შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - მეტრო (7)


31-03-2019, 20:41
ავტორი ერკე
ნანახია 1 214

-ნაძირალა! - იღრიალა მუზეუმში დაბრუნებისთანავე და მის კაბინეტს მიაშურა. სწორედ, რომ საშიშ გარემოებაში მოექცა მისი სხეულიც და უკუნ რეაქციებს მოჰყვა ყოველი შემდეგი მისი სვლა. - გამოდი გარეთ, თორემ ამ კარებს ჩამოვიღებ და შენც ქვეშ მოგაყოლებ! - უკვე მის კართან მდგომი შუშაზე კაკუნით კი არა ბრაგუნით აუწყებდა ყველას დაბრუნებას, მაგრამ ეს შეტყობინება მისი თვითმარქვია მამისათვის იყო.
ემოციებს ვერ აკონტროლებდა, როცა რასტი უფროსი გვერდზე კაბინეტიდან გამოვიდა და მშვიდად იკითხა: - რა მოხდა? ხომ გითხარი, ეს არ გაგეკეთებინა...
-არ მაინტერესებს რა მითხარი შენ... - გუნება წაშლილი და სახეზე ნაღველ ავსებული თვითმარქვიას მაისურში ხელი მოჰკიდა და კედელთან მიაყენა. კბილები ისე უკაწკაწებდა რასტის, რომელიღაც საშინელებათა ფილმის მთავარი გმირი, ვამპირი ან მაქცია თუ გეგონებოდათ იმ წამს, თვალებიც ისე უელავდა მრისხანებისგან როგორც არასდროს და ტკივილის დაოკებას არც ცდილობდა. - რა უქენი ჩემს ოჯახს? - დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ მისი ინტონაცია უფრო მეტ სიველურეს და სიუხეშეს გამოხატავდა, ვიდრე წინათ ნათქვამი გამოსდიოდა. - გულს მირევ! უკვე შენი დანახვაც მაფორიაქებს!
-მოიცა, შვილო... გთხოვ,
-შვილოს ნუ მეძახი! როდის აქეთ გახსოვდი თუნდაც ბავშვობაში, როდის მოგისმენია ჩემთვის? ერთეული ეპიზოდები თუ შეიძლება გამოირჩეს ჩემი ბავშვობიდან და ისიც ან მთვრალი იყავი, ან მისავათებული და სხვა გზა არც გქონდა, რომ ჩემთვის მოგესმინა. ახლა მისმენ?
-კი, გისმენ რასტი. - აფორიაქება დასტყობოდა მამაკაცის მშვიდ და გაწონასწორებულ სახეს. აფორიაქება, რომელიც კარგა ხანი მის სახეს არც ახსოვდა. - გალაქტიკათშორის მცველი გისმენს ჩემო უდიდებულესობავ, რას დამაბარებთ, რომ...
-რა? შენ... - ხმა ჩაუწყდა უეცრად ბიჭს. სიტყვების მოზღვავებული რეაქციები ჩაშენებოდა ხორხში, თუმცა ხმას ვერ გამოსცემდა და არ შეეძლო რაიმეს თქმა. - ჩემს აზრებსაც კითხულობ?
-დიახ... კი არა, არა... დამიჯერე, მამაშენი ვარ შვილო და ყველაფერს მოგიყვ...
-შვილოს ნუ მეძახი. - კრაჭუნით გამოსცრა კვლავ და გაღიზიანებულმა თვალები დახუჭა, თითქოს ასე ვერაფერს გაიგებდა, როგორც ბავშვობაში. ფიქრობდა, თუ თვალებს დახუჭავდა სმენაც დაეხშობოდა და ვერსაიდან ვერავითარი ხმა მის ყურს ვერ მისწვდებოდა, ვერც გალაქტიკებიდან და გალაქტიკათშორის ურთიერთობის მენეჯერსაც კი ვერ შეეძლებოდა მას ჩასწვდომოდა, ახლაც ბავშვობის მოგონებებთან ერთად ამოუტივტივდა ის რეაქციები, რომელსაც იწვევდა მამის შემზარავი ხმა და თვალები გამეტებით დახუჭა.
-კარგი, სახელით მოგმართავ, ოღონდ გთხოვ, მომაყოლე და ყველაფერს აგიხსნი თუ საიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების ნგრევა და როგორ შევძელი აქ თავის გადარჩენა. ყველაფერს მოგიყვები ჩემო... - შეჩერდა და დაფიქრდა. - რასტი.
-ოუქეი. - ახორხლილი შიმპანზესავით სუნთქავდა და დამშვიდება არ გამოსდიოდა, თუმცა ხელი გაუშვა მის წინ უსუსურად მდგომ კაცს, რომელიც მამობას უმტკიცებდა და რაციონალურად ხსნიდა მიზეზს თუ რატომ მოხდა, რომ როდესაც ცამეტი წლის იყო უკვალოდ გაქრა, მისი ასავალ-დასავალი არც მის ოჯახმა და მშობლებმა იცოდნენ და არც არავინ დედამიწის ზურგზე. თითქოს მიწამ ჩაყლაპა, ან ცამ აიტაცა ჰაერში, მაგრამ სიმართლის მოსასმენად მოემზადა, თუმცა დარწმუნებული არ იყო რომ ამ ადამიანის ნდობა საბოლოოდ შეიძლებოდა. - მაგრამ თუ ერთ უზუსტობას მაინც შევამჩნევ შენ მონაყოლში, ან რამეს ვიეჭვებ... - მძიმედ ჩაისუნთქა. - მაშინვე ტვინს გაგასხმევინებ გპირდები. გამიგე?
-გავიგე. - მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა და თხრობის დასაწყებად მოემზადა. ჯერ რასტის გადაულაპარაკა საკუთარ კაბინეტში შევიდეთო და მან ამგვარად ახსნა: - რაც მომავალში გადმომისროლა მეტრომ, სახელიც შევიცვალე, გარეგნულადაც სრულიად გამოვიცვალე და მთელი თოთხმეტი წელი რასაც მივაღწიე შენც ხედავ. ამიტომ მათთვის მე...
-ხომ, მაგრამ აქ კაბინეტის კარს რასტი ამაშუკელი რომ სწერია, ამას როგორ ახსნი?
-სად ხედავ? - გაონგდა უცნობი მამაკაცი და აფორიაქებულმა გულზე მძიმედ დაიდო ხელი.
-აი აქ... - თითი კაბინეტის კარისკენ გაიშვირა და გაშეშდა. ამჯერად სულ სხვა სახელი და გვარი იყო ამოტვიფრული და თვალს არ უჯერებდა. - გელა სხვითაური? ეს ვინღაა?
-მე ვარ. - ხელები გაშალა მან და თავი დაუკრა ყმაწვილს. - ახლა ასე მქვია.
-მე აქ რასტი ამაშუკელი წავიკითხე. - თვალები დაებინდა რასტის. გული მოულბა და შეშინდა, ეს რა ხათაბალაში გავეხვიეო, რა მინდა ამ აურზაურში ახლა ჩემს ოჯახთან ერთად უნდა ვიყოო, მაგრამ ერთ რამეს დააკვირდა და გაოცდა, ნელ-ნელა ამ უცნობ მამაკაცს უჯერებდა, რადგან უცნობ სამყაროში, სადაც ახლა მოხვდა სხვა გზამკვლევი და გზის მაჩვენებელი არავინ ჰყავდა, უნდა ეღიარებინა ისიც რომ ის ნამდვილად სხვაგან იყო და არა ორი ათას თვრამეტი წლის დეკემბერში.
-აჰა, მესმის, იგივე მეც განვიცადე რაც ჩემი კვლევებისა და სხვადასხვა ლექციების სმენის საფუძველზე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს მომავლის სამყაროში მოხვედრიდან ერთი ან ორი საათის განმავლობაში ხდება, რასაც პოსტტრავმული შეტევა ვუწოდე მომავლის მიერ გამოწვეული. მე სახლში რომ ვბრუნდებოდი ჩემს ბინაზე, გახსოვს სადაც ბავშვობაში ვცხოვრობდით ჩემი სახელი ამოვიკითხე და ამიტომ ვერც კი მივხვდი სად მოვხვდი იმ წამს, მაგრამ უცნობმა მამაკაცმა რომ გამიღო კარები და სახლში ჩემი ცოლი, რომ ვიკითხე ამის გამო ერთი მაგრად რომ მომხვდა მისი მუშტი კარგად მახსოვს. მეორედ უკვე პოლიციასთან ერთად მივედი, ჩემს სახლში ვიღაც უცხო ადამიანი არის და ჩემზე განახორციელა ზეწოლა-მეთქი, მაგრამ მეორედ გავოცდი, როცა რკინის კარზე რკინისვე ამონატვიფრი სრულიად სხვა გვარი წავიკითხე და როცა გავიგე ყველაფერი კანონიერად იყო გაფორმებული, უკვე ოც წელზე მეტი იყო და ბინა მე არ მეკუთვნოდა, რა მრჩებოდა, სასწრაფოდ გავიქეცი.
კედელს მიყრდნობილი ძალზედ ჩუმად საუბრობდა, რომ გვერდით კაბინეტებში სხვას არავის გაეგო მისი ხმა. შემდეგ კი როდესაც სრულიად დამშვიდდა და აუხსნა რასტის ყოველივე, შევიდა კაბინეტში და ხელით მისკენ მიიხმო ბიჭიც. რასტი შეჰყვა, თუმცა ფრთხილად, აქ სადმე ვინმე ხომ არ არის ჩასაფრებული ჩემი გათიშვა რომ სცადოს და ტრეფიკინგის მსხვერპლი გამხადონო, მაგრამ ოთახი ცარიელი იყო, ყველა საჭირო ადგილი დაათვალიერა, კარის მხარეს კედელში ჩამონტაჟებულ პატარა ზომის კომოდშიც შეიხედა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დამალვა და როცა დარწმუნდა, რომ საეჭვო არაფერი იყო, კაბინეტის კარი გადარაზა და მაგიდის მეორე მხარეს, იქ სადაც სტუმრის ადგილი იყო, თბილ და რბილ სავარძელში მოთავსდა. თითქოს ეს ნივთებიც შეცვლილიყო და ის სავარძელიც, სადაც იჯდა გაენახლებინათ, ყველაფერს ახალი ფორმა, ახალი მნიშვნელობა მიეღო და კაბინეტიც სავსებით შეიცვალა. რამდენი საათი დაჰყო ქალბატონ მარიამთან და რამდენი დრო მოანდომა დანარჩენი მეზობლების დაკითხვას? ზუსტად არ იცოდა, მაგრამ ოთხ საათზე მეტი არც დასჭირდებოდა, გზაც ერთი საათი დაბრუნების დრო და უკვე მოსაღამოვებულიყო, მაგრამ ნახევარ დღეში ამ ყველაფრის ცვლილება არც მოესწრებოდა. ადგილი ჰქონდათ შეცვლილი საგნებს, სხვა ფერის შპალერი გაეკრათ, იატაკიც უფრო ახალი და მუქი იყო, ხის პარკეტი გაკრიალებული და ხალიჩა მყვირალა წითელი და უფრო რბილი და ფაფუკი, ვიდრე მანამდე შენიშნა. მხოლოდ ერთი გარემოება არ შეცვლილიყო, მის მარჯვნივ ჩემპიონთა თასი, რაგბში და მას კვლავ ეწერა 2036 წელი, როგორც მამაკაცის მონათხრობიდან გამოდიოდა მისი მომავალში მოხვედრიდან ექვსი წლის შემდეგ და მარცხნივ კი წიგნების თარო, სადაც სამუშაო ანგარიშგებები იყო დათარიღებული. ბოლო ორი ათას ორმოცდაოთხი წლით თარიღდებოდა, რაც მონათხრობის რეალურობას ისახავდა მიზნად, მაგრამ რასტი რის რასტი იყო, რომ ვიღაცის აბსურდული მონაჩმახი ასე უცბად დაეჯერებინა, მაგრამ მზად იყო მოესმინა და ყველაფერი გაეგო მისი პირით. გაიგებდა დაწვრილებით და ასე მიხვდებოდა სიმართლეს ამბობდა მთხრობელი თუ იტყუებოდა. საოცარი ალღო ჰქონდა, ამით მამას ჰგავდა და მარტივად ხვდებოდა როდის ატყუებდნენ.
-თრთოლვა მივლის და ვღელავ. - უცნაური დასაწყისი ჰქონდა თხრობას, მაგრამ ვერაფრით იჯერებდა, რომ მის წინ ახლა მისი ერთერთი ვაჟი იჯდა, რომელმაც იგივე ბედი გაიზიარა რამაც მან. ნუთუ მისი დამსახურებით? ნუთუ გენური კოდის წყალობით? ბევრ რამეს სწავლობდა ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ადგილიც სწორედ იმიტომ არჩია სამუშაოდ, რომ რაღაც კავშირი ჰქონდა მას და დაწესებულებას, რამაც რასტიც სწორედ აქ მოიზიდა და შეახვედრა მას. ეს მისთვის გაუგებარი იყო, მაგრამ ვერაფრით იჯერებდა, რაზეც ოცნებობდა, მის შვილთან ყოფნაზე და მასთან ერთად ბედნიერად ცხოვრებაზე, ნელ-ნელა უხდებოდა. მალე დიდი უცნაური სიმართლისგან განთავისუფლდებოდა, ტვირთისგან რომელიც თოთხმეტი წელი ეწვა კისერზე და ვერავის უმხელდა, გარდა იმ ადამიანისა, ვინც სწორედ მის გულში იჯდა. დატუსაღებული პატიმარივით გამოიყურებოდა, კბილებს ერთმანეთს მაგრად უჭერდა და შეუჩვეველი ჭირისგან გათავისუფლებას ჯერ ვერ ბედავდა. რა თქმა უნდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა რა შედეგი მოჰყვებოდა, რა რეაქცია ექნებოდა მსმენელს და როგორ შეაფასებდა გავლილ წლებს, როგორი თვალით დაინახავდა და საერთოდ თუ შეძლებდა მის პატიებას, მაგრამ ღირდა გარისკვა. მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა, სწორედაც რომ ერთი შანსი და ის უნდა გამოეყენებინა სანამ დრო...
კარზე კაკუნი გაისმა, რასტი დიდი უფრო აღელდა. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და ფიქრი გაუწყდა. - შემოდით. - ხმა შემზარავად უკანკალებდა. რასტიმ შენიშნა და ანერვიულებულმა კარს შეხედა.
დაცვამ შემოიხედა. - გისმენ თამაზ. - უთხრა და თვალი მის შიშნარევ მზერას გააყოლა.
-ბატონო გელა, თქვენთან არიან. სასწრაფო საქმე გვაქვსო გადმომცეს და პარკინგზე დაველოდებითო.
-რა საქმეო ხომ არ უთქვამთ?
-ასე თქვეს მისი მანქანის ნაწილი მოვიტანეთო, რაც ჩემთვის უცნაურად ჟღერდა ბატონო გელა. თქვენ ხომ...
-კარგი, გამოვალ თამაზ. - აღარ დაასრულებინა მამაკაცმა და ფეხზე წამოდგა. თამაზმა დატოვა კაბინეტი და კარიც საგულდაგულოდ დაკეტა, როცა რასტის მიუბრუნდა. - რასტი, შენ აქ უნდა დამელოდო. გახსოვდეს შვი... მაპატიე, გახსოვდეს რომ მე ყოველთვის შენ დაცვას ვცდილობდი და ამის გამოც იყო, რომ ვერ მოვდიოდი შენთან. ეს უნდა გესმოდეს, მომავალი ისეთი ადგილი არ არის, როგორზეც წარმოდგენა გვქონდა და ვოცნებობდით მაშინ. გახსოვს? იგი საკმაოდ საშიში და გაუწონასწორებელი გახდა, რაზეც კაცობრიობა ვერც იფიქრებდა. მენდე, ყველაფერს მე მოვაგვარებ და იცოდე, რომ მიყვარხარ. - ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი.
-რის თქმა უნდოდა თამაზს? თქვენ ხომ რა? - წამოდგა რასტიც და თვალებში შეხედა გელას.
-არაფერი. ცოტა ხანში დავბრუნდები, აქ იჯექი. - თქვა და ისე გაეცალა იქაურობას, რომ რასტის ნათქვამი, მე მჯერა შენი და მიყვარხარ, ვერც გაიგო. სახე სრულიად გასთეთრებოდა და ცივი ნიავი ისე ეხლებოდა, როგორც რკინა მის განსწავლულ სიფათზე.
რასტი ერთხანს ადგილიდან არ იძვროდა, დაფიქრდა და კარგად, ერთმანეთის მიყოლებით გადაათვალიერა მოქმედებათა ნუსხა რაც გაიგო, რომ ვიღაცასთან შეხვედრა ჰქონდა და მიხვდა, რაღაც ძალიან ცუდი უნდა მომხდარიყო, ან მხოლოდ მისი ფანტაზია ეთამაშებოდა ცუდად და სინამდვილეში რაღაც გეგმას აწყობდნენ მის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ უნდობლად უცქერდა ამ ბატონს და იმ ამბების მოყოლისგან თავის დაღწევის მცდელობად ჩათვალა ეს ჟესტი. გული შეუქანდა. გულდასმით დაათვალიერა ოთახი კიდევ ერთხელ, რომ რაიმეს მიეგნო, მაგრამ ვერაფერი ნახა საგულისხმო, მხოლოდ გაფუჭებული ვიდეო თვალი ეგდო სანაგვეში და იმ თაროზე, სადაც ჩემპიონთა ლიგის თასი იდგა, მის უკან პატარა ვიდეოფირი დაემალათ. ზედ კი თეთრ ფურცელზე სწრაფი ხელით წაეწერათ „რასტის ბავშვობა.“
შეცბა, მაშინვე მონახა მის უკან, კედელში ჩაშენებული ტელევიზორის ქვემოთ DVD ფლეერი და ფირი შიგნით შეაცურა. გაოგნებული სახით უყურებდა ვიდეოს, სადაც მამა-შვილი თამაშობდა საფეხბურთო მოედანზე ბურთს. ვიდეო იწყებოდა რასტი უფროსის მიმართვით, რომელიც საკუთარ შვილს ეუბნებოდა, როგორ ძლიერ უყვარდა და მისი იმედი ჰქონდა ყველაფერში, ბედნიერ მომავალს ჰპირდებოდა იმ შემთხვევაში თუ კარგად ისწავლიდა, ბურთსაც ხელოვნების დონეზე დაეუფლებოდა და სწორედ იმ დროს ამოუტივტივდა ეს საოცარი საღამო, ოცდაერთი ივნისი, ორი ათას ორი წელი, როდესაც პატარა რასტი ჯერ კიდევ ათი წლის იყო და სამი წელი აშორებდა დიდ და საშინელ უბედურებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რასტი უფროსს, რასტი უფრო მეტად უყვარდა, მასთან თამაში, ჯდომა და ტელევიზორის ყურება, თუმცა ასევე ნაკლებ დროს ნახულობდა კობარასთვის და ოჯახისთვის. კარგად ახსოვს ყოველდღე რომ მთვრალი ბრუნდებოდა და ხშირად უწევდა კიდეც ხმას მისი ცოლის მიმართ და ბავშვებსაც ეჩხუბებოდა, მაგრამ რასტის მაინც ძალიან უყვარდა, ის ხომ მამამისი იყო. ყოველშემთხვევაში გაუჩინარებამდე იყო ასე. საფეხბურთო მოედანზე ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, არც საიდანმე ჩამიჩუმი ისმოდა და მხოლოდ მამა-შვილი არღვევდა სიჩუმეს. მამა ბურთს ფეხით გადაუგდებდა რასტის, პატარა ბიჭიც პროფესიონალი სპორტსმენივით ფეხს უხვედრებდა ბურთს და უკან უბრუნებდა მას. ვიდეოზე ჩანდა, როგორი თვალებით უყურებდა იგი მამას, როგორი აღფრთოვანებული იყო და ყოველთვის ასე უბრწყინავდა თვალები როცა მის მაგალითს ბაძავდა და მისგან რაიმეს სწავლობდა, გარდა იმ საღამოებისა, როდესაც მისი ატანა არ ჰქონდა და ნასვამს უგონოდ ეძინებოდა მისსავე საწოლში. ტელეფონის წკრიალის ხმამ ხელიდან გადამღები გააგდებინა ოპერატორს და კამერა ისე დაეცა, რომ კარგად ჩანდა გადამღების მომღიმარი სახე. ტელეფონს უპასუხა და სიყვარულით თქვა, - „გამარჯობა ჩემო ძვირფასო, შერა, მე შენი მათრობს ყოველი მზერა.“ თითქოს გაზეპირებულივით, მაგრამ საოცრად მგრძნობიარედ, ეკრანზე ისიც კი გამოჩნდა როგორ გაუხურდა სხეული და როგორ მღელვარედ აფეთქდა მისი გული საოცარი ქალის ხმოვანების გაგონებისთანავე... „აქვე ვართ ძვირფასო, მეც ძალიან მიყვარხარ და მალე დავბრუნდებით, არ ინერვიულო.“ უთხრა და ყურმილი გათიშა, შვილის კითხვაზე კი დადებითი პასუხი დაუბრუნა - „კი დედაშენი იყო, ეგ აბეზარი ქალი.“ და მხოლოდ მერე მიხვდა, რომ კამერა მის სახეს უღებდა და საშინლად გაწითლდა. კობარაზეც ჩამოვარდა საუბარი, როცა მამამ თქვა, რომ დავბრუნდეთ სახლში და გავიგებთ თუ რას აკეთებსო. თან დედიკომ გემრიელი ბლინები გამოგვიცხო, ვარჯიში კი ხვალისთვის გადავდოთო. ფირზე აღტყინებული სიხარული ჩანდა რასტი უმცროსის, ხელი გამარჯვების ნიშნად მაღლა ასწია და მამამისმაც მიბაძა, შემდეგ ერთმანეთს ჩემპიონებივით დაარტყეს ხელის გულები და გადაეხვივნენ. ვერ ივიწყებდა ამ ზაფხულს, ის ხომ ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ და გულით მისი განმეორება ეწადა, მაგრამ შეუძლებელი იყო. უეცრად გონება გაუნათდა. გამორთო ჩამრთველი და ფირიც გულში ჩაიხუტა. ჯიბეში ჩაიდო და გარეთ გავიდა.
ჭიშკართან მიახლოებულს მცველმა გადაუღობა გზა და უთხრა:
-ბატონმა გელამ გთხოვათ, რომ კაბინეტში დაელოდოთ.
-ვერ დაველოდები, რაღაც მინდა ვკითხო და თან ახლავე. - თქვა გაღიზიანებულმა და ხელი კარისკენ წაიღო, რომელიც მცველმა დაუჭირა და ნება არ მისცა.
-დაელოდეთ და რომ დაბრუნდება მერე ჰკითხეთ. - დაამშვიდა და სცადა უკან შეეტრიალებინა ყმაწვილი.
-ჯერ არ მიშვებდით შიგნით, ახლა კი გარეთ არ მიშვებთ, ეს კანონიერია? ამისთვის შემიძლია გიჩივლოთ და კარგადაც იცით ეს, ახლავე გამიშვით ხელი თუ არ გინდათ პრობლემები შეგექმნათ კანონის დამცველებთან. - იმდენად მრისხანედ გამოუვიდა ნათქვამი და ისე გამოგლიჯა ხელი, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო თამაზმა. - და კიდევ, რაღაც მინდა გკითხოთ, რა გეჩვენათ უცნაურად, ბატონმა გელამ რომ არ დაგამთავრებინათ?
-არ მაქვს უფლება გიპასუხოთ. - უთხრა კვლავ სიმშვიდის აუღელვებელი ინტონაციით, თუმცა მისი თვალები ამბობდნენ სათქმელს.
-მითხარით. შესაძლოა ის საფრთხეშია და ახლავე უნდა ჩავიდე დაბლა.
-კარგი, გამიკვირდა რადგან გელას მანქანა არასდროს ჰყოლია და არც მართვა იცის, რა მანქანის ნაწილზე იყო საუბარი გაურკვეველია.
-ო, ღმერთო!
სწრაფად გასასვლელში გავარდა და თამაზმა კიდევ ერთხელ შეაჩერა. დაუყვირა. - მანდედან არ გინდათ. შიგნით ლიფტია აქვე პირდაპირ და ეს ყველაზე მოკლე გზაა, აქედან ჩადით.
-გმადლობთ. - მობრუნდა რასტი და სასწრაფოდ ლიფტს მიაშურა, რომელიც უკვე იმ სართულზე იყო გაჩერებული და ლოდინი არც უწევდა. რაც შეეძლო სწრაფად დააჭირა სასურველ სართულს და დაელოდა. ნამდვილად ჩქარი ტრანსპორტი ურჩია მცველმა და რამდენიმე წამში უკვე მანქანებით სავსე ავტოსადგომზე იდგა. ჩუმი საუბრის და შემდეგ ყვირილის ხმა მოესმა მისგან მარცხნივ, თავად ჯერ შავ იაგუარს ამოეფარა, ნელ-ნელა წინ დაიძრა, მიუახლოვდა შეჯგუფებულ ბრბოს, რომლებიც რაღაცაზე კამათობდნენ და უმალ მათ ახლოს მდგარ ოთხკუთხოვან ქვის ბოძს ამოეფარა.
თავიდან სიტყვების გარჩევა უჭირდა, ბუნდოვნად ჩაესმოდა ყურში და ესეც პოსტტრავმულ მომავლის შეტევას დააბრალა, მაგრამ როცა მიუახლოვდა გარკვევით გაიგონა და დაინახა კაცი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ელაპარაკებოდა, როგორ იდგა მუხლებზე და ახმახი ტიპები ზედ წამოსდგომოდნენ. ერთ-ერთს შარვალში უკანა მხარეს იარაღი ედო.
-სად არის-მეთქი. შენთვისვე აჯობებს კარგად დაფიქრდე და ყველაფერი გვითხრა. - ამბობდა ტანწერწეტა გამხდარი მამაკაცი, შავი კეპით და ფართხუნა შარვალით. რეპერის იმიჯი ჰქონდა, მაგრამ სახე არ უჩანდა. სპორტულებში გამოწყობილი მეორე ძვალმსხვილი ტიპიც თავისი მოკლე კლავიანი მაისურით კუნთებს ყველას დასანახად იწონებდა.
-ფორმულა გვჭირდება, და ის ბიჭიც... - წარმოთქვა მეორემ. აშკარად სერიოზულ საკითხებს განიხილავდნენ, მათ უკან კიდევ ხუთიოდე იარაღში ფეხებამდე ჩასხმული კაცები იდგნენ და ხმას არ იღებდნენ.
-არაფერი ვიცი, მას არ აქვს ის რაც თქვენ გჭირდებათ, ეს მხოლოდ ჩემს სისხლშია, ის არაფერში გჭირდებათ.
„რაებს ბოდავენ, რა ხდება აქ?“ ფიქრობდა რასტი და შეშინებული უფრო მეტად ეკვროდა ბოძს. თუმცა კი უნდოდა დახმარებოდა გასაჭირში მყოფ „მეგობარს“, მაგრამ ამდენ იარაღიან ადამიანთან ერთად ვერაფერს გახდებოდა და სისულელის ჩადენა გამოუვიდოდა მხოლოდ. „ვის ეძებენ?“ საკმაოდ ირაციონალური აზრი დაებადა და მაშინვე უკუაგდო. „რა უნდათ ამ კაცისგან?“ ამის შემდეგ გაახსენდა მისი სიტყვები - მე ყოველთვის შენს დაცვას ვცდილობდი - და ირაციონალურ აზრს მნიშვნელობაც მიენიჭა.
„ნამდვილად მამაჩემია?“ - მისწვდა მის ფიქრებს კიდევ უფრო მეტად გაუგონარი და გასაოცარი აზრი, რომელიც ჯერ ისევ დაუჯერებლად ეჩვენებოდა.
სიტყვები დასრულდა. ხმა აღარცერთს ამოუღია და პირდაპირ შეტევაზე გადავიდნენ. გამხდარმა და მაღალმა ტიპმა წიხლი უთავაზა მუცელში და მუშტის ცხვირში დარტყმა და სისხლის წასკდენა ერთი იყო. შეცბა რასტი, პირზე ხელი აიფარა, მაგრამ ამავდროულად იქვე მდგარ მანქანას შემთხვევით დაეჯახა და ჟეშტის ხმა ექოდ გაისმა ავტოსადგომზე. ყველამ აქეთ-იქით გადაატარა თვალი მოწმის დანახვის მიზნით, მაგრამ მალე კვლავ განაგრძეს დაკითხვა, თუმცა ძალადობა არ შეუწყვეტიათ. საუბარში ძვალმსხვილი მამაკაციც ჩაერთო და მანაც დაარტყა გვერდებში ხელი, მსხვერპლს კვნესა აღმოხდა და შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ისინი არ წყვეტდნენ. როცა ძვალმსხვილმა იარაღი ამოიღო და სახეში გაარტყა, შემდეგღა დაუმიზნა და თვალით ბიჭებს რაღაც ანიშნა რასტისთვის გაუგებრად. მათ მისი გაკოჭვა დაიწყეს.
-გამარჯობა ცნობისმოყვარევ. - მხარზე ხელის დადება იგრძნო რასტიმ და გული შეუქანდა ისედაც ამ სურათის დანახვის მომსწრეს. მოტრიალდა და ფეხი მუხლში ჩაარტყა დაუპატიჟებელ სტუმარს, შემდეგ მუშტების ცვენა დააყარა სახეში, მაგრამ ყველაფერი ძალზედ მოულოდნელად მოხდა. გასროლის ხმა გაისმა და ფეხში საგრძნობლად საშინელი ტკივილი იგრძნო. დაეცა და სიმწრისგან იღმუვლა. - ვფიქრობ, სწორედ შენ გვჭირდებოდი. - ტუჩიდან სისხლის მოწმენდის შემდეგ, წამოაყენა კაცმა, რომლის სახეც საოცრად ნაცნობი იყო მისთვის და ისიც გელას შეუერთდა.
-უხ... ხომ გთხოვე...
-ვიცი, მაგრამ... - ლაპარაკი საოცრად უჭირდა, ტკივილის შემოტევა უფრო ძლიერი იყო და გონებას უბინდავდა. სანამ გონებას დაკარგავდა კიდევ ორი მყისიერი გასროლის დანახვა მოასწრო, რომელიც მის გვერდით მყოფ, ახლად გაცნობილ მამაკაცს მოხვდა მკერდში და მოსხლეტით დაეცა. სასოწარკვეთილების და ემოციების დროც კი არ იყო, თავადაც ისე მალე გაითიშა.

პ.ს.
განვაგრძო?



№1  offline მოდერი guroo

რა მალე გამახარეეე ახალი თავით! მოგვიანებით აუცილებლად წავიკთხავ❤️❤️

გულწრფელად უნდა გითხრა... ოდნავ იმედგაცრუებული ვარ. თითქოს ძალიან ჩვეულებრივი სიუჟეტი აქვს, თანამედროვე ფილმების მსგავსი - ფანტასტიკის ჟანრში გადაღებულებისა.

მაგრამ, როგორც ყოველთვის, მწერლურ ხარისხს დაბლა არ აგდებ. მსიამოვნებს შენი საოცრად დახვეწილი და განსხვავებული წინადადებების კითხვა. იცი, რა შევამჩნიე? ფანტაზია არამარტო სიუჟეტში, არამედ თითოეულ წინადადებაში გაქვს ჩადებული.
როცა პერსონაჟების განცდებს აღწერ, ჩვეულებრივი სიტყვებისგან განზე მდგარი ხარ და ისეთ სიტყვებს იყენებ, რომლებიც ცალცალკე, თითქოსდა, სრულიად სხვადასხვა რამესთან არის კავშირში, მაგრამ წინადადებაში ერთად მოქცეულნი, ლოგიკური აზრის ჯაჭვად გარდაიქმნებიან. ვფიქრობ, ამიტომაც არის შენი თხრობა მრავალფეროვანი, ძვირფასი მარგალიტებით მდიდარი და სასიამოვნო წასაკითხი.

უნდა გააგრძელო!
მაგას როგორ გვეკითხები, არ გრცხვენია? ;დდდ

❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი Rania

Gaagrzelooo. Gvekitxebi kidevv. Damacyda nervebi. Tqven shemiciravt mee. Gmerto chemo. Aq ra ambebi daatriale erke. Vaume. Vaime. Male dade gtxov momdevnooooooo
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

guroo
რა მალე გამახარეეე ახალი თავით! მოგვიანებით აუცილებლად წავიკთხავ❤️❤️

გულწრფელად უნდა გითხრა... ოდნავ იმედგაცრუებული ვარ. თითქოს ძალიან ჩვეულებრივი სიუჟეტი აქვს, თანამედროვე ფილმების მსგავსი - ფანტასტიკის ჟანრში გადაღებულებისა.

მაგრამ, როგორც ყოველთვის, მწერლურ ხარისხს დაბლა არ აგდებ. მსიამოვნებს შენი საოცრად დახვეწილი და განსხვავებული წინადადებების კითხვა. იცი, რა შევამჩნიე? ფანტაზია არამარტო სიუჟეტში, არამედ თითოეულ წინადადებაში გაქვს ჩადებული.
როცა პერსონაჟების განცდებს აღწერ, ჩვეულებრივი სიტყვებისგან განზე მდგარი ხარ და ისეთ სიტყვებს იყენებ, რომლებიც ცალცალკე, თითქოსდა, სრულიად სხვადასხვა რამესთან არის კავშირში, მაგრამ წინადადებაში ერთად მოქცეულნი, ლოგიკური აზრის ჯაჭვად გარდაიქმნებიან. ვფიქრობ, ამიტომაც არის შენი თხრობა მრავალფეროვანი, ძვირფასი მარგალიტებით მდიდარი და სასიამოვნო წასაკითხი.

უნდა გააგრძელო!
მაგას როგორ გვეკითხები, არ გრცხვენია? ;დდდ

❤️❤️❤️

ყოველ ჩვეულებრივ სიუჟეტში რაღაც იმალება და უმიზეზოდ არაფერს ვწერ. ანუ გავაგრძელო :D
ხო, ერთი ორი დღე მაცალეთ და აუცილებლად დავდებ შემდეგ თავსაც.
Rania
Gaagrzelooo. Gvekitxebi kidevv. Damacyda nervebi. Tqven shemiciravt mee. Gmerto chemo. Aq ra ambebi daatriale erke. Vaume. Vaime. Male dade gtxov momdevnooooooo

დიდი მადლობა, რომ კითხულობ და საკუთარ აზრს აფიქსირებ. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მადლობ ქეთი!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent