ყველა'ფერი(თავი 15)
იმ საღამოს რეზიმაც წაიყვანა ლიზა რესტორანში,სკამი რომ გამოუწია და წელზე ხელი მიადო ლიზამ გაკვირვებით გახედა. -დედა რა საყვარელი ხარ დღეს რეზიკო?! -მარტო დღეს ხო? -ხო!-დაეჭყანა ისე რომ მხოლოდ მას დაენახა. -რას ინებებთ?-ოფიციანტი ბიჭი მოვიდა და ლიზას ფართოდ გაუღიმა.ამაზე რეზიმ თვალები ქაჩა. -პირველ რიგში ვინმე სხვა მოგვემსახუროს!და უთხარი პირდაპირ რეზი ფილფანის შეკვეთა მოიტანონ!-კბილებს შორის გამოსცრა.ამჯერად სხვა ბიჭი მოემსახურათ,ღვინო ჩამოასხა და წავიდა.ვახშმობა დაიწყეს. -რეზო მე მელოდები? -რამდენჯერ უნდა გითხრა ნუ მეძახი რეზოს!რატომ გელოდები შენ? -შამპანურს რატომ არ ხსნი? -ჯერ ღვინო მიირთვი!-უთხრა და მშვიდად განაგრძო ჭამა. -მოკლედ რა მაინც ავლენს მის ურჩხულ ხასიათებს!-ლიზამ ჩაიციდა და ღვინო მოსვა.მალევე რეზიმ საუბარი დაიწყო. -მოკლედ ჩემო ლიზაჩკა სამი წელია გიცნობ და იმ დღიდან მიყვარხარ,გახსოვს პირველად რომ შევხვდით?შენ შენს საყვარელ ჩუპა-ჩუპსს ჭამდი მწვანე ვაშლის გემოთი რომ დაგეჯახე და დაგაგდებინე-გაიცინა-ისეთი ამბავი მიწიე სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი მერე ანანოსთან ვხვდებოდით და ამოჩემებულივით სულ მლანძღავდი მეც რეზი ფილფანი მაგას როგორ შეგარჩენდი და სიტყვას არ გიტოვებდი უპასუხოდ...ახლა ერთად ვართ და ვხვდები რომ შენზე მეტად ამ ქვეყანაზე არავინ არასდროს მყვარებია და არც მეყვარება!-ჯიბიდან ყუთი ამოიღო-აბა გამომყვები ცოლად?-ყუთი გახსნა და იქიდან მწვანე ვაშლის ჩუპა-ჩუპსი ამოიღო. -მართლა ჩუპა-ჩუპსით მთხოვ ხელს?-ლიზას თვალები გაუფართოვდა. -არა ეგ ჭამე!-ჯიბიდან უკვე ბეჭედი ამოიღო.-აბააა?გამომყვები და გავხსნა შამპანური თუ მივაფშვნა რომელიმე კედელს?-სიცილით გახედა გოგოს. -...არ გახსნა!-რეძის სახე ეცვალა ძარღვები დაებერა და იგრძნო როგორ ექცეოდა მთელი სამყარო თავზე-...ჯერ მაკოცე და მერე!-გაიცინა გოგომ და ღეზის მოეხვია-რა კითხვა მაგას უნდა რეზოო? -გოგოოო! *** გადაწყვიტეს იმ საღამოსვე დალაპარაკებოდნენ მშობლებს.ამიტომ რეზიმ ლიზა სახლში დატოვა და თავადაც სახლისკენ გაემართა.კარი შეაღო და მშვიდად შევიდა. -აი მობრძანდა ვაჟბატონი!-თავი გამოყო მამამისმა. -ოჰ ბატონო ოთარ მოიცალეთ ოჯახისთვის?-ირონიით გაჯერებული საახით გახედა კაცს. -წესიერად მელაპარაკე!...წამომყევი საქმე მაქვს!-კაბინეტისკენ გაუძღვა შვილს. -დაიწყე მეც უნდა გელაპარაკო! -ჩემი პარტნიორის ქალიშვილი ცოლად უნდა შეირთო და ჩვენი ბიზნესები გააერთიანო!-ყოველგვარი შესავლების გარეშე უთხრა კაცმა. -კიდევ რამე ხომ არ გნებავს?!-წამოენთო ბიჭი-არც კი იოცნებო მაგაზე მე შენი კაპიტალი არ გავხდები! -იმას გააკეთებ რასაც გეტყვი!-ხმას აუწია ოთარმაც. -არ გავაკეთებ! -მამაშენი ვარ რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთო! -ანუ ახლა ხარ ხო მამა?მაშინ სად იყავი ყველაზე მეტად რომ მჭირდებოდი?რაღაცის მოყოლა რომ მინდოდა და სახლში არ იყავი!საყვარლებთან რომ ერთობოდი მაშინ როცა მე რაღაც მჭირდებოდა მამისგან!რაში გამოიხატება მითხარი სენი მამობა?მთელი ცხოვრებაა სენგან ფულის მეტი არაფერი მიმიღია!საერთოდ არ მჭირდებოდა!მე მხოლოდ სითბო მჭირდებოდა ოჯახში მაგრამ რას ვიღებდი?ატირებულ დედას რომელსაც ქმარი ღალატობდა! არაფერს მაკლებდი რა თქმა უნდა მატერიალური თვალსაზრისით!და გინდა გითხრა რატომ?იმიტომ რომ ჩემში მომავალს ხედავდი რომელსაც შენი საქმე უნდა გადებარებინა!არა გესმის ამას არ გავაკეთებ იმიტომ რომ მე მყავს საცოლე!დღეს ვთხოვე ხელი და მე ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარს! -თუ სხვას შეირთავ ფულს შეგიწყვეტ! -სამი წელია ჩემი საქმე მაქვს და შენგან ერთ თეთრსაც კი არ ვიღებ "მამიკო"! -ძალიან კარგი ვერაფერს ეღირსები ჩემგან!ვერც ამ სახლში იცხოვრებ!-ყვიროპდა კაცი. -როგორც იქნა გავაღწევ ამ ციხიდან სადაც მხოლოდ დედაჩემისა და ლიკას გამო ვრჩებოდი!ლიკააა!დედააა!...ეკუნაა! -რა იყო?-სამივე ერთად შემოვიდნენ ოთახში. -მივდივართ ამ სახლიდან! -რატომ?-წამოიკივლა ლიამ. -დედა არ მოგბეზრდა მისი ატანა?-სიჩუმემ დაისადგურა.-კარგი როგორც გინდა ლიკა ეკუნა ჩალაგდით მივდივართ! -მათ ვერსად წაიყვან! -ლიკა ხომ წამოხვალ?-დას მიუბრუნდა რეზი. -რეზი მგონი სჯობს დედასთან დავრჩე ხომ იცი ცუდად ხდება ხოლმე!-თვალები აუცრემლიანდა გოგოს. -კარგი...გაუფრთხილდი ხო?-გოგონამ თავი დაუქნია.-აბა ეკუნა მზად ხარ?-ქალს გახედა რომელიც უკვე ჩემოდნებით ელოდა.-აბა ახლა შენ იცი უნდა მომიარო ჯერ მე და მერე მე და ლიზას გადამიწვავს სამზარეულოს ხო იცი მაგას ცოლის სტატუსიც არ უშველის! -ცოლად მოგყავს ჩემო ბიჭო?-მიდიოდნენ და თან საუბრობდნენ. -დღეს ვთხოვე ცოლობა! -ძალიან მიყვარს ეგ გოგო! ............................... როგორც იქნა ჩამოფრინდა.შემოაბიჯა ქალაქში რომელიც საშინელ მოგონებებს უღვიძებდა.მოდიოდა და ყველას მზერას თან იყოლებდა.დამიჯერეთ არასდროს გინახავთ ასეთი მოხდენილი კაცი.თუმცა მხოლოდ ოცდაშვიდის იყო მაგრამ ცხოვრებამ დაასერიოზულა თითქოს მისი ლურჯი თვალები აღარ ასხივებდნენ სიხარულს მაგრამ თავი არ დაუხრია ახლაც ისე როგორც ადრე მოაბიჯებდა შავებში გამოწყობილი,მხრებში გამართული ამაყად ფართო ნაბიჯებით,სათვალე თავზე მოერგო,არავის მზერას აქცევდა ყურადღებას.გოგონა პირდაღებული უყურებდა ამ "თვითსაოცრებას"(სხვა ვერაფერს ვუწოდებ) -გამარჯობა ბატონო დავით!-ფართოდ გაუღიმა ბიჭმა კი მხოლოდ მკაცრი სახით გახედა. -მანქანის გასაღები!-ხელი გაუწოდა გოგონამაც სწრაფად მიაწოდა გასაღები.ბიჭი ისე გავიდა მისთვის არც გაუხედავს.მანქანაში ჩაჯდა და პირდაპირ ქალაქგარეთ წავიდა.შეაბიჯა ეზოში და თითქოს ყველა მოგონება ერთად ამოუტივტივდა:ხედავდა ძმად რომელიც მის თვალწინ იცლებოდა,გოგონას მუხლებზე რომელიც მთელი ხმით მოთქვამდა და კიდევ უფრო უღრმავდებოდა შურისძიების სურვილი.თავზე ხელკი ნერვიულად გადაისვა და სახლში შევიდა.ტელეფონმა უკვე მესამედ დარეკა. -ილოცე რომ ის რის გამოც მირეკავ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს!-შეუღრინა დათამ.-...ესეიგი აგრძელებს ხო...ისე მე მაგის***...შეყევი...გააკეთე რასაც გეუბნები და შეეცადე ეგ საქმე ითრიო თორე ვერ გადამირჩები.-აღარც მოუსმინა ეგრევე გათიშა. ............................. უნივერსიტეტიდან გამოდიოდა ალექსანდრეს მანქანას რომ მოკრა თვალი. -აუუ გოგოებო ნახეთ შემოსასვლელთან რა ბიჭი დგას რა მანქანიიით-სიტყვა გაწელა თიკამ და ალექსანდრესკენ ანიშნა.ანანოს ტვინში აასხა. -შენ რა გინდა მაგ ბიჭთან?-გაღიზიანებით კითხა ყურებამდე გაღიმებულ გოგოს. -კარგი ლუკმაა ძვირფასო. -არც იოცნებო ძვირფასო ალექსანდრე დევდარიანი შენნაირებს ზედაც არ უყურებს!თანაც ამბობენ რომ მისი შეყვარებული ნამდვილი აფთარია!-თვალი ჩაუკრა. -შენ საიდან იცნობ?-გაკვირვებით გახედა გოგომ. -მე მომაკითხა ეტყობა სიძემ გამოგზავნა ჩემს წასაყვანად!-არ დაბნეულა ანანო. -ისე შენი სიძეც კაი ბიჭია არა სად ითრია იმ გოგომ ასეთი ბიჭი არ მესმის რა სად აქვტ ამ კაცებს ტვალები!-მობეზრებით ჩაილაპარაკა თიკამ. -სადაც უნდა ჰქონდეთ იქ აქვთ ძვირფასო!და იმას ხედავენ ვინც დასანახია...შენნაირებს მხოლოდ ერთხელ ანასნაირებს კი მთელი ცხოვრება უყურებენ!-ამაყად უთხრა გოგოს და ალექსისკენ დაიძრა. -როგორ ხარ?-0გაუღიმა ბიჭმა. -იცოდე სხვა ქალს რომ გახედო თვალებს დაგთხრი! -რა გჭირს? -არაფერი უბრალოდ გაფრთხილებ! -ანანო!სხვას თუ გავხედავთ რომელიმე ჩვენგანი ეს იმის ნიშანი იქნება რომ ჩვენი გრძნობა ნამდვილი არ არის!მე კი ასე არ ვფიქრობ რა საჭიროა ღალატი თუ გიყვარს!თუ ოდესმე ჩემთან თავს ცუდად იგრძნობ წადი!და მეც ასე მოვიქცევი დამიჯერე არასდროს გიღალატებ! -მადლობა რომ დამამშვიდე!-ჩაეხუტა გოგო. -ეს მიშველის ახლა რომ მომშალე ნერვებზე?!-"გაბრაზდა"ალექსანდრე,გოგოს სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე ნაზად შეეხო.ზუსტად ამ დროს მანქანასთან თიკამ ჩაიარა და ყველაფერი დაინახა. -აი თურმე რა!აფთარი კი არა შველი ხარ ანანიკო...მაგასაც ვნახავ შენი ბიჭი შემომხედავს თუ არა!შენივე სიტყვებს ინანებ! *** -მორჩა დღეს მე წაგიყვან მაგარ ადგილას!-ამაყად განაცხადა ალექსანდრემ. -იმედია რესტორანში ან სადმე მსგავს ადგილას არ მიგყავარ ვერ ვიტან ბანალურობებს! -გრცხვენოდეს რა!ეგრე მიცნობ?კაცი კრეატივი ვარ!-გაიცინა ალექსმა. -არადა რა სერიოზული ბიჭი შემიყვარდა!-თავი გაიქნია ანანომ. -გავხდხე ახლა ისევ ძველებური? -არა არა იყოს ასე უფრო მომწონხარ! -ძალიან კარგიი!-გაუღინა ალექსანდრემ ორი წამის შემდეგ კი ორივე ერთად იცინოდა. -იმედია სადაც მიგყავარ შოკოლადი იქნება! -შენი გადამკიდე სულ მიდევს მანქანაში მანდ ნახე!-ანანომ მალევე იპოვა მისი საყვარელი შოკოლადი. -აი ა ამ შოკოლადზე ტკბილი ბიჭი ხარ შენ!-სიხარულით აკოცა ბიჭს, -ოხ ეს აფერიზმიი!-ჩაიცინა ალექსანდრემ. -არა მართლა!-კიდევ ერთხელ აკოცა. -ანანო თუ არ მოისვენებ ავარიაში მოვხვდებით!-საწყლად ამოიხვნეშა ალექსანდრმ. მალევე მივიდნენ სახლთან. -რამდენი სახლი გაქვს ალექს? -ბევრი მაგრამ ეს ჩემი არ არის!ჩემი მეგობრისაა მე კი ვუვლი სანამ ის სხვაგანაა! -კარგი ვნახოთ ერთი როგორ უვლი-ბაღს გადახედა,იმდენი ყვავილი იყო კინაღამ გაგიჟდა.-მოიცა მართლა შენ უვლი ყველა'ფერს? -ტყუილად მიყურებ მებაღე ყავს! -უიმეე!კინაღამ გულმა დამარტყა რა სჭირს ჩემს მონსტრს-მეთქი! -იმედია ცხენები გიყვარს!-არც მიუქცევია კომენტარისთვის ყურადღება. -კიი ვგიჟდებიიი! -არ მითხრა ახლა ვმჯდარვარო!-ადეჭვებით გახედა ბიჭმა. -არა მიყვარს შესახედად მაქსიმუმ მოვეფერო ისე მეშინია! -მოდი მე გასწავლი ჯირითს! -არ ალექსანდრე მართლა მეშინია...ჩემი თავი ზედმეტად მიყვარს იმისთვის რომ დასამტვრევად გავიმეტო!-საწყლად გახედა ბიჭს. -ჩემთან ერთად ნურაფრის გესინია კარგი ყველა'ფრისგან დაგიცავ!-გაუღიმა ბიჭმა და სახეზზე მოეფერა. -კარგი-ანანოც მოდუნდა და ბიჭს გაყვა.-ალექსანდრე ჩემთანერთად დაჯექი რაა!-ხელზე მოუჭირა ბიჭს. -კარგი ნუ გეშინია აქ ვარ.-სწრაფად შემოჯდა ცხენზე და ანანოს დაეხმარა.-გაიცალი ეს ლამაზი ბიჭი სკოტია!-ცხენს მოეფერა ალექსი. -გამარჯობა სკოტ!იცი უკვე მიყვარხარ!-პატარა ბავშვივით უთხრა ანანომ დსა ალექსანდრეს ღიმილიც გამოიწვია.ბევრი იჯირითეს ანანო გიჟივით იცინოდა და ალექსის აყოლიებასაც ახერხებდა.ხალხნო სიყვარული აგიჟებსსს!!! ***ნეტავ ცოტა კიდევ გვესეირნაა!-დაიწუწუნა ანანომ. -გოგო ჯერ ვერ აგიყვანე და ახლა ვეღარ ჩამომყავდი!-გაიცინა ალექსმა.-მიდი შედი და მოვალ მეც.ანანო სახლისკენ წავიდა ალექსმა კი სკოტი წაიყვანა თავლაში.საჭმელი დაუყარა ცხენებს მოეფერა და ისიც სახლისკენ წავიდა,უეცრად ანანოს ყვირილი მოესმა,სახლში გიჟივით შევარდა იქ კი სეშინებული ანანო და იარაღიანი ბიჭი დახვდა. საშინელი გოგო ვარ ვიცი და ბოდიში რაა არ მინდოდა დაგვიანება მაგრამ ასე გამოვიდა გპირდებით შევეცდები აღარ დავიგვიანო ხოლმე!გთხოვთ გამოხატოთ თქვენი ემოციები კომენტარებში!გმადლობთ რომ კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.