სამიზნე || (თავი 10)
დაახლოებით ათი წუთი სამარისებული სიჩუმე იდგა ოთახში. ჯერ კიდევ ტელეფონით ხელში იდგა ანდრია ფანჯარასთან და საერთოდ ვერ ამჩნევდა გარშემო მყოფების მოუთმენლობას. ახლა მხოლოდ იმაზე შეეძლო ფიქრი, რაც ტელეფონში გაიგონა, მთელი ცხოვრების ოცნება შეიძლებოდა დაეკარგა, არავინ იცის ვინ როდის გამოცდის მსგავს ბედნიერებას, საყვარელი ქალი შვილს აჩუქებდა. მაგრამ ამ ბედნიერებას წინ თითქოს ფარივით აკვროდა გიორგი. -რა გეგმა გვაქვს?_ნაევარი საათის შემდეგ ვეღარ გაძლო ყიფშიძემ. -გამოძიება დაწყებულია, მთელ ისტორიას არავინ ჩაგვახუტებს და არ გვეტყვის ა თქვენ ყველაფერი და დავივიწყებთ მინისტრის მოადგილე ნაბი*ვარი რომ არისო_ნერვიული სიარული განაგრძო დაჩიმ. -მინდა გითხრათ, უფრო სწორად შეგასენოთ, რომ ეს ჩვენი ქალაქი არ არის, ვიცნობთ კი საერთოდ ვინმეს?_ინტერესის ნიშნად ხელები გაშალა გაბრიელმა. -მოწინააღმდეგეს თუ გავითვალისწინებთ........ ნუ ათამდე ადამიანი შემილია შევკრიბო ისეთი ვისაც ვენდობი_დაფიქრდა დაჩი. -დაახლოებით მაგდენი მეც_თავი დააქნია გაბრიელმა. -ანუ საერთო ჯამში თითქმის 25 კაცი, ცუდი არ უნდა იყოს_წყალი მოსვა გიორგიმ. -ყიფშიძე, შეგახსენო 25 კაცი ვის წინააღმდეგ? თანაც ჯერ გასარკვევია საერთოდ თუ წავლენ მის წინააღმდეგ, ღავთაძე პატარა ვინმე ხომ არ გგონია?_ნერვიულად გახედა ყიფიანმა გაშეშებულ ანდრიას. -ვხვდები ვინც არის, მაგრამ ასე უმოქმედოდ ხომ არ ვიჯდებით? ყველამ ვნახეთ გენერალმა რაც გაუკეთა ნანოს და ეს საერთოდ მისი უფროსი იყო, ანუ ორჯერ უარესს უნდა ველოდოთ_ანერვიულებულმა მიაყარა ყიფშიძემ, თუმცა გენერლის ამოხვნეშაზე მიხვდა რაც წამოროშა და გამწარებულმა შემოირტყა თავში ხელი. -მოკლედ, ხალხის შკრებას ვიწყებთ, ბევრი დრო ისედაც არ დაგვრჩა_ტელეფონი მოიმარჯვა დაჩიმ. -საკმარისია_ცივად გაკვეთა ანდრიას ხმამ ოთახი -არავის ურეკავთ. -აბა რა უნდა ვქნათ? სხვა გეგმა მოიფიქრე არა?_თვალები გაუბრწყინდა ყიფიანს. -არავითარი გეგმა არ არსებობს_ფანჯრისთვის თვალი არ მოუცილებია გენერალს -არავითარი მახეს დაგება, დაჩი მართალია, ეს ჩვენი ქალაქი არაა, ახლა ღავთაძის მოედანზე ვთამაშობთ. -აბა რას აპირებ?_დაბნეულმა ჩაილაპარაკა გაბრიელმა. -არაფერს, საერთოდ არაფერს, შეხვედრაზე მარტო წავალ, დავითანხმებ ნანოც თან მოიყვანოს, შემდეგ კი სიტუაციას გააჩნია, იქნებ ნანო რამის სანაცვლოდ დათმოს. -უკვე თქვა რის სანაცვლოდაც და ჩვენ ამის მიცემა არ შეგვიძლია_საბუთებს დახედა დაჩიმ. -ხოდა, ისეთ რამეს შევთავაზებ რაც ამ საბუთებზე მეტად ენდომება და ისიამოვნებს. -ასეთი რა უნდა იყოს? ეს ხომ მთელი მისი ცხოვრებაა? რა უნდა იყოს თავისუფლებაზე უფრო სასიამოვნო?_დაბნეული უყურებდა ბიჭებს ყიფშიძე. -შურისძიება_ თავ დახრილ ანდრიას გადახედა დაჩიმ. -მისი ცხოვრების დანგრევისთვის შურისძიება, შენ რა სულ გამო*******?_ვერც შეამჩნია ისე აუწია ხმას გამომძიებელმა. -რაც გინდა ის თქვი, აქ ჩემი წამება ან მოკვლა უკვე მეორე ხარისხოვანია_თავი გადააქნია ანდრიამ და როგორც იქნა ფანჯარას მოშორდა. -ამის უფლებას არავინ მოგცემს_ფეხზე წამოდგა გაბრიელი. -ხოდა არც ვიღებ ნებართვას_ ყვირილზე გადავიდა ანდრია -ეს ჩემი ოჯახია, გესმით? ნანოა, რომელსაც მთელი ცხოვრებაა წამების და ტანჯვის მეტი არაფერი უნახავს, ამას ვეღარ გაუძლებს, ბავშვის დაკარგვას ვეღარ გაუძლებს, ის ჩემი შვილის დედა გადება, შვილს გამიჩენს, მეტი აღარ ვიცი როგორ აგიხსნათ ან რატომ გიხსნით, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და მე ჩემს ოჯახს ვირჩევ. არ მინდა სისულელე გააკეთოთ და ამის გამო რამე მოხდეს გასაგებია? თქვენ აქ რჩებით_ხელი მაღლა ასწია გენერლმა და ბინა გაშეშებული ბიჭების გარემოცვაში დატოვა. -იმედია არ აპირებთ დაუჯეროთ_ბიჭებს გადახედა დაჩიმ. -რასაკვირველია, არა_განუყრელი ყუთი გახსნა ყიფიანმა და მთელი მონდომებით გაუწმინდა იარაღს სამიზნე. ბედნიერი სახით მოძრაობდა ნანო დერეფანში, ასეთ სიხარულს არც კი ელოდა, თანაც ყველაფერი ერთად, ახლა მხოლოდ ის იყო მოსაფიქრებელი ანდრიას როდის დალაპარაკებოდა. იქნებ უკან რომ დაბრუნდებოდა? კარგი იდეაა, მაგრამ როგორ? შუქი რომ ჩააქროს და ანდრიას შემოსვლისას სანთლები აანთოს? არა, იფიქრებს რამე მოხდაო და მთელ ბატალიონს დააყენებს თავზე შემოსვლისას, იქნებ ოფიციალური წერილივით გაუგზავნოს სამსახურში? არა, თვითონაც ხომ უნდა ნახოს რეაქცია? ჯანდაბა, აი ვინმე რომ ყავდეთ გატაცებული და მისი გადარჩენის გეგმას ადგენდეს სულაც არ დაჭირდებოდა ამდენი ფიქრი. უკვე მოწყენილმა მიხურა საავადმყოფოს კარი და მანქანების სადგომისკენ გაემართა. იქნებ ..... -ქალბატონო ნანო._უხეშად ნათქვამმა სიტყვებმა შეაწყვეტინა ფიქრი -დიახ. -უნდა გამოგვყვეთ. -უკაცრავად? -მემგონი გაუგებრად არ მითქვამს, გამოგვყევით_მანქანის კარი გამოუღო კაცმა. -ჯანდაბაშიც წასულხართ_გზის გაგრძელება სცადა ქალმა. -არამგონია უარის თქმა გინდოდეთ_ქამარში დამაგრებული იარაღი დაანახა და თავის გაქნევით უკანა მანქანიდან 5 საკმაოდ მხარ ბეჭიანი ყმაწვილი გადმოიყვანა. წამით კიდევ დაფიქრდა ნანო, შეიძლებოდა გაემარჯვებინა, შანსი ქონდა, მაგრამ რის ფასად? მუცელზე დაიხედა უჩუმრად და სიტუაცია თავიდან გაანალიზა. -იმედია სწრაფი სიარული არ გიყვართ_ამოხვნეშით ჩაჯდა მანქანაში და მთელი ძალით ეცადა ნერვიულობა დაემალა. ლამის მთელი თბილისი შემოიარა ანდრიამ ფეხით, არ უნდოდა რამეზე ეფიქრა, არ უნდოდა წარმოედგინა, არც ახალი წევრის წარმოდგენა უნდოდა და არც მის გარეშე დარჩენილი ოჯახის. რომელიმესკენ აუცილებლად გაურბოდა ფიქრები და გული თითქოს მილიონობით ნაწილად ემსხვრეოდა, უნდოდა თავად ჩაეკიდებინა საკუთარი შვილისთვის ხელში, როცა გავლას ეცდებოდა, პირველი დაცემიდანაც თავად ააყენებდა, გაეგონა მისი პირველი სიტყვები, პირველი გაცინება, გვერდით ყოფილიყო, როცა პირველად წაიყვანდა ბაღში, შემდეგ სკოლაში, შეუყვარდებოდა, თავადაც ეყოლებოდა შვილები და უბედნიერეს ბაბუად გახდიდა. ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა თუ საყვარელ ქალს ვერ გადაარჩენდა, ქალს, რომელმაც ცხოვრება თავიდან აჩუქა და აჩვენა რას ნიშნავდა ბედნიერება. მნიშვნელობა არ ქონდა თავად რას დაინახავდა და რას არა, მთავარი იქნებოდა ბავშვი დაიბადებოდა და თავის აწილს, სულის და ხორცის ნაგლეჯს ამ ქვეყნად დატოვებდა, ცხოვრებას ტყუილად სულაც არ ჩაუვლია. ტროტუარზე ჩამოჯდა და მხოლოდ შემდეგ იგრძნო დაღლა. მთელი თბილისი მოჩანდა მთაწმინდიდან. ირგვლივ მაინც იგრძობოდა სუსხი, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა გარშემომყოფებს შუაამესაც კი ესეირნათ. უდარდელად მომღიმარ ადამიანებს გადახედა ანდრიამ და პირველად იგრძნო შური, სადღაც განაგონი ქონდა უფალი ადამიანს იმდენ განსაცდელს უგზავნის რამდენის გაძლებაც შეუძლიაო და რა გამოდიოდა? ამასაც გაუძლებდნენ? უნდა გაეძლო, სხვა გზა აღარ იყო. ყველაფერს გაუძლებდა, მისი ოჯახის ხათრით, იმ სურათის წარმოდგენის ხათრით, სადაც ნანოს პატარა უჭირავს ხელში. გლოვის დრო აღარ იყო, საყვარელი ხალხისთვის უნდა ებრძოლა. -დილა მშვიდობის ბატონო გენერალო, დარწმუნებული ვარ ტკბილად გეძინა მთელი ღამე_ირონიულად ჩაიქირქილა გიორგიმ. -არაუშავს, დრო მოვა და ნამდვილად დავიძინებ ტკბილად. -ნუთუ ისევ ასეთი თავდაჯერებული ხარ? ყოჩაღ, არ ველოდი, თუმცა შენი ცოლი აღარ ჩანს ისეთი გულადი მინდა გითხრა. -გიორგი....... -ხოოო, ხოო, ვიცი, ახლა დაიწყებ, იცოდე ერთი თმის ღერის რომ ჩამოუვარდეს ამას ვიზამ იმას ვიზამ, მოდი დროს დავზოგავ, ვერაფერსაც ვერ იზამ, ახლა მთლიანად ჩემზე ხარ დამოკიდებული, თუ მომინდება ხელში რომ მიჭირავს იმ იარაღს გამოვიყენებ და ოჯახი არ გეყოლება, ამიტომ ცოტ გოებას მოუხმე. -სად შევხვდეთ?_ უკვე მძიმე სუნთქვაში გადაუვიდა ანდრიას ბრაზი. -კოორდინატებს გამოგიგზავნი, იმედია არ დამჭირდება შეხსენება მარტო რომ უნდა მოხვიდე. -შენ კი ნანო წამოიყვანე, იცოდე მარტო არ შეგხვდები. -არამგონია ეს შეთანხმებაში ყოფილიყოს. -არ იყო, მაგრამ ახლა იქნება, თუ ნანოს არ მოიყვან არანაირი მოლაპარაკება არ შედგება. -ერთ საათში ადგილზე იყავი და ქედმაღლური ტონი მოიშორე._ცივად გაისმა ტელეფონში წყვეტილი ზუმერის ხმა და შეშინებულმა გადახედა კაცმა დაჩის. მის გაღიმებულ სახეზე და თავის დაქნევაზე კი მთელი სხეულით მოეშვა და ბედნიერმა დახედა მოსულ შეტყობინებას. ---------------------------------------- დაგვიანებისთვის მაპატიეთ, მგონი მეშველა ცოტა გამოვედი მდგომარეობიდან და შემდეგ თავს ასე აღარ დააგვიადება, მადლობა თქვენ მოთმინებისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.