შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათამაშო (თავი 6)


25-03-2019, 03:21
ავტორი R.M
ნანახია 4 840

თავი 6

-გამარჯობათ, ქალბატონი ნინო ხომ?-დავაზუსტე მისი ვინაობა.
-კი მე გახლავართ. რა ხდება?-ჩაილაპარაკა შეშფოთებულმა.
-უნდა დავილაპარაკოთ.-მკაცრად ჩავილაპარაკე.
-მობრძანდით.-სახლში შემიშვა და თავადაც უკან მომყვა. ძალიან დიდი და ლამაზი სახლი იყო. დიდი მისაღები ოთახით.-დაბრძანდით, რამეს ხომ არ მიირთმევთ?-თავაზიანად მიმითითა დივანზე.
-წყალს, ხანგრძლივი საუბარი გველის წინ.-ჩავილაპარაკე და დივანზე დავჯექი.
წყლით სავსე ჭიქა დამიდგა წინ და ჩემს წინ მოკალათდა დივანზე.
-რა ხდება? ჩემს შვილზე გინდოდათ საუბარი.-შეშფოთებული მიყურებდა.
-თქვენს წარსულზე მინდა საუბარი. 1993 წლის ზამთარზე და გრიგალავაზე. -სახეზე ფერი დაკარგა.
-ეს ჩემს შვილთან რა შუაშია, მე არ ვიცნობ..
-იცნობთ და ორი თვის წინ იმ სახლშიც მიხვედით. ეს თქვენია.-ჩანთიდან მისი შარფი ამოვიღე და გავუწოდე.
-მე..-სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, ჩემს წინ დადგმულ ჭიქას ხელი დაავლო და ერთი ამოსუნთქვით დალია წყალი.
-რა იცის წარსულზე თქვენმა შვილმა ზვიად ქებურიამ და რატომ უთვალთვალებს გრიგალავას შვილს და რძალს?
-მე.. არ ვიცი არაფერი. მართლა არ ვიცი. ისე გავზარდე წარსულზე არაფერი მითქვამს. თქვენ საიდან იცით ეს ყველაფერი, მე საჩივარი არ დამიწერია.-ფერდაკარგული მიყურებდა.
-მე ყველაფერი ვიცი თქვენს წარსულზე, თქვენს ქმარზე, რომელიც გრიგალავამ მოკლა, ისიც ვიცი, რომ თქვენ იძიეთ შური და გრიგალავა და მისი ცოლი ხევში გადაჩეხეთ მანქანით.
-ეს უბედური შემთხვევა იყო.-ტირილი დაიწყო ნინომ.
-ყველაფერი ხომ დასრულდა, შური ხომ იძიეთ, რატომ არ ისვენებს თქვენი შვილი? რა უნდა?-ხმას ავუწიე, ვცდილობდი მისი აღელვებით მესარგებლა და რამე მეთქმევინებინა.
-არ ვიცი. ჩემმა ძმამ მოუყვა ერთი თვის უკან ჩემი ისტორია. სხვა არაფერი ვიცი. არც ის ვიცი ეს ყველაფერი საიდან გაიგეთ, არავინ არაფერი იცის, იქ მხოლოდ მე, გიორგი და დათო ვიყავით. არაფერი მითქვამს ისე გავზარდე.
-რატომ მოკლა გრიგალავამ თქვენი ქმარი? თქვენ იყავით ხომ ამის მიზეზი.-ის ვიკითხე რასაც ამდენი ხანი ვეჭვობდი.
-მე ვიყავი მიზეზი. ვუყვარდი, მერე გიორგიმ მომიტაცა და მას გავყევი ცოლად. მანაც მოიყვანა ცოლი. მეგონა ყველაფერი დასრულდა. იმ სახლში შეგვიფარა, ომს გამოვექეცით და იქ მიგვიყვანა. ვკამათობდით მე და გიორგი, ამ პირობებში ვერ გავჩერდებითქო, ისტერიკა მქონდა და გიორგიმ დამარტყა. ამ დროს მოვიდა დათო და ჩხუბი დაიწყეს. შემოაკვდა, არ უნდოდა მისი მოკვლა. -ნინო ატირდა.-მერე თბილისში წამომიყვანა და ჩემს ნათესავებთან დავბინავდი. გვამი გააქრო, მე კი ვთქვი, რომ თავს დაგვესხნენ და გიორგი გაიტაცეს, დავიცავი, დათო დავიცავი.-თავი ხელებში ჩარგო და ატირდა. -ხელი დავაფარე დათოს, არ ვიცი რატომ მაგრამ ვერ გავიმეტე.
-აბა ვინ მოკლა დათო და მისი ცოლი?
-არ ვიცი. სასამართოლომ უბედური შემთხვევა იყოო.
-ზვიადს რა უნდა? რატომ ცდილობს წარსულის გაქექვას?
-შენ რატომ ქექავ წარსულს?-ოთახში გამყინავი კაცის ხმა გაისმა, ისეთი ნაცნობი ხმა იყო, ძალიან მეცნობოდა ეს ხმა, უკან შემოვბრუნდი შეშინებული. ჩემს წინ გიორგი იდგა და დაჟინებით მიყურებდა.
-მე დავურეკე.-ნინომ შემომხედა, თითქოს ბოდიშს მიხდიდა.
-იმიტომ რომ ეს ჩემი ოჯახია და პასუხები მჭირდება.-შიში დავძლიე და მკაცრად ვუთხარი.
-იმიტომ რომ ისევ მიყვარხარ და ის ახვ*რი არ გიმსახურებს.-ჩემსკენ წამოვიდა და კბილებში გამოსცრა.
-მე მისი ცოლი ვარ. უცნაური სიყვარული გცოდნია, შორიდან ტრფობა. რატომ არ გვეშვები?- შიში გამიქრა, ის ხომ გიორგი იყო, უტეხად ვიდექი და ვუყურებდი.
-შენ წამოყვანას ვგეგმავდი, შენ კი თავად მოხვედი.- გაიცინა.
-რა გინდა?- თვალებში ვუყურებდი.
-შენ სამინისტროდან...-ვეღარ დაამთავრა სიტყვა ნინომ.
-მე დავით გრიგალავას რძალი და მისი შვილის ცოლი ვარ.-ისე განვაცხადე გიორგისთვის თვალი არ მომიცილებია.
-დღემდე ასე იყო. ამ სახლიდან ვერ გახვალ, მგლის ბუნაგში თავად გამოცხადდი.-წინ მიდგა და ისევ ისე მკაცრად მიყურებდა.
-ისევე გავალ, როგორც შემოვედი.
-ვერ გახვალ, დემნას კი დააპატიმრებენ.
-ნაძირალა ხარ. ცუდი სვლაა, არაკაცური.
-გრიგალავებს კაცური სველბი აქვთ? მეგობრის მოკვლა კაცურია?-ისეთი ხმით დაიყვირა ძარღვებში სისხლი გამეყინა და გულმა ფეთქვა შეწყვიტა.
-დემნა რა შუაშია? მე რა დავაშავე? მიპასუხე კითხვებზე.-მეც ავუწიე ხმას.-გიორგიც არ გქვია ხომ?
-ზვიადი მქვია, ახლობლები კი მამაჩემის სახელს გიორგის მეძახიან. წარსული არაფერ შუაშია. შენი ქმარია ყველაფრის თავი და თავი. არ იცი ხომ რას საქმიანობს და როგორ მაკავებდა, რომ ციხეში არ გამეშვა? -ბოლო ხმაზე დამიყვირა. -შენ არაფერი არ იცი.- ხელი მომკიდა, ერთ ერთ ოთახში ძალით შემაგდო და კარი ჩამიკეტა.
-გამომიშვი, ცხოველი ხარ.-ვყვიროდი გამწარებული. მტვრევის და ლეწვის ხმა მესმოდა, გიორგის გინების ხმაც ისმოდა, ნინოს ტირილის ხმაც. ნერვებს ვეღარ ვაკონტროლებდი და ავტირდი. ასე გავიდა დიდი დრო, ჩემი ჩანთა, მობილური და ყველა ნივთი მისაღებში დამრჩა.
საღამოს მოვიდა ჩემს ოთახში. ფეხზე ძლივს იდგა, ძალიან შემეშინდა. კარი გადაკეტა და საწოლზე ჩამოჯდა.
-გამიშვი გთხოვ.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-ვერ გაგიშვებ.-შემომხედა გიორგიმ და ცრემლი გაუკრთა თვალებში.
-რა ხდება შეგიძლია ამიხსნა?-ვუყვიროდი.
-ყველაფერი ორი თვის უკან დაიწყო, ბიძაჩემმა მომიყვა, რომ მე დემნას ნახევარძმა ვიყავი.-გაკვირვებულმა შევხედე.-ხო მეც გრიგალავას შვილი ვარ. დემნა მოვძებნე, სხვა არავინ მყავდა და მისი ცხოვრების გაქექვაც დავიწყე. არც თუ ისე სასიამოვნო სურათი დამხვდა. დემნა უცხოეთიდან შემოსულ ბინძურ ფულს ათეთრებდა, საკმაოდ ჭკვიანია და ისე აგვარებდა ყველაფერს ვერ გავედით მასზე. დაველაპარაკე, არ მითქვამს, რომ ჩემი ძმა იყო, ისე დაველაპარაკე და ვთხოვე იმ პირველზე გავეყვანე და დავპირდი თავს დავანებებდი.-არ გამკვირვებია, ვხვდებოდი, რომ რაღაც არა კანონიერი ხდებოდა. ალექსის და მისი საუბარი გამახსენდა:“კუდზე მაზის, ახალი პარტია.“-ექოსავით ჩამესმოდა ყურებში.
-ღმერთო ჩემო.-ამოვიტირე.-ვხვდებოდი.
-სამი თვეა დავბრუნდი საქართველოში. გერმანიაში ვიყავი, C ჰეპატიტი აღმომაჩნდა ორი წლის უკან. გახსოვს ნინომ რომ დამირეკა ანალიზების პასუხი წამოიღეო. იმ პასუხებში ამოვიკითხე ეს წყეული დაავადება. ძალიან ცუდად ვიყავი. გადავწყვიტე წავსულიყავი, შენ კი შენი გზით გამეშვი. მიყვარხარ ნატა, ვერ დაგივიწყე. სავსე მთვარეს ველოდებოდი ყოველ თვე, ვიცოდი, რომ აუცილებლად მომწერდი და გული მითბებოდა. ყველა შენი სმს შენახული მაქვს. „ სად ხარ? ისევ მიყვარხარ, დაბრუნდი.“ იმედით ვცოცხლობდი, ვმკურნალობდი და იმედი მქონდა, რომ დავბრუნდებოდი და იმ დროს ისევ გეყვარებოდი, მაპატიებდი გაუჩინარებას და ჩემი გახდებოდი.
-რატომ არც ერთხელ არ მომწერე.-გაბრაზებული ვუყურებდი.
-მინდოდა უჩემოდ გაგეგრძელებინა გზა. ისევ ვმკურნალობ, ვერ გამოვჯანმრთელდი, თუმცა აქ ჩავეწერე პროგრამაში და აქ ვაგრძელებ მკურნალობას. ერთი კვირა უკან დაგყვებოდი, ვერ გავბედე ახლოს მოსვლა, რომ პატიება მეთხოვა.-ხელის გულით ცრემლი შეიმშრალა და განაგრძო.-იმ საღამოს უნდა მოვსულიყავი, ორი კაცი მოგყვებოდა, დაგიყვირე სწრაფად შესულიყავი სახლში და კარი ჩაგეკეტა. მე კი მათთან ჩხუბი დავიწყე. იარაღი მანქანაში მქონდა დატოვებული და დანით დამჭრეს.-მაისური აიწია და ჯერ კიდევ ახალი ჭრილობები დამანახა.
-შენ იყავი? მერე რატომ არ მოხვედი?-ისევ ვტიროდი.
-მერე მოდულში მიგიყვანე, დავაპირე, რომ სიმართლე მეთქვა, მაგრამ შემეშინდა, რომ არ მაპატიებდი. ისევ გავჩუმდი, ლაშას ისე ეჩხუბე, ზურგით ვიდექი და მონატრებულ ხმას ვისმენდი.
-დემნა? მასზე მომიყევი.-ვტიროდი, კიდევ ერთ იმდგაცრუებას ვეღარ გადავიტანდი.
-მან გაიგო, რომ მიყვარდი და მახე დაგიგო. კომპანიაში და თავის სახლში მიგიტყუა, რომ მე ვეკონტროლებინე.
-არა, ეს შეუძლებელია, მე მას ვუყვარვარ, ასე ვერ თამაშობენ.-ისევ ვტიროდი.
-თამაშობს ნატა, მის ხელში სათამაშოდ იქეცი. მის სახლში შემოვიპარე, უნდა დაგლაპარაკებოდი. სიცხე გქონდა, იწვოდი. შენს გვერდით ვიყავი, შენ კი მას ეძახდი. დემნას ეძახდი მძინარე. გული მეტკინა, საშინლად მეტკინა. მივხვდი, რომ დაგკარგე, რამდენიმე დღის წინ სავსე მთვარე იყო და არც სმს არ მიმიღია შენგან. მეორე ღამესაც მე ვიყავი შენს გვერდით, შენს გამოფხიზლებას ვცდილობდი, თვალები გაახილე წალამიც დალიე და მაინც დემნას მეძახდი. მის სახელს ბოდავდი. იცი რა ვიგრძენი მაშინ? გული დამისერეს.
-რატომ არ მოხვედი, ორი წელი გელოდებოდი? ახლა, როცა სხვისი ცოლი ვარ, ახლა გეყო გამბედაობა? ეს არ არის სიყვარული.-მუშტები მკერდზე დავუშინე ატირებულმა.-გამიშვი, დემნა უნდა ვნახო, მე მისი სიმართლეც უნდა მოვისმინო.
-კმარა!-დამიყვირა, ხელი მკრა და საწოლზე დამაგდო. მერე კი ზემოდან დამხედა, შემეშინდა, ძალიან შემეშინდა. ხელები გამიკავა და სახეზე მაკვირდებოდა.
-გთხოვ არ გინდა, ეს არ გააკეთო.-ცრემლები თავისით მომდიოდა.
-დაიძინე.-ხელები შემიშვა და ოთახიდან გავიდა. კარის დაკეტვის ხმა გავიგე. რა დამაძინებდა, ისე ვიყავი შეშინებული. ფიქრები თავში ირეოდა, არ მჯეროდა, რომ დემნას არ ვუყვარდი, ყველაფერს დავიჯერებდი, ყვალფერს გარდა ამისა. მძულდა გიორგი, მძულდა, რომ ცხოვრება მეორედ დამინგრია. ძილი მომერია, ვეღარ ვფიზლდებოდი. კარს ტუმბო მივადგი და დავიძინე. ფანჯრები შევამოწმე, გისოსები ჰქონდა. სახლი კი არა ციხე სიმაგრე იყო, ვერაფერს გავხდებოდი. მთელი ღამე ფიქრები მკლავდა, დემნას სატელეფონო საუბრებს ვიხსენებდი და ვრწმუნდებოდი ზვიადის სიტყვებში.
მეორე დღეს ტანსაცმელი და საჭირო ნივთები მომიტანა. ოთახს სააბაზანო ოთახიც ჰქონდა და სრულიად იზოლირებული ვიყავი. გარეთ რა ხდებოდა არ ვიცოდი. ვეხვეწებოდი გავეშვი, მაგრამ არ მიშვებდა.
ორი ჯოჯოხეთური კვირა ვიყავი იმ ოთახში გამოკეტილი. არაფერს ამბობდა, მხოლოდ ის შემოდიოდა ჩემთან. დილით და საღამოს საჭმელი შემოჰქონდა და ყავა. არც ერთ კითხვაზე არ მპასუხობდა, არაფერს მეუბნებოდა. ვეხვეწებოდი გავეშვი, ვტიროდი, მაგრამ უშედეგოდ.
ორი კვირის მერე კი მოვიდა და კითხვაზე დემნა სად იყო პასუხი გამცა.
-დემნა წავიდა, არც ისე ძალიან ყვარებიხარ როგორც შენ გეგონა.-ჩაეცინა.
-მატყუებ.-ცრემლებმა ისევ გაიკვლია გზა ჩემს სახეზე.-უჩემოდ არ წავიდოდა.
-არ გატყუებ. წავიდა, ვერც მის სახლში ვერ დაბრუნდები სახლიც გაყიდა. ეს კი შენი ნივთებია.-ჩემოდანი შემოაგორა ოთახში სადაც ჩემი ნივთები ელაგა. ნივთებს თვალიერება დავუწყე და ჩემოდნის ზედა გამჭვირვალე ჯიბეში დემნას კალიცო დავინახე. ჩემი და მისი ინიციალებით.
-არ მაინტერესებს არაფერი. ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა ჩაედინა მე ის მიყვარს. -ტირილი ისტერიკაში გადამივიდა, მან კი ხელი მომხვია და გულზე ამიკრა. სახეში სილა გავარტყი.-არასდროს მომიახლოვდე. მძულხარ. ეს გინდოდა? მიიღე ჩემი სიძულვილი. მეზიზღები, მძულხარ, ვერ გიტან.
-მე კი მიყვარხარ.-ისევ მომხვია ხელები. ძალა გამომელია, წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, უბრალოდ ვქვითინებდი მის მკლავებში.
-რატომ მე, რატომ მე? მაინც და მაინც მე რატომ?-ვბუტბუტებდი.
-ჩემი ბრალია, მე ვერ დაგიცავი, მე ვერ გაგიფრთხილდი. იცი რამდენი გიდი მოვქრთამე, რომ შენს მაღაზიას ემუშავა და ტურისტები შემოეყვანათ? არ იცი. სადაც მიდიოდი ყველგან ვიყავი და გიცავდი. ყველაზე დიდი მტერისგან კი ვერ დაგიცავი.
-შემეშვი. არ მინდა. ვინ გთხოვა? ვინ გთხოვა ჩემზე გეზრუნა?-ისევ ვტიროდი.
-გულმა, არ შემიძლია სხვაგვარად. ის წავიდა, არ გიმსახურებს.-მეჩურჩულებოდა და ჩემს ტკივილს უფრო ამძაფრებდა.
-შენ აიძულე? ის ყველაფერს ტოვებდა და ჩემთან ერთად მიდიოდა ქვეყნიდან. რა უთხარი?
-ის რომ ჩემი ხარ და ვერადროს ვეღარ შეძლებს მოგეკაროს.
-დააშინე, დაემუქრე? ნაძირალა ხარ.-გულზე ხელი ვკარი.-მომშორდი და არ სცადო მოახლოვება.
-პატიმარი აღარ ხარ. არც წასავლელი არ გაქვს და არც სამსახური, ჯობია აქ დარჩე.
-წავალ, არ სცადო მოახლოვება.-ჩემოდანი დავკეტე და მისაღებში გამოვაგორე. ჩანთას ხელი მოვკიდე და წამოვედი.
ტაქსი გავაჩერე და დიღომში მივედი. სახლი დაკეტილი დამხვდა, კოდი შეცვლილი. ტელეფონი არ მქონდა, ალბათ მასთან დამრჩა. მცხეთაში წამოვედი და ლიკას მივადექი.
-ჯანდაბას ნატა სად იყავი, რა მოხდა?-ხელები მომხვია ლიკამ. მერე კი აღარაფერი მახსოვს. საავადმყოფოში მოვედი გონს.
-ლიკა დემნა სად არის?-შევხედე ლიკას იმ იმედით, რომ რამე საიმედოს მეტყოდა.
-კომპანია გაყიდა და ინგლისში წავიდა. რომ ვკითხე რა ხდებათქო არაფერი მიპასუხა. ზეზვამ უთხრა, რომ იმ სახლში მიგიყვანა. ის კი ასე ადგა და წავიდა.
-ზეზვას რა უთხრა? რატომ მიმატოვა?-ცრემლები სახეს მისველებდა.
-სხვა კაცს გაეკიდაო.-ჩუმად ჩაილაპარაკა ლიკამ.
-რაა? რა სისულელეა?
-ზეზვამაც იგივე უთხრა. თუმცა ვერ დაარწმუნა. სად იყავი, ვის სახლში მიხვედი?-გაკვირვებული მიყურებდა ლიკა.
-გიორგის სახლში.-ცრემლიანი თვალები შევიმშრალე.
-რა? არსებობს? გამოჩნდა? ამდენი ხანი არც ტელეფონს პასუხობდი. რა ჯანდაბა ხდება?-გაკვირვებული მიყურებდა ლიკა.
ლიკას ყველაფერი მოვუყევი, მერე კი ტელეფონი გამოვართვი და დემნას დავურეკე. ვერ დავრეკე, ტელეფონი გამორთული იყო. ვინც გამახსენდა ეს ალექსი იყო, ისიც ლონდონში იყო და იმედი მქონდა მოძებნიდა.
-ალექს როგორ ხარ?-ინტერნეტით დავურეკე ალექსს.
-მე კარგად, შენ რატომ ხარ საავადმყოფოში? რა გჭირს?-შეშფოთებულმა მკითხა.
-დემნას ხომ არ დაურეკავს? ლონდონში წამოვიდა და არაფერი ვიცი მასზე.
-არა ნატა. რაც წამოვედი დემნასი არფერი ვიცი. შენ რა გჭირს?-ისევ შეშფოთებული მიყურებდა.
-ყველაფერი, დემნა დავკარგე.-ამოვიტირე.
-დაწყნარდი. ვიპოვით, დავურეკავთ და ჩამოვა. სად უნდა დაგეკარგა ამხელა კაცი?-გამიღიმა ალექსმა.-ისე უყვარხარ ასე იოლად არ დაიკარგება.-იღიმოდა.-შენ კარგად ხარ?
-კარგად ვარ. კარგი ალექსს. კარგად.-ტელეფონი გავთიშე და ლეილას ნომერზე დავრეკე.
-ნატა?-ისეთი გაოცება გამოესახა ლეილას სახეზე.
-ლეილა როგორ ხარ?-ნამტირალევი ვურეკავდი.
-მე კარგად. რა ჯანდაბა ხდება შეგიძლია ამიხსნა?-დამიყვირა ტელეფონში.
-გამომკეტეს, დავბრუნდი და დემნა არ დამხვდა. ინგლისში წასულა, იცი რამე? როგორ მოვძებნო გთხოვ მითხარით ვინმემ რამე.
-კმარა ნატა. ასე უსირცხვილო თუ იყავი არ მეგონა.
-ლეილა...-სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე, ტელეფონი გათიშა. ვურეკავდი მაგრამ დაბლოკილი აღმოვჩნდი.
-რა მოხდა მეტყვის ვინმე?-ცრემლიანი თვალებით შევხედე ლიკას.
-უთხრეს, რომ ზვიად ქებურიას ცოლი ხარ და თქვენი ქორწინება ბათილია. -თავი დახარა და ისე ჩაილაპარაკა ლიკამ.
-რა? ეს ყველაფერი დაიჯერა? ლიკა შემომხედე, ამის შენც გჯერა?-საკუთარი მეგობრის თვალებში უნდობლობა დავინახე.
-არა ნატა არ მჯერა, მაგრამ ქორწინების მოწმობა ვნახეო დემნამ. -შეშფოთებულმა შემომხედა ლიკამ.-ქორწინება ორი თვის წინ არის გაფორმებულიო, თანაც ის ხომ ის გიორგია, აღარ ვიცი რა დავიჯერო.
-არა, ეს შეუძლებელია, შეუძლებელია, უნდა წავიდე.-საწოლიდან წამოვდექი, გადასხმა ხელით მოვიგლიჯე, ფეხსაცმელები ჩავიცვი, იქვე ჩემს ჩანთას ხელი დავავლე და საავადმყოფოდან სირბილით წამოვედი. ლიკას ყვირილისთვის „რას აკეთებო?“ ყურადღება არ მიმიქცევია. ტაქსი გავაჩერე და ქებურიას სახლს მივადექი. ზარი დავრეკე და მაშინვე კარი გაიღო. სირბილით გავიარე ეზო და სახლის კარი შევგლიჯე.
-ასე მალე არ გელოდი.-ირონიულად იცინოდა ზვიადი.
-ნაბიჭ*ვარო.-მისკენ წავედი და ჩანთა მთელი ძალით მოვუქნიე. სახეში მოხვდა და ტუჩი გაუსკდა.
-კარგად ჩხუბობ.-სისხლი მოიწმინდა და ისევ დამცინა.
-ეს გინდოდა? ეს გინდოდა? ჩემი სიძულვილი და ზიზღი გინდოდა? ხოდა მიიღე. მძულხარ, მეზიზღები.-ისევ გონება დავკარგე. თვალები რომ გავახილე თავზე ნინო მადგა, თვალები ცრემლიანი ჰქონდა.
-ქალბატონო ნინო დაელაპარაკეთ. ვკვდები, ცუდად ვარ. ამას რატომ მიკეთებს, თქვენც ქალი ხართ. უთხარით რამე.-ცრემლებმა თვალები დამისველა.
-მე არ მისმენს, არასდროს მისმენდა.-ნინო წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
ძლივს წამოვდექი, ოთახიდან უნდა გავსულიყავი, რომ ზვიადი შემოვიდა.
-სად მიდიხარ? წასასვლელი არ გაქვს, თანაც უკვე ღამეა.
-შენგან შორს, თუნდაც ჯოჯოხეთში.-ვუთხარი და ის იყო უნდა სახლის კარში გავსულიყავი, რომ დამიჭირა.
-არსად არ გაგიშვებ.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-მივდივარ.-ხელი ვკარი და სულ სირბილით გამოვიქეცი.
უბანში მოვრბოდი, ტაქსი არსად იყო, არც ტელეფონი არ მქონდა. რამდენ ხანს ვირბინე არ მახსოვს. უკან არავინ მომყვებოდა და ნელი ნაბიჯით გავაგრძელე გზა, რომ წინ ორი ტიპი გადამიდგა. პირზე ხელი ამაფარეს და ბნელ კუთხეში კედელს ამაკრეს, მერე კი ელექტრო შოკით გამთიშეს, ხელები და ფეხები მომეკვეთა, გონება არ დამიკარგავს. მერე სახეზე მანქანის ფარების შუქმა მომანათა, მერე გასროლის ხმა გავიგე. ხელში ვიღაცამ ამიტაცა და ისევ გონება დავკარგე.
-რა მოხდა?-ტუჩი გასიებული მქონდა. თავზე ზვიადი მადგა, სახეშეშლილი.-მოკალი? ისინი მოკალი?-ძლივს ამოვილაპარაკე.
-არა, დაჭრილები არიან, დააპატიმრეს. სად გარბოდი?-მუშტი კედელს დაარტყა, გაბრაზებული მიყურებდა.
-ჯოჯოხეთში. -ზიზღით შევხედე.
-ფეხმძიმედ ხარ, ბავშვზე უნდა იფიქრო.-საწოლთან ჩამოჯდა და სევდიანად ჩაილაპარაკა.
-რა? ბავშვი? -ვცდილობდი გამეაზრებინა რა მითხრა.- ხომ არაფერი მოუვა? ელექტრო შოკი მომადეს?-შეშინებული მუცელზე ვისვამდი ხელებს.
-არა. კარგად არის დაწყნარდი. აღარ გაიქცე, ბავშვზე უნდა იფიქრო. მე ვიზრუნებ თქვენზე.-თვალებზე ცრემლი შევნიშნე, სახე გვერდზე შეაბრუნა.
-ისევ რაღაცას ხლართავ.-უნდობლად ვუყურებდი.
-დავიმსახურე შენგან ყველა ზიზღი, ყველა უნდობლობა.-ჩაილაპარაკა სევდიანად.
-საღამო მშვიდობის.-პალატაში ექიმი შემოვიდა.-თქვენი მეუღლე კარგად არის, ყველაფერი რიგზეა. ბავშვსაც საფრთხე არ ემუქრება. შეგიძლიათ სახლში წაიყვანოთ. ეს დანიშნულებაა. ესენი დალიოს, ვიტამინებია ბავშვისთვის.
-მადლობა ექიმო.-დანიშნულება გამოართვა და ექიმიც გავიდა.
-შენ უთხარი რომ შენი ცოლი ვარ?-გაბრაზებულმა შევხედე.
-თავად დაასკვნა.-გამიღიმა.
-ნაგავი ხარ.-გაბრაზებულმა ვუთხარი.
-აღარ გაბედო ჩემთან ასე ლაპარაკი, არასდროს.-მკლავზე ხელი მომკიდა და გაგიჟებულმა ჩამხედა თვალებში.
-რას მიზავ, მომკლავ? მომკალი, სულიერად უკვე მკვდარი ვარ.-არ ჩამოვრჩი სიმკაცრეში.-ვეტყვი, რომ გამიტაცე, ვეტყვი რომ მოძალადე ხარ. თანამდებობასაც დაკარგავ და ღირსებასაც.
-ვერ დაამტკიცებ. კამერების ჩანაწერები მაქვს, რომ ჩემს სახლში თავად მოხვედი. მოძალადე კი არ ვარ, რომ ვიყო დიდი ხნის წინ გახდებოდი ჩემი. ახლა კი ადექი, ჩაცმაში დაგეხმარები.-დაიხარა და ფეხსაცმელების ჩაცმა დამიწყო.
-მე თვითონ.-ხელიდან ფეხსაცმელი გამოვართვი და თავად ჩავიცვი.
-წამოდი.-ხელი მომკიდა, სუსტად ვიყავი, ფეხებში ძალა არ მქონდა და მკლავზე დავეყრდენი.
-ლიკასთან წამიყვანე.
-ჩემს სახლში წავალთ.-მკაცრად ჩაილაპარაკა.
-გთხოვ წადი ჩემი ცხოვრებიდან.-შევხედე ხვეწნით.
-წამოდი. შენს თავზე თუ არ ფიქრობ ბავშვზე იფიქრე. სიმშვიდე გჭირდება, არაფერს დაგიშავებ, შენ ვერაფერს დაგიშავებ.-ხელი მომკიდა და საავადმყოფოდან წამიყვანა. არც ჩანთა მქონდა, არც ფული. ღამე იყო, ვერსად წავიდოდი. ტელეფონსაც არ მომცემდა, რომ ზეზვასთვის დამერეკა.
-ტელეფონი მჭირდება, ლიკა ინერვიულებს.
-იცის რომ ჩემთან ხარ და კარგად ხარ.
-მასაც დაემუქრე?
-ყველა თავის ტყავზე ფიქრობს. ყველამ მიგატოვა, არავინ არ ცდილობს შენს დაცვას. შენმა დემნამაც მიგატოვა, იმიტომ, რომ მშიშარა ა. ჩემს სახლში იცხოვრებ, ყველაფერი გექნება და ნელ ნელა გამიცნობ. ბავშვს გააჩენ და მერე თუ ისევ გენდომება წასვლა გაგიშვებ, თუ დარჩები ბედნიერი ვიქნები.
- შენგან ხვალვე წავალ.
-არ წახვალ. დარჩები, თუ არა და პრობლემები შეგექმნება. ერთი წლის მერე, თუ ისევ მოგინდება წასვლა თავად მოგიყვან შენს დემნას.-შეთანხმებას მიდებდა.
-კაცურ სიტყვაზე ვერ გენდობი, იმიტომ რომ არაკაცი ხარ.-შევხედე უნდობლად და ლამის მანქანის საქარე მინა გავიტანე თავით ისე დაამუხრუჭა მანქანა.
-კაცი ვარ და ნუ მაიძულობ დაგიმტკიცო.-ხელი მკლავზე მომკიდა და კბილბში გამოსცრა.
-მე და შენ კაცობის შეფასების სხვა და სხვა კრიტერიუმები გვაქვს.-არც მე დავაკელი ირონია.
-ნუ ეცდები ჩემს ნერვებზე თამაშს.-ხელი შემიშვა და მანქანა დაქოქა.
მის სახლში მივედით, ისევ იმ ოთახში შემიყვანა, ბედს შევეგუე. ბავშვზე უნდა მეფიქრა, ჩემი შვილი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო. დილით სარკეში, რომ ჩავიხედე საკუთარი თავის შემეშინდა. ტუჩი გასიებული მქონდა, სახეზე ჩალურჯება. რაც არ უნდა ყოფილიყო მან გადამარჩინა. თუმცა მანვე ჩამაგდო ამ საფრთხეში.
-შენი წამლები.-ოთახში შემოვიდა და წამლების პარკი დამიდო ტუმბოზე.
-ჯერ უნდა დააკაკუნო.-შევხედე გაბრაზებულმა.
-პირველად არ ვარ შენს ოთახში.-ახლოს მოვიდა და მეც ინსტიქტურად უკან დავიხიე.
-ეს სუნამო.-ნაცნობი სუნამოს სუნმა ცხვირის რეცეპტორები ამიწვა.
-იცანი?
-გადი ჩემი ოთახიდან.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
-ეს სურნელი-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცხვირი ყელზე მომადო.-მაგიჟებს. ეს შენი სურნელია.
-მომცილდი.-ხელი ვკარი და უკან გავწიე.
-კარგი.-გაეღიმა და კარში გადიოდა, რომ უკან მოიხედა.-საუზმეზე გამოდი, გელოდები.-ჩაილაპარაკა და გავიდა.
დემნას ვედავებოდი, რომ სხვა სუნამოც ჰქონდა, ის კი მიმტკიცცებდა, რომ მხოლოდ ერთ სუნამოს იყენებდა სულ. სახლში უშედეგოდ ვეძებდი სხვა სუნამოს, მაგრამ ვერ ვიპოვე. ის იყო, იმ ორი ღამის განმავლობაში ის იყო ჩემს ოთახში, ჩემს გვერდით ეძინა და სიცხიანს მივლიდა. ჩემს ბალიშს მისი სუნამოს სუნი ჰქონდა. სიმართლეს მეუბნებოდა, ფაქტებს ერთმანეთ ვუკავშირებდი და ვხვდებოდი, რომ მე მიცავდა. მაგრამ დემნაზე ფიქრს არ ვწყვეტდი, ნუთუ თამაშობდა, ასე ვერ ითამაშებდა. ვარწმუნებდი საკუთარ თავს და გადაწყვეტილი მქონდა დემნა მენახა. მისი საუბარი ალექსთან, მიყვარს და ცოლად მოვიყვანო. ასე არ თამაშობენ, ასე ვერ თამაშობენ.
მოვწესრიგდი, საშინლად მშიოდა. წამლები დავლიე და ოთახიდან გამოვედი. სამზარეულო მოვძებნე, იქ ნინო დამხვდა.
-მოდი ნატა.-გამიღიმა ნინომ.
-თქვენც ამ ფარსის მონაწილე ხართ.-შევხედე გაბრაზებულმა და მიმოვიხედე, ზვიადი, თუ გიორგი არ ჩანდა.
-მიირთვი შვილო.-ნინომ წინ გამზადებული ომლეტი დამიდო თეფშით. მეც ჭამა დავიწყე, საშინლად მშიოდა.
-შენი ტელეფონი. -სამზარეულოში ზვიადი შემოვიდა და წინ ტელეფონი დამიდო.-ეს დემნას ახალი ნომერია, შეგიძლია დაურეკო. ვიცი მაინც გაარკვევ, ვერ მოისვენებ და დაურეკე.
-რას მეკაიფები?-შევხედე გაბრაზებულმა.
-არ გეკაიფები. სერიოზულად, დაურეკე თუ გინდა მასთან საუბარი.
ტელეფონს ხელი მოვკიდე და ჩემს ოთახში შევიკეტე. ხანგრძლივი ზუმერის მერე გაისმა დემნას ხმა.
-დემნა.-ამოვიტირე მისი ხმის გაგონებისას.
-ნატა? რა გინდა?-დამიყვირა ტელეფონში.
-დემნა რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს, მითხარი რომ არ თამაშობდი და გიყვარვარ, გთხოვ. მითხარი რომ რაც მოვისმინე ტყუილია.
-არ ვიცი რა მოისმინე. მე მჯეროდა შენი. აღარ დარეკო, რადგან გადაწყიტე წასვლა აღარ დარეკო.-ტელეფონი გაითიშა, მე კი სმს-ი ავკრიფე და მივწერე.
-„არ მიღალატია, სიმართლის გარკვევა მინდოდა და იმ სახლში იმიტომ მივედი, მერე ჩამკეტა და აღარ გამომიშვა. დემნა მიყვარხარ, მოგძებნი და მოგიყვები ყველაფერს. შვილი გვეყოლება, მამა გახდები. გვჭირდები მეც და ბავშვსაც.“-გავაგზავნე და ცრემლებმა გაიკვლია გზა ჩემს სახეზე.
-„გილოცავ. შეგიძლია შენს ქმართან ერთად იზეიმო შვილის დაბადება. აღარ დამირეკო არასდროს.“-მუხლები მომეკვეთა, სახე ბალიშში ჩავრგე და ავღრიალდი.
-დაწყნარდი.-სიმსუბუქე ვიგრძენი. ხელში ამიტაცა და გულში ჩამიკრა.
-რა უთხარი? ასეთი რა უთხარი?-მუშტები დავუშინე და ვღრიალებდი.
- შეეშინდა და გაიქცა, ვუთხარი, რომ წასულიყო და წავიდა. არ უცდია შენი დაცვა, საკუთარი ტყავი გადაირჩინა.-მანაც ხმას აუწია.
-მატყუებ.-ამოვიტირე.-ვუყვარვარ, ასე არ მიმატოვებდა.-გონია, რომ ვუღალატე, გონია რომ მე მივატოვე. ასე რატომ მოიქეცი?
-კრიმინალია.-დამიყვირა.-გიყენებდა, შეიგნე.-ხელში ამიტაცა და საწოლზე დამაწვინა.-ბავშვზე იფიქრე, ასე ნუ იქცევი.
-წადი, ვერ გიტან, მეზიზღები.-დავუყვირე და ისიც ოთახიდან გავიდა. ბევრი ტირილის მერე დავწყნარდი.
ტვინმა აქტიურად დაიწყო ფიქრი, რაღაც უნდა მეღონა, სასწრაფოდ უნდა დამეღწია თავი ამ ყველაფრისგან. ტელეფონი ისმინებოდა, ვერაფერს ვიზავდი, უნდა გავპარულიყავი და დემნასთან ჩავსულიყავი. სახლში არ იყო, ამიტომ ჩემი ოთახიდან გამოვედი და მის კაბინეტში შევიპარე. აქტიურად დავიწყე ძებნა, რასაც ვეძებდი ადვილად მივაგენი. ქორწინების მოწმობა, ჩემი ხელმოწერით. მერე გამახსენდა ჩვენება რომ ჩამომართვეს მოდულში. ხელმოწერა გამიყალბეს. ქორწინების მოწმობა ჯიბეში ჩავიდე და უკან გამოვიპარე.
-სასწავლებელში უნდა წავიდე.-საღამოს გამოვუცხადე.-თემა თითქმის დავამთავრე და უნდა ლექტორს ვანახო.
-მე წაგიყვან.
-თავად წავალ.
-როგორც გინდა.-მხრები აიჩეჩა და კაბინეტში შეიკეტა.
მეორე დილით სასწავლებელში წავედი. დავინახე უკან მომყვებოდა ისევ ის ტოიოტა. აუდიტორიიდან გადავიხედე და დავინახე, რომ ქვემოთ იდგა მანქანა და მელოდებოდა.
-ნაბიჭ*ვარი.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
-ვინ გაბრაზებს?-ჩემს უკან ერთი ბიჭი იდგა და მიღიმოდა.
-ერთია. მითვალთვალებს და მოსვენებას არ მაძლევს. შეგიძლია ტელეფონი მათხოვო? დასარეკი მაქვს.
-კი, როგორ არა.-ტელეფონი გამომიწოდა.
-ტელეფონი შეგიძლია გამიცვალო? ოღონდ ნომერი ამოიღე და გადააგდე.-ჩემი ბოლო მოდელის ტელეფონი ამოვიღე და გავუწოდე. ზვიადმა ახალი ტელეფონი მომიტანა.
-ვა, მაგარია. მაგრამ შარი არ მინდა.-ჯერ გაუხარდა, მერე კი გაკვირვებულმა შემომხედა.
-მართალი ხარ.-მივხვდი, რომ შარში გავხვევდი ამ ახალგაზრდას და ტელეფონი ჯებეში ჩავიდე.- დამარეკინებ?
-დარეკე.-ტელეფონი გამომიწოდა.
-ჩემი ტელეფონი შეგიძლია შენ გქონდეს ცოტა ხანი? ლექციაზე შედი და ჩართული გქონდეს. მანამდე მე დავრეკავ.-მანაც თავი დამიქნია.-საპირფარეშოში შევედი და ალექსს დავურეკე.
-ნატა რა ხდება შეგიძლია ამიხსნა?-შეშფოთებული მიყურებდა ალექსი.
-ალექს დემნაზე იმდენი ცუდი მოვისმინე, შენ მითხარი სიმართლე. მითხარი ალექს ვინ არის დემნა?
-რაც გაიგე სიმართლეა. მახე დაგიგო და მეც ამის მონაწილე გავხდი. მაგრამ მახეში თავად გაება, გაგიჟებით და პირველად შეუყვარდა და ეს შენ იყავი.
-რატომ არ მითხარი?
-ვერ გითხარი, დემნა არ მაპატიებდა, ის იმაზე ჭკვიანია ვიდრე ფიქრობთ.
-რა იცი, რომ ვუყვარდი და მეც სატყუარა არ ვიყავი?
-თავიდან კი, მერე შეიშალა. ასეთი არასდროს მინახავს. ჩემთან, რომ დარჩა მაშინ მომიყვა, რომ უყვარდი და შენს გამო ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებდა.
-ალექსს დემნასთან უნდა ჩავიდე და დახმარება მჭირდება. სხვას ვერ ვთხოვ, დაარწმუნე დამელაპარაკოს. ჩემს ტელეფონს უსმენს.
-როგორმე დამირეკე რას იზავ. დაველაპარაკები დემნას.
-კარგი ალექს, ნახვამდის.-დავემშვიდობე ალექსს. მერე წამოვედი და ჩუმად გამოვიპარე სასწავლებლიდან. მანამდე კი იმ ტიპს ტელეფონი დავუბრუნე და ვთხოვე მეორე დღეს ჩემთვის ახალი ნომერი და ახალი ტელეფონი ეყიდა. არ ვიცი რატომ მაგრამ სრულიად უცნობს ვენდე და მის იმედად ვიყავი.
აუდიტორიაში შევედი სადაც ლექციები მუდმივად ტარდებოდა. ერთერთ მერხში ჩემი ტელეფონი დავტოვე, ხმა გავუთიშე ზარის და აუდიტორიიდან გამოვედი. სამხარაულში მივედი და განცხადება დავწერე ხელმოწერის შემოწმებაზე. მითხრეს, რომ პასუხი ორ კვირაში იქნებოდა. სამხარაულიდან ისევ სასწავლებელში დავბრუნდი, ჩემი ტელეფონი ავიღე და გარეთ გამოვედი. ავტობუსში ავედი და ის ტიპი უკან გამომყვა მანქანით. ვვარაუდობდი და გამართლდა, ტელეფონით მისმენდა და მაკონტროლებდა.
-დღემ როგორ ჩაიარა?-მის სახლში მისულს ზვიადი მისაღებში დამხვდა. მის მიმართ მოწოლილ აგრესიას ვგრძნობდი, საშინლად ვიყავი გაბრაზებული.
-კარგად, ლექციებზე მომიწია დასწრება.-ჩავილაპარაკე.
-რამდენი ლექცია გქონდა?-შემომხედა და ირონიულად ჩაეღიმა.
-დაკითხვაზე ვარ?-შევხედე გაბრაზებულმა.
-შენ ჩემი ცოლი ხარ!-ახლოს მოვიდა და კბილებში გამოსცრა.-არ გაბედო მოტყუება.
-რომ გავბედო, რას მიზავ. მიდი მომკალი და დამასვენე. გგონია რამედ მიღირს სიცოცხლე დემნას გარეშე? ლექციებზე ვიყავი, არ მისმენია რას ყვებოდა ლექტორი, ვიჯექი და ვისმენდი, დრო გამყავდა, რომ შენი სახე არ დამენახა სახლში დაბრუნებულს. -ისტერიულად ვუყვიროდი.-ისევ წავალ, ისევ იქ გავატარებ საათებს, რადგან მეგობრებთან ურთიერთობაც ამიკრძალე. რა ვქნა? სული მეხუთება აქ. ვერ გავრბივარ, რადგან ყველგან მითვალთვალებენ, ყველგან შენი ქსელია გაბმული და ყველგან მშხამავ.
-გეყოფა!-დამიყვირა და ხელები მომხვია.-ლექციებზე იარე, არ დაგიშლი.-თმაზე მეფერებოდა.
-მომცილდი.-ხელი ვკარი.
-სასწავლებელში ივლი, სხვაგან გადახვევა არც გაბედო.-თითი დამიქნია.
-რომ მოგკლა ციხეში ხომ დამიჭერენ?-შევხედე უცებ.-დამიჭერენ.-თავად ვუპასუხე საკუთარ თავს.-დამიჭერენ და თავს დავიხსნი შენგან.-ხელი ლარნაკს დავავლე და მთელი ძალიათ მოვუქნიე. ხელში წამწვდა და ხელიდან დამაგდებინა.
-რა ხდება?-ნინო შემოვიდა, ისიც ტიროდა.
-ნინო ნუ ერევი და შენს ოთახში შედი.-დაუყვირა დედამისს.
-გაუშვი, ცხოველად იქეცი, ასე არ შეიძლება.-ტიროდა ნინო.
-შეიძლება, ის ჩემია და აქ დარჩება.-ყვიროდა ბოლო ხმაზე.
ოთახში გავიქეცი, კარი გადავკეტე, როგორ დამეღწია თავი. მეჩივლა და რა გამოდიოდა, ის ჩემი ქმარია და გავურბივარ. თანაც ყველა ძალოვან სტრუქტურაზე მიუწვდება ხელი. როგორ მოვიქცე არ ვიცი. მერე ერთი აზრი მომივიდა, სავარაუდოდ კამერა ოთახშიც იქნებოდა, ის ხომ პარანოიკია. ძებნა დავიწყე და მივაგენი, კამერა ჩამოვგლიჯე და ისევ მისაღებში გავედი.
-ეს რა არის? როდის ვიხდი და როდის ვიცვამ ყველაფერი უნდა ნახო? ეს რა არის?-ვუყვიროდი.-ასე ცდილობ ჩემი გულის მოგებას? ასე ცდილობ ჩემს გულში შემოღწევას?
-კარგი. კამერები არ იქნება და სამაგიეროდ მე ვიქნები შენს ოთახში.-ჩაიცინე ირონიულად.
-არ გაბედო იქ შემოსვლა და მოკარება.
-რომ გავბედო რას იზავ?-წინ დამიდგა და ირონიულად იღიმოდა.
-მოგკლავ და ციხეში წავალ, ეს ნამდვილად მირჩევნია.-შევხედე გაბრაზებულმა.
-შეჭამე და დაიძინე. როცა მომინდება მაშინ შემოვალ და შენ არ გკითხავ.-ჩაილაპარაკა ირონიულად.
-ღმერთო მიშველე.-ხელები მაღლა ავწიე.-რა დავაშავე, ასე რატომ ვისჯები?-ერთ დროს სანატრელი კაცი ჩემს მტრად იქცა.
კუჭმა შემაწუხა, ჩემს პატარასაც ვაშიმშილებდი, ძალიან მშიოდა და სამზარეულოში შევედი, ნინოც იქ იყო.
-შემოდი, რამე შეჭამე შვილო.-საწყალი სახით მიყურებდა ნინო.
-ძალიან მშია, სულ დამავიწყდა, რომ ბავშვს ველოდები.-ამოვიტირე.
-სტრესი არ შეიძლება ბავშვისთვის, ეცადე არ ინერვიულო.-მამშვიდებდა ნინო.
-ბედს შევეგუო? შენც შეეგუე ხომ?-შევხედე ნინოს.
-მე დათო მიყვარდა. გიორგისთან ცხოვრებას კი უბრალოდ შევეგუე, ჯოჯოხეთი გამოვიარე.-სევდიანად ჩაილაპარაკა და ხელის გულით ობოლი ცრემლი მოიწმინდა.
-გინდათ მომიყვეთ? მითხარით რა მოხდა რეალურად.-შევხედე ნინოს სევდიანად, ვგრძნობდი ეს ქალი ძალიან იტანჯებოდა, უდიდესი ტრაგედია გამოიარა.
-თვრამეტი წლის ვიყავი, დათო გრიგალავა ოცდაერთი წლის. მეგობრებმა გაგვაცნეს ერთმანეთი და მალე შემიყვარდა. ერთად დავდიოდით სულ. იმ წელს სტუდენტი გავხდი და თბილისში წამოვედი. დათო უკვე სწავლობდა ჯავახიშვილში, მე სამედიცინოზე. ხშირად მაკითხავდა და საღამოს ერთად ვსეირნობდით. ერთ დღეს გიორგი ქებურია გამაცნო, ჩემი ჯგუფელიაო. სამივე ერთი კუთხიდან ვიყავით და არ გამკვირვებია, მეგრელები სულ ერთად იყვნენ ხოლმე თბილისში.
-თქვენ მეგრელი არ ხართ.-შევხედე ნინოს.
-მე არა. დედა მყავდა მეგრელი, მამა იმერელი. გაგრაში დასახლდა მამა, იქ მუშაობდა და იქვე დარჩა. დათოს ძალიან უყვარდა გიორგი, განუყრელები იყვნენ და მეც ვენდობოდი. ერთ წელში დათოს მამა გარდაეცვალა და გაგრაში დაბრუნდა. გიორგიმ შემომთავაზა, რომ სამძიმარზე წამიყვანდა და მეც ვენდე. მომიტაცა და ხევსურეთში გადამმალა. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად მაიძულა მისი ცოლი გავმხდარიყავი. ბედს შევეგუე, თითქოს მივეჩვიე კიდეც. სასწავლებელს თავი დამანებებინა და სოხუმში გადავედით საცხოვრებლად. დათო მას მერე 4 წელი აღარ მინახავს. 4 წლის მერე ვნახე და მივხვდი, რომ ისევ მიყვარდა. მითხრა რომ ცოლი მოიყვანა და სვანეთში ცხოვრობდა. გაგრაში დედასთან იყო ჩასული, მეც ზუსტად მაშინ ჩავედი დედაჩემთან. გიორგი გამუდმებით მღალატობდა. ყოველ ღამე სხვადასხვა სუნამოს სუნით გაჟღენთილი მოდიოდა და გვერდით მიწვებოდა. ცუდად მოვიქეცი, არ ვიცი ქმარზე შურისძიება მინდოდა, თუ მისი დამცირება. შვილი არ გვყავდა, არ მიჩნდებოდა და გიორგიმ სულ დაივიწყა, რომ ვარსებობდი. დათოს მოვუყევი, რომ არ მიღალატია მისთვის და გიორგიმ მომიტაცა. შეცდომა დავუშვი და საყვარელ კაცს კისერზე ჩამოვეკიდე. იმ ღამით მასთან ერთად ვიყავი, ეს ღამე ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ დათომ მიმატოვა. ცოლ-შვილს დაუბრუნდა და მიმატოვა. დილით გამომიცხადა, რომ მოღალატედ ვაქციე და ეს ღამე დამევიწყებინა, ადგა და წავიდა.-ნინო ტიროდა. წყალი დალია, ცრემლები უსველებდა სახეს.
-ნინო სულ ნუ ტირიხარ.-სამზარეულოში გაბრაზებული ზვიადი შემოვიდა და დედამისს გაბრაზებულმა შეხედა.
-დამშვიდდით.-ნინოს ხელი მკლავზე ჩამოვუსვი და ვცდილობდი მენუგეშებინა.
-ორი დაჩაგრული.-ირონიულად ჩაილაპარაკა ზვიდმა და ყავა ჩამოისხა.-ნინო კი წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა. ზვიადს ვეძახდი, რადგან ის სხვა ადამიანი იყო. ის აღარ იყო ის გიორგი და ასე უფრო მიადვილდებოდა მის მიართ აგრესიის გამოხატვა. ნინოც ზვიადს ეძახდა.
-ასეთი უგულო როგორ ხარ? ეს ირონია თანამდებობამ გაგიმძაფრა თუ დაბადებიდან ასეთი ხარ?-შევხედე მისი უგულობით გაბრაზებულმა.
-უგულო, უგულო ვარ და მიფრთხილდი.-ცხვირთან საჩვენებელი თითი მომიტანა და ყავა მოსვა.
-უგულო ხარ.-ისევ ვუმეორებდი.
-იცი ეს უგულო გული შენ გეკუთვნის.-გაეცინა.
-გმირის როლის თამაშს მოეშვი, შენგან გმირი არ გამოვა ნამდვილი სადისტი ხარ.-ირონიულად ჩავილაპარაკე.
გაეღიმა და წინ დამიჯდა, ყავას სვავდა, მეც ვიჯექი და საჭმელს ვჭამდი.
-კარგი მადა გაქვს?-გაეღიმა.
-მე არა დემნას შვილს.-ხელი მუცელზე მოვისვი და მისმა ერთიანად შეცვლილმა სახემ ადგილზე გამყინა.
-ჩემს შვილს, დაიმახსოვრე ის ჩემი შვილის სტატუსით გაიზრდება.-ხელი მაგიდაზე დაარტყა და დაიყვირა.
-ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახე.-ირონიულად ჩავილაპარაკე.
-რატომ ცდილობ გამაგიჟო? ცუდად მეხუმრები და იცოდე დაისჯები.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-რას იზავ? მომიტაცე, შემდეგი რა იქნება? მერე კიდევ რას იზავ?
-გეყოფა!-დამიყვირა, ხელი მომკიდა და კარადაზე ამაკრა, მერე კი ტუჩებზე მეცა და კოცნა დამიწყო. იქვე მდგარ წყლით სავსე დოქს ხელი მოვკიდე და თავზე გადავამტვიე, წყალიც გადაეხა, სისხლი მოსდიოდა და წყლის წვეთებს ერეოდა, ძირს დავარდა. მერე უცებ წამოდგა და არა ადამიანური თვალებით მიყურებდა.-ცუდი გოგო ხარ.-ხელი დამავლო და ზურგზე გადამიკიდა. ვკიოდი, ნინოს ვეძახდი საშველდ მაგრამ არავინ მშველოდა. ჩემს ოთახში შემიყვანა და საწოლზე დამაგდო. შიში ჩამიდგა თვალებში, ძალიან შემეშინდა, რომ ჩემზე იძალადებდა.-ჯერ არ დამდგარა ამის დრო. სიამოვნება ორმხრივი მომწონს, ასე რომ დროა თავიდან შემიყვარო. საწოლიდან წამოდგა, სისხლიანი მაისური გადაიძრო და ჩემს სააბაზანოში შევიდა.
-აქ რა უნდა?-პანიკა დამეწყო. ტყვედ მაქცია, ვერსად გავრბოდი. მობუზული ვიჯექი საწოლზე და შიშისგან ვკანკალებდი, ცოტა ხანში უკან გამოვიდა.
-შენი სააბაზანო მომწონს, წყალი კარგად მოდის.-ირონიულად ჩაილაპარაკა და საწოლზე ჩამოჯდა. წელზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და პატარა პირსახოცით თავს იმშრალებდა.
-ჩემი ოთახიდან გადი!-ვუთხარი რაც შემეძლო მკაცრად.
-არ გამოგდის.-საწოლზე გადაწვა.-შიშისგან კანკალებ და ეს მკაცრი ტონი აღარ გამოგდის.-გაეღიმა.
-ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება, ასე ნუ მექცევი.-ვცდილობდი მისთვის სუსტი წერტილი მეპოვა.
-დამშვიდდი, არაფერს დაგიშავებ. -თვალები დახუჭა და ისე ამოილაპარაკა.-რომ იცოდე როგორ მიყვარხარ არ შეგეშინდებოდა.
-გიყვარვარ? რა ირონიაა, ამიტომ მიმატოვე მთელი ორი წელი, ახლა, როცა ისევ შემიყვარდა, როცა ამოგშალე ჩემი ცხოვრებიდან, ისევ გამოჩნდი და დემნას დამაშორე. ეს სიყვარეული არ არის.-ცრემლები წამომივიდა.
-სიყვარულია, ჩემებური სიყვარული.-თვალები გაახილა და თვალებში შემომხედა. ორი წელი ვნატრობდი მისი დიდი თაფლისფერი თვალები კვლავ დამენახა. გამვლელებში ვეძებდი, ყველგან მას ვეძებდი და ახლა, როცა ჩემს გვერდით ასე ახლოს იყო საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი გარდა დიდი იმედ გაცრუებისა.
-ისეთი არ ხარ როგორადაც თავს გვაჩვენებ.-ვთქვი ის რაც იმ დროს მის თვალებში ამოვიკითხე.-რატომ ცდილობ სხვა როლი მოირგო?
-იქნებ იმიტომ, რომ არავის უცდია ჩემი მეორე მხარე დაენახა. საკუთარ დედასაც კი. ეს მხოლოდ შენ დაინახე ორი წლის უკან და შემიყვარე. მე კი მხდალი აღმოვჩნდი და გავიქეცი.-სევდიანად ჩაილაპარაკა.
-თუ არ ცდილობ მეორე მხარე დაგვანახო, როგორ დავინახავთ? რასაც შენ აკეთებ ეს არ არის ნორმალური.
-მოვკვდები, შენ რომ წახვიდე მოვკვდები. -თვალებში შემომხედა და სევდიანად ჩაილაპარაკა.
-არ მოკვდები, სიყვარული არ კლავს, სიყვარული აკეთილშობილებს. გთხოვ შეიცვალე, ჩემი ცხოვრების დანგრევას შეეშვი. გამიშვი, თავისუფლება მჭირდება.-ვტიროდი.
-კარგი დაიძინე.-თმაზე ხელი გადამისვა და ოთახიდან გავიდა. კარი ჩავკეტე და საწოლზე ოთხად მოკეცილი დაცწექი. ღამით გამეღვიძა და შიშისგან შევკივლე.-დაწყნარდი, მე ვარ.-საწოლში გვერდით იწვა, წამოდგა და სინათლე აანთო.
-აქ რა გინდა?-შეშინებული ვუყურებდი.
-ჩემი ცოლის გვერდით მძინავს, დაიძინე.-ისეთი სახით შემომხედა, თითქოს მართლა მისი ცოლი ვყოფილიყავი.
-ჩემი ოთახიდან გადი.-გაბრაზებულმა შევხედე.
-ნატა რა გინდა? დაიძინე თორემ მოვალეობასაც შეგასრულებინებ. თან დიდი ხანია შენი სურვილი მკლავს.-საწოლზე დაწვა და გვერდი იცვალა. რა დამაძინებდა, მისაღებში გამოვედი და სავარძელში ჩავჯექი, როდის ჩამეძინა არ მახსოვს. დილით, რომ გამეღვიძა ისევ საწოლში ვიწექი, ზვიადი კი იქ აღარ იყო.
საწოლიდან ავდექი, გავემზადე და სამზარეულოში გავედი.
-გაიღვიძე?-სევდიანად შემომხედა ნინომ.-ზვიადი გუშინ..-ვეღარ დაამთავრა.
- უბრალოდ გვერდით იწვა და მყარაულობდა ერთგული ძაღლივით.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ყავა დავისხი.
-მთელი ღამე ვერ დავიძინე.-სამზარეულოში შემოვიდა.-რამხელა ხმაზე ხვრინავ.-ისეთი სახით მითხრა მართლა დავიჯერე რომ ვხვრინავდი.-და კიდევ მე შენი ქმარი ვარ, მირჩევნია ერთგული ძაღლი ვიყო ვიდრე ავალიანის ნაირი მოღალატე, ისე წავიდა შენზე საერთოდ არ უფიქრია. მშიშარა ნაბიჭ*ვარია და გაიქცა.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-დემნაზე ასე ლაპარაკი არ გაბედო.-შევხედე გაბრაზეულმა.
-რომ გავბედო რას მიზავ?-ხელები გამიკავა და მაცივარზე ამაკრა.
-ზვიდ გაუშვი, რას აკეთებ?-შეშინებული გვიყურებდა ნინო.
-შენ გადი!-დაუყვირა დედამისს და ისიც დაემორჩილა.
-ხელი გამიშვი.-მისგან თავის დახსნას ვცდილობდი.
-ჩემს გაგიჟებას თავი დაანებე.-ჩემს ყურთან დაიჩურჩულა და ხელი შემიშვა.
სირბილით გავედი საძინებელში. ჩანთას ხელი მოვკიდე და სახლი დავტოვე. ამის გაძლება უკვე შეუძლებელი იყო, ასე ვეღარ გავაგრძელებდი. ისეთი მრისხანება ედგა თვალებში ნამდვილად მომკლავდა. სასწავლებელში მივედი, ის მანქანა ისევ გამომყვა. ამიტომ ფეხით დავადექი გზას. ბაგებიდან მაღლივში ხიდით გადავედი, შესაბამისად მდევარიც უკან ჩამოვიტოვე. ცოტა ხანში კი ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენ!-ჩავძახე მკაცრად.
-რატომ ჩამოიცილე? რას გეგმავ?-გაისმა ზვიადის ხმა.
-სად გაგექცევი? ყველგან შენი ქსელია. ნუ დამყვება ეგ შენი ფინია.-მეც გაბრაზებულმა ვუპასუხე. -ფეხით ვსეირნობ, ჩემთვის და ბავშვისთვის სუფთა ჰაერზე ყოფნა აუცილებელია.
-ნატა აქ პირობებს მე ვადგენ. სასწავლებელში ივლი თუ ლევანი გამოგყვება. სხვა შემთხვევაში სახლიდან ფეხს არ გაადგავ.-დამიყვირა მანაც.
-გეყოფა! დავიღალე! ასე შევიშლები. ყველას დამაშორე საკმარისია.-ტელეფონი გავთიშე და ლექციაზე შევედი. ის ბიჭი მოვიდა, უბრალო ნოკიას ტელეფონი მომიტანა და ფურცელზე დამიწერა ნომერი რომელიც მქონდა. ფული მივეცი და ვთხოვე ანგარიშზე ჩაერიცხა. მადლობა გადავუხადე, ისიც წავიდა და ცოტა ხანში ანგარიში შეივსო. იშვიათია ასეთი პატიოსანი ადამიანები. ძალიან დამეხმარა და მე სახელიც არ მიკითხავს. ცოტა ხანი ლექციას ვუსმენდი. შევდიოდი და ვესწრებოდი ლექციებს რომლებიც მაინტერესებდა. დრო გამყავდა, მერე ლექციაზე ტელეფონი და ჩანთა მერხში დავმალე და ლექციიდან გამოვედი. ალექსს დავურეკე.
-ალექსს მე ვარ.-მისი ხმის გაგონებისას ტირილი მომერია. ის ერთადერთი კავშირი იყო ჩემსა და დემნას შორის. ჩემს მეგობრებს ვერ ვეკონტაქტებოდი, ვხვდებოდი მათ ნომრებსაც ისმენდა. თავი კრიმუნალურ ფილმში მეგონა. ძალიან ვფრთხილობდი, არ უნდა დავმწვარიყავი.
-ნატა ხვალ ჩამოვდივარ და გნახავ.-შეშფოთებული ხმა ჰქონდა ალექსს.
-ალექსს დემნას მიაგენი?-მინდოდა, ძალიან მინდოდა ამ დროს დემნას ეზრუნა ჩემზე, ის მოსულიყო და დავეხსენი, მაგრამ..
-დავუკავშირდი, სხვა ქალაქშია. ლეილას გამოვართვი ნომერი და დავურეკე. არაფრის გაგონება არ უნდა. ვწუხვარ ნატა მაგრამ არ ვიცი რა სჭირს, შენი არ სჯერა.-სევდიანად ჩაილაპარაკა ალექსმა.
-შენ ალექს? შენ გჯერა ჩემი?-ვტიროდი.
-მე მჯერა პატარა. შენ ვერ მოიტყუები, ასეთ რამეს ვერ მოიგონებ. ისეთი სუფთა ხარ და უშუალო. ჩამოვალ და დაგეხმარები, გპირდები.
-ალექს ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. სამხარაულში ქორწინების მოწმობა მივიტანე, ხელმოწერის გაყალბებაზე საბუთი მჭირდება. მერე კი ყველას მივხედავ, ვუჩივლებ და ვინც კი ამაში მოანწილეობა მიიღო ყველას მივუჩენ თავის ადგილს.-გაბრაზებულმა ჩავილაპრაკე.
-გაუძელი, ეცადე არ გააღიზიანო. არ მინდა რამე დაგიშავოს, რომ ვფიქრობ რა მდგომარეობაში ხარ ვგიჟდები.-ანერვიულებული მელაპარაკებოდა ალექსი.
-კარგი ალექს ახლა უნდა გავთიშო, მე დაგირეკავ ხოლმე. რა ნომერი გექნება მომწერე. არ მინდა ტელეფონს მიაგნოს და რამე იეჭვოს.
-კარგი ნატა, ხვალვე უნდა გნახო.
-ვეცდები გნახო. ფრთხილად უნდა ვიყო, ხვალამდე.
-თავს გაუფრთხილდი.-მითხრა და ტელეფონი გავთიშე.
ტელეფონი დავმალე, მეშინოდა ზვიადის ფინია სასწავლებელში არ გამომცხადებოდა. საპირფარეშოდან გამოვედი და ზვიდი დამხვდა კართან.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-შეშინებულმა შევხედე.
-შენ რას აკეთებ?-შემომხედა გაბრაზებულმა.
-საპირფარეშოში რას აკეთებენ? დეტალებში მოგიყვე?-შევხედე გაბრაზებულმა.
-ტელეფონი სად გაქვს?
-ლექციაზე უნდა შევიდე, ჩანთას ხომ არ შევიტანდი თან. ჩანთაში მიდევს.-მგონი გადავრჩი.
-შედი ლექციაზე და ჩანთა გამოიტანე, მივდივართ.-თვალით მანიშნა აუდიტორიის კარზე.
-ლექციებს უნდა დავესწრო, არსადაც არ მოვდივარ.
-მეორე კურსის სტუდენტებთან ერთად ესწრები ლექციებს? მე მაშტერებ გგონია?
-თემა მაქვს დასამუშავებელი და ხელმეორედ ვისმენ თემის გარშემო ლექციებს, დამატებითი მსმენელი ვარ, სრული პარანოია გჭირს, ასე არ შეიძლება.-ვუყურებდი გაბრაზებული, ცრემლი ჩამომიგირდა სახეზე.
-კარგი დაესწარი. გაქცევა არც სცადო, ყველგან მოგაგნებ.
-არც ვეცდები. -გაბრაზებული ვუყურებდი.
-შედი ლექციაზე. თუ ჭკვიანად მოიქცევი ლევანსაც მოგაცილებ.-თვალი ჩამიკრა და დერეფანს გაუყვა.
ლექციაზე შევედი, ძალიან ანერვიულებული ვიყავი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. კანკალი ამივარდა, ხელები ერთმანეთს მივაჭირე, რომ კანკალი შემეჩერებინა, მაგრამ მაინც ვერ ვაჩერებდი.
-კარგად ხარ?-იმ ბიჭმა მკითხა ვინც ასე ძალიან მეხმარებოდა.
-კარგად ვარ.-ნაძალადევად გავუღიმე.
-რა გქვია? შენი სახელიც არ ვიცი.-გამიღიმა მანაც.
-ნატა. შენ?-გავუღიმე.
-მე ზაზა.-მანაც გამიღიმა.
ლექციის დასრულების მერე ისევ იმავე გზით წავედი სახლში (ციხეში) რომელი გზითაც წამოვედი. ტელეფონმა დარეკა, ზვიადი მირეკავდა.
-გისმენ!-მობეზრებულად ჩავილაპარაკე.
-ამდენი სეირნობაც არ სჭირდება ბავშვს.-გაისმა მისი მკაცრი ხმა.
-ხვალ ექიმთან მივდივარ. თავად წავალ და მომაცილე შენი ფინია.
-სახლში ვილაპარაკოთ. მალე მოდი ნუ დაყიალობ.-მითხრა და გამითიშა.
სახლში მალე მივედი, ეზოს კართან ვიღაც ქალს ეკამათებოდა. მე რომ დამინახა რაღაც უთხრა და ის ქალიც ტირილით წავიდა მანქანისკენ. მანქანა დაქოქა და მანქანით პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა, ზვიადი გამოიქცა, რომ გაიაზრა რა ხდებოდა და ხელი მკრა. აზრზე ვერ მოვედი რა მოხდა, თავი, რომ ავწიე მაღლა ზვიდი დავინახე ტროტუარზე ეგდო და უგონოდ იყო. სახიდან სისხლი მოსდიოდა, შეშინებული მისკენ წავედი, ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და სასწრაფოში დავრეკე. შეშინებული მივედი მასთან, რომ გავიაზრე, რომ შეიძლება მომკვდარიყო გული გამიჩერდა. თავი ავაწევინე, პულსი გავუსინჯე, ცოცხალი იყო. სასწრაფოს მოსვლამდე გვერდიდან არ მოვცილებივარ. სასწრაფოზე ადრე პატრული მოვიდა, კითხვებს მისვავდნენ და მე გათიშული მხოლოდ ზვიადს ვუყურებდი. მერე სასწრაფოს ხმაც გაისმა და ექიმები დაეხვნენ თავს. ინსტიქტურად ვმოქმედებდი, შოკში ვიყავი, სასწრაფოს მეც გავყევი.
საავადმყოფოში მივედით, ზვიადი საოპერაციოში შეიყვანეს. დერეფანში დავდიოდი და ნერვიულობისგან თითებს ვიმტვრევდი. არ ვიცოდი ეს რა იყო, რატომ ვღელავდი ასე კაცზე, რომელმაც ტყვედ მაქცია. თავში სრული ქაოსი მქონდა.
-შეძლებთ გასაუბრებას?-ისევ პატრულის ოფიცერი მოვიდა და მეკითხებოდა.
-დიახ.-ვუპასუხე.
-მანქანის ნომერი თუ დაინახეთ?
-ნომერი არა მაგრამ, თეთრი ფერის ჯიპი იყო, ისე უცებ მოხდა ყველაფერი მარკაც არ მახსოვს. მაღალი ქერა ქალი იყო. კამათობდნენ, მერე მანქანა დაქოქა და ჩემსკენ წამოვიდა, ზვიდმა კი ხელი მკრა, რომ წამოვდექი მანქანა აღარ ჩანდა, ზვიადი კი უგონოდ ეგდო ტროტუარზე.
-დაზარალებული თქვენი ვინ არის?
-ქმარი.-ხანგრძლივი პაუზის მერე ჩავილაპარაკე ჩუმად.
-კარგით.-მითხრა და ტელეფონზეც დაურეკეს. ტელეფონზე ლაპარაკობდა და მერე მოვიდა.
-ეჭვმიტანილი დაკავებულია და შეგიძლიათ ამოიცნოთ?-მკითხა.
-არ შეიძლება სხვა დროს? -შევხედე გაბრაზებულმა.-გადარჩება თუ არა ისიც არ ვიცი.-რა მჭირდა არ ვიცი, ვტიროდი.
-კარგით, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.-ჩემი მდგომარეობა გაითვალისწინა და თავი დამანება პატრულის თანამშრომელმა.
ცოტა ხანი ნერვიულად დავდიოდი დერეფანში და ველოდებოდი რას იტყოდა ექიმი.ცოტა ხანში ნინო მოვიდა, დერეფანში გამორბოდა, ატირებული.
-ნინო დაწყნარდი.-ვცდილობდი დამემშვიდებინა.-ცოცხალია, საოპერაციოში ჰყავთ.-ვამშვიდებდი ნინოს.
-ჩემი შვილი. ის არ არის ცუდი, ის კეთილია. არ უნდა მოკვდეს, ყველა ვინც მიყვარდა რატომ კვდება.-ტიროდა ნინო. მერე მე შემომხედა, მეც ვტიროდი.-შენ უნდა გიხაროდეს, მაგრამ ტირი, რატომ?-შემომხედა ნინომ ცრემლიანი თვალებით.
-მე გადამარჩინა, ის ქალი მე მეჯახებოდა.-ამოვიტირე.
-მის საქციელს არ ვამართლებ, ეს საშინელებაა რასაც აკეთებს, მაგრამ უყვარხარ. უკვე მეორედ ებრძვის სიკვდილს შენს გამო.-თითქოს მსაყვედურობდა ნინო.-ეს სიყვარული ანადგურებს, მაგრამ ჯიუტია.
-ნინო მე გავივლი ცოტას, აქ შევიშლები.-ვუთხარი და დერეფანს გავუყევი, ბევრი ვიარე საავადმყოფოს დერეფნებში და ხატების კუთხეს მივაგენი. სანთელი დავანთე და ვლოცულობდი. ვლოცულობდი, რომ ეცოცხლა, ვლოცულობდი, რომ ჩემი ცხოვრებაც დალაგებულიყო. ვლოცულობდი, რომ დემნა დაბრუნებულიყო და ერწმუნა ჩემი.
დიდი ხანი ვიყავი ხატების კუთხესთან, თითქოს შვება ვიგრძენი, უფალს მივენდე. მერე ისევ გავუყევი დერეფნებს და ნინოს ძლივს მივაგენი.
-სად წახვედი?-ატირებული მეკითხებოდა.
-სანთლები დავანთე.-ჩუმად ჩავილაპარაკე.-არის რამე ახალი?
-ოპერაცია დასრულდა, კარგად არის. ფეხი აქვს მოტეხილი და რამდენიმე ნეკნი ჩამტვრეული. დიდი ხანი მოუწევს სახლში წოლა.-გამიღიმა ნინომ.
-კარგია.-თითქოს ამოვისუნთქე და ნინოს ჩავეხუტე.
-მგონი შეგიყვარდა.-გაეცინა ნინოს.
-რა სისულელეა?-დაბნეული მოვცილდი და ნერვიულად დავიწყე თითების მტვრევა.
-არა ნატა. მგონია, რომ არ ხარ მის მიმართ გულგრილი.-ისევ აგრძლებდა ნინო.
-მსგავსი სისულელის მოსმენა არ მინდა.-დავუყვირე ნინოს.-მისგან განსხვავებით ადამიანი ვარ და არავინ მემეტება სასიკვდილოდ.
-არ გძულს, თორემ გაიმეტებდი.-ამოილაპარაკა და ზურგი მაქცია.
ცოტა ხანში ექიმი გამოვიდა და მისკენ წავედი.
-როგორ არის? ნახვა შეიძლება?-ექიმს შევხედე.
-კარგად იქნება, არ ინერვიულოთ.-მხარზე ხელი დამადო შუახნის კაცმა.-ძლიერი ბიჭია, მალე პალატაში გადაიყვანენ და შეგიძლიათ ნახოთ. ძვალი ძალიან იყო დამსხვრეული და ოპერაცია ნარკოზით გავაკეთეთ. ერთ თვეში ირბენს.-გამიღიმა.
-მადლობა.-ჩავილაპრაკე. მინდოდა კი ერბინა? მინდოდა კი ისევ სიცოცხლე გაემწარებინა ჩემთვის? რამდენიმე საათი ისევ მოლოდინის რეჟიმში გავიდა. მერე კი ახალგაზრდა ექთანი მოვიდა.
-ზვიად ქებურიას ახლობლებს შეგიძლიათ ნახოთ, 509 პალატაშია პაციენტი.-გამოგვიცხადა და წავიდა.
-მადლობა.-ნინომ უთხრა ექთანს და 509 პალატის ძებნა დაიწყო, მეც უკან გავყევი. ხმაური გამოდიოდა მისი პალატიდან.
-უნდა ავდგე.-ყვიროდა ზვიადი.-ყავარჯენი მომეცით, ინვალიდის სავარძელი, რამე მომეცით!-ისე ღრიალებდა მთელს დერეფანში ისმოდა მისი ხმა.
-რა გჭირს, რატომ ყვირი.-ნინო შევიდა და ამშვიდებდა. გარეთ ვიდექი და შესვლას ვერ ვბედავდი. არ ვიცი რა მჭირდა.
-როგორ არის? ნინო ნატა როგორ არის?-ნინოს უყვიროდა გაგიჟებული, რომ კარის სახელური დავწიე და პალატაში შევედი.
-კარგად ვარ.-კარში ვიდექი და ვუყურებდი ზვიადს, სახე უცებ გაუნათდა, მრისხანებაც სადღაც გაქრა. თვალები აუწყლიანდა, მიყურებდა და სიხარული იკითხებოდა მის თვალებში.-შენ როგორ ხარ?-ახლოს მივედი და მოვიკითხე.
-მე.. ახლა უკვე კარგად.-გამიღიმა.
-კარგია.-იქვე მდგარ სავარძელზე ჩამოვჯექი.
-ექიმმა გნახა?-ისევ მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა.
-არა, კარგად ვარ.
-უნდა გნახოს, ბავშვზე არ ფიქრობ?-უცებ გაბრაზდა.
-კარგად ვარ, უბრალოდ წავიქეცი..
-ფეხმძიმე წაიქეცი! ნინო ახლავე ექიმთან მიიყვანე, წაიყვანე და ექიმმა ნახოს.-გაბრაზებულმა შეხედა ნინოს.
-კარგი, დამშვიდდი.-ჩაილაპრაკა ნინომ და ხელი მომკიდა.-წამოდი გაგსინჯოს მაინც ექიმმა.
-ის ქალი ვინ იყო?-პალატიდან გავდიოდი, რომ უკან შემოვბრუნდი და ვკითხე.
-არავინ. დაივიწყე, მე მივხედავ.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-პოლიციამ მგონი დააკავა, ამოსაცნობად მიბარებენ პალიციაში.-შევხედე ზვიადს.
-არავინ არ დაგიბარებს, ყველაფერს მოვაგვარებ.
-რას უპირებ, შენით გაუსწორდები?
-შენი მოკვლა სცადა და ვაპატიო?-ხმას აუწია.
-პოლიცია მიხედავს, შენ შეეშვი.
-რატომ? ჩემზე ნერვიულობ?-გაეღიმა.
-არა იმ ქალზე. მეცოდება, ასე როგორ გაამწარე.
-ჩემზე ნერვიულობ.-ისევ იღიმოდა.
-დროა მიწაზე დაეშვა, ოცნებებს მორჩი.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და პალატიდან გამოვედი.
გინეკოლოგთან მივედით მე და ნინო. მან ეჰოსკოპიაზე გამაგზავნა. ეჰოსკოპია გადავიღე, პირველად დავინახე ეკრანზე გამოსახული ჩემი პატარა. ისეთი ციცქნა იყო, ზომებით ლობიოს მარცვლის ტოლიც კი არ იყო, მაგრამ ფორმა ჰქონდა. თვალებიდან ცრემლები მომდიოდა, ისე მინდოდა დემნა ახლა ჩემს გვერდით ყოფილიყო, ისე მინდოდა შუბლზე ეკოცნა და ეს ბედნიერი წუთები ჩემთან ერთად გაეზიარებინა. მაგრამ ის არ იყო, არ სჯეროდა ჩემი, გაიქცა და დაიმალა. ზვიადი იყო ამ ყველაფერში დამნაშავე და პასუხს ვაგებინებდი. არ ვაპატიებ ჩემს არც ერთ ცრემლს, თავის არა ნორმალური სიყვარულით რომ ამართლებს. ექიმმა ფოტო გადაუღო და ნინოს მისცა. ყველაფერი რიგზე იყო. ეჰოსკოპიის პასუხით გინეკოლოგთან შევედით. ექიმმა თვე ნახევარში დამიბარა ისევ კონსულტაციაზე და აღრიცხვაზეც დამაყენა. 6 კვირის ორსული ვიყავი, 11 დან 13 კვირამდე უნდა მივსულიყავი ექიმთან განმეორებით. ექიმს დავემშვიდობეთ და ისევ ზვიადის პალატისკენ წავედით. კარში ჯერ ნინო შევიდა და მერე მე.
-რა გითხრათ ექიმმა? -შემომანათა ინტერესიანი თვალები.
-დემნას შვილი კარგად არისო.-ვუთხარი და სახე აერია.
-ნატა ნუ მეთამაშები.-თითი დამიქნია.-არ გირჩევ გამაბრაზო.
-რას იზავ? ფეხი გიფსში გაქვს, ვერ დამიჭერ, გაგექცევი და გაგაქრობ ჩემი ცხოვრებიდან.-თვალებში ვუყურებდი და უტეხად ვიდექი.
-ვერ გაიქცევი და ვერსად წახვალ. შეეგუე შენ ჩემი ცოლი ხარ.-თვალი ჩამიკრა და გაეღიმა. მინდოდა დამეხრჩო, ნერვებს ვეღარ ვიმორჩილებდი.
-სურათი ნახე რა ციცქნაა.-ნინომ ჩემი შვილის სურათი მიაწოდა. ისეთი სითბოთი უყურებდა სხვის შვილს, აღარ ვიცოდი რა მეფიქრა ამ კაცზე.
-ადამიანის ფორმა აქვს.-გახარებული უყურებდა სურათს.
-საოცრებაა.-ნინოსაც ისე უხაროდა, თითქოს მისი შვილიშვილი ყოფილიყო.
-რა გჭირთ?-ხელიდან ჩემი შვილის სურათი გამოვტაცე.-ის ჩემი შვილია. მარტო ჩემი, თქვენთან არაფერი აქვს საერთო.-დავუყვირე ორივეს.
-ნატა!-ისეთი ხმით დამიყვირა გული გამიჩერდა.
-რა ხდება აქ?-ოთახში ექიმი შემოვიდა. -რა ხმაურია? ღამეა, პაციენტებს სძინავთ, თქვენ კი აქ ხმაურობთ, გთხოვთ დატოვოთ პალატა.-გამოგვიცხადა მკაცრად.
-წაიყვანე და სახლში წადით.-შემოგვხედა მე და ნინოს ზვიადმა და ჩვენც დავემორჩილეთ. სულ დამავიწყდა სად ვიყავით. უკვე შუა ღამე იყო. მე კი ვიდექი და ბოლო ხმაზე ვუყვიროდი. ასე არასდროს ვიქცეოდი, ვგრძნობდი, რომ სიმშვიდე დავკარგე.
სახლში დავბრუნდით, ძალიან მშიოდა, სამზარეულოში გავედი და ბუტერბროდი გავიკეთე. ჩაის ვსვავდი და ბუტერბროდს შევექცეოდი ნინო რომ შემოვიდა.
-მომიყვები შენს ისტორიას ბოლომდე?-სევდიანი თვალებით შევხედე ნინოს.
-მოგიყვები.-მითხრა და სკამზე ჩემს წინ ჩამოჯდა.- გიორგიმ იცოდა, რომ ზვიადი მისი შვილი არ იყო.-თხრობა გააგრძელა ნინომ.- მიხვდა, რადგან თვეების მანძილზე ახლოს არ მეკარებოდა. მისი მამის ვინაობა კი არც მისთვის არ მითქვამს. ღალატი მაპატია, ჩემი ფეხმძიმობის ამბავი რომ გაიგო შეიცვალა, თითქოს ჩემი დაკარგვის შეეშინდა და სულ ჩემს გვერდით იყო. დათო ამოვიგდე თავიდან და ვცდილობდი გიორგი შემეყვარებინა. მერე ომი დაიწყო, გიორგიმ ზვიადი თბილისში წამოიყვანა ჩემს ძმასთან. ჩემს ძმას მაშინ 1 ოთახიანი ბინა ჰქონდა და ჩვენც ვერ წამოვიდოდით. მაშინ ვფიქრობდით, რომ არაფერი მოხდებოდა და არც სახლს არ დავკარგავდით. მერე მხედრიონი შემოვიდა, ბევრი ქართველი იქ მხოლოდ ფულის მოსახვეჭად იყო წამოსული. გიორგიმაც იარაღი აიღო ხელში და ბრძოლის ველზე გავიდა. სახლში შემომიცვივდნენ, ჩემი გაუპატიურება სცადეს, ქართველები იყვნენ, რაც ოქრო და ძვირფასეულობა იყო ყველაფერი წაიღეს, ერთი დარჩა და ჩემზე ძალადობა დაიწყო, მერე სროლის ხმა გავიგე და ის კაცი უსულოდ ზედ დამეცა, ახალგაზრდა, სრულიად პატარა ბიჭმა გადამარჩინა. 18-19 წლის იქნებოდა, იქ ასეთი ბავშვები ქვეყნისთვის იბრძოდნენ, როცა სხვები ხალხის გასაძარცვად იყვნენ წამოსულები. იმ ბიჭს ზაზა ერქვა, ომის მერე მოვიკითხე, ნაღმზე ააფეთქეს. ყოველ წელს ჩავდივარ მის საფლავზე და ყვავილები მიმაქვს.
მიყვებოდა ნინო ამ სულის შემძვრელ ისტორიას და ცრემლები თავისით მომდიოდა თვალებიდან.
-მერე როგორ წამოხვედით?
-მერე ზაზამ წამომიყვანა და ფოთში გადმომიყვანა. ფოთში დათომ მომაგნო, ზაზა და ის შეხვედრილან ერთმანეთს ომში, ლაპარაკის დროს უხსენებივარ და დათო ჩამოვიდა ფოთში. იქიდან წამომიყვანა და სვანეთში ამიყვანა. თავად კი უკან დაბრუნდა. სოხუმის აღების მერე დათოც და გიორგიც დაბრუნდნენ. სვანეთში ყოფნისას ლეილა და მისი და ანა გავიცანი. ძალიან საყვარლები იყვნენ ორივენი. სინდისის ქეჯნას ვგრძნობდი, მე ხომ მის ქმარს მისი ღალატი ვაიძულე. დემნა პატარა ბიჭი იყო, ძალიან საყვარელი და ზრდილობიანი. მათ ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, მე ზედმეტი ვიყავი, იქ არ უნდა გავჩერებულიყავი. გიორგი რომ დაბრუნდა წამოსვლა ავიჩემე, დათომ კი ზაირას ძველ სახლში გადაგვიყვანა. იქ ვცხოვრობდით, ჩემს გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებდი, ვგრძნობდი, რომ ოჯახი დამენგრეოდა, როცა დათო ასე ახლოს იყო. ამიტომ გიორგის მოსვენება დავუკარგე, გამუდმებით ვკამათობდით. ომიდან დაბრუნებულს ნერვები გაფუჭებული ჰქონდა, მორიგი ჩხუბისას ხელი დამარტყა. მე კი არ გავჩერდი, მან კი ისევ გააგრძელა და რამდენჯერმე დამარტყა. ტუჩი კამისკდა და სისხლი მომდიოდა. სწორედ ამ დროს მოვიდა დათო, პროდუქტი მოიტანა. ამ მდგომარეობაში, რომ დამინახა გიორგის დაარტყა. მერე აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ უსულო გიორგის სხეულს ვხედავდი. -სახე ხელის გულებით დაიფარა და მწარედ ატირდა.- მეზიზღება საკუთარი თავი.-ტირილს აგძლებდა ნინო. მერე ცრემლები შეიმშრალა და თხრობა განაგრძო.- გიორგი დამარხა, მე კი თბილისში წამომიყვანა. მაშინ ომი იყო ისევ და დანაშაული დაუსჯელი დარჩა, მეც მონაწილე ვიყავი, თანაც ეს უბედური შემთხვევა იყო. ჩემს ძმას მოვუყევი, რომ გიორგი დათოს შემოაკვდა. ძალოვან უწყებაში მუშაობდა, წლების მერე კი სუსში მაღალი თანამდებობა დაიკავა. ცოლი გასცილდა, მის სისასტიკეს ვერ გაუძლო. ის ცივსისხლიანია, მან მოაწყო ავარია. საცოდავი ზაირა და ლეილა უშედეგოდ ცდილობდნენ სამართალი ეპოვათ. სასამართლოზე მივედი, იქ ვნახე ლეილა და ზაირა, ახლოს მისვლა ვერ გავბედე, ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე. ზვიადის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა ძმამ და რაც აგრესია აქვსს მისი დამსახურებაა.-ნინო ტიროდა, ისეთი დიდი ტკივილი იკითხებოდა მის თვალებში შემეცოდა. ძალიან დიდ ტკივილს ინახავდა.-პირველად ვყვები ამ ამბავს. არ ვიცი, რატომ მაგრამ მეტი აღარ შემიძლია, არ მინდა ამ ტვირთით ცხოვრება. დათოს სიყვარულმა ცხოვრება დამიმახინჯა. ადამინი რკინისააო დედა ამბობდა. მართლა რკინის გამოვდექი. ამდენი უბედურება გადავიტანე და ისევ ფეხზე ვდგავარ.
-თქვენი მშობლები? მათ რა დაემართათ?-ვკითხე ნინოს.
-სახლი გადაწვეს ომის დროს აფხაზებმა და შიგ ჩაიწვნენ.-ისევ ტიროდა ნინო.
-დამშვიდდი. -მხარზე ხელი დავადე ნინოს.-ნინო გთხოვ დამეხმარე, რომ მისგან წავიდე.
-ვერ შევძლებ. შენ გგონია არ მინდოდა თავი დამეხსნა ჩემი ძმის მარწუხებისგან? ვცადე, ზვიადს ხელი მოვკიდე და საზღვარგარეთ მივდიოდი. საზღვრიდან მომაბრუნა. ყველგან მისი ქსელია. ბოლოს შევეგუე. ის კარგი ადამიანია, დათოს შვილი ცუდი ვერ იქნება. უბრალოდ მისი სამსახური და ჩემი ძმაა, რომ მას აგიჟებენ. არ მინდა წახვიდე, ის შენს გვერდით სხვანაირია. იღიმის და ბედნიერია. იცი რამდენი წელია მის სახეზე ბედნიერი ღიმილი არ დამინახავს? ძალიან ბევრი. მას მერე რაც გიორგის სიკვდილის შესახებ უამბო ბიძამ სულ შეიცვალა, რომ გაიგო, რომ დათოს შვილია შემიძულა და დედასაც არ მეძახის.
-მე კიდევ არ მესმის, ან შენ რატომ ხარ ბედნიერი ჩემი შვილით და ან ის, ის ხომ თქვენი არ არის?-ვკითხე ნინოს.
-როცა ადამიანი გიყვარს, მისი ყველა ნაწილი გიყვარს. ის დათოს ნაწილია, ის ზვიადის ნაწილიც არის. ის ხომ ბავშვის ბიძაა. როგორც არ უნდა ეცადოს დამალოს, დემნას მაინც მფარველობს, ბოლომდე ვერ გაიმეტა და გაუშვა.
- ეს სიყვარული კი არა პარანოიაა, სულ შეიშალეთ მგონი ყველა?-ავდექი და საძინებელში წავედი. ვცდილობდი ემოციები მეკონტროლებინა, მაგრამ არ გამომდიოდა, უფრო მტირალა გავხდი. დილით ლიკას დავურეკე.
-ლიკა როგორ ხარ?
-მე კარგად, შენ როგორ ხარ?-ამოიტირა ლიკამ.
-ლიკა კარგად ვარ, დამშვიდდი, იცი ფეხმძიმედ ვარ.
-მართლა? და რა უნდა ქნა?-ისევ სევდა შეერია.
-ლიკა ბინის კრედიტია შესატანი. დავითანხმებ და მოვალ სამკაულებს გავაკეთებ, ის ბინა უნდა შევინარჩუნო. გთხოვ შეიტანე თანხა ბანკში დღეს.-მინდოდა ბინა შემენარჩუნებინა, რომ საცხოვრებელი მქონოდა.
-გუშინ მივედი ბანკში, სესხი სრულად არის დაფარულიო.
-რა? დარწმუნებული ხარ?
-მეც გამიკვირდა და ნინელის გადავამოწმებინე. მითხრა, რომ ზვიად ქებურიამ დაფარა მთლიანი სესხი. ბინა უკვე შენია. ფაქტიურად გიყიდა, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ შენზე. თუ გინდა თვის ბოლოს რემონტი დავიწყოთ მაღაზიის მოგებიდან. მომწერე რა ფერებში გავაკეთო და მე მივხედავ.
-კარგი ლიკა.-გაოცებულმა გავთიშე ტელეფონი და დიდხანს ვიჯექი ასე.
დილით ჩემს მეორე ტელეფონზე რეკავდნენ. აშკარად ალექსი იქნებოდა, ამიტომ სააბაზანოში შევედი.
-გისმენთ.
-ნატა ჩამოვფრინდი, საქართველოში ვარ. სად გნახავ?
-ალექსს. ერთ საათში მაღლივში ვიქნები. 205 აუდიტორიაში შედი და იქ დამელოდე.
-იქ არ შემიშვებენ.
-დაცვა მოქრთამე, რამე ქენი.
-კარგი გელოდები.
ტელეფონი გავთიშე, ჩანთას ხელი მოვკიდე და სახლი დავტოვე.
ნახევარ საათში მივედი მაღლივში. ტელეფონი სახლში დავტოვე, რათა ზვიადს სახლში ვგონებოდი. ჩემი უბრალო ტელეფონით დავურეკე ალექსს. ის უკვე სასწავლებელში დამხვდა. აუდიტორიაში იჯდა. ლექცია იწყებოდა, ხელი მოვკიდე და გამოვიყვანე.
-ასე უნდა მომიკითხო?-მომყვებოდა და მეჩურჩულებოდა.
-კი, რადგან შენზეც გაბრაზებული ვარ. ყურადღებას ნუ მიიქცევ, ყველგან მგონია, რომ მისი ხალხია.
-არ ვიქცევ. -მშვიდი სახე მიიღო და უკან გამომყვა.
-მიაგენი დემნას? მისი მისამართი მჭირდება.
-ვიზაც გჭირდება.
-საბუთებს შევიტან, შენ უნდა დამეხმარო, ინგლისში გავიქცევი.
-ვიზას არ მოგცემენ.
-სტუდენტურს ვიჩალიჩებ.
-არ გამოგივა, ხელს შეგიშლის.
-აბა რა ვქნა?
-არ ვიცი. როგორ ჩაგიყვანო ინგლისში? იმ იდიოტს რა სჭირს არ ვიცი, შენი სახელის ხსენებასაც მიკრძალავს.-გაბრაზებული ლაპარაკობდა.
-ნახე?
-ვნახე ნატა, ასე რამ გამოაშტერა არ ვიცი. არაფრის მოსმენა არ უნდა, შენ წასვლას არ ვიცი აზრი საერთოდ აქვს?-ნერვიულად ლაპარაკობდა.
-მეც ისე უხეშად მიპასუხა. ეჭვიანია, საშინლად ეჭვიანობდა ყოველთვის. როგორ დავარწმუნო, რომ იძულებით ვარ იმ სახლში. შენ თუ გჯერა მას რატომ არ სჯერა ჩემი?-ცრემლები მომდიოდა. ერთ ერთ ცარიელ აუდიტორიაში ვიყავით შესულები და ვლაპარაკობდით.
-დაწყნარდი, კიდევ დავურეკავ და დაველაპარაკები.-დამაიმედა ალექსმა.- როგორ შეიძლება შენ არ დაგიჯეროს, შენ ისეთი სუფთა ხარ. ნატა ჩემთან დაგმალავ, იქნებ ვერ მოგაგნოს, აღარ დაბრუნდე იქ გთხოვ.
-არაფერს არ მიშავებს. თანაც არც შენ არ გენდობი, ყველამ მომატყუეთ. შენზე საშინლად ვარ გაბრაზებული სიმართლე, რომ დამიმალე. უბრალოდ დემნასთან მიმავალი გზა შენზე გადის. ახლა საავადმყოფოშია და კარგა ხანს იქ დარჩება. სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება და სანამ საქმე არ აღიძვრება მანამ ვერსად ვერ წავალ. ფრთხილად უნდა ვიმოქმედო.
-მასთან ურთიერთობა..
-არა ალექს, ახლოს არ მეკარება. თუმცა სულ დაძაბული ვარ, მეშინია, სათამაშოდ მაქციეთ ყველამ.
-გავგიჟდები რა უნდა? რატომ არ გიშვებს?
-მითხრა მიყვარხარ და დაგელოდები თავიდან როდის შემიყვარებო. გიჟია, შეყვარებული და შეშლილი. ფეხმძიმედ ვარ, დემნას და მე შვილი გვეყოლება, ესეც იცის და უხარია. ტიპს უხარია, მართლა არ მესმის მისი.
-ბავშვს ელოდები?-ალექს სახე დაუსევდიანდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ამბავი აშკარად არ მოეწონა.-უნდა გააჩინო? ასეთ მდგომარეობაში ხარ.
-ალექს ბავშვი ერთადერთია, რაც ამ სიტუაციაში მაძლებინებს. უნდა გავაჩინო, აბა საკუთარ შვილს ხომ არ მოვკლავ. მე უნდა წავიდე.
-კარგი ახლა წადი.-დამემშვიდობა ალექსი და მეც წამოვედი.
ბევრი სერნობის მერე მივედი სახლში. ზვიადის ღრიალის ხმა ეზოშიც ისმოდა.
-აქ რა გინდა?-გაოცებული შევედი სახლში.-ან რა გაყვირებს?-ვკითხე მშვიდი ხმით.
-სად ჯანდაბაში იყავი? ტელეფონი რატომ არ წაიღე?-ინვალიდის სავარძელში იჯდა და ღრიალებდა.
-ნუ ყვირი!-მეც ავუწიე ხმას.-ტელეფონი სახლში დამრჩა. ადამიანი ვარ, სასეირნოდ წავედი, თანაც ლექციაზე ვიყავი.
-რა ლექციაზე?
-205 აუდიტორიაში პოლიტ ეკონომიკის ლექციაზე. თუ გაინტერესებს გადაამოწმე, სულ ყველგან ხომ შენი აგენტები გყავს. ისე მაგ სავარძლიდან ყვირილი არ გიხდება, ბოლო ბოლო ინვალიდი ხარ და არაფრის თავი არ გაქვს.-არ ვიცი რა მჭირდა, სულ ვცდილობდი მდგომარეობიდან გამომეყვანა. ნინო იჯდა და ტიროდა, მე კი საძინებელში შევედი.
-ნატა კარი გამიღე!-დაიღრიალა კართან.
-რა გინდა?-კარი გამოვაღე და გაბრაზებული ვუყურებდი. ჩემსკენ წამოვიდა სავარძლით, ძალიან გაბრაზებული იყო. უკან უკან ვიხევდი საწოლთან ვიდექი, რომ ხელებს დაეყრდნო და სავარძლიდან წამოდგა, ტკივილისგან სახე დამანჭა. სავარძლიდან ადგა და ხელი მკრა. საწოლზე დამაგდო და ზემოდან მომექცა.
-გაჩვენებ რისი თავიც მაქვს.-სახეზე ტკივილი აესახა. ხელები გამიკავა და კოცნა დამიწყო.
-მომცილდი.-თავი გადავაბრუნე, მის მოცილებას ვცდილობდი, ძალიან მძიმე იყო და ვერ დავუსხლტი.
-რატომ ცდილობ ცუდად მოგექცე? რატომ ცდილობ მდგომარეობიდან გამომიყვანო?-ჩემს ყელში ჩურჩულებდა და ხელებს ძლიერად მიჭერდა.
-იმიტომ, რომ ვერ გიტან, იმიტომ, რომ ცხოვრება დამინგრიე.-ცრემლები მომდიოდა.
-ხვალ საელჩოში მივდივართ, ინგლისში წახვალ, მისამართსაც მოგცემ. -უცებ შემიშვა ხელები და გვერდზე გადაწვა საწოლზე.
-მატყუებ.-საწოლზე ვიწექი არ გავნძრეულვარ, თავი მისკენ მქონდა გადაბრუნებული და თვალებში ვუყურებდი, მინდოდა მისი აზრები წამეკითხა.
-არ გატყუებ, გაგიშვებ და წადი მასთან. მეტს არ იმსახურებ და გყავდეს.
-კრედიტი რატომ დაფარე?
-შენი მინანქარზე მუშაობა არ შეიძლება, ბავშვისთვის საზიანოა. სახლი გაქვს, შეგიძლია იქ იცხოვრო, გიშვებ, წადი.-ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან.
-რატომ?
-არ გინდა წასვლა?-შემომხედა, თან დიდი ტკივილი იკითხებოდა მის თვალებში.
-მინდა. საელჩოზე არ გიხუმრია?
-არა.
-არ მომცემენ ხომ ვიზას?
-არ ვიცი, მე არ ჩავერევი, გპირდები ხელს არ შეგიშლი.-ჩაილაპარაკა და ხელის გულით ცრემლი მოიწმინდა.-ელექტროშოკით შენზე თავდასხმა შემთხვევითი არ იყო. გელოდებოდნენ, ვაპირებდი შენს გაშვებას, მაგრამ საფრთხე გემუქრება ქუჩაში.
-ვინ არიან?
-არ ვიცი, ვარკვევ.
-რატომ არ მოხვედი? ის ორი წელი რატომ არ გამოჩნდი? რატომ არ წამომიყვანე მისგან სანამ შემიყვარდებოდა.-მეც ცრემლი მომადგა თვალზე.-ასე უბრალოდ დამივიწყე და ჩემი თავი გადაულოცე კაცს, რომელიც ჩემი მოკვლით გაშანტაჟებდა? ეს სიყვარული არ არის. შენ ჩემზე არ გიფიქრია, დემნამ არ დამინგრია ცხოვრება, ეს შენ დამიგრიე შენი სიყვარულით. შენ რომ არა დემნას საერთოდ არასდროს არ შევხვდებოდი.
-მოვედი, იქიდან უნდა წამომეყვანე. სიცხისგან იწვოდი, მთელი ღამე შენს გვერდით ვიყავი. მეორე დღესაც მოვედი, გაგაღვიძე შენ კი დემნას მეძახდი. იცი რა ტკივილი ვიგრძენი, არ იცი. ამიტომაც წამოვედი და შეგეშვი. ვფიქრობდი რომ ის ჩემი ძმაა და ამ საქმეს შეეშვებოდა. შენ ის გიყვარდა და ჩავთვალე, რომ განზე უნდა გავმდგარიყავი. მან კი იქით შემომიტია, შენით მაშანტაჟებდა, სულ გვერდით იყო და ვერ მოვდიოდი შენამდე.
-რატომ? ასე იოლად დანებდი მაშინ და ახლა, როცა ის კაცი მთელი არსებით მიყვარს მოდიხარ და ფაქტიურად მიტაცებ.
-რა გინდა ნატა? ხომ გძულვარ და გეზიზღები, წადი, გიშვებ. წადი მასთან.-დამიყვირა.
-ნინომ დაგარწმუნა?
-დამარწმუნა, მითხრა, რომ საკუთარ ძმას ვებრძვი. წადი, ჩაალაგე ბარგი და გაიქეცი. მისგან მოისმინე სიმართლე, რომ მიხვდე ვის გვერდით იყავი.
-წავალ, ისე, რომ უკან არც კი მოვიხედები.-გახარებული წამოვდექი საწოლიდან და ბარგის ჩალაგება დავიწყე.
-როგორ გაგიხარდა.-საწოლზე წამოჯდა და სევდიანი თვალებით მიყურებდა.-ერთი სურვილი შემისრულე მხოლოდ.
-რა?-შევხედე გაკვირვებულმა.
-შენი ნებით მაკოცე, ისე მაკოცე როგორც ორი წლის წინ.
-არა! ეს ორი წლის წინ იყო, მაშინ შენ გიორგი იყავი. ეხლა ზვიადი ხარ, სხვა ადამიანი, რომელიც არ მიყვარს და არც ვიცნობ. ახლა მეც სხვა ადამინი ვარ.
-მოდი.-ხელი გამომიწოდა.-ერთხელ მაინც დაინახე შეყვარებული კაცი ჩემს თვალებში და არა შენი ჯალათი.
-ზვიად, არ შემიძლია, მე თამაში არ შემიძლია, ან მიყვარს, ან არა.
-კარგი. ოღონდ დამპირდი, თუ რამე გაგიჭირდება სხვას არ სთხოვ და ჩემთან მოხვალ.-თვალებში მიყურებდა და დიდი ტკივილი იკითხებოდა მის თვალებში.
-ვერც მაგას დაგპირდები. ყველას შევაწუხებ და შენთან არ მოვალ არასდროს.
ბარგი ჩავალაგე და სახლიდან წამოვედი. ნინო დიდ ხანს მეხვეოდა და თან ტიროდა. ზვიადი კი არ ჩანდა. მცხეთაში ლიკასთან მივედი.
-ნატა? ჩემი გოგო.-ცრემლიანი თვალებით შემომხედა ლიკამ.
-თავად გამომიშვა, რემონტს გავაკეთებ და წავალ.-ლიკას მოვეხვიე, ორივე ვტიროდით. ზეზვა გამოვიდა სახლიდან.
-ნატა მოხვედი?-მომეხვია ზეზვა.
-შენ რა იცოდი, რომ მოვიდოდა?-შეხედა ლიკამ.
-იმან დამირეკა, მოვა და ცოტა ხნით შეიფარეთო.
-შემოდი.-სახლში შემიყვანა ლიკამ.
მეორე დღეს ზვიადმა დამირეკა, რატომღაც ტელეფონი არ მოვიცილე და ისევ თან მქონდა.
-სახლის რემონტს აკეთებენ, ერთ თვეში შეგიძლია გადახვიდე.
-მე გავაკეთებ, არ არის საჭირო.
-ნომერს მოგწერ და ფერებზე შეუთანხმდი ბრიგადირს.-მითხრა და გათიშა.
ცოტა ხანში კი ალექსმა დამირეკა მეორე ტელეფონზე.
-ალექს წამოვედი მისგან, გამომიშვა.
-მართლა?
-ხო ალექს, არ ვიცი რა დაემართა, მაგრამ გამომიშვა. თავად მივხედავ ყველაფერს, მერე დაგირეკავ.
-კარგი ნატა. როდის გნახავ?
-ალექს არ მინდა გავაღიზიანო, ჯერ ჯერობით არაფერს ვაპირებ.
-კარგი, როცა დაგჭირდები დამირეკე.
-კარგი ალექს.-ტელეფონი გავთიშე და მაღაზიაში გავედი.
დროებით გამყიდველი შევცვალე და რამდენიმე სამკაული გავყიდე. მარაგი იწურებოდა, ცოტა არჩევანი იყო და გადავწყვიტე სამკაულები გამეკეთებინა. სახელოსნოში შევედი და სამკაულების კეთება დავიწყე. დღის ბოლომდე სამკაულებს ვაკეთებდი, საღამოს დაღლილი გამოვედი სახელოსნოდან, გავაპრიალე სამკაულები და წამოვედი. სახლში შევდიოდი, რომ ხელჯოხით ზვიადი დამხვდა კართან.
-აქ რა გინდა? ეს ხუმრობა იყო არა?-შევხედე და თვალები ამიცრემლიანდა.
-ახლავე სახლში წამოხვალ, სულ გაგიჟდი ხომ.-დამიყვირა.
-ნუ მიყვირი.-გაბრაზებული ვუყურებდი.-ახლა რა დავაშავე, ხომ დამანებე თავი.
-სანამ ბავშვს არ გააჩენს ჩემი სახლიდან არ წახვალ.
-რატომ? რა გინდა?-ბოლო ხმაზე ვუყვიროდი.
-იმიტომ, რომ ბავშვს საფრთხეს უქმნი. სახელოსნოში რა გინდოდა?
-ვინ გითხრა?
-ზეზვამ.
-ეს არის ჩემი შემოსავალი, სამსახურიც არ მაქვს.
-გექნება, სხვა სამსახური გექნება და ამას არ გააკეთებ.
-ფეხმძიმედ ვარ, არავინ ამიყვანს.
-ბავშვს გაჩენ და აგიყვანენ. მანამდე მე ვიზრუნებ თქვენზე.
-გთხოვ დამანებე თავი.-ცრემლებმა სახე დამისველა.
-მანქანაში ჩაჯექი, შენი ბარგი უკვე იქ დევს.
-არ მინდა, არ მინდა შენ ზრუნავდე ჩემზე.-ისევ ვტიროდი.
-თავად ვერ ზრუნავ.-გაბრაზებულმა დამიყვირა.-ჩაჯექი და შენი ხმა არ გავიგო.
-ერთნაირები ხართ.
-რა?
-შენ და დემნა ერთნაირები ხართ.
-მკი*დია რომ ჩემი ძმააა, გესმის. არ გაბედო და არ შემადარო.-ხელი ნიკაპ ქვეშ ამომდო და კბილებში გამოსცრა.
-არც გადარებ, მე ის მიყვარს, შენ კი მძულხარ.-არ ვწყვეტდი მის ნერვებზე დაკვრას.
-გეყოფა მოთქმა, ჩაჯექი!-ისე დამიყვირა გულმა ფეთქვა შეწყვიტა. უხმოდ ჩავჯექი და ხმა არ ამომიღია. მთელი გზა ვტიროდი. სახლში მივედით, ნინო გაოცებული გვიყურებდა.
-რა მოხდა შვილო?-შეხედა ზვიადს.
-შვილო არ დამიძახო და მიხედე ამას. ნორმალურად იკვებოს და ნორმალურად მოიქცეს.-ხელით ჩემსკენ ანიშნა და ეზოში გავიდა.
-რა მოხდა?-ცრემლიანი თვალები შემომანათა ნინომ.-ხომ გაგიშვა?
-არ ვიცი ნინო. მოვარდა, მიყვირა და წამომიყვანა.
-რატომ?
-მინანქრის სამკაულებს ვაკეთებდი სახელოსნოში და მაგაზე მეჩხუბა.-ამოვიტირე.
-კარგი, დაწყნარდი საყვარელო. აქ დარჩი, ყველაფერი გაქვს, მხოლოდ ბავშვზე იფიქრე. -მითხრა ნინომ.-არ გშია?
-მშია.-სამზარეულოში წასულ ნინოს უკან ავედევნე. მადა მაინც მქონდა, მგელივით მშიოდა და ვივახშმე.
-სად გაქრა?-გარეთ იყურებოდა ნინო.
-სახლიდან წავიდა?-შევხედე ნინოს.
-არა, მანქანა არ გაუყვანია. ალბათ თავის ოთახშია. დამტვრეულია და მანქანაზე დაჯდა, ასეთი რა გააბრაზე.-შემომხედა მე.
-მინანქრის კეთება საზიანოა ბავშვისთვის. ნიღაბი კი მეკეთა მაგრამ მაინც. ამიტომ გამიბრაზდა.
-შვილო ასე ნუ იქცევი, ბავშვს საფრთხეს რატომ უქმნი?
-აბა რა ვქნა?
-აქ იცხოვრე. გააჩინე ბავშვი და მერე წადი დემნასთან.
-არა, ბავშვს წამართმევს.
-არ წაგართმევს, უყვარხარ. ბავშვობის მერე არ უტირია, დილით კი ტიროდა, ამას ტირილი არც ერქვა ამხელა კაცი ღრიალებდა. არ წამოვიდოდა, მიზეზი შენ მიეცი.-სევდიანად ჩაილაპარაკა ნინომ.
-მასთან წავალ, დაველაპარაკები.-წამოვდექი და მისი ოთახისკენ წავედი. კარზე დავაკაკუნე.
-ნინო წადი!-გაისმა მისი მკაცრი ხმა.
-მე ვარ.-კარი შევაღე და ოთახში შევედი.-შეიძლება დაგელაპარაკო?
-შემოდი.-საწოლზე იწვა და ეტყობოდა, რომ ტკივილები ჰქონდა.
-როგორ ხარ? გტკივა?-საწოლთან სავარძელზე ჩამოვჯექი.
-კარგად ვარ.-თავი გვერდზე გადააბრუნა და ჩაილაპარაკა.
-გტკივა. ტკივილგამაყუჩებელს გაგიკეთებ.
-ტუმბოს უჯრაშია ყველაფერი.-თვალით მანიშნა. დანიშნულება ამოვიღე და გადავიკითხე. ტკივილ გამაყუჩებელი ავიღე და ნემსი გავამზადე. მკლავზე მაიკის სახელო ავუწიე და ნემსი გავუკეთე.
-გეტკინა?-ისეთი სახე ჰქონდა მეგონა ეტკინა.
-არა. უკვე გამიკეთე?-შემომხედა გაოცებულმა.
-გეგონა შურს ვიძიებდი?-გამეღიმა.
-მეგონა.-მასაც გაეცინა და სახე ისევ მოეღრუბლა ტკივილსგან.-ეგ ნემსი პარკში ჩადე და ისე გადააგდე, მერე კი ხელები იმ სითხით გაიწმინდე.
-რა იყო კეთროვანი ხარ?-გამეცინა.
-შეიძლბა ასეც ითქვას.-მანაც გამიღიმა. ყველაფერი მითითების მიხედვით გავაკეთე.
-ძალიან გტკივა? სხვათაშორის ორი დღეა რაც გაგიკეთეს ოპარაცია და დღეს დარბიხარ. რატომ გამოიქეცი სავადმყოფოდან?-შევხედე გაბრაზებულმა.
-ჩემზე ზრუნვა როდიდან დაიწყე?-წარბაწეულმა შემომხედა.
-არ ვზრუნავ.-თავი დავიჭირე, რომ მასზე ვღელავდი და გაბუსხულმა ჩავილაპარაკე.
-რა გინდოდა?-შემომხედა.
-ხომ გამიშვი, საელჩოში წადიო.
-ხვალ ლევანი წაგიყვანს საელჩოში.
-მართლა? პასპორტი რომ არ მაქვს?-სახე მომეღრუბლა.
-გაქვს.
-არ მატყუებ?
-არა.
-ისეთივე ყალბია როგორც ქორწინების მოწმობა?
-კი.-გაეცინა.-გაგეყრები ეს თუ ასე გაწუხებს.
-მთავარია გამიშვა, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.-ჩავილაპარაკე იმ იმედით, რომ ქორწინების მოწმობის გაბათილებას თავადაც მოვახერხებდი.
-ისე ვინც შევაწუხე მაგის გაყალბებაზე მას ოჯახი და შვილები ჰყავს.-ჩაილაპარაკა.
-მაგას რატომ მეუბნები?
-იმიტომ, რომ ვიცი რასაც გეგმავ.-ეღიმოებოდა და ისე მიყურებდა.
-რას გულისხმობ?-შევხედე ვითომ გაკვირვებულმა.
-იმ ალექსს აღარ გაეკარო, თორემ ძალიან გავბრაზდები.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.
-რა?-სახე ერთიანად მომეღრუბლა, ყველაფერი იცოდა.
-რა და მე ვერასდროს, ვერაფერს დამიმალავ, ეს იცოდე.-თითი დამიქნია.
-იმ ტროტუარზე უნდა მიმეტოვებინე.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.-მე კი დავიჯერე, რომ მართლა გამიშვებ.
-ვერ გამიმეტე.-ისევ გაეღიმა.- გაშვებით კი გაგიშვებ. მივხვდი, რომ შენი აქ გაჩერებით დიდი კედელი ავაშენე ჩვენს შორის. გაგიშვებ, იმიტომ, რომ თავად მიხვდე ვინ რას წარმოადგენს.
-ვუყვარვარ, ვიცი ვუყვარვარ და არც ჩემს გამეტებას არ აპირებდა. უბრალოდ იეჭვიანა და წავიდა.
-ეგ მხოლოდ შენი ფანტაზიის ნაყოფია, არ უყვარხარ.-ცდილობდა საწინააღმდეგოში დავერწმუნებინე.
-მე მიყვარს.-ამოვიტირე.
-შენ ნამდვილად გიყვარს, ისე რომ რეალობას ვერ ხედავ. როცა უყვართ არ ტოვებენ, შვილებს არ ტოვებენ.
-რა უნდა ექნა? კუჩხეში მიიმწყვდიე, დაპატიმრებით დაემუქრე, მე გამომკეტე.
-ნუ ამართლებ. ციხეში უნდა წასულიყო და შენ მაინც არ უნდა მიეტოვებინე.-დამიყვირა.-მასთანაც გაგიშვებ, მაგრამ ერთი პირობით.
-რა პირობით?
-მის რეალურ სახეს რომ დაინახავ აქ დაბრუნდები.
-ზვიად გთხოვ, პარანოია გაქვს. მასაც ვუყვარვარ და არ მიმატოვებს.-ვცდილობდი ის დამეჯერებინა საკუთარი თავისთვის, რაც მინდოდა.
-კარგი, წადი დაიძინე.- მეც გამოვედი მისი ოთახიდან.
საძინებელში შევედი, ფიქრებმა დემნასთან წამიყვანა. რადგან ყველაფერი იცოდა და არც მიშლიდა ეჰოსკოპიის სურათს სურათი გადავუღე და დემნას მესენჯერით გავუგზავნე.
-დემნა ეს ჩვენი პატარაა, მენატრები, ძალიან მჭირდები. ძალიან მინდა ჩემს გვერდით იყო და ჩემი სიხარული გაიზიარო. გთხოვ დაბრუნდი.-მივწერე და ტელეფონი გულში ჩავიკარი. არ მომწერა, გავხსენი მესენჯერი, წერილი წაიკითხა და დამბლოკა. ტირილი დავიწყე, რატომ იქცეოდა ასე, რატომ არ სჯეროდა ჩემი? ტირილში ჩამეძინა. დილით რომ გამეღვიძა ზვიადი და ნინო სამზარეულოში დამხვდნენ. მშვიდად საუბრობდნენ.
-დილა მშვიდობის. შენ რატომ ადექი? შენი ასე სიარული არ შეიძლება.-შევხედე ზვიადს.
-ნინო წარმოიდგენდი, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე იზრუნებდა?-გაღიმებულმა შეხედა დედამისს.
-სადისტი კი ხარ, მაგრამ ჩემი შვილის ბიძა ხარ.-წარბაწეულმა შევხედე.
-ნატა, ნატა, არ იცვლები, ცდილობ გამაბრაზო. რატომ იტირე?-შემომხედა თვალებში.
-ვითომ არ იცი?-შევხედე და წარბი ავწია მაღლა, ჩაეღიმა.
-ეს შენი პასპორტია.-მაგიდაზე დადებული საბუთები დამანახა.-შეგიძლია საელჩოში შეხვიდე და ვიზა მოითხოვო.
-რას გეგმავ?
-არაფერს ნატა, გიშვებ, აღარ მინდა ტიროდე. ნინომ დამარწმუნა, რომ უნდა გაგიშვა.-მადლიერი თვალებით შევხედე ნინოს.-ვფიქრობდი ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფოდა, ეგოისტურად დაგეპატრონე. ნინიამ შენი მოკვლა რომ სცადა მივხვდი, რომ ჩემს გვერდით უფრო დიდი საფრთხე გემუქრებოდა. ძალიან შემეშინდა, შენი დაკარგვის შემეშინდა. წადი და ბედნიერი იყავი.-ზურგი შემაქცია და ეზოში გავიდა. თან ლუდის ბოთლი ეჭირა ხელში და სვავდა.
-ზვიად ნინიას რა ბედი ეწია?-უკან გავყევი და მის გვერდით საქანელა სკამზე ჩამოვჯექი.
-ციხეშია განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.-გადმომხედა და ისევ წინ სივრცეს გაუშტერა თვალი.
-ვინ არის, რატომ სცადა ჩემი მოკვლა?-ისევ ვაგრძელებდი შეკითხვებს.
-ჩემი ყოფილი, შენს გამო მივატოვე.-ისევ სივრცეს უყურებდა.
-რატომ მიატოვე მერე, რატომ დაღუპე გოგო?
-მე დავღუპე? ის მხოლოდ ღამის პარტნიორი იყო და მორჩა. ცოლად რომ არ მოვიყვანდი იცოდა.
-არც მე ვარ შენი ცოლი.
-მას ეგონა, რომ ხარ. სახლში შედი, შეგცივდება.-გამომხედა.
-ეს არ შეიძლება წამლებს სვავ.-ლუდის ბოთლი წავართვი ხელიდან.-წამოდი, ასე ნუ დადიხარ უნდა იწვე.
-დამეხმარები?-ხელჯოხს დაეყრდნო და ცალი ხელი გადამხვია. სახლში შესვლაში დავეხმარე და მისაღებში დივანზე დავაწვინე. მერე კი პლედი მივაფარე. არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაინც ვზრუნავდი მასზე.
საბუთების შეგროვება დავიწყე. ინგლისში გასამგზავრებლად ვემზადებოდი. საელჩოში შევედი ვიზაზე, ელჩმა თანხმობა განაცხადა და ვიზა მომცეს.
დედაჩემი მუშაობდა და ჩემი ძმაც ისრაელში წავიდა. არც დამმშვიდობებია, არც მოუკითხივარ. მერე გავარკვიე, რომ სახლი ბანკში ჩაუდია და ისე წასულა. ზვიადმა ჩამიყვანა სოფელში პაპასთან. დავარწმუნე და ოლიკოსთან წამოვიყვანე. ყველამ იცოდა, რომ დემნა საქმეზე გაემგზავრა ინგლისში და მორჩა. თემა განხილვას არ ექვემდებარებოდა. ზვიადი კი ჩემი მეგობარი იყო, რომელიც მეხმარებოდა.
-ზვიად.-მანქანით ოლიკოსგან ვბრუნდებოდით სახლში.
-რა?-შემომხედა და გამიღიმა.
-მადლობა.-მეც გავუღიმე.
-ნატა მაგას გულით მეუბნები?
-მგონი.-გამეცინა.-ისე ზრუნავ ჩემზე, რომ..
-დემნას არ უყვარხარ, უბრალოდ გამოგიყენა.-ჩაილაპარაკა და სივრცეს გაუშტერა თვალი.
-არ ვიცი რა ხდება? არ ვიცი რა ტრიალებს თქვენს შორის, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი. დემნას მე ვუყვარვარ.-მეც სივრცეს ვუყურებდი.
-შეიძლება მართალი ხარ. ყველას თავისებურად უყვარს. -ცოტა ხანი ჩუმად იყო.-იცი ყველაზე ძალიან რა მინდა?
-რა?
-ინგლისში წამოვიდე და დავინახო შენი რეაქცია, როცა მის რეალურ სახეს დაინახავ.
-შენ მე არ გამომყვები.-შევხედე გაბრაზებულმა.
-დაწყნარდი, არ გამოგყვები, მოვედით, გადმოდი.-მანქანა ეზოში გააჩერა და მანქანიდან გადავიდა. უკან ავედევნე.-წამოდი ტკივილ გამაყუჩებელი გამიკეთე.-სახეზე ტკივილი გამოესახა.
-ძალიან გტკივა? რატომ დადიხარ მერე ასე თუ გტკივა?-გაბრაზებული ვეძებდი სამზარეულოში ტკივილ გამაყუჩებელს.
-ვცდილობ შენთან ყოფნის დრო გავიხანგრძლივო, დავიმახსოვრო. შენ აქ აღარ დაბრუნდები და მინდა დიდხანს გიყურო.-წამალი გავამზადე და მკლავში ნემსი გავუკეთე.-ფრთხილად, მეტკინა.
-დამპირდი, რომ არ გამომყვები.-ნემსი ამოვაძრე და სპირტიანი ბამბით მკლავი დავუზილე.
-არ გამოგყვები, გპირდები.-სევდიანად ჩაილაპარაკა.
მე დემნა მიყვარდა, მიყვარდა და შევძლბდით სუფთა ფურცლიდან ცხოვრების დაწყებას. ჩვენ ბედნიერები ვიქნებით. სამზარეულოში ვიდექი და ვტიროდი, არ ვიცი რა მჭირდა, გული ორად მეხლიჩებოდა. ნაწილს უნდოდა წასვლა, მეორე ნაწილს კი შიში ჰქონდა და ეშინოდა რეალობის პოირისპირ აღმოჩენის.
მალე ბარგი ჩავალაგე და ინგლისში გასამგზავრებლად გავემზადე.
წასვლამდე ანალიზები გავიკეთე, საავადმყოფოში ზვიადმა წამიყვანა. მთელი გზა ხმას არ ვიღებდი, დრო და დრო გადმომხედავდა და მიყურებდა.
-მეც შემოვალ.-ეჰოსკოპიაზე შევდიოდი, რომ შემოსვლა უნდოდა.
-არა, გთხოვ არ შემოხვიდე.
-კარგი.-სევდიანად ჩაილაპარაკა და მოსაცდელში სკამზე ჩამოჯდა.
ექიმმა ეჰოსკოპია გადამიღო, და პასუხი ფურცელზე დამიწერა.
-ნატა ცუდი მაჩვენებლია.-სევდიანად ჩაილაპარაკა.
-რა ხდება?-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-თანდაყოლილი გულის მანკია სავარაუდოდ. გულის ცემა ძალიან ცუდია.-სევდიანად ჩაილაპარაკა ეჰოსკოპიის ექიმმა.-მაკას აჩვენე და დამატებით გამოკვლევები დაგჭირდება.
-კარგით.-ხელის გულით ცრემლები შევიმშრალე და ეჰოსკოპიის ფურცელი გამოვართვი. მოსაცდელში გავედი, ზვიადი წამოდგა და ჩემი ცრემლიანი თვალები რომ დაინახა შეშფოთებული დამიდგა წინ.
-რა მოხდა?-შეშინებული მიყურებდა.
-თანდაყოლილი გულის მაკი შეიძლება იყოსო.-ამოვიტირე.
-ჯანდაბას.-ხელი ნერვიულად გადაისვა თავზე, მერე ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.-დამშვიდდი. დამატებით გამოკვლევები ჩავიტაროთ, იქნებ იკურნება.-თმაზე მეფერებოდა და მამშვიდებდა.
-გინეკოლოგთან უნდა შევიდე.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-მეც შემოგყვები.-წინააღმდეგობა აღარ გამიწევია, შემომყვა ექიმთან.
არაფერი აღარ მესმოდა, ზვიადი უსმენდა ექიმს, თუ რა ანალიზები უნდა გამეკეთებინა დამატებით. მერე გარეთ გავიდა. მაკამ გამსინჯა და არც მას მოეწონა გულის ცემა. დამატებით რაღაც გამოკვლევები ჩამიტარეს. გათიშული ვიყავი, ზვიადის შევყავდი ყველა ექიმთან და გამოვყავდი, ის ისმენდა ყველაფერს. ბოლოს გინეკოლოგთან ყველა ანალიზით დავბრუნდი. გულის მანკი იყო და უნდა გავფრთხილებულიყავი. მუდმივად უნდა მეკონტროლებინა ყველაფერი. ზვიადი აღარ შემომყოლია. კლინიკიდან გამოვედი და მისი მანქანისკენ დავიძარი. ტელეფონზე ლაპარაკობდა. ჩემი მისვლა ვერ გაიგო, ძალიან გაბრაზებული იყო.
-რატომ სიმართლე არ უთხარი? შვილი არ გინდოდა? იმ პატარამ რა დააშავა? -ტელეფონს დახედა.-გამითიშე შენი დედაც, სინდისი დაგიმშვიდდება?-გაბრაზებული დასცქეროდა ტელეფონს და მანქანის თვალს ფეხი მიარტყა.
-ვის ელაპარაკებოდი?-უკან ვუდექი და ისე ვკითხე.
-არავის.-შეცბა, არ მოელოდა რომ იქ ვიყავი.-შემოსვლას ვაპირებდი, რა გითხრა ექიმმა?-შემომხედა სევდიანი თვალებით.
-გულის მანკია და უნდა ძალიან გავფრთხილდე.-ისევ ცრემლები წამომივიდა.-დემნას ელაპარაკებოდი?
-დაჯექი, მანქანის კარი გამომიღო და ხელიც მომკიდა მანქანაში, რომ ვჯდებოდი. მერე კარი დახურა და მძღოლის ადგილი დაიკავა.-არ უნდა ინერვიულო. მოდი ჯერ გააჩინე და მერე წადი ინგლისში. ახლა სახიფათოა შენთვის სტრესი და ნერვიულობა.
-შენს გვერდით უფრო ვნერვიულობ.-შევხედე გაბრაზებულმა. რატომ ვბრაზობდი მასზე? დემნას ელაპარაკა?
-კარგი, როგორც გინდა, ჯიუტი ხარ, არვისი არაფერი გესმის, რაც მალე გაერკვევი ყველაფერში მით უკეთესი. მაგრამ იქნებ მაგ ბავშვზე მეტად იფიქრო.-მითხრა საყვედურით.
-უნდა წავიდე, თემა დახურულია.-ჩავილაპარაკე მკაცრად.-დემნას ელაპარაკე?
-კი.
-რა გითხრა?
-შვილი არ უნდა გაეჩინა, გავაფრთხილეო.
-რა ხდება? მისი ბრალია?
-ნარკომანია შენი დემნა, ასეთი ბრმა როგორ იყავი?-ხელი საჭეს დარტყა. მე კი გული შემეკუმშა.-მისი ბრალია ბავშვი, რომ ასეა.
-კმარა! აღარ გააგრძელო.-ცრემლებმა გზა გაიკვლია ჩემს სახეზე.
სახლში მივედით, ცოტა ხანში ჩემს ოთახში შემოვიდა.
-ეს მისამართია.- ფურცელზე დაწერილი მისამართი დამიდო წინ.-ეს კი ფულია.
-მე მაქვს ფული, არ მინდა.-უარის თქმა დავაპირე.
-ნორმალურ სასტუმროში გაჩერდი. მარტო შენ თავზე ნუ ფიქრობ, უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში უნდა ჩახვიდე. მაინც ვფიქრობ, რომ მარტო არ უნდა გაგიშვა.
-გთხოვ არ გამომყვე, მე დემნასთან დავრჩები, არ დამჭირდება სასტუმრო.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა, რატომ ვბრაზობდი არ ვიცი.
-გასესხე. როცა მოახერხებ დამიბრუნე.-გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.
დილით მისაღებში ჩემოდანი გამოვაგორე. ატირებული ნინო დამხვდა, გულში ჩამიკრა და დამემშვიდობა.
-სად არის?-ზვიადი მოვიკითხე. ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ასე უპრობლემოდ მიშვებდა.
-სამსახურში წავიდა. შენ ის შეცვალე, ის სულ სხვანაირი გახდა.-ისევ მომეხვია ნინო.-დარჩი გთხოვ, იქნებ ისევ შეგიყვარდეს.
-შენ შეგიყვარდა გიორგი?-შევხედე ნინოს.
-არა.-სევდიანად ჩაილაპარაკა.
-ვერც მე ვერ შევძლებ, კარგად ნინო, მადლობა ყველაფრისთვის.
-კარგად.-ნინო ტიროდა და სევდიანად გამომაყოლა თვალი.



№1  offline წევრი Rania

ვაიმე დედააა. აქ ამბავია არვიცი რავთქვაა. უბრალოდ მაინტერესებს თუ გამართლდება ჩემი წინათგრძობაა. ყოჩაგგ
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი Takk.22

არ ველოდი ასეთ განვითარებას,მეგონა დემნა ნამდვილად კარგი პიროვნება იყო,გული დამწყდა

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

წინა ისტორიას ემსგავსება სასიყვარულო სამკუთხედი ისევ

 


№4  offline წევრი დარინა

ასეთი არეულდარეული სიტუაცია თუ იქნებოდა არ მეგონაა, თავიდანვე არ მომწონდა დემნაა და ახლა მითუმეტეს ზვიადი მართალია ლაჩარივით ადგა და გაიქცაა, ნამდვილად რომ ყვარებოდა საყვარელი ქალისთვის ყველაფერს გააკეთებდა, ძალიან სუსტი პერსონაჟია დემნა, ისედაც არ მომწონდა მაგრამ ამ თავის შემდეგ ძალიან გამიცრუვდა იმედებიი, დარწმუნებული ვარ იქიდანაც გამოაგდებს ნატას და თავის შვილს არ აღიარებს.

 


№5  offline წევრი Maia G.

ოჰოო,არ ველოდი,საოცრად ვითარდება მოვლენები❤

 


№6  offline წევრი ნინ ია

მაინც არ მჯერა დემნა ასეთი ცუდი ვერ იქნება.
არც ეს ზვიადია ანგელოზი! თუ დემნა მონსტრია არც ეგაა ნაკლები. თუ იცოდა ვინც იყო დემნა და ნატა მართლა თუ უყვარდა მისი კლანჭებიდან დაიხსნიდა. ისტორია უკვე იმ ფაზაშია რომ ინტერესი დავკარგე და ისეთი შეგრძნება მაქ ხელოვნურად აკეთებ დემნას ცხოველად ჭარმოჩენას, რადგან წინა თავების ამ თავის დემნა არაფრით არ ემთხვევა ერთმანეთს.
თვიდანვე მეშინოდა ამ ისტორიის წაკითხვა და სამწუხაროდ მართლაც დაემსგავსა წინებს

 


№7  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგია მომწონს .საინტერესოდ ვიყარდება მოვლენები.ველოდები შემდეგ თავს

 


№8 სტუმარი სტუმარი თამო

აუუ კარგით რაა ეს მინდოდა მეე?ჩემი სანერვიულო არ მეყოფაა რომ დავიმატე????????იმედია ის დებილი დემნა გონს მოეგება და შერიგდებიან იმედია.გიორგიც მეცოდება

 


№9 სტუმარი სტუმარი ქეთი

დემნა სიტყვები მახსენდება, რაც არ უნდა გაიგო ჩემზე, არასოდეს მიმატოვოო. რატომღაც მინდა რომ დემნას ეს გაქცევა თამაშის ნაწილი იყოს, რომ ამით ნატა დაიცვას. ნუთუ ის ყველაფერი ფარსი იყო? იმედი მაქვს ნატას ასე საშინლად არ გაიმეტებდა. ზვიადის კი არანაირად ვამართლებ. ავადმყოფობის გამო აორთქლდა ამ გოგოს ცხოვრებიდან და თავგზაც აუბნია. რავი როგორ უნდა გქონდეს ასეთი კაცის იმედი?

 


№10 სტუმარი სტუმარი კეკე

ბრაზილიურ სერიალს ემგავსება უკვე.ძმები ვერ იყოფენ ერთ ფეხმძმიმე ქალს.ისე ნუ იზავ ეხლა ორივეს ჩაუწვინო ლოგინში და ძმისშვილი გააზრდევინო ბიძას:Dინტერესს დავკარგავ მე პირადად;)

 


№11 სტუმარი კანს

ნაბი**** დემნა... საზიზღარი ნარკომანი.. უყვარს არა ჩემი ფეხები... ლაჩარი... დაკრა ფეხი და გაიქცა პარანოიკი ეგ...
ზვიადი საუკეთესოა და ძალიან გამიხარდა რომ შეიცვალა... ამ გოგოს შემოულაწუნეთ.. სად მიეთრევა დებილი ბრმა ეს -_- ამას გონია კარს გააღებს და დემნა ჩამოეკიდება კისერზე.? არ გამიკვირდება რომ გაარტყას... ბავშვს გულის მანკი აქვსო და სადღაც ტ*** მიფრინავს არ დამთავრდება ეს ამბავი კარგად....
ვფიქრობ ზვიადი უყვარს მაგრამ თავს იბრმავებს ეს დებილი გოგო

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინო

კეკეს ვეთანხმები ისეთი არეულდარეულობაა სურვილი დამეკარგა წაკითხვის

 


№13  offline აქტიური მკითხველი grafo

მდააა, ანუ კარგი მიქნია ისტორიის კითხვა რომ შევწყვიტე და კომენტარებს ჩავუჯექი :)).
არა, "მიმოხილვას" ვკითხულობ კიდევ ისტორიის გახსნამდე.

 


№14 სტუმარი ნილნა

ძალიან დაძაბული სიტუაციაა..ზვიადი ლაჩარი აღმოჩნდა..ასე მგონია.დემნა სპეციალურად იქცევა ცუდად..დემნასთან მინდა დარჩეს ნატა..ისე არმინდა ორივე ძმასთან დაწვეს ეს დაბნეილი გოგო...მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს..წარმატებბები.მიყვარს შენი ისტორიები ისეთი ახლართულ-ჩახლართულია ეგრევე გითრევს..

 


№15 სტუმარი liko

დემნაზე გიჟდებოდა და ესე უცებ რო უმტკიცებენ ზვიადი გიყვარსო ეს მომენტი მაცოფებს
იმედია იმ ფაზაში არ გადაიყვან ისტორიას რომ გულის რევის შეგრძნევა დაგვრჩეს, ხან ერთ ძმასთან იწვა და ახლა მეორეს ჩაუწვინო...
დემნამ იცოდა რომ შეცდომა დაუშვა და არც ეჭვი მეპარება რომ უყვარს, მისი ეს რეაქცია იქაც ჩანდა ზაირასთან როცა იყვნენ და ემუდარებოდა ჩემი გჯეროდესო. ახლა ისე გამიდის ნატას სჯერა მისი და თვითონ არა, მაგრამ იმედს ვიტოვებ ამას გამიზნულად აკეთებს და არა გააზრებულად. ის შეყვარებული კაცი, როგორადაც დემნა დაგვანახე, ესე უბრალოდ ახსნა განმარტების გარეშე არ გაქრებოდა ნატას ცხოვრებიდან
ასე რომ ველოდები ჯერ მორიგ თავს და დასკვნებს და შეფასებებს პერსონაჟების ავ-კარგობაზე მერე კიდევ გავაკეთებ

 


№16 სტუმარი სტუმარი მერი

ისე რა გემრიელად წერ .მართლა მაგრად მომწონს .თავებიც იმხელაა რომ მყოფნის .მაგარია????????

 


№17 სტუმარი სტუმარი ქეთი

სტუმარი ქეთი

ხოო და კიდევ მგონია ალექსი რაღაც ხლართავს და დემნას სახელს იყენებს

 


№18  offline წევრი R.M

ამ ისტორიაში ყველას თავის სიმართლე აქვს.
მადლობა რომ კითხულობთ.❤
სერიალს არ დაემსგავსება. აქ ნატა არ არის მხოლოდ სათამაშო.❤
--------------------
R.M

 


№19  offline მოდერი ენემი

რატომ მგონია რომ თითოეული პიროვნება აქ სათამაშოა ალექსის გარდაა? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ალექსი ხლართავს რაღაცას არადა ყველაზე კარგი პერსონაჟი მინდა რომ იყოს. ხოლო ნატა ზედმეტად სულელი და უმწეოა საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია

 


№20  offline წევრი R.M

grafo
მდააა, ანუ კარგი მიქნია ისტორიის კითხვა რომ შევწყვიტე და კომენტარებს ჩავუჯექი :)).
არა, "მიმოხილვას" ვკითხულობ კიდევ ისტორიის გახსნამდე.

მე კი მეგონა უშეცდომოდ წერა ვისწავლე. დამაკლდები.❤

სტუმარი მერი
ისე რა გემრიელად წერ .მართლა მაგრად მომწონს .თავებიც იმხელაა რომ მყოფნის .მაგარია????????

მადლობა
--------------------
R.M

 


№21  offline აქტიური მკითხველი grafo

რა ვქნა, ულოგიკო და საბავშვო ბაღი ისტორიები არ მევასება :D :D.
არ გამოგისწორებია, ბოლოს რომ შეგისწორე, მაგის მერეც ვსვა-ვ გეწერა, მაგრამ გავჩვერდი :)).

 


№22 სტუმარი სტუმარი მაიკო

საოცარი ისტორიაა და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს!

 


№23  offline წევრი R.M

სტუმარი მაიკო

❤მადლობა
--------------------
R.M

 


№24  offline წევრი duchi_duchi

ეს გოგო დებილი და უმადურია.ყველაფერი დემნას წინააღმდეგ არის და მაინც დემნაი გავგიჟდი.ეუბნება ეს ბიჭი გიცავდიო ყველაფერს ვაკეთებდი ამიტომ ავდექი და წავედიო.ბოლოს ტელეფონზე ლაპარაკიც მოისმინა.როგორც თავის შვილი გაუხარდებოდა ისე უხარია და დემნას კიდე ვაფშე ფეხებზე კიდია.სულელია და ყველაფრის ღირსია ეს ნატა.

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

მგონია რომ დაბრუნდება

ხომ ვთქვი ორსულად არისთქო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent