შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი #14 (+18)


31-03-2019, 19:50
ავტორი Moonlight17
ნანახია 4 855

- ნატალია...- იმდენად სექსუალურად წარმოვთქვი მისი სახელი, საკუთარი თავით კმაყოფილს ჩამეღიმა. თვალს არ ვაშორებდი, მისი ნაზი და სიფრიფანა სხეული როგორ ირხეოდა ალვის ტოტებივით. ისევ შუაღამეა. მე და ყინულისთვალება კი როგორც ყოველთვის ღამის ფუნქციას ვარღვევთ და ამჯერად ჩემს სახლში, სრულიად ჩაბნელებულ მისაღებში ხმადაბლა ჩართულ მუსიკაზე ვცეკვავთ. მის ხორკლიან და ხორბლისფერ კანზე მომდგარი, მოლურჯო საცვლები აცვია, ზემოდან კი ჩემი თხელი პერანგი. მკლავები იდაყვამდე აკეცილი აქვს, მაგრამ აქეთ-იქეთ ქნევისგან, მატერიას მაინც თავისი გააქვს და ბოლომდე იშლება.

- მზად ხართ ბატონო დამიანე ხილის კოქტეილისთვის?

თვალები ამიციმციმა და ბოთლი, რომელშიც ათქვეფილი რამდენიმე ტროპიკული ხილის სახეობა იყო კიდევ ერთხელ შეანჯღრია. მის ბავშვურ ქცევაზე ჩამეღიმა. მივუახლოვდი. გრილ კანზე გახურებული ხელები შემოვხვიე და ჩემს სხეულს ავაკარი.

- მგონი გცივა ხო? გაყინული ხარ. - წარბები ავუწიე და ცხვირი ცხვირზე გავუხახუნე. სუნთქვა მაშინვე გაუხშირდა. ბოთლს ხელი უშვა და ისიც უმისამართოდ გაგორდა იატაკზე.

ტუჩებით ნაზად შემეხო და შემდეგ თავი გასწია. მის კისერს და იმ მაცდურ სურნელებას ჩავუყევი, რომელიც ასე მაბრუებდა და სხვა განზომილებაში გადავყავდი.

- ასე რომ გავაგრძელოთ, გეგმებს გადავუხვევთ. - ამოიჩურჩულა,თითქოს ვინმე გვისმენდესო.

- გეგმებს?!

- კოქტეილი...

- ჯანდაბას კოქტეილი!- ფილტვებში დაგუბებული ჰაერი ერთიანად გამოვუშვი და მსუბუქად ავწიე მისი სხეული ჰაერში. სიბნელის მიუხედავად, ორიენტაცია მაინც კარგი მქონდა საკუთარ სახლში. ამ ყველაფერს ქუჩის მსუბუქი განათებაც უწყობდა ხელს. მაგიდაზე შემოვსი და მის ტუჩებს უნებართვოდ წავეტანე. ვკბენდი, ვწუწნიდი. ნატალია იყო ჩემი დამათრობელი კოქტეილი. ის ერთადერთი გამაბრუებელი ალკოჰოლი, რომელიც სიფხიზლეს მინარჩუნებდა ჩემს წყალწაღებულ ცხოვრებაში. ჩვენი ენები ერთმანეთს ერწყმოდნენ და თითქოს მუსიკის ფონზე რიტმულად ცეკვავდნენო. მგონი, ვერც ერთმა ვერ გავიაზრეთ, როგორ გასცდა ჩვენი ქმედებები უბრალო კოცნას. ახლა მთელი დატვირთვა ჩვენს ენებს ჰქონდათ. ისინი პირის გარეთ ცეკვავდნენ და ერთმანეთს ფრანგულად ეფერებოდნენ. ეს არ იყო უბრალოდ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ეს ის სიამოვნება იყო, რომელიც ათასში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს ადამიანმა.

ხელები უხეშად მოვკიდე ბარძაყებზე, ოდნავ მოვშორდი და ფეხები გავაშლევინე. მათ შორის მოვთავსდი, რომ მასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი. ეს ყველაფერი ნატალიას გახშირებულ სუნთქვასა და კვნესას იწვევდა, რასაც ვერაფერს უხერხებდა. სახე მომიახლოვა და კბილებით დაიჭირა ჩემი ქვედა ტუჩი. სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე და მას მივენდე. ცალი ხელი კისერში შემიცურა, მეორე ჩემი საცვლის ზოლს გადაატარა. ოხვრა აღმომხდა. წამებში მოვშორდი და ოთახში შევვარდი. უკან ფოლგის შეკვრით დავბრუნდი და იქვე დავაგდე. ისევ მის ფეხებს ჩავაფრინდი და მის თმებს დავესაკუთრე. ტუჩებს, რომელსაც ყოველი ჩემი შეხებისას გემო ეცვლებოდა.

-ჩვენ რა, სერიოზულად აქ ვაპირებთ?- სიცილით მკითხა და უფრო მჭიდროდ მომხვია ხელები.

თავი პატარა ბავშვივით გაბადრულმა დავუქნიე.

- არ გინდა?

იმდენად სწრაფად წამეტანა ბაგეებზე, მისი პასუხი უკვე ნათელი იყო. კოცნა არ გაგვიწყვიტავს, ისე წრაფად ჩავიძრე ტრუსი და პრე•ერვატივი ჩამოვიცვი. ქვედა საცვალი გვერდით გადავუწიე. ჩემს ასოს ის სითბო და სისველე ვაგრძნობინე, რომელსაც ასე გამალებით ითხოვდა. დაძაბულობისგან და მოჭერისგან სიამოვნება ასმაგდებოდა. ნატალიამ კისერი უკან გადააგდო და ამოიხვნეშა. მის სხეულს მივყევი და მთლიანად გადავაწვინე მაგიდაზე. ალბათ, ერთადერთი მამაკაცი ვარ, ვინც თვლის რომ ქალი საცვლებში ბევრად ლამაზია, ვიდრე სრულიად შიშველი. ამაში ჩემი ეროტიულ- ხელოვნური ფილმებიც მარწმუნებდნენ. ერთადერთი, რასაც სრული სიშიშვლე და გულახდილობა შეჰფერის, ადამიანის სულია. ის გამჭირვალეა, ალბათ ამიტომაც. შეიძლება ყველაფერი გათვალო, სხეულის უჯრედის თითო მილიმეტრი შეისწავლო, ხაზებს შორის განსჭვრიტო, მაგრამ გამჭირვალე ადამიანი არ არსებობს.

უაზრო ფიქრებს მოვეშვი, როდესაც მისმა რიტმულმა კვნესამ ხმადაბალი ჰანგები საერთოდ გადაფარა და გონს მოვედი. მაგიდას ხელებით დავეყრდენი და წონასწორობა შევინარჩუნე.ზემოთ ქვემოთ ვირწეოდით, მაგიდის ფეხებიც ყანყალებდა და წუთიწუთზე ალბათ დასტყდებოდა კიდეც. ნატალიას თავი ცალი ხელით დავუჭირე და ტუჩებზე ნაზად ვაკოცე.

- მაპატიე, თუ თავს არაკომფორტულად გრძნობ. - ოხვრით, ირონიულად ჩავიცინე. ჩემს წინადადებაზე, იმდენად დამაბნეველად ჩაეცინა, მივხვდი ადრე თუ გვიან საპასუხოდ კარგს შემომიბრუნებდა.

- მოკეტე და გააგრძელე!- ოჰო! ეს ბრძანებსავით ჯღერდა. მისი ხმა იმდენად მყარი იყო, ალბათ მკლავებს შორის რომ არ გვყოლოდა მე და მაგიდას, ვიფიქრებდი, ის სულ სხვა ქალის კვნესაა და ეს მკაცრი ხმა, სულ სხვის. ერთმანეთს საერთოდ არც კი იცნობენთქო.

- როგორც მიბრძანებთ, ქალბატონო!- ყურებამდე გავუღიმე. ქმედებებს მთელს ენერგიას ვახარჯავდი და ვცდილობდი შიგადაშიგ მის უტკბილეს ბაგეებსაც მივწვდომოდი...

***

ატლასი და ბარხატი. ეს ის მატერიაა, რომელიც ქალის სხეულს ყველაზე მეტად უხდება, რადგან ბუნებრივს აჩენს. თითოეულ მოძრაობაზე, თუნდაც ხელის უბრალო მოქმედებაზე, ისე ირხევა ნაჭერი და ისე მიჰყვება სხეულს, თითქოს ესეც მისი ნაწილი ყოფილიყოსო...

ვუყურებ ჩემს წინ, ზურგით მდგომ ყინულისთვალებას, რომელსაც თეთრი ატლასი მჭიდროდ აქვს მომდგარი სხეულზე. კაბის ბოლოები გაშვებულია და უკან სამკუთხედს ქმნის. სიგრძის მიუხედავად, ტერფები მაინც მოუჩანს, მაგრამ მისი ხორბლისფერი კანის ფონზე, ასეც ლამაზია.

ვუყურებდი, როგორ გახსნა პუდრის შეკვრა და სარკესთან ახლოს მიიწია.

- ვერასდროს ვიტანდი ვისაჟისტებს. - ჩაიბურტყუნა თავისთვის და თხელი ფენა ისედაც გაცრეცილ კანზე გადაისვა. ჩამეცინა, ყველაზე განსხვავებული ქალი იყო, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. საკუთარ შავ ჰალსტუხს დავეჯაჯგურე, გვერდით დავუდექი და გაკეთებას ვეცადე. უბრალო კვანძს ყოველთვის მარტივად ვახერხებდი, ახლა კი ორივე ხელი დამბლადაცემულივით მიკანკალებდა.

- დაგეხმარები. - თბილი ღიმილი მაჩუქა, შემდეგ მსუბუქი კოცნაც და მთელი ყურადღება ჰალსტუხზე გადაიტანა.რამდენჯერმე გადაახვია და ორ წუთში ყველაზე ორიგინალური კვანძი მქონდა კისერზე. წარბებ აწეულმა და ტუჩებ მოკუმულმა გადავხედე. იცინოდა, იცინოდა ისე ზღაპრულად რომ მის სიცილთან ერთად გარშემო ყველაფერი ქრებოდა.
ქრებოდა ავეჯი, კედლები, ხეები, შენობები. შემდეგ ფერებიც. მხოლოდ ნატალია, მისი თეთრი ატლასის კაბა და ყინულივით ცივი თვალები რჩებოდნენ.

- რას ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ცოლად მოგიყვანდი?! - საკუთარი თავით კმაყოფილმა ჩავილაპარაკე და წელზე ხელები მოვხვიე. ცივი ქსოვილი მსუბუქად მოვჭმუჭნე და ჩემსკენ ახლოს მივზიდე.

- ვერც მე ვიფიქრებდი, დამიანე.

თავჩახრილმა გამიღიმა. მის თითოეულ ნაკვთს ვაკვირდებოდი, თითქოს პირველად დავინახეო. არადა უკვე ზეპირად ვიცოდი, სიცილისას სად უჩნდებოდა მიმიკური ნაოჭები. თეთრ გარემოში მდგარი გოგონას მხარზე, იმაზე შავი უხსენებელი გამოჩნდა, ვიდრე თოვლის სითეთრეა. მომღიმარი სახე მაშინვე შემეცვალა, ერთი ნაბიჯით მოვშორდი ნატალიას. თვალებში შემომხედა, ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობდი მის თვალებში. თითქოს მის საყვარელ კაცს კი არა, უბრალო სითეთრეს უყურებდაო. აღარც მისი სიცილი ისმოდა. თვალი მხოლოდ იმ შავ სრიალა, ხორკლიან გველზე გამირბოდა, რომელიც მხარზე ჰყავდა მოხვეული და ისე მიმზერდა, სადაც იყო მეცემოდა. მისმა არასასიამოვნო სისინმა ყველაფერი მოიცვა. ყურები მეწვოდა, იმდენად მეწვოდა ხელებიც კი ავიფარე ხმის დასახშობად. საკუთარი ხელები მეწამული ფერით შემეღება, ყურებიდან სისხლი მდიოდა. მუხლებზე ძალაგამოცლილი დავეცი. ისიც არ ვიცი სად.. გამჭირვალე, თეთრ არეაში ვიყავი გამოკეტილი. ნატალია კვლავ ურეაქციოდ შემომყურებდა, ერთი ნაბიჯიც არ გადმოუდგამს ჩემსკენ.

წამის მეასედებში, გველი მისი მხრიდან წელზე ჩამოსრიალდა, ერთხელ ბრუნი გააკეთა, შემდეგ მის ფეხზე და ნელნელა ჩემსკენ გადმოინაცვლა. უკან გაწევა მინდოდა, ყველაფრის დავიწყება მინდოდა, გაქცევა მინდ....

- დამიანე! გამოფხიზლდი! დამიანე! გაიღვიძე!

ხმა ბუნდოვნად ჩამესმა. თვალები ხამხამით გავახილე და მაშინვე წამოვხტი. რამდენჯერმე დავახამხამე და თვალი იქაურობას მოვავლე. საკუთარ ოთახში, საკუთარ 15სანდიმეტრიან საწოლზე ვიყავი წამომჯდარი. შემდეგ ნატალიას გავხედე,თვალებდაჭყეტილს ორივე ხელი ჩემს მხრებზე ეკიდა და მანჯღრევდა, ჯერ კიდევ.

სიზმარი იყო... სიზმარი კი არა, ნამდვილი კოშმარი! ჯოჯოხეთი! ოფლში ვიწურებოდი. ნატალიას მტევნებს ხელები მოვხვიე და ვიგრძენი. ახლა ნამდვილად ვიგრძენი. რაც მთავარია, გარშემო არც გველი იყო, არც სიცარიელე და სითეთრე.

- კარგად ხარ?

თავი დავუქნიე და ჯერ კიდევ შოკირებულმა თვალებში შევხედე.

- დამესიზმრა, რომ ცოლად მომყავდი.

წარბები ერთმანეთს დაახლოვა და შემდეგ ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეებში.

- და ასეთი საშინელი ვიყავი?

- არა, შენ არა... გარემო იყო საშინელი. სიტუაცია იყო საშინელი. რაღაც ბიბლიურ ქორწილს წააგავდა.

ხელებით ვუხსნიდი და თვალს ვარიდებდი. გაოგნებული ვაცეცებდი აქეთ-იქეთ თვალებს. სწრაფად ვაკოცე ბაგეებზე და ფეხზე წამოვხტი.

- დამშვიდდი, სიზმარი იყო. სიზმრები არარეალურია. შენ რა, ბიბლიაც წაკითხული გაქვს?

- ინტერესის დონეზე თვალი გადამივლია...- პირსახოცი კარადიდან გადმოვიღე და მხარზე შემოვიგდე. შხაპი რომ არ გადამევლო ახლა, მითუმეტეს ამ სიცხეში გარეთ ვერ გავიდოდი. დღეს რთული დღე მელოდა. როგორმე უნდა მოვლაპარაკებოდი იმ ხალხს, ვისი 50%-იც მმართებდა.- სიმართლე გითხრა, არ მახსოვს ჩემს საწოლში როგორ აღმოვჩნდი.

- მაგიდაზე სექს თუ გულისხმობ, ეგ რეალური იყო. - ჩაიცინა და თმა ცალ მხარეს, ყურს უკან გადაიწია.

- ასე უფრო გიხდება. - ტუჩები სწრაფად გავილოკე და გავიღიმე. თვითონაც გაიცინა და თავჩახრილმა ამომხედა.

- გახსოვს, პირველი სემესტრის დასაწყისში რომ გამაჩერე და თმა ყურს უკან გადამიწიე? თან თავი იმდენად ახლოს მომიწიე ყურთან, მხოლოდ იმიტომ, რომ გეთქვა, რომ ასე უფრო მიხდებოდა.

- რა დამავიწყებს. მაგრამ, ასე მართლა უფრო გიხდება.

გავუღიმე, ხელი მოვკიდე და ფეხზე წამოდგომაში დავეხმარე.

- დღევანდელი დღე გადამაგორებინა და... აი მერე ეკლესიაშიც კი ვილოცებ!

- ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად ჩაივლის, თორემ ხომ ხედავ უკვე კოშმარებს ხედავ.

- არ ვინერვიულებ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში ჩემი სხეული დანაწევრებული ნახო. - სიტუაციის ოდნავ განსამუხტავად გავიცინე. ხელები მოვხვიე და გულში ჩავიკარი. მისი თმის სურნელი ისე შევისუნთქე, თითქოს ამას უკანკასნელად ვაკეთებდი.

- ცოტახნით უნდა გავიდე და მალე დავბრუნდები, შეიძლება მოგისწრო სანამ მათთან შესახვედრად წახვალ.

ხმადაბლა ამოიჩურჩულა და ოდნავ მომშორდა.

- სად მიდიხარ?

- სახლში, ისეთი ნივთები მაქვს, რაც აქაც დამჭირდება. - გამიღიმა, თუმცა მისი ღიმილის უკან დიდ აურზაურს ვხედავდი. აღარ ჩავძიებივარ, დღეს მეტი კამატი არ მინდოდა. ისედაც, ჰაერიც კი დაძაბული იყო. ფანჯრიდან მზეს გავხედე, ცას ისე გამოჰკიდებოდა, თითქოს სადაც იყო ისიც სიმძიმისგან ჩამოვარდებოდა პირდაპირ თავზე დამეცემოდა...



ელიზაბეტი*:



დამიანეს მდგომარეობამ საშინლად ამანერვიულა. როგორცვე სააბაზანოში შევიდა, ტანსაცმელი გამოვიცვალე, თმა ჩამოვივარცხნე და გარეთ გავედი. საშინლად ცხელოდა, სანამ ყველაფერს გონებაში თანმიმდევრობით დავალაგებდი, სიგარეტს გავუკიდე და გამოტოვებული სამი ზარის ავტორს გადავურეკე.

- როგორმე უნდა მიხვდე, რომ არ გპასუხობ ესეიგი დამიანესთან ვარ!

- აგრესიის გარეშე, პრინცესა.- ნიკუშას ხმა მეუცხოვა. მეტიც, თითქოს ბოლო სიტყვა ზიზღით მითხრაო. ნიკოტინი ფილტვებიდან ცხვირით გამოვუშვი და ტაქსი გავაჩერე. უსიტყვოდ ჩავჯექი. ტაქსისტს გადავულაპარაკე მისამართი და მთელი კონცენტრაცია აბესაძეზე გადავიტანე.

- გზაში ვარ უკვე, მოხდა რამე? რაფაელზე ახალი გაარკვიე?

- რაფაელზე არა, შენთან მაქვს სალაპარაკო.

- უკვე ტაქსში ვარ, 7 წუთში მანდ ვარ.

- გარეთ დაგელოდები.

- რა ხმა გაქვს, მოხდა რამე?! რაფაელი დამიანეს არც გაკარებია...

- მოეშვი რაფაელზე ლაპარაკს. გელოდები.

ტელეფონი ისე გამითიშა, აზრზეც ვერ მოვედი. თვალებს ჩამავალ ხეებს ვაყოლებდი და გული უფრო და უფრო მიჩქარდებოდა. ნიკუშაზე ვბრაზობდი, რაც არ უნდა ცუდი დღე ჰქონოდა, მე რა შუაში ვიყავი?! მალე უნდა მომეგვარებინა აბესაძესთან რაფაელის ამბები და დამიანესთან დავბრუნებულიყავი. დღეს მას ვჭირდებოდი. რომ შემძლებოდა, ალბათ გავყვებოდი კიდეც, მაგრამ ისედაც ვიცოდი ამაზე რა აზრის იყო.

მძღოლს ფული გადავუხადე. ნიკუშას გამომეტყველება რომ დავინახე, ხურდას არ დავლოდებივარ ისე მივუჯახუნე კარები და სწრაფი ნაბიჯებით მივუახლოვდი.

- მოწევა თუ გინდა, მოწიე. - ისე მითხრა, ჩემსთვის არც შემოუხედავს. თითქოს ენა გადამეყლაპარაო, ასეთი არასდროს მინახავს. თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.

- დამიანეს გამო ნერვიულობ?- გავბედე და ვკითხე.

- შენს ადგილას, დამიანეზე კი არა, უფრო საკუთარ თავზე ვინერვიულებდი. შიგნით შევიდეთ.

ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა თავით მანიშნა შესასვლელისკენ და სწრაფი ნაბიჯებით წინ გამიძღვა. გაშეშებული, რობოტივით მივსდევდი უკან. გული ყელში მქონდა მობჯენილი და ყველა იმ შესაძლო ვარიანტზე ვფიქრობდი, რასაც დამიანესთვის ზიანის მიყენება შეეძლო.



დამიანე:





შვიდწლიანი მარტო ცხოვრების მიუხედავად, ნატალიამ იმდენად გააფერადა ჩემი შავ-თეთრი, პატარა საცხოვრებელი, რომ მარტო ყოფნას წუთებითაც კი ვეღარ ვეგუებოდი. არადა, ორი თვით ზურისაც უცხოვრია აქ, ნიკუშაც დარჩენილა რამდენჯერმე. მაგრამ ამ ყინულისთვალება ქალმა, სულ სხვა ელფერი შესძინა პატარა ბინას, ისევე როგორც ჩემს უბადრუკ ცხოვრებას.

სიჩუმე იმდენად მაღიზიანებდა, ტელევიზორი ჩავრთე, არც შემიხედავს რა გადაცემა გადიოდა. ეს ისე, რომ უბრალოდ თავი მარტოდ არ მეგრძნო. ჯინსები და უბრალო ზედა გადავიცვი. დღევანდელ დღეს მაინც არ მინდოდა საკუბოოდ გამზადებული, შარვალ-კოსტუმით მივსულიყავი ბოსების დილერებთან.

ხელზე საათს ვიკეთებდი, როდესაც კარებზე კაკუნი შემომესმა. როგორც წესი, სახლში არ მაკითხავდნენ ხოლმე კლიენტები, მაგრამ თუ ლომკაში ჩავარდნილებს კბილების დაძვრობამდე ჰქონდათ ხოლმე საქმე, არც ამას ერიდებოდნენ.

- რაფო?

გამიკვირდა ძმაკაცის დანახვა. მისგან თითქმის ორ კვირაზე მეტი არ მსმენია.

- გცალია?

- მოდი, შემოდი. უბრალოდ მალე გავდივარ. სად დაიკარგე?!

ღიმილით გადავეხვიე ძმაკაცს და მეგობრულად როგორც ყყოველთვის, მხარზე ხელი რამდენჯერმე დავარტყით ერთმანეთს. დივანზე ჩამოჯდა და აქეთ-იქეთ მიმოიხედა. ქალის, ამ შემთხვევაში კი ნატალიას ტანსაცმელზე გაუშტერდა თვალი, რომელიც საშრობზე იყო გადაფენილი.

- ხო, ეს ნატალიასია. ვერაფრით ვერ მოვახერხე შენთვის გამეცნო. თან ამდენი ხანი სად დაიკარგე?!

ვუსაყვედურე მონატრებულ ძმაკას. სიგარეტი ტუჩებშორის მოვიქციე და ერთი ღერი მასაც გავუწოდე. ზედმეტად ჩუმი იყო რაფაელის კვალობაზე, რაც არ მესიამოვნა. წარბები შევატყუპე და წინ ჩამოვუჯექი. იმედი მქონდა, ისევ თავისი გულის სწორის გამო არ იყო ცალმხრივი სიყვარულით გაწამებული.

- ერთად ცხოვრობთ უკვე?

- ასე გამოვიდა. - ხელები გავშალე ღიმილით და მეც ყინულისთვალებს ტანსაცმელს შევხედე.

- გადარბენებზე ვიყავი, მუშაობა დავიწყე და ქალაქ გარეთ მიწევდა ხოლმე გასვლა.- თვალები ცალი ხელით მოიზილა და ნაპასი დაარტყა.

- რა კარგი ამბავი მითხარი!

- ხო, მგონი დრო არის საკუთარი თავი ვარჩინო. ბოლო ბოლო 30 წლის მარტოხელა კაცი ვარ.

სევდიანად გამიღიმა და გადააფერფლა.

- ისევ იმ გოგოს მისტირი?

- სხვანაირად, როგორ? რადგან შეყვარებული ხარ, უკვე გეცოდინება როგორც ხდება. შენ არ ირჩევ ვინ გიყვარდეს და ვინ არა.

ღრმად ამოვისუნთე და კარგად დავაკვირდი. თვალები არანორმალურად უელავდა. წარბი კი ისევ ისე უთამაშებდა, როგორც უწინ როდესაც მისთვის მტკივნეულ თემას ეხებოდნენ ხოლმე.

მახსოვს,იმ ღამეს თავსხმა წვიმა იყო მთელს თბილისში. მთელი სამაუწყებლო გადაცემაები სტიქიური უბედურებების და კატასტროფების შესახებ საუბრობდნენ. ამისგან მობეზრებულმა ტელევიზორი გავთიშე. ფარდები ყველა ფანჯარასთან ჩამოვაფარე. თითქოს, ცოტახნით მაინც დავივიწებდი იმ ამბავს, რაც გარეთ ხდებოდა და ხმადაბალზე ჩავრთე რომელიღაც ფილმი ჩემს პროჟექტორზე. კარზე ბრახუნი ჭექა-ქუხილივით გაისმა. ალბათ, პატარა სახლი რომ არ მქონოდა, ასეც ვიფიქრებდი. დაბღვერილი წამოვდექი , კარებთან ზლაზვნით მივედი და გავხსენი. თავი რომელიღაც მძაფრ-სიუჟეტიან ფილმში მეგონა. ჩემს წინ კაცი იდგა, ცალი ხელით ზღურბლს მიყრდნობილი და თავჩაქინდრული. წვიმით გაჟღენთილი თმიდან წვეთები სწრაფსწრაფად ჩამოსდიოდა. თვითონაც, არანაკლებ სველი იყო. თავი რომ ასწია, მაშინღა მეცნო სახეზე, ჩემი ერთერთი კლიენტი იყო. თუმცა, სახელს ვერაფრით ვიხსენებდი.

- რამით დაგეხმარო?- ხელი მისკენ გავიშვირე.მაშინვე გველნაკბენივით დაიხია უკან.

- მიცანი?

- მგონი ჩემი კლიენტი ხარ, არა?

ორივე ხელით კისრამდე დასველებული თმა უკან გადაიწია და თვალი გამისწორა.

- რაფაელ...- ისე აღმომხდა, ვერც მეთვითონ გავიაზრე. რათქმაუნდა, უკვე კარგად ვიცნობდი ჩემი ოფისის ხშირ სტუმარს. - რომელი საათია კი მაგრამ?!

- მაგრად მკíდია საათი..- ხელი ჩაიქნია და სახლში შემომეჭრა. ვერ ვხვდებოდი ნასვამი იყო თუ უკვე კაიფში. საშინლად გამოიყურებოდა. მივეშველე და ხელი მოვკიდე, რომ არ წაქცეულიყო. იქვე წამოვაჯინე და ოთახიდან პირახოცი გამოვუტანე. სანამ თმას იმშრალებდა გაზზე წყალი დავდგი და ცხელი შოკოლადიც გავაკეთე. როგორც წესი, ეს კაიფიდან აფხიზლებდა ხალხს.

- გაქვს?

მკითხა ცოტა ხნის შემდეგ და განადგურებული მზერით თვალებში შემომხედა.

- რაზე მეუბნები?

- რაზეც ყოველთვის, დამიანე. მომეცი!- ჯიბიდან ქაღალდის ფულის შეკვრა ამოიღო და მაგიდზე მიმოფანტა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. რაც არ უნდა ყოფილიყო, აშკარად ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა, რადგან არცერთი კლიენტი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. ასეთი განადგურებული და უსისცოცხლო. ახსნა განმარტებების გარეშე მოვიცვი საწვიმარი ქურთუკი და სარდაფში ჩავირბინე, დოზას ხელი დავავლე და მალევე დავბრუნდი. უცვლელად იჯდა დივანზე და ცხელ შოკოლადს წრუპავდა. კანკალებდა. ეს არ იყო კაიფის სიმპტომები..

- ფხიზელი ხარ, არა?

მაგიდაზე ნელა დავუდე შეკვრა და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.

- გააჩნია, რომელ სიფხიზლეზე მელაპარაკები. ჩემი სული იხრჩობა დამიანე, ამ თეთრმა უბედურებამ დამახრჩო და ჩემი ნახევარი უკვე გააქრო. იქნებ ბოლომდე გავქრე.- თავისთვის ჩაილაპარაკა და ვერც გავაანალიზე ისე წრაფად შეიყნოსა კოკაინი. შემდეგ ცხელი შოკოლადი დააყოლა და სახე დამანჭა. თითქოს ექიმის გამოწერილ წამალს სვავდაო. მთელი ღამე ასე გავათენეთ, ხმას არცერთი არ ვიღებდით. რამეს რომ ვკითხავდი, მაშინვე ვნანობდი ისეთ პასუხს მიბრუნებდა. ცხოვრებაზე ზედმეტად ჰქონდა გული აცრუებული რის მიზეზსაც არაფრით ამხელდა. რომ მოდღევდა, მხოლოდ მაშინ დავტოვეთ ჩვენ ჩვენი ადგილები. კარისკენ ნელა მიიწია,მადლობა თავჩახრილმა გადამმიხადა. ისიც ისე, თითქოს ამის თქმას ვინმე აძალებსო და სახლი დატოვა. გზაში მივაწიე, თუ რაიმე დაჭირდეს დაგეხმარები, და წამალს არ ვგულისხმობ მხოლოდ მეთქი. ჩემთვის ზედაც არ შემოუხევს, ისე მომაწია მხოლოდ ერთი სიტყვა და რამდენიმე თვით ჩემი ცხოვრბიდან გაუჩინარდა:

- ვანებებ.


ელიზაბეტი:


- ნიკუშ სად მივდივართ?- მოუთმენელი ბავშვივით შევდექი ერთ ადგილას და ხელები გადავაჯვარედინე. უკვე ალბათ ორი წუთი დამატარებდა აქეთ-იქეთ პოლიციის შენობაში და ხან რას მიედებოდა, ხან რას. საშინლად აფორიაქებული იყო, ვატყობდი. ალმაცერად გადმომხედა, თითქოს ხმის ამოღების უფლებაც არ მქონდა და თავით რომელიღც ოთახსკენ მანიშნა. როგორც შევატყე, ეს მისი პირადი კაბინეტი იყო. რამხელა დამსახურება ჰქონია ამ შენობაში თურმე?! გარშემო მიმოვიხედე, ყველაფერი უბრალოზე უბრალოდ იყო მოწყბილი და რაღათქმაუნდა დიდი საწერი მაგიდა, კომპიუტერი და უამრავი საქაღალდე. კომპიუტერის გვერდით ჩარჩოში ჩასმულ ორ ფოტოს მივაჩერდი. პირველზე აბესაძე იყო, თავის კოლეგებთან ერთად როგორც ვხვდებოდი. მეორე ფოტოზე კი, ალბათ 14 წელზე მეტის არ იქნებოდა. თავის ტოლა ბიჭისთვის ხელი ჰქონდა გადახვეული. ორივე იცინოდნენ. მეორეს კარგად დავაკვირდი და მხოლოდ მაშინღა მივხვდი რომ დამიანე იყო.

- ეს დამიანეა?

ღიმილით ვკითხე და ხელი ფოტოსურათისკენ გავიშვირე. კითხვა დამიიგნორა და უჯრიდან რაღაც ქაღალდები ამოიღო. იმდენად სიძლიერით დაახეთქა უწონო ფურცლები მაგიდაზე, ცოტაც და შევხტებოდი. ხელები ერთმანეთში ახლართა და მაგიდას დაეყრდნო. მხრებით ჩემსკენ გადმოიწია, წარბები ამიწია და როგორც იქნა ხმა ამოიღო:

- რამის თქმა ხომ არ გინდა ჩემთვის?

- რა? ხომ გითხარი, რაფაელის შესახებ ხმაც არ ამოუღია დამიანეს.

მის თვალებში აალებულმა ცეცხმა უფრო იმატა და მეტად დამიჭყიტა.

- დამიანეზე არ ვსაუბრობ, უფრო სწორად... სწორედაც რომ მასზე. ბოლოჯერ გეკითხები რომ მშვიდობით მოვგვარდეთ და შემდეგ უკვე მე ვიცი. რამის თქმა ხომ არ გინდა ჩემთვის?

ნერწყვი გადავყლაპე, მაგრამ ვიგრძენი ყელში როგორ გამეჭედა. დაძაბულობისგან ისიც ვიფიქრე ახლა სასულეში გადამცდება და ხველას ავტეხ თქო. მაგრამ გადავრჩი. უამრავი აზრი მომივიდა თავში, თუ რის თქმას მთხოვდა ნიკუშა. პოლიციელს, ჩემი ორმაგი სწავლიდან გამომდინარე, ბევრის გაგება შეეძლო. მით უმეტეს, რომ ის უბრალო პოლიციელი კი არა უკვე წოდებ მიღებული პოლკოვნიკი იყო. ახლა ვაანალიზებდი, რა საზიზღარი და ტყულებით გატენილი ცხოვრება მქონდა. ნიკუშასთან უკვე კარგად ვთანამშრომლობდი. ჩემი პირველი აღიარების შემდეგ რამდენჯერმე შევხვდით და გემგებიც კი დავსახეთ როგორ გამოგვეჭირა რაფაელი რაიმეში, რომ მის წინააღმდეგ სარჩელი აღეძრა, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩავფლავდით. თითქოს უკვე მენდობოდა, მაგრამ დამიანეზე ყოველთვის მაფრთხილებდა, უფრო სწორად, პირველივე აღიარებისას გამაფრთხილა, მის წინააღმდეგ თუ წავიდოდი რასაც იზამდა. ვერც გავამტყუნებდი, ალბათ დაქალ-ძმაკაცის მნიშვნელობა ჩეთვის ნათელი რომ ყოფილიყო, მეც თავს გავწირავდი მათთვის. იმდენად უბედური ვიყავი, ოჯახიც კი არ მქონდა რომ რაიმე კავშირი გამება. მხოლოდ დამიანე და საკუთარი თავი მყავდა, ან ისიც აღარ.

ძალა მოვიკრიბე და თვალებში შევხედე.

- არაფერი მაქვს სათქმელი.

რამდენიმე წამით გაშეშებული მიყურებდა თვალებში, შემდეგ მზერა ამარიდა და თავის ქნევით ისე მიეყრდნო საზურგეს შუბლზე ეწერა ასეც ვიცოდიო. ფურცლებს სწვდა. ჩაახველა და ხმა ჩაიწმინდა.

- ძალიან ხშირად გიყვარს პოლიციის შენობებში სიარული, ხო? კეთილმსურველი ხარ ჩვენი ქვეყნისთვის. ¨წინ გაბრწყინებისთვის საქართველოვ¨

- რა გჭირს, ნიკუშა?!

- მე კი არა, შენ რა ჯანდაბა გჭირს?!

ისე დაიღრიალა, ახლა მართლა შევხტი. ქაღალდები ცხვირწინ დამილაგა და საჩვენებელი თითი რადენჯერმე დაარტყა, რომ წამეკითხა. მზერა ამარიდა და ფანჯარაში წამიერად გაიხედა. ხელის კანკალით ვწვდი ფურცლებს. წარმოდენაც არ მქონდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ფურცლებზე ისეთი, რამაც აბესაძე ასე გააცოფა.

- მე გაგაფრთხილე, გაფრთხილებდი...

მისი ლუღლუღი ბუნდოვნად ჩამესმა ყურებში, როდესაც კითხვა დავიწყე. წინა წლის შემოდგომის საბუთები იყო. ერთი წის წინანდელ საბუთებს რატომ მაჩვენებდა? თავს შენელებულ რობოტად ვგრძნობდი, უკვე ალბათ მესამე წუთი იყო ეს ქაღალდები ხელში მეჭირა, მე კი მხოლოდ თარიღის და სათაურის წაკითხვა შევძელი. ხელები ამიკანკალდა, როდესაც ჩემს სახელს და გვარს მოვკარი თვალი. უფრო სწორად ´ნატალია მეტრეველს´. ჩემი ჩვენება იყო, დამიანეს მისამართზე მიცემული. თვალები ერთ ადგილზე გამიშეშდა. ვეღარ ვსუნთქავდი. ჰაერი საერთოდ გაქრა. მგონი იმ კლაუსტროფობიის შეტევა მეწყებოდა, რომელიც არასდროს მქონია. მე გარკვევით მქონდა ნათქვამი, რომ ჩვენების მიცემიდან 4 თვეში უნდა მიეღო დამიანეს მარაგი. ასეც მოხდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად პოლიცია არ გამოჩნდა. ვიფიქრე, ქართული პოლიცია იმდენად გულმავიწყია, ესეც მორიგ დროის ფუჭად ხარჯვად ჩათვალეს და არქივში გადადესთქო. შევცვდი.

მეორე ფურცელზე გარკვევით იყო ჩვენება კვლავ მიცემული, თარიღის გადაწევის შესახებ, რომელიც დღევანდელ თარიღს უჩვენებდა შუაღამეს, ანუ 12 საათს. ეს აფსურდი იყო, მე მეორედ არ მივსულვარ ჩვენების მისაცემად. ვიღაცამ ჩვენება შეცვალა, მაგრამ აქ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სახელი ეწერა.

- ახლა, ალბათ მეტყვი საქართველოში უამრავი ნატალია მეტრეველიაო.

ფურცლები კანკალით, ძალიან ნელა დავაწყვე მაგიდაზე. თავჩახრილი ვიჯექი და საკუთარ სუნთქვას ვუსმენდი. ჰაერს რომელიც ფილტვებში მიტრიალებდა, ვერ ვგრძნობდი. ასე მეგონა მიწა გამომაცალეს და შიგნით ჩამმარხესო. დანარჩენს კი თავზე მაყრიდნენ და ცოცხლად მმარხავდნენ.

- ძალიან ბევრია, ნათია მეტრეველი, ნატა მეტრეველი, ნატალი მეტრეველი. მაგრამ ნატალია მეტრეველი? თანაც ის ვინც ჩემს დამიანეს იცნობს? მხოლოდ ერთი!

დაიღრიალა და ფეხზე წამოხტა. ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო და გააფთრებული დამცქეროდა. თავის დასაცავად არაფერი მაფიქრდებოდა. მხოლოდ დამიანეს ვხედავდი, როგორ მიღიმოდა და გული მიჩქარდებოდა.თვალებში აცრემლებულმა შევხედე.

- ოღონდაც ახლა ნიანგის ცრემლებით შოუმენობა არ დაიწყო და არ მთხოვო, დამიანეს არ უთხრაო.

- არ უთხრა...- თავჩახრილმა ამოვილაპარაკე- გთხოვ.

ბოლო სიტყვა უკვე ისე დავიჩურჩულე, მეც ძლივს გავიგონე და მითუმეტეს ვხვდებოდი რომ ნიკუშა საერთოდაც ვერ გაიგებდა, იმდენად გაცეცხლებული იყო ოთახში ბოლთას ხმამაღლა, მძიმე ნაბიჯებით სცემდა. ხან თავს მოიქექადა, ხან დოინჯს შემოირტყავდა.

- რა დაგიშავა ჰა?! მიპასუხე რა დაგიშავა ასეთი დამიანემ?!

ისე ყვიროდა, ალბათ მთელს შენობას ესმოდა. ეს ნაკლებად მანაღვლებდა. ალბათ მასაც.

- არაფერი.

- არაფერი?! რა არაფერი გოგო, ხმას საერთოდ როგორ იღებ?! ძალიან კარგად გცოდნია დამიანეს საქმიანობის შესახებ ყველაფერი. იმდენად დეტალურადაც კი, რომ მისი დასმენა და ციხეში ჩასმა გადაწყვიტე, არა?! იცი რამდენს მიუსჯიან? 30დან 40 წლამდე, როგორც მინიმუმ. მაგრამ გეცოდინება, შენ ხომ ´ჭკვიანი გოგო´ხარ. ეს სამუდამოს უდრის. აქ ისტერიკები მოაწყვე, დამიანე მიყვარს და რავქნაო. ესაა ხო შენი სიყვარული?! მგონი თავში რაღაც კარგად ვერ გაქვს! ხომ ვეუბნებოდი დამიანეს, არ გინდა ეგ გოგო, არ გინდა, არ მომწონს მეთქი და აჰა! როდის ვიყავი დამიანესთვი მტყუანი? ღმერთო ამიხსენი როდის!- ხელები ჰაერში ასწია და სახე კიდევ ერთხელ მოისრისა. უკვე ნელნელა ხმა ეხლიჩებოდა იმდენად ღრიალებდა. სავარძელს მიმხმარი, კვლავ ვერ ვინძრედი. სრულიად გავიყინე. თავი გვამი მეგონა, რომელიც უბრალოდ სუნთქავდა. ვერ ვაზროვნებდი, იმის ძალაც კი არ შემწევდა, რომ დასაშვებ ვარიანტებზე მეფიქრა რა მოხდებოდა მომავალში..- შეუყვარდა ბიჭს, ცხოვრებაში პირველად შეუყვარდა და ისე გივლიდა ნატალია, შენ წარმოდგენაც არ გაქვს! შენზე ისე ლაარაკობდა მის თვალებში იმ ბედნიერებას ვხედავდი, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დამინახავს! მის გამო მიგიღე და შეგეგუე.და შენ.. შენ რა გაუკეთე?! მადლობა თქვი, რომ გოგო ხარ, თორემ ალბათ მაგარს დაგარტყამდი!

- დამარტყი, თუ ეს დაგამშვიდებს.

- ბატონო?!

უარესად აიფოფრა ნიკუშა და ახლა ძალიან ახლოს მოიწია ჩემთან. მის სუნთქვას თავზე ვგრნობდი და გაყინული, უარესად ვიყინებოდი.

-ან ის კონცერტები რა იყო ზურიზე? ახლა ისიც აღარ ვიცი, რაფაელზე სიმართლე თქვი თუ ეგეც დამიანეს ცხოვრების დანგრევის ერთერთი ნაწილი იყო!

- სიმართლეა, გეფიცები. ყველაზე წმინდას გეფიცები, რაფაელზე რაც გითხარი, თითო სიტყვა სიმართლეა!

ხმა ამიკანკალდა და რამდენიმე ცრემლიც გადმომვარდა. მაშინვე მოვიშორე და ცხვირით ჰაერი ღრმად შევისუნთქე. ამაოდ, ახლაც ვერ ვიგრძენი.

- და შენთვის რა არის ყველაზე წმინდა? ასეთი რამ საერთოდ გაგაჩნია?!

- დამიანე. დამიანეა ჩემთვის ყველაზე წმინდა!

არ დავაკელი და ყვირილში ავყევი.

- ხმას ნუ იღებ გოგო, სანამ ჯერ კიდევ სუნთქავ და შუაზე არ გადამიხსნიხარ!

ძალღონე მოვიკრიბე და ფეხზე ავდექი. რამდენიმე ნაბიჯი იმ ბავშვივით გადავდგი, რომელიც ახლა სწავლობს სიარულს და შიში აქვს, ზედმეტად თუ აჩქარდა დაეცმაო.

- ანგელოზი ნატალია... ყველაზე კარგი გულის პატრონი ნატალია... მითხარი! დამიანეს რა გავუკეთო ამის შემდეგ?! რა ვუთხრა, მატყუარასთან ერთად იყავი თითქმის ერთი წელი მეთქი?! პრინციპში, სხვა არც არაფრის მოლოდინი არ უნდა მქონოდა. თავიდანვე 'სტრანნად' მეჩვენა, პირველივე დღეს შენი ფეხების გაშლა!

ვხვდებოდი, როგორ მამცირებდა სიტყვიერად. ვგრძნობდი რაღაც სახეში ისე ძლიერ მილაწუნებდა, მთელი კანი მეწვოდა. ცრემლები მომდიოდა თუ არა, არ ვიცი, ვერ ვგრძობდი. უკვე შერცხვენილი ვიყავი. მე აღარაფერი მიშველიდა. კარებს თვალები მშველელივით გავუსწორე და რამდენიმე ნაბიჯი ისევ ახლად ფეხადგმულივით გადავგდი.

- აზრი აღარ აქვს.. ყველაფერი დამთავრდა. - თვალებში ბოლოჯერ შევხედე და ამოვისლუკუნე. თავჩახრილი გავტრიალდი. მაგრამ მისმა სიტყვებმა შემაკავეს. თითქოს, არ ელოდა ჩემს ასე დანებაბსო. მეტს ელოდა, ალბათ. ისევ პანიკების ატეხვას, ცრემლების ღვრას და ვედრებას. ეს იმაზე უნამუსო საქციელი იქნებოდა, რაც აქამდე ჩამიდენია. მისთვის ყველაზე ახლო ადამიანისთვის როგორ მეთხოვა ხელი დამაფარეთქო?! ეს ხომ ტანჯვა იქნებოდა?! შებრუნებისთვის ძალა არ შემწევდა, ერთ ადგილას გავხევდი და დაველოდე, მთლიანად როდის მეტყოდა სათქმელს და ყველაფერი დასრულდებოდა.

- სადღაც გაქრა, შენი ენამახვილობა და მკაცრი ხასიათი. შენ ის ნატალია აღარ ხარ, ვინც საათების, დღეების და თვეების წინ იყავი. ჩემმა მხილებამ სრულიად შეგცვალა!
სწრაფად მომმიარა გვერდი და წინ დამიდგა. მაინც ვერ ვახერხებდი, თავის აწევას და მისთვის თვალებში შეხედვას.

- ზედმეტად მიყვარს დამიანე. მგონი საკუთარ თავზე მეტადაც კი, რომ ამ მარაზმისთვის გავიმეტო. ახლა, ისე მოიქცევი როგორც მე გეტყვი. - თავი მსუბუქად დავუქნიე, მაგრამ მთელი ძალის ფასად დამიჯდა ეს პატარა ქმედება. მაშინვე თავბრუსხევა ვიგრძენი. რამდენიმე წამიანი პაუზა თვითონაც გააკეთა და განაგრძო. - არ მაინტერესებს და ამიტომ არ გთხოვ ახსნა-განმარტებას. შენნაირი სამარცხვინო ქალისგან არაფრის მოსმენა არ მინდა. ეს ერთი. ახლა მეორე, მე ვერ დავუშვებ დამიანეს ამხელა იმედგცრუება პირველმა სიყვარულმა და საყვარელმა ქალმა მიაყენოს. და მესამე, დამიანეს ცხოვრებიდან გაქრები, ყველანაირ მიზეზ-საბუთის გარეშე, თორემ ალბათ უკვე ხვდები, რომ აზრი არაქვს წინააღმდეგობის გაწევას.

თავი კიდევ ერთხელ, თავბრუსხვევით დავაქნიე. ისევ მეწვოდა ყველაფერი, შიგნეულობებიც. გული მეწვოდა და მტკიოდა. თითქოს ნაჯახით დამიჩეხესო. რასაც დასთეს, იმას მოიმკიო... ესეც ასე. მოვიმკე, ზუსტად ის რაც დავთესე. აბა რას ველოდი, მართლა ცოლად მომიყვანდა? მართლა წარსულში დარჩებოდა ეს ყველაფერი?! ორი ადამიანი მეზიზღებოდა ამ სამყაროშო. საკუთარი თავი და რაფაელი, რომელმაც ამ ყველაფერში ისე გამრია, რომ ჩემთვის აზრიც არ უკითხავს.წარსულის გახსენება ახალ ჭრილობებზე მარილის მოყრასავით იყო..

- ნიკა... რაც შეგიძლია ყველაფერი გააკეთე დამიანესთვის.ის არ უნდა დაიჭირონ.-კიდევ ერთხელ მოვიკრიბე ძალა და ნერწყვი გადავყლაპე, რომ ოდნავ ყელი ჩამეწმინდა.- მე წავალ.

ისე დავტოვე ოთახი, რომ მის პასუხს არ დავლოდებივარ, მაგრამ მაინც მოვკარი თვალი მის გაოგნებულ ბრაზიან სახეს. გაკვირვებული იყო ჩემი სიტყვებისგან . ალბათ ისევ თხოვნას და ვედრებას ელოდა. მაგრამ თვითონაც კარგად ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს აზრი აღარ ჰქონდა და ყველაფერი დამთავრდა.



№1  offline წევრი LI_BE

ეს აბესაძე, შეიძლება ძალიან კარგი მეგობარია, მაგრამ მაგარი შტერი პოლიციელი ყოფილა....

 


ვაიმეე დამიანე მეციდება მართლა იმედია ვერ დაიჭერენ და სიმართლეს გაიგებენ ნატალიაზე

 


№3  offline მოდერი Moonlight17

ეჰ, ჩვენი ნიკუშა კიდევ კარგადაა ამათ ხელში.
LI_BE
ეს აბესაძე, შეიძლება ძალიან კარგი მეგობარია, მაგრამ მაგარი შტერი პოლიციელი ყოფილა....


მე კიდევ,როგორც ავტორს ჯერ კიდევ ვერ გადმიწყვიტავს რომელი უფრო ცოდოა
თამო ლელუაშვილი
ვაიმეე დამიანე მეციდება მართლა იმედია ვერ დაიჭერენ და სიმართლეს გაიგებენ ნატალიაზე

 


№4  offline წევრი elene2619

ვერ გავექცევით რეალობას რომ ნატალიაც და დამიანეც ორივე მსხვერპლია რაფაელის...
შეიძლება ნატალიას მონაწილედ თვლიდეს ვინმე მაგრამ დარწმუნებული ვარ ექნება რამე მიზეზი რაფოსთან იძულებით ცხოვრებისა, იძულებით სექსისა და იძულებით შესრულებული დავალებებისა.. (უბრალოდ შეუძლებელია ადამიანი ამდენ რამეს აკეთებდეს იძულებით და ქმედება ნებაყოფლობითად ჩაითვალოს )
ნიკოლოზი კი სასწაული მეგობარია რომელიც მის ძმაკაცზე ნერვიულობს და ისედაც ნაკლებად სასურველი "სარძლო" ნატალიაზე კომპრომატის მოპოვების შემდეგ ჩათვალა რომ უმჯობესია დაშორდეს დამიანეს... ( რამდენად სწორია ამის დამიანესთვის დამალვა და მისი ცხოვრებიდან ნატალიას გაგდება ასე ნიკოლოზის სურვილით ეს საკითხავია მაგრამ ამას რომ ბოროტულად არ აკეთებს ეს ცხადე უცხადესია.)
რაც შეეხება ჩემ საყვარელ დამიანეს ციხისთვის ნამდვილად არ მემეტება მაგრამ ყველა დანაშაულს თავისი წილი პასუხი ყოველთვის მოეთხოვება შეიძლება არა იმ სიმძიმის რაც ნიკოლოზმა თვა მაგრამ პაქტია რო სუფთა "პროფესია" ნამდვილად არ აქვს ...
სასწაულად რომ მომწონს ეს ისტორია და შენი შექმნილი გმირები ხომ ცხადია <3
მოუთმენლად გელოდები heart_eyes
სასწაული გოგო ხარ heart_eyes

 


№5  offline მოდერი Moonlight17

მადლობა ჩემო გოგო, როგორ მახარებს ხოლმე შენი დანახვა შენ არ იცი <3 ვერცერთ სიტყვაში ვერ გედავები, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ისტორიის გმირები მხოლოდ იმას აკეთებენ რაც მათ მიაჩნიათ სწორად, ასე ფიქრობენ და ასე ცხოვრობენ. და კიდევ ერთი სიცხადე, ისე ხომ არავინაა უცოდველი და ამ ისტორიაში ალბათ სადმე რომელიმე ჩიტს თუ ვახსენებ ან ცხოველს, არც ის იქნება უცოდველი :დ
elene2619
ვერ გავექცევით რეალობას რომ ნატალიაც და დამიანეც ორივე მსხვერპლია რაფაელის...
შეიძლება ნატალიას მონაწილედ თვლიდეს ვინმე მაგრამ დარწმუნებული ვარ ექნება რამე მიზეზი რაფოსთან იძულებით ცხოვრებისა, იძულებით სექსისა და იძულებით შესრულებული დავალებებისა.. (უბრალოდ შეუძლებელია ადამიანი ამდენ რამეს აკეთებდეს იძულებით და ქმედება ნებაყოფლობითად ჩაითვალოს )
ნიკოლოზი კი სასწაული მეგობარია რომელიც მის ძმაკაცზე ნერვიულობს და ისედაც ნაკლებად სასურველი "სარძლო" ნატალიაზე კომპრომატის მოპოვების შემდეგ ჩათვალა რომ უმჯობესია დაშორდეს დამიანეს... ( რამდენად სწორია ამის დამიანესთვის დამალვა და მისი ცხოვრებიდან ნატალიას გაგდება ასე ნიკოლოზის სურვილით ეს საკითხავია მაგრამ ამას რომ ბოროტულად არ აკეთებს ეს ცხადე უცხადესია.)
რაც შეეხება ჩემ საყვარელ დამიანეს ციხისთვის ნამდვილად არ მემეტება მაგრამ ყველა დანაშაულს თავისი წილი პასუხი ყოველთვის მოეთხოვება შეიძლება არა იმ სიმძიმის რაც ნიკოლოზმა თვა მაგრამ პაქტია რო სუფთა "პროფესია" ნამდვილად არ აქვს ...
სასწაულად რომ მომწონს ეს ისტორია და შენი შექმნილი გმირები ხომ ცხადია <3
მოუთმენლად გელოდები heart_eyes
სასწაული გოგო ხარ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent