იგი ჩვენ შორის დადის (თავი პირველი)
...-და თქვენ მხოლოდ მუზას ეძებთ ჩემში მწერალო ?! -დიახ,თქვენ საოცრ... გააწყვეტინა სიტყვა იგიმ და იქვე სწრაფად დასძინა -მაშ თქვენ არაფრად ვარგიხართ... ორი საათით ადრე... -კი მაგრამ,რატომ გსურთ სრულიად ჯამრთელ ადამიანს ფსიქიატრებთან ერთად ერთ ოთახში მოხვედრა,თუნდაც ეს ის სამი დღე იყოს,რომელიც თქვენ მთხოვეთ ?! -ექიმო,მსურს გავიგო და ვკითხო მათ,თუ ვინ დაინახეს სიგიჟემდე -უკაცრავად,მაგრამ ვერაფერი გავიგე ?! -...(დუმილი) დ ა ს ა წ ყ ი ს ი -მარიამ გაიღვიძეთ ლექცია დასრულდა! -მომიტევეთ ბატონო გიორგი,გუშინ საერთოდ არ მეძინა. -ეს მე არ მეხება მარიამ,შემდეგ ხუთშაბათს შუალედური წერა გექნებათ და კარგად მოემზადეთ-ნახვამდის! -ნახვამდის! გოგონა უკვე გარეთ გამოვიდა,საშინლად წვიმდა,ქარში წვიმის წვეთები გაჩერებაზე მდგომ მარიამს სახეში ელამუნებოდა... ავტობუსი მოვიდა,ავიდა თუ არა უკანა რიგებისაკენ გაემართა,უნდოდა მარტოდ ყოფილიყო,მაგრამ იქვე მჯდარი გოგონაც მალევე შენიშნა და მის წინა სკამზე ჰპოვა ადგილი,დაჯდომისას კი ჩაილაპარაკა მარიამმა -ღმერთმა დასწყევლოს ასეთი ცხოვრება! როცა უეცრად უკნიდან ხმა შემოესმა,მოიხედა მარცხნივ და ვერავინ დაინახა,ხოლო როცა თავი გაასწორა,მარჯვენა მხარეს უკვე მის გვერდით მჯდომი გოგონა დალანდა.შიშისგან ხელები შეკრა და ცახცახმა წუთიერთად აიტანა,მაგრამ მალევე შეძლო ხმის ამოღება -შემაშინეთ! -თქვენ ფიქრობთ,რომ ყველაფერი ღმერთის ბრალია ? გულში მარიამმა ამ სიტყვების მოსმენაზე მაშინვე გაიფიქრა,აჰა,კიდევ ერთი ღრმად მორწმუნე იდიოტიო -არა,მორწმუნე არა ვარ. -მე რა ეს ხმამაღლა ვთქვი,თუ როგორ შეძელით გამოცნობა რა გავიფიქრე ? -უბრალოდ მიმიკებზე დაგაკვირდით,შემდეგ კი ლოგიკურად დავამთხვიე -კარგი,მე მარიამი მქვია! ცივი ხელი სწრაფად გაუწოდა მოსაუბრეს -მე,მე იგი! -რაა? სასაცილოა,ამ სახელისთვის ოჯახიდან რომელმა ბავშვთ მოძულემ გაგიმეტად ? -თუ სასაცილოა რატომ არ იცინით ? მარიამმა სიცილის ნიშნად კბილები ოდნავ გამოაჩინა და უხერხული ღიმილით გაიღიმა -გეწყინათ ? -მაპატიეთ,აქ ჩავდივარ ამ გაჩერებაზე,სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა იგი... -კი მაგრამ მე მარიამი მქვია... გაჩერდა ავტობუსი და იგი სწრაფად ჩავიდა გაჩერებაზე,უკან არც მოუხედავს ისე მიეფარა თვალს ავტობუსის წასვლის მომენტიდან. -რამდენი გიჟი დადის ამ ქვეყნად და ყველა მე როგორ უნდა შემხვდეს! მეორე გაჩერებაზეც მივიდა ავტობუსი და მარიამმა თავისი დიდი ბათინკებით ქვემოდ დაგუბებულ წვიმის გუბეში სულ მოურიდებლად ჰკიდა ფეხი,თითქოს უკნიდან ბევრი გაღიზიანებული მგზავრნი აწვებოდა მალე ჩასასვლელად. სახლში შესვლისთანავე ეკითხება დედა მარიამს -პიროვნული ანდერძი მიიღე ? -რა თქვი დედა ?! -ლექციამ როგორ ჩაიარა-თქო -ოჰ, ძალიან ცუდად მთელი ის დრო მეძინა -ვერ გამიგია ამ ბოლო დროს რა გემართება. მოდი ჭამე და დაისვენე შედმეგ,რომ ხვალაც იგივე არ განმეორდეს. მე და მამაშენი ისედაც ძლივს ვიხდით სწავლის საფასურს და ნამდვილად არ მსურს ის ჩადებული ჯაფა წყალს გავატანოდ შენი სახით,გესმის ქალბატონო! -ყოველთვის ამას რატომ მეუბნები,დავიღალე უკვე და არაფერიც აღარ მინდა თქვენი -ნუ ტლიკინებ,მოვა დრო და მადლობა მეტყვი! -რისთვის?! ღორივით რომ ვიმუშავებ და სიცოცხლის ბოლოს დაღლილს რომ ამომხდება სული?! -რა თქვი გოგო?!ასეთი აზრები როდის ან საიდან დაგებადა,ტვინი ვინ გამოგიჭედა ამ სისულელეებით.მარიამ შვილო ესაა ცხოვრება,კარიერა,მომავალი ოჯახი,ქმარი და შვილი -მიმიფურთხებია რეჟისორისთვის,რომლის ფილმი კომედიური დრამაა,სადაც საზიზღარ და გაუსაძლის მტანჯველობას ერთფეროვნული იდეა თუ მიზანი იწვევს. დედა გაოცებული შესცქეროდა მარიამს და მასში ისეთმა სიბრაზემ იმძლავრა,რომ დაუფიქრებლად და სწრაფად მოქნეულმა დედას ხელმა მარიამის წინ სწორი მორალური ამბიციით სავსე სახე მარჯვნივ მოექცა სახეზე დამჩნეულ წითელ ზოლენთა ერთად.დედა მაშინვე ატრიდა და თავს შესძახა -ეს რა ჩავიდინე,შვილო მაპატიე... -ნუ ღელავ დედა,ეს ხომ ჩემთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა-გმადლობთ გამოფხიზლებისვის! მარიამი აუჩქარებლად ოთახისკენ გაემართა კარი ჩუმად მიიხურა და ძილს მიეცა... 19:53- უცბად მარიამს სხეულზე ვიღაც ეკვრის,შეიფხიზლა,დედა იგრძნო,ტირის,საშინლად ტირის -დედა შეწყვიტე არ ღირს ჩემს გამო ასეთი ცრემლების ღვრა! დედას კი ტირილში ხმაც ჩახლეჩოდა და ძლივსღა ამოღერღა -მამაშენი,მამაშენი აღარ არის! მარიამ გულში იმ წამს არაფერი უგვრძვნია-ეს შოკის ბრალი უნდა ყოფილიყო. -როგორ მოხდა დედა ეს ყველაფერი? ჰკითხა ჯერ კიდევ შოკისგან გაქვავებულმა მარიამმა დედას... -სადაც მუშაობდა დამცავი რემენი ხომ იცი რომ არ უკეთიათ და მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდა,მასან ერთად კიდევ ორი მთლად ახალგაზრდა ბიჭებიც დაიღუპნენ-ღმერთო, რა დღე გაგვითენე ეს!... დეკემბერივით გათოშილი ხმით ყვებოდა დედა ამ ყველაფერს. ი ყ ო ც რ ე მ ლ ე ბ ი და ი ყ ო დ ა რ დ ი კვირა დღე (დაკრძალვა) -ვიზიარებ! -გმადლობთ! და ეს სიტყვები გაუთავებლივ ისმოდა და ისმოდა ირგვლივ,ვითომ მართლა იზიარებდნენ ეს წუთიერ ცხოველთა ბრბო მორიგი ცხოველის დაღუპვას! უცბად არსაიდან გამოჩნდა მარიამის ლექტორი ბატონი გიორგი -ვიზიარებ თქვენს მწუხარებას! მიუსამძიმრა ოჯახს და ნელი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ. გზად კი მარიამი დაედევნა,ალბათ მადლობის მოსახდელად,თუმცა ეს მადლობა თბილი ცერემონიით გამოხატა და მოულოდნელად ჩაეხუტა მას. არც ბატონმა გიორგიმ დააყოვნა მისი სევდის თავშესაფარად მისი გრძელი მკლავები ქცეულიყვნენ და გულში ჩაიკრა მარიამი... ასე იდგნენ წუთი,ვიდრე დედამ მკაცრი ხმით არ მოიხმო მარიამი -გმადლობთ,რომ მოხვედით და გაიზიარეთ ჩემი ოჯახის ტკივილი ბატონმა გიორგიმ თითქოს გაიღიმა და უპასუხა: -რას ამბობთ მარიამ, მე თქვენს ოჯახს დიდ პატივს ვცემ და თუ რაიმე დაგჭირდებათ არ მოგერიდოთ თქვენს გვერდით მიგულეთ. ახლა კი ვჩქარობ,ნახვამდის და მალე შევხვდებით! -გმადლობთ და ნახვამდის! დაკრძალვამ ჩაიარა ისე როგორც დაგეგმეს. შინ დაბრუნებული მარიამი თავის ოთახში ჩაიკეტა და ის ახლა მოსთქვამდა დაგროვილ და გაანალიზებულ ცრემლთა ზღვას... გათენდა თუ არა მაშინვე ჩვეული (რუტინული) ძალით წამოდგა მარიამი ლოგინიდან და მოწესრიგებისთანავე გაეშურა უნივერსიტეტისაკენ. შესვლისას ბატონმა გიორგიმ მიიხმო თავის კაბინეტში და შეახსენა,რომ ორი თვის სწავლის ქირა ჰქონდა გადასახდელი. მარიამმა თავი უხერხულად იგრძნო და ბატონმა გიორგიმ ღიმილით მიუგო: -აჰ,აჰ,აჰ, ნუ ღელავთ მარიამ მე ორივე თვის გადასახდელი თანხა დავფარე და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ! -რას ამბობთ?!თქვენ რა ვალდებული იყავით ჩემს პრობლემაზე ასე გეზრუნათ,როგორც კი დედა ხელფას აიღება ყველაფერს დაგიბრუნებთ უკან,ბატონო გიორგი უღრმესი მადლობა! -არა მარიამ! საჭირო არ არის უკან არაფრის დაბრუნება,მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება,უნივერსიტეტში სიარულს თავი არ დაანებოთ,მინდა ხშირად გხედავდეთ... მარიამი ცოტა ზედმეტად გაკვირვებული სახით მიაჩერდა,რის შემდეგაც ბატონმა გიორგიმ სწრაფად დაამატა: -რომ წარმატების გზაზე მიმავალს გხედავდე,ისევე როგორც ჩემს დანარჩენ სტუდენტებს,მე ეს მხარებს,როგორც მათ ლექტორს რა საკვირველია! -დიახ,გასაგებია. კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას და იმედთან ერთად პირობას გაძლევ,რომ მე ყოველ დღე მო... სიტყვის დასრულება არ აცადა ბატონმა გიორგიმ მარიამს,როცა მისმა მამაკაცურმა ვნებამ იფეთქა და გოგონას ტუჩებს სწრაფად დაეწაფა,თითქოსდა უდაბნოში მიმავალმა ბედუინმა წყალი შეისრუტა,ვით სიცოცხლე ძალისა მიმცემი... წამში თავადვე გაეცალა ბატონი გიორგი მას და შეშფოთებული მაგიდის კუთხეს მიეკრო თითის წვერებით. მარიამი კი ქვასავით გაუნძრევლად და შერცხვენილად იდგა. -ღმერთო,მარიამ ეს იმათ არც კი იფიქროთ,რომ მე რადგან,ხომ ხვდებით?... არ ვიცი, რაღაც საშინელი ამოძახილი იყო ეს ჩემი ქვეცნობიერიდან,რამაც ეს არასწორი ქმედება გამოიწვია,ძალიან ვწუხვარ მაპატიეთ! -აუცილებლად დაგიბრუნებთ ყველაფერს ბოლო თეთრამდე! მარიამმა კარები სწრაფად გამოაღო და დერეფანში უმისამართოდ გაიქცა,არც ლექციაზე შესულა,სულ სხვაგან წავიდა განაწყენებული და დამცირებული. იგიმ ტუჩებზე გესლიანი ამბორი იგრძნო და თვალებზე კმაყოფილების თეთრი ღრუბელი გადაეკრო,თან წაიღიღინა -ჰმ, ჯოჯოხეთიდან სინათლის გზაზე მიმავალი წამების ათვლა დაიწყო!... მარიამი უნივერსიტეტის ტერიტორიას გაეცალა სრულიად და ისევ იმ გაჩერებაზე ჩამოჯდა,სადაც ყოველ დღე იჯდა,ოღონდ ახლა განსხვავებულ დროს,ეს ხომ სხვა შემთხვევა იყო. მარიამი ვერ აანალიზებდა რა სჭირდა,რადგან ბატონი გიორგის კოცნის შემდეგ,მასში ქალურმა ვნებამ წამოყო თავი,ვნებამ გადაფარა ის სხვა გრძნობები,რომელიც კოცნის მომენტიდან იმ წამებში დაუფლებოდა. დიდი დრო არ გასულა,რომ ბატონი გიორგის შეშინებული და ძალიან აღელვებული ხმა გაიგონა. მარიამი ახლა არც შეშინებულა,რადგან სხვა შეგრძნებებს დაემონებინა მისი სხეული -როგორ მიპოვნეთ ასე სწრაფად,თქვენ არ კი დამდევნებიხართ უკან? -გაიქეცით...ხოლო სხვა მისამართი მეტი არა გაქვთ გარდა ამ ადგილისა,რომელსაც სახლისაკენ მიმავალი ავტობუსის გაჩერება ჰქვია. -არ დაჯდებით? მარიამში გაუაზრებელი სიტყვები იწყებდა თამაშს და რაღაცის დაუოკებელი სურვლის მსგავსი ვნების ტალღას ჰყავდა შებყრობილი,რას გასაკვირი არ იყო,ის ხომ მოზარდი იყო,რომელიც ვნების თავზე შეგრძნებას კი არა თავად ამ სანახაობასაც იყო მოწყურებული და შეუმჩნევლად მშიერი იყო ამით. -სიამოვნებით დავჯდებოდი,მაგრამ არ შემიძლია. -მაშ რატომ მოხვედით? -მოვედი იმისთვის,რომ გკითხოთ,ვინ ხართ მარიამ მოდუ და როგორ შეძლელით ეს?! მარიამმა ვერ კი მიხვდა,რის შეძლებაზე იყო საუბარი და გაუაზრებელ სურვილს სიტყვაც თან ჰკიდა: -მე ვარ ის,ვისაც თქვენი კოცნა კიდევ ერთხლ უნდა რომ შეიგრძნოს! ბატონი გიორგი საზღვარ გადასულ გაოგნებას მიეცა,თან ველურმა სურვილებმა მოიცვა მისი გონი,რომლიდანაც თავი პასუხისმგებლობის გრძნობამ დააღწევია და მარიამს უარის ნიშნად ზურგი აქცია და საათზე დახედვით ისევ იქითკენ გაემართა საიდანაც მოვიდა. თუმცა მალევე შეაჩერა დიდად გადადგმული ნელი ნაბიჯები და მარიამს გამოსძახა: -როცა ლექციები დასრულდება მანდ დამელოდე და სახლში მე წაგიყვან,ახლა კი ლექციაზე დავბრუნდი! მარიამიც გაჩუმდა თანხმობის ნიშნად. ბატონი გიორგი წასვლის შემდგე ისიც მაშინვე დაბრუნდა უნივერსიტეტშიც და ლექციაზეც. დრო მალევე გავიდა და დადგა მომენტი,რომ მარიამი გაჩერებასთან ან ავტობუსით უნდა წასულიყო ან ბატონი გიორგის მანქანით,როგორც შეთანხმდნენ დილის საათებში. მარიამი უკვე 10-წუთია გაჩერებაზე დგას და აღარ იცის გაჰყვეს ავტობუსს,რომელიც ზუსტად და რა თქმა უნდა რუტინულად ჩვეულ დროს ყოველ 13-წუთში მოდის თუ დაელოდოს ბატონ გიორგის,რომელიც ჯერ არც კი სჩანს და რომელიც ღმერთმა იცის თუ რას ეტყვის გზად მარიამს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.