შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [26] [დასასრული]


2-04-2019, 05:32
ავტორი მე♥
ნანახია 5 942

თარაშმა სახლში ასასვლელი სამი ხის კიბე აიარა, ჩემოდანი კართან დადო და ჯიბიდან გასაღები ამოიღო. ლოლამ ცნობისმოყვარე მზერით გადახედა ეზოს, ცდილობდა სადმე მაინც მოეკრა თვალი სხვა სახლებისთვის, მაგრამ გარშემო ერთადერთი სახლი რომელიც ნახა ეს არის. ხის კარი ჭრაჭუნით გააღო მერლანმა და ნელი ნაბიჯებით შევიდა სახლში. ლოლამ ჩემოდანს ხელი გაუშვა და თარაშს მიჰყვა.

-ასე მგონია რომ ჩამოინგრევა. _შიშნარევი ტონით აეკრა მამაკაცს უკან და ჩაბნელებულ სახლში თვალებმოჭუტულმა სცადა ყველაფრის აღქმა, მაგრამ უშედეგოდ. _როგორ ბნელა. _შეწუხებულმა ამოიკრუსუნა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. _შუქი არ არის?

-შუქიც არის, გათბობაც და ცხელი წყალიც. _მამაკაცის ცინიკური ხმა იმ წამსვე ამოიცნო და წარბებშეკრულმა გადახედა, თუმცა მეეჭვება სიბნელეში თარაშს ეს დაენახა.

-თარაშ, ხომ გთხოვე ზღვაზე წამიყვანე და იქ დამასვენე-თქო?!_ნაწყენმა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და სახლიდან გავიდა. მერლანმა მსუბუქად ჩაიცინა და გოგონას უკან მიჰყვა.

-მთხოვე, მაგრამ დამიჯერე რომ აქ უფრო მოგეწონება. _თვალი ჩაუკრა და ლოყაზე აკოცა. _თანაც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, დასასვენებლად არ გეცლება._სიცილით დაამატა და თავი მარჯვნივ მიატრიალა. ლოლამ მამაკაცის მზერას თვალი გააყოლა და სახლის კუთხეში ლამაზად დაწყობილ სამუშაო ინსტუმენტებს თვალებდაქაჩული მიაჩერდა.

-მოიცადე, უფასო მუშა გინდოდა არა?!_აღრენილმა ჩაილაპარაკა და მამაკაცს მოშორდა. _შენ რა, აქ სახლის გასარემონტებლად ჩამომიყვანე?

თარაშმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ისევ სახლში შებრუნდა. ცოტახანში უკან დაბრუნდა და მარჯვენა ხელით სახლისკენ მიუთითა.

-გავანათე. _ლოლამ ხვნეშით ჩაიარა სამი კიბე და ჩემოდანს გაბრაზებული დაეჯაჯგურა.

-მე ამოგიტან. _ღიმილნარევი ხმით ამოუდგა უკან თარაში.

-ძალიან კარგი!_ჯიბრიანად უპასუხა და გვერდი აუარა. _მეორე ჩემოდანიც ამომიტანე, თუ გინდა რომ აქ დავრჩე და დაგეხმარო. _ცხვირაბზუებულმა გასცა ბრძანება და განათებულ სახლში შევიდა._გამორიცხულია!_პირდაღებულმა ამოილუღლუღა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. _ძვირფასო, ამ სახლის სახლად დამსგავსებისთვის ერთი კვირა არ გვეყოფა, მინიმუმ 1 თვე მაინც გვინდა. _ცინიკური ღიმილით მიუტრიალდა უკვე მის უკან მდგარ ჩემოდნიან თარაშს და მარცხენა წარბი ზემოთ აზიდა. მერლანმა მხრები აიჩეჩა და გვერდი აურა.

-თუ საჭირო გახდა ერთი თვეც გაჩერდები. _არც თარაშმა დააკლო ცინიზმი და ჩემოდანი ერთ-ერთი კარისკენ გააგორიალა.

ლოლამ ტუჩები დამცინავად გასწია წინ და ცხვირი აიბზუა.

-რომანტიკულ სცენებს არ მოგაკლებ. _სიცილით მიაძახა და საჩვენებელი თითიდან ბეჭედი არათითზე გადაიტანა. _კარგი, რომელი ოთახით ვიწყებთ?_მოულოდნელად შეეცვალა ხასიათი. აჟიტირებული წავიდა საღებავებისკენ, თანაც ისე რომ მე მგონი ტანსაცმლის გამოცვლა აზრადაც არ მოსვლია. თარაში წარბებშეჭმუხნული გამოვიდა გარეთ და ლოლას უნდობმად გადახედა.

-რა ჩაიფიქრე?_ეჭვით იკითხა და თვალები მოჭუტა. ქირიამ გაკვირვებულმა გამოსწია ქვედა ტუჩი წინ და მხრები აიჩეჩა.

-რას გულისხმობ?

-ზედმეტად მცირე დროში შეიცვალე აზრი. რას გეგმავ?_არ ნებდებოდა თარაში. ლოლამ ხმამაღლა გადაიკისკისა და საღებავზე ჩამოჯდა.

-იმედია გამიძლებს._თავისთვის ჩაილაპარაკა და მამაკაცს ახედა. _მივხვდი რომ ჩემი ცხვირის ჩამოშვებით ამ სახლს ვერაფერს ვერ ვუზამ და მირჩევნია რომ მალე მოვრჩეთ. ჩემი ნებით! _აუხსნა და ნიკაპი ხელისგულებში ჩარგო.

-კარგი, მაშინ ჯერ ვჭამოთ და დანარჩენს მერე აგიხსნი.

-საჭმელი არ გვაქვს. მე კიდევ სახლში სადაც 3 საათზე მეტი არ გამიტარებია ვერ ვიდიასახლისებ, ხასიათში მაქვს. _ცინიკურად გამოაჯავრა მამაკაცი და ღიმილით წამოდგა ფეხზე. _მე მანამდე ეზოს დავათვალიერებ.

***

-უკან ის დანგრეული ქოხი შენი ბავშვობის მოგონებაა?_სახლში დაბრუნებულმა ინტერესით ჰკითხა პატარა სამზარეულოში მოფუსფუსე თარაშს.

-არა, საქათმეა. _უკმეხად უპასუხა და გაზქურა გამორთო. ლოლამ ხმამაღლა გაიცინა და სამზარეულოს კარში ფეხმორთხმული ჩაჯდა.

-ჩემი სოფელი გამახსენდა. მაგრამ იქ სიცოცხლე იგრძნობა, ბუნებასთან ერთად ადამიანებიც ყვავიან. აქ კიდევ, ერთადერთი რასაც თვალი მოვკარი საქათმეა, რომელიც სავარაუდოდ დიდი ხანია ქათამიც კი არ შესულა. რატომ არის ეს სოფელი ასეთი მიტოვებული?

-მიტოვებული არ არის, აქედან 4 კილომეტრში ძალიან ლამაზი და ხალხმრავალი სოფელია. უბრალოდ აქ არ ცხოვრობს არავინ, ძალიან დიდი ხნის წინ ჩემი მეგობრის ბაბუამ ააშენა.

-კი, მაგრამ მეორე სოფელში რატომ არ ააჩენა?

-იმიტომ, რომ იმ სოფელში უკვე ჰქონდა სახლი. ეს შვილიშვილებს აუშენა, მაგრამ ორივე საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად. აქაურობა კი ყველასგან დასვენების საუკეთესო გამოსავალი იყო.

-ანუ გამოდის რომ ჩემგან დასვენება როცა მოგინდება აქ მოხვალ ხოლმე?!_წარბწეულმა გადახე მამაკაცს. თარაშს ტუჩის კუთხეში ჩაეცინა.

-იტალიიდან როცა დამღლი თბილისში, ჩემს სახლშიც მშვენივრად დავისვენებ.

-მალე დავიწყებთ კედლების გადაღებვას? _მამაკაცის ცინიზმს ყურადღება არ მიაქცია და ზურგი აქცია.

-ჯერ კედლები უნდა გასწორდეს, გაშრეს და მერე კი.

-და მაგ ყველაფერს რამდენი ხანი სჭირდება?

-ერთი დღე.

***
-ეს ახალი თეთრეული ვინ მოიტანა?_ჯერ კიდევ პარკებში შეფუთულ თეთრეულზე მიუთითა ლოლამ.

-მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! გადააკარი და დაწექი.

წარბაწეულმა შეუღრინა მთელი დღე უსაქმურად მჯდარ ლოლას და დაღლილი დივანზე ჩამოჯდა. ქირიამ მამაკაცის სიბრაზეზე ღიმილი ვერ შეიკავა და ეშმაკური მზერით მიუჯდა გვერდით. მარჯვენა მხარი ოდნავ გაუხახუნა თარაშს და თავი მისკენ გადასწია. ცდილობდა უსიტყვოდ შემოერიგებინა მასზე გაბრაზებული მერლანი.

-სამი საათი ხომ არ გასულა ჯერ?! _სიცილით დაიწყო საუბარი. როცა მიხვდა რომ ხუმრობამ შედეგი ვერ გამოიღო, ცხვირაბზუებული წამოდგა ფეხზე და საძინებლისკენ წავიდა.

***

დილით რაღაცის ბრახუნმა გამოაფხიზლა, მაგრამ ძილბურანში მყოფი საკუთარ თავს არწმუნებდა რომ მის ყურთა სმენას ხმაური ჯერ კიდევ არ გაუგია და ძილის შებრუნებას უშედეგოდ ცდილობდა. ბოლოს მცდელობისგან დაღლილმა ცალი თვალი გაახილა და ძველი ფარდებიდან შემოჭრილ მზის სხივებს თვალი გაუსწორა. როცა დარწმუნდა რომ ძილის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა მეორე თვალიც გაახილა და აბურდულ თმებში თითები შეიცურა.
საწოლის მეორე მხარეს სიცარიელეს გრძნობდა, გადატრიალება საჭირო აღარ იყო.
თვალების ფშვნეტით წამოდგა ფეხზე და როგორც კი ძველ იატაკზე გლუვი ფეხისგულები შეახო შეცბუნებულმა ასწია ფეხები საწოლზე.

-ჩემი ჩუსტები. _ბუზღუნით ჩაიჩურჩულა და კუთხეში მიწყობილ ფეხსაცმელებს გახედა. _ოხ, თარაშ!

***
-შეგიძლია ამიხსნა ამ დილა უთენია რას აკეთებ?_ფანჯრიდან გადახედა ეზოში, შორტის ამარა მდგარ თარაშს. _თუ ყოველ დილით ასე დამხვდები მზად ვარ მთელი ცხოვრება ცალი თვალით გიყურო. _ბოლომდე გამოფხიზლება ვერ მოასწრო, მაგრამ თარაშის სექსუალური ტანით ტკბობა მაინც მოახერხა. მერლანმა თავის ქნევით გადახედა ლოლას და ტუჩის კუთხეში ჩაიცინა.

-უკვე თავისუფლად შეგიძლია საუზმე მოამზადო. _თვალი ჩაუკრა, ზურგი აქცია და საქმის კეთება განაგრძო.

-და მე რომ ასე დარჩენა და შენით ტკბობა მინდა?_ხმადაბლა, თავისთვის ჩაიჩურჩულა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. _კარგი წავალ, მარტო იმიტომ რომ მეც მშია.

***

-რას აკეთებ?_გაოცებულმა გადახედა იატაკზე ჩამომჯდარ ლოლას.

-თუ ამ ორ საღებავს ერთმანეთში ავურევთ უფრო ლამაზ და ნათელ ფერს მივიღებთ. ვცადოთ. _მორცხვად ჩაილაპარაკა და კუთხეში შერეულ ორ ფერზე მიუთითა. _ნახე როგორი ნათელი და დადებითი ფერია, თანაც ამ სახლს არ აწყენდა ცოტა სიფერადე._ბურტყუნით დაამატა და საღებავის თავსახურით თარაშისკენ წავიდა.

-კარგი, როგორც გინდა. _უსიტყვოდ დაეთანხმა და ჭერის შეთეთრება განაგრძო. ლოლამ კმაყოფილმა ჩაიღიმა და საღებავის მთლიანი შეკვრა თავისკენ მიაჩოჩა.

***
-ცოტა არ იყოს და უხერხულად ვგრძნობ თავს. თითქოს სხვა სახლში ვართ. _მისაღებში შესულმა სიცილით ჩაილაპარაკა და დოინჯი შემოიდო. _ძალიან მოუხდა ეს ფერი. უნდა დამიჯერო ხოლმე. _საღებავით მოთხვრილი ხელი ნიკაპზე მოისვა და თავდაჯერებულმა დაუქნია მამაკაცს თავი. თარაშმა ხმადაბლა ჩაიცინა და თავი დახარა. _რა ვთქვი სასაცილო?_წარბწეულმა იკითხა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. მერლანმა მხრები აიჩეჩა და თავი გააქნია.

-კარგი, მდინარეზე წავიდეთ და იქ ვიბანაოთ. თან სოფელსაც ნახავ.

-კარგი, წავიდეთ. საცურაო კოსტუმით რომ წამოვიდე, უხერხული ხომ არ იქნება?

-ტანსაცმლით თუ ბანაობ, ეგრე წამოდი. _დამცინავად ჩაუკრა თვალი და ოთახისკენ წავიდა.

***
-ამხელა სოფელია, ჯერ მხოლოდ ორი კაცი შეგვხვდა და არცერთი გიცნობდა..._თავისთვის ჩურჩულებდა და ნელი ნაბიჯებით მიჰყვებოდა თარაშს მდინარისაკენ.

-იმიტომ რომ როდესაც აქ ჩამოვდივარ თითქმის სულ სახლში ვარ, ჩვენი სახლი კი სოფლისგან რამდენიმე წუთის სავალზეა.

-მაღაზიაში რომ მოგვინდეს ჩასვლა რა უნდა ვქნათ?! მანქანაც საკმაოდ შორს გვყავს დატოვებული.

-მანქანას დღეს მეორე სოფლიდან გადმოვიყვან და სახლთან ახლოს დავაყენებ. უბრალოდ შორი გზაა გასავლელი.

-და თავიდავნე ეგრე რატომ არ ვქენით?!_წარბწეულმა, აღრენილმა ასწია თავი და თარაშს დააკვირდა.

-ბევრ დროს დავკარგავდით.

-და ფეხით რომ ვიარეთ ეგ არ იყო დროის კარგვა?

-უფრო მეტ დროს დავკარგავდით. ახლა როცა ყველაფერს მოვრჩით შეგვიძლია დრო თავისუფლად ვფლანგოთ. _ცინიკური ღიმილით აიჩეჩა მხრები თარაშმა.

-მართლა ეგეთი შორია?

-მეორე სოფლიდან თუ შემოვუაროთ დაახლოებით საათ ნახევრის გზაა.

-მოდი დავტოვოთ იქ სადაც არის. _შეწუხებულმა ამოიჩურჩულა და ქვაზე ჩამოჯდა.

-არა, ქალაქში მაინც მოგვიწევს გასვლა საჭმელი გვითავდება.

-ზღვაზე მართლა არ წავალთ?_მოღუშულმა დაბრიცა ქვედა ტუჩი.

-მეგონა სოფელში ყოფნა უფრო სასიამოვნო იქნებოდა შენთვის.

-სოფელში გარემონტებულ სახლში ყოფნა როგორც დამსვენებელს შეეფერება ისე კი, მაგრამ როგორც მალიარს ეგრე არა! _ჯინიანად გამოაჯავრა და ფეხზე წამოდგა. _კიდევ ბევრი დარჩა?

-არც ისე.

***
-შამპუნი წამოიღე?_მდინარეში შესულ თარაშს ხმამაღლა მიაძახა ლოლამ და ჩანთის ქექვა დაიწყო.

-შამპუნი, ბალზამი და ტანის დამატენიანებელიც მანდ უნდა იყოს კარგად ნახე.

ლოლამ ხმამაღლა ამოიხვნეშა ჩანთა მიწაზე დააგდო და ტანსაცმლის გახდას შეუდგა.

თარაში მდინარის საწყინააღმდეგოდ ცურავდა, ლოლამ დოინჯი შემოიდო და კმაყოფილი გამომეტყველებით დაიწყო მამაკაცზე დაკვირვება.
ყოველ დღე ახალ რაღაცას პოულობდა მერლანში, თითქოს ახალ ადამიანს იცნობდა რომელთან ერთად ყოფნაც მისთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო.

***
-ჰამაკი?!_გაკვირვებულმა წამოიძახა და ეზოში შემოსული თარაშისკენ გაიქცა. _როგორ ვნატრობდი. _სიცილით გამოსტაცა ხელიდან. _სად გავაბათ?_ინტერესით იკითხა და თვალებით ჰამაკისთვის ადგილის ძებნა დაიწყო.

თარაშმა პარკები კიბეზე დააწყო და ერთ-ერთიდან ჰამაკისთვის სპეციალური სამაგრები ამოიღო.

-სახლის გარდა სადაც გინდა იქ მოაბი. _სიცილით აუჩეჩა თმები და სახლში შევიდა.

-მე?!_გაკვირვებულმა ცერა თითი მკერდზე მიიდო. _თუ გინდა რომ მიწაზე მოადინო “ზღართანი” კი ბატონო.

-მაშინ ცოტახანი დამაცადე და მე გავაბამ.

***
-ცხელი შოკოლადი გინდა?_ჰამაკის გვერდით წამოწოლილ თარაშს ეშმაკური ღიმილით გადახედა და თვალებში ათამაშებილი ჭინკები მიანათა. მერლანმა ღრმად ამოისუნთქა, ცალი თვალით გადახედა და ხელები თავქვეშ ამოიდო.

-არა!_მოკლედ უპასუხა და დადუმდა. ლოლამ წარბწეულმა ტუჩები აათამაშა და ფეხზე წამოდგა.

-კარგი მარტო ჩემთვის გავიკეთებ. _აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა სახლისაკენ, თან თავს ეშმაკურად ატრიალებდა უკან.

ცხელი შოკოლადი მუხლებზე დაიდო და ჰამაკი ნელა გაამოძრავა.

-დღითიდღე ვრწმუნდები რომ სოფელში წასმოვლა არც თუ ისე ცუდი იდეა იყო. ყველაფრისგან მოწყვეტილს მშვიდად შემიძლია ფიქრი და შენთან ერთად დროის გატარება. _როგორც იქნა წამოსცდა ის რასაც თარაში ამდენხანს ელოდა.

-მიხარია აზრი რომ შეიცვალე.


***
-ახალი ამბავი გაიგე?_დილით მარიტას გახარებული ხმის გაგონებისთანავე გადაავიწყდა რამდენიმე წამის წინ არსებული ფიქრები.

-იმედია ამბავი სასიამოვნოა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაპატიებ დილის ძილს ასე უპასუხისმგებლოდ რომ მირღვევ.

-ვთხოვდები!

-რა?_სასწრაფო წესით წამოჯდა საწოლზე და სახეზე თითები მსუბუქად მოისვა.

-ხო, გუშინ ღამე მე მგონი ზედმეტად ბევრი დავლიე და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. _ხმაში სიცილი ეპარებოდა მარიტას.

-მარიტა, დასერიოზულდი და ნორმალურად ამიხსენი. რა ხდება?

-გუშინ ლაშას ხელი ვთხოვე. _სიცილით ჩაილაპარაკა გოგონამ.

-რა ქენი!? შენ?

-ხო, მე! მივხვდი რომ დილაობით მისი ნახვა არც თუ ისე ცუდი აზრია.

-კარგი და ლაშა თანახმაა?_სიცილი ვეღარც ლოლამ შეიკავა და საწოლის მეორე მხარეს, წელს ზევით შიშველ თარაშს გადახედა._საყვარელი მამაკაცის გვერდით წოლა დილით მართლა არაა ცუდი აზრი. _თავისთვის ჩაიჩურჩულა და საჩვენებელი თითის ბალიში მსუბუქად დაუსვა ზურგზე.

-რას ნიშნავს თანახმაა თუ არა?! რა თქმა უნდა თანახმაა, უარი რატომ უნდა ეთქვა, ეგეც ახლა ქალიშვილი გოგოა და ოჯახის შეეშინდება.

-როგორ შეგიძლია საკუთარ მომავალზე ასე იხუმრო?

-მე ყველაფრის გართულება არ შემიძლია თორემ ხუმრობა, ჩემი ძლიერი და ყველაზე დადებითი მხარეა!

-კარგი, გამოვფხიზლდები და დაგირეკავ.
***
ბოლო დროს უცნაური ფიქრები აეკვიტა, თითქოს რაღაც მოსვნებას არ აძლევს და შინაგანად სჭამს. ყველაფრისგან პრობლემას ქმნის, მართალია ამას თარაშთან არ ამბობს, მაგრამ საკუთარი თავი ჰყავს გაწამებული.

როგორც კი თავისუფალ დროს გამონახვს დადებითზე ფიქრის ნაცვლად შიშნარევი აზრები აქვს. რამდენჯერმე თარაშთან ურთიერთობაზეც დაიწყო საუბარი, თითქოს დაშორება უნდოდა, მაგრამ ბოლომდე ვერ ამბობდა, ეშინოდა რომ მამაკაცი არასწორად გაუგებდა. თუმცა თვითონაც არ იცის რა უნდა, ან რატომ აკეთებს ამ ყველაფერს.
***

-მარიტა თხოვდება._ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა და თარაშის წინ მოკალათდა.

-მიხარია. _გულწრფელი ღიმილით ჩაილაპარაკა თარაშმა და ჩაი მოსვა.

-თარაშ, ჩვენ რა ვქნათ?_მოულოდნელად იკითხა და იმ წამს აღებული ფინჯანი უკან დააბრუნა.

-დავშორდეთ!_მოკლედ უპასუხა და პურის ნაჭერი აიღო. ლოლას წამებში გამოუშრა ტუჩები, დაბნეულმა ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ერთმანეთში ახლართული თითები ფინჯანს მოუჭირა.

-ასე მარტივად შეგიძლია?!

-თუ ყოველ დილით მსგავსი კითხვებით უნდა იღვიძებდე, მაშინ დავშორდეთ. არ მინდა რაიმე გაიძულო, ათასჯერ მაინც გითხარი ეს. მე ხვეწნას ვერ დაგიწყებ! არ ვაპირებ ჩავებღაუჭო იმ ურთიერთობას რომელიც გამუდმებით კითხვას გიჩენს.

-ანუ ყველაფერი ჩემი ბრალია?

-მე არ ვამბობ რომ რომელიმე ჩვენგანია დამნაშვე, მე არ მითქვამს რომ შენი ბრალია. იმასაც ვერ ვხვდები რა შეიძლება შენი ბრალი იყოს, ან ჩემი. რა უნდა გაგვეკეთებინა და რა ვერ გავაკეთეთ სწორად?! არაფერი! უბრალოდ, ვამბობ რომ შენში არსებული შიში ჩემთვის არასასიამოვნოა, მასთან ერთად ცხოვრება არ შემიძლია!

-მე არ მინდა ასე დაგკარგო!

-მე საერთოდ არ მინდა შენი დაკარგვა, მაგრამ თუ შენ ჩემთან ერთად ყოფნა სანერვიულოს გიჩენს მირჩევნია რომ მშვიდად იყო, თუნდაც უჩემოდ. შეიძლება ეს ყველაფერი დიდი ხანი გაგრძელდეს, შეიძლება მეორე დღესვე მივხვდეთ რომ უერთმანეთოთ არაფერი გამოგვდის. დროის საკითხია, ლოლა.

-პირობა მომეცი რომ თუ იგრძნობ აუცილებლად დაბრუნდები და თავს არ შეიკავებ!

-მაგ პირობას მე უნდა გართმევდე. _ღიმილით დაკრა ცხვრიზე საჩვენებელი თითი და ფეხზე წამოდგა.

-გამოვიცვლი და სოფელი დამათვალიერებინე. _სწრაფად წამოხტა ფეხზე და ოთახისკენ წავიდა.

***
-ერთი წუთით, დავიბენი. ანუ ერთმანეთს დაშორდით, მაგრამ ახლა სოფლის დასათვალიერებლად მიდიხართ?

-არა, არ დავშორდით. უფრო სწორად... არ ვიცი რა ჰქვია ამას, მაგრამ არ გვიჩხუბია, არც გვიკამათია უბრალოდ ძალიან მალე მივედით იმ დასკვნამდე რომ... _ცოტახნით გაჩუმდა შესაბამის სიტყვას ეძებდა._ ხო დავშორდით, მაგრამ არა ახლა და აქვე.

-ყველაფერი უცნაური შენთან რატომ ხდება?! _გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და დადუმდა.

-მარიტა, ერთხელ რომ ნორმაური რჩევა მომცე შეგიძლია?_გაბრაზებულმა წამოიძახა და ფეხზე წამოდგა.

-დიდი ბოდიში, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ სიტუაციაა არანორმალური და ჩემგან რა ნორმალურ რჩევას ელოდები?_სიცილით იკითხა გოგონამ.

***
-თბილისში რომ დავბრუნდებით ცოტახანი ჩემებთან გავჩერდები, არ მინდა დედაჩემს ეს ყველაფერი ვუთხრა. უმჯობესი იქნება თუ არ ეცოდინება, იცოდეს რომ ისევ ერთად ვართ.

-როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ ისე მოვიქცეთ.

-სალათის ფურცლები გარეცხე?_სწრაფად შეცვალა თემა და გარეცხილი პომიდორი საჭრელ დაფაზე დადო.

-კი, საწურზეა. დილით რომ იძახდი შემწვარი კარტოფილი მინდაო.

-არ გვაქვს კარტოფილი. _ტუჩებგამოწეულმა ჩაიჩურჩულა და პომიდორის დაჭრა განაგრძო.

-1 საათი მოითმენ?_ღიმილნარევი ხმით იკითხა თარაშმა.

-მოიტან?_გახარებულმა გადახედა მამაკაცს და დანა მისი მისამართით გაიშვირა.

-თუ მაგ დანას არ გასწევ ჩემი გატანაც შენ მოგიწევს. _თვალი ჩაუკრა, დანა დაბლა დააწევინა და ცხვირის წვერზე აკოცა.

ასეთი გაორებული და დაბნეული არასოდეს ყოფილა. გულის სიღრმეში იცის რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა დასრულდეს, მაგრამ ვერ ხვდება რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც თარაშთან ყოფნის დროს ძალიან ბედნიერია. რატომ აქვს მომენტებში ისეთი შეგრძნება რომ თითქოს საკუთარ თავს კარგავს და ამის გამო ამ ურთიერთობაზე უარს ამბობს, მომენტებში კი ყველაფერი იცვლება. ყველაფერი ძალიან უცნაურია, დაშორების გადაწყვეტილების მიუხედავად ერთმანეთთან მაინც ის დამოკიდებულება აქვთ რაც აქამდე ჰქონდათ, თითქოს გამოსამშვიდობებელი დღეებია და ამ ყველაფრისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებენო. უცხოს თვალით ნადმვილად ვერ მიხვდებით რომ ეს ურთიერთობა თბილისში დაბრუნების შემდეგ შეიძლება დასრულდეს.

ყველაზე მეტად რისიც ეშინოდა ის არ მოხდა, ურთიერთობის დასრულების წინ როგორც ხდება ხოლმე სკანდალი, ჩხუბი ერთმანეთის მიმართ გამომჟღავნებული აგრესია, უპატივცემლობა. ალბათ ყველაფრის ასე დასრულება უფრო მარტივი და სწორი საქციელია მათი მხრიდან.

ლოლა წავა იტალიაში განაგრძობს მუშაობას და პროფესიულ ზრდას. თარაშს საკუთარი ცხოვრება ექნება, დაიჭერს ისევ კრიმინალებს და სხვისი უსაფრთხოებისთვის თავს საფრთხეში ჩაიგდებს.
ალბათ ამანაც განაპირობა ლოლას გადაწყვეტილება, ეშინია რომ გამუდმებით თარაშის დაკარგვის შიშში მოუწევს ცხოვრება. იტალიაში ყოფნის დროს რომ ეცოდინება არსებული საფრთხის შესახე და ვერ დაუკავშირდება ფსიქიკურად შეშლის. უმჯობესია წარმოდგენა არ ჰქონდეს რას აკეთებს, სად არის კონრეტუკლ მომეტში, ასე უფრო მშვიდად იქნება.

***
-სად ხარ?_დაახლოებით საათ ნახევრის შემდეგ გადაწყვიტა მამაკაცისთვის დაერეკა.

-საბურავი გამისკდა და ცოტა შემაგვიანდება. ცოტა შეჭამე, მშიერი ხარ.

-არა, დაგელოდები! _კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ლოლამ. _მარტო ხარ?

-კი. უცებ შევცვლი და წამოვალ.

***

შემწვარი კარტოფილით ხელდამშვენებული მისაღებში გავიდა და სააბაზანოდან ახლადგამოსულ თარაშს გადახედა.

-არ მესმის..._ეჭვით ჩაილაპარაკა და მაგიდასთან დაჯდა. _საბურავი თუ გაგისკდა ლოყა რატომ გაქვს აწითლებული, ან მუშტი სად დაიზიანე._ როგორც კი ეზოში შემოსული თარაში დაინახა იმ წასვლე მიხვდა რომ მამაკაცის თავს სულ სხვა რაღაც მოხდა.

-საბურავის შეცვლის დროს, ლოლა. _მოკლედ უპასუხა და მაგიდას მიუჯდა.

-ნუ მატყუებ! _გაღიზიანებულმა ხმამაღლა წამოიძახა და ჩანგალი მაგიდაზე დადო. _ვიცი რომ საბურავი არაფერ შუაშია!

თარაშმა ჭამა შეწყვიდა და ლოლას მიაჩერდა.

-მართალი ხარ, საბურავი არაფერ შუაშია, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა.

-რატომ მომატყუე?

-იმიტომ რომ არ გენერვიულა._სწრაფად უპასუხა მერლანმა. ლოლამ აცრემლებული თვალებით გადახედა ირგვლივ ყველაფერს და საჩვენებელი თითებით ცრემლების შეკავება სცადა.

-ზუსტად ამის მეშინოდა. _ხმა აკანკალებულმა ამოიჩურჩულა და ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ცრემლი გადაყლაპა. _იმის რომ ჩემი სიმშვიდისთვის შენ ტყუილის თქმა შეგიძლია. იმის რომ მე თუ იტალიაში ვიქნები შენ ბევრი საბურავი გაგისკდება. ზუსტად ამ ტყუილის მეშინია ყველაზე მეტად. იმიტომ კი არა რომ შენ ჩემი მოტყუება შეგიძლია, არა, ვიცი რომ ტყუილის თქმის დროს შენ ყველაზე მეტად გტკივა, უბრალოდ როდესაც რაღაცა ისეთს მეტყვი მე ყოველთვის შიში შემიპყრობს და ეჭვი არ მომასვენებს. ვერც იმას მოგთხოვ რომ არ მოამტყუო, ვიცი შენი სიმართლე უფრო ცუდი იქნება ჩემი ფსიქიკისთვის.


თარაშმა თითებზე ნაზად შეახლო ხელი, მუსბუქად მოჰკიდა და ტუჩებთან მიიტანა.

-გამოდის რომ ჩემ გვერდით თავს მშვიდად ვერასოდეს იგრძნობ.

-ძალიან მწყინს... მე არ შემიძლია ჩემი სიმშვიდის გამო რაიმე მოგთხოვო, ან გთხოვო. საკუთარ თავს ვერასოდეს მივცემ იმის უფლებას რომ შენ პროფესიაზე რაიმე ვთქვა, ან უბრალოდ გთხოვო რომ სხვაგან იმუშავო. _აცრემლებული თვალებით ახედა მამაკაცს და ათრთოლებულ ტუჩებზე ხელისგული აიფარა. _მაპატიე. _სლუკუნით ჩაიჩურჩულა, მისკენ ოდნავ გადაიხარა და შუბლზე შუბლი მიადო. _მაპატიე რომ ასეთი სუსტი ვარ. მაპატიე რომ საკუთარ თავს ამისთვის ვერ ვიმეტებ.

თარაშს ხმა არ ამოუღია, მშვიდად უსმენდა და ლოლას ცრემლებს რომლებიც მაგიდის ზედაპირზე ეცემოდა თვალებჩაწითლებული უყურებდა.

-ახლა რომ ვუფიქრდები ძალიან მარტივი ყოფილა მიზეზი პოვნა რომელიც ბოლომდე ბედნიერების უფლებას არ მაძლევდა, იმაზე მარტივი ვიდრე წარმოგვიდგენია, უბრალოდ დღევანდელმა შემთხვევამ ჩემთვისაც ნათელი გადახა ის რასაც ამდენხანს გულში ვინახავდი.

სლუკუნი ხმამაღალ ტირილში გადაუვიდა, არც ამჯერად უცდია თარაშს მისი სიტყვებით გამხნევება, უბრალოდ მაქსიმალურად ცდილობდა ფიზიკურად არსებული სიახლოვე არ დაეთმო და ლოლას სხეულისგან წამოსული სიმხურვალე ბოლომდე შეგრძნო, სჯეროდა რომ გოგონასთვის ეს ყველაზე ძვირფასი გვერდში დგომა იყო.


-ძალიან მინდა მითხრა რომ ნებისმიერ დროს შემეძლება დარეკვა, მოკითხვა და დახმარების თხოვნა, მაგრამ ვიცი რომ ამას არ მეტყვი, არ მეტყვი იმიტომ, რომ ჩემზე ზრუნავ. იცი რომ ჩემთვის იქნება რთული დაგირეკო, მოგიკითხო და არ გითხრა როგორ ძალიან მენატრები.

-ლოლა...ლოლა..._ხმადაბლა ჩაიჩურჩულა გოგონას სახელი, მისი სახე ხელისგულებში მოიქცია, თავი ოდნავ ააწევინა და ცრემლით სავსე თვალებში ჩააშტერდა. _ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო და მითხრა რომ გენატრები! უფლებას ვერ მოგცემ რომ საკუთარ თავს რაიმე მოაკლო!

-სამედიცინო ნივთების ყუთს მოვიტან, ხელს დაგიმუშავებ. _თარაშის ხელებიდან თავი დაიხსნა, ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა. მერლანმა მაჯაში მოკიდა ხელი, ცალი ხელი წელზე შემოხვია და თავი მუცელზე მიადო.

***

-ბილეთის გადაცვლა ასე უეცრად რატომ გადაწყვიტე?_დაეჭვებულმა ნინამ უკვე მეასედ დაუსვა იგივე კითხვა და შვილს დააკვირდა. ლოლამ ღიმილით ჩამოუსვა თითები თმებზე, თავი მხარზე დაადო და ტელევიზორს გახედა.

-ხომ გითხარი, სამსახურიდან დამირეკეს... თუ არ ჩამოხვალ გაგიშვებთო. _ურცხვად იცრუა და ტყუილის დროს აწითლებული ცხვირის დამალვა დედის ხმარზე თავჩამოდებულმა სცადა.

-კიდევ როდის ჩამოხვალ?_მოწყენილმა იკითხა და შვილს თავზე აკოცა.

“საშუალება რომ მქონდეს არც ახლა წავიდოდი, მაგრამ აქ რომ დავრჩე ვიცი ყველაფერს მიხვდები.”

-როგორც კი შვებულებას დავიმსახურებ. _ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და სახლში შესულ ძმას გადახედა.

-დე, ყავა გამიკეთე,რა. _თხოვნით მიმართა დედას და სავარძელში ჩაეშვა. სამზარეულოში შესულ ნინას კიდევ ერთხელ გახედა, წელში გასწორდა და ლოლას მიუბრუნდა. _სახეზე გეტყობა რომ შენ დაშორდი. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა, მაგრამ ლოლამ საჩვენებელი თითით მაინც სიჩუმისკენ მოუწოდა და თვალები დაუბრიალა.

-ასე სჯობს. _მოკლედ გასცა პასუხი და თავი დივნის საზურგეს მიადო. _ცოტახანი გამიჭირდება, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ჩემთვის ასე უკეთესია.

-ეგოისტი ხარ. _გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა, ფეხზე წამოდგა და ფანჯრისკენ წავიდა. _მაგრამ თუ შენთვის ასე უკეთესია უფლება არ მაქვს შეგეკამათო, ჩემთვის მთავარი შენი კარგად ყოფნაა.

-თარაში აღარ გამოჩენილა, ხომ ყველაფერი კარგადაა?_ეჭვით იკითხა ნინამ და ფინჯანი მაგიდაზე დადო. ლოლამ უხერხული ღიმილით გადახედა ჩუმად მჯდარ ძმას.

-კი, უბრალოდ ძალიან ბევრი საქმე აქვს და ვერ იცლის. _ხმადაბლა ამოილაპარაკა.

-უცნაურია. სოფლიდანაც ძალიან მალე ჩამოხვედით, ზღვაზეც არ წახვედით. დაშორდით და მიმალავ?_დედის მოულოდნელმა შეტევამ დააბნია.

-გითხრა რომ დაკავებულია, რა საჭიროა ეს დაკითხვა?! ძალიან გინდა რომ შენი კითხვა რეალობა იყოს, მაგრამ ერთად არიან. _ილიას ღიმილნარევმა, მაგრამ სიმკაცრე შეპარულმა ხმამ გამოაფხიზლა. ძმას მადლიერი თვალებით გადახედა და თბილად გაუღიმა.

-გული მიგრძნობს რომ რაღაც ხდება და არ მეუბნებით.

-მითუმეტეს. მოგვეცი საშუალება თავად გადავწყვიტოთ რისი თქმა გვსურს და რისი არა.

-ბევრს ნუ ლაპარაკობ, შენ გირჩევნია არეულ ოთახს მიხედო. როდემდე გეყოლები მე?

-დღეს პირველად არ ავალაგე საწოლი, ისიც იმიტომ, რომ სამსახურში ვაგვიანებდი და შეხედე რა უცებ წამომაძახა?_სიცილით გადახედა დას და ყავა მოსვა. _იყოს როგორც არის, რამდენიმე საათში მაინც უნდა დავწვე.

-მასხარა! _შვილის გვერდით ჩამოჯდა, წარბწეულმა გადახედა და საფეთქელზე აკოცა.

***

იტალიაში ჩაფრენისთანავე დაურეკა ახალ უფროსს და უთხრა რომ სამსახურში გასვლას ორშაბათიდან შეძლებდა. მართალია კონტრაქტის დაწყების ვადამდე ჯერ კდიევ აქვს დრო და თავისუფლად შეუძლია ეს დრო სიმშვიდეში გაატაროს, მაგრამ გონებაში არსებული ქაოსის გამო ახლა სახლში ნამდვილად ვერ ჩაჯდება. ცოტა თუ არ განიტვირთა,ყურადღება სხვა რაღაცაზე არ გადაიტანა დეპრესიაში ჩავარდება და ახლა ეს ნამდვილად არ აწყობს.

თანაც ახალი სამსახური უფრო დაეხმარება სტრესის და დაძაბულობის მოხსნაში, ახალი თანამშრომლები, გარემო სამუშო პროცესი, მოუწევს ყველაფერს თავიდან შეეგუოს და ცუდზე ფიქრის დრო არ ექნება.


შეთანხმდნენ რომ აეროპორტში თარაში მიიყვანდა და გააცილებლდა, ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ თარაში სამსახურში გამოიძახეს და მისვლა ვერ შეძლო, ნინასთვისაც ტყუილის თქმა არ მოუწია და აუხსნა რომ ზოგჯერ ასეც ხდება.

როგორც არ უნდა ეცადოს საკუთარ თავს ვერ მოატყუებს, ძალიან ეწყინა თარაშმა მისვლა და დამშვიდობება რომ ვერ შეძლო. არა იმიტომ, რომ ნინას რაღაც ვერ დაუმტკიცა, უბრალოდ გულის სიღრმეში მისი ნახვა ისევ უნდოდა. რა სიტუაციაშიც არ უნდა იყოს თარაშის ნახვის სურვილს ვერაფერს მოუხერხებს, ეს ის ერთადერთი რამაა რაც მარტო დარჩენილს სულ ენდომება.

ზუსტად იცოდა რომ მერლანი არ დაურეკავდა, არ მოიკითხავდა, მარგამ მაინც მოთმინებით ელოდა მის გამოჩენას. თუნდაც იმისათვის რომ გაეგო როგორ იმგზავრა, ან როგორ ჩაფრინდა, მაგრამ არ გამოჩენილა.


***
-ლოლა, ყველაფერი მზად არის?

-კი, 10 წუთში შეგვიძლია დავიწყოთ. _ღიმილით დაუქნია თავი უფროსს და ლეპტოპი გულზე მიიხუტა. _მაგრამ უკვე გითხარი, შენი არჩეული სტუმარი დიდად არ მხიბლავს. რამდენიმე კითხვა დავუსვი და ძალიან უინტერესო, მშრალი და მომაბეზრებელი პასუხები ჰქონდა. _უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და უფროსს დააკვირდა.

-ვიცი, მაგრამ ახალი კლიპის პრემიერა აქვს და სხვანაირად არ გამოდიოდა, რეიტინგი აქვს, რაც ჩვენ გვჭირდება.

-კარგი, წამყვანს კითხვები შევურჩიე და იმედია რაღაცა გამოვა, მაგრამ მაინც არ მესმის 2 პროცენტით მომატებული რეიტინგისთვის ამ ქალის გადაცემაში დაჯენა რა აუცილებელი იყო. _ბოლოს მაინც ვერ მოითმინა, მხრები აიჩეჩა და სტუდიისკენ წავიდა.

-ყოველთვის რატომ მეწინააღმდეგები, ხომ შეიძლება ერთხელ ერთ აზრზე ვიყოთ?

-არა, არ შეიძლება. მაშინ ჩათვალე რომ გადაცემის დახურვა მოგიწევს.


***

პროდუქტები მაცივარში შეაწყო და აწრიალებულ ტელეფონს დახედა. უძილობისგან ამოშვებულ თვალებზე თითები ნაზად გადაისვა, სამზარეულოს კედელზე ჩამოკიდებულე პატარა სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა და უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.

-ლოლა, რას გიგავს თვალები. ისევ ღამეებს ათენებ არა?_ნინას პირველმა საყვადურმა ღიმილი მოჰგვარა. მორიდებულმა მძიმად დაუკრა თავი და ღიმილით აარიდა მზერა.

-დედა, ახალი პროქეტი ჩამაბარეს და ცოტახანი მოგიწევს ასე ამიტანო.

-შვილო, ასე არ შეიძლება, საკუთარ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდე. რატომ მიხეთქავ გულს?! ადრეც გიწევდა სამსახურისთვის ღამის თენება, მაგრამ მაშინ ასეთი სევდიანი არ ყოფილხარ. ვიცი რომ რაღაც ხდება, ისიც ვიცი რომ ეს რაღაც შენსა და თარაშს შორის უნდა მოგვარდეს, მაგრამ დამიჯერე თუ შენს ეშხს ამ ყველაფერს გაატან არაფერი დაგრჩება....

-დედა, აღარ განაგრძო. _მუდარით ჩაიჩურჩულა და აკანკალებული ტუჩები ერთმანეთსს დააჭირა.

-ლოლა....

-დედა, გემუდარები, უბრალოდ ცოტა დრო მომეცი და ამაზე არ მესაუბრო._ცრემლმომდგარ თვალებზე თითები დაისვა და თავი უკან გადასწია. _უნდა გავთიშო, ბოდიში. არ ინერვიულო, ძალიან მალე კარგად ვიქნები, გპირდები.

გრძნობდა რომ ტყუილი რომელშიც 3 თვე ცხოვრობდა ნელ-ნელა შინაგანად სჭამდა, ყველაფრის სურვილს და ხალისს უკარგავდა. დილის 8 საათიდან საღამომს 6 საათამდე გამუდმებით სამსახურზე ფიქრობდა, ფიზიკურად ვერ ახერხებდა სხვა რაიმეზე ყურადღების გადატანას. ეს ის დრო იყო როდესაც თავისუფლად სუნთქვა ყველაზე უკეთ გამოსდიოდა, ამ დროს ხვდებოდა რომ ცოცხალი იყო და აკეთებდა იმ საქმეს რაც ასე ძალიან უყვარს. მოსწონდა ახალი და მეგობრული გარემო, თავს აქ უფრო კომოფრტულად და თავისუფლად გრძნობს, უფროსიც უფრო საინტერესო და მისთვის მისაღები პიროვნებაა. არჩევანი სწორ ტელევიზიაზე შეაჩერა და კარგია რომ ლოლა აიყვანეს.

მაგრამ როგორც კი სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დადგამს ფეხს ყველაფერი იცვლება.წამებში ეცვლება ხასიათი, დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ნაბიჯებს მძიმედ დგამს და ცდილობს რომ როგორმე სახლამდე მოითმინოს, მერე იქ მშვიდად, ადამიანებისგან მოწყვეტილ გარემოში თავისუფლად შეძლებს ემოციებისგან დაცლას.

სოფელში უკვე იცოდა როგორი რთული იქნებოდა თარაშის გარეშე გატარებული თითოეული დღე, მასთან ყოფნის დროსაც კი გრძნობდა იმ სიცივეს რომელიც მისი წასვლის შემდეგ დაისადგურებდა ლოლაში, მაგრამ მამაკაცის გარეშე ცხოვრება ასე თუ გაუჭირდებოდა არ ეგონა. ვერასოდეს წარმოიდგენდა ვინმე მის ცხოვრებაში ამ დოზით თუ შეიჭრებოდა და ყველაფერს დაისაკუთრებდა.

ძალიან დიდი დანაკლილის გრძნობა აქვს, თითქოს ვიღაცამ გულის გარკვეული ნაწილი მოგლიჯა, სასუნთქი გზები გადაუკეტა და ტანჯვისთვის გაიმეტა.

თანამშრომლებთან ერთად განტვირთვის საღამოებზეც იმიტომ დადიოდა, რომ არ უნდოდა მისი ცუდად ყოფნა ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. ვერ იტანს სიტუციას სადაც მის მიმართ მცირედი სიბრალულის გრძნობა მაინც უჩნდება ვიღაცას, ან მისი უხასიათობით სხვებზეც მოქმედებს. ამ ყველაფერს ურჩევნია სახლში დაჯდეს და არაფერი აკეთოს, მაგრამ ლოლა სხვებისგან იმით განსხვავდება რომ როგორი მძიმე ემოციების ქვეშც არ უნდა იყოს, ხალხში საკუთარი თავის კონტროლი ყოველთვის შეუძლია.

***

“გამორთე გაზქურა თორემ ორთქლთან ერთად მეც ავორთქლდები”_ო-ცეცხლზე შემომდგარ ჩაიდანს ცოტა აკლდა და საუბარს დაიწყებდა. ზანტად წამოდგა სკამიდან, ლეპტოპი უკან მისწია და უკვე გამზადებულ ჩაის ფინჯანში წყალი ჩაასხა.

-გაიგე?! საქართველოში ის კაცი ჩამოდის, თარაშმა რომ რაღაც საღამოზე წაგიყვანა. _ღიმილით ჩაილაპარაკა მარიტამ.

თარაშის ხსენება არავისთქვის აუკრძალავს, ამის უფლებას საკუთარ თავს ვერ მისცემდა. ადამიანი რომლის მიმართაც ამხელა სიყვარულის გრძნობა აქვს, მისი ცხოვრებიდან ასე უბრალოდ არ უნდა გაქრეს. მერე რა ერთად რომ არ არიან და მისი სახელის ხსენების დროსაც საშინალდ ეკუმშება გული, მაინც ბედნიერია. თარაშის სახელი თითქოს მის სიახლოვეს აგრძნობინებს და ეს ლოლასთვის ამ ეტაპზე საკმარისია.

-მართლა? _ღიმილით იკითხა და ჩაის ფინჯანი წინ დაიდგა. _ალბათ რაიმე პროექტს გეგმავს, ისე უბრალოდ არ ჩამოვიდოდა.

-ხო, რაღაც გადაცემას აკეთებს, 70 ეპიზოდი იქნებაო, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რომ სცადო?

-რა ვცადო?_სიცილით კითხა დეიდაშვილს.

-წამყვანის პოზიცია. ადრე ხომ გითხრა რომ ხელს შეგიწყობდა, დაუკავშირდი და გაახსენე.

-ახლა იმდენი ახალი გადაცემა ჩამაბარა ჩემმა უფროსმა, ნამდვილად ვერ მოვედები საქართველოში ვერაფერს. ასე ვთქვათ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა ეგ კაცი. ცოტა გვიან რომ გაეკეთებინა დავფიქრდებოდი. _სიცილით ჩაილაპარაკა ლოლამ.

-კარგი, ქორწილისთვის ხომ ჩამოდიხარ?

-გაგიჟდი?! რა კითხვაა? აბა რას ვიზამ, უკვე შევუთანხმდი უფროსს ერთ კვირიან შვებულებაზე.

-ძალიან კარგი, გელოდებით.

***

აეროპორტიდან გასულმა ღრმად შეიუნთქა მშობლიური ჰაერი და თვალებით ცარიელი ტაქსის ძებნა დაიწყო, დიდი დრო არ დასჭირდა, წვერებიანმა მამაკაცმა თავისი ფეხით მიაკითხა.

-დაბრძანდით, ჩემოდანს მე ჩავდებ.

ღიმილით მიაცილა მანქანამდე, უკანა კარი გაუღო, თვითონ კი ჩემოდნის საბარგულში ჩასადებად წავიდა. ლოლამ გაკვირვებულმა ასწია წარბები და ტაქსის მძღოლი შეათვალიერა. როგორც წესი მსგავსი მომსახურებით არ გამოირჩევიან. თავი გააქნია და უკანა სავარძელზე კომფორტულად მოკალათდა.

-საით?_საჭესთან დამჯდარმა მამაკაცმა სარკიდან გახედა გოგონას.



***

რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა, ქორწილისთვის ბევრი რამ არის მოსამზადებელი და მარიტას ამ მძიმე სამუშაოს მარტო ვერ შეატოვებდა. დღის ბოლოს დაღლილი მიდიოდა სახლში და პირდაპირ წვებოდა, არავისთან საუბრის თავი არ ჰქონდა ისე იღელბოდა.

დედასთან მოსალოდნელი დიალოგის თავიდან ასარიდებლად ეს საკუთერესო გამოსავალი იყო, სხვანაირად მოუწევდა ნინასთვის ყველაფერი დეტალურად მოეყოლა და ზუსტად იცოდა როგორი მძაფრი რეაქცია ექნებოდა დედამისს, ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობდა საუბრის დრო გადაეწია.

ილიას საწოლში შემძვრალმა ძმას ორივე ხელი მაგრად მოხვია და თავი მკერდზე დაადო.

-შენ რომ არ მყავდე რა მეშველოებოდა?_თავისთვის ჩაიჩურჩულა და ხელები უფრო მძლავრად მოხვია. იგრძნო როგორ გაეღიმა ბიჭს და კმაყოფილმა ყელში ხმაურით აკოცა.

-ვიცი რომ კარგად არ ხარ, მაგრამ არაფერს გეკითხები. როდესაც საჭიროდ ჩათვლი მაშინ ვისაუბროთ. _თმაზე აკოცა და მხარზე დაწყობილი თითები მაგრად მოუჭირა.

-ილო, ზოგჯერ მინდა რომ ყველაფერი მივატოვო, ჩამოვიდე, მასთან მივიდე და ვუთხრა რომ მზად ვარ საქართველოში ვიცხოვრო, დავთანხმდე იმ პირობებს რასაც აქ მთავაზობენ, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერზე ფიქრს ღრმად ვიწყებ ვხვდები რომ ჩემი აქ ცხოვრება უბრალოდ არ გამოვა. ეს ჩემი ახირება არ არის, არ მინდა საკუთარი თავის რეალიზება შევწყვიტო, მინდა რომ კიდევ უფრო გავიზარდო, უფრო მეტი ვისწავლო, უფრო მეტის საშუალება მქონდეს.

-ნუ ფიქრობ რომ ის რასაც აკეთებ არასწორია, ამ აზრით არ იცხოვრო! ის რასაც შენ აკეთებ ძალიან სწორია, ლოლა, სწორია იმიტომ, რომ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის უნდა იბრძოლო, უნდა ეცადო რომ მაქსიმალური მოიპოვო, ყველაფერი გააკეთო შენი თავისთვის და ამის შემდეგ სადაც გინდა იქ წადი. როდესაც დარწმუნებული რომ წელში გამართულს თავისუფლად შეგიძლია სიარული, მერე ყველაფერი უფრო მარტივია.

-როდის გაიზარდე ასე?_ძმის სიტყვებით დამშვიდებული საწოლზე წამოჯდა და ზევიდან დააჩერდა, ილომ მხრები აიჩეჩა და თითები ნიკაპიზე მოუჭირა. ეს აკლდა, ვიღაცის დასტური იმ ყველაფერზე რასაც თავად ფიქრობს, თითქოს ძალა მიეცა იბრძოლოს და არ დანებდეს.

-მინდა რომ ბედნიერი იყო!

-ვიქნები, აუცილებლად ვიქნები, უბრალოდ დრო მჭირდება. _ღიმილით დაუქნია თავი და საწოლზე დაწვა.

-არ გშია?_სიჩუმე ილიას ეშმაკურმა ხმამ დაარღვია. ლოლამ ხმადაბლა ჩაიცინა და ძმისკენ გადატრიალდა.

-რა ვჭმოთ?

-კარტოფილი შევწვათ.

-ბებიას ტყემალთან ერთად. _სიამოვნებისგან დააჟრიალა ლოლას. _წამოდი. _სწრაფად გადაიძრო საბანი და ფეხზე წამოდგა.

***

ქორწილის დღეს მე მგონი მარიტაზე მეტად თავად ღელავდა, ყველა დეტალს ყურადღებით აკვირდებოდა, უნდოდა რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. ზუსტად იცის რომ თუ ოდესმე ქორწილი ექნება ამდენს მაშინ არ იფიქრებს და ინერვიულებს. მარიტა მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, ლოლას ბავშვობის ყველა ტკბილი მოგონება მას უკავშირდება და შეუძლებელია მისი თითოეული ნაბიჯი ლოლასთვის უინტერესო იყოს. ყველაფერს ზუსტად ისე აღქივამს, თითქოს ეს ყველაფერი მის თავს ხდება, მისი ამბავია და არა მარიტასი. თუ მართლა არსებობს მეორე ნახევარი ლოლასთვის ეს მარიტაა, ადამიანი რომელთანაც გამუდმებით კამათობს, მაგრამ სულიერად ყველაზე ახლოს მასთანაა.

მარიტა რომ დაიბადა ლოლა ერთი წლის იყო. სულ ერთად იყვნენ, ბავშვებისთვის კი ერთად აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე ძვირფასი გრძნობა ზუსტად იმ პერიოდში ღვივდება შენში, ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება გეყვარება ზუსტად იმ დროს ისაკუთრებს გულში თავის პატარა ადგილს. ეს ის ადამიანია რომელსაც გულიდან ვერასოდეს მოიგლეჯ. მარიტაზე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო. ლოლამ უფრო ადრე ისწავლა ღიღინი, იატაკზე ბაჯბაჯი, სიარული, სიტყვები. მარიტა ეტაპობრივად იმეორებდა ყველაფერს რაც ლოლას უკვე გამოვლილი ჰქონდა, ზუსტად ამიტომ იყო ის მარიტაზე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ და ყოველთვის უფრო დიდ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას გრძნობდა მის წინაშე, ყოველდღე უმეორებდა საკუთარ თავს რომ მარიტაზე უნდა ეზრუნა, რომ ის მასზე პატარაა და ლოლა ვალდებულია დაიცვას და მისი სიმშვიდე უზრუნველყოს. ეს მისთვის არავის უთქვამს, ამას შინაგანად გრძნობდა და ზუსტად ამ გრძნობამ მოიყვანა დღემდე. ახლა მის წინ ულამაზეს თეთრ კაბაში გამოწყობილი თვალებცრემლიანი მარიტა დგას, გოგო რომელიც ერთ დროს ლოლასთან ერთად ბარბებით თამაშობდა.


-არ მჯერა რომ ეს შენ ხარ. _აცრემლებულმა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და უკნიდან მოეხვია. მარიტამ თითებზე თითები მაგრად მოუჭირა და სარკეში მის სილუეტს დააკვირდა.

-არც მე მჯერა, ძალიან უცნაური შეგრძნებაა საკუთარი თავის თეთრ კაბაში დანახვა. სიტყვებით ვერ ავღწერ რამხელა ბედნიერების განცდა მეუფლება როდესაც წარმოვიდგენ რომ ძალიან მალე ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგება. ჯერ კიდევ ვერ ვიზარებ ჩემ თავს რა ხდება.

***

რამდენჯერმე სცადა თარაშთან დარეკვა და მოკითხვა, მაგრამ ვერცერთხელ გაბედა, ეშინოდა რომ ამდენი ხნის მანძილზე შეკოწიწებული სიმშვიდე წამებში გაეფანტებოდა და მერე ამ ყველაფრის თავიდან გამოვლა მოუწევდა. შეეშინდა რომ გული ისევ ისე ეტკინებოდა როგორც რამდენიმე თვის წინ, ნაწილობრივ გადატანილი აქვს ის სტრეესი და სირთულე რაც მასთან დაშორების შემდეგ მოსვნებას არ აძლევდა, მისი ხმის გაგონება კი ლოლასთვის წარსულთან მტკივნეული დაბრუნება იქნება. საკუთარ თავს ასე ვერ მოექცევა, 2 წუთიანი დიალოგისთვის მომავალ რამდენიმე თვეს ვერ გაიმრუდებს.

ტელეფონის ეკრანი ჩააქრო და დარბაზისკენ წავიდა. მოულოდნელად მისთვის კარგად ნაცნობი სილუეტი დაინახა, დაბნეულმა ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და თვალები რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა.

დეივიდის დანახვის არ ელოდა, მართალია იცოდა რომ მამაკაცი საქართველოში იმყოფებოდა ახალ პროექტზე სამუშაოდ მაგრამ ასეთი მოულოდნელი დამთხვევა მაინც ძალიან ეუცნაურა. სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ, წამითაც არ უფიქრია რომ მისალმების გარეშე გაეშვა მამაკაცი. მეგობრებთან ერთად მდგარმა დეივიდმა მათთან ახლოს მისულ გოგონას ღიმილით გადახედა, ლოლას დანახვისას ღიმილი ხმამაღალმა ჩაცინებამ შეცვალა.

-ლოლა, ჩემო ძვირფასო. _გაოგნებულს პირი ღია დარჩა. მასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ დიდი დრო გავიდა, არ ეგონა მამაკაცი ასე მარტივად თუ შეძლება მის ამოცნობას. გახარებულმა თავი დაუკრა და ღიმილით მიასალმა. _ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, ძალიან ლამაზად გამოიყურები. _მამაკაცის კომპლიმენტი პატარა ბავშვივით ესიამოვნა.

-ძალიან დიდი მადლობა. დეიდაშვილის ქორწილია. შემთხვევით დაგინახეთ და ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა თუ მოგესალმებოდით. _დამორცხვილმა ხამდაბლა ჩაილაპარაკა.

-რა თქმა უნდა, ძალიან სწორად მოიქეცი. რამდენჯერმე მინდოდა შენთან დაკავშირება, მაგრამ ზაფხულში გავიგე რომ იტალიაში აღარ იყავი, სამსახურიდანაც წასულხარ. ახლა მუშაობ?_მთელი ყურადღება ლოლაზე გადაიტანა. ძალიან ესიამოვნა მამაკაცის გულწრფელი ინტერესი.

-კი, ვმუშაობ. ძველ სამსახურში კონტრაქტი დამიმთავრდა და სამსახურის შეცვლაც ამიტომ გადავწყვიტე.

-ძალიან კარგი თუ მუშაობ. ახალი პროქტით ვარ საქართველოში, წამყვანს ჯერ კიდევ ვარჩევ... პროდიუსერი მყავს, მაგრამ დამხმარე პროდიუსერი მჭირდება, თანაც ძალიან კარგი და გამოცდილი. _მამაკაცის ეშმაკური ღიმილის მიღმა დამალული სიტყვები ამოიცნო.

-იმედი მაქვს რომ იპოვით. _მართალია მიხვდა რომ ლოლაზე ჰქონდა საუბარი, მაგრამ ასე პირდაპირ მაინც ვერ ეტყვის, ცოტა უხეშად შეიძლება გამოჩნდეს მისი მხრიდან.

-შენზე ვიძახი, 70 ეპიზოდია, დაახლოებით 4 თვის ამბავი, რას ფიქრობ?.. ამ პროქტის შემდეგ იტალიაშიც შეგვიძლია თანამშრომლობის გაგრძელება, თუ რა თქმა უნდა თანახმა იქნები.

-ჩემთვის მართლა ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად მუშაობა, თანაც ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, მაგრამ სამსახურიდან ასე უეცრად ვერ წამოვალ. ხომ გესმით?

-მესმის და მომწონს შენი პროფესიონალიზმი. მაშინ მოდი, იტალიაში შევხვდეთ ერთმანეთს. როდესაც დავბრუნდები დაგიკავშირდები და მერე ვითანამშრომლოთ.

-აუცილებლად. _თავი დაუკრა და გამოწვდილ ხელზე თითები ნაზად დაადო. მამაკაცმა გოგონას ხელი ტუჩებთან მიიტანა და მსუბუქად აკოცა.

-დროებით, მშვენიერო.


***

იტალიაში დაბრუნებულს როგორც ყოველთვის ისევ უცნაური შეგრძნება დაეუფლა. ოჯახის, მეგობრების და სამშობლოს სიყვარულმა ისევ ერთიანად მოიხვია ხელი და სევდის ბურუსში გაახვია. სააბაზანოდან გამოსული პირდაპირ საწოლში შეწვა, მოკუნტულმა თვალები დახუჭა და დაძინება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, თითქოს რაღაც მოსვენებას არ აძლევდა, შინაგანად სჭამდა აფორიქებდა. დაახლოებით 3 დღე ამ შეგრძნებებთან ერთად ცხოვრობდა, ვერ ხვდებოდა მის თავს რა ხდებოდა, მაგრამ ფაქტი იყო რომ გული რაღაცას უგრძნობდა. იმასაც ვერ ხვდებოდა ეს ყველაფერი დადებითთან უნდა დაეკავშირებინა თუ დრო იყო ნერვიულობა დაეწყო.

ხომ გქონიათ მომენტი უცნაური მოლოდინის რეჟიმი რომ გერთვება და ვერ ხვდები ეს ყველაფერი საიდან მოდის, ან რატომ მოდის. ამ კონკრეტულ ეტაპზე მის ცხოვრებაში არაფერი ისეთი არ ხდება რამაც შეიძლება სანერვიულო გაუჩინოს.

***

სოფელში გადაღებული რამდენიმე სურათი ლამაზ ჩარჩოში ჩასვა და საძინებელში, თავთით დაიდგა. დილით როგორც კი თვალს გაახელს თარაშის უცნაურად მომღიმარ სახეს ხედავს, სახეს რომელიც ლოლას თხოვნის შემდეგ ძლივს მიიღო სურათის გადასაღებად. როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა იყოს ამ სურათების დანახვისას ყველაფერი იცვლება, მიუხედავად იმისა რომ მისი გული ბოლომდე ვერ ეგუება უთარაშობას.

სამსახურიდან დაბრუნებულმა ფეხსაცმელი უწესრიგოდ გაიხადა და შესასვლელში მიყარა. დაღლილი დივანზე ჩამოჯდა, თავი საზურგეს მიადო და თვალები დახუჭა.
ძილბურანში მყოფს კარგზე ზარის ხმა ჩაესმა, მაგრამ ისეთი გათიშული იყო რეალობა ვერ აღიქვა და თვალები ისევ დახუჭა. ზარი რამდენჯერმე განმეორდა, მერე კაკუნი მოჰყვა, ბოლოს ბრახუნი.

-მოვდივარ...მოვდივარ. _გაღიზიანებულმა, უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და თვალებდახუჭული წამოდგა ფეხზე. _სინათლე.

როგორც სჩანს დივანზე ჩასძინებია, გარეთ კიდევ ჩამობნელებულა და სახლშიც ისეთი სიბნელეა ვერაფერს გაარჩევ. შემოსასვლელისკენ ხელების ცეცემბით წავიდა, მაგრამ იქვე მიყრილ ფეხსაცმელს გვერდი ვერ აუქცია და იატაკზე მოადინა ზღართანი. წამებში გამოფხიზლდა, კრუსუნით დაიდო ხელი მუხლზე და ტკივილისგან დამანჭული სახით წამოდგა ფეხზე.

შემოსასვლელში სინათლე აანთო და საკეტში მორგებული გასაღები ორჯერ გადაატრიალა, სახელური ჩამოსწია და რკინის მძიმე კარი გააღო.

მოულოდნელობისგან გაქვავდა. მიხვდა რომ სხეულზე კონტროლი დაკარგა, იგრძნო რომ ცოტახანში თუ ჰაერს არ ჩაისუნთქვდა გაიგუდებოდა, ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთი სულ უფრო და უფრო მჭიდროდ ხვევდა თავის “კლანჭებს” და თვალებზე ბურუსისფერ რაღაცას აკრავდა. ვერ მიხვდა რა ხდებოდა, დარწმუნებული იყო რომ მის წინ მდგარი ადამიანი ილუზია იყო რომელიც საბოლოოდ გამოეცხადა. იმდენად მძაფრი იყო მონატრება რომ სიზმარშიც კი ასე ცხადად ხედავდა თარაშის უსინდისოდ სიმპათიურ სახეს და განიერ მხრებს. ლოყაზე ცხელი სითხე იგრძნო და მიხვდა რომ ტიროდა. ნუთუ შესაძლებელია სიზმარში ატირებულმა ასე ცხადად იგრძნოს ცრემლის სიმხურვალე და მისი გემო ტუჩზე მოხვედრისას?!
იგრძნო როგორ აუგუნდა თავი, თვალის გუგეები დაუმძიმდა, სხეული მოუდუნდა, ფეხებში ძალა დაკარგა. კარს მაგრად მოკიდა ხელი და წონასწორობის შეკავება ასე სცადა.

-ლოლა, კარგად ხარ?

თითქოს ცივი წყალი შეასხესო, სწრაფად გამოფხზილდა, კარს ხელი გაუშვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.

-ლოლა, გამოფხიზლდი. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და საჩვენებელი თითი თარაშისკენ გაიშვირა. _ბევრჯერ დამმართნია ასეთი რამ, მაგრამ შენ ლაპარაკობ. _ხმა აკანკალებულმა ჩაილაპარაკა და მამაკაცს დააკვირდა. თარაშმა გაკვირვებულმა გადადგა ნაბიჯი და სახლში შევიდა. _მოძრაობ... სუნთქავ. _ლუღლუღებდა და თან უკან-უკან იხევდა.

-ლოლა, მე ვარ, არ გეჩვენები.

როცა მიხვდა რას გულისხმობდა ქირია თვალებაწითლებულმა მშვიდად ჩაილაპარაკა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა გოგონასკენ. ორივე ხელი მხრებზე მოხვია და თვალებში ჩააშტერდა.

-შენ ხარ._ტუჩებს ამოძრავებდა, მაგრამ სიტყვებს გარკვევით ვერ წარმოსთქვამდა.

-მე ვარ, აქ ვარ, შენთან!_ღიმილით დაისვა თითები სახეზე. ქირიამ ატირებულმა ბედნიერების სიცილი ვერ შეიკავა. გახარებულმა ხელისგული ტუჩებზე აიფარა და ხმამაღლა ატირდა.

-გეფიცები, ბედნიერების ცრემლებია. _სწრაფად დაამატა და ორივე ხელი მთელი ძალით მოხვია კისერზე. _ბედნიერების და სიხარულის ცრემლებია, არასწორად არ გაიგო. _თავისთვის იმეორებდა და მამაკაცის ყელში ცხვირჩარგული ცდილობდა მისი სურნელი ხარბად შეესუნთქა.

-გაჩუმდი!_გოგონა უკან დასწია, ღიმილით დააკვირდა მის აწითლებულ ტუჩებს და უსიტყვოდ დაეძგერა მოანტრებულს. ლოლამ ორივე ხელი თმაში შეუცურა, ფეხები სწრაფად შემოაჭდო წელზე და კოცნაში მგნებარედ აჰყვა.


მამაკაცის სხეულში ახლართული თავს ყველაზე ბედნიერ ქალად გრძნობდა, საბოლოოდ დარწმუნდა იმაში რომ ეს კაცი მისი სრულყოფილი ბედნიერების მთავარი მიზეზია და ზუსტად იცის რომ რაც არ უნდა მოხდეს აღარასოდეს გაუშვებს ხელს. რომ არა თარაშის პირველი ნაბიჯი ალბათ მთელი ცხოვრება ამ საშინელ ტკივლთან ერთად მოუწევდა ყოფნა, მაგრამ ასე არ მოხდა, მერლანმა ეს სულელი გოგო ამ ყველაფრისთვის ვერ გაიმეტა და ახლა მისი ნაზი და პატარა თითები თავის დიდ ტორებში აქვს მოქცეული და ნაზად უკოცნის.
ყველაფერზე რომ მოუწიოს უარის თქმა დაუფიქრებლად მოკიდებს ჩემოდანს ხელს და მერლანთან ერთად საქართველოში დაბრუნდება.

მისი ნახვის სურვილი იმდენად მძაფრი ყოფილა და ამდენხანს ამას მალავდა, საკუთარ თავს ატყუებდა და ასულელებდა. თითქმის ერთი წელი საკუთარ თავში ათას მიზეზს ეძებდა რაც მის ყოფას გამართლებდა. საკუთარ თავს აჯერებდა რომ ასე ყველასთვის უკეთესი იყო, ასე უფრო მარტივი იქნებოდა ცხოვრება, მაგრამ ამ დროის განმავლობაში არცერთხელ ყოფილა ბედნიერი, ლაღი და ხალისიანი. არცერთხელ ყოფილა ისეთი ლოლა როგორიც თარაშთან ყოფნის დროს არის. ეს ყველაფერი უბრალოდ მისი გამოგონილი სამყარო იყო სადაც სხვანაირად ცხოვრების უფლება უბრალოდ არ ჰქონდა. ბედნიერი გადატრიალდა მამაკაცისკენ და ტუჩები ნიკაპზე მიაწება.

-და ახლა რას აპირებ?

-ახლა?! ახლა ზუსტად ვიცი რასაც ვაპირებ! ძალიან მაგრად მოგკიდებ ხელს და ყოველთვის იქ გამოგყვები სადაც თავს უკეთ იგრძნობ!

-მერე შენ?

-ხომ გითხარი, იქ გამოგყვები სადაც თავს უკეთ იგრძნობ-მეთქი. _ხმა გაუმკაცრდა მერლანს.

-ეგ მე...

-ლოლა, მთავარი ჩემთვის შენ ხარ!

-თარაშ, შენი სამსახური, შენი ამდენწლიანი შრომა?_მამაკაცის პასუხი მისთვის ყველაფერი იყო, მაგრამ თარაშის ცხოვრების ასე თავდაყირა დაყენება მის გეგმებში არ შედიოდა.

-ყველაფერს მოვაგვარებ.

-დარწმუნებული ხარ რომ აქ შეძლებ შენი პროფესიით მუშაობას?

-კი, ორშაბათს პირველი დღე მაქვს სამსახურში. _ცხვირის წვერზე აკოცა და თვალი ჩაუკრა.

-რა?_დაბნეულმა დაქაჩა თვალები და მამაკაცს ინტერესით მიაჩერდა.

-ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი იმ სამსახურებს დავკავშირებოდი სადაც იტალიაში ყოფნის დროს მიწევდა მუშაობა, საბოლოოდ შედგა ჩვენი შეთანხმება და კონტრაქტი გამიფორმეს.

-ანუ ამდენი ხანი...

-ამდენი ხანი იმიტომ ვდუმდი რომ ყველაფრის მოგვარება მინდოდა. ახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია აქ ვიცხოვროთ. _ღიმილით დაუსვა თითები თმებზე და გულზე მიიხუტა.

-მიყვარხარ!

-ხო მართლა, ეს სოფელში დაგრჩა._მოულოდნელად წამოჯდა, იატაკზე მიგდებული შარვლიდან ლოლასთვის კარგად ნაცნობი ყუთი ამოიღო და გაუწოდა.

-ეს... ეს ყუთი მეცნობა. _ღიმილით ჩაიჩურჩულა და ყუთი გამოართვა.

-ცოლად გამომყვები?_ხმადაბლა იკითხა მამაკაცმა და გოგონას პასუხს ანერვიულებული დაელოდა. ქირიამ ეშმაკური ღიმილით გახსნა ყუთი და შიგნით მოთავსებულ ულამაზეს ბეჭედს ცრემლიანი თვალებით დააკვირდა.

-გამოგყვები. _თავი დაუქნია, მისკენ გადაიხარა და ტუჩებზე აკოცა.

-მაშინ შვებულება აიღე, ზღვაზე მივდივართ!


დასასრული


როგორც იქნა!
დასრულდა!
საბოლოოდ მაინც დასრულდა.
ძალიან დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მაგრამ როგორც დაგპირდით.
ვიცი რომ ყველას ძალიან გაგიცრუეთ ამ ისტორიით იმედები, გაგიუფერულეთ მოლოდინი და სურვილი რომ ისტორია სიამოვნებით გეკითხათ.
ვიცი რომ ეს ისტორია თქვენთვის არასოდეს იქნება ის ისტორია რომელსაც სიამოვებით მოუბრუნებით და წაიკითხვათ იმიტომ, რომ ძალიან გაგაწვალათ როგორც მკითხველი.
პირველ რიგში ისტორიას ვუხდი ბოდიშს რომ ასე ცუდად მოვექეცი, ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ ცუდ მოპყრობას ჩემგან, უბრალოდ ასე მოხდა, სამწუხაროდ.
ჩემი სურვილის მიუხედავად ვერაფერი შევცვალე და ისოტორია გავაუფერულე.

შემდეგ თქვენ- ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს ამ სივრცეში. ბოდიში რომ ასე გაგაწვალეთ. <3

მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა გიხდით რომ მომყევით, ჩემი უპასუხისმგებლო ქცევა აიტანეთ და ისტორია ბოლომდე წაიკითხეთ… ეს კიდევ უფრო მამძიმებს და საკუთარი თავის მიმართ აგრესიას მიჩენს.

მართალი ვარ როდესაც ვამბობ რომ ჩემნაირი მკითხველი არავის ჰყავს!
ძალიან მიყვარხართ და ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, თითოეული დაგვიანებული წუთისთვის, საათისთვის, დღისთვის, კვირისთვის და თვისთვის.
უღრმესი ბოდიში ყველას…

მეშინია, ძალიან მეშინია თქვენი აზრების წაკითხვის… მეშინია რომ იმედგაცრუებულები იქნებით და ისტორია არ მოგეწონებათ… ვიცი რომ ისე არ მოგეწონებათ როგორც შეიძლება სხვა სიტუაციაში მოგწონებოდათ, მაგრამ იმედია რომ ძალიან ცუდი არ გამოვიდა.

არ ვიცი რა დავწერე, მაგრამ მიხვდებით იმედია რომ მრცხვენია... თანაც ძალიან. <3

მადლობა!

მიყვარხართ!

დროებით! <3



№1  offline წევრი makkkka

ვაიმეეე
როგორ გამახარე იციი?
სულ პირველი თავი რომ დადე იქიდან მოყოლებული შენს გვერდით ვარ. თაციდან არ მჯეროდა მეჩვენება ალბათ თქო გავიფიქრე. უკარგესია როგორიც თარაშია თავისებური და კარგზე კარგი ისეთი ისტორია და დასაწყისი გამოგივიდა.
მადლობა ამისთვის.

 


№2 სტუმარი Lile

შენი ერთადერთი ისტორიაა სადაც ქალი და მამაკაცი პერსონაჟი ერთნაირად მაღიზიანებს, თარაშის ზედმეტი სიცივე და ვითომ სერიოზულობაც და ქალბატონის ზედმეტი თავდაჭერილობა.
წერის სტილი კარგი გაქვს და ზოგადად მომწონს ხოლმე შენი ისტორიები , თუმცა ეს ორი პერსონაჟი დიდად ვერ შევიყვარე , განსაკუთრებით ბოლო თავებში. ამ თავში საერთოდ ზომას გადააჭარბა ორივეს საქციელმა.
წარმატებები დაველოდები ახალ ისტორიას და იმედია ძველებურად სასიამოვნო პერსონაჟებზე წავიკითხავ შენს მომავალ ისტორიებს <3

 


№3  offline წევრი ვიპნი

ძალიან კარგი გოგო ხარ,მთავარია ახალი მოთხრობებით მალე გაგვანებივრო :*

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

გითხრა სიმართლე მეგონა მიატოვე. მიხარია რომ შევცდი, ძალიან კარგი და ლოგიკური დასასრული იყო. და კიდევ სხვა მიტოვებულ ისტორიის გაგრძელებას რომ ვკითხულობ ვერ ვხვდები რომელია და გადავხედავ ხოლმე წინა თავებს ხოლმე აქ ასეთი რამე არ მომსვლია, ანუ შთაბეჭდილება დიდი იყო და არ დამავიწყდა. მოკლედ მომეწონა და გამიხარდა რომ დამთავრდა სასიამოვნოდ

 


№5  offline წევრი tamuna.s

სიმართლე რომ გითხრა ეს შენი ერთადერთი ისტორიაა, რომლითაც არ აღფრთოვანდი, რაღაცნაირი “უმარილო“ მთავარი გმირები გყავდა რომლებიც თავიდანვე ვერ შევიყვარე და ორივე რაღაცნაირად გამაღიზიანებლები იყვნენ, განსაკუთრებით ლოლა და დედამისი მაღიზიანებდნენ. ველოდები შენს ახალ ისტორიას, რომელიც დარწმუნებული ვარ ძაან მაგარი გამოვა.

 


№6 სტუმარი სტუმარი კეკე

რაღაცნაირი ისტორიაა,ემოციებისგან გაწურული.ეტყობა არ იყავი წერის განწყობაზე;)

 


№7  offline წევრი Tamara Tamo

მიხარია რომ გხედავ. დაგვიბრუნდი უფრო აქტიურად ... :)

 


№8  offline წევრი kasssi

აი ძალიან მიხარია,რომ დაგვიბრუნდი როგორც იქნა))ძალიან მაგარია და მინდა,რომ ისევ გააგრძელო ეს ისტორია,მიუხედავად იმისა,რომ მართლა გავწვალდით)არ მეყო თარაში და ლოლა )შენს ისტორიებზე ვგიჟდები და მინდა,რომ ისევ ისეთი აქტიური იყო და კიდევ ბევრჯერ გაგვახარო)იმედია მალე დაგვიბრუნდები))

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

იცი რომ შენს ყველა ისტორიას ვკითხულობ და ყველა საოცრად მომწონს, მაგრამ მინდა გითხრა რომ ამ ისტორიამ გული დამწყვიტა, ძალიან არშემდგარი პერსონაჟი გყავდა წარმოდგენილი ლოლას სახით , რომელმაც თვითონ არიცოდა რა უნდოდა თარაშისგან და ამ ცხოვრებისგანაც კი . ბოდიში თუ ცუდად გამომივიდა. ძალიან პატივს გცემ და არ მინდოდა ასე დამეწერა .

 


№10 სტუმარი სტუმარი ლია

არ გაჩერდე,მორჩი დეპრესიას, განაგრძე ცხოვრება ახალი ფურცლიდან.

ცხოვრების ჭეშმარიტებას გეუბნევი,არავინ და არაფერი არ ღირსშენ ნერვიულობად.

არ გაჩერდე,მორჩი დეპრესიას, განაგრძე ცხოვრება ახალი ფურცლიდან.

ცხოვრების ჭეშმარიტებას გეუბნევი,არავინ და არაფერი არ ღირსშენ ნერვიულობად.

 


№11  offline მოდერი მე♥

makkkka
ვაიმეეე
როგორ გამახარე იციი?
სულ პირველი თავი რომ დადე იქიდან მოყოლებული შენს გვერდით ვარ. თაციდან არ მჯეროდა მეჩვენება ალბათ თქო გავიფიქრე. უკარგესია როგორიც თარაშია თავისებური და კარგზე კარგი ისეთი ისტორია და დასაწყისი გამოგივიდა.
მადლობა ამისთვის.

უღრმესი მადლობა იმისათვის რომ თავიდანვე ჩემთან იყავი... ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის. <3
Lile
შენი ერთადერთი ისტორიაა სადაც ქალი და მამაკაცი პერსონაჟი ერთნაირად მაღიზიანებს, თარაშის ზედმეტი სიცივე და ვითომ სერიოზულობაც და ქალბატონის ზედმეტი თავდაჭერილობა.
წერის სტილი კარგი გაქვს და ზოგადად მომწონს ხოლმე შენი ისტორიები , თუმცა ეს ორი პერსონაჟი დიდად ვერ შევიყვარე , განსაკუთრებით ბოლო თავებში. ამ თავში საერთოდ ზომას გადააჭარბა ორივეს საქციელმა.
წარმატებები დაველოდები ახალ ისტორიას და იმედია ძველებურად სასიამოვნო პერსონაჟებზე წავიკითხავ შენს მომავალ ისტორიებს <3

ძალიან დიდი მადლობა რომ ბოლომდე მომყევი.. <3 კი, ცოტა თავისებურად გამაღიზიანებლები იყვნენ. <3 მადლობა რომ მომავალშიც წაიკითხავ. <3
ვიპნი
ძალიან კარგი გოგო ხარ,მთავარია ახალი მოთხრობებით მალე გაგვანებივრო :*

უღრმესი მადლობა.... ვეცდები მალე დავბრუნდე. <3
სტუმარი მაკო
გითხრა სიმართლე მეგონა მიატოვე. მიხარია რომ შევცდი, ძალიან კარგი და ლოგიკური დასასრული იყო. და კიდევ სხვა მიტოვებულ ისტორიის გაგრძელებას რომ ვკითხულობ ვერ ვხვდები რომელია და გადავხედავ ხოლმე წინა თავებს ხოლმე აქ ასეთი რამე არ მომსვლია, ანუ შთაბეჭდილება დიდი იყო და არ დამავიწყდა. მოკლედ მომეწონა და გამიხარდა რომ დამთავრდა სასიამოვნოდ

არასოდეს მივატოვებ ისტორიას შუა გზაში, ჩემგან მაგის შიში არ გქონდეთ <3 უღრმესი მადლობა <3 ძალიან მიხარია თითოეული სიტყვა.
tamuna.s
სიმართლე რომ გითხრა ეს შენი ერთადერთი ისტორიაა, რომლითაც არ აღფრთოვანდი, რაღაცნაირი “უმარილო“ მთავარი გმირები გყავდა რომლებიც თავიდანვე ვერ შევიყვარე და ორივე რაღაცნაირად გამაღიზიანებლები იყვნენ, განსაკუთრებით ლოლა და დედამისი მაღიზიანებდნენ. ველოდები შენს ახალ ისტორიას, რომელიც დარწმუნებული ვარ ძაან მაგარი გამოვა.

მესმის... კი ნამდვილად არ იყო ისეთი როგორიც გეგმაში მქონდა და გამაღიზიანებლებიც იყვნენ, მაგრამ თავისებური პერსონაჟები არიან... უღრმესი მადლობა, მიხარია რომ მომავალშიც დამელოდები. <3
სტუმარი კეკე
რაღაცნაირი ისტორიაა,ემოციებისგან გაწურული.ეტყობა არ იყავი წერის განწყობაზე;)

მაქსიმალურად ვცდილობდი ხასიათი ისტორიაზე არ გადმომეტანა, ცუდია თუ ვერ შევძელი... დიდი მადლობა რომ კითხულობდი. <3
Tamara Tamo
მიხარია რომ გხედავ. დაგვიბრუნდი უფრო აქტიურად ... :)

ვეცდები ყველანაირად. დიდი მადლობა <3
kasssi
აი ძალიან მიხარია,რომ დაგვიბრუნდი როგორც იქნა))ძალიან მაგარია და მინდა,რომ ისევ გააგრძელო ეს ისტორია,მიუხედავად იმისა,რომ მართლა გავწვალდით)არ მეყო თარაში და ლოლა )შენს ისტორიებზე ვგიჟდები და მინდა,რომ ისევ ისეთი აქტიური იყო და კიდევ ბევრჯერ გაგვახარო)იმედია მალე დაგვიბრუნდები))

ამ ისტორიამ გამაწამა და მეც გავაწამე, მისი გაგრძელება გამორიცხულია... უღრმესი მადლობა... მეც მინდა რომ ისევ ისეთი აქტიური გავხდე. <3
lalita
იცი რომ შენს ყველა ისტორიას ვკითხულობ და ყველა საოცრად მომწონს, მაგრამ მინდა გითხრა რომ ამ ისტორიამ გული დამწყვიტა, ძალიან არშემდგარი პერსონაჟი გყავდა წარმოდგენილი ლოლას სახით , რომელმაც თვითონ არიცოდა რა უნდოდა თარაშისგან და ამ ცხოვრებისგანაც კი . ბოდიში თუ ცუდად გამომივიდა. ძალიან პატივს გცემ და არ მინდოდა ასე დამეწერა .

რას ამბობ, პირიქით, დიდი მადლობა რომ შენ აზრს მიზიარებ... აუცლებელი არ არის ყოველთვის დადებითი კომენტარი დაწერო. ჩემთვის ესეც მართლა ძალიან ძვირფასია. ზოგადად კარიერისტ ადამიანებს ეგ მინუსი აქვთ, ყველაფერი უნდათ, მაგრამ როგორ ეგ აღარ იციან. :დ უღრმესი მადლობა რომ კითხულობდი. <3



სტუმარი ლია
არ გაჩერდე,მორჩი დეპრესიას, განაგრძე ცხოვრება ახალი ფურცლიდან.

ცხოვრების ჭეშმარიტებას გეუბნევი,არავინ და არაფერი არ ღირსშენ ნერვიულობად.

არ გაჩერდე,მორჩი დეპრესიას, განაგრძე ცხოვრება ახალი ფურცლიდან.

ცხოვრების ჭეშმარიტებას გეუბნევი,არავინ და არაფერი არ ღირსშენ ნერვიულობად.


უიჰ, არა რა დეპრესია. :დ მაგრამ დიდი მადლობა გამხნევებისთვის. <3
--------------------
ა.ა

 


№12 სტუმარი ნა ნა

ძალიან მომწონსსს????????❤????????

 


№13 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა შესანიშნავი საინტერესო სასიამოვნო ნაწარმოებია ვისიამოვნე ვიმხუარულე კარგი წყვილი იყო საოცარი დასასრულით მადლობა წარმატებები ????????♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent