოდეს.-ახლოს მოსვლას ვერ ბედავდა. არ იცოდა რას მოვიმოქმედებდი. -გელოდები.-ხმა გავიმკაცრე და ხელები გადავიჯვარედინე. ღმრად ამოხვნეშა და მოყოლა დაიწყო. -მამაჩემი და ჯონი-ეს სახელი საშინელი ზიზღით თქვა და ხელები მომუშტა.-ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მამაჩემმა ბიზნესი წამოიწყო და წილში ბერაიაც გაიყვანა, მაგრამ ეს უკანასკნელი ვერ კმაყოფილდებოდა ქონებით. -ვხვდებოდი ამბის მოყოლა ძალიან უჭირდა. მეც საშინლად დავიძაბე, მაგრამ სიმართლე უნდა მცოდნოდა.-ერთ დღეს, ჩვენს სახლში დაქირავებული ქურდები შემოუშვა ჯონიმ. მამაჩემის კომპანიის საბუთები და რამდენიმე ნივთი მოიპარა. მათ შორის ეს სიგარების ჩასადებიც, რომელიც მამაჩემს ბაბუაჩემმა დაუტოვა და შვილივით უფრთხილდებოდა. ბერაიამ ყალბი ხელმოწერით საბუთები გააკეთა და მამაჩემს მთელი კომპანია წაართვა. მაშინ 12 წლის ვიყავი. ჩემს მშობლებს რაღაც დანაზოგი ქონდათ, ბიძაჩემიც გვეხმარებოდა კანადიდან, მაგრამ მამაჩემმა საუკეთესო მეგობრის ღალატი ვერ გადაიტანა და გულის შეტევით გარდაიცვალა. -ბოლო სიტყვები საშინელი ტკივილით თქვა და მხრები უღონოდ ჩამოუშვა. -2 წელში დედაჩემის გარდაიცვალა და მარტო დარჩენილი, ბიძაჩემმა წამიყვანა თავისთან. მამაჩემის სიკვიდლის დღეს დავიფიცე, რომ შურს ვიძიებდი. ძარცვისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. ვიცოდი ჯონი თავისი შავ-ბნელი წარსულის საბუთებს სეიფში ინახავდა. 1 თვის წინ კი მისი სახლი გავქურდეთ მე და ჩემმა მეგობარმა. მე მხოლოდ საბუთები და ეს სიგარების ჩასადები წამოვიღე. ჯერ ვერ გამოვაჩენ ამ საბუთებს. სანდო ხალხს ვეძებ, ჯონის ყველგან თავისიანები ჰყავს. შენ არ იცი რამდენი საშინელება აქვს ჩადენილი ბერაიას და მე არ ვაპირებ ამ ყველაფრის შერჩენას!-თავისი სათქმელი დაასრულა და ნერვიულად დაელოდა რეაქციას. მე მოსმენილისგან სრული შოკი მივიღე. ვიცოდი ჯონი ანგელოზი არ იყო, მაგრამ არც ამდენად ნაბი*ვარი მეგონა. ვიჯექი ვუყურებდი განადგურებულ ბერდიას, რომელიც ამხელა ტკივილს იტევდა და გული შემიწუხდა. -ალბათ აქ ყოფნა არ გინდა, შემიძლია სახლში წაგიყვანო.-ტკივილიანად ამოილაპარაკა და ფეხზე წამოდგომა დააპირა ხელში, რომ ვწვდი. გაუკვირდა. დაბნეულმა ჩამხედა თვალებში. ჩემკენ დავქაჩე და ისიც საწოლზე ძალაგამოცლილი დავარდა. ახლოს მივედი და მთელი ძალით ჩავეხუტე. საშინლად დაიბნა და რამდენიმე წამის შემდეგ მომხვია ხელები. არ ვაპირებდი მის მიტოვებას, მითუმეტეს ახლა, როცა ეს საშინელება მოვისმინე. საჭირო, რომ გამხდარიყო მეორედაც გავძარცვავდი ბერდიასთან ერთად ბერაიების სახლს. -თუ მეორედ გაძარცვა გახდა საჭირო, შენთან ერთად წამოვალ. -ჩემი ფიქრები ხმამაღლა გავაჟღერე და უფრო მეტად მივეხუტე არაბულს. ჩაეცინა და თმაზე მოფერება დამიწყო. -არ ვიცი რით დაგიმსახურე, ირინა. მიყვარხარ.-პირველად მითხრა ეს სიტყვა და მე შემეშინდა. შემეშინდა მოსალოდნელი საფრთხის და იმის, რომ მშვიდად ვერ ვიცხოვრებდით. ადრე თუ გვიან ჯონი გაიგებდა მძარცველების ვინაობას და არცერთს აცოცხლებდა. შიშში უნდა მეცხოვრა ბერდიასთან ერთად, მაგრამ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ ჩემი არაბული სულ ჩემთან ყოფილიყო. ერთ საღამოს დედაჩემმა დამირეკა ჩვენთან გამოდიო. მეც წავედი. დიდი ხანი იყოს გასული, რაც ბოლოს ვნახე და გადავწყვიტე წავსულიყავი. სახლში მისულს საკმაოდ ნაცნობი ხმა შემომესმა და სასწრაფოდ გავიქეცი მისაღებისკენ. -ვაიმე, დემნაა-სიხარულისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ისე შევახტი ჩემს ძმას. -როგორ გასუქებულხარ რა არის. გადამტეხე წელში.-სიცილით იგუდებოდა დემნა და მაგრად მიხუტებდა. -ოდესმე თუ მომენატრებოდი ვერ წარმოვოდგენდი, ქაჯო. -მე არ მომნატრებიხარ, რა.-გაბუტულმა ამოვილაპარაკე და ხელები გადავიჯვარედინე. -ვახშამი მზად არის, მოდით. -სამზარეულოდან გამოგვძახა ნინომ. საღამომ საკმაოდ სასიამოვნოდ ჩაიარა, ოჯახურ იდილიაში. გადავწყვიტე იქ დავრჩენილიყავი და დემნას შევყევი ოთახში, ტელეფონზე არაბულმა, რომ დამირეკა. გამეღიმა. -გისმენ.-დერეფანში გავჩერდი და ისე ვუპასუხე. -რას შვრები?ძალიან მიმენატრე რა და ჩამოდი გნახავ.-ბუზღუნებდა ტელეფონის მეორე მხრიდან არაბული. -მეც ძალიან მომენატრე, მაგრამ ჩემი ძმა ჩამოვიდა და დღეს ვერ გნახავ. -ვირტუალური კოცნა გავუგზავნე მე. -კარგია, გილოცავ. ყოველდღე დემნას ნატრობდი.-სიცილით მითხრა და ჩაახველა. -კარგი მაშინ მიდი და ხვალ ავიდეთ ირაკლისთან. მიყვარხარ. -ვიგრძენი, როგორ ჩაეღიმა ტელეფონში და ისევ ჩაახველა. -მეეც და ნუ ეწევი ამდენს.-ბედნიერმა გავუთიშე ტელეფონი და დემნას ოთახში შევედი. -ოჰჰ, დაასრულე სატრფოსთან საუბარი? არ უნდა გამაცნო? ან ახლა უნდა ვიგებდე მე, რომ ჩემ ს ქაჯ დას ვინმე შეუყვარდა? -ვითომ გაბრაზებულმა შემომხედა და დამეჯღანა. -ხვალ ირაკლისთან წავიდეთ და გაგაცნობ. -ბედნიერმა ვუთხარი და ხელიდან შოკოლადი წავგლიჯე. მეორე დღეს ადრიანად წავედით მე და დემნა ირაკლისთან. ყველა შეკრებილიყო. ირაკლის დეიდაშვილი თეონა მაღლაკელიძეც იქ იყო. ვიცოდი დემნას, რომ მოსწონდა და ირაკლის გათვლაზე ჩამეღიმა. ბერდია არ ჩანდა არსად და ცოტა ავნერვიულდი. იმ დღის შემდეგ, რაც ძარცვის ამბავი გავიგე სულ ასე ვნერვიულობდი 1 წუთის დაგვიანების გამოც კი. ყველას მივესალმე და ნერვიულად დავჯექი დივანზე. დემნა ყველას გადაეხვია და ბოლოს ჯერი თეონაზეც მიდგა. გამეცინა ჩემი ძმის დაბნეულობაზე. -ვაა თეონა, როგორ ხარ? -გადაკოცნა დემნამ და მის გვერდით დაიკავა ადგილი. -კარგად დემნა, შენ?-ნაკლებ მდგომარეობაში არ იყო თეონა. ძალიან საყვარლები იყვნენ. -კარგად.-გაუცინა დემნამ და უფრო ახლოს მიიწია თეონასთან. -არაბული სად გყავს?-ჩუმად გადმომიჩურჩულა ნატუკამ. -არ ვიცი.-ნერვიულად დავიწყე თითების მტვრევა კარზე, რომ ზარი დარეკეა. ირაკლი წამოდგა და კარი გააღო. ბერდიას ხმა მომესმა და შვებით ამოვისუნთქე. არაბული ოთახში შემოვიდა და ყველას მიესალმა.მზერა ჩემზე გააჩერა და გამიღიმა. ირაკლი ადგა და დემნა გააცნო. -გაიცანი, დემნა, ირინას ძმა და ჩემი ბავშვობის მეგობარი. დემნა ეს ბერდიაა...-სიტყვის თქმა არ დაამთავრებინა დემნამ. -ჩემი დის მომთვინიერებელი. -სიცილით უთხრა, ჩემი გაბრაზებული სახე დააიგნორა და ხელი ჩამოართვა.-სასიამოვნოაა. -ჩემთვისაც.-გაუღიმა ბერდიამ და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. -მომემატრე.-ჩუმად ამოვილაპარაკე და ყელში ვაკოცე. ბავშვები რაღაცას ლაპარაკობდნენ, მაგრამ ჩვენ არ გვესმოდა, თითქოს სხვა განზომილებაში გადავედით. -მეც ძალიან.-მანაც იგივე გაიმეორა, დივანში კომფორტულად მოკალათდა, თავი მხარზე დამადო და თვალები დახუჭა. -ყველაფერი კარგად არის?-ნერვიულად ვუთხარი და შევხედე. -კი, უბრალოდ საშინლად მეძინება. დილის შვიდ საათზე დამირეკა ირაკლიმ ჩემთან ამოდი მოყვარე უნდა გაგააცნო.-სიცილით მითხრა ბერდიამ და ახლა თვითონ დამიტოვა სველი კოცნა ყელში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.