შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბლაბუდა (მეოთხე თავი)


3-04-2019, 19:35
ავტორი murachashvili
ნანახია 4 269

ხმა ვერ ამოვიღე, მაქსიმალურად ვეცადე არ შემემჩნია წყენა და ტკივილი, თუმცა იმ ღამით, როცა გვერდით მოწოლილმა მეუღლემ ზურგი შემაქცია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალის ნათქვამი სიტყვები სულაც არ იყო ხუმრობა.
არ მიძინია, დედამთილის გესლით წამოსროლილი ფრაზა სარეველასავით იდგამდა გულში ფესვებს და სულ უფრო და უფრო მტკიოდა. საკუთარ თავს ვინ იცის მერამდენედ ვეკითხებოდი:
- იქნებ მართლა დავაკელი დედობრივი სითბო?!
თავის ტკივილმა არა და არ მომასვენა. თუმცა ჩვეულებისამებრ მაინც გათენებამდე ავდექი და ოჯახის წევრებისთვის საუზმის მომზადებას შევუდექი.
- ვააა, დე.. რა სუნია. - თეფშზე პირამიდასავით დაწყობილ ბლინებს ერთი გამოაკლო და ცხელ-ცხელი პირში იტაკა - უგემრიელესია, - ტუჩების ცმაცუნით ჩამეხუტა - მე რაში დაგეხმარო? - წინსაფარ აფარებული, თვალებ აციმციმებული მიმზერდა ჩემი აღზრდილი.
- ჯემი გადაუსვი თუ არ გეზარება. ჩაიდნით წყალიც დაადგი, მურაბა და კარაქიც გამოიღე და ვისაუზმოთ.
- შემდეგ იტყვი, საუზმე მე გავამზადეო?! - სამზარეულოში მოფუსფუსეებს თავზე წამოგვადგა დედამთილი.
- დე.. ამერიკაში წასვლამდე ხაჭაპურის ცხობას ხომ მასწავლი? - ბებიის რეპლიკა თითქოს არ გაუგიაო, ისე ჩამეკითხა ვაჟი.
- ხაჭაპურის? - დედამთილზე არანაკლებად გაოცებულმა შევხედე შვილს.
- ბავშვებმა მითხრეს, ქართული კერძების კეთება ისწავლე, იქ ჩვენი ქვეყანა უნდა წარმოაჩინოო.
- ჩემი ხაჭაპურით?!. - ღიმილით შევიცხადე - როცა ოჯახში ბებიაშენისთანა მზარეული გვყავს, სირცხვილია ჩემ ნატიტყნს ხაჭაპური უწოდო. - თვალით ვანიშნე იქვე მჯდომი გაბუსხული ქალისკენ.
აფხუკუნებული ნიკუშა მინიშნებას მიმიხვდა და ხაჭაპურის რეცეპტის დასაცინცლად ისევ ბებიას მიაკითხა.
- საერთოდ არ ხართ აფერისტი, ქალბატონო ელენე! - მალევე შემობრუნდა უკან - არ გეგონოთ ასე მარტივად დაიძვრენთ თავს, დღეს მეილზე წასასვლელად საჭირო ანალიზების ნუსხას გამოგზავნიან და პოლიკლინიკაში ხომ გამომყვები?
- დღეს? - გონებაში სწრაფად გადავახვიე დღევანდელი სამუშაო განრიგი - შენ რომ გაჰყვე?! - მუდარით გავხედე იქვე მჯდომ მეუღლეს.
- არ მინდა! - უხალისოდ ჩაიქნია ხელი, აშკარად უკმაყოფილომ დაიწყო ბლინებიც ციცქნა.
- ასეთი რა ანალიზებია?!. - ირონიულად გაეცინა მამაკაცს.
- არაფერი სერიოზული, წავალ მარტო.
- მარტო სად წახვალ, რამე სხვა არ გაგიკეთონ?! - შეიცხადა დედამთილმა.
- არა, კი არ მეზარება, გამოგყვები რა პრობლემაა. - შვილს წყენას მიუხვდა და ტონიც შეცვალა, თუმცა ვაჟის შემორიგება არ გამოუვიდა.
- არ მინდა. - ღრენით ახედა მამამისს - თუ შენ არ გცალია, არავინ მჭირდება. წავალ მარტო!
გვერდულად გავხედე თავდახრილ, გაბუსხულ გაზრდილს. უკმაყოფილოდ, უგემურად როგორ ციცქნიდა ბლინებს.
- ვერაფერი ვერ გავიგე ამ ბავშვის, რა ვთქვი გასაბუსხი?! - მხრებს იჩეჩდა მეუღლე.
- მარტო არ გაუშვათ, იცოდეთ! - ისე გაკაპასდა ქალი, თითქოს მის ერთად-ერთ შვილიშვილს პოლიკლინიკის ნაცვლად, ომში ვაგზავნიდით.
- არაო და ძალით გავყვე?! - ბრაზი გაერია ხმაში მეუღლეს.
სუფრასთან მსხდომი მოკამათე ოჯახისწევრები სამზარეულოშივე დავტოვე და საძინებელში გამოვედი. დიდხანს არ მიფიქრია, მობილურით სამსახურში დავრეკე, განყოფილების უფროსს შევატყობინე ნიკუშას წარმატების შესახებ და ნახევარი სამუშაო დღით განთავისუფლება ვთხოვე. ჩემსდა გასახარად, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, უარი არ უთქვამს.
- ხომ არ იცით, რომელ საათზე იწყებს პოლიკლინიკა მუშაობას? - საძინებლიდანვე გამოვძახე სამზარეულოში მსხდომთ.
- მგონი ცხრისთვის. - ყოყმანით მიპასუხა დედამთილმა.
სულ რამდენიმე წუთი დამჭირდა მოსამზადებლად და თავზე დავადექი ცხვირჩამოშვებულ ვაჟს.
- უკვე ღია იქნება, ჰე, დროს ნუ ვკარგავთ, - ხელით ვუბიძგე ასადგომად - რაც უფრო მალე მივალთ, მით მალე წამოვალთ!
- ვიცოდი, ვიცოდი, ჯიგარი ხარ, დე.. - გახარებული მაშინვე წამოხტა ადგილიდან.
- ამას უშვებ ოკეანის გადაღმა?! - უკვე ლიფტთან მდგომებს დაგვეწია დედამთილის რეპლიკა, თუმცა ყურადღება არცერთს არ მიგვიქცევია, სიცილით შევედით კაბინაში.

გაგვიმართლა პოლიკლინიკაში უბნის ექიმთან რიგი არ დაგვხვდა, სახალხოდ მოკითხვის, რამდენიმე შეცხადებისა და შეკივლების შემდეგ, უკვე ჩატარებული თუ ჩასატარებელი აცრების სიით, როგორც იქნა გამოვედით ექიმის კაბინეტიდან. ლაბორატორიაში დიდხანს არ დაგვაყოვნეს და სულ რაღაც ერთ საათში თავისუფლებიც ვიყავით.
- თორმეტი საათია. სკოლაში წასვლას აზრი აქვს?! - უკვე სამარშრუტო ტაქსში მჯდომმა გავხედე შვილს, უარყოფის ნიშნად თავს რომ აქიცინებდა.
- მაშინ შენ სახლთან ჩამოდი და სამსახურშიც წავალ.
- დე... - მუდარა გაერია ხმაში.
- გისმენ! - მის მზერაში აციმციმებული ჭინკების დანახვაზე ღიმილი ვერ შევიკავე.
- მეც წამოვალ, რა!...
- სად სამსახურში, პატარა ხომ აღარ ხარ, მოგწყინდება.
- გთხოვ, გამოგყვები, დაგელოდები და რომ დაასრულებ მუშაობას მერე სადმე წავიდეთ. - უცებ დამიგეგმა.
- მამაშენს არ ვუთხრათ, იქნებ ისიც წამოვიდეს?!
- არავინ არ გვინდა რა, - გვერდიდან მთელი სხეულით ჩამეხუტა, ზუსტად ისე როგორც პატარაობისას იცოდა - მხოლოდ მე და შენ.
თვალებში ჩავაცქერდი ჩემ გაზრდილს. ვისაც რა უნდა ის ეთქვა. მის მზერაში ყველაზე დიდ სიყვარულს ვხედავდი, რაც შეიძლებოდა მენატრა.
- მაგარია, დე... მხოლოდ მე და შენ, რომ იცოდე რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი. მომენატრა შენთან ჭორაობა. „დომინო“-ში გავიდეთ, პიცაზე დაგპატიჟებ. ახლავე იცოდე, მე ვიხდი!. - ბედნიერი გეგმავდა საღამოს.
შუბლზე ჩამოყრილი აჩეჩილი თმა თითებით გადავუვარცხნე. თვალსა და ხელს შუა წამოზრდილიყო. კიდევ ერთხელ დავაკვირდი მის დიდრონ ცისფერ თვალებში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას. ცრემლები მომაწვა იმის გააზრებაზე, რომ მისგან შორს მომიწევდა ყოფნა, საკუთარი რეაქციის დასამალად მზერა ავარიდე. ყელში მოწოლილი ბოღმის ბურთი ძლივს გადავყლაპე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. თითქოს მიმიხვდა ფიქრებს:
-დე.. მიყვარხარ!.. - შორიდან ჩამესმა მისი ხმა.
ვეღარ მოვითმინე, ორივე ხელით მოვეხვიე შვილს, ძლიერად ჩავიხუტე და ტუჩები შუბლზე მივაკარი.
- სადაც არ უნდა იყო, იცოდე, რომ ჩემი სიცოცხლე ხარ, ყველაზე მეტად მიყვარხარ და ჩემი იმედი მუდამ გქონდეს!
ჩემმა ცრემლებმა გატეხა.
- დე.. თუ მეტყვი არ წავალ! - ხმა გაებზარა.
- არა, - უცებ მოვედი აზრზე, ცრემლები ხელებით შევიმშრალე - წახვალ, ერთი წელი სწრაფად გავა. მიიღებ საუკეთესო განათლებას, მიაღწევ წარმატებას.
- მერე შენ?
- მე?!- ოდნავ შესამჩნევად გამეღიმა - სენტიმენტების დრო არ გვაქს. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის, როგორ ძალიანაც არ უნდა გვინდოდეს, მე და მამაშენი ჩვენი რესურსებით ვერ შევძლებთ შენ გაშვებას საზღვარგარეთ. ამიტომ, უნდა გამოიყენო ნებისმიერი შანსი, რასაც ცხოვრება შემოგთავაზებს, უნდა იბრძოლო, გესმის? მართალია უსაშველოდ მომენატრები, დიდი ალბათობით, არც შენთვის იქნება მარტივი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს ყველაფერი ამად ღირს, ბოლოს ხომ ყველაზე ამაყი დედა ვიქნები.
- მართლა ასე ფიქრობ?! - დაძაბული მიმზერდა.
- რა თქმა უნდა! - ლოდინად ქცეულ თვალებზე ვაკოცე და ისევ ძლიერად მოვეხვიე განუყოფელი სულის ნაწილს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვი რომ იმ საღამოს დედა - შვილმა „დომინო“-ს ნაცვლად ერთ-ერთ რესტორანში ამოვყავით თავი. გგონია ბევრი რამ გვინდოდა? პიცა ხაჭაპურმა და ხინკალმა ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელზე გიჟდებოდა ნიკუშა, პრინციპში დღემდე გიჟდება.
შენობაში შესვლისთანავე მივიქციეთ დამსწრე საზოგადოების ყურადღება. თავისუფალი ადგილი შორიდანვე შევნიშნეთ, ჩემივე აღზრდილს ამაყად გამოვდე ხელკავი, ბეჭებში გავიშალე და კმაყოფილი სახით გავემართეთ კუთხეში მდგომი მაგიდისკენ.
თითქმის ნახევარ საათზე მეტ ხანს ვიცადეთ. როგორც იქნა გამოჩნდა მიმტანიც. მოზრდილ პოდნოსზე მოთავსებული ცხელ-ცხელი, ქაფ-ქაფა ხინკლები, ისე მადის აღმძვრელად გამოიყურებოდნენ, ვინღა აქცევდა ყურადღებას ეტიკეტს, დამშეულებმა ორივე ხელით ავიღეთ და შევუტიეთ. ხმას არცერთი არ ვიღებდით, უსიტყვოდ ვილუკმებოდით.
არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩვენი დუმილი, რომ არა ვიღაცის წამოსროლილი ირონიული რეპლიკა:
- აი, ეს მესმის. ქალის შებმისას, ამაზე ნაკლებად არ უნდა იქნევდე ყბებს!
- არც ქალი აკლებს. ამათზეა ნათქვამი ფერი-ფერსა, მადლი ღმერთსაო! - ხარხარებდნენ უცნობი მამაკაცები.
ჩვენზე თქვეს?! - ნიკას დაძაბული ხმის გაგონებაზე ინსტინქტურად გამიშეშდა პირთან მიტანილი მორიგი ხინკალი და თვალები აქეთ-იქით გავაცეცე. მიუხედავად იმისა, რომ რესტორანი კლიენტების ნაკლებობას არ განიცდიდა, იმ წუთას კვებით აშკარად მხოლოდ ჩვენ ვიყავით დაკავებული.
თუმცა დარბაზში შუქი გამოირთო, წყვილები საცეკვავოდ წამოიშალნენ და ვეღარ გავარჩიეთ რეპლიკის ავტორები. ფიქრით თავი დიდად არ შეგვიწუხებია, ისევ საკუთარ ლუკმას მივუბრუნდით.
- ამერიკაში ყოფნისას ყველაზე მეტად ხინკალი მომენატრება! - ხვრეპით მოსვა წვენი და კმაყოფილი გამეკრიჭა.
- იმედია ჩემზე მეტად არა. - უნებურად საკვებზე ვიეჭვიანე.
- დე... რაღაც უნდა გითხრა, - თვალები მაცდურად დაუწვრილდა.
- ცუდად გიციმციმებს თვალები. - სიცილი ვერ შევიკავე.
- ამას წინებზე შენ საბუთებში ვიქექებოდი და ძველი ჩანაწერები ვნახე.
- რა ჩანაწერები?
- რავიცი, მოთხრობები, რომანები, ჩანახატები. არ ვიცოდი თუ წერდი...
- თინეიჯერობისას ვერთობოდი.
- ეგ გართობაა?! წიგნის დაბეჭდვა არ გდომებია?
- არა, რა წიგნი. - შევიცხადე მე.
- მაგარი იქნებოდა. - ოცნებობდა ნიკა.
- ალბათ, მე ისიც მყოფნის შენ რომ მოგეწონა. - მისი აჩეჩილი თმების გასწორება ისევ თითებით ვცადე, თუმცა უშედეგოდ - დე, რაღაცას გეტყვი, ოღონდ არ მეჩხუბო რა, - ვერ ვიტანდი მსგავს შესავალს, უჩვეულოდ დავიძაბე და თითებიც მოვაშორე - შენი მოთხრობა კონკურსზე გავაგზავნე.
- სად გაგზავნე?! - მოულოდნელობისგან გავშეშდი.
- გამომცემლობაში. ხმის მიცემა ესემესებით და ფეისბუქ გვერდითაა, სოციალურ ქსელში ვინც მეტ მოწონებას მოაგროვებს გამარჯვებულიც ის იქნება.
- მეხუმრები?!
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
- კი მაგრამ, ჩემთვის არ უნდა გეკითხა?! რომელი ცნობადი სახე მე მნახე, ხმას ვინ მომცემს? - სიბრაზეს ვერ ვმალავდი.
- კარგი რა, იქ ყველა დამწყებია. ვისი გრცხვენია? ცდით რა შავდება? რომც ვერ მოიგო, მკითხველი გაგიცნობს, მაგრამ თუ მოიგებ, წიგნს დაგიბეჭდავენ.
- შეუძლებელია! - ყურებს არ ვუჯერებდი.
- შესაძლებელია. დამიჯერე, საუკეთესო ნაწერია. უბრალოდ ყოველ დღე უნდა შეხვიდე, საკუთარი გვერდი განაახლო და ხალხს მოუწოდო ხმა მოგცენ.
- უსაქმური გგონივარ, ხომ? - ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი - სოციალურ ქსელში საჯდომად მცალია? მიწერე რედაქციას და აიღონ!
- კაი რა, იცი რამდენი ნახვა აქვს?! ხალხი უკვე იწონებს. არ გჯერა?! - ტელეფონში ინტერნეტი ჩართო და ერთ-ერთი გამომცემლობის გვერდზე შევიდა. ძებნის ველში ჩემი სახელი და გვარი ჩაწერა და სულ რამდენიმე წამში ჩემმა ფოტომაც გამოანათა - აი, შეხედე. აქ მკითხველთა რაოდენობა ისახება. შეხედე როგორ მატულობს. - ეკრანი ჩემკენ შემოატრიალა - აქ მათი კომენტარებია, აქ კი - ხმების რაოდენობა.
თვალებს არ ვუჯერებდი, ავტორთა საკმაოდ მოზრდილ სიაში ჩემი გვარი საუკეთესო ათეულში იმყოფებოდა. მკიხველთა დადებითი კომენტარების დანახამ იმდენად იმოქმედა, რომ სიხარულის ცრემლები ვეღარ შევიკავე.
- ისევ გინდა, რომ ავიღო?! - გამომცდელად მიმზერდა ნიკა.
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე, მღელვარებისგან ხმას ვეღარ ვიღებდი.
- აი, ნახავ, არ ინანებ. დიდი დრო არ ჭირდება, დილით და საღამოს, თითო პოსტი მოწოდებით, ხმა რომ მოგცენ. თუ ეგეც გეზარება, პირდაპირ გვერდი გააზიარე ფეისბუქში. ვიდრე აქ ვარ ეგაა, მე თვითონვე დაგიპოსტავ. კარგი იქნება მკითხველებთან კომუნიკაციაშიც თუ შეხვალ.
- უცნობებს უნდა ვწერო? - მისი ნათქვამი დიდად არ მომეწონა.
- ისინი უცნობები კი არა, პოტენციური მყიდველები არიან. მარკეტინგული სვლაა რა. - თვალი ჩამიკრა საკუთარი ნათქვამით კმაყოფილმა.
- პოტენციური მყიდველი. - ღიმილი ვეღარ შევიკავე - ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე. - რომც ვერ მოვიგო,უკვე გამარჯვებული მგონია თავი. დიდი მადლობა.
მთელი სხეულით ჩავეხუტე შვილს.
- მიყვარხარ! - ძლიერად მიჭერდა მკლავებს და მე უბედნიერესი ვიყავი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ დღიდან მოყოლებული აქტიურად ჩავები კონკურსში. იმდენად შევიჭერი როლში, როგორც კი თავისუფალ დროს ვნახავდი, მაშინვე გვერდზე შევდიოდი. მანიად მექცა წარა-მარა მკითხველთა რაოდენობის შემოწმება და მათი კომენტარების კითხვა. პასუხის გაცემა. ზოგიერთ მათგანს იმდენად დავუახლოვდი ფეისბუქში მეგობრებშიც დავიმატე და ყოველ დღიურადაც ვეკონტაქტებოდი.
თუმცა, საქმის გამო ხშირად მაინც ვერ ვახერხებდი საიტზე შესვლას, რაც აშკარად ეტყობოდა კიდეც საკონკურსო შედეგებს. თითქმის ერთი კვირა ვერა და ვერ მოვიცალე მკითხველებისთვის კომენტარებზე პასუხის გასაცემად, ეს კი პირდაპირ აისახა მოწონებების რაოდენობაზეც. მკითხველები აღარ აქტიურობდნენ, აღარც მაქებდნენ და აღარც ხოტბას მასხამდნენ. მინდოდა თუ არ მინდოდა, ნაწერის ხარისხზე მეტად, მწერალთან კომუნიკაცია აინტერესებდათ. მეც სხვა რა დამრჩენოდა? ერთ კვირიანი პაუზის შემდეგ, ვიკადრე ფეისბუქზე შებრძანება და საკუთარი მკითხველებისთვის პასუხის გაცემა. პასხების წერას იმდენად შევყევი საათისთვის არც შემიხედავს.
თითქმის ღამის პირველი საათი ხდებოდა, როცა კისრის ტკივილმა შემაწუხა, დაღლა მაშინღა ვიგრძენი, უკვე კომპიუტერი უნდა გამომერთო, რომ ერთ-ერთი უცნობი მკითხველისგან ახალი კომენტარი შემოვიდა.



№1  offline წევრი Rania

Rogor velodi gagrzelebass. Zalian kargiaaa. Ibralod agvianebt zaliann. Roca daamtavrebt tavidan unda cavikitxoo. Ertianad gemos vatannnnn
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი Maia G.

გელოდებოდი ჩემო კარგო,როგორი კარგი და საინტერესო წასაკითხია,ძალიან,ძალიან მომწონს❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი მოთხრობაა,საინტერესო წასაკითხია.
ახალი თავის დადება არ დააგვიანო❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომწონს ისტორია,საინტერესოდ წერთ.გააგრძელელეთ.გელოდებით.

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Rania
Rogor velodi gagrzelebass. Zalian kargiaaa. Ibralod agvianebt zaliann. Roca daamtavrebt tavidan unda cavikitxoo. Ertianad gemos vatannnnn

ძნელია არ დაგეთანხმო, მე პირადად დასრულებული ისტორიების კითხვა მირჩევნია, სწორედ იმიტომ რომ უკეთესად აღვიქვა თითოეული დეტალი.

მაია❤
გელოდებოდი ჩემო კარგო,როგორი კარგი და საინტერესო წასაკითხია,ძალიან,ძალიან მომწონს❤❤

დიდი მადლობა მაიკო kissing_heart

სტუმარი ლია
კარგი მოთხრობაა,საინტერესო წასაკითხია.
ახალი თავის დადება არ დააგვიანო❤❤❤

ძალიან მიხარია თქვენი ინტერესი, ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ kissing_heart

სტუმარი nancho
ძალიან მომწონს ისტორია,საინტერესოდ წერთ.გააგრძელელეთ.გელოდებით.

უღრმესი მადლობა kissing_heart

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

Რა საყვარელი შვილია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent