შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი. თავი 5 (მეორე ნახევარი)


31-03-2019, 00:13
ავტორი guroo
ნანახია 9 196

-აი, ზუსტად ახლა მივხვდი, რომ იმ ქალზე აღარ ვბრაზობ. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს, მაგრამ ასეა.
-ზოი, მაშინებ. გიჟის გამომეტყველება გაქვს. დაჭყეტილი თვალებით ფანჯარას ხარ მიშტერებული და ისე მელაპარაკები. თან ძალიან ბევრ ურთიერთგამომრიცხავ რაღაცას ამბობ.
-ო, რისი გეშინია? არ გავგიჟებულვარ. იმას გეუბნები, რასაც ვფიქრობ.
მათეს უნდოდა ეთქვა, რომ ახლაც გიჟს ჰგავდა, მაგრამ აღარ უთხრა. ერთმანეთსაც არ უყურებდნენ. დუმილი მათემ დაარღვია:
-ზოი, მართლა მაოცებ!
-გუშინაც ხომ გითხარი, რომ ვცდილობ ასე იყოს. ვიცი განმარტებების მოსმენა გინდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შენს ინტერესს ჯერ არ დავაკმაყოფილებ. დიდი სიამოვნებით დავლევდი ყავას.
-კი ბატონო!
მათემ შუბლში ხელი იტკიცა, როცა სამზარეულოში შევიდა. გაბრაზდა, რადგან ვერ მიხვდა, რომ ზოი არაფერს ეტყოდა. ბოლოს და ბოლოს, თვითონაც ხომ ასე იზამდა.
ათას სისულელეზე ილაპარაკეს, თან ყავაც მიირთვეს. ზოიმ გადაწყვიტა, რომ საშოპინგოდ წასულიყო და ლიკას დაურეკა, იქნებ გამომყვესო. სახლიდან რომ გადიოდა, მათეს ჰკითხა:
-იცი, ამდენ ყავას რატომ ვსვამ?
-იქნებ დამდოთ პატივი, ქალბატონო ზოი, და მითხრათ რატომ სვამთ ამდენ ყავას?
-იმიტომ, რომ მერე თავი იმით ვიმართლო, კოფეინის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებოდი-მეთქი.
ზოიმ გულიანად გაიცინა.
-და ვისთან უნდა იმართლო თავი და რის გამო?
-რა ვიცი, შენთან; ყველასთან… ისეთ რამეზე, რომ ახლა არ გეტყვი.
კარი ფრთხილად მოიჯახუნა. მალე ფანჯარაშიც გამოჩნდა, ქუჩა გადაკვეთა და თვალსაც მოეფარა.
მათე სულ იმას ფიქრობდა, რომ ზოი მართლა შეიშალა და ბოლო დროს ბევრ უცნაურობას სჩადიოდა და ამბობდა. რატომღაც იზიდავდა ზოი ამ თავისი ამოუცნობობით. ერთადერთ თვისებას ვერ იტანდა, რაც ზოის ახასიათებდა, და ეს იყო ის, რომ ძალიან ხშირად მისი პასუხი ასე ჟღერდა: “მერე გეტყვი” ანდა “ახლა არ გეტყვი”.
ადამიანები ყველაზე უფრო მეტად ღიზიანდებიან მაშინ, როცა იგივე მეთოდებით ცდილობენ მათზე შთაბეჭდილების მოხდენას, რა მეთოდებითაც თვითონ ანცვიფრებენ სხვათა გონებას.
სარკის წინ დადგა. საკუთარ ანარეკლს შეხედა. როცა მისი ყურებით გული იჯერა, მძიმედ ამოისუნთქა და ამ ამოსუნთქვას თითქოს სულიც ამოაყოლა. საკუთარ ანარეკლს დაუწყო ლაპარაკი:
-რატომ მგონია, რომ ზოიმ რაღაც იცის? თუ იცის, რატომ მეთამაშება? ღმერთო, რა ბოროტია ეს გოგო! მათე, შენ მუდამ ამოუცნობი იყავი ყველასთვის, ხოდა ვერც ზოი მოახერხებდა შენ გაშიფვრას. ტყუილად აჰყევი სულელურ შიშებს. ალბათ, სიამოვნებს რაღაცით რომ გაინტრიგებს. სხვა რა უნდა სურდეს? სხვა ვერაფრით ავხსნი მის საქციელს. მოიცა, მათე, მოიცა! დილით რომ გაიღვიძე, გახსოვს როგორ გიყურებდა? გახსოვს, როგორ შეცბა, როცა თქვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ? ჰო! მგონი, სწორად მიხვდი. ჰო! ვიდრე გაიღვიძებდი, შენ გიყურებდა და მერე დაიბნა, რადგან არ მოელოდა თუ შეამჩნევდი მის მზერას. კი, კი ეგ არის მათე! ნამდვილი მენტალისტი ხარ, რა! ვის ვატყუებ ნეტავ?! მენტალისტი არა, ჯანდაბა კიდევ! მაგრამ განა შენთვითონაც არ იცი, რა ლამაზია მძინარე ადამიანი? განა შენ არ დამტკბარხარ შენი ცოლის ყურებით, როცა ეძინა ხოლმე? უი, ცოლი კი არა , ყოფილი ცოლი! ისე კი, საიდან გამახსენდა ჩემი ყოფილი ცოლი? ო, მათე სულ გადადექი ჭკუიდან რა! მართლა გიჟივით იქცევი! დგახარ სარკის წინ და საკუთარ ანარეკლს ელაპარაკები. მართლა გავგიჟდი მგონი.
სარკის წინ საკუთარ თავთან ლაპარაკი დაამთავრა და უნივერსიტეტში წასასვლელად მოემზადა, იქიდან სამსახურში უნდა წასულიყო.
ზოის დაურეკა და გააფრთხილა, რომ სახლის გასაღებს მეზობელს დაუტოვებდა.



№1  offline წევრი Rania

Meore nacilic cavikitxe. Magram raaa. Araferii. Isev dabneuli varr. Zois mate uyvarss. Matesacc. Ubralod sakutari srulyofilebit imdenad tkbebaa. Ver ggrznobss. Zalian sainteresoaaaa. Moutmenlad velodebi gagrzelwbasss
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი guroo

Rania
Meore nacilic cavikitxe. Magram raaa. Araferii. Isev dabneuli varr. Zois mate uyvarss. Matesacc. Ubralod sakutari srulyofilebit imdenad tkbebaa. Ver ggrznobss. Zalian sainteresoaaaa. Moutmenlad velodebi gagrzelwbasss


გაგიმხელ, რომ მათეს ნამდვილად უყვარს ზოი, მაგრამ ზოის არ უყვარს. დაელოდე შემდეგ თავს. იქ ძალიან ბევრი ინტრიგა გაჩნდება. მეექვსე თავსაც შუაზე გავყოფ

 


№3  offline წევრი izabella

როგორც ჩანს ზოის მოწონს ადამიანებს რომ აბნევს, თავგზას ურევს და მიუხედავად იმისა, რომ მათესთან მეგობრობს არც მას არ ინდობს.

 


№4  offline მოდერი guroo

izabella
როგორც ჩანს ზოის მოწონს ადამიანებს რომ აბნევს, თავგზას ურევს და მიუხედავად იმისა, რომ მათესთან მეგობრობს არც მას არ ინდობს.


ამჯერად, იჩქარე დასკვნის გამოტანა...
მეექვსე თავში სრულიად შეგეცვლება ეს აზრი ზოისთან დაკავშირებით :დდ

პირველი ნაწილი რვათავისგან შედგება და ერთი სული მაქვს, როდის დავდებ მერვე ტავსაც. იმიტომ, რომ პირველ ნაწილში მკითხველი იმ ამბავს ეცნობა, რაც მთელი ნაწარმოების კითხვის განმავლობაში უნდა იცოდეს...

ძალიან ვეცადე ზოი და მათე სპეციფიკური პერსონაჟები გამომეყვანა. ნაწარმოების საშუალებით ზუსტად დავაკვირდებით იმ პროცესებს, რომელთა ზეგავლენით ისინი ასეთ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.

ძალიან მინდა, რომ ბოლომდე გამომყვეთ. პირველი ნაწილი, ანუ ეს თავები, რომლებსაცახლა კითხულობთ, 15-16 წლის ასაკში დავწერე და ამიტომ, არცთუ ხარისხიანი და დახვეწილი ტექსტია. მეორე ნაწილში შედარებით კარგად ვწერ. ამ მხრივ ძალიან ისიამოვნებთ.
ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ მეორე ნაწილში 7 წლით უკან მივდივართ, როცა ზოი ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო... თუმცა მეორე ნაწილში ნაწარმოების მთავარ პერსონაჟად მათე იქცევა და მკითხველი შეძლებს უფრო ახლოდან გარცნოს მას.
ჯერ-ჯერობით მეორე ნაწილის წერის პროცესში ვარ. ვეცდები სიღრმისეულად და საინტერესოდ დაგანახოთ ყველაფერი...
ერთი თხოვნა მაქვს: კომენტარები დამიწერეთ ხოლმე, რადგან ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის.
❤️❤️❤️❤️

 


№5  offline მოდერი guroo

ესეც ექვსქულიანი კომენტარი :დდდ
წინ მოდერობისკენ! :დდდდდ

 


№6  offline მოდერი guroo

კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

 


№7 სტუმარი სტუმარი ლილიანა

რამდენი საიდუმლოა, თავიანთ თავებსაც უმალავენ რაღაცებს. თავიანთი სინამდვილეები აქვთ.

 


№8  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
რამდენი საიდუმლოა, თავიანთ თავებსაც უმალავენ რაღაცებს. თავიანთი სინამდვილეები აქვთ.

ღმერთმანი, რა კარგად თქვი!!!!!!!!
"თავიანთ თავებსაც უმალავენ" - დიახ, აბა რა!

 


№9  offline წევრი khatia khatia

თვითონ მათე გაგიჟებულა და ზოის რას ერჩოდა laughing აიიიი მართლა მოსწონს ზოის ვიცოდი რომ ერთმანეთIს უბრალოდ მეგობრები არ იქნებოდნენ აიი ვიცოდი bowtie smile joy კაი იყო თან ის მომეწონა რომ მე-5 თავის გაგძელებად დადე და არა მე -6 ედ რადგან მე5თავი ძაან პატარა გამოვიდოდა heart_eyes heart_eyes წავე მე მე-6 თავიც წავიკითხო joy joy
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№10  offline მოდერი guroo

khatia khatia
თვითონ მათე გაგიჟებულა და ზოის რას ერჩოდა laughing აიიიი მართლა მოსწონს ზოის ვიცოდი რომ ერთმანეთIს უბრალოდ მეგობრები არ იქნებოდნენ აიი ვიცოდი bowtie smile joy კაი იყო თან ის მომეწონა რომ მე-5 თავის გაგძელებად დადე და არა მე -6 ედ რადგან მე5თავი ძაან პატარა გამოვიდოდა heart_eyes heart_eyes წავე მე მე-6 თავიც წავიკითხო joy joy

ზოი აგიჟებს. ჭკუიდან როგორ არ გადავიდეს ამ თავნება ქალთევზას გამო? აი, წარმოუდგენელია ზოის სითავხედე რა ნიშნულებს აღწევს. ბიჭთან მივიდა, ისლუკუნა, იბღავლა, იწუწუნა, დახმარება სთხოვა და მეორე დღეს, ვითომც არაფერი მომხდარაო, შინაური ცხოველივით დაუწყო მოპყრობა. საძაგელი გოგოა. თუმცა, შეყვარება მაინც შეიძლება.

 


№11  offline წევრი khatia khatia

ახხხხ გოგოზე ეგრე როგორ იძახიიი sob პირიქით ძაან მაგარი გოგოა ეგრეც მოუხდებათ joy joy
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№12  offline მოდერი guroo

khatia khatia
ახხხხ გოგოზე ეგრე როგორ იძახიიი sob პირიქით ძაან მაგარი გოგოა ეგრეც მოუხდებათ joy joy

მეც ვფიქრობ, რომ ზოი ძალიან მაგარი გოგოა.

 


№13  offline წევრი khatia khatia

ისე კაი ინტერვიუსავით გამომივიდა ხო? joy
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№14  offline მოდერი guroo

khatia khatia
ისე კაი ინტერვიუსავით გამომივიდა ხო? joy

ჰო, ინტერვიუს ჰგავდა კითხვები, რომელთა მთელი კასკადი დამახვედრე და უნდა ვაღიარო, რომ სიამოვნებით გპასუხობდი.

 


№15  offline წევრი khatia khatia

ანუ კაი ჟურნალისტი ვარ ? ვიცოდიიი joy სიმართლე გითხრა სხვა მოთხრობებზე კომების დაწერა მეზარება თუ არ მთხოვეს და ამ მოთხრობამ რაღაცნაერად დამაინტრიგა joy მე კიდე ინტრიგების დედოფალი ვარ joy (იმედია მიხვდი რომ ინტრიგებზე ვიხურე ) joy მოკლედ შესანიშნავია შენი მოთხრობა ჩემთვის ❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№16  offline მოდერი guroo

ჟურნალისტობას მეტი პროფესიონალიზმი სჭირდება, ვიდრე უბრალოდ კითხვების დასმა.
"ზოი" როგორ აღმოაჩინე?

 


№17  offline წევრი khatia khatia

რავი ღამე იყო და ხან რომელ საიტზე შევედი ხან რომელზე მერე ვიფიქრე რამეს წავიკითხავ თქო და ჯერ სხვა მოთხრობას ვკითხულობდი მერე დღის აქტიური მკითხველები ვნახე და სხვათაშორის შენც იყავი მერე შემთხვევით შენ პროფილის ფოტოს დავაწირე ხელი და ვნახე რომ მოთხრობას წერდი მერე პმ მოგწერე და რავიიი მერე წავიკითხე სულლ ეს იყოო
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№18  offline მოდერი guroo

khatia khatia
რავი ღამე იყო და ხან რომელ საიტზე შევედი ხან რომელზე მერე ვიფიქრე რამეს წავიკითხავ თქო და ჯერ სხვა მოთხრობას ვკითხულობდი მერე დღის აქტიური მკითხველები ვნახე და სხვათაშორის შენც იყავი მერე შემთხვევით შენ პროფილის ფოტოს დავაწირე ხელი და ვნახე რომ მოთხრობას წერდი მერე პმ მოგწერე და რავიიი მერე წავიკითხე სულლ ეს იყოო

კარგია, რომ მომაგენი. მიხარია. ახალი მკითხველი ყოველთვის განსაკუთრებით მახარებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent