შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარძალი 《10》


3-04-2019, 12:13
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 16 436

კვირას დილიდან გავიდა და ანდრომ ვერსად იპოვნა. უკვე ფიქრობდა , რომ არ მივიდოდა , მაგრამ საღამოს გამოჩნდა მისი აღმატებულება. ორ საათში მზად ვიქნებიო უთხრა და საძინებლისკენ წავიდა.
მართლაც მზად იყო , არა ორ საათში სამში, მაგრამ ხომ იყო . შავი კომბინიზონი ეცვა საკმაოდ ღრმა ჭრილით მკერდთან, გრძელი საყურეები ბრილიანტის თვლებით , თმები ცალ მხარეს ჰქონდა გადაწეული და ისე მიაბიჯებდა როგორც დედოფალი. ანდროსთვის არც შეუხედავს ისე უთხრა წავედითო .
მანქანაში ჩუმად იყო, ანდროს მისი სიჩუმე სულ აშინებდა კარგს არასდრის არაფერს მოასწავლებდა ამ დროს ენერგიას ზოგავდა და გეგმებს აწყობდა.
ყვავილები ანდროს მიაჩეჩა. თავად ქაღალდის ყუთი ეჭირა და კარის გაღებას ელოდა. ნაცნობი სახე რომ დაინახა როგორც იქნა გაუღიმა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, ქალმა სახლში შეიპატიჟა სტუმრები . მისაღებში ორი პატარა ბიჭი დახვდათ , ორივეს თეთრი პერანგები ეცვათ და ღიპზე ძლივს ჰქონდათ ღილები შეკრული.4_5 წლისები იქნებოდნენ და დიდი კაცებივით სერიოზულად იდგნენ. ქალმა ბავშვები გააცნო და მერე მისი მეუღლეც გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა ანდრო მასაც იცნობდა , როდის დაბრუნდიო ჰკითხა და პასუხი რომ მიიღო ლიზა გააცნო.
ქალბატონი სრულიად ჩვეულებრივად იქცეოდა. კონტაქტს მარტივად ახერხებდა თუ მოისურვებდა . ბავშვებიც კი გაიცნო და ესაუბრებოდა სანამ ისინი საქმეს განიხილავდნენ. ხმამაღლა კისკისებდა მათთან ერთად ანდრო კი თვალს ვერ აშორებდა რამდენიმე წუთით საერთოდ არაფერი ესმოდა . მხოლოდ ლიზას უყურებდა როგორ ეფერებოდა პატარა ლოყებწითელა ბავშვებს.
_თქვენ არ აპირებთ ბავშვზე ფიქრს? დამიჯერეთ რამდენადაც რთული ჩანს იმდენად დიდი ბედნიერებაა , რომ ღირს ასმაგად გადაიღალო მათი ერთი ჩახუტების ფასადაც კი _ ქალმა რომ უთხრა ანდრო არაფრის თქმას აპირებდა , სამაგიეროდ ლიზამ უპასუხა
_ანდროს ძალიან უნდა და ვნახოთ გადავწყვეტ თუ არა წელს ავასრულო მისი დიდი ხნის ნატვრა. ანდროს გოგო უნდა , მაგრამ ბიჭიც რომ გავაჩინო მგონი ნაწყენი არ დარჩება _ გაიცინა და დემონსტრაციულად მოეხვია მკლავზე, გაუღიმა და მხოლოდ მისთცის შესამჩნევად ჩაუკრა თვალი
_ვინაიდან ქალს აქვს ყველაზე დიდი როლი ბავშვის ჩასახვის წამიდან მის აღზრდამდე ძალდატანებას ვერ ვახერხებ _ მოგვიანებით თქვა და ღვინო მოსვა გამშრალი პირის დასასველებლად. მთელი საღამო დაჭიმული იჯდა ყოველ წამს რაღაც ისეთს აკეთებდა ლიზა რომ გონებას ურევდა. როგორც იქნა პასუხი მიიღო , ხელიც იქვე მოაწერეს კონტრაქტს, აღნიშნეს კიდეც სადღეგრძელოთი და შემდეგ დატოვეს ოჯახი.
_აბა ? როგორი იყო
_შესანიშნავი მსახიობი ხარ
_გმადლობთ , ჰონორართან დაკავშირებით ამ დღეებში დაგიკავშირდებით . მზად ვარ სხვა შემოთავაზებებიც მივიღო
_არა გმადლობთ, სჯობს მარტო წავიდე ხოლმე შენი ჰონორარი ძვირი მიჯდება და სულ ნაღმზე მდგომივით ვარ
_როდის უნდა მიხვდე ბოროტი ვარ თუ კეთილი . დილა რომ იწყება დამაკვირდი ხოლმე
_არ მინდა
_გაშტერებული ყურებისას ცოტა რომ იფიქრო ხოლმე ჩემს ჩვევებსაც დაუჭერდი მუღამს
_ბავშვზე აღარასდროს ილაპარაკო ელიზაბეტ _ მანქანიდან რომ გადავიდნენ მაშინ უთხრა და მჯლავზე მოხვია ხელები_ გესმის?
_ვითომ რატომ არ უნდა ვილაპარაკო
_ჩემი სურვილები შენი განსახილველი არ არის. რაღაც რაც ჩემთვის ღირებულია შენთვის ფასი არ აქვს
_ვინ თქვა რომ ფასი არ აქვს ! _მზერა გაუსწორა და თავი მაღლა ასწია _ თუ იპოვნე სხვა ქალი ვისგანაც შვილები გინდა
_ლიზა გეყოფა ჩემთან თამაში...დღეს არ გეყო?
_გგონია ვთამაშობ ? _თითები წვერზე ჩამოუსვა და მერე პერანგის საყელოზე გადავიდა _ იქნებ არ ვთამაშობ და მართლა ვგეგმავ პატარა ტირანი ნაკანის გაჩენას
_ჩემი სიძულვილის დოზა გიმცირდება და გინდა რაიმე ახალი მოიფიქრო? გასართობი გამოგელია ელიზაბეტ? ან იქნებ ჩემი შვილი გჭირდება მასზე რომ გადმოანთხიო შენი შხამი _ ხელები მოიშორა და გვერდი აუარა
*^*^*^*
მეორე დღე იწურებოდა ანდრო კი ისევ არ ჩანდა. ეზოში იჯდა და ეწეოდა , ტელეფონში იქექებოდა ლაივს რომ წააწყდა. ერთ_ერთი მათი ნაცნობი გოგონა წვეულებაზე იყო და წამსვე იცნო ნაკანის ახლად აშენებული აგარაკი. დიდხანს არ უფიქრია, მაშინვე ოთახში ავიდა, ყველაზე გამომწვევი რაც მოეპოვებოდა ის კაბა ჩაიცვა და წავიდა.
ორმოცი წუთი დასჭირდა სახლამდე რომ მისულიყო. ქუჩაშიც კი მანქანები იყო ამიტომ იქვე გაჩერება მოუხდა. ეზოშიც ისმოდა ხმამაღალი მუსიკის ხმა. პირველ სართულზე ან სულ ქვემოთ ჰქონდათ წვეულება. კარში რომ შევიდა მაშინვე სახე დამანჭა, სვამდნენ, ცეკვავდნენ , ერთმანეთს ეკვროდნენ . მოსაწევის კვამლში იყო ყველაფერი გახვეული, დაბალ განათებაზე მის სახეს ვერავინ შენიშნავდა. ანდრო არსად იყო და უფრო გაგიჟდა. უტამ თავად შენიშნა და ისეთი სახით მივიდა მაშინვე მიხვდა რომ ნაკანი კარგს არაფერს აკეთებდა
_ლიზ...როგორ ხარ?
_სად არის შენი ძმაკაცი?
_ის გასულია
_უტა ძვირფასო მითხარი სად არის ... ზემოთაა ხომ?
_არა...მოიცა ლიზ
_მუსიკა გამორთე და ყველა გაუშვი! უთხარი წვეულება დასრულდა თქო! _ ხმამაღლა უთხრა და მერე დახვეულ კიბეს აუყვა. მეორე სართულზე რამდენიმე წყვილი შენიშნა და მათ შორის ანდრო არ იყო. დერეფნის ბოლოს ყველაზე განაპირა ოთახი იყო , კარი ნახევრად ღია დახვდა, ქალის ხმა შოროდანვე გაიგო .უკან დახევას აპირებდა სანამ ნაკანის სახელი არ გაიგო. ისე დაუბნელდა თვალთ თითქოს ტვინში სისხლი ჩაექცა . მთელი სხეული ჯერ განუცდელმა ბრაზმა დაიპყრო. რაღაც სხვას გრძნობდა იმდენად ძლიერს რომ აზროვნების უნარს უკარგავდა და კიდევ ერთ , ყველაზე საშიშ ლიზას აცოცხლებდა . შებრუნდა, კარი ფართოდ გააღო და ოთახში ფეხსაცმლის კაკუნით შევიდა. მაგიდაზე დამხობილი ქალი სიამოვნების ზენიტისკენ მიდიოდა , ანდროს მის თეძოებს იყო თითებით ჩაფრენილი და თვალები დახუჭული ჰქონდა. ლიზამ ქალის ნაცნობი სახე და მისი მზერა დაიჭირა , აშკარად ელოდა ისტერიკას . მის ანთებულ თვალებს ირონიული ღიმილი შეაგება . მაგიდასთან ახლოს სკამზე დაჯდა, ფეხები ერთმანეთს დააშორა , სიგარეტის ღერი ტუჩებშორის მოიქცია და ღრმად შეისუნთქა მხუთავი აირი. კვამლი ქალის მიმართულებით გაგზავნა და ანდროს მზერა გაუსწორა. მისი ლიბრგადაკრული თვალებიც კი სხვანაირი გახდა იმ წამიდან. აშკარა იყო რომ მოჩვენება ეგონა. ქალს ხელები მოაშორა. მაგიდას დაეყრდნო და წამში საერთოდ მოშორდა. შებრუნდა , შარვალი შეიკრა , მაგიდიდან ვისკის ჭიქა აიღო და ბოლომდე დაცალა
_რამდენს გიხდის ხოლმე ანდრო შემახსენე ქეშს იღებ თუ ჩეკიც წავა _ლიზიკო წამოდგა, ჩანთა გახსნა და ქალს შეხედა რომელსაც წამსვე წაეშალა სახე
_შენ ... როგორ .ანდროო
_წადი ნატა, ახლა არა _ იმ წამს შებრუნდა და თითქოს გონს მოვიდა . უცებ მიუახლოვდა და თვალებგაფართოებულმა ძლივს ამოთქვა _ არ ქრები ... ნამდვილი ხარ ? _ ხმა აღარ ჰქონდა . მერე უკან დაიხია ლიზას გაცეცხლებულ მზერას რომ წააწყდა . კარისკენ წავიდა ელიზაბეტი , დარწმუნდა რომ ჰორიზონტზე აღარავინ იყო, ხმაურით მიხურა და მერე ნაკანს დაუბრუნდა
_რამდენი წელია იმას ჟ*მავ ჩემს სახლებში მოდის , ასაიამოვნებ და მიდის? რამდენჯერაც მინახავს იმდენჯერ ერთად ხართ ხოლმე იქ სადაც მეც ვარ ? იქ სადაც მე დავდივარ შენ იმ კახპასთან ერთობი? _ჯერ პერანგის საყელოზე მოუჭირა თითები მერე სახეში გაარტყა და ყბაზე მოუჭირა წამსვე
_არ ვიცოდი ნახვა თუ გინდოდა თორემ მოსაწვევს გამოგიგზავნიდი ყოველ ჯერზე...ხომ იცი შენ გამო ყველაფერზე წამსვლელი ვარ. ეშმაკსაც კი მივყიდე სული და ახალი გატაცება თუ გაქვს მაგასაც დაგიკმაყოფილებ _ ხელი გააშვებინა და სავარძელში დაჯდა მოსაწევით ხელში. თითები უკანკალებდა , რომ მოუკიდა და ტუჩებთან მიიტანა ლიზამ გამოგლიჯა. თვითონ მოიქცია ტუჩებსშორის და მერე მის ზურგს უკან დადგა
_გგონია გამოგდის?
_ჟ*მაობა? ვფიქრობ კი ...
_შენ ჩემთან ვერასდროს იქნები მაგარი ბიჭი... ჩემთან არ გამოგივა ! _ სავარძელს თითებს უჭერდა ,მის ყურთან ჰქონდა ტუჩები მიტანილი. კვამლი გამოუშვა და მერე თმაში შეუცურა თითები თავისკენ დაქაჩა , თვალებში უყურებდა და იღიმოდა _ იმ ქალს კიდევ რომ შეეხო გეფიცები ცოცხლად დაგწვავ . ჩემს სახლში , ან იქ სადაც მე ვიქნები არავის შეეხები თორემ ყოველ ჯერზე კვალს დაგიტოვებ და აი ამით მე მივიღებ სიამოვნებას_ პერანგი მხარზე გადაუწია და სიგარეტის ცეცხლმოკიდებული წვერი დაადო
_მთელი ტანის დაწვა მოგიწევს_ ანდრო თვალებამღვრეული უყურებდა. სულ ჩაუწითლდა თვალები , ლიზას კი უკვე გონება ეკარგებოდა. ეშმაკი იყო თითქოს მის სულში და ხელის მოშორების საშუალებას არ აძლევდა სანამ ნაკანმა კონტროლი არ დაკარგა და მის მონატრებულ ტუჩებს თავისი არ შეახო. გაოგნებულ ქალს ხელი მოხვია , თავისკენ მიიზიდა , მაჯები ზურგს უკან გაუკავა და მისი ტუჩების შესწავლა მანამ არ შეწყვიტა სანამ სუნთქვა არ შეეკრა. მერე ზედ მის ტუჩებთან დაიწყო ლაპარაკი
_დღეიდან ყოველ შენს მოყენებულ ჭრილობას ჩემს სხეულზეც და სულზეც ასე გავაბათილებ და იცოდე თუ არ მომშორდები ახალ ეტაპს დავიწყებთ სადაც შენ აუცილებლად წააგებ იმიტომ რომ აღარავინ დაგიცავს _ ხელები გაუთავისუფლა სავარძელში ჩასვა და ფეხზე წამოდგა. პერანგი მხარზე გაისწორა თმაზე გადაისვა თითები და კარისკენ წავიდა, მაგრამ ვერ მოახერხა .
ლიზამ ბილიარდის ბურთი აიღო და ფანჯარას ესროლა. მსხვრევის ხმამ ოთახი მთლიანად მოიცვა
_შენ მე ვერასდროს დამამარცხებ...შენ არავინ ხარ. შენ
მე რომ მატკენ ნაწილებად დაიშლები და დიდხანს ვერ გაუძლებ...შენ ღმერთო როგორ მეზიზღები _ ბურთებს ისროდა ხან კედელს ესროდა ხანაც ფანჯრებს . ყველგან მინის ნამსხვრევები ცვიოდა ის კი თანდათან უფრო ხმამაღლა ყვიროდა. ანდრო კედელთან იდგა და უყურებდა _ მშვიდად აპირებ ყურებას ხომ ... არაფერი გაინტერესებს. შენ ხომ მოკალი ანდრო რომელიც ჩემი მონა გახდა ისევ თავისი დანაშაულის შემდეგ. ხომ მოკალი და გააცოცხლე ახალი ანდრო რომელიც ჩემს დაკიდებას ცდილობს , ბედნიერად ცხოვრებას, სიამოვნების მიღებას , ქალების , სასმელის, მოსაწევის გამოყენებით გახალისებას . ახალი ცოლის პოვნას, ბავშვების გაკეთებას და ცხოვრების აწყობას აპირებ ხომ ? _ბოლო ბურთი ანდროს მიმართულებით ისროლა მაგრამ ააცდინა .მერე ოთახიდან გავარდა , რამდენიმე წამში ხელში ნაჯახით დაბრუნდა და მაგიდას დაარტყა . ანდრო გაოგნებული უყურებდა _ ეს მაგიდა ძალიან მოგეწონა ხომ? იმ ქალს კიდევ მოათრევ და აი აქ შემოსვამ _ ხის ნაწილები ჰაერში იყრებოდა. მერე ფეხები მოტეხა მაგიდას და რომ დავარდა ნახევარი მხარი მაშინ დააგდო ნაჯახიც. არეულ თმაში თითები შეიცურა შებრუნდა და მისკენ დაიძრა _ფრთხილად იყავი ჩემთან ომის დროს ის ნაჯახი შენი მიმართულებით არ მოვიქნიო და არ დავასრულო ჩემი და შენი ამბავი! _ ყბაში წვდა ისევ თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე დააცხრა. უცებ მოშორდა ენის წვერი გაისვა ქვედა ტუჩზე და ანდროს წვერზე ჩამოუსვა თითები_ გგონია შენი შეხება რამედ მადარდებს? გგონია შენს ჭრილობებზე კოცნით გადამიხდი?
_არ გაინტერესებს ხომ? სულერთია...აღარც გეზიზღება ჩემი შეხება . მეუბნები რომ გამანადგურებ ... გგონია კიდევ დარჩა რამე ჩემგან? ან რატომ გამანადგურებ ს*ქსი რომ მაქვს ისევ? ეგ ფუნქცია დარჩა ჩემგან რაც ვერ გააქრე და ახლა მოგინდა რომ ეგეც წამართვა? კასტრაცია იქნება საჭირო სხვა გამოსავალი არ არის და მაგას როგორ მოახერხებ ჩემო ჯალათო ცოლო არ ვიცი. ნაჯახი დიდად ვერ გამოგადგება...მოსახერხებელი არ იქნება _ უღრიალა და მხრებში წვდა_ გიჟდები ხომ? ჭკუიდან იშლები რომ ხვდები შენ გამო თითსაც არ გავანძრევ. შენი ყოველი დაძახებისას რომ არ გავჩნდები შენს ფეხებთან ფინია ძაღლივით და არ დავგლეჯ ყველას ვინც მოგინდება . სიმშვიდე დაგერღვათ დედოფალი ელიზაბეტ? ნერვებს გიშლიან და თავის შეწუხება არ გინდათ პასუხის გასაცემად? რა ქალებზე მელაპარაკები საერთოდ სულ ფეხებზე არ გკიდია მე ვისთან ვიქნები და ვისთან არა? საერთოდ რა გინდა იცი? გამიშვიო ხომ მევედრებოდი, ხომ გინდოდა რომ არსად გამოვჩენილიყავი სადაც იყავი რომ ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა . არ დაგენახე... ხომ მივდივარ ხომ მოგშორდი რატომ მომყვები და მიყურებ. ჩემს სუნს ხომ ვერ იტან, ჩემი ტანსაცმელიც კი ნერვებს გიშლის ხომ წავიღე ყველაფერი რამე გხვდება თვალში? არა , არაფერია მაგრამ ჩემს ოთახში შეძვერი შენი სუნით , შენი პენუარი დამიტოვე და მერე მშვიდად დაიძინე რადგან იცოდი იმ ღამეს სიზმარშიც შენ გნახავდი თუ ორი წუთით მაინც დამეძინებოდა. ეგოისტი ხარ ! კი არ გეზიზღები ნამდვილი ეშმაკი ხარ და გინდა მთელი ცხოვრება დამტანჯო იმისთვის რაც არ გამიკეთებია გემის? არ გამიკეთებია ... მე არაფერი გამიკეთებია . მე მივდიოდი , შენ რომ იმ ღამით იქ არ მოსულიყავი მე წავიდოდი ! წავიდოდი ჯანდაბაში წავიდოდი და აღარასდროს დავბრუნდებოდი უკან . მაგრამ მოხვედი, მოხვედი და გამიღიმე. _ კედელს მუშტს ურტყავდა, სისხლი სდიოდა უკვე კანიდან. თვალები სულ ჩაუწითლდა . ლიზას გაფართოებულ მწვანეებს უყურებდა. მერე გაჩუმდა , თითები ლოყაზე შეახო _ ნეტავ იცოდე , ნეტავ შეგეძლოს იმის გააზრება როგორ მიყვარს შენ რომ იცინი . კიდევ რამე რომ მქონდეს დარჩენილი ამ წყეულ არსებაში იმასაც დავთმობდი ოღონდ ისევ ისე გაიცინო როგორც მაშინ . ახლა აღარც კი ტირი ... ადრე ტიროდი და მაგ ცრემლებით მახრჩობდი . ახლა მიყურებ ამ ცარიელი, გაყინული თვალებით და ნელ_ნელა მკლავ . იცი როგორ მინდა ბრმა ვიყო, საერთოდ ვერ დაგინახავდი , ვერ დაგინახავდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა ... რატომ არ მომეცი უფლება თარაშისთვის სიმართლე მეთქვა. რატომ მოხვედი მაშინ , რატომ შეგეშინდა ის არ მომკლავდა. მკვლელი არ გახდებოდა ... მისთვის უნდა გეთხოვა მკვლელი არ გახდეო შენ კი მე მთხოვე გაჩუმდიო. ნეტავ არ დამეჯერებინა , ნეტავ შენი ცრემლებისთვის ყურადღება არ მიმექცია , ნეტავ მოვეკალი მაშინ თარაშს. მისი ხელით სიკვდილი ყველაფერს სჯობდა
სისხლისფერ თვალებში ცრემლი გროვდებოდა შემდეგ ჯებირებს აწვებოდა და ღაწვებზე იღვრებოდა. მოდიოდა შეუჩერებლად იკარგებოდა წვერში და მიუყვებოდ ყელზე გამობერილ, დასკდომამდე მისულ ცისფერ ძარღვებს
_გგონია იმაზე მეტად გეზიზღები ვიდრე საკუთარი თავი მძულს? შენ არ შეგიძლია ასეთი სიძულვილი , ვერასდროს შეძლებ ლიზ _
კედელს მიეყრდნო, ნელ_ნელა დაეშვა იატაკზე . თავი მიაყრდნო კედელს და თვალები დახუჭა. ლიზა არ წასულა, ქვემოთ დაეშვა ისიც, მის გვერდით დაჯდა .
ჩამსხვერული ფანჯრებიდან ჩანდა მზის ამოსვლა, ლიზას ანდროს მხარზე ედო თავი და ემოციებისგან დაცლილს ეძინა. ნაკანმა ხელში აიყვანა , მკერდზე მიიკრა და საძინებელში დააწვინა. თმაზე მოეფერა, ერთხელ აკოცა და წავიდა.
მიდიოდა იქ სადაც მარტო იქნებოდა, ყველაფრისგან შორს. საბოლოოდ ტოვებდა ლიზას , ათავისუფლებდა და სრულიად დაუცველს ტოვებდა . მიდიოდა სრულიად გამოფიტული, განადგურებული და ძალაგამოცლილი . ჯერ კიდევ გრძნობდა ლიზას სურნელს,უკან მიხედვა არ უნდოდა ,ეშინოდა რომ წასვლას ვეღარ მოახერხებდა.
*^*^*^*
სახლში დადიოდა , ყველაფერი ახსენდებოდა და ხვდებოდა რომ მარტო იყო.
ანდრო არსად ჩანდა, თითქოს იმ ღამით გაუჩინარდა.
სექტემბრის მზიანმა დღეებმაც ჩაიარა ანდრო კი ისევ არ ჩანდა.
ოქტომბრიც ისე გავიდა მეხუთე წელი დაიწყებო მას შემდეგ რაც დაქორწინდნენ. წვიმდა , მთელი კვირა გადაუღებლად წვიმდა ქალაქში . ლიზა კი სახლიდან არ გადიოდა. ოთახში იჯდა სიგარეტის კვამლში გახვეული ნახევრად მშიერი და ფანჯრის მინას არ აშორებდა თვალს. ოთახში ნაბიჯების ხმა გაისმა, ვიღაცამ კარი გააღო მერე ფანჯრეები გახსნა, ფარდები ბოლომდე გადასწია და ოთახი გაანათა. ლალი იყო , ის მის სახლში არადროს მიდიოდა. უცებ წამოდგა და წონასწორობა დაკარგული მივიდა მასთან
_აქ რა გინდა...ანდრო სად არის . რამე დაემართა და იმიტომ მოხვედი?
_რას დაემსგავსე ...ამ ოთხ წელში თითქოს ოცი წელი მოგემატა და რისთვის ანდროს სიყვარულისთვის? უტვინო ქალი ხარ და მეტი არაფერი , ნეტავ ისე ვყვარებოდი ვახოს შენ რომ ანდროს უყვარხარ . რა უსამართლოა ეს ცხოვრება შენნაირი უმადური ქალები იღებენ ყველაფერს და იმდენად ბრმები არიან რომ ვერაფერს ხედავენ, იმდენად შტერები რომ ვერაფერს იყენებენ . საკუთარ თავს ხომ იწამლავ ჩემს შვილსაც ნელ_ნელა ანადგურებ და გონს მოსვლას არც აპირებ. ანა ფეხმძიმედაა , გაიგე და გამოიკეტე ხომ? თარაში დაკარგე , მორჩა თუმცა შენ ეს ისედაც იცოდი და იმიტომ დასთანხმდი ქორწილს
_არ ვიცოდი ... არაფერი ვიცი მათზე . შენ კი კარგად იცი მე რატომაც დავთანხმდი ქორწილს, შენ ყველაფერი იცი და მაინც ოდნავადაც არ გებრალები
_შენ ერთი პატარა ამბავი დრამად აქციე , დაიჯერე და ტვინიდან არ იგდებ. ანდრომ რა ჩაიდინა იმ ღამეს ...გაკოცა ? გითხრა მიყვარხარო ? ვეღარ ვუძლებ სული მეწვისო? ხვალ გავფრინდებიო არ უთქვამს? ვერ ვუყურებ შენი და თარაშის ქორწილსო არ უთქვამს?
_მე ველაპარაკებოდი, მეგონა თარაშიც უნდა მოსულიყო. ვიცოდი რომ იქ თარაში იქნებოდა და იმიტომ მივედი. ანდრო იყო მთვრალი ან კაიფში იყო არ ვიცი . მისი არ შემშინებია , არასდროს მეშინოდა თარაში ისე ენდობოდა. არ მახსოვს რას ვეუბნებოდი ის კუთხეში იჯდა , მიყურებდა და სვამდა. მერე მომიახლოვდა , რაღაც სიმღერა იყო ჩართული და მითხრა ვიცეკვოთო . უარი უნდა მეთქვა? არ ვიცი , არაფერი ვიცი რა უნდა შემეცვალა იმ დღეს ეს შედეგი რომ არ დამდგარიყო
_მერე ? რომ იცეკვეთ ხელების ფათური დაგიწყო და ყველაფერი შემოგახია? ყვიროდი, ეწინააღმდეგებოდი მას კი არ ადარდებსა არაფერი შენი ხორცის გარდა? გითხრა შენ ჩემი უნდა იყოო და არყის სუნად აქოთებული ტუჩებით კოცნა დაგიწყო? _ ლალის თითები აუკანკალდა მერე სავარძელში ჩაეშვა და ლიზას შეხედა_მიპასუხე ასე იყო?
_არა ... არ ყოფილა ეგრე
_აბა როგორ იყო...გახსოვს საერთოდ? თუ უბრალოდ შენი სურვილის წინააღმდეგ გაკოცეს პატარა ლიზიკო და მერე დედაშენმა სცენები დადგა
_ცეკვის დროს ჩემი თმის სურნელს გრძნობდა, მერე მხარზე მაკოცა . გამიკვირდა , ცოტა დავიძაბე და უკან დავიხიე . მელოდია ისევ ისმოდა , მაგრამ აღარ ვცეკვავდით. ლოყაზე შემახო თითები და თვალები დახუჭა, აშკარად არ იყო კარგად. ვერ აზროვნებდა , გონზე არ იყო . ვუთხარი მთვრალი ხარ დაისვენე მე წავალ_თქო . გაეღიმა, მითხრა მე იმ წამიდან დავკარგე მოსვენება შენ რომ პირველად დაგინახეო. რა იქნებოდა თარაშს არ შეყვარებოდი და შენთვის ბრძოლის უფლება მქონოდაო _ სახე ხელებში ჩამალა და ცრემლები წამოუვიდა_ მერე არ ვიცი რა მითხრა ან რა ვუთხარი . მაკოცა , ხელებზე მომიჭირა და ვერაფერს ვაკეთებდი. მახსოვს როგორ მკოცნიდა ყელზე, კაბის მკლავი გადასწია . მერე რაღაც მომენტში ტვინმა ვეღარ გაუძლო და გავითიშე. რომ გავიღვიძე სხეულზე პლედი მეფარა . ანდრო არ ვიცი სად იყო დედაჩემის კივილის ხმა მესმოდა. იქ მამაჩემიც იყო , კიდევ ამირანი და შენ იყავით . მერე ჯოჯოხეთი დაიწყო და შენ ყველაფერი იცი
_მე ის ვიცი რომ ანდრო შენზე არ იძალადებდა. შენ ვერ გაუძელი , სუსტი აღმოჩნდი და მაინცადამაინც მაშინ გაითიშე. ანდროს მთელი ცხოვრებაა მოძალადეები ეზიზღება და შენ გამო ახლა თავსაც ნაბიჭვრად თვლის. შენ წარმოდგენაც არ გაქვს რას ნიშნავს როდესაც შენზე ძალადობენ, როდესაც ცხოვრებას გართმევენ და ისე გექცევიან როგორც საქონელს. გგონია ანდრო შენს გაუპატიურებას ცდილობდა ვიღაც შემოვარდა ჩემი ჟინმორეული შვილი მოგაშორა და ამიტომ ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე?
_არ გინდათ გთხოვთ ... რადგან ისევ ქალიშვილი ვარ თქვენი ანდრო უდანაშაულოა? მე მისი ბიძაშვილის ცოლი უნდა გავმხდარიყავი ერთი თვის შემდეგ . სულ რამდენიმე დღეში მისი რძალი უნდა გავმხდარიყავი მან კი კოცნა დამიწყო
_გონება რომ დაკარგე ანდრო იმ წამსვე შეგეშვა. საწოლზე დაგაწვინა და თვითონ იატაკზე ჩაიკეცა. იმ დროს შენ კი არა საკუთარი თავი გაანადგურა. ერთდროულად საკუთარი ძმის ქალს შეეხო, საყვარელ ქალს ატკინა და წყეულ მამამისს დაემსგავსა. გაგიჟებული დამხვდა , ყველაფერს ამსხვრევდა იძახდა მეც მას ვგავარო მისნაირი ვარო უნდა მოვკვდეო შენი შვილი არ უნდა ვიყოო . ვიცი არ გადარდებს ჩემი და ჩემი შვილის გრძნობები . შენ მხოლოდ თარაში გაინტერესებს , საკუთარი თავი და სხვა არაფერი. რატომ არასდროს გიკითხავს რა გვინდოდა იქ ... დედაშენმა და მამაშენმა საიდან გაიგეს და საერთოდ რა გგონია რატომ ითხოვდნენ ასე გაგიჟებით ცოლად მოეყვანე ანდროს. მამაშენმა არ გითხრა ნაკანის ცოლი თუ არ გახდები სახლისან გაგაგდებ, შენი თარაში არ მიგიღებს თვითონ ვეტყვი რომ ფაქტზე წაგისწარითო? დედაშენი არ გეუბნებოდა თარაში ანდროს მოკლავს , მკვლელი გახდება საკუთარი მამიდაშვილის სისხლს დაღვრის და მერე ანდროს მამა მოკლავს ციხეშიო? კიდევ არ ვიცი რა გითხრა და რატომ გააჩერე ანდრო. რატომ უთხარი თარაშს ანდრო მიყვარს და მალე მისი ცოლი გავხდებიო
_არ ვიცი ... თქვენ იცით ?
_მე მხოლოდ ის ვიცი რომ ანდროს არასდროს სდომებია თქვენი დაშორება . არც გეგმა ჰქონია, არც თვითონ უთქვამს ლიზა ჩემი ცოლი უნდა გახდესო. არც დამუქრებია ვინმეს ...ახლა წარსულს ვერცერთი შევცვლით თორემ ანდროს შენი ცოლად შერთვის ნებას ცოცხალი თავით არ მივცემდი . მომავლის შეცვლა კი ყოველთვის შეიძლება
_როგორ შეიძლება ... ყველაფერი დავივიწყო და ანდრო შევიყვარო?
_მოძალადეს ვერ შეიყვარებ, დამიჯერე შეუძლებელია რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ვერ აპატიებ , ვერც დაივიწყებ , მაგრამ ანდროს თუ გაიცნობ. შენ უბრალოდ შანსს თუ მისცემ მასაც და საკუთარ თავსაც მერე შეძლებ წახვიდე ან დარჩე ისე რომ მომავალი გქონდეთ ორივეს ცალ_ცალკეც და ერთადაც. თარაში მალე მამა გახდება ანდროს უნდა ყველაფერი უთხრას და ერთ დღეს აუცილებლად გააკეთებს ამას... საერთოდ ვისურვებდი შენზე უკეთესი რძალი მყოლოდა , მაგრამ ფაქტია ვერაფერს ვცვლი . აქამდე მეგონა ვერ გაუძლებდით და გაეყრებოდით, მაგრამ აშკარად არ აპირებთ რომელიმე პოზიციის დათმობას და სულ უფრო ართულებთ საქმეს . ისე კი ჩვენს ოჯახს ტრადიციად აქვს უსიყვარულო ქორწინებები ბებია ამირანმა მოიტაცა , მამამ მაია , ჩემმა ძმამ ნონა , მათ შეიყვარეს მე კი არ მოვუტაცებივარ , მაგრამ ვერასდროს შევძელი ვახოს შეყვარება. ამ წყევლას ანდროც ვერ გაექცა და მსხვერპლი შენც გახდი . მე წავალ , როგორ მოიქცევი შენი გადასაწყვეტია . იმედია შენ მაინც გათავისუფლდები ამ მტანჯველი ბრაზისგან ... სიძულვილი ერთადერთია რაც შიგნიდან განადგურებს და დამიჯერე თუ მოგერევა შემდეგ ვეღარაფერი შეგივსებს სულის ნაწილს . ანდრო არ იმსახურებს სიძულვილს , ანდროს ყველა უჯრედით უყვარხარ , იმაზე მეტად ვიდრე ვინმეს სიყვარული წარმოუდგენია

.............
სოფელში ჩასვლის შემდეგ თარაშისგან შორს იჭერდა თავს , ისე იქცეოდა თითქოს ვერც ამჩნევდა. მთელ დღეებს გარეთ ატარებდა და სახლში მხოლოდ ვახშმობისას ბრუნდებოდა. მაქსიმალურად ცდილობდა ყურადღება არ მიეპყრო , საქმეზე გადაერთო და თარაშიც არ იყო მთელი დღით სახლში.
ვახშამზე ყველაზე გვიან მივიდა, თარაშის გვერდით დაჯდა და სასურველი კერძი გადაიღო თეფშსზე
_როგორ მიდის სწავლის საქმეები რძალო? რა ხდება დედაქალაქში აღარ ბრუნდები?
_ყველაფერი კარგადაა , ამ კვირას სოფელში დავრჩები და შემდეგ დავბრუნდები
_ძალიან ნუ გადაიღლი თავს ... შენი რეფორმატორი ქმარი მოიფიქრებს რამე ისეთს ქალებსაც რომ შეგიმსუბუქოთ საქმე
_ორივე ისეთი შრომისმოყვარე გახდა გაოცებული ვარ ...
_დილიდან დაცოფა ყველა ჩვენმა ბიჭმა_ თინა და ლევანიც ჩაერთვნენ საუბარში.
ანა ისევ არ უყურებდა თარაშს, მშვიდად მიირთმევდა ის კი ჩანგალს ატრიალებდა და მხოლოდ ანას უყურებდა . ვერ მოახერხა მასთან საუბარი და უკვე აგიჟებდა ეს მდგომარეობა
_თქვენ ხომ გინდოდათ მისი დაბრუნება ... კმაყოფილები უნდა იყოთ ნამდვილ მმართველს დაემსგავსა - ჩაიცინა და წამით გახედა ქმარს
_ეს ერთი კვირა ენატრებოდი... კარგია რომ დაბრუნდი _ ნონამ თქვა და გაუღიმა
_დედა
_რა ? ტყუილს ვამბობ? სულ იძახდი ანა ასე იზავდა ანა ისე იზავდა ,ანა აქ რომ იყოსო ... ღამე არ გეძინა და ბოლოს საერთოდ ყველას უღრენდი
_ვახშმის დროს ამაზე საუბარი და საერთოდ საუბარი არაა საჭირო
_ბატონის ახალი წესები ... მთელი ოჯახი აბა ერთად ვერ ვსხდებით და ხომ უნდა ვისაუბროთ ოდესმე
_ხოდა გამოვყოთ დრო პრობლემატური საკითხებისთვის ამირან
_ნეტავ ოდესმე თუ დამშვიდდები
_არამგონია ... თუ დაასრულე გამომყევი . საქმე მაქვს _ ანას მიმართა და მზერა გაუსწორა
_საქმე მაქვს
_გადადე _ხელი ჩაკიდა და სკამიდან წამოაყენა . ანამ ხელი გაითავისუფლა შებრუნდა და ეზოსკენ დაიძრა
_საქმე მაქვს, რომ მოვიცლი ვისაუბროთ
თარაშმა თვალები აატრიალა და რამდენიმე წამაში უკან მიჰყვა. ცხენებთან შევიდა მარგარეტს მიუახლოვდა და თმის დავარცხნა დაუწყო. საჭმელიც მიუტანა და მერე ეფერებოდა
_დღეს შენი გასეირნება არ შემიძლია ... ხვალ აუცილებლად წავიდეთ სადმე
_ცხენთან ლაპარაკია შენი საქმე?
_ცხენებს შენგან განსხვავებით შეუძლიათ ადამიანების ცნობა და აზროვნება . შენ კი სრულიად გაგეყინა ტვინი
_რისთვის ითხოვ პასუხს ...იმისთვის რაც
_გარდაუვალი იყო, აუცილებლად მოხდებოდა, ადრეც უნდა მომხდარიყო , ჩემი მოვალეობაა ,შენს გვარს გამრავლება სჭირდება ...კიდევ ბევრი რამ რაც ყელში მაქვს ამოსული ...
_შენ წინააღმდეგობა არ გაგიწევია
_მგონია რომ ადამიანები არ იცვლებიან არც კარგები ხდებიან ცუდები და არც პირიქით. გარემოებები მოქმედებს და მათ აზროვნებას ცვლის რაც შესაბამისად ქმედებებითაც გამოიხატება მაგრამ შენ რომ გაგინათოს გონება ეგეთი სასწაული შეუძლებელია რომ მოხდეს და საშინლად ვწუხვარ , შევცდი შენი შეფასებისას
_მაინც რა არის სიბნელე რომ ვეგოისტობ და ჩემი ცოლი მხოლოდ ჩემთვის მინდა? მე სულ ასე ვფიქრობდი
_შენ მე არ მენდობი, არასდროს მენდობოდი და ალბათ ასე ყველას სიტყვას დაიჯერებ ყოველთვის მერე მომვარდები და ჩემზე იყრი ჯავრს . ალბათ თუ შეგეწინააღმდეგები მცემ და მაინც იყრი ჯავრს თუ არ შეგეწინააღმდეგები არ ვიცი სადამდე მივალ
_რატომ არ გესმის მე შენ
_როგორ უნდა მესმოდეს ან რა უნდა მესმოდეს
_მე შენ იმ წამიდან მაგიჟებ პირველად რომ დაგინახე . ის ველური გოგო სირბილისგან ძლივს რომ სუნთქავდა და თავის გადარჩენას ცდილობდა
_თურმე სულ ტყუილად ... ყველანი ერთნაირები ხართ . ქალები უბრალოდ ნივთები გგონიათ რომელიც თუ მოგეწონა ხელიდან არ გაუშვებ . მეეჭვება ის უარესად მომქცეოდა ... შენგან განსხვავებით ჩემს გარდა არავისზე იფიქრებდა, ისიც შესანიშნავად იცის რისი გამკეთებელი ვარ და რისი არა . შენ კი ვერ ხვდები და ვერც მიხვდები რომ ყველა ქალი მოღალატე არ არის , არც მატყუარა და მე საერთოდ შენ რას იფიქრებდი . ყოველთვის გულწრფელი ვიყავი და ვამბობდი იმას რაც იყო. ერთხელ არ გითხარი , ეჭვი გაგიჩინე და ერთადერთ გამოცდაშიც ჩაიჭერი
_ნუ ეხები
_ლიზას? მაინც რატომ არ უნდა შევეხო როდესაც ის სულ ჩვენს შორის იქნება. რა ? ტყუილს ვამბობ? გგონია რომ ის გატყუებდა და ახლა ჩემთან ისე იქცევი როგორც მასთან არ მოქცეულხარ. ალბათ მის თაყვანისმცემლებს ირონიითა და ღიმილით ხვდებოდი. ახლა ყველას სცემ ვინც კი დამელააპრაკება იმსახურებს თუ არა მაინც. მეჩხუბები სისულელეების გამო, შეურაცხყოფას მაყენებ და ისე მექცევი როგორც უუფლებო მონას . ალბათ გგონია რომ ლიზასთან თუ დაწვებოდი ასე უბრალოდ არ დაკარგავდი და ახლა დაშვებული შეცდომა გამოასწორე_ ჯერ ცხენს ეფერებოდა და მშვიდი ტონით ესაუბრებოდა . შემდეგ მისკენ შებრუნდა,ცარიელი მზერით უყურებდა მის ანთებულ თვალებს და ჭკუიდან გადაჰყავდა_ იცი რა? შენ წარმოდგენაც არ გაქვს ქალებზე ... რაც არ უნდა გააკეთო მე თუ გადავწყვეტ ღალატს ან შენს მიტოვებას პირველივე ჯერზე გამომივა და იმაზე ცერემონიალურად გავაკეთებ ვიდრე ქორწილამდე ერთი თვით ადრე მიტოვებაა
_შენ არაფერი იცი ლიზაზე და ჩემზე . მას ნუ შეედრები და ნუ გამაგიჟებ თორემ ისეთს დაგმართებ რომ ვერ წარმოიდგენ _ხელი ჩაავლო ხის ბოძზე მიანარცხა და თითები ყბაზე მოუჭირა . ანამ გაიცინა , თითებზე აკოცა. ენის წვერით შეეხო , თვალებში უყურებდა და თავისუფალ ხელს მის სხეულზე მიაცოცებდა
_შენ მე ისეთს ვერაფერს დამიშავებ რომ გამანადგურო , საკუთარ თავს შეიძულებ ბოლოს _ტუჩები წვერიან ლოყაზე მიაწება , შემდეგ ნიკაპზე და ყელზე გადავიდა. მისი გახშირებული, ღრმა სუნთქვა ესმოდა და იღიმოდა. ყბიდან ხელი მის წელზე გადაიტანა ჟორდანიამ , ტუჩებზე წაეტანა და დიდხანს კოცნიდა
_ნუ მიწვევ , შენთან ომი არ მინდა _ ტუჩებზე თითები გადაატარა და დაბინდული მზერა გაუსწორა
_მე და შენ დიდი ხანია ბრძოლა დავიწყეთ . ბრძოლა წესების გარეშე , თარაშ
..............
კიდევ ერთი დღე დასრულდა და ახალი დღე დაიწყო . ეზოში იდგა და შორიდან უყურებდა მთელს სოფელს.
_მალე იწვიმებს და ყველაფერი ნისლში ჩაიკარგება ...
_რატომ დასახლდით მაინცადამაინც აქ _ თინას წამით შეხედა და ისევ წინ გაიხედა
_ეს ადგილი ამირანმა იპოვნა..._ისე გახედა სივრცეს აშკარად მოგონებებში გადაეშვა _ 60 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც აქ , ამ მიწაზე დავსახლდით
_რამდენი წლის იყავი ამირანმა რომ მოგიტაცა
_15
_როგორ ასე პატარა? როგორ შეგიყვარდა ... ასეთ ურთიერთობამდე როგორ მიხვედით . მე ზოგჯერ სიგიჟემდე მინდა თარაშის დახრჩობა . ახლაც მისი დანახვაც კი მაგიჟებს და მგონია რომ ვერასდროს შევეჩვევი მის არსებობას ჩემს ცხოვრებაში
_წამომყევი ... შენთვის რაღაც მაქვს რაც უკვე უნდა იცოდე

საძინებელში შეიყვანა და სამი ერთნაირი წიგნი მიაწოდა. საივეს მოხატული ყდები ჰქონდა თითქოს ხელნაკეთი იყო . წარწერები არ ჰქონდა . სამივე ერთად იყო შეკრული ლამაზი ბაბთით
_შეგიძლია სხვენზე ახვიდე როდესაც თარაშის დანახვა არ მოგინდება ... ესენი კი მაშინ წაიკითხე როდესაც ჩვენს გაგებას ვერ შეძლებ და ისეთი პასუხები დაგჭირდება რისი მოყოლაც არავის შეეძლება

წიგნები იმ დღეს საგულდაგულოდ შეინახა . ბაბთაც კი არ მოუხსნია იმ წამს კი გრძნობდა რომ კითხვის დრო იყო.
წიგნები აიღო და ისე ავიდა სხვენზე რომ ვერავინ შეამჩნია. იქ უამრავი ნივთი ეწყო, ბევრი ყუთი, სკივრები და თაროები , მაგრამ მისდა გასაკვირად ყველაფერი მოწესრიგებული იყო. ფანჯარასთან სავარძელი იდო . გარეთ ისევ წვიმდა და კითხვისთვის ყველაფერი ჰქონდა.
კომფორტულად მოკალათდდა , პირველი წიგნი აიღო ,რომელიც ყველაზე ძველი იყო . ფურცლებიც კი სრულიად სხვა ხარისხის იყო თითქოს წინა საუკუნიდან გადმოიტანეს და გადაფურცვლისას დაიშლებაო. სუნიც კი ისეთი ჰქონდა წიგნების მოყვარულებს რომ უყვართ.
პირველივე გვერდზე საოცრად ლამაზი ასოებით ეწერა "პატარძალი" გადაფურცვლაც კი დაავიწყდა თითებით შეეხო თითქოს ასოებს აცოცხლებდა .
უცნაურად გრძნობდა თავს , თითქოს სამყარო დატოვა და წიგნის ფურცლებზე გადაინაცვლა
"გამარჯობა ძვირფასო მკითხველო შენ ალბათ ახლა გონებასა და გულში ქაოსი გაქვს , დაიღალე იმ ყველაფრით რაც შენ ირგვლივაა და გინდა რომ პასუხები იპოვნო . მე თინა ვარ , 14 წლის ასაკში პატარძალი გავხდი . ჩემი ნაჭრისგან შეკერილი თოჯინა მეჭირა და ჩემს საყვარელ ბოჩოლას სახლისკენ მივდენიდი. ჩემი ორი კაბიდან ერთ_ერთი ჩითის ჭრელი კაბა მეცვა იმავე ფერის თავსაფარი მქონდა თავზე წამოფარებული და ჩამავალ მზეს ვუყურებდი ცხენის ხმა რომ გავიგე და ტყისკენ შევბრუნდი. შუა მდელოზე ვიდექი და თვალებგაფართოებული ვუყურებდი ჩემკენ მომავალს . არ მახსოვს როგორ მოვიდა ჩემამდე, მახსოვს როგორ გამხვია უზარმაზარ შავ ნაბადში და ცხენზე აღმოვჩნდი . ხელ_ფეხ შეკრული , მკერდზე თოჯინა მყავდა მიხუტებული და ხელს არ ვუშვებდი. დიდხანს მივდიოდით,ზედმეტად დიდხანს და შემდეგ ხელში ამიყვანა . სახლში შევედით , ნაბადიდან გამათავისუფლა და მისი სახე დავინახე. თვალები მეწვოდა , ტირილისგან დაბინდული მზერით ძლივს გავარჩიე მისი სახე . ვიცანი, ის ბიჭი იყო ლამაზი მწვანე თვალებით ვენახში რომ იყო , ბიჭი მეზობელი სოფლიდან რომელიც თავის დებთან ერთად მუშაობდა
_შენ სად წამომიყვანე... რატომ გამახვიე იმ რაღაცაში . მეგონა დავიხრჩობოდი. რატომ არ მითხარი ვინ იყავი და რატომ მატირე ამდენ ხანს _ დაბნეული ვიყავი, ცრემლები ჯერ კიდევ მეკიდა წამწამებზე და ლაპარაკის პარალელურად ვიწმენდდი. ის კი მიყურებდა და არაფერს ამბობდა_ხმა ამოიღე...სად ვართ . რა თამაშია ეს
_მოგიტაცე ... შენ ჩემი პატარძალი ხარ
_პატარძალი მე? _ დავიბენი , ვუყურებდი მის მწვანე თვალებს და მეშინოდა. უკვე იმაზე მეტად მეშინოდა ვიდრე მანამდე. ის იყო ბიჭი რომელსაც შორიდან ვუყურებდი სხვა ჩემი სოფლის გოგონებთან ერთად. არ ვიცოდი რომ მომწონდა, მაგრამ ხშირად კი გამირბოდა მისკენ მზერა. ჩემზე დიდი იყო 17 ან 18 წლის იქნებოდა , ზუსტად არ ვიცოდი .
_შენ ...
_ანუ შენი ცოლი ვარ? _ რა სულელი ვიყავი , მახსოვს როგორ გაეცინა ჩემი გულუბრტყვილო შეკითხვის მოსმენისას მე კი ძალიან გავუბრაზდი
_ხო , ჩემი ცილი ხარ დღეიდან
_მე რომ გათხოვება არ მინდა ?
_უკვე ჩემი ცოლი ხარ
_არა , არ ვარ ... უკან დამაბრუნებ და ვიტყვი რომ ჩემი კოპლიანა დაიკარგა და ვეძებდი
_მთელმა სოფელმა რომ დაგვინახა როგორ მიმყავდი ცხენით? გაიგო როგორ ყვიროდი
_მამამაც გაიგო? _თვალები ისევ გამიფართოვდა და უკვე ფეხზე წამოვვარდი .
_გვეძებს კიდეც , მაგრამ ვერ გვიპოვნის
_რომ გვიპოვნოს?
_ქორწილი იქნება ... ჩემი და შენი
_მე რომ არ მინდა?
_მე მინდა
_მაგრამ მე ხომ არ მინდა _ისევ ამემღვრა თვალები და ისევ ტირილი დავიწყე. ვიდექი სახეზე ხელებაფარებული და ვტიროდი. მერე ჩამეხუტა, მოვიშორე და დავარტყი. ხელისგული ამეწვა , ისევ შემეშინდა უცებ დავიხიე უკან და პირზე ხელი ავიფარე ლოყა სულ წითელი ჰქონდა და თვალები დანისულული . მეგონა ისიც დამარტყამდა , მამა და დედა რომ ჩხუბობდნენ მამა ასე იქცეოდა ხოლმე. მეც ველოდი ლოყის აწვას, მაგრამ არ მტკენია . ის მომიახლოვდა, თავზე ხელი გადამისვა, ჩემს ნაწნავებს თეძომდე ჩაჰყვა და შემდეგ ყელზე ჩამოვარდნილი თავსაფარი გამისწორა
_შემომხედე , ნუ გეშინია მე შენი ქმარი ვარ დღეიდან, კაცი რომლისაც უნდა გჯეროდეს, ენდობოდე და ყველაზე ნაკლებად გეშინოდეს. დღეიდან მე დაგიცავ ყველასგან და ყველაფრისგან ... დღეიდან მე და შენ ერთი მთლიანი გავხდებით ...ის რაც გატკენს მეც მატკენს ამიტომ მე არასდროს არაფერს გატკენ
_რომ მატკინე უკვე? შენ მე შემაშინე, ახლაც მაშინებ და მე სახლში მინდა , დედასთან
_დღეიდან ჟორდანია ხარ, თინა ჟორდანია და იქ იქნება შენი სახლი სადაც მე ვიცხოვრებ. დედაჩემი გაგიწევს დედობას როდესაც დედაშენთან არ იქნები
_არ მინდა დედაშენი... მე ჩემი დედა მინდა რა არის გაუგებარი . წამიყვანე სახლში მე არ ვთხოვდები სხვა მოიყვანე ლამარა, ნანი ან თამილა ... ციალა ყველანი დიდები არიან და იპრანჭებიან
_მე რომ შენ მიყვარხარ? _ისევ ისე მიყურებდა და ძაალიან მაბნევდა.
_გიყვარვარ? ეგ როგორ ... როგორ გიყვარვარ
_დრო გავა და მიხვდები .
მას შემდეგ მართლაც დიდი დრო გავიდა . ვიხსენებ იმ დღეებს და ისევ მგონია რომ ზღაპარია , რომ ამირანმა ყველაფრის თავისებურად მართვა ვერ შესძლო, ვერ დავინახე მისი სიყვარული და ყველაფერი ისეთივე ჩვეულებრივი იყო როგორც ყველგან ჩვენს ირგვლივ.
დიდი ხნის შემდეგ გავიგე რომ ჩვენი რაიონის გამგებლის შვილს მოვწონდი და ცოლად შერთვას მიპირებდა , მამას პირობაც ჰქონია მიცემული 15 წლის რომ გახდება წაიყვანეთო , მაგრამ ამირანმა მომიტაცა . პატარძლად მაქცია და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ჩვენ სოფლიდან წავედით, სულ სხვა ადგილას გადავსახლდით რამდენიმე ფუთა მიგვქონდა და ამირანის ორი ცხენი მიგვყავდა სხვა არაფერი გვებადა.
მციოდა და ვერ ვიგებდი სახლში რატომ არ მივყავდი, რატომ მეჩხუბა მამა და დედა . ვიცოდი რომ მოტაცებულს უკან არ იბრუნებდნენ , მაგრამ არც ასე ექცეოდნენ. ამირანს არ ველაპარაკებოდი , დიდხანს მივყვებოდი მუნჯივით ის კი ისე მექცეოდა როგორც დედოფალს მონა.
_მომიტაცე, ყველაფერი დავკარგე არაფერი გვაბადია და არ მეუბნები სად მივდივართ
_არაფერი დაგვიკარგავს ... განა რა გქონდა საკუთარი . შენი რაც არის მე ვარ და ყველაფერი რაც ჩემია შენ ხარ ! მე და შენ კი იმაზე მეტს შევქმნით ერთად ვიდრე ოდესმე უნახავს შენს ლამაზ თვალებს
ახლა ამ სიტყვებს ვწერ და ისევ ვხედავ მის გამოსახულებას , მისი ხმა მესმის და ისევ ვმშვიდდები. მჯეროდა, შინაგანად მისი ყოველთვის მჯეროდა . შალის თავშალში გახვეული ვიჯექი ცხენზე და მივუყვებოდით აღმართს . იქ სულ რამდენიმე სახლი იყო , მეგონა მთაში მივდიოდით ცხოველების ხმა ისმოდა ტყიდან . თავზე მთვარე დაგვნათოდა ხის ჭიშკართან რომ გაჩერდა. ნახევრად წაქცეული ღობე ჰქონდა ეზოს შემოვლებული ცხოველების შესაჩერებლად . ეზო მთელს სოფელს ზემოდან დაჰყურებდა. ერთი პატარა ხის სახლი იდგა ეზოს ბოლოში , ახალ აშენებულს ჰგავდა .
ცხენი ეზოს კიდემდე მიიყვანა და შემდეგ გაჩერდა . ხელი მომხვია , ძირს ჩამომსვა და მითხრა
_კარგად დაიმახსოვრე ეს ხედი, დრო გავა ეს ცარიელი ადგილები სახლებით გაივსება , ყველაფერი შეიცვლება და შენ , ჩემი პატარძალი იქნები დედოფალი
არ მესმოდა , არც მეჯერა და საერთოდ ვერ წარმომედგინა იმ პატარა ქოხიდან დედოფლობამდე როგორ უნდა მივსულიყავი. არც ის წარმომედგინა რომ იმ მიტოვებულ მიწებზე ვინმე დასახლდებოდა . ბევრი ფიქრი არ შემეძლო, არ მქონდა საამისოდ განვითარებული გონება . ერთი უბრალო გლეხის გოგო ვიყავი იმ აზროვნებით რასაც მშობლები მაწვდიდნენ.
სახლში სითბო იყო , მახსოვს სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. გვქონდა პატარა ხის მაგიდა , ორი სკამი და ერთი საწოლი რომელზეც მე მეძინა მხოლოდ.
იმ ღამით დედა მენატრებოდა, ნაჭრის ფუთიდან ჩემი თოჯინა ამოვიღე , გულზე მივიკარი და თვალები დავხუჭე. ვერ ვიძინებდი , მგლების ხმა მესმოდა და მეშინოდა. ხის სახლს ქარი ისე უვლიდა ირგვლივ რომ მეგონა სულ მალე ღია ცის ქვეშ დავრჩებოდი,მაგრამ მას შემდეგ არასდროს მქონია მსგავსი საშიშროება.
არაფერი მითქვამს მოვიდა , კიდევ ერთი საბანი დამაფარა და ჩემს გვერდით დაწვა . ჩემი თითები თავის მტევანში მოიქცია და გამათბო .
იმ პატარა ქოხში დიდი დრო გავატარეთ. ეზოში ხეები დარგო ამირანმა , მე კი ბოსტანი გავაშენე . ის მიწას ამუშავებდა მე კი ბოსტნეულს ვუვლიდი. მეზობლებთან ერთად სამუშაოდ დავდიოდით შემდეგ აბრეშუმის ჭია მაჩუქეს კარგად შესრულებული დავალებისთვის , ამირანმა ჯერ თხა იყიდა შემდეგ ძროხა . მახსოვს გამხდარი ჭრელი ხბო იყო რომ მოიყვანა და ისე ვუვლიდით მალევე გავასუქეთ . ყველაფერი გვქონდა სახლში რაც გვჭირდებოდა. ამირანმა შემდეგ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი აიღო სახლთან ახლოს და ვენახი გავაშენეთ. ისე უვლიდა დილიდან საღამომდე იქ იყო .
ერთი წლის შემდეგ ხის ლამაზ ჭიშკართან ვიდექი, ამაყად მდგომი ღობე ფარავდა ეზოს ისე რომ სხვისი ქათამიც ვერ შემოვიდოდა . ეზოში იყო ბევრი ყვავილი, ხილი, ჩემ ბოსტანში იყო ყველაფერი რაც იმ მიწაზე იხარებდა. გვქონდა ყურძნის პირველი მოსავალი . გვყავდა პატარა ჭრელი ხბო რომელიც ეზოში დახტოდა . ეზოში ქათმებიც გვყავდა , წიწილებიც და აღარ ისმოდა ტყიდან მოსული ცხოველების ხმა. ამირანი მუშაობისგან დაღლილი ხის ძირში იჯდა , ოფლით დაცვარულ სახეზე პირსაწმენს ისვამდა . ჩემი შეკერილი პერანგი ეცვა რომელსაც იშვიათად იშორებდა. ხელები სულ დამსკდარი ჰქონდა მუშოაბისგან , მისი გრძელი თითები გაუხეშებული იყო . მე კი მეზობელმა მალამოს დამზადება მასწავლა რომელიც ამჯერადაც მქონდა სახლში , მანამდე არასდროს მიფიქრია მის ტკივილზე . მისი ხელიდან წამოსული სისხლი რომ დავინახე მივხვდი რომ მტკიოდა .
შევეჩვიე , ჩემი ნაწილი გახდა . ყველაფერს მასთან ერთად ვაკეთებდი და ის იყო ვინც მხოლოდ ჩემზე ფიქრობდა.
ცივი წყლით სავსე დოქი და სუფთა ტილოებით რომ მივედი ისეთი მზერით შემომხედა არასდროს დამავიწყდება სანამ ცოცხალი ვიქნები. ისევ არაფერი მითქვამს , მინდორზე დავჯექი მის ხელს თითენი ჩავჭიდე და საქმეს შევუდექი. სულს ვუბერავდი და მალამოს ვუსვამდი ის კი ისევ ისე მიყურებდა, მერე მისი სუნთქვა ვიგრძენი
_მადლობა, თინა _ლოყაზე მაკოცა და ახლაც ვგრძნობ როგორ დამცხა მაშინ . დაბნეული მზერით ვუყურებდი და სულ წითელი ვიყავი . მან კი გაიცინა , დამცინა და ისევ მაკოცა აწითლებულ ლოყაზე . მე კი დოქს ხელი დავავლე და ჭიდან ამოღებული ცივი წყალი თავზე გადავავლე .
ისეთი თვალებით მიყურებდა მეგონა მომკლავდა და წამსვე გავიქეცი. მერე სიცილი ამივარდა თავს ვერ ვიკავებდი და ხმამაღლა ვიცინოდი ბოლოს დამიჭირა , ორივე ბალახზე დავვარდით სახეზე ხელები ავიფარე მეგონა დამარტყავდა მან კი ჯერ თითებზე მაკოცა მერე ტუჩებზე ვიგრძენი შეხება და ჰაერში აღმოვჩნდი .
ვკიოდი, ვფართხალებდი ის კი ჩემიანად მიაბიჯებდა დაისჯებიო მეუბნებოდა მე კი ისევ იმ კოცნაზე ვფიქრობდი .
დიდი ხნის შემდეგ მივხვდი რომ ასეთი სერიოზული ჩემ გამო იყო . მე არასდროს ვუღიმოდი, საერთოდ ბავშვობიდან სერიოზული ვიყავი და ბევრი ლაპარაკიც არ მიყვარდა. ის კი ჩემთან სულ სხვანაირად იქცეოდა. ერთად რომ მივდიოდით ვხვდებოდი რომ ყველა პატივს სცემდა და მიუხედავად მისი ასაკისა რჩევებს ეკითხებოდნენ. ზოგჯერ სიამაყითაც ვივსებოდი და მეც მინდებოდა რომ ყველაფერი კარგად გამეკეთებინა , თუმცა არ მახსოვს ოდესმე რაიმეზე საყვედური ეთქვას ან ჩემი მომზადებული კერძი დაეწუნებინოს არადა იმ დროს ნამდვილად საშინელებებს ვაკეთებდი"
ანა ღიმილს ვერ იკავებდა კითხვის დროს რომ წარმოიდგენდა როგორები იყვნენ თინა და ამირანი . კითხულობდა და წარსულში მოგზაურობდა მათთან ერთად. იმ ეპოქაში სრულიად განსხვავებულ ვითარებაში , დროში როდესაც ყველას უკვირდა მანქანა , მატარებელი და თვითმფრინავი საერთოდ საოცრებად მიაჩნდათ. დროში სადაც ტელეფონები მხოლოდ ქალაქებში იყო და ფოსტას შეიძლება თვეებით დაეგვიანა. დროში სადაც მუშაობდი სხვისთვის, არ გქონდა უფლებები , იყვნენ მდიდარიი არისტოკრატთა ფენა და გლეხები , რომლებიც იმაზე მეტს აკეთებდნენ და იცოდნენ ვიდრე ბევრმა მდიდარმა. დროში სადაც ამირანი და თინა დამოუკიდებლად სწავლობდნენ ცხოვრებას საკუთარი პრინციპებით, წესებით, დაუღალავი შრომით აშენებდნენ ყველაფერს რაც დღემდე გააჩნდათ.
ზოგჯერ ცრემლებიც ვერ შეიკავა როდესაც წარმოიდგენდა პატარა გულუბრტყვილო გოგოს თვალით დანახულ ცხოვრებას . მარტოსულსა და მიტოვებულ გოგონას რომელსაც მხოლოდ ქმარი ჰყავდა, ბიჭი რომელსაც ბოლომდე არც იცნობდა.
გარეთ ისევ წვიმდა, ეზოდან ხმა ესმოდა თარაშის ხმაც გაარჩია . წიგნი გადადო და ფანჯარას მიუახლოვდა ბიჭები შეეგროვებინა და რაღაცას ეზიდებოდნენ. თარაში ენერგიის ხარჯვას შესანიშნავად ახერხებდა და ისე თავგამოდებით მუშაობდა გაკვირვებულიც კი იყო ზოგჯერ.
ისევ დაჯდა და კითხვა განაგრძო
"16 წლის ვიყავი მაშინ ამირანთან სარეცელის გაყოფა რომ დავიწყე. ყველაფერი იმდენად ბუნებრივად ხდებოდა რომ მე ვერც კი ვიაზრებდი გრძნობებს რომელიც მის მიმართ მქონდა. ჩემში ქალი შექმნა და ეს ქალი თანდათან ქმნიდა თინა ჟორდანიას.
ჯერ კიდევ სულელი გოგო ვიყავი პირველად რომ დავფეხმძიმდი . პირველი ტკივილი სწორედ მაშინ განვიცადე მანამდე კი მეგონა ყველაზე დიდი ტკივილი მშობლიური სახლის დატოვება იყო . თურმე ვცდებოდი, ყველა ტკივილის გადაფარვა შეიძლება, ყველა ჭრილობის შეხორცება მხოლოდ საკუთარი ნაწილის დაკარგვისგან მიღებულ ჭრილობას ვერ დაფარავს წლები.
უმეცრება ყველაზე დიდი დანაშაულია , ყველაზე დიდი საფრთხე და მე დღემდე მგონია რომ შვილი მოვკალი . საკუთარი ნაწილი მოვკალი , წარმოდგენაც არ მქონდა იმაზე რომ ფეხმძიმედ ვიყავი . არავის უსწავლებია , არავისთან მისაუბრია ამ თემაზე მაშინ არ არსებობდა არაფერი გარდა საკუთარი შეგნებისა მე კი ეს მაშინ არ მქონდა. მე ისევ ისე ვმუშაობდი , ისევ ისე დაუღალავად ვაკეთებდი ყველაფერს და არ ვუჯერებდი ამირანს . მეუბნებოდა თავს მოუფრთხილდიო მე კი არ მესმოდა რატომ უნდა გავჩერებულიყავი უსაქმოდ სანამ მუცელი საშინლად არ ამტკივდა და ჩემი კოპლებიანი კაბა წითლად არ შეიღება.
იმ დღეს ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი დავასრულე ...იმ დღეს საბოლოოდ დავხურე ბავშვობის კარი და გავიზარდე.
პირველად დავინახე სახლში შემოვარდნილი ამირანის ცრემლიანი თვალები და პირველად ვიტირეთ ერთად. მე ვქვითინებდი ის კი მეხვეოდა და მისი მსხვილი ცრემლები კანზე მეცემოდა "
ანას სუნთქვა შეეკრა , მუცელზე ხელები დაიწყო და თვალები დახუჭა . რამდენიმე წუთს გაჩერდა და შემდეგ განაგრძო კითხვა. თინა ყვებოდა როგორ უჭირდათ ცხოვრება არეულ ქვეყანაში, როგორი ხალხი ცხოვრობდა მათთან და განსაკუთრებულად აღწერდა ერთ_ერთ მათგანს
"ჩვენს მეზობლად ბევრი ვინმე დასახლდა , მაგრამ მათ შორის გამორჩეული იყო ქვრივი , მარტოხელა ქალი რომელიც თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობდა . ის ცალკე იყო ჩვენ , მთელი ქვეყანა კი ცალკე . იშვიათად კონტაქტობდა მეზობლებთან, განათლებული ქალი იყო , არც ძროხები ჰყავდა, არც ქათმები მხოლოდ ყვავილები უყვარდა და ეზოში ფუსფუსებდა . ამირანმა ერთ დღეს ქალაქიდან ჩამოტანილი ყვავილის ნერგი აჩუქა და მას შემდეგ დავიწყეთ ურთიერთობა. ჩემი დამზადებული კერძები მოსწონდა, ამბობდა ჩემი დამხმარე ქალი ამზადებდა ზუსტად ასეთ კერძებსო . მასწავლა რამდენიმე ყვავილი როგორ გამეხარებინა , მანამდე რომ ვერაფერს ვუხერხებდი და მომცა წიგნი სადაც ძალიან ბევრი მცენარე ეხატა , ის მცენარეები სამკურნალოდ რომ გამოიყენებოდა , მაგრამ რუსულად იყო და მე არ ვიცოდი კითხვაც კი.
გაოცებული დარჩა და შემდეგ მაჩვენა საკუთარი ბიბლიოთეკა. პირველად ვხედავდი ამდენ წიგნს ერთად და მათი სურნელი ძალიან მომწონდა. იმ დღიდან დავიწყე კითხვა, მისი რჩევით მიმქონსა სახლში წიგნები და თავისუფალ დროს სულ ვკითხულობდი. ამირანი მხოლოდ ისეთ რამეებს კითხულობდა რაც თავის საქმეში გამოადგებოდა.
ძალიან ბევრ თემაზე ვსაუბრობდით მე და კლარა დეიდა. იმ დედასავიტ გახდა ჩემთვის არასდროს რომ არ მყოლია . დედას არასდროს ეცალა ჩემთვის 10 შვილი ჰყავდა და ზოგჯერ მათი სახელებიც კი ერეოდა . ან ფეხმძიმედ იყო ან მშობიარობდა . სხვა არაფერი მახსოვდა მისგან . კლარა კი ყველაფერს მასწავლიდა რაც იცოდა და მე კიდევ ერთი ნაწილი შევქმენი ჩემში.
შემდეგ ისევ დავფეხმძიმდი, ამჯერად ყველაფერი სტაბილურად მიდიოდა . მაშინ სოფლის გინეკოლოგი 70 წლის ბებიაქალი მზია იყო რომელსაც მედიცინაზე წარმოდგენა არ ჰქონდა უბრალოდ ქალებს ეხმარებოდა "
მოკლედ ჰქონდა აღწერილი ფეხმძიმობის დროს გადახდენილი ამბები. ცხრა თვეში ააშენეს სახლი აწ უკვე აგურის ერთ სართულიანი სახლი რომელშიც დაიბადა კოტე .
ანას ყველაზე მეტად რაც აოცებდა იყო ამბები რომლებსაც ამირანზე ყვებოდა , მთელი აღტაცება და სიამაყე რომელსაც თხრობის დროს გამოხატავდა. ანა ნათლად ხედავდა მათ განვითარებას და იმაზე მეტს გრძნობდა ვიდრე დაწერილი ჰქონდა.
"20 წლის ასაკში მყავდა შვილი , ქმარი , საქმე , შემოსავალი და ვიყავი უკვე წარმატებული ქალი რომელიც ეხმარებოდა იმათ ვისაც უჭირდა. ამირანმა მიმაჩვია ყოველთვის დავხმარებოდი გაჭირვებულებს და არასდროს მექცია მათთვის ზურგი.
მთავარი რაც ვისწავლე ეს იყო სიყვარული , კაცის რომელსაც ვენდობოდი, რომლისაც მჯეროდა, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი რაც მჭირდებოდა და ის აღარ იყო უბრალოდ ჩემი საყრდენი მე მასზე დამოკიდებული ვიყავი ის კი ჩემზე. მისი შემოხედვის გარეშე დაწყებული დღე ტანჯვა იყო , ის რომ მომეხვეოდა და მაკოცებდა მეგონა სამყაროს გადატრიალებას შევძლებდი "
უკვე საღამო იყო , დაბნელდა ანა კი ისევ წიგნით ხელში იჯდა და კითხულობდა . მიუხედავად იმისა რომ ყველაფერს თითქოს მსუბუქად აღწერდა მაინც ძალიან ბევრი ფაქტორი იყო მათ წინააღმდეგ განსაკუთრებით კი ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა, პოლიტიკა და საერთოდ ცხოვრების ხარისხი. არ ჰქონდათ წამლები, ნორმალური ტანსაცმელი , ვაჭრობა იკრძალებოდა და ქვეყანაში სრული არეულობა სუფევდა.
ბავშვის უბრალო გაციებაც კი მათთვის კოშმარი იყო წამლისთვის საკმაოდ დიდი გზის გავლა უხდებოდათ ექიმი ქალაქიდან უნდა ჩამოეყვანათ რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა . ამირანი მეზობლის ბავშვებსაც ეხმარებოდა და როდესაც ეპიდემია იყო ექიმი მხოლოდ კოტესთან არ მიჰყავდა . შემდეგ მანქანა იყიდა და ეს შენაძენი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო და მათ ცხოვრებას ამსუბუქებდა.
თინა აღწერდა ემოციებს მანქანის დანახვისას რომ ჰქონდათ , როგორ ასწავლიდა ბიჭებს მანქანის მართვას და კოტე როგორი ბედნიერი იყო ამ დროს .
კოტე ჟორდანია ცალკე განზომილება იყო მშობლების საერთო ხასიათის ნაზავით, სერიოზული , მშვიდი, უკიდურეს შემთხვევაში ბრაზიანი და დაუნდობელი. ამირანის და მისი ურთიერთობა თინას თვალით ნამდვილად სენტიმენტალური იყო. ამირანს არასდროს მიუცია მისთვის შენიშვნა, არასდროს უჩხუბიათო . კოტე სასწავლებლად რომ გაუშვეს სრული სიცარიელე დარჩათ სახლში. შემდეგ ბატონს საერთო საცხოვრებელში რომ არ ეცხოვრა ბინის ძიება დაიწყეს და პირველი სახლიც ასე იყიდეს. კოტეს განათლების დამსახურებით შეცვალეს მუშაობის სისტემა და მცირე ბიზნესზე გადავიდნენ . მიწების რაოდენობაც გაზარდეს და ფიზიკურ მუშაობა თავად აღარ უწევდათ, მაგრამ ამირანი მაინც ვერ ისვენებდა და მუშებთან ერთად დიდ დროს ატარებდა. შემდეგ შემოსავლების მართვა დაიწყეს .
"ეზოში ვზივარ და ფინჯანი ჩაით ხელში ვუყურებ სოფელს . 23 წელი გავიდა და რამდენი რამ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში. ჩაცმულობაც კი აღარ გვაქვს ისეთი როგორიც ადრე . თითქოს ჰაერიც სხვანაირი გახდა , ყველაფერი იცვლებოდა ჩემი და ამირანის ურთიერთობის გარდა. ორივე განსხვავებულად გამოვიყურებით აღარც მე ვარ 14 წლის ბავშვი და აღარც ის 17 წლის ბიჭი . ის ისეთი სიმპათიურია ზოგჯერ თვალს ვერ ვაშორებ მგონი რაც უფრო დიდი დრო გადის მით უფრო მიმზიდველი ხდება ან მე მიყვარდება უფრო და უფრო მეტად.
პლედი მომახვია მხრებზე და ლოყაზე მაკოცა . ქვემოდან ავხედე და მეც ვაკოცე
_როდის მოხვედი ... კოტე არ არის?
_ხვალ მოვალო მითხრა ...
_სულ აღარ მოდის ჩვენთან
_საქმეები აქვს ქალაქში ... მასაც ენატრები _ ჩემს გვერდით დაჯდა ხელი მომხვია და მეც ჩავეხუტე . ჩემი კოსად შეკრული თმა წამებში დაშალა და გრძელი თითები ახლართა შიგნით
_თმა...კარგი რაა არ გბეზრდება?
_ნაწნავები უფრო გიხდებოდა ...
_15 წლის ბავშვი აღარ ვარ... ნაწნავებით ხომ არ ვივლი
_როგორ გგონია ახლა მოტაცებული ქალი როგორ მოიქცევა
_კიდევ აპირებ ვინმეს მოტაცებას?
_თინა !
_არ ვიცი...გააჩნია ვინ იქნება _ თავი მხარზე დავადე და ხელები მოვხვია. პლედი მასაც გავუნაწილე და თვალები დავხუჭე
_იმედია ყველაფერი კარგად იქნება ...
_რაზე ღელავ ამირან
_არ ვღელავ ზუსტად ვიცი რაც გველოდება . ჩვენი მოგზაურობა ამჯერად უნდა გადავდოთ
_რატომ ? აკი დამპირდი მოსკოვში წავალთო ? დაგეგმილი მქონდა რა უნდა მეყიდა ახალი სახლისთვის
_სხვა დროს წავიდეთ ... უბრალოდ დავისვენოთ
_ისედაც ვისვენებ განაა რას ვაკეთებ... ქათმებსაც კი სხვა აჭმევს
_ფერმა გვაქვს და მარტო როგორ მიხედავდი თინა ... ზედმეტად ბევრიც კი გააკეთე _ ჩემი მტევანი ხელში მოიქცია და თითები დამიკოცნა.
ახლაც ჟრუანტელი მივლის რომ მახსენდება . ყოველთვის ასეთი იყო , ყოველთვის შეუძლია შემომხედოს ხელზე მაკოცოს და მითხრას რომ ყველაფერი კარგად იქნება.
მეორე დღეს გამთენიისას მანქანების ხმა გავიგე . საწოლიდან რომ ავდექი ამირანი უკვე ფეხზე იყო . ჩაიცვიო მითხრა და გავიდა. წამებში მოვემზადე კიბე ჩავირბინე და ეზოში გასულმა კოტე დავინახე თავის მეგობრებთან ერთად , მაგრამ კიდევ იყო რაღაც. გოგო ჰყავდა ხელში აყვანილი , სიფრიფანა გოგო გრძელი ყავისფერი თმით .
ადგილზე გავიყინე, პირველად არ მივსულვარ მათთან არ მივსალმებივარ, არ მიკითხავს როგორ იმგზავრეს. არაფერი მითქვამს მტკიოდა რაღაც შიგნით საშინლად მტკიოდა და ამირანს ვუყურებდი . დამნაშავის მზერა ჰქონდა და თვალი მალევე მომარიდა. ბიჭები ხმაურობდნენ, კოტემ გოგონა თავისი ოთახისკენ წაიყვანა და მხოლოდ შემდეგ შევძელი ამოძრავება
_ეს რას ნიშნავს ამირან...შენ იცოდი ამის შესახებ?
_ქალებს დაუძახე...სუფრა მარანში გაშალეთ . დიდი ადგილია , ბიჭები დაპატიჟებენ სტუმრებს
_ამირან
_გააკეთე რაც გითხარი _ შუბლზე მაკოცა და წავიდა.
რა თქმა უნდა ნაბიჯიც არ გადამიდგამს . კიბე ავირბინე და კოტეს ოთახში შევუვარდი . გოგო საწოლზე დაეწვინა და არეულ თმას უსწორებდა
_კოსტანტინე ! _არასდროს მიმიმართავს მისთვის ასე რატომღაც არ უყვარდა ასე რომ მიმართავდნენ
_დედა
_გარეთ გამოდი ...ახლავე
_დედა გთხოვ არ გინდა ისტერიკა . შენ ხომ დედაჩემი ხარ
_და დედამისი ? უყვარხარ? იცნობ? საერთოდ ვინ არის ... მისი მშობლები სად არიან. არ გეცოდება? არ შეიძლებოდა რომ ხელის სათხოვნელად მივსულიყავით და ქორწილი ისე დაგვენიშნა?
_არ შეიძლებოდა ! ახლა ის შენი მეორე შვილია, ხომ გინდოდა გოგო გყოლოდა . ეცადე დაამშვიდო და დაარწმუნო რომ არ იწიოკოს !
_ასე ნუ ლაპარაკობ ... ნუ იქცევი ცხოველივით
_14 წლის იყავი დედა რომ მოგიტაცეს. გაიხსენე რა გჭირდებოდა მაშინ და გააკეთე რამე . მიყვარს მაია და ჩემი ცოლი იქნება. აქ ვინც არ უნდა მოვიდეს და რაც არ უნდა გააკეთოს იცოდე წასვლის უფლებას არ მივცემ
_კოტე ... სად მიდიხარ. გასაღები სად წაიღე
_ჯერ არ გამოფხიზლდება ... ჩამოდი საქმეს მიხედე და მერე ნახე

დიდხანს არ ვიყავი დარწმუნებული ჩემი ქცევის სისწორეში , მაგრამ სხვა რა გამოსავალი მქონდა. მონატაცებ ქალზე ისევ იგივე დამოკიდებულება იყო როფორც ჩემს დროს და არაფერი შეცვლილა. ის ლამაზი გოგო ჩემი რძალი იყო უკვე და ამ ფაქტთან შეგუება მომიხდებოდა.
ამირანი დიდხანს არ ჩანდა , ან უბრალოდ მემალებოდა. იცოდა რომ მასზე ვიყრიდი ჯავრს. ეზო სავსე იყო ყველა გვეხმარებდა . ყველა რაღაცას ამზადებდა და მე უნდა გამეკონტროლებინა ყველაფერი.
სრული ქაოსი იყო და მაინც სულ მალე ყველაფერი მზად იყო.
მაღლა ავედი ისევ ოთახიდან კოტე გამოვარდა , გაცეცხლებული იყო და შიგნიდან ტირილის ხმა ისმოდა.
ოთახში შესვლამდე მაქსიმალურად ვეცადე მშვიდი გამომეტყველება მიმეღო . მაგრამ მისი ცრემლიანი თვალების დანახვამ გული მომიკლა. გრძელი წამწამები ცრემლებით ჰქონდა დამძიმებული , დიდი ჭრელი თვალები სევდისფერი ჰქონდა. ჩემთან მოვიდა და ხელებზე მომეჭიდა
_გემუდარებით წამიყვანეთ აქედან...დროულად წამიყვანეთ თორემ ჩემი ძმები თუ მოვიდნენ მოკლავენ იმ გიჟსაც და მეც . გთხოვთ ქალბატონო ... მე არ მიყვარს კოსტანტინე . არ მინდა მასთან ცხოვრება მე მე ვსწავლობ და მე
_დამშვიდდი , ყველაფერი კარგად იქნება. არავინ არავის მოკლავს , შენც არაფერი გემუქრება. პირობას გაძლევ _ არეულ თმაზე გადავუსვი ხელი და ცრემლებიც შევუმშრალე
_თქვენ არ გესმით ... არ გესმით

ვეღარაფერი ვთქვი ეზოში სროლის ხმა გავიგე და გული გამიჩერდა. აღარც მაია მახსოვდა, აღარც საკუთარი თავი . სანამ კიბე ჩავიარე და კოტე დავინახე საღ_სალამათი მანამ არ ამომისუნთქავს.
ეზოში ბიჭები იყვნენ იარაღებით ხელში და კოტე მათ წინ იდგა . ის იყო წინ უნდა წავსულიყავი ამირანი რომ მწვდა მკლავში და უკან დამაბრუნა
_მოკლავენ ...ჩემ ბიჭს მოკლავენ ვერ ხედავ? გააკეთე რამე. გააკეთონ რამე
_ცოლის შერთვა გადაწყვიტა , იცოდა რასაც აკეთებდა ბავშვი აღარაა და თავად დაიცავს თავს!
_ასეთი როგორ ხარ... კიდევ ერთ შვილს არ დავკარგავ

არ ვიცი რა ხდებოდა მანამ სანამ მე ამირანთან ვსაუბრობდი . ხმაური იყო , გინების ხმა, ყვირილი და მუქარა. კოტე ხმა არ მესმოდა , მერე მაია დავინახე და მისი გამოჩენისთანავე კოტეც ალაპარაკდა. მაიას ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.

რამდენიმე საათის შემდეგ ჩემი ვაჟის დაოჯახებას ზეიმობდნენ ჩვენი ნათესავები და მეზობლები, კოტეს კურსელები, მეგობრები . თავად პატარძალი კი თვალებამღვრეული იჯდა და აშკარად ცუდად იყო . კოტე კი წასვლის ნებას არ აძლევდა. არ მომწონდა ეს მდგომარეობა, არ მომწონდა ეს ყველაფერი და ვბრაზობდი ორივე ჟორდანიაზე .
შუაღამით დაცარიელდა სახლი. ჩამოსული სტუმრები მეზობლებთან დარჩნენ. ნაწილი ჩემთან იყო . ყველა ისეთი მთვრალი იყო მნიშვნელობაც არ ჰქონდა სად დაიძინებდნენ.
მეორე სართულის ფანჯარას ვუყურებდი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა. ჩემი შვილის ქცევა მაგიჟებდა , ვერ წარმომედგინა თუ ოდესმე ასე მოიქცეოდა. მეგონა რომ ყველაფერი ჩვენ გამო ხდებოდა რადგან მე და ამირანი კარგად ვიყავით ისიც ფიქრობდა რომ მოტაცებას ცუდი მხარე არ ჰქონდა.
_თინა_ სანამ ფანჯარას ვუყურებდი ამირანი მომიახლოვდა . მთვრალი იყო და შეკრული წარბებიდან მიყურებდა
_შენ გუშინ ყველაფერი იცოდი და არ მითხარი
_რომ მეთქვა რას გააკეთებდი
_ხელს შევუშლიდი...შენ კი ალბათ უთხარი თუ გიყვარს უნდა მოიტაცოო . შენ ხომ შენს ბიჭს უარს არაფერზე ეუბნები
_ნუ მეჩხუბები თინა ... მე ეგ არ მითქვამს . სახლში რომ მივაკითხე გოგოს ფოტოები ვნახე მაგიდაზე და ვკითხე ვინ არის_თქო . ჩემი მზეაო , ხომ ლამაზიაო მითხრა . ვკითხე აქამდე რატომ არ ვიცოდით შეყვარებული თუ გყავდა_თქო და თვალები ჩაუქრა . მერე მითხრა უნდა მოვიტაცოო შენც შენი მშობლებივით არ მიმიღებ თუ შემიძლია სახლში მოვიყვანოო და რა მეთქვა თინა
_გეთქვა თავი შეაყვარე და მერე შეირთე_თქო
_ხომ იცი როგორია ...
_ნუ მეტყვი რომ დამოუკიდებელია შენ ამირან ჟორდანია ხარ . ყველაფრის გაკეთება შეგიძლია თუ მოინდომებ , მაგრამ შენ არ გინდოდა მისი გადარწმუნება . შემომხედე _ საყელოში ვწვდი და ახლოს მივედი _ მე ხომ კარგად გიცნობ , შენ შეუწყვე ხელი ამ ყველაფერს
_ჩვენ სიყვარულს გეფიცები ყველაფერი კარგად იქნება , ბებია რომ გახდები მერე ყველაფერი დაგავიწყდება
_აუტანელი კაცი ხარ
_არა არ ვარ_ ხელები მომხვია და მაკოცა _ გაიყინე...სახლში შევიდეთ
_ისინი
_ჩემი შვილი არაკაცი არ არის... თავს დაბერებულად ვგრძნობ . იქნებ დამარწმუნო რომ ჯერ კიდევ 39 წლის ვარ
_სულ რამდენიმე კვირა დარჩა
_თინა , შეეშვი _ ხელი ჩამკიდა და სახლში შემიყვანა "

კითხვის გაგრძელება ვეღარ შეძლო გვიანი იყო, თავს სუსტად გრძNობდა თითქოს ემოციებმა ძალა გამოაცალეს. წიგნები შეინახა და ქვემოთ დაბრუნდა . თარაშის ხმა გაიგო და გაეღიმა , უკვირდა ,მაგრამ მისი სულელური ქცევა მაინც ამხიარულებდა
-როგორ არ იცით სად არის ... როგორ ვერავინ დაინახა სად წავიდა?
-შვილო შენი ცოლი სად არის ჩვენ უნდა ვიცოდეთ? სად წავიდოდა, ალბათ საქმე გამოუჩნდა
-მის გვერდით წევს ქალი და აზრზე არ არის სად დადის ... ეს მიხედავს ჩემს საქმეებს- ამირანი ამაღლებულ განწყობაზე იყო და მის გამასხარავებას არ წყვეტდდა. თინა ჩუმად იჯდა და ვაშლს თლიდა- რაო ბიჭო ხო არ გგონია რო გაგექცა
-ამირან ნერვებს ნუ მომიშლი
-სადღა გაქვს ნერვები შე გაჭირვებულო ... ნეტავ ხედავდე საკუთარ თავს რა დღეში ხარ
-დე რატომ ნერვიულობ ასე...დაბრუნდება , პატარა ბავშვი ხომ არ არის ანას არ იცნობ?
-რომ ვიცნობ იმიტომ გეკითხებით და არ მპასუხობთ...გადავირევი . როგორ ვერავინ დაინახა -რაღაც დაამსხვრია და მერე კარისკენ დაიძრა . ანაც წამსვე წავიდა , გვერდი მშიდად აუარა თინას თეფშიდან ვაშლი აიღო და ჩაკბიჩა
-ვახშმად რა გვექნება ნონ? - დედამთილს გაუღიმა და სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა- არ ვიცი რატომ,მაგრამ საშინლად მშია .
-შენ რა გინდა მითხარი და მოვამზადებთ
-არ ვიცი, რაიმე მსუყე . ხორცი მინდა , მგონი ქათმის ოღონდ... ხომ გვაქვს ფილე? სალათს გავაკეთებ - უცებ წამოდგა კიდევ ერთი ნაჭერი აიღო თეფშიდან და სამზარეულოსკენ დაიძრა
თარაში ისევ კართან იდგა და უყურებდა , თვალები სულ წითელი ჰქონდა , მუშტები შეკრული და დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ნაკლებად გამოსდიოდა.
სახლიდან გიჟივით გავარდა , ცხენი გამოიყვანა და ისე გაუჩინარდა არავინ იცოდა მისი ასავალ-დასავალი.


ძალიან ვღელავ
არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ თინასა და ამირანის ამბავი
საერთოდ თ წაიკითხეთ ბოლომდე და თუ მოგინდებათ გაგრძელების ნახვა
მაგრამ მე ასე ვხედავდი ამ ისტორიას და ეს რომ არ დამეწერა მერე უკმაყოფილო დავრჩებოდი ზუსტად ვიცი
არც ის ვიცი ლიზას და ანდროს ამბავი რამდენად დავალაგე და სწორად გადმოვეცი ამ დიალოგებით
აუ ძალიან მენერვიულება ახლა



№1  offline წევრი Ανάξιος

ერთ_ერთი საუკეთესო მოთხრობაააა ყველა წყვილი საინტერესოა, მაგრამ გიორგის და მართას მომენტებია ძაან ცოტა. სხვა დანარჩენი კარგია ლიზას ცვლილება ძაან მომწონს, ვგიჟდები გიჟ ადამიანებზე "თავისებურად გიჟებზე", ახალ თავს ველოდები და იმედია მალე დადებ heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№2 მოდერი sameone crazy girl

korean
ერთ_ერთი საუკეთესო მოთხრობაააა ყველა წყვილი საინტერესოა, მაგრამ გიორგის და მართას მომენტებია ძაან ცოტა. სხვა დანარჩენი კარგია ლიზას ცვლილება ძაან მომწონს, ვგიჟდები გიჟ ადამიანებზე "თავისებურად გიჟებზე", ახალ თავს ველოდები და იმედია მალე დადებ heart_eyes kissing_heart kissing_heart

მადლობა
ხვალ დავდებ მეთერთმეტე თავს
heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი მონიკა

მეტი თარაში და ანა გვინდა????????????

 


№4 მოდერი sameone crazy girl

მწერალი ქალი
ძალიან საინტერესო თავი იყო განსაკუთრებით ჩანაწერების კითხვა.

ჩანწერებზე ძალიან ვღელავდი არ მინდოდა ბევრი და მოსაბეზრებელი ყოფილიყო
მიხარია რომ მოგეწონა

სტუმარი მონიკა
მეტი თარაში და ანა გვინდა????????????

მომდევნო თავიდან მეტი იქნება
heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი ხოსე

შენ მომიღებ ბოლოს მე :-D შენ ვინ ყოფილხარ :-D ვაიმეე ანდრო ლიზა და ემოციები და ქცევები ანა ეს ჩემი ხე და ხეპრე თარაში მისი ქცევები და კიდევ რო ვერ ხვდება საკუთარ ქცევას რომ ვერ აანალიზებს როგორ მიშლის ნერვებს არ ვიცი აღარც ფიქრის თავი მაქვს, აღარც წერის აღარც არაფრის ისე დამღალა ჩემს თავის ტვინში გამიწვეულმა ემოციურმა აფეთქებამ :-D ნეტა ეს ისტორია წამაკითხა ბოლომდე და მშვიდობით :-D :- D

 


№6 მოდერი sameone crazy girl

ხოსე
შენ მომიღებ ბოლოს მე :-D შენ ვინ ყოფილხარ :-D ვაიმეე ანდრო ლიზა და ემოციები და ქცევები ანა ეს ჩემი ხე და ხეპრე თარაში მისი ქცევები და კიდევ რო ვერ ხვდება საკუთარ ქცევას რომ ვერ აანალიზებს როგორ მიშლის ნერვებს არ ვიცი აღარც ფიქრის თავი მაქვს, აღარც წერის აღარც არაფრის ისე დამღალა ჩემს თავის ტვინში გამიწვეულმა ემოციურმა აფეთქებამ :-D ნეტა ეს ისტორია წამაკითხა ბოლომდე და მშვიდობით :-D :- D

smile ვაიჰ ნეტა დამაწერინა ეს ისტორია ბოლომდე
მომკლა დალაგებამ დაწყობამ და ამათი ამბების განაწილებამ
ახლა ცალკე მოფიქრებამ მეშინია უვე ბოლოს რამე სისულელე არ გამოვიდეს

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

სასწაული გოგო ხარ, უსაზღვრო ფანტაზიის უნარით! რომ მგონია მეტი რაღა უნდა მოხდეს, იმდენად გამაოცებ ხოლმე, ჩანაწერები არ ვიცი ყველა ზღვარს ცდება... იმედია, კიდევ იქნება და სამივე პატარძლის ისტორია იქნება...ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თინა და ამირანი ასეთი საყვარლები თუ იქნებოდნენ :დდდ კიდევ გაგვაცანი რა მათი ისტორია <3
ლიზა და ანდრო ხომ საერთოდ გალაქტიკას ცდებიან, ისეთი არანორმალურები არიან, როგორ მაინტერესებს ლიზას მეტამორფოზა და ანდროს გაბრწყინებული თვალები...

 


№8  offline წევრი ხოსე

sameone crazy girl
ხოსე
შენ მომიღებ ბოლოს მე :-D შენ ვინ ყოფილხარ :-D ვაიმეე ანდრო ლიზა და ემოციები და ქცევები ანა ეს ჩემი ხე და ხეპრე თარაში მისი ქცევები და კიდევ რო ვერ ხვდება საკუთარ ქცევას რომ ვერ აანალიზებს როგორ მიშლის ნერვებს არ ვიცი აღარც ფიქრის თავი მაქვს, აღარც წერის აღარც არაფრის ისე დამღალა ჩემს თავის ტვინში გამიწვეულმა ემოციურმა აფეთქებამ :-D ნეტა ეს ისტორია წამაკითხა ბოლომდე და მშვიდობით :-D :- D

smile ვაიჰ ნეტა დამაწერინა ეს ისტორია ბოლომდე
მომკლა დალაგებამ დაწყობამ და ამათი ამბების განაწილებამ
ახლა ცალკე მოფიქრებამ მეშინია უვე ბოლოს რამე სისულელე არ გამოვიდეს

შენ ის მაინც იცი როგორ განვითარდება და სასრულდება :-D გავიგე რომ ანდრო და თარაში შერიგდებიან აი ორივე ძაან ცოდოა ასე რომ უყვართ ერYმანეთი და ამ სიტუაციაში არიან ანდრო თავს იტანჯავს დანაშაულის გრძნობით, თარაშს გუკი უსკდება მისი ღალატით :-( ისიც გავიგე რომ ლიზა და ანდრო მშვიდად ბედნიერად და დიდი სიყვარულით იცხოვრებენ ერთადერთი რაც ვერ გავიგე და მაღელვებს ანას თმდა თარაშის ურთიერთობაა, რამდენად დიდი და ემოციური იქნება მათი სიყვარული, აღარ მინდა ხეპრე თარაში და ძლიერი ანა, შეგნებული ძლიერი მამაკაცური თარაში მინდა და მოდუნებული ყურებამდე შეყვარებული ანა :-D :- D

 


№9 მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანა
სასწაული გოგო ხარ, უსაზღვრო ფანტაზიის უნარით! რომ მგონია მეტი რაღა უნდა მოხდეს, იმდენად გამაოცებ ხოლმე, ჩანაწერები არ ვიცი ყველა ზღვარს ცდება... იმედია, კიდევ იქნება და სამივე პატარძლის ისტორია იქნება...ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თინა და ამირანი ასეთი საყვარლები თუ იქნებოდნენ :დდდ კიდევ გაგვაცანი რა მათი ისტორია <3
ლიზა და ანდრო ხომ საერთოდ გალაქტიკას ცდებიან, ისეთი არანორმალურები არიან, როგორ მაინტერესებს ლიზას მეტამორფოზა და ანდროს გაბრწყინებული თვალები...

უზოომოდ მიხარია რომ დაგაინტერესათ ჩანაწერებმა
გაბრწყინებული მე ვარ ამ წამს
და ანდროს მგონი ჯერ არ ეღირსება
heart_eyes

 


№10  offline წევრი makkkka

მარიამ რაღაც ვერ გავიგე. ანდრო და თარაში ჰო მამიდაშვილები არიან და ანდროს დედა ვისი შვილია

 


№11 სტუმარი

Sastauli gogo xar shen . Ar meyo mgoni droa sheni istoriebi mxolod mashin tavikitxo roca drulad dadeb . Aucileblad ifiqre tignis dateraze . Dzalian gamixardeba dges kide rom dado mageam amas verc gtxov . Mokled saocreba xar ????

 


№12 მოდერი sameone crazy girl

makkkka
მარიამ რაღაც ვერ გავიგე. ანდრო და თარაში ჰო მამიდაშვილები არიან და ანდროს დედა ვისი შვილია

ლევანი (თარაშის მამა) და ლალი( ანდროს დედა) არიან კოტეს და მაიას შვილები

 


№13 სტუმარი სტუმარი ანი

საოცრება იყო...
ძალიან მაგარი თავი იყო ვაფშე ყველაფრით..
რათქმაუნდა უნდა გააგრძელო ამირანის და თინას ამბავი... გადასარევია...
მგონი ერთ-ერთი საუკეთესო თავია ამ ისტორიაში...
დადე რა დღეს კიდევ ერთი თავი... ინტერესი სულს გამაძრობს :დ
ძალიან კარგია გამწარდეს თარაში :დ მსიამოვნებს ანას ქცევა და ძააალიან მაინტერესებს თარაშის რეაქცია როცა ანას ფეხმძიმობის შესახებ გაიგებს..

 


№14  offline წევრი ხოსე

თარაშმა უნდა გამოასწოროს ის ღამე ისე რომ სიბრაზის კვალი და ეჭვი აღარ იყოს ჩვენში, უბრალოდ ანა იმსახურებს სიყვარულით მოპყობას და არა ისე როგორც იყო:-D აბა თარაშ ვზივართ შენ საძინებელში და ველოდებით როგორ მოახერხებ ამას და როგორ გააღვიძებ ქალს ანაში არ გაჯობის ამირანმა :-D :- D :- D :- D

 


№15 მოდერი sameone crazy girl

Sastauli gogo xar shen . Ar meyo mgoni droa sheni istoriebi mxolod mashin tavikitxo roca drulad dadeb . Aucileblad ifiqre tignis dateraze . Dzalian gamixardeba dges kide rom dado mageam amas verc gtxov . Mokled saocreba xar ????

მადლობა
დღეს მეტს ნამდვილად ვერ დავდებ
heart_eyes

 


№16  offline წევრი ნანა73

რა გაქვს სანერვიულო მარიამ? ისეთი ამბები დაატრიალე ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე. კარგია, ასე გააგრძელე, მუხტი არ დაკარგო და ნახე რა კარგი გამოვა ❤️❤️❤️

 


№17 მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანი
საოცრება იყო...
ძალიან მაგარი თავი იყო ვაფშე ყველაფრით..
რათქმაუნდა უნდა გააგრძელო ამირანის და თინას ამბავი... გადასარევია...
მგონი ერთ-ერთი საუკეთესო თავია ამ ისტორიაში...
დადე რა დღეს კიდევ ერთი თავი... ინტერესი სულს გამაძრობს :დ
ძალიან კარგია გამწარდეს თარაში :დ მსიამოვნებს ანას ქცევა და ძააალიან მაინტერესებს თარაშის რეაქცია როცა ანას ფეხმძიმობის შესახებ გაიგებს..

აი ისევ ავურიე რა
ვერ დავაწყვე ნორმალურად რა როდის უნდ აყოფილიყო
ცალკე ვწერდი ანდროზე და ცალკე თარაშე და ახლა ერთ ტავში ორივეზე რომ იყოს ძნელია დალაგება
მოკლედ როგორცაა
ხვალ დავდებ შემდეგს
და იმედია მოგეწონებათ
მადლობა

ნანა73
რა გაქვს სანერვიულო მარიამ? ისეთი ამბები დაატრიალე ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე. კარგია, ასე გააგრძელე, მუხტი არ დაკარგო და ნახე რა კარგი გამოვა ❤️❤️❤️

მადლობაა
მართლა ვმშვიდდები და ვბედნიერდები ნელ ნელა
heart_eyes heart_eyes

 


№18 მოდერი sameone crazy girl

პანდია
მეტი ლიზა და ანდრო მარიამ თორე ლომკა მაქვს უკვე მაგ წყვილის

ვაიმე იმდენს ვდებ რო აღარ ვიცი რაღა დავწერო
რთულია
ძალიან ემოციურია უკვე ყველა და არ მინდა რამე ზედმეტი დავწერო და ტყუილად გავწელო სიუჟეტი ისედაც დიდი გამოდის აუ ისე მიხარია ას ეორმ მოგწონთ მალე გული გამისკდება ამდენი სიხარულით
heart_eyes heart_eyes

 


№19  offline წევრი ხოსე

თარაში აქამდე უფრო ნაზინიყო ანას მიამრთ ვიდრე ახლა რა სისუკეებს აბრეხვებს ვგიჟდები, აქამდე უფრო საღად მოაზროვნე იყო, უფრო თბილი და მოსიყვარულე, ახლა რაღაც მართლა უტვინო გაუნათლებელ ტყიურს გავს, აზროვნება რომ არ შეუძლია :-@/მართალინუთხრა ანამ ჩემთბის დაშავეჯის მცდელობებში საკუთარი თავი შეგზიზღდებაო და პირველი ნაბიჯი კი აქვ გადადგმული უკვე, იმიტომაცაა ასეთი გაღიზიანებული და ცდილობს ფიზიკური დატვირთვით და საქმეებით გადაიტანოს ყურადღება სხვა რამეზე, ეს მისი სინანუკიცაა ალბათ ერთგავრი, რომელსაც ვერ ხვდება, ან ხვდება და სიტყვებით ვერ გადმოსცემს, :-@ თარაში თავიდან რო შემოვიდა ისტორიაში ცხენეზე ამხედრებუკი ტყის კაცი ერთი ფილმი გამახსენდა სადაც მთავარ როლში ბრედ პიტი და დათვი არიან, ძალიან გავდა პიტის პერსონაჟს ქცევით, ეხლა კი სამკერვალოდან გაბრაზებული ბურნუთასავით გავარდა :-D ღირსია მართლა ბურნუთაა უტვინო :-@:-D

არ მინდა თარაშში ანას მიმართ სინაზის და ნორმალური დამოკიდებულების, რაც აქამდე გაჰიჟებამდე ქონდა დაბრუნება ანას ორსულობამ გამოიწვიოს, მინდა მანამდე შეიცვალოს და ანა ის უბრალოდ პატარძლების ისტორიების წაკითხვით არ შეუყვარდეს ან მათსავით მიეჩბიოს :-( კაი თარაშს თავი დავანობ და ანა არ იმსახურებს თვითონ ამას :-(

 


№20 წევრი დარინა

თავიდან რომ დაიწყო ისტორია მეგონა თარაში იქნებოდა ჩემი გაგიჟების ობიექტი ერთ ჩემ საყვარელ პერსონაჟსაც კი შევადარე შენი ისტორიიდან, ახლა ვფიქრობ რომ ნაადრევი დასკვნა გამოვიტანეე, გამიცრუა საშინლად იმედებიი, გონზე მოსვლის მაგივრად უკან უკან მიდის, არ ვიცი რაყომ არ ცდილობს გამოაწორებას და ცხოვრების სხვა თვალით დანახვას, ალბათ მანამდე არ გამოასწორებს თავის იდიოტურ შეცდომებს სანამ ანდრო არ ეტყვის სიმართლეს, ისე ორი ეგოისტი ლიზა და თარაში ერთმანეთს ნამდვილად იმსახურებდენ, ანდრო არ არის ლიზას ნაირი ეგოისტის ღირსი, მაგრამ ლიზა თარაშისგან განსხვავებით ცოტა აზრზე მოდის, მინდა კიდევ უფრო ეჭვიანობისგან გაგიჟებული ლიზა დავინახოო, მის უაზრო ბოღმას და გაბრაზებას გადააყოლა ანდროო, არადა ისეთი არაფერი დაუშავებია, რატომ არ ათქმევინა სიმართლე მანაც თუ იცოდეს, ანდრო ასე არ უნდა იტანჯებოდეს ამ ეგოისტი გოგოს გამოო, ჩემთან გამოუშვი მე ვარ მასზე უგონოდ შეყვარებულიიი :D :D ახლა ცოტა ანდრომ აწვალოს ლიზა ღირსიაა. მე სულ არ მყოფნის ესენი და კიდევ მინდოდა, ასე რომ გვანებივრებ მერე გაუმაძღარი ვხდებიი. შენზე სიგიჟემდე შეყვარებული მე.

 


№21 მოდერი sameone crazy girl

დარინა
თავიდან რომ დაიწყო ისტორია მეგონა თარაში იქნებოდა ჩემი გაგიჟების ობიექტი ერთ ჩემ საყვარელ პერსონაჟსაც კი შევადარე შენი ისტორიიდან, ახლა ვფიქრობ რომ ნაადრევი დასკვნა გამოვიტანეე, გამიცრუა საშინლად იმედებიი, გონზე მოსვლის მაგივრად უკან უკან მიდის, არ ვიცი რაყომ არ ცდილობს გამოაწორებას და ცხოვრების სხვა თვალით დანახვას, ალბათ მანამდე არ გამოასწორებს თავის იდიოტურ შეცდომებს სანამ ანდრო არ ეტყვის სიმართლეს, ისე ორი ეგოისტი ლიზა და თარაში ერთმანეთს ნამდვილად იმსახურებდენ, ანდრო არ არის ლიზას ნაირი ეგოისტის ღირსი, მაგრამ ლიზა თარაშისგან განსხვავებით ცოტა აზრზე მოდის, მინდა კიდევ უფრო ეჭვიანობისგან გაგიჟებული ლიზა დავინახოო, მის უაზრო ბოღმას და გაბრაზებას გადააყოლა ანდროო, არადა ისეთი არაფერი დაუშავებია, რატომ არ ათქმევინა სიმართლე მანაც თუ იცოდეს, ანდრო ასე არ უნდა იტანჯებოდეს ამ ეგოისტი გოგოს გამოო, ჩემთან გამოუშვი მე ვარ მასზე უგონოდ შეყვარებულიიი :D :D ახლა ცოტა ანდრომ აწვალოს ლიზა ღირსიაა. მე სულ არ მყოფნის ესენი და კიდევ მინდოდა, ასე რომ გვანებივრებ მერე გაუმაძღარი ვხდებიი. შენზე სიგიჟემდე შეყვარებული მე.

არ ვიცი რა ვთქვა არეულად გამომდის ყველაფერი მგონი იმიტომ რომ ცუდად დავალაგე
თავი მისკდება უკვე ღმერთო როდის დავასრულებ რო ამოვისუნთქო
მადლობა თქვენ რომ მაძლებინებთ თორემ ალბათ შუა გზაში მივატოვებდი ამ ისტორიას

 


№22 სტუმარი ზინიკო

ძალიან საინტერესო იყო,ტყუილად ნერვიულობ :) ანას და თარაშის ურთიერთობა იმედია მალე დალაგდება,ცოტა სითბო და სიყვარული უნდა გამოიჩინოს თარაშმა,მგონია რომ უკვე უყვარს ანა და უნდა აგრძნობინოს,ოღონდ არა ფეხმძიმობის ხარჯზე.. აი ლიზა და ანდრო კი დალაგდებიან ალბათ მალე და მიხვდება ლიზა რომ ანდროს გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია.. :) მოუთმემლად ველი ახალ თავს, ერთერთი საუკეთესო ხარ შენ!!

 


№23  offline წევრი Na❣Da

სასწაული თავი იყო, ყველა მოლოდინს გადააჭარბა❤️❤️❤️❤️

 


№24 სტუმარი სტუმარი სვანი

საუკეთესოო ხარრ შენნნ სასწაულიიი გოგოო ♥ ძალიან კარგი იყო ყველაფერი ჩანაწერები მომეწონა ძალიანნ ვაიი ლიზაზე და ანდროზეე ვგიჟდებიი და რავქნაააა.ვიციი თარაშო და ანაცც დალაგდებიანნ მარა ერთი რამეე ვერ გავიგეე ლიზას რო უთხრა ლალიმ ანა ფეხმძიმედ არიოო ???

 


№25 მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სვანი
საუკეთესოო ხარრ შენნნ სასწაულიიი გოგოო ♥ ძალიან კარგი იყო ყველაფერი ჩანაწერები მომეწონა ძალიანნ ვაიი ლიზაზე და ანდროზეე ვგიჟდებიი და რავქნაააა.ვიციი თარაშო და ანაცც დალაგდებიანნ მარა ერთი რამეე ვერ გავიგეე ლიზას რო უთხრა ლალიმ ანა ფეხმძიმედ არიოო ???

მადლობა
თქვენ ხართ საუკეთესოები თორემ მე ამდენ ხანს ვერ გავაგრძელებდი წერას
მომდევნო თავში გაირკვევა ყველაფერი
heart_eyes heart_eyes

Na❣Da
სასწაული თავი იყო, ყველა მოლოდინს გადააჭარბა❤️❤️❤️❤️

მადლობაა
heart_eyes heart_eyes
უზომოდ მიხარია

 


№26  offline წევრი Elennee

არ მყოფნის.. არ მყოფნის და არც მინდა დამთავრდეს.. სულ მინდა ვიკითხო..

ოხ ანდრო რა კარგი ხარ და როგორ მინდა გაგაბედნიეროს ლიზამ ერთ დღესაც..

ძალიან საინტერესო და ძალიან კარგია თინას და ამირანის ისტორია❤️ და ზოგადად ეგ ჩანაწერები.

რაც შეეხება ანდროს და თარაშს, როგორც ყოველთვის მხოლოდ ქალი თუ ჩადგება “ძმებს” შორის.. დიდი იმედი მაქვს რომ იპოვიან ისევ ერთმანეთს და ააწყობენ ურთიერთობას❤️

 


№27 მოდერი sameone crazy girl

ზინიკო
ძალიან საინტერესო იყო,ტყუილად ნერვიულობ :) ანას და თარაშის ურთიერთობა იმედია მალე დალაგდება,ცოტა სითბო და სიყვარული უნდა გამოიჩინოს თარაშმა,მგონია რომ უკვე უყვარს ანა და უნდა აგრძნობინოს,ოღონდ არა ფეხმძიმობის ხარჯზე.. აი ლიზა და ანდრო კი დალაგდებიან ალბათ მალე და მიხვდება ლიზა რომ ანდროს გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია.. :) მოუთმემლად ველი ახალ თავს, ერთერთი საუკეთესო ხარ შენ!!

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა
მართლა მეშინოდა რომ ზედმეტად ჩათვლიდით ჩანაწერებს და არ მოგეწონებოდათ
ძალიან მიხარია რომ მოგწონთ
ხვალ რომ დავდებ კიდვე ერთი ნაბიჯით წინ წავალთ და არ ვიცი იმედია გამომივა
უკვე მეც არ ვიცი რა როგორ იქნება

Elennee
არ მყოფნის.. არ მყოფნის და არც მინდა დამთავრდეს.. სულ მინდა ვიკითხო..

ოხ ანდრო რა კარგი ხარ და როგორ მინდა გაგაბედნიეროს ლიზამ ერთ დღესაც..

ძალიან საინტერესო და ძალიან კარგია თინას და ამირანის ისტორია❤️ და ზოგადად ეგ ჩანაწერები.

რაც შეეხება ანდროს და თარაშს, როგორც ყოველთვის მხოლოდ ქალი თუ ჩადგება “ძმებს” შორის.. დიდი იმედი მაქვს რომ იპოვიან ისევ ერთმანეთს და ააწყობენ ურთიერთობას❤️


ხო ისე ომების უმეტესობაც კი ქალების გამო იწყება და საერთოდ ქალები ვართ რაც ვართ
ჩვენ ავაშენებთ და ჩვენ დავანგრევთ
რა გავაკეთო
smile
ძალიან დიდი მადლობა
ხვალ რომ დავდებ კიდევ უფრო წინ წავლენ ანდრიკო და ლიზიკო

 


№28  offline წევრი Maia G.

მარიამ როგორი კარგი ხარ ჩემო გოგო,ყველაფერი ძალიან,ძალიან კარგად გადმოეცი და იმხელა ემოციების ქვეშ ვარ ახლა,ვერაფერს ვერ დავწერ ჯერ❤
ერთადერთი ის ვიცი,როცა დაასრულებ ისევ თავიდან წავიკითხავ❤❤❤

 


№29 მოდერი sameone crazy girl

მაია❤
მარიამ როგორი კარგი ხარ ჩემო გოგო,ყველაფერი ძალიან,ძალიან კარგად გადმოეცი და იმხელა ემოციების ქვეშ ვარ ახლა,ვერაფერს ვერ დავწერ ჯერ❤
ერთადერთი ის ვიცი,როცა დაასრულებ ისევ თავიდან წავიკითხავ❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა
იმედია დასრულებას შევძლებ და
ბოლომდე მოგეწონებათ

 


№30  offline წევრი Takk.22

აი ისე ძალიან მომეწონა ეს გადახვევაა და ჩანაწერები ვერ წარმოიდგეენ, სასწაული იყო ნამდვილად, ანა ძლიერი ქალია თანაც ძალიან ძლიერი ,რქც მომწონს და თარაშს ნამდვილად შეცვლის ასე ვფიქრობ! ვაიმე ჩემი ლიზიკო როგორ მიყვარს ,რა ქნას ვერ უტყდება თავოს თავს და ვერც ანდროს რომ ეჭვიანობს,მომეწონა ლალის მისვლაც და საუბარიც,მე მეტი ანდრო და ლიზა მინდა, ვაფრენ ამათზეც და შენზეც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent