ჩემი წილი ბედნიერება 7
-მემგონი გსიამოვნებს ჩემი წამება. -სულაც არა, უბრალოდ ამ დროს ძალიან საყვარელი ხდბეი და შენი ერთიანად შეჭმის სურვილი მიჩნდება. -საძაგელი ხარ. -ვიცი. -როგორ მიდის ჩვენების ამბები? -აუ იცი რა დამემართა? ესკიზები დავკარგე და ჩემმა ანგელოზმა დამიბრუნა. -ვინ? -ხო, ანგელოზმა. კონვერტით გამომიგზავნა. -ყოჩაღ, ზეცაში რა კარგი ფოსტა ჰქონით. -ნუ დამცინი. დავიღუოებოდი რომ არ მეპოვნა. -მაგიტომ ვარ ყოველთვის შენს გვერდით, ასე ბოთე რომ ხარ. -კარგი რაა, თავიდან უნდა მეჩხუბო ახლა? -მერე რაა, როგორ უნდა შემირიგო კი იცი დაა. -ისედაც გაკოცებ არ არის სავალდებულო მეჩხუბო. -ისე ვერ იცლი ჩემთვის დაა. -ამ დღესაც გადავაგორებ და მერე მოვიცლი, ხომ იცი როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ჩვენება. ძალიან დავიღალე. -წამოდი ცოტა გავიაროთ,კარგი მუსიკა ჩავრთოთ და მოხვალ ხასიათზე. -იცი კოტე, ახლა ყველაზე მეტად ზღვას ვნახავდი, ბავშვობის შემდეგ არ მინახავს ზღვა. ყველაფერს რომ მოვრჩები წავიდეთ რაა. -კარგი, წავიდეთ, მაგრამ მანამდე ხვალ როგორ ავღნიშნოთ შენი წარმატება? -და რა იცი რომ წარმატებით დასრულდება. -გული მიგრძნობს და მე ვენდობი ჩემს გულს. -კარგი, როგორც თქვენ ბრძანებთ უფროსო. შენთვის მომინდია საღამოს დაგეგმვა, შენ ხომ ექსპერტი ხარ. -გმადლობთ, რომ აფასებთ ჩემს შესაძლებლობებს. -კოტემ მანქანაში მშვიდი მუსიკა ჩართო. ლიზიმ ფანჯარაზე ჩამოაწყო ხელები და სწრაფად მიმავალ ხეებს და შენობებს აყოლებდა თვალს. ქალაქს მშვიდად ეძინა. ის კი საყვარელი ადამიანის გვერდით იყო. ისევ ეფიქრებოდა ხვალინდელ დღეზე მაგრამ იმედოვნებდა, რომ შეძლებდა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. დაღლილობამ, სასიამოვნო მუსიკამ და ჰაერში დატრიალებულმა გაზაფხულის სურნელმა ვერც კი მიხვდა ისე წაიღო ძილის სამეფოში. ძილბურანიდან რომ გამოვიდა, გაოცებული დარჩა, ცოტა ხნით აზრზეც ვერ მოვიდა რა ხდებოდა მის თავს, სად იყო, ყურებში გარკვევით ესმოდა ზღვის შრიალი, როგორ ეხეთქებოდა ტალღები სანაპიროს და არღვევდა ღამის სიჩუმეს. გვერდით მიიხედა და კოტე მანქანაში არ იჯდა, ცოტა შეშინდა კიდეც. ნუთუ ამ გიჟმა შუაღამეზე ჩამოიყვანა ზღვის სანახავდ, ან ასე როგორ ეძინა, რომ მთელი გზა ვერაფერი გაიგო. ლიზის მხარეს ფანჯრიდან ენერგეტიკული სასმელი მოაწოდა კოტემ. -ეს რა არის? -ზღვა. შენ ხომ თქვი რომ ახლა ყველაზე მეტად ზღვის ნახვა გინდოდა. -ლიზის ყველა ემოცია ერთად მოეძალა. არ იცოდა ეტირა თუ ეცინა მაგრამ ეს ტირილიც ალბათ ბედნიერების იქნებოდა. გრძობდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო კოტესთვის და რაოდენი სიყვარული შესძლებია ამ ბიჭს. -მაგრამ საკმაოდ ბნელა, შეიძლება კარგად ვერც დაინახო. დილამდე გავჩერდებოდით მაგრამ ცოდო ხარ დასვენება ხომ უნდა მოასწრო. -ჰოო, მაგრამ ტალრების ხმა ისმის. -ლიზის თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა. -აქ, რომ გეტირა ამისთვის არ მომიყვანიხარ. -ლოყაზე ჩამოუსვა თითები კოტემ და ცრემლები მოწმინდა. -იმედია სტრესი მოგეხსნა და ცოტა დამშვიდდი. ხვალ შენი ჩვენება რომ დამთავრდება. ბარგი ჩაალაგე და აქ წამოვიდეთ რამოდენიმე დღე. წყალშიც ჩავიდეთ თუუ გინდა და ყველა შენი დარდი გაატანე. -ლიზი ზღვას თვალს არ აშორებდა და ცდილობდა აღარ მიეცა ცრემლებისთვის საშუალება რომ ისევ მორეოდნენ. კოტემ საათს დახედა, უკვე გვიანი იყო. -სიჩქარის ლიმიტებს თუ გავიტვალისწინებთ, წასვლის დროა რომ გათენებამდე ვიყოთ სახლში, ცოტა დასვენება და მოწესრიგება რომ მოასწრო. -განწყობის ჩაკვლის დიდოსტატი ხარ. -ლიზის გაეცინა, საშინლად არ უნდოდა წასვლა. -რთული დრე გელოდება ხვალ. შენთვის სჯობს ცოტა დაისვენო. -ლიზი კოტესკენ მიიწია, ფანჯრიდან თავი გაყო და მის ტუჩებს მიწვდა. როგორც არასდროს ისე აკოცა, მის კოცნაში ყველაფერი ჩადო, სიყვარული, მადლიერება, ტკივილი და კიდევ ბევრი სხვა გრძნობა რაც იმწუთში მის გულსა და გონებაში ტრიალებდა. შეიძლება ზღვიდან მონაბერი გრილი ჰაერის გამო იყო მაგრამ კოტეს ერთიანად დაეხორკლა კანი, უნაურად გააჟრჟოლა მთელს სხეულში. ლიზიმ სცადა მის ტუცჩბს მოსწყდომოდა მაგრამ კოტემ არ მიცა საშუალება, ცოტა კიდევ უნდოდა დამტკბარიყო ამ მშვენიერი წამით. ........ -თმის სარჭი მომაწოდე ქეთო. -ყველაფერს ვასწრებთ ლიზი, ვასწრებთ. -მაგარი გოგოები გვყავს და იმიტო. -ძალიან მიხარია ლიზი. ზალიან კარგი სტარტი იქნება ჩვენთვის ეს ჩვენება. -რაზე ჭორაობთ გოგონებო? -არაფერი ბესო, ვამბობთ რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. -ქეთო მართალია, ყველაფერი შესანიშნავადაა. თქვენი სამოსი არაჩვეულებრივია და ვიმედოვნებ.. -ვიმედოვნებ ჩემს ლექსიკონში არ არსებობს ქალბატონებო. ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინა, სხვაგვარად უბრალოდ არ მაქწყობს. დამერწმუნეთ ეშმაკსაც არ აწყობს ჩემი საიქიოში წასვლა, მასზე ჯიუტი ვარ და მის დაგრეხილ საზიზღარ წითელ რქებზე ჩემს მაქმანებს მივაკერებ. -აი მესმის შემართება. -ქეთომ გვერდიდან გადაულაპარაკა ლიზის. -დიახ, ნამდვილად. თქვენ ფურორს მოახდენთ. -ნუ დაიძაბებით გოგონებო. ჩათვალეთ რომ ერთი ჩვეულებრივი დღეა. თამტაც მოვიდა და აბა ლიზი ესეც და დავიწყოთ. -ძალიან გთოვ ზედმეტ რაღაცეებს ნუ დამასხამ თავზე. მეშინია თმის სტრუქტურა არ დამიზიანდეს. -ნუ ღელავ ტამტა, უხარისხო პროდუქტს არ ვიყენებთ. ბოლო კორექტივები შეიტანა ლიზიმ გოგონების ვარცხნილობებში და მათ პოდიუმზე გადაინაცვლა. კულისებში ისმოდა, გაბმული აპლოდისმენტები. ბესო გაბრწყინებული სახით შემოვიდა. -ხომ გეუბნებოდი ყველაფერი მაგრად იქნებათქო. ვაიმე რა ბედნიერი ვარ და თქვენი მადლობელი გოგონებო. აი ეს არის კლასიკა. მადლობა გოგონებოო...... მე ჟურნალისტებთან გავალ და მიხედეთ აქ ყველაფერს. -ვაიმე როგორ ცხელა. თუ შეგიძლია მალე დაშალე ეგ რაღაცეეები. -ვაკეთებ თამთა ხომ ხედავ, თუ გირჩევნია გატკინო? -ოჰ, აქ ვარ, მოხვედი? -ვიღაცას მიაძახა და ხელების ქნევა დაიწყო თამთამ. -ლიზი? -ვა, გოგა? -თქვენ ერთმანეთს იცნობთ? -ცალყბად იკითხა ლიზიმ და უსიამოვნება აშკარად შეეტყო სახეზე. -დიახ, ვიცნობთ, ლიზი იმ სალონში მუშაობს სადაც მე დავდივარ და ხანდახან მასთანაც მიწევს ჯდომა. -რაღაც მომწყურდა, შეგიძლია ყინულიანი ყავა მომიტანო? შენც ხომ დალევ გოგა? -არა, მადლობა არ მინდა. -ორი ყავა მოგვიტანე....... შენ გეუბნები არ გესმის? ორი ყავა. - ლიზიმ გაკვირვეული თვალებით ახედა, არც უფიქრია რომ მას ეუბნებოდა. - არ გაბრაზდე და ისე მოიქეცი როგორც გეტყვი. მაინც უბრალო სტილისტი ხარ და მეტი არაფერი. -ჩუმად გადაულაპარაკა თამთამ. ლიზის მოთმინების ფიალა ამოეწურა, და ხმამაღლა გაიამეორა თამთას სიტყვები. - არ გაბრაზდე და ისე მოიქეცი როგორც გეტყვი. მაინც უბრალო სტილისტი ხარ და მეტი არაფერი. იმისთვის მიჩურჩულე ეს სიტყვები რომ შენი ქცევა ლამაზი გამოჩენილიყო. როგორ ფიქრობ სხვა ადამიანებს თავმოყვარეობა არ აქვთ? რატომ ფიქრობ, რომ ყოველთვის ყველაზე მაღლა დგეხარ? ჩემს და არა მარტო ჩემს თვალძი ერთი ქედმაღალი, საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული გოგო ხარ და მეტი არაფერი. -თამთამ სიბრაზე ვეღარ მოთოკა. -ქედმაღალი, საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული გოგო? როგორ ფიქრობ ვის ელაპარაკები? -უყვირა და და მხარზე ხელი ჰკრა ლიზის. ლიზიმაც არ დააყოვნა და საპასუხოდ მანაც უჯიკა. გოგოების შელაპარაკე ჩხუბში გადაიზარდა. თამთა ლიზის თმებში ეცა. ლიზი და თამთა ერთმანეთი თმებს ქაჩავდნენ და საკლმაოდ უწმაწურ სიტყვებსაც უწოდებდნენ ერთმანეთს. -გეყოფათ გოგონებო. -როგორც იქნა გააშველა გოგამ. -კარგად ხარ ლიზი? -შენ ვის მხარეზე ხარ გოგა? -ვის მხარეზე ვარ რას ნშნავს? იქნებ დაშავდა ადამიანი. -შენ აქ ჩემს სანახავად მოხვედი. არ ხარ სავალდებულო უბრალო სტილისტზე იდარდო. -ცდები, აქ შენს გამო არა, ლიზის გამო მოვედი. -იქ მყოფთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა ამ სიტყვების გაგონებაზე. გოგა ლიზისთან მივიდა და მისი წამოყენება სცადა. ლიზიმ კოჭზე წაიღო ხელი. გოგა წამოდგომაშ დაეხმარა და იქვე სკამზე დასვა. ფეხსაცმელი გახადა და კოჭის დამშავება დაუწყო. კოტემ ლიზისთვის მისაცემი ჰაერში გაწვდილი ვარდები ძირს დაუშვა, როდესაც დაინახა როგორ ეხებოდა კოჭზე გოგა და ცდილობდა ლიზისთვის დახმარება გაეწია. -საბედნიეროდ, მოტეხილობა არ გაქვს, უბრალოდ ძარღვია დაჭიმული, მხოლოდ მალამო დაგჭირდება და მალე კარგად გექნება. სიარულსაც შეძლებ. -შენ თქვი რომ აქ ჩემს გამო მოხვედი. -დიახ, მარტალია. -რატომ თქვით ეს? -ძალიან მომწონხართ. -ვაფასებ თქვენს გულახდილობას მაგრამ მე შეყვარებული მყავს. -რათქმაუნდა თქვენნაირი მიმზიდველი ქალი მარტო არ იქნება მაგრამ მე მომწონხართ როგორც ადამიანი და როგორც პიროვნება. -გოგამ ლიზის ფეხსაცმლის თასმების შეკვრა დააპირა მაგრამ კოტემ დაასწრო. -მადლობა, დახმარება რომ გაუწიეთ, ახლა მე ვიზრუნებ მასზე. -კოტე მოხვედი? -ლიზის გაუხარდა კოტეს დანახვა. კოტემ ლიზის ტასმა სეუკრა, გასწორდა და გოგას ხელი გაუწოდა. -გამარჯობა, მე კოტე ვარ, ლიზის შეყვარებული. -გამარჯობა. -გოგამაც გაუწოდა ხელი და კოტეში, ბენზინგასამართი სადგურის გამომძიებელი ბიჭი ამოიცნო. -სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. -მადლობა რომ დახმარება გაუწიეთ ლიზის, მაგრამ ახლა ჩვენ დაგტოვებთ. მგონი სასაუბრო გექნებათ. -თქვა კოტემ და წიწაკასავით გაწითლებულ და ბრაზისაგან ბუშტივით გაბერილი თამთასკენ გააპარა თვალი. მანქანაში დახმარებიტ ცასვა ლიზი კოტემ და სახლისკენ წაიყვანა. -გატყობ გახარებული ხარ -ძალიან, ასე მგონია ახლა მთვარეზე ვარ. -კარგია, რომ ბედნიერი ხარ. -როგორ არ ვიქნები კოტე, კონტრაქტს გაგვიფორმებენ. მოეწონათ ჩვენი შესრულებული საქმე. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ისეც გამიხარდა რომ მოსვლა შეძელი. დღეიდან რამდენიც გინდა იმდენ პაემანზე წამოგყვები. -კოტეს გაეცინა ლიზის სიტყვებზე. მისი თითები თავისაში ახლართა. მყუდროება ლიზის ტელეფონმა დაურღვიათ. -ჰო ქეთო გისმენ. კოტესთან ერთად ვარ, კარგი.... -ქეთომ წარმეტბას ავღნიშნავთო და კაფეში არიან. წამოდი შენც, დაპატიჟებული ხარ. ხომ უნდ ავაჩვენო ყველას, როგორი სიმპატიური შეყვარებული მყავს. -როგორც უფროსი ბრძანებს. -სიცილით დაეთანხმა კოტე. -მოხვედით? -გამოეგება კოტეს და ლიზის ქეთო. ლიზის ხელკავი გამოსდო. -შენ იყავი ვინც დილით პირველი მიდიოდა და ბოლო გამოდიოდა. შენი წვლილი დიდია ამ წარმატებაში. -კარგი ნუ გამაწითლე ქეთო. -რაც სიმართლეა მე იმას ვამბობს. შეიძლება შენს გოგოს ვაკოცო? -თვალი ჩაუკრა კოტეს ქეთომ. -დიახ, ნებას გრთავთ. -შენ რა უკვე მთვრალი ხარ? -ლოყაზე ხელი ჩამოისვა ლიზიმ და გაეცინათ. -ჯერ არა მაგრამ ვაპირებ რომ ძალიან დავთვრე დღეს და მერე იმ ბიჭს უნდა ვაგინო გუშინ რომ პაემანზე ვიყავი. -ისევ? -ისევ? კიდე რამდენს აგინა? -კოტემ ინტერესით გახედა გოგონებს. -ამ წლის მონაცემები გითხრა თუ საერთოდ? -ეს რომ არანორმალური იყო ვიცოდი მაგრამ შენც ქეთო? -აბა რა გეგონა ბატონო კონსტანტინე? მე, ლიზი, ლიზი, მე, რამ გაგვყო. -კონსტანტინე არ მქვია სხვათაშორის. მხოლოდ კოტე. -ახლა შენც გაგინებს გაჩერდი თუ არა. -არა ჩვენიანებს არ ვაგინებ. ეს მხოლოდ მათ ვინც ჩემს ცელულიტზე და ასაკზე გაამახვლებს ყურადღებას. -დასკვნა: გუშინ რომ ბიჭს შეხვდი სავარაუდოდ ბავშვი იყო და მას ეგონა, რომ sugar mumy გამოიჭირა. -ყოჩაღ კოტე, აი გამომძიებელის გონება რას ნიშნავს. ისე კოტე ვინმე კარგი წარმოსადეგი თანამშრომელი არ გყავს? გავიცნობ ოჯახის შექმნის მიზნით ისე კი არა. -ვიფიქრებ მაგ საკითხზზე. -აი ადამიანი. ზრუნავს მეგობრებზე. ისევ შენ თორე ლიზის აღარ ვახსოვარ. -მე რომ არა, ვნახავ ვინ ვის მოგიძებნიდა ქალბატონო. -კარგი ხოო, არ გამახარო ახლა. -კოტე უყურებდა როგორ ერთობოდა ლიზი მეგობრებთნ ერთად. უხაროდა მისი წარმატება მაგრამ გულის სიღრმეში მოსვენებას არ აძლევდა მათ ცხოვრებაში გოგას გამოჩენა და მისი ქმედებები. ადგა და გარეთ გამოვიდა. მალევე გამოაკითხა ლიზიმ. -აქ რატომ ხარ? -ცატა ხნით ჰაერზე გამოვედი, მიდი და მალე მოვალ. -ეს მალე უსასრულო გახდა. გარეთ კიდევ ერთხელ გამოსულ ლიზის კოტე იქ აღარ დახვდა. ლიზის ტელეფონზე კოტეს მესიჯი მიუვიდა. „სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და წავედი. ბოდიში რომ ასე გწერ.ჩემზე არ იდარდო. კარგი დრო გაატარე“. ლიზის ხინჯად მოხვდა კოტეს ეს საქციელი. კარგად ხვდებოდა, რომ ეს შეიძლება გოგას გამო ყოფილიყო. რა ექნა არ იცოდა. ...... -კიდე დიდხანს აპირებ ერთ და იგივე ფანჯრის გაწმენდას? -შემეშვი რაა ნათია. -მე კი შეგეშვები მაგრამ, ფაქტია რაღაცაზე ან ვირაცაზე ხარ გაბრაზებული. თან ასე, რომ არ იყოს ხვალინდელ დაგეგმილ მოგზაურობას არ გააუქმებდი. -რა მოგზაურობას. -ვიცი კოტეჯს, რომ ეძებდი. -კიდევ ჩემს კომპიუტერთან იჯექი? -ახლა აქვს მაგას მნიშვნელობა? -ჩემი მარჯვენა ფეხის ცერა თითს ჩამოვდივარ სანაძლეოზე, რომ არასოდეს დაურეკავ პირველი. და რათქმაუნდა ეს იმის გამო არ არის რომ ზედმეტად ამაყი ხარ. ეს იმის ბრალია რომ ძალიან მარტივი აზროვნების ხარ. -ჩემს ოთახში რატომ ივარცხნი თმას? -პათეტიკური ხარ. მართალია ლიზი დაგირეკავს პირველი შენ მაგრამ როდესაც ვინმეს ჩხუბის შემდეგ პირველი ურეკავ არ ნიშნავს რომ ამ ადამიანს უფრო უყვარხარ. ეს მხოლოდ პიროვნულობის ამბავია. -თითქოს ლიზი ისმენდა ნათიას სიტყვებს. კოტეს ტელეფონზე ლიზი დაეწერა. -ესეც დასტური რომ მართალი ვარ. -გისმენ. -გუშინ, ისე წახვედი არაფერი გითქვამს. მოაგვარე გადაუდებელი საქმე? -აა, ის საქმე? კი მოვაგვარეთ. -კარგი, როგორც იქნა მეღირსა ნანატრი დეიოფი და აბა მგეგმავო, რას ვაპირებთ დღეს? სად მივიდვართ და რას ვაკეთებთ? -იცი, დღეს...დღეს ვერ შევძლებ. ძალიან ბევრი საქმე გამომიჩნდა და ალბათ ვერ მოვახერხებთ. -სად ხარ კოტე? -სამსახურში ვარ ლიზი, სად ვიქნები. -კოტე....საწმელი მზადაა მოდი. -დედამ შემოსძახა კოტეს. -აჰა...სამსახურში. კარგი კოტე, როგორც გინდა. -ლიზიმ ტელეფონი გათიშა. ...... -ქეთო, დავლიოთ არ გინდა? -კი დავლიოთ. ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. -მე პირიქით და დავასტაბილუროთ ერთმანეთი. -იჩხუბეთ? -არა მაგრამ ვხვდები რომ ნაწყენია და ისიც ვიცი რატომ და დამეხმარე გამოსავლის პოვნაში. -კი ჩემო გოგო. მოემზადე 5 წუთში გამოგივლი. -ქეთოსთან ავიდნენ. ქეთომ მაცივრიდან ლუდი გამოიღო, მიწისთხილი, კრეკერი და რაგბი ჩართეს. თან ერთმანეთის ამბების გაზიარება დაიწყეს. -ვაიმე ლიზი, რა კარგი ვინმეა ნეტა იცოდე. ბოდიბილდერია. მაღალი,სიმპატიური, მაგრამ ისეთიც არა მხოლოდ კუნთები რომ არიან. ერთი მინუსი აქვს მხოლოდ. ძაღლები უყვარს. -მერე ეგ ცუდია გოგო? -ცუდია აბა რა არის, ვერ ვიტან ძაღლებს. -სადაც ყველაფერი კარგია შეეგუე მაგას როგორმე. -მთავარია ჩემამდე მოვიყვანო და მერე მაგის პრინცესას მოვუხერხებ რამეს. გაქუცული პატარა ლეკვია და ჩემი პრინცესაო სულ ასე ეძახის. მერე მე ვიქნები მისი პრინცესა. -ეჰ ნეტა მეც მხოლოდ ეგ პრობლემა მქონდეს. -რა გჭირთ თქვენ ხალხო? ერთმანეთი გიყვართ, ერთმანეთის გასაბედნიერებლად ყველაფერს აკეთებთ და მაინც სულ გაბუტული ხართ. -არც მე ვიცი ქეთო. ხანდახან ძაან ბავშვურია. ვერ ვიგებ რატომ წყინს ხოლმე. თან არ მეუბნება. მირჩევნია მეჩხუბოს მითხრას რა დავაშავე. შეიძლება მე არაფრად ვთლიდე რამეს, მას კი ადარდებს. გულში იხვევს ყველაფერს, არ მენდობა თუ რატომ არ მიშლის ფიქრებს არ ვიცი. -ძალიან თავისებური ბიჭია, უნდა ვაღიარო. შენი ბრალიცაა ლიზი ეგ. კითხე და არ გიპასუხა? შეეცადე ოდესმე მოგესმინა მისთის? იქნებ ელოდება, რომ მისი ცხოვრებით დაინტერესდები. -ეგეც მართალია, სულ ჩემი პრობლემები მაქვს, სულ სადღარც გავრბივარ. და ახლა რომ მოვიცალე, ასე ვთქვათ, უკვე გვიანია. ჩემი ბრალია ასეთი რომ არის ახლა. მისი პირველი სიყვარულიც მე ვიყავი და მაშინ ისე მივატოვე, ძალიან ეგოისტურად გამომივიდა. ახლაც ეგოისტურად ვიქცევი. ვეღარ დავკარგავ ქეთო. ვეღარ დავთმობ. მიყვარს. -მერე მაგას მე კი არა კოტეს უნდა ეუბნებოდე. მიდი დაურეკე და გაარკვიეთ ყველაფერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.