შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი. თავი 4


29-03-2019, 00:01
ავტორი guroo
ნანახია 1 006

-ანგარიში, თუ შეიძლება!
-მათე, იქნებ ცოტახანს კიდევ ვიყოთ? სახლში წასვლა არ მინდა.
-მგონი, აჭარბებ.
-იცი, ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი არ გესმის.
-აი, მე კი გეუბნები, რომ ეგ საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ზოი, უბრალოდ უნდა იცოდე, რომ სახლში მისვლა მაინც მოგიწევს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ახლა იქნება თუ ნახევარი საათის დაგვიანებით.
მათე დადუმდა. დაელოდა როდის ადგებოდა ზოი და ეტყოდა კარგი, წავიდეთო. მაგრამ მეგობარს, რომლისთვისაც თვალი არ მოუშორებია, მაინც არ სურდა სახლში წასვლა.
ზოის სახეზე ვედრება იხატებოდა…
-მაშ კარგი, დავრჩეთ კიდევ ნახევარი საათით. იცოდე, ამ დროს არ გადავაცილებ და თუ მერეც მომთხოვ დარჩენას, მერწმუნე, აუცილებლად წავალ და დაგტოვებ აქ, მარტოს.
-სხვაგვარად რომ გეთქვა ეს ყველაფერი მადლობას მოგიხდიდი, მაგრამ ახლა არანაირად არ ვარ შენი მადლიერი.
-და მაინც… ვფიქრობ, ყველაზე რბილად გითხარი ჩემი სათქმელი; — ღიმილით უთხრა მათემ და თავი ჩაღუნა.
ოფიციანტი მივიდა და ანგარიში მიუტანა. მათემ ფული გადაიხადა; კერძზე წამოიწყო ოფიციანტთან ლაპარაკი, რომელიც დღეს რატომღაც ძალიან გემრიელი ეჩვენა. მაღალფარდოვან სიტყვებს არ იშურებდა მზარეულის ოსტატობისა და შედევრის შესაქებად. ზოგჯერ ისიც კი ეჩვენებოდა, რომ აჭარბებდა… გულწრფელობის ხაზს, რომელსაც თავისი ღირსების დამაგვირგვინებელს ეძახდა, მნიშვნელოვნად სცდებოდა. ამიტომ ოდნავ მოიღუშა.
ზოი უსმენდა მეგობარს და ფიქრობდა, თუ რამდენად სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ მას გული გადაუშალა. ზოის სჩვეოდა, რომ ყველაფერი აეწონ-დაეწონა, თუნდ ეს 10-ჯერ და უფრო მეტჯერ დასჭირვებოდა. მან იცოდა, რომ მათეს ნდობა შეიძლებოდა და ენდობოდა კიდეც. იმასაც გრძნობდა, რომ მისი რჩევები რაღაცნაირად უქარვებდა დარდს, რომელიც თვითონ უსაფუძვლოდ მიაჩნდა, მაგრამ მაინც იმხელა მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ მთელი მისი არსება ამ დარდს მოეცვა. ზოიმ ისიც იცოდა, რომ ობიექტური იყო მათეს შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რაც მოუყვა. თითქოს მეგობრის დასკვნებმა მის ყველა კითხვას გასცა პასუხი. მასაც ეს სჭირდებოდა…
მათემ ოფიციატთან საუბარი დაამთავრა და ზოის მიუბრუნდა. ოდნავ შეწუხებული ტონით ჰკითხა: - მთხოვე, რომ დავრჩენილიყავით. ასე ჩუმად აპირებ ჯდომას მთელი ამ ხნის მანძილზე? ვიფიქრე, რომ ლაპარაკი გინდოდა, მაგრამ, როგორც ვხედავ, შევცდი.
ზოი მაგიდაზე მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით წრეებს ხაზავდა და სწორედ მაგიდის იმ ნაწილს მისჩერებოდა, სადაც არაფერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზოი მის მიერვე დახატული წრეების გამოჩენას ელოდა.
-მადლობა.
-რა?!
მათემ სიცილი ვეღარ შეიკავა.
-აკი მადლობას არ მოგიხდიო? მაოცებ, ზოი!
-არა, მადლობას იმისთვის გიხდი, რომ მომისმინე… ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
-ჩემთვისაც ბევრს ნიშნავს შენი საფიქრალი და წუხილი; ამიტომაც მოგისმინე.
-მათე, ასე ნუ მელაპარაკები! შენი სიტყვები ისე ჟღერს, თითქოს მეუბნებოდე მიყვარხარო.
-კარგი…
-არ ვიცი, რა ვქნა.
-არც მე ვიცი, ზოი.
-არა, შენ უკვე საკმარისად დამეხმარე! იმაზე ფიქრით, თუ რა უნდა ვქნა, თავს ნუ გადაიღლი.
-მე არ ვწუხდები, ზოი.
-მათე, ჩემთვის ადვილი არ იყო ამის მოყოლა. მე საშუალება მოგეცი ჩემს სულში გექექა, ახლა კი საკმარისია!
-როგორც ვხედავ, მყარად გაქვს გადაწყვეტილი, რომ დღეს მეტი აღარ გჭირდები…
მათე ზოის თვალებში უყურებდა და მაქსიმალურად ცდილობდა სახეზე მძვინვარება გამოსახვოდა, რადგან ზოი მიმხვდარიყო როგორ აწყენინა მეგობარს.
-დიახ, დღეს აღარ მჭირდები. მაპატიე, მაგრამ ვერ მოგატყუებ და არ უარვყოფ იმას, რაც ახლა მითხარი. თვითონ რომ აფ მიმხვდარიყავი, დაგიმალავდი, რომ აღარ მინდა როგორც გამჭვირვალე სხეულს, ისე მიყურო.
-კი ბატონო, დაე იყოს ნება შენი! — მათემ თავს ძალა დაატანა, რომ როგორმე გაეღიმა.
ამის შემდეგ აღარაფერი უთქვამთ. მათე წავიდა და ზოი მარტო დარჩა. ცოტახანს კიდევ იჯდა გაუნძრევლად. მარცხენა ხელი მუდტად შეეკრა და მასზე ნიკაპით მიყრდნობილიყო. ერთ წერტილს მიშტერებოდა. ვიდრე მათე მის გვერდით იყო, ვერაფერს გრძნობდა, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ ზოის შინაგანმა ხმამ იკივლა დაბრუნდიო, თუმცა ეს ხმა არავის გაუგია. ეს მხოლოდ ფიქრი იყო, რომელიც იმდენად ძლიერ ნიადაგზე წარმოშობილიყო მის გონებაში, რომ მოეჩვენა თითქოს კიოდა. ამას რომ მიხვდა, ტირილი მოუნდა, მაგრამ ვაი, რომ ცრემლებიც არ მოსდიოდა. ზოი თავის თავს არარაობად თვლიდა. ნელ-ნელა ღრმავდებოდა მის სულში ის საცარიელე, რომელიც მათეს წასვლამ გამოიწვია. მალე, ალბათ უფსკრულიც გაუჩნდებოდა ამ სიცარიელის გამო. ქუჩაში გავიდა. იქ გრილი სიო დახვდა, ესიამოვნა ქარის ფენეთან ნაზი შეხება. გეზი სახლისკენ აიღო.
ერთ-ერთი სადარბაზოდან შუახნის კაცი გამოვიდა. მან ზოის გვერდით ჩაუარა და გამარჯობა უთხრა. ზოისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა უცხო კაცის მისალმება და ამიტომ პასუხის დაბრუნება ვერ შეძლო. შეჩერდა. უკან მიბრუნდა. კაცს თვალი გაადევნა. კაცმა მოწეული სიგარეტიდ ღერი გადააგდო. უმალ ახალგაზრდა გოგო გამოჩნდა. დაუვარცხნელი თმები ჰქონდა. დაგდებულ სიგარეტთან შეჩერდა, აქეთ-იქით გაიხედა; სიგარეტი აიღო. კვლავ მოათვალიერა არემარე. შემდეგ ნახევრად მოწეული სიგარეტი გააბოლა, რომელიც წამების ქინ გზიდან აიღო. ზოი უყურებდა ამ გოგოს და განცვიფრებულიყო. თვალებს არ უჯერებდა. თავისთვის ფიქრობდა რატომ ცოტა იქით არ გავიწიე, რომ ომ გოგოს დავენახე და ასე აღარ გაეკეთებინაო. საბოლოოდ, დამნაშავე საკუთარი თავი გამოიყვანა. წამითაც არ ფიქრობდა, რომ იმ გოგოს იოტისოდენა ბრალი მაინც მიუძღვოდა.
დიდებული იყო ზოი თავისი ბავშვური აზროვნებით. საკუთარი თავის დახანაშაულების მიდრეკილება ჰქონდა. თუმცა კი როცა თავად იყო დამნაშავე, მაშინ ივიწყებდა ამ ბავშვურ გულკეთილობასა და სიბრიყვეს.
სახლში დაბრუნებულს ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა ნანახი. კვლავ შოკში იყო. ჩუმად აიპარა თავის ოთახში და კარი ჩაკეტა.
მოწყვეტით დაეშვა საწოლზე; ერთხანს რბილ ბალიშზე თავის დადებით და იქ ჩამალვით შეეცადა ნებივრობას. ნებივრობა კი ახლა მისთვის მხოლოდ ის იყო, რომ აღარ ეფიქრა საერთოდ არაფერზე. ეს მართლაც გამოუვიდა, რადგან როცა ფეხზე წამოდგა და უნდოდა, რომ გაეხსენებინა აქამდე რაზე ფიქრობდა, ვერაფრით ვერ გაიხსენა, არადა რაღაც კარნახობდა, რომ პირიქით იყო.
საკუთარ მეხსიერებაში ქექვიდან მოულოდნელმა ქვითინმა გამოარკვია, რომელიც მისი საძინებლის აივნიდან მოდიოდა. მოულოდნელიბისგან და გაურკვევლობისგან ზოი ძალიან შეშინდა. ის კი არა, ძლივს გააღო კარი, რომლის მეშვეობითაც აივანზე გავიდა. გულის ცემასაც კი გრძნობდა.
აივანზე დახვეწილად (ზედმეტად დახვეწილადაც კი) და გემოვნებიანად ჩაცმული უცნობი და ამავდროულად ძალიან ნაცნობი ქალი იჯდა, რომელსაც შავ ყდიანი, სქელი რვეული ორივე ხელით გულში მაგრად ჩაეკრა. ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა ულამაზესი თვალებიდან, რომელთა სიმწვანე ცრემლებისა და მზის სხივების ერთდროულ მოქმედებას უფრო მეტად კაშკაშა და ზეღვთაებრივი გაეხადა. იყო კიდევ ერთი რამ, რაც ამ თვალებს მართლაც და ზეღვთაებრივს ხდიდა — გულწრფელობა.
თითქოს ეკალი შეურჭესო, ზოის საკმაოდ არაკომფორტული განცდა დაეუფლა. ახლა კი ნამდვილად ვეღარაფერი შეუშლიდა ხელს ვულკანის ამოფრქვევას. იმ ვულკანისას, რომელსაც ასე დიდი ხნით ეძინა ზოის გულში. ზოიც კი გრძნობდა რაოდენ მწველი იყო მისი ლავა, რადგან ეგონა ცეცხლში იწვოდა.
დედამისს რვეული ხელიდან გამოგლიჯა და…

რამდენიმე საათის წინ

-ელენე არ გაბედო ამ თავხედებზე გაბრაზება! ისე კი, ნეტავ იმათმა როდის უნდა ისწავლონ წესიერად როგორ მოიქცნენ? ეგ რა წესია, რომ ადგნენ და სადღაც გაიპარნენ?! ეთქვათ მაინც — თქვენი ნებართვით, უნდა დაგტოვოთო…
კარგახანს ლაპარაკობდა ირაკლი კალანდაძე, რომელიც თავის ცოლს მიმართავდა, მაგრამ რეალურად კი თავისთვის უფრო ბურტყუნებდა.
მონოლოგს რომ მორჩა, თავის ცოლს გადახედა, რომელიც დივანზე იჯდა. იმ დივანზე, ტილო რომ იმსხვერპლა ზოის გამოსახულებით. ელენე ღვინოს ნელ-ნელა წრუპავდა, თითქოს ცხელ ყავას სვამსო. ქმარმა ვერ მოითმინა ცოლი რომ არ უსმენდა და წეღანდელი ლაპარაკიდან ერთ-ერთი წინადადება კიდევ ერთხელ გაუმეორა: - ეტყობა, ზოის თავს რაღაც ხდება, ჩემო უსათნოესობავ, გაზაფხულის ხატებასავით რომ გაქვს ეგ თვალები. არა?
ელენე არც კი გატოკებულა. იმიტომ, რომ ირაკლის არც ერთი სიტყვა არ გაუგია. ირაკლი მივიდა ცოლთან, ჭიქა ხელებიდან გამოგლიჯა და მაგიდაზე დადგა, ჩაახველა და თავისი კაბინეტის კარს მიღმა გაუჩინარდა.
მიხვდა, რომ ქმარი გაანაწყენა თავისი უყურადღებობით, მაგრამ განგებ არ გაუკეთებია.
ღვინოს აღარც კი გაკარებია. ზოის ოთახში ავიდა და ამოცანის ამოხსნას შეუდგა, რომლის მთავარი კითხვა შემდგეგში მდგომარეობდა: რატომ იყო ზოი აღშფოთებული და უაზროდ შეშინებული წუხელ, როცა მუშები მისი საძინებლიდან სხვადასხვა ნივთს ეზიდებოდნენ და რამ განაპირობა შემდგომში მისი დაშოშმინება? მაშინ ზოი აშკარად რაღაცამ დაამშვიდა და უტყუარი საბუთიც კი მისცა, რომ საშიში არაფერი იყო.
ამგვარი გახლდათ ელენეს ამოსახსნელი ამოცანა, რომლის პასუხის პოვნამ ინფარქტი დამართა.
ასეა და ასე იყო ხოლმე ყოველთვის. ადამიანები ცნობისმოყვარეობის “მონები” ვართ. იმდენად ძლიერ გვინდა ხოლმე რაღაცების გაგება, რომ ზოგჯერ არ ვსვამთ კითხვას: “იქნებ სჯობდეს ეს არ ვიცოდე?” და აი, ზოგჯერ ისეც ხდება, როგორც ელენემ დაამთავრა…

ახლახანს

დედამისს რვეული ხელიდან გამოსტაცა და ძალიან მშვიდად, თავდაჭერილად, ზუსტად ისე, როგორც მხატვარს ელაპარაკა, უთხრა:
-არ ვიცოდი იქამდე თუ დაეშვებოდი, რომ ჩემ ნივთებში ქექვას დაიწყებდი. ეგ რვეული ისეთ ადგილას არ დამიდია, რომ შემთხვევით გადასწყდომოდი.
ზოის გულში ლავა კი ემზადებოდა ამოსაფრქვევად და ძალიანაც გავარვარებული იყო, მაგრამ ის მაინც თავს ძალას ატანდა და ცდილობდა მდგომარეობიდან არ გამოსულიყო. უცნაური სიმშვიდე სჭვალავდა მის სიტყვებს. ნეტავ რაში სჭირდებოდა ასეთი მსახიობობა? ზოის ეს ყველაფერი ქალღმერთად აქცევდა და მართლაც დიდებული იყო ამ თავისი ფიქტიურობით.
დედამისი კი კვლავ ქვითინებდა, მის მწვანე თვალებს ცრემლები კამკამა წყალივით გადაჰკვროდა და ამთ ვალებში გულწრფელობა იხატებოდა. ის ზოის არც უსმენდა. როგორც ყვრლა ცოცხალი ადამიანი, სუნთქავდა, მაგრამ მისი თვალები იმას მოწმობდნენ, რომ ელენე სულიერად მომკვდარიყო. ალბათ, ურთულესი იყო მისთვის ახლა საუბარი, თუმცა ქალიშვილისთვის რაღაცის თქმა სურდა.
-როცა დაიბადა ტირილი არ დაუწყია; — სლუკუნით წამოილუღლუღა და ზოის მზერა გაუშტერა; - მაშინ ვიფიქრე, რომ მკვდარი ბავშვის დედა ვიყავი. ეს საშინელება იყო. სიცოცხლეს ვჩუქნიდი უკვე მკვდარ ბავშვს. უფროსწორად, სიცოცხლე უნდა მეჩუქნა, მაგრამ მკვდარი დაიბადა. ეს მხოლოდ ჩემი ფიქრები იყო; მაშინ შოკში ვიყავი. თუმცა ბავშვმა უცებ კნავიკი დაიწყო და აი, მაშინ კი მეც შევკივლე სიხარულისგან. მითხრეს, რომ ბიჭი იყო. მე გოგო მინდოდა. მოგვიანებით კი ისიც მითხრეს, რომ 3 დღეზე მეტ ხანს ვერ იცოცხლებდა. ამის ძალიან მრცხვენია, მაგრამ გამიხარდა, რომ უნდა მომკვდარიყო. ის ხომ გოგო არ იყო.
ამ დროს ელენეს აღარ შეეძლო კიდევ ეთქვა რამე. დიდხანს ტიროდა. რამდენჯერმე თითქოს სუნთქვაც კი შეეკრა, როგორც ჩაბჟირებულ ბავშვებს სჩვევიათ ხოლმე.
-ზოი, არ ვიცი მაშინ ასეთი ბოროტი რატომ ვიყავი. ვიდრე მე მეტყოდნენ, ჯერ მამაშენისთვის უთქვამთ. მას კი, თქვზარდაცემულს მხოლოდ ისღავუკითხავს იქნებ გადარჩესო. არ ვიცი, რა უპასუხეს. ეს ჩემთვის არასოდეს გაუმხელია. ალბათ, არსებობდა მცირე შანსი მაინც, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. ზოი, ჩვენ ის გავყიდეთ. უფროსწორად მამაშენმა გაუიდა. 10 ლარად… მე ვიფიქრე, რომ თუ არ მოკვდებოდა, სამუდამოდ რაღაცით დაავადებული და მახინჯი დარჩებოდა და ამიტომ მიიღო მამაშენმა ასეთი გადაწყვეტილება. სხვა ვერაფრით გავამართლე მისი საქციელი… მე კი მიხაროდა, ზოი! მიხაროდა! ბიჭი არ მინდოდა, მე გოგო მინდოდა. ის ბიჭი იყო, მე გოგო მინდოდა.
ელენე გაჩუმდა; აღარ ტიროდა; ზოის უყურებდა. შემდეგ თქვა:
-იცი როგორ გამიხარდა შენ რომ გაჩნდი? ის თუ იცი, ზოი რატომ დაგარქვი? ზოი სიცოცხლეს ნიშნავს. არ მინდოდა შენც მასავით სიკვდილის შვილი გამხდარიყავი. წინასწარ არ გვქონდა შენი სახელი მოგიქრებული, ეს სახელი ძალიან სპონტანურად დაგარქვი. შენ გოგო იყავი, მდ გოგო მინდოდა; — ელენე რატომღაც იცინოდა და აღარ ტიროდა; - ზოი, არ ვიცი ახლა შენი ძმა ცოცხალია თუ არა, მე ის იმ დღიდანვე დავივიწყე და გავაქრე ჩემი მოგონებებიდან, რა დღიდანაც გავუიდეთ. შენ კი, შენ, ამ შენი წერილებით იმ მკვდრად დაბადებულის მიმართ, რომ დაგიწერია, ისევ გააცოცხლე ჩემში იმ საშინელი დღეების მოგონებები, შენ ვამპირი ხარ ზოი! ვამპირი!
ელენე აღარ ტიროდა, აღარც იცინოდა, ის გაბრაზებულიყო და ზოის ისე ტუქსავდა და ლანძღავდა, როგორც აქამდე ბევრჯერ გაუკეთებია. ეს არ გახდლდათ ლოგიკური გაგრძელება იმისა, რა მდგომარეობაშიც ის იყო, როცა ტიროდა, როცა მისი თვალებიდან წამოსული ცრემლები მზის სხივებს ირეკლავდა და ბრწყინავდა. ზოი მიხვდა, რომ სპექტაკლს უყურებდა, რომელშიც ერთადერთი მსახიობი თამაშობდა — დედამისი. იგი საკუთარ თავზე ბრაზობდა, ვერ ხვდებოდა როგორ დაიჯერა რომ ისეთი მანკიერი ადამიანი, როგორიც დედამისია, გულწრფელად აქვითინდებოდა თავისი ამაზრზენი საქციელის გამო. როგორ ვერ მიხვდა, რომ დედამისი უსირცხვილოდ თვალთმაქცობდა.
-მეზიზღები, მეზიზღები! მე, მე ყველას გავაგებინებ ამას! — ზოის ხმაც კი აუკანკალდა; ის გოგო გაახსენდა, გზაზე დაგდებული სიგარეტი რომ აიღო და მოწია. ფიქრობდა, რომ თვითონაც ზუსტად ასეთი უსუსური იყო. ამ გოგოს ნარკოტიკივით სჭირდებოდა, რომ სიგარეტი მოეწია, არ ჰქონდა მნიშვნელობა ამას როგორ გააკეთებდა; ზოისაც ასევე ნარკოტიკივით სჭირდებოდა, რომ დედამისს რაიმე ადამიანური მაინც გამოემჟღავნებინა; უბრალოდ სინანული მაინც ეგრძნო ზოის ძმის გამო. მერე რა, რომ მისი საქციელი ამაზრზენი იყო. მაგრამ ელენე მსგაცს არაფერს გრძნობდა; შვილს კიდევ ერთხელ გაუცრუავიმეფი. ზოის უკვე ძალა აღარ შესწევდა, რომ ლავა ამოეფრქვია.
-ნახავ, ყველას გავაგებინებ; -ეს თქვა და ცრემლები რომ წამოსცვივდა, თავის სახინებელში შევიდა, იქიდან გარეთ გავიდა. ელენემ მეტის დნახვა ვეღარ შეძლო. ინფარქტი მიიღო. გულმა ვეღარ გაუძლოვიმის გამო, რომ ამდენი ხნით კარგად დამალული “ლაფი” ყველასთვის თვალხილული გაუხდებოდა.
საინტერესოა, ზოის ოთახში რის პოვნას ვარაუდობდა, მაგრამ ვიდრე ინფარქტი დაემართებოდა, ამა კი მიხვდებოდა, რომ “თაგვმა თხარა, თხარაო და კატა გამოთხარაო”.
ხანდახან გვიჩნდება სურვილი, რომ ზოგიერთი რამ მხოლოდ ჩვენი საკუთრება იყოს და ამგვარ რამეებს ყოველთვის საგულდაგულოდ შევინახავთ და გადავმალავთ ხოლმე. მაგრამ არაფერია ამქვეყნად მხოლოდ ჩვენი და ადრე თუ გვიან მაინც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათ შესახებ გაიგებენ და, ამგვარად, აღარაფერი გვრჩება ისეთი, რაც შეიძლებოდა, რომ მხოლოდ ჩვენი ყოფილიყო და გავფრთხილებოდით.
ზოისაც ასე დაემართა. უნდოდა, საკუთარ ძმასთან ესაუბრა ისე, რომ თავად ძმასაც არ გაეგო რას ეტყოდა... ეს წერილები მხოლოდ და მხოლოდ ზოის სამყარო იყო, სადაც იგი განმარტოვდებოდა და იმაში დარწმუნებული, რომ სხვები ამ სამყაროში ვერ შემოიჭრებოდნენ, იოცნებებდა უსასრულოდ; იოცნებებდა ყველაფერზე და ამ დროს არ დასჭირდებოდა არანაირი სიყალბე, რაც ასე ჭარბად იყო მის რეალურ ცხოვრებაში.
ელენემ ქალიშვილს ეს სამყარო მოუსპო და ასე თავისი სამარეც გაითხარა.
ძირს გაშხლართული ელენე ირაკლიმ იპოვნა. მას შემდეგ ირაკლი კალანდაძეს ზოი ერთხელაც აღარ უნახავს, არც ძებნით შეუწუხებია თავი. დღეს ცოლი და შვილი, ორივე ერთდროულად დაკარგა. რვეულიც წაიკითხა, რომელიც განერვიულებულვზოის იქ დარჩა. ალბათ, ამიტომ აღარ ეცადა შვილის მოძებნას. ელენეს გასვენების შემდეგ რვეული ფერფლად აქცია.



№1  offline წევრი Rania

Aset ganvitarebas arvelodii. Zalian gamaocet. Yochagg. Jerjerobit bevri ram ucnobia. Tumca daskvnebs shemdegshi mogaxseneb. .ai visgan gamoyva zois ori ukiduresi xasiati. Sashinelebaa. Eoca aset maskaradshi gicevs cxovreba. Garegnulad gaqvs yvelafeei. Ase chanss. Magram sinamdvileshi sulis sixarielws grznob da dakarguli xar. Yochagggg
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი guroo

Rania
Aset ganvitarebas arvelodii. Zalian gamaocet. Yochagg. Jerjerobit bevri ram ucnobia. Tumca daskvnebs shemdegshi mogaxseneb. .ai visgan gamoyva zois ori ukiduresi xasiati. Sashinelebaa. Eoca aset maskaradshi gicevs cxovreba. Garegnulad gaqvs yvelafeei. Ase chanss. Magram sinamdvileshi sulis sixarielws grznob da dakarguli xar. Yochagggg


მიხარია, რომ გაოცება შევძელი.
ამ ისტორიას რომ გადავხედე, თვალები სადღაც ზენიტში გამექცა, იმდენი შეცდომა მქონდა დაშვებული... ამისთვის ძალიან დიდი ბოდიში.
შემდეგ თავებში უკეთ გაიცნობთ ზოის.

 


№3  offline წევრი izabella

პირველ თავში თუკი რამე დადებითი მქონდა ზოის მიმართ ყველაფერი გამიქრა. ვინ იცის როგორი სიყვარულით დახატა იმ მხატვარმა ბიჭმა. მისი დანახვისასაც როგორ ემოციებში იყო , ცოტას თუ აქვს იმის ბედნიერება, რომ დახატო უცნობი ადამიანი და ის შენ გამოფენაზე მოვიდეს, თუნდაც სრულიად შემთხვევით. თავიდანვე არ მომეწონა ის მომენტი ნახატი თვითონ რომ ჩამოხსნა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი წამებში თუ სხვა ადამიანად გარდაისახებოდა. როგორ მოისროლა ნახატი, ძალიან დამწყდა გული ან მოახლეს რომ დააბრალა თავისი დანაშაული, ერთი წუთითაც კი არ დაფიქრებულა რა მოელოდა მის ულუკმაპუროდ დარჩენილ ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს ვერ იტანდა, ზუსტად მათნაირია, ან ბევრად უარესი. მე ზოი დავინახე როგორც ანგელოზის სხეულში გამომწყვდეული ეშმაკი. წამით თუ ანგელოზი გადაწონის, მთელი დარჩენილი დრო ეშმაკს ჰყავს დატყვევებული.
მათე საერთოდ რა ფენომენია ალბათ გავარკვევთ, არ მესმის როგორ შეიძლება გძულდეს ადამიანი და მაინც მეგობრობდე მასთან. ალაბათ მათეც იმ კატეგორიას მიეკუთვნება ვინც ამბობს რომ მტრები მეგობრებზე ახლოს უნდა გყავდნენ.
ძალიან დაუნდობელი ოჯახია მაქსიმალურად ცდილობენ ერთმანეთს გული ატკინონ და შედეგებზე საერთოდ არ ფიქრობენ. რატომღაც ეჭვი გამიჩნდა, რომ მათე შეიძლება ზოის ძმა იყოს, იმდენად ჰგავს.
დადებული თავების წაკითხვა აქამდე ვერ მოვახერხე და ფაქტიურად სამი თავის შეფასება ერთად მოვაქციე.
ძალიან მომწონს სიღრმისეულად რომ არის აღწერილი ყველაფერი, ეტყობა, რომ თითოეულ დეტალს დიდი ყურადღება ექცევა.

 


№4  offline მოდერი guroo

izabella
პირველ თავში თუკი რამე დადებითი მქონდა ზოის მიმართ ყველაფერი გამიქრა. ვინ იცის როგორი სიყვარულით დახატა იმ მხატვარმა ბიჭმა. მისი დანახვისასაც როგორ ემოციებში იყო , ცოტას თუ აქვს იმის ბედნიერება, რომ დახატო უცნობი ადამიანი და ის შენ გამოფენაზე მოვიდეს, თუნდაც სრულიად შემთხვევით. თავიდანვე არ მომეწონა ის მომენტი ნახატი თვითონ რომ ჩამოხსნა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი წამებში თუ სხვა ადამიანად გარდაისახებოდა. როგორ მოისროლა ნახატი, ძალიან დამწყდა გული ან მოახლეს რომ დააბრალა თავისი დანაშაული, ერთი წუთითაც კი არ დაფიქრებულა რა მოელოდა მის ულუკმაპუროდ დარჩენილ ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს ვერ იტანდა, ზუსტად მათნაირია, ან ბევრად უარესი. მე ზოი დავინახე როგორც ანგელოზის სხეულში გამომწყვდეული ეშმაკი. წამით თუ ანგელოზი გადაწონის, მთელი დარჩენილი დრო ეშმაკს ჰყავს დატყვევებული.
მათე საერთოდ რა ფენომენია ალბათ გავარკვევთ, არ მესმის როგორ შეიძლება გძულდეს ადამიანი და მაინც მეგობრობდე მასთან. ალაბათ მათეც იმ კატეგორიას მიეკუთვნება ვინც ამბობს რომ მტრები მეგობრებზე ახლოს უნდა გყავდნენ.
ძალიან დაუნდობელი ოჯახია მაქსიმალურად ცდილობენ ერთმანეთს გული ატკინონ და შედეგებზე საერთოდ არ ფიქრობენ. რატომღაც ეჭვი გამიჩნდა, რომ მათე შეიძლება ზოის ძმა იყოს, იმდენად ჰგავს.
დადებული თავების წაკითხვა აქამდე ვერ მოვახერხე და ფაქტიურად სამი თავის შეფასება ერთად მოვაქციე.
ძალიან მომწონს სიღრმისეულად რომ არის აღწერილი ყველაფერი, ეტყობა, რომ თითოეულ დეტალს დიდი ყურადღება ექცევა.


როგორ მიხარია, რომ ჩემ პერსონაჟებს ასე კარგად აკვირდები და ზუსტ შეფასებებს აკეთებ მათზე❤️ მათე არ არის ზოის ძმა. მათესაც გავეცნობით უფრო ახლოს სხვა თავებში. მანამდე კი დეტალებს მიაქციე ყურადღება. ტყუილად და უმნიშვნელოდ არაფერი მაქვს დაწერილი. თუ დეტალებზე ორიენტირდები, არ გაგიჭირდება ამ ისტორიის დასასრულის გაგება და გააზრება(შეიძლება მიღებაც კი).
გული მწყდებოდა, წინა თავებზე შენ კომენტარს რომ ვერ ვხედავდი. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ❤️

 


№5  offline მოდერი guroo

ესეც ექვსქულიანი კომენტარი :დდდ
წინ მოდერობისკენ! :დდდდდ

 


№6  offline მოდერი guroo

კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

 


№7 სტუმარი სტუმარი ლილიანა

მგონია, რომ ცივ ადამიანს თამაშობს, არ უნდა სუსტი გამოჩნდეს და ბოროტების ნიღაბს ამოფარებული მოძრაობს. შეუძლებელია, ადამიანს წვიმა უყვარდეს, ხელოვნებას გრძნობდეს და ისეთი ბოროტი იყოს, როგორიც ჩანს... ერთი რამ კი ფაქტად მეჩვენება, მათე მისი მონათესავე სულია) ერთმანეთს ავსებენ. უფრო სწორად, ზოის ავსებს ჯერ.

guroo
კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

რას ნიშნავს ეს? ყველა თავის ბოლოს მხვდება .

 


№8  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
მგონია, რომ ცივ ადამიანს თამაშობს, არ უნდა სუსტი გამოჩნდეს და ბოროტების ნიღაბს ამოფარებული მოძრაობს. შეუძლებელია, ადამიანს წვიმა უყვარდეს, ხელოვნებას გრძნობდეს და ისეთი ბოროტი იყოს, როგორიც ჩანს... ერთი რამ კი ფაქტად მეჩვენება, მათე მისი მონათესავე სულია) ერთმანეთს ავსებენ. უფრო სწორად, ზოის ავსებს ჯერ.

guroo
კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

რას ნიშნავს ეს? ყველა თავის ბოლოს მხვდება .

არ დავფიქრებულვარ, ზოის სახით ვინ შევქმენი. მაგრამ ვიცი, ზედმეტად კარგი პერსონაჟია, მთელი ნაწარმოების წონაა ა კიდევ უფრო დიდიც! თუ, რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ ამას ნაწარმოები ვუწოდოთ.
მართალი ხარ, ერთმანეთს ავსებენ. ერთს მეორე სჭირდება საკვებად და მეორეს პირველი - იდუმალი მიზნებისთვის.
მოდერობა მინდოდა, რადგან როცა საიტის წევრი ხარ, სიახლეს რომ დადებ, ჯერ უნდა ელოდოდ როდის დაგიდასტურებენ. მოდერი რომ ხარ, მარტივია. ატვირთავ სიახლეს და ეგრევე იდება, იმ წამსვე!
2000 ქულაა საჭირო, რომ მოდერი იყიდო და ამის გამო ვწერდი კომენტარებს. ქულების შესაგროვებლად:დდდდ

 


№9  offline წევრი khatia khatia

ოუ აი დრამაც ამას ქვია საღოლ:)))))) მთლიანობაში კარგი თავი იყო მაინც ვერ გავძელი და წავიკითხე :D აიიი ეხლა კი ვხვდები რატომ სძულს ასე ძაან მშობლები❤ სიმართლე რომ ვთქვა მეც შემძულდებოდნენ მსგავსი მშობლები რომ მყოლოდა:(((

ანუ ქულებს აგროვებ მეც არავთქვი ეს ხომ არ გაგიჟებულა თქო:))))
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№10  offline მოდერი guroo

khatia khatia
ოუ აი დრამაც ამას ქვია საღოლ:)))))) მთლიანობაში კარგი თავი იყო მაინც ვერ გავძელი და წავიკითხე :D აიიი ეხლა კი ვხვდები რატომ სძულს ასე ძაან მშობლები❤ სიმართლე რომ ვთქვა მეც შემძულდებოდნენ მსგავსი მშობლები რომ მყოლოდა:(((

ანუ ქულებს აგროვებ მეც არავთქვი ეს ხომ არ გაგიჟებულა თქო:))))

დდდდ ძალიან ვღორობდი ქულებზე. უკვე შევაგროვე და ვიყიდე მოდერი.
ეს თავი თეატრში რომ დაედგათ, სიამოვნებით ვითამაშებდი რომელიმე პერსონაჟს.

 


№11  offline წევრი khatia khatia

joy joy: მაინც რომელი პერსონაჟი გგავს ყველაზე მეტად ?
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№12  offline მოდერი guroo

ყველა პერსონაჟი ჩემი პროტოტიპია.

 


№13  offline წევრი khatia khatia

Dავიჯერე joy გამორჩEულად ერთი მაინც არ მოგწონს ან შენს თAვს არ ამსგავსებ ?
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№14  offline მოდერი guroo

იმედები უნდა გაგიცრუო. ყველაზე მეტად ზოის დედა, ელენე მგავს. მეც მასავით სულით ხორცამდე მსახიობი და აფერისტი ვარ.

 


№15  offline წევრი khatia khatia

OOOO იმედები გამიცრუე sob sob როგორ შეგეძლო ასე ერთბაშად მაგის თქმა laughing joy არ გიცნობ კარგად (ნუ საერთოდ არ გიცნობ joy ) მაგრამ რაღატომღაც მათეს უფრო გამსგავსებ joy და შენი აზრით ამ მოთხრობის მიხედვით მე ვის ვემგვანებიი? joy
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№16  offline მოდერი guroo

khatia khatia
OOOO იმედები გამიცრუე sob sob როგორ შეგეძლო ასე ერთბაშად მაგის თქმა laughing joy არ გიცნობ კარგად (ნუ საერთოდ არ გიცნობ joy ) მაგრამ რაღატომღაც მათეს უფრო გამსგავსებ joy და შენი აზრით ამ მოთხრობის მიხედვით მე ვის ვემგვანებიი? joy

შენი პროტოტიპი ამ ნაწარმოებში არ არის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent