შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელს ნუ გამიშვებ 6


1-04-2019, 02:59
ავტორი ლილეანა
ნანახია 1 566

სახლში სულ სხვა ემოციით დავბრუნდი,საკუთარი თავი დავარწმუნე რომ მალე თორნიკე ჩემს გვერდით იქჯებოდა.მძინარე ანასტასიას ვაკოცე და მამასთან გავედი.მან ყოველთვის ყველაფერი იცოდა რაც ჩემ ცხოვრებაში ხდებოდა.არასოდეს მიფიქრია მასთან რამის დამალვა,იმის შიშით რომ ვერ გამიგებდა და გამიბრაზდებოდა.
-მამა კოჯორში ვიყავი,ლალიმ თორნიკეს ნახატები მანახა.
-ანა თორნიკე ხატავდა?გაკვირვებულმა მკითხა.
-ხო მა,თურმე ხატავდა და თან იცი რას?ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს.სანდროს გაცნობას,დაქორწინებას,ორსულობას და ამ ყველაფერს ისე სასწაულად მალავდა მის მზერაში ერთხელაც არ დავეჭვებულვარ,არადა ამბობენ თვალები არასოდეს ტყუიანო მაგრამ მე მისმა თვალებმა და გულმაც ერთნაირად მომატყუეს.
-როგორი დიდებული ადამიანია თორნიკე.ნუთუ შეიძლებოდა სულის ტკივილი სხეულისას გადაეფარა და თავისში ცამდე აზვირთებული ტალღა ესე შეუმჩნევლად გამოეკეტა.გაეზიარებინა შენი ბედნიერება მაშინ,როდესაც საკუთარს მსხვერპლად გწირავდა შენ.
-და ეს მსხვერპლშეწირვა ღირდა მამა?ღირდა ლაჩარი და მხდალი სანდროსთვის?
-ანა,შვილო უბრალოდ არაფერი ხდება ამ ცხოვრებაში.ყველაფერი ბესნისწერის საკითხია და თითოეულ მოვლენას აქვს თავისი ახსნა.შენ ცხოვრებაში მომხდარმა ბოლოდროინდელმა ამბებმა ბევრ რამეს მიგახვედრა და ადამიანები უკეთ გაგაცნო.ამ კუთხით შეხედე ამ ამბავს.
-მამა ოჯახი დამენგრა,სანდრომ მიღალატა,თორნიკე არვიცი დაბრუნდება თუ არა.იმედია ღმერთი იკმარებს ჩემთვის ამდენ განსაცდელს და ყველაფერი გაივლის,მზე ჩემთვისაც გაანათებს თორნიკეს სახით.ძალიან მიყვარხარ მა,მთელი გულით მინდა ჩემზე ამაგი დაგიფასო და ცოტათი მაინც ვიყო ისეთი შენ რომ გსურს.
-ანა რასამბობ?ოდესმე ჩემგან გაგიგია დამაფასე თქო?იცი როგორაა შვილო?შვილები მშობლებს ვერასოდეს გადაუხდიან სამაგიეროს და ვერც დააფასებენ.მე თქვენგან ამას არასოდეს მოველოდი.მშობლის ამაგი იმდენად დიდია რომ დაუფასებელია,რაც არ უნდა ეცადო სამაგიეროს უკან ვერ დააბრუნებ.იცი რა არის მშობლის დაფასება?ის რასაც შენ გაუჯეთებ შენს შვილს,რასაც მას გადასცემ.ვერასოდეს გავუგებ ისეთ მშობელს,რომელიც შვილს აყვედრის მთელი ცხოვრება შენ შეგალიე და არ მიფასებო.რახან ღმერთმა არგუნა იმის ბედი რომ მშობელი ერქვას ადამიანს,ვალდებულია შვილისთვის ყველაფერი უანგაროდ გააკეთოს.აი ესაა ჩემთვის ამ ცხოვრების მთავარი არაი,იყო უანგარო მშობელი.
-მამა შენ საუკეთესო ხარ.ძალიან მიყვარხარ.
მამასთან ლაპარაკმა ძალიან დამამშვიდა და ბევრ რამეზე დამაფიქრა.შხაპი მივიღე,ის ის იყო უნდა დავწოლილიყავი,სასწრაფოდ ჩავიცვი,მანქანის გასაღები ავიღე და თორნიკესთან წავედი.საავადმყოფოს დაცვამ მისალმების ნიშნად თავი დამიკრა და გამიღიმა.მისთვის უცხო არ იყო ამ დროა ჩემი იქ მიავლა.ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.ისევე როგორც ჩემი გულის ნაწილი მძინარე თორნიკე.პალატაში შევედი,უკვე აღარ მეუცხოვებოდა იმ აპარატების გაუთავებელი წკაპუნი,რომლებიც თორნიკეს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარებოდა.საწოლთან მივედი,შუბლზე ჩამოყრილი თმა გადავუწიე და ფრთხილად ვაკოცე ისე,თითქოს არ მინდოდა გამეღვიძებინა.ჩემთვის ხომ ის უგონო თორნიკე კიარა,მძინარე თორნიკე იყო.
-თოკა იცი ჩემ ცხოვრებაში ბოლო დროა განსაკუთრებული რაღაცეები ხდება შენი დამსახურებით,შენ ესეთ მდგომარეობაშიც კი ახერხებ ჩემ გაღიმებას და გაოცებას,რომელიც დღითიდღე უფრო მითბობს გულს და ძალას მაძლევს რომ კარგად იქნები.თორნიკე გთხოვ,ზუსტად ისეთივე შიშით გთხოვ,როგორც წლების წინ ზღვაში გადახტომისას,რომ ხელი არ გამიშვა.გეხვეწები ჩვენთვის იბრძოლე,ჩვენი მომავლისთვის.აქ პირველად ნათქვამ სიტყვა ჩვენს,თითქოს სულ სხვანაირი მნიშვნელობა მისცემოდა.მესიამოვნა ეს ჩვენ და ჩვენი საერთო მომავალი.საკუთარ ტავს მაშინ გამოვუტყდი რომ თორნიკე ჩემთვის მეგობარზე მეტი ხდებოდა,რაც დრო გადიოდა.მისი უსიცოცხლო მტევანი ხელებში მოვიქციე და სათითაოდ დავუკოცნე გალეული თითები.
-თორნიკე გთხოვ მომეცი უფლება ყველა იმ ტკივილს ვუმკურნალო,რაც ჩემ გამო მიაყენე საკუთარ თავს.თან მის თითება ვეფერებოდი,დავხედე ხელზე და მთელი გულით,მთელი სულით ხმამაღლა ამოვიბღავლე.ღმერთო მან თითები გაამოძრავა ისევ გამაგებინა რომ იბრძვის სიცოცხლისთვის და ჯერ არ იცის ალბათ რომ ჩვენი მომავლისთვისაც.ღმერთო გთხოვ მოახდინე ისე როგორც ფილმებში ხდება და თორნიკე დააბრუნე.მოწმე ხარ რომ დაველოდები რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს ამას.თავი საწოლზე დავდე მისი ხელის მთევანთან,სკამი ახლოს მივაჩოჩე და არ მახსოვს ტირილში როდის ჩამეძინა.
დილა იყო თვალებს ჯერ ვერ ვახელდი.ისევ ძილბურანში ვგრძნობდი როგორ მანათებდა მზის სხივები სახეზე,სადღაც შორიდან ექოსავით ჩამესმოდა ჩიტების ჭიკჭიკი.ძალიან მეზარებოდა რატომღაც თვალის გახელა,თითქოს გამოფხიზლება არ მინდოდა.აი ისე კარგ სიზმარს რომ ნახავ და გამოღვიძებული ისევ მის გაგრძელებას ცდილობ.ვგრძნობდი რომ ჩემს თმაში ვიღაც თითებს აფათურებდა.ღმერთო რაკარგი შეგრძნებაა ვიფიქრე და უცებ წამია მეასედში გამახსენდა რომ ღამე თორნიკესთან დავრჩი პალატაში.თავი წამოვწიე და თორნიკეს ხელიდან სახემდე ნელა მივაყოლე თვალი,თითქოს ვცდილობდი ეს სიზმარი რომ ყოფილიყო არ გამპარვოდა.
-გამარჯობა ქალბატონო ანა.ნაცნობი ხმა და სასწაულად მონატრებული ღიმილი შემეგება ახალგაღვიძებულზე.ისე დავიბენი სახე ხელებში ჩავმალე და ბოლო ხმაზე ავქვითინდი.უცებ ხელები მოვიშორე და თორნიკეს ისევ შევხედე,იმის მიშნად რომ დავრწმუნებულიყავი სიზმარი არ იყო.აკანკალებული მივიახლოვდი მის ჯერ კიდეც ფერმკრთალ სახეს,ხელებში მოვიქციე და შუბლზე ათრთოლებული ტუჩები შევახე.
-თორნიკე შენ დაბრუნდი,ეს სიზმარი არაა,შენ ნამდვილი ხარ.გამოიღვიძე,ღმერთო შენ დააბრუნე ის.გახარებულმა ამოვთქვი და ტუჩებში ვეძგერე.აქ მე ანამ პირველად ვაკოცე თორნიკეს.
-ანა რასაკეთებ გაგიჟდი?მილეული ხმით მკითხა და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
-წელიწადნახევრის მერე შენი ხმა პირველად მესმის და მეკითხები ხომ არ გავგიჟდი?ხო სიხარულით გავგიჟდი.ხელით ფეხზე წამოდგომისკენ მიმითითა და მუცელზე შემავლო თვალი.
-მართლა ამდენი დრო გავიდა?შენი მუცელი?თმაც როგორ გაგზრდია.
-ხო თორნიკე წელიწადნახევარი გეძინა.არ მითხრა რომ არაფერი გახსოვს თორემ ნამდვილად გადავალ ჭკუიდან.
-ხო მახე რომ შენ მახსოვხარ.დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს?
მისი თითოეული ხმის ამოღება და გაღიმება,თითქოს სიხარულებად და ბედნიერებად აბრუნებდა ჩემში იმ ცრემლებს,რაც ამდენი ხნის განმავლობაში მიტირია მის გამო.
-ანა ლაშა სადაა?მკითხა და მორიდების ნიშნად თავი გვერძე გადაატრიალა.
-მე ყველაფერი ვიცი ლაშას ტყუილად ეძებ.წერილი დიდი ხნის წინ მომცა და დიდი ხნის წინ შეიცვალა ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში.
-ძალიან მრცხვენია,არ გეწყინა?არ გაბრაზდი?ყველაფერი იცი და როცა თვალი გავახილე პრველი მაინც შენ დაგინახე?
-მე არ მაქვს თორნიკე უფლება შენზე ვბრაზობდე.შენ სულ სხვაგან,შორს იყავი მთელი ეს დრო და ცხოვრების გაგრძელების ძალას მაინც შენ მაძლევდი გესმის?
-ეგ რას ნიშნავს ანა?
-ეხლა ამ ყველაფერზე ლაპარაკის დრო არ არის.ვუთხარი და აცახცახებული მაგრად მოვეხვიე.
თორნიკეს რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობდა.ჩვენ ისევ ისე ვიყავით როგორც ადრე,მეგობრობისას,თუ იმ კოცნას არ ჩავთვლით ემოციამოზღვავებული რომ ვეტაკე ტუჩებზე.თითქოს გვეშინოდა,ვერცერთი ვერ ვბედავდით ჩვენზე და სიყვარულზე ლაპარაკს.ვიცოდი მისი თავშეკავებულობის მიზეზი ჩემ მიმართ,ერთ დროს თავისი ძმაკაცური ურთიერთობა იყო სანდროსთან.მას მოვუყევი სანდროს ლაჩრული საქციელის შესახებ,რომ დიდი ხნის შემდეგ თქვა მისი თავგანწირვის ამბავი.იცოდა რომ უკვე დიდი ხანი იყო გასული რაც მას ჩემი ქმარი აღარ ერქვა.მისთვის მხოლოდ ღალატის და სახეში მოქნეული მუშტის შესახებ ვერ გავბედე თქმა.შემეშინდა ან იქნებ შემრცხვა რომ ერთ დროს სანდროს ჩემი ქმარი ერქვა.
საღამო ხანი იყო,ოფისიდან პირდაპირ თორნიკეს სახლში წავედი.კოჯორის სახლის გასაღები ისევ მე მქონდა.მოვკიდე თოკას ხელი და მანქანაში ჩავისვი.
-ანა საით?
-კოჯორში გიტაცებ.
-ჩემ სახლში მიტაცებ?მხრები აიჩეჩა გაურკვევლობის მიშნად და ქვედა ტუჩი გამოპრუწა.-სულ გაგიჟებულხარ.
-რაიყო ცუდად ყოფნამ ჩემი სიგიჟე დაგავიწყა?თუ სულ ისეთი სერიოზული ვიყავი რომ ეხლა გიკვირს
-არასოდეს ანა,შენი არცერთი თვისება ჩემში დავიწყებას არ მიეცემა.
სახლში შევედით,თორნიკე მისაღები ოთახისკენ წავიდა.
-ნწუ,მანდეთ არა.ვუთხარი და თვალით კიბეებისკენ ვანიშნე.მეორე სართულამდე თამამად ამომყვა.როცა დამინახა რომ არ გავჩერდი და კიბეებზე გზა გავნაგრძე თვითონ გაჩერდა.
-ანა მაღლა რა გვინდა როგორც მახსოვს იქ არაფერია.
-იქ ყველაფერია თორნიკე,იქ ყველა ის ტკივილია რომელიც ჩემ გამო განიცადე.
-ნუთი შენ...
-ხო მე ვიცი ნახატებზე,ვიცი იმ დღეებზეც ჩემი ბედნიერებით შენს უბედურებას რომ ფარავდი.ჩავირბინე მას ხელი მოვკიდე და ოთახში შევიყვანე სადაც ისევ ისე ოყო ყველაფერი,როგორც ბოლოს დავტოვე.
-თორნიკე ნება მომეცი ყველა იმ ტკივილს ვუმკურნალო,რონლებიც ამ ნახატებიდან გვიმზერს და დავიწყების სააუალებას არ გვაძლევს.თავს ნუ მარიდებ გთხოვ,ნუ ცდილობ ჩემგან შორს იყო,როცა ესე ახლოს ხარ ჩემ გულთან.მას არაფერი უთქვამს.ოთახიდან გამოვედი და მის ოთახში შევედით.
-თორნიკე მინდა ყველაფერი ამ დღიდან დავიწყოთ გესმის? ვუთხარი და ნახატისკენგავახედე დიდ იმედს რომ მიღვივებდა გულში.
-შენ ყველაფერი იცი ანა თურმე,რასაც ესე გულმოდგინედ ვმალავდი წლების განმავლობაში.
-ხოდადასამალი აღარაფერია,ხო ხედავ მე აქ ვარ,შენ წინ.ვუთხარი და ხელებში მოვიქციე მისი თითები,სახე ახლოს მივუტანე და მისი თვალებიდან ცრემლებს არ მივეცი უფლება გადმოცვენილიყვნენ,ტუჩემზე ვაკოცე,თან ვგრძნობდი როგორ მელეოდა გული.მუცლიდან ტუჩებამდე რაღაც ხაზი დენივით მივლიდა ტანში,მისი სახე ხელებში მოვიქციე და უფრო მხურვალედ გავაგრძელე კოცნა.
-ანა გაჩერდი.ჩურჩულით მითხრა.
-რომ არ გავჩერდე?ვკითხე და თვალი გავუსწორე.
-ჩემ თავს ვეღარ მოვერევი ანა,ამდენი წლის ნაგროვებ გრძნობებს ვეღარ გავაჩერებ.
-არ გააჩერო.ვუთხარი და კოცნით ჩავუყევი სახიდან ის ყელს.მის აჩქარებულ გულისცემას მკერდთან ვგრძნობდი და თანდათან უფრო ვეკვროდი.იგი უფრო და უფრო მეტ თავისუფლებას აძლევდა გრძნობებს და განცდებს.შეხებაზე უკვე ისიც შეხებით მპასუხობდა.სიმხურვალისგან მთელი სხეული მეწვოდა და ემოციისგან მთლიანად ვცახცახებდი.ვნებაარეულნი ნელი ნაბიჯით მივიწევდით საწოლისკენ,მისი ხელის თითოეული გადაცურება ჩემ მკერდზე ზღვა ემოციებს იწვევდა.მისმა ძლიერმა მტევნებმა ჩემი წელი ხელებში მოიქციეს,მორიდებით თვალი მაინც გამისწორა და ნელ მოძრაობას თან ათრთოლებული ხმა ამოაყოლა,რომლის ტალღაც კანზე სიოსავით მომედო.
-მიყვარხარ აანა.
-მე უფრო მეტად მიყვარხარ.ვუთხარი და ხელი მის ხერხემალს ჩავაყოლე.ემოციისგან ვერ ვგრძნობდი ჩემი ფრჩხილები როგორ უკაწრავდა ზურგს.
-ანა მტკენ,გამიცინა ხელები ზურგიდან კისერზე მომახვევინა.ასე უკეთესია ნუ იჩხაპნები.
თავი მის მკერდზე მედო და პირველად ვიყავი მშვიდად მთელი იმ დროის განმავლობაში.თორნიკეს მკლავები ისე ჰქონდა შემოხვეული გეგონებოდათ სადმე გავექცეოდი.ვუყურებდი მის მძინარე სახეს და გულში სითბო მეღვრებოდა.ვფიქრობდი მაშინ რომ აპარატი გამოერთოთ რამხელა უსამართლობა იქნებოდა,ვინ იცის რამდენი სიცოცხლე გაწირულა ექიმების გულგრილობის და უფულობის გამო.მეგონა ჩემი სხეულიდან ბედნიერებისგან ციცინათელები ცვიოდნენ.მის ყურებაში გვიან ჩამეძინა.დილით სიცარიელის შეგრძნებამ გამაღვიძა,როცა გვერდი ვიბრუნე.სასწრაფოდ თვალი გავახილე,მოვძებნე მაგრამ სახლში მარტო ვიყავი.ვეძგერე მობილურს და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მიპასუხა
-თორნიკე სად ხარ რატომ დამტოვე მარტო?ეს რას ნიშნავს?
-ანა გთხოვ მაპატიე,ცოტა ხნით მარტო ყოფნა მჭირდება დასაფიქრებლად.
-სად ხარ?არეული ხმით ვკითხე უკვე ცრემლები მომდიოდა.
-ანა მეთვითონ შეგეხმიანები გთხოვ ძებნა არ დამიწყო.
მობილური გამითიშა და მერე საერთოდ გამორთო.ეს ნამდვილად ხუმრობაა,რა ჯანდაბა ხდება.ათას კითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს და პასუხებს ვერ ვპოულობდი.ან იქნებ მეშინოდა იმის აღიარების რაც ჩემდაუნებურად მეფიქრებოდა.




მეგობრებო ბოდიში დაგვიანებისთვის. გთხოვთ რომ გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები,ძალიან მაინტერესებს❤❤



№1  offline წევრი დარინა

ჩვეულებრივ სტანდარტულ ისტორიას დაამსგავსე არადა თავიდან კარგად დაიწყე, სისულელეა ადამიანთან ვეღარ გიმეგობრია, რაღას მიყვებოდა სანდროს, იძულებიტ დაქორწინებაზე თავი მოიკლა და ახლა აღმოაჩინა რომ უყვარს, სრული აფსურდიაა, სანდრო ისე გაასწორე მიწასთან ვითომც არაფერი. ვერ ვიტან მეგობრობა რომ სიყვარულში გადადის.

 


№2  offline წევრი marikuna18

დარინა
ჩვეულებრივ სტანდარტულ ისტორიას დაამსგავსე არადა თავიდან კარგად დაიწყე, სისულელეა ადამიანთან ვეღარ გიმეგობრია, რაღას მიყვებოდა სანდროს, იძულებიტ დაქორწინებაზე თავი მოიკლა და ახლა აღმოაჩინა რომ უყვარს, სრული აფსურდიაა, სანდრო ისე გაასწორე მიწასთან ვითომც არაფერი. ვერ ვიტან მეგობრობა რომ სიყვარულში გადადის.

არაა სხვა ისტორიების ნაირი ამაში ვერ დაგეთნხმები და ვერც იმაში რომ უაზროდ დაქორწინდა სანდროზე...ხშირ შემთხვევაში არ ვუტყდებით საკუთრ თავსაც რომ სხვა გვიყვარს და ვისთანაც ცოტა გაბედულად ვართ ის გვგონია ცხოვრების თანამგზავრი და ზუსტად მეგობრობიდან იწყება დიდი სიყვარული უსაზღვრო სიყვარული

 


№3  offline წევრი ლილეანა

დარინა
ჩვეულებრივ სტანდარტულ ისტორიას დაამსგავსე არადა თავიდან კარგად დაიწყე, სისულელეა ადამიანთან ვეღარ გიმეგობრია, რაღას მიყვებოდა სანდროს, იძულებიტ დაქორწინებაზე თავი მოიკლა და ახლა აღმოაჩინა რომ უყვარს, სრული აფსურდიაა, სანდრო ისე გაასწორე მიწასთან ვითომც არაფერი. ვერ ვიტან მეგობრობა რომ სიყვარულში გადადის.

ხო ორივე მხარისათვის სასიამოვნო არ არის ბავშვობის მეგობრობა საბოლოოდ სიყვარულში რომ გადადის,პირადი გამოცდილებით ვიცი მაგრამ ხომ მაინც გადადის ხშირ შემთხვევაში,ამის ხაზგასმა მინდოდა მე.ეს აფსურდი ნამდვილად არ არის.სანდროს ნაირი ადამიანებიც ნამდვილად არსებობენ მთელი ცხოვრება რომ გაურბიან პასუხისმგებლობას და იმას რაც ოჯახში,ცოლთან უნდა გაარკვიოს და მოაგვაროს,ნუგეშს სხვასთან ეძებს..მადლობა საკუთარი აზრის გამოხატვისთვის და რომ აქამდე მომყევი ❤❤❤❤

marikuna18
დარინა
ჩვეულებრივ სტანდარტულ ისტორიას დაამსგავსე არადა თავიდან კარგად დაიწყე, სისულელეა ადამიანთან ვეღარ გიმეგობრია, რაღას მიყვებოდა სანდროს, იძულებიტ დაქორწინებაზე თავი მოიკლა და ახლა აღმოაჩინა რომ უყვარს, სრული აფსურდიაა, სანდრო ისე გაასწორე მიწასთან ვითომც არაფერი. ვერ ვიტან მეგობრობა რომ სიყვარულში გადადის.

არაა სხვა ისტორიების ნაირი ამაში ვერ დაგეთნხმები და ვერც იმაში რომ უაზროდ დაქორწინდა სანდროზე...ხშირ შემთხვევაში არ ვუტყდებით საკუთრ თავსაც რომ სხვა გვიყვარს და ვისთანაც ცოტა გაბედულად ვართ ის გვგონია ცხოვრების თანამგზავრი და ზუსტად მეგობრობიდან იწყება დიდი სიყვარული უსაზღვრო სიყვარული

ზუსტად მიმიხვდი სათქმელს,ძალიან მიხარია❤❤❤❤❤

 


№4  offline წევრი ნინ ია

თორნიკეს გაქცევა გოგოს საქციელს ჰგავს

 


№5  offline წევრი ლილეანა

ნინ ია
თორნიკეს გაქცევა გოგოს საქციელს ჰგავს

ამასაც თავისი ახსნა აქვს ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent