შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო გატაცება (1,2)


31-03-2019, 20:56
ავტორი eli 234
ნანახია 7 763

რა არის ბედისწერა?თავად ქმნიან თუ არა ადამიანები მას?ძალიან რთულია ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.ბევრი ფიქრობს რომ უბრალო მარიონეტები ვართ და ჩვენ არ განვსაზღვრავთ ჩვენს ბედს,ბევრი ფიქრობს რომ სრულიად თავისუფლები ვართ და ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს ბედისწერას. და რას ვფიქრობ მე? ან ვფიქრობდი?სანამ ყველაფერი შეიცვლებოდა მეც ვფიქრობდი რომ ჩვენ თვითონ განვაგებდით ჩვენს ცხოვრებას,მოვისურვებდით და დავანგრევდით,მოვისურვებთ და ავაშენებდით,ახლა კი გიამბობთ ისტორიას თუ რა მოხდა ისეთი,რამაც ჩემი აზრები,ფიქრები თავდაყირა დააყენა!
– ემი არ დაგავიწყდეს დღეს ექიმთან ვიზიტზე ხარ ჩაწერილი და იცოდე კიდევ ერთხელ თუ არ მიხვალ,ის ექიმი აღარასოდეს მიგიღებს,უკვე ერთი თვეა მიდიხარ საავადმყოფოს კართან და შიგნით ვეღარ შედიხარ!
–კარგი დე აუცილებლად მივალ დღეს.ხომ იცი როგორ მეშინია ამიტომაც ვერ მივედი ამდენ ხანს,კარგი ახლა სამსახურში მივდივარ და ხუთ საათზე იქ ვიქნები!
მოკლედ,ჩემი სახელია ემილი და ვარ 24 წლის,ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე და ახლა ვმუშაობ ამავე პროფესიით,მაქვს საკუთარი ფსიქოლოგიის ცენტრი სადაც ოცამდე გამოცდილი ფსიქოლოგი მუშაობს,ჩემს მშობლებს რაც შეეხება ყოველთვის ყველაფერში მეხმარებიან,ფსიქოლოგიური კლინიკაც სწორედ მამას დახმარებით გავხსენი,მას სულ მივლინებაში უხდებოდა ყოფნა:საფრანგეთი,მილანი,გერმანიია,საბერძნეთი,არაბეთი
ყველაზე დიდი ხნით მისი მივლინება 2 წელს გაგრძელდა საუდის არაბეთში,მამამ არაბული გამართულად იცოდა და არაბულ კულტურასაც დიდ პატივს სცემდა მე კი პირიქით სრულიადაც არ მომწონდა არაბეთი მისი სასტიკი ტრადიციების გამო,მაგალითად ქალს ამ ქვეყანაში არანარი ფუნქცია არ აქვს იგი სრულიად უსარგებლოდაა ქცეული,როგორც გამიგია აქ გარიგებით აქორწინებენ გოგონებს და იმ შემთხვევაში თუ უარს იტყვის გოგო ამ ქორწინებაზე ხშირად მამამისის ან მისი ძმის მსხვერპლი ხდება,არმესმის მამამ როგორ გაძლო ორი წელი ამ ჩამორჩენილ ქვეყანაში!
დედას რაც შეეხება ძალიან თბილი და გულუბრყვილო ადამიანია არ მუშაობს,რადგან ჩემს პატარა დაიკოს უვლის,ასევე მყავს უფროსი და, რომელიც მუდმივად სისხლს მიშრობს 26 წლისაა და არც კი მუშაობს,სკოლა და უნივერისტეტი როგორ დაამთავრა დღესაც არ ვიცი,თუმცა ძალიან საყვარელი და ლამაზია.
მოკლედ ჩიქოვანების ოჯახში ხუთი წევრი ვცხოვრობთ და შეიძლება ითქვას რომ მე და ჩემი დის ჩხუბს თუარჩავთვლით იდეალური ურთიერთშეთანხმებაა ჩვენს ოჯახში დამყარებული,დედაც იშვიათად ჩხუბობს ალბათ მაშინ როდესაც მე და ჩემი უფროსი და ტასო ისე ვჩხუბობთ,როგორც ათი–თერთმეტი წლის ბავშვები!
მოკლედ მე როგორ გავხდი ფსიქოლოგი არც ვიცი,რადგან ძალიან მალე ვბრაზდები და ვღიზიანდები,მაგრამ ალბათ იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მსმენელი და მოსაუბრე ვარ,ბავშვებს სიამოვნებთ ჩემთან საუბარი და მეც ძალიან მიყვარს ბავშვვები. სწორედ ამიტომ ბავშვების ფსიქოლოგი ვარ.
ჩემს ექიმთან ვიზიტს რაც შეეხება საშიში არაფერია, თუმცა მხარზე მცირე გამონაზარდი მაქვს ,საშიში არაფერია,როგოც გავიგე,თუმცა არმომწონდა და ამიტომაც პლასტიკური ჩარევა ვარჩიე,ექიმს რომ ვესაუბრე მითხრა რომ ოპერაციას ერთ კვირაში დანიშნავდა,ამის გაგონებაზე მეგონა გული წამივიდოდა, სიტყვა ოპერაციისაც კი ყოველთვის მეშინოდა და ახლა მე უნდა გამეკეთებინდა. სწორედ ამიტომ დედა და ჩემი არანორმალური და დამყვებოდა ექიმთან რომ არ შემშინებოდა,მაგრამ რამდენჯერაც მივედი ექიმთან,იმდენჯერ გამოვიქეცი,ასე რომ ალბათ ჩემს ექიმსაც აევსო მოთმინება,მაგრამ დღეს ნამდვილად ვაპირებდი ოპერაციის გაკეთებას!
სამსახურიდან მალევე წამოვედი და ტასოს დავურეკე:
– ტასო გამოვედი სამსახურიდან და ექიმთან მივდივარ
– დღესაც უნდა იტირო?კარგი გამოვალ ხუთ წუთში დამელოდე ტაქს გავაჩერებ!
–ძალიან სასაცილოა,ტირილს არ ვაპირებ და შენც არ წამოხვალ,იმიტომ დაგირეკე რომ დედასთვის გეთქვა ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
– მოიცა რას ქვია არ წამოვალ,კარგი რა ხომიცი როგორი მშიშარა ხარ,გონება რომ დაკარგო?
–არამგონია გადარდებდეს,მაგრამ საავადმყოფოა და მომხედავენ,მე ჩემი მანქანით ვარ და მივდივარ,შენ რომ მომყვებოდი აქამდე მაგიტომ ვერ გავიკეთე მაგ ოპერაცია,ისეთ რამეებს მეუბნებოდი,ამიტომ არ დაგავიწყდეს უთხარი დედას!
–კარგი ჰო ჯიუტო!წარმატებები და არ ინერვიულო.
– კარგი აბეზარო მეც მიყვარხარ.
როგორც იქნა ამხელა საცობის შემდეგ გამოვაღწიე სამშვიდობოს,პირველი ნაბიჯი შევდგი თუ არა საავადმყოფოში ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს უკანასკნელად შევიგრძენი სიცოცხლის წუთები,ვიცი იფიქრებთ ამ აზრების შემდეგ ფსიქოლოგი მე თვითონაც მჭირდებოდა,შეიძლება მართლაც! როდესაც შევედი მიმღებში ვიკითხე :
–ექიმი უჩა აქ ბრძანდება?
– ოპერაციაზეა,თქვენ ჩაწერილი ბრძანდებით?
–დიახ
–მაშინ ჰოლში დაელოდეთ მეორე სართულზე.
იქედან როდის ავედი ზემოთ და დავჯექი სკამზე არც ვიცი,ექიმის მოსვლამდე წამები და წუთები უსასრულობად გადაიქცნენ,სიტყვა ოპერაციის გარდა თავში არაფერი მიტრიალებდა,დითხანს ვიცდიდი,უცებ გაიღო კარი და სტუდენტები შემოვიდნენ,სავარაუდოდ პრაქტიკანტები იყვნენ და არც შევმცდარვარ,მთავარი ექიმი შემოყვა თან და ცალკე პალატაში გაიყვანა,ინგლისურად უხსნიდა ყველაფერს,თუმცა ეს სტუდენტები ამერიკელებს ნამდვილად არ გავდნენ,როდესაც გოგონები დავინახე თავსაბურავებით მაშინვე ვიფიქრე რომ ან ირანელები იყვნენ ან არაბები,როდესაც საუბარი დაიწყეს აღმოჩნდა რომ მართლაც არაბები ყოფილან,გამიკვირდა სწავლის უფლება მაინც რომ ჰქონდათ გოგონებს,მაგრამ ალბათ ისინი მილიოში ერთი იყვნენ,ძალიან ბევრი სტუდენტი იყო,თანდათანობით ემატებოდნენ,ბოლოს როგორც იქნა კარი მიხურეს და მე ისევ მარტო დავრჩი ჩემს შიშთან.
სულ მალე ექიმიც მოვიდა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა:
– როგორც იქნა მოსულხარ ჩემამდე(ექიმი)
– დიახ,მაგრამ ოპერაციას როდის დავიწყებთ?(მე)
– ნუ გეშინითათ ეს ხომ პატარა ოპერაციაა ნახევარ საათში დავიწყებთ და 20 წუთში დამთავრდება,ადგილობრივ ანესთეზიას გაგიკეთებთ და საერთოდ ვერაფერს იგრძნობთ,ახლა შეგიძლიათ გარეთ მოიცადოთ,როცა მზად ვიქნებით დაგიძახებთ!
ექიმმა მითხრა ნახევარი საათიო,მე იმის უფრო შემეშინდა უკან არ გავქცეულიყავი,ისევ იქ ჩემოვჯექრი და ცოტახნით თვალები მოვხუჭე,მაგრამ ვინ დაგაცადა,უცებ კარი გაიღო და ორი ბიჭი შემოვიდა,ერთი მაღალი,შავებში ჩაცმული,თავსაბურავი ეკეთა,გამიკვირდა რადგან სხვა ბიჭებს თავზე არაფერი ეფარათ,ბიჭი შავებში საკმაოდ მაღალი ჩანდა,ტანისამოსს როგორც შევატყვე საკმაოდ ძვირადღირებული ბრენდის უნდა ყოფილიყო,მისი სიარულის მანერა რომ დაგენახათ იფიქრებდით,წინ რომელიღაც ქვეყნის პრინცი იდგა,ნორმალურად მხოლოდ თვალები მოუჩანდა,საფირონს მოგაგონებდათ მისი თვალის ფერი,მართალია სახე თავსაბურავის გამო კარგად არ უჩანდა,მაგრამ მისი აღნაგობიდან გამომდინარე სტუდენტს ნამდვილად არ გავდა,უფრო 28 წლის ადამიანს წააგავდა,მეორე ბიჭს რაც შეეხება ის ნამდვილად გავდა სტუდენტს,ბევრად უფრო დაბალი ტანისა იყო და მისი სახე სულაც არ იყო დაფარული,ამიტომ იოლი მისახვედრი იქნებოდა მისი წლოვანება. სულ მალე გვერდით ჩამიარეს,შავებში ჩაცმულმა კი თითქოს წამიერად შემომხედა,მერე კი ისევ გზა განაგრძო და იმ კარში შევიდა სადაც პრაქტიკანტები იყვნენ მე კი ისევ მარტო დავრჩი ჩემს შითან,ექიმიც არსად ჩანდა,ამიტომ გადავწყვიტე,რომ ამდენი ნერვიულობა ამად არ მიღირდა მაშნვე ფეხზე წამოვხტი და უკანმოუხედავად გავიქცეცი,იმედი მქონდა რომ გზაში ექიმი არ გამაჩერებდა.როგორც კი ეზოში გამოვედი ტასოს დავურეკე:
–ტასო ოპერაცია ვერ გავიკეთე და გადავწყვიტე რომ არც გავიკეთებ ,მოკლედ დედას შენ უთხარი !
–რა მშიშარა ხარ დაიკო,მაგრამ მე ხომ ადრეც გითხარი ძალიან გიხდება მხარზე ეგ გამონაზარდი,ხალს გავს და ძალიანაც კარგი თუ არ იშორებ,მაგრამ დედას მე რატომ ვუთხრა?
–იმიტომ რომ მე ქეთისთან მივდივარ და დღეს იქ დავრჩები,ჩემი მანქანით წავალ უთხარი დედას საღამოს კიდევ დაგირეკავთ.
–კარგი ემი,მაგრამ იცოდე ხვალ დილით დაბრუნდი რა შენი დახმარება მჭირდება პროექტი მაქვს მოსამზადებელი. მოკლედ ტასოს შევპირდი რომ მეორე დღეს სამსახურში წასვლამდე მას გავუვლიდი და პროექტის შესრულებაში დავეხმარებოდი,შემდეგ ყურლი გავთიშე და მანქანისკენ დავიძარი,თუმცა მანქანა არ დაიქოქა,ეს გასაკვირი არ ყოფილა,რადგან ხშირად ჩერდებოდა ჩემი მანქანა გზაში,მაგრამ იმდენად მიყვარდა და ვიყავი შეჩვეული ახლის ყიდვა არც მიფიქრია,საბოლოოდ ფეხით მომიხდა წასვლა ჯერ ისევ საავადმყოფოს ჭიშკრიდან გავდიოდი,როდესაც ისევ ის ბიჭი დავინახე საფირონის თვალებით,ვიღაცას ტელეფონზე გაბრაზებული ესაუბრებოდაინგლისურად,თუმცა ჩემგან შორს იდგა ამიტომ სულაც არ მესმოდა რას ამბობდა ან რაში უნდა გამერკვია რაზე საუბრობდა,მე მისნაირები არც არასდროს მომწონდა,კარიდან როგორც გამოვედი ტაქსის გასაჩერებლად მეორე მხარეს გადავედი,მაგრამ ტაქსი არ ჩანდა ხუთი წუთი ველოდებოდი,როდესაც არ მვოიდა ფეხით წასვლა გადავწყვიტე,თუმცა ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული ,რომ უცებ უკნიდან ვიღაცის ხელის მოხვევა ვიგრძენი,შემდეგ კი ცხვირი ამეწვა,ნელ–ნელა ვგრძნობდი თვალთ რომ მებინდებოდა და ჰაერი აღარ მყოფნიდა ბოლოს კი აღარაფერი მახსოვდა.
თავი მეორე : როდესაც გავიღვიძე თავის ტკივის ვგრძნობდი,ირგვლივ კი ბუნდოვნად ჩანდა ყველლაფერი. თვალი რომ გავახილე მანქანაში ვიყავი ,წინ ის ორი ბიჭი იჯდა ერთი შავებში ჩაცმული,მეორე კი დაბალი. არაბულად რაღაცას გაუთავებლად საუბრობდნენ,მე ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი გონს ,ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა,აზრადაც არაფერი მომდიოდა,ისინი ისე იყვნენ საუბარში გართულნი ვერც კი შემამჩნიეს როგორ გამოვფხიზლდი . მხოლოდ მაშინღა მიხვდნენ გონს რომ მოვედი,როდესაც ხმამაღლა დავიყვირე,შავებში ჩაცმულმა მანქანა სწრაფად დაამუხრუჭა და მაშინვე უკან მობრუნდა გაბრაზებული სახით .
–ჯერ ხომ არ უნდა გაეღვიძა აჰმედ?
–როგორც ჩანს წამლის დოზა ცოტა იყო
–და ახლა რა ვუყო ენას არ გააჩუმებს
– დამშვიდდი იამან გამოსავალს მოვძებნით მათ საუბარს ვუსმენდი და მხოლოდ ის გავიგე მათი საუბრიდან რომ შავებშ ჩაცმულს იამანი ერქვა ხოლო მეორეს აჰმედი,მე კი ისევ გაურკვევლობაში ვიყავი და გიჟივით ყვირილი დავიწყე: გააჩერეთ მანქნა არანორმალურებო,სად მიგყავართ! შავებში ჩაცმულმა თითქოს გაიგონა რაც ვუთხარი ,მაგრამ მხოლოდ ჩუმად ჩაიღიმა,რამაც უფრო მეტად გამაღიზიანა ,რა გაცინებს არანორმალურო,პასუხი გამეცით,ისე ვყვიროდი თითქოს პასუხს ვინმე დამიბრუნებდა,მაგრამ თითქოს გაამართლა ჩემმა მცდელობამ და შავებში ჩაცმული უკან მომიბრუნდა!
–ნუ ყვირი,დამშვიდდი და ხმა აღარ გაიღო,შენი ყვირილის ხასიათზე ნამდვილად არვავარ (მითხრა შავებში ჩაცმულმა ინგლისურად და მხოლოდ ახლა გამახსენდა,რომ ამ ბიჭმა ინგლისური იცოდა,როდესაც ვიღაცას ტელეფონზე დაურეკა მასაც ინგლისურად ესაუბრებოდა,ნგლისური მეც შესანიშნავად ვიცოდი ამიტომ ჩემი გაბრაზებასა და ლანძღვას უკვე ინგლისურად გადმოვცემდი)
–შენ ხარ ნორმალური?კიდევ მე მეუბნები შენი ყვირილის თავი არ მაქვსო?საერთოდ ვინ ხათ?ან მე საიდან მიცნობთ?დროზე უკან დამაბრუნე,თორემ ამას ასე არ დავტოვებ!
–და რას იზავ?პოლიციაში დამასმენ?
–ზუსტად ეგრე მოვიქცევი,მაგრამ მანამდე ჩემი ხელით დაგასახიჩრებ!
–მომწონს შენნაირი უკარება გოგონები!
– რა თქვი არანორმალურო?ახლავე მოგკლავ იცოდე იმხელა ვუყვირე მე თვითონ შემეშინდა არც კი მიმიფიქრია ისე ვწვდი სახეში და ფრჩხილებით ჩამოვკაწრე, ის კი უკან მომიბრუნდა და სათქმელი უცებ მომახალა!
–ვინ ხარ ამდენს რომ მიბედავ?წესიერად მოიქეცი თუ არა და მზის სხივს ვეღარ ეღირსები,პატარა ბავშვივით რომ მესხმი თავს რა გგონია შემეშნდება და გაგიშვებ?
–შენ რა გგონია ეს ყველაფერი შეგრჩება? ჩემები აუცილებლად გიპოვნიანან და არ გაცოცხლებენ ,ან მე რა დაგიშავე?ავადმყოფი ხარ!
–გაჩუმდი თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ !გასაგებია?
-გესმის თუ არა რას გეუბნები!
-მესმის?რა?რა უნდა მესმოდეს ნორმალური ხარ? სადვარ?ან შენ ვინ ხარ?სად მიგყავრარ მანიაკო!
-საჭიროდ არვთვლი გითხრა!
-რას ართვლი საჭიროდ არანორმალურო გამიტაცე და რატომ?რისთვის?ის მაინც მითხარი!
- იქ სადაც მე მიმყავხარ,ქალებს მინიმალური უფლებები აქვს,მამაკეცებს ისე ებყრობიან როგოც ღმერთს,ჩემს ქვეყანაში ქალი კაცის ჩრდილია,ამიტომაც აცვიათ მათ შავი სამოსი!გაინტერესებს არა?ახლავე გეტყვი! შენ წამოხვალ ჩემს ქვეყანაში და იცხოვრებ ისე როგორც სხვა ქალები და შენს ქმარს ისე მოექცევი,როგორც მეფეს გასაგებია?
-არა ნამდვილად ხუმრობ ხომ!ვინ უნდა იყოს ჩემი ქმარი ან ვის უნდა მოვემსახურო მანიაკო!
-შენ ვინხარ საერთოდ,ტერორისტი?მანიაკი?ორგანოებით ვაჭრობ?
-საიდან ამხელა ფანტაზია!რადგან არაბი ვარ იმას არ ნიშნავს რომ ტერორისტივარ! ჩემი სახელი იამანია და შენ ჩემი ცოლი იქნები მეტს ვერაფერს გაიგებ ჩემგან,ახლა მანქანას დავძრავ და კვლავ გზას გავაგრძელებთ,შენ კი დაიძინებ და ხმას არ ამოიღებ!
მხოლოდ ის მიტრიალებდა თავში რომ მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი,პანიკაში ვიყავი აქამდე გონება რომ არ დავკარგე საოცრება იყო,თუმცა ახლა ვიცოდი რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი,ძალა უნდა მომეკრიბა და თავი დამეძრვინა პირველი რაც მომაფიქრდა მანქანიდან გადახტომა იყო,მანქანაც ძალიან სწრაფად არ მიყავდა,მაგრამ მაინც მოვკვდებოდი ალბათ,ამიტომ ისეთი რამ უნდა გამეკეთებინა რომ მანქანა გაეჩერებინა,მსახიობობის ნიჭი არასდროს მქონიდა,მაგრამ ახლა მომიწევდა ან უბრალოდ მარტივი გზა უნდა ამერიჩია და მანქანაში ჩადებული ბაწარი უნდა გამომეყენებინა,ავადმყოფი, ეს ბაწარი ალბათ ჩემს მოსაკლავად უნდოა,მაგრამ მე დავასწრებდი როგორც ფილმებში მქონდა ნანახი შემეძლო ეს თოკიკი კისერზე შემომეხვია,მაგრამ რომ მომკვდარიყო?არ ვიცი რამ მაიძულა რომ ასე სასტიკი ვყოფილიყავი,მაგრამ ეს ხომ თავის გადარჩენის ინსტიქტია,რომელიც აქამდე არასოდეს ჩართულა ჩემში,ძალა მოვიკრიბე და თოკს დავწვდი პირდაპირ იამანს შემოვახვიე კისერეზე თუმცა ორ წამში ხელებზე დამწვდა და წინა სავარძელზე ისე გადმომაგდო თავი ბუმბული მეგონა.მანქანაც დაუყოვნებლივ გააჩერა!
-აჰმედ ეს გოგო აქედან გამაშორე,საბარგულში ჩასვი სანამ რამე დავუშავე!(ინგლისურად უთხრა ალბათ მეც რომ გამეგო)
-რას ამბობ ძმაო,გაიგუდება ვერ ხედავ ისედაც პანიკაშია!ნუ იქნები ასეთი სასტიკი.
-კარგი შენ არ გააკეთებ მე ვიზავ. ეს თქვა და გაბრაზებული მანქანის კარი გააღო,აი ახლა კი მივხვდი რომ ეს ჩემი შანსი იყო მაშინვე გატავხტი მანქანიდან და უკანმოუხედავად გავიქეცი,ზურგს უკან მესმოდა იამანის გაცხოველებული ხმა ,მესმოდა მისი ნაბიჯების ხმა რომელიც კიდევ უფრო მიჩქარებდა გულს
უცებ გამოსავალი მარჯვენა მხარეს დავინახე სადაც ტყე იყო,ვიფიქრე ხეებში დავიმალებოდი ამიტომ გეზი იქით ავიღე,ტყეში რომ შევედი უეცრად ფეხი დამიცურდა და დაბლა ჩავვარდი,საშინელება იყო ვგრძნობდი თუ როგორ მერჭობოდა ტოტები,ეკლები ბოლოს კი ისევ თავდაცვის ინსტიქტი ჩავრთე,გონება დავკარგე.როდესაც გონს მოვედი მესმოდა აჰმედის შეშფოთებული ხმა თუ როგორ საყვედურობდა იამანს:
-შენი ბრალია იამან,გეუბნები ძალიან სათუთია ამ ყველაფერს ვერ გაიტანსთქო,როდის გახდი ასეთი სასტიკი და დაუნდობელი!
-როდის აჰმედ?როდის?რატომ იქცევი ისე ვითომ პასუხი არ იცოდე,ყველაფრისთვის შურს ვიძიებ,ყველა აგებს პასუხს ყველაფრისთვის,პირველ რიგში კი ეს გოგო!
-ასე არ გამოვა იამან პირველ რიგში შენ განადგურდები,ნახე გოგო რას დაემსგავსა,სულ სისხლიანია.
-ვიცი,ვიცი და ექიმიც მოვა აეროპორტში მიხედოს არა იმიტომ რომ მეცოდება,არამედ იმიტომ რომ არ მოკვდეს,მერე ხომ შურს ვერ ვიძიებ!
არვიცი რატომ,მაგრამ აჰმედს ამ სიტყვებმა სიცილი მოჰგავარა.
-ნუ იცინი აჰმედ ვიცი რასაც ფიქრობ,მაგრამ ეგ არასდროს მოხდება ,ახლა კი პირდაპირ აეროპორტში მივდივართ!
-კარგი იამან ისედაც დიდიხანია გავაჩერეთ თვითმფრინავი,მეტს ვეღარ მოიცდიან!
-რატომ ფული არეყოთ?
-ეგ რა შუაშია ძმაო უბრალოდ ხალხის ყურადღებას მიიბყრობს,რამდეხანს გადადოს მგზავრობა ვითომდა უამინდობის გამო.
-კარგი,ექიმიც დამხვდეს თვითმფქინავთან !მალე დაუმუშავებს ჭრილობებს დანარჩენს მერე მოვიფიქრებთ!

მოკლედ ეს ჩემი პირველი ისტორიაა,ამიტომ ვიცი შეიძლება ბევრი შეცდომა იყოს როგორც გრამატიკული,ისე ფაქტობრივი,მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ,ამ ისტორიის ძირითადი საფუძველი,რის გამოც მე ეს ისტორია დავწერე ნამდვილია,ძალიან მცირე ნაწილი,მაგრამ მაინც ამ ისტორიის ძირითადი ნაწილია.



№1  offline წევრი Rania

Sainteresoaa. Imedia male dadebbbbbbb
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან საინტერესო ისტორიაა და განსხვავებული წერის სტილი გაქვთ ველი შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

შემდეგს როდის დადებ

 


№4  offline მოდერი ენემი

ვაუ ყველაზე განსხვავებულია და დამაინტრიგებელიც ნუთუ რამე ცუდი ჩაიდინა ამ გოგოს მამამ და ამიტო იქცევა ეს ბიჭი ასე

 


№5  offline წევრი Maia G.

საკმაოდ საინტერესოა,წარმატებები ❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა მაგარია ????????????

 


№7  offline წევრი ანუკიანკა

საინტერესოა წარმატებები????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent