შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - მეტრო (8)


4-04-2019, 14:52
ავტორი ერკე
ნანახია 1 254

ხელებშეკრულს და ტკივილის მთელი ამალით სავსეს გამოეღვიძა. ჯოჯოხეთს თუ დაარქმევდით იმ ადგილს, სადაც მოხვდა და საბოტაჟის მოწყობის გათვალისწინებით თვითგვემის განაჩენით დაიჭირეს. გვემა სულის სატანჯველად ექცა და ტკივილს ვერსად გაურბოდა, ვითარცა გარდუვალის წინაშე უცნობ კაცთან ერთად იჯდა სკამზე მიბმული და პირახვეული ტკივილისგან მთელი ხმით ღმუოდა უსიტყვებოდ. არც არავის უფიქრია ჭრილობის შეხვევა, არც არავის დაუდია მისთვის საამებელი და გადაეწყვიტათ ეტანჯა. ამასობაში ჯერ მის გვერდით, ცოტა მოშორებით მჯდარს ესაუბრებოდნენ და ყოველ გაღმუვლებაზე წიხლს სთავაზობდნენ ჭრილობაზე.
-შენ მერე მოგხედავთ, წყნარად იჯექი. - ყოველ გაბრძოლებაზე არიგებდნენ, მაგრამ რასტის არ ესმოდა. გულის საწამებელი იარაღი გონებას უზიანებდა, ხოლო გონებისა გულს უკლავდა და ხელების გახსნას ამაოდ ლამობდა. ცივი სამართებელი თამაშობდა მის წინ და გიჟის მოელვარე თვალები ცეკვავდნენ, ცდილობდა უშიშრად ყოფილიყო და რეაქცია არ ჰქონოდა, ხანდახან დასცინოდა კიდეც ამ ამპარტავან და სამგლოვიაროდ ჩაცმულ ბანდიტებს, მაგრამ როდესაც გულზე სამართებლის უკანა მხარეს უსვამდნენ, რითიც არ ჭრიდნენ უბრალოდ აშინებდნენ ღიტინის შეგრძნებისგან სიცილში იცრემლებოდა.
-კარგად გადავათვალიერეთ მთელი ისტორია შენზე და მოვქექეთ ყველაფერი, მაგრამ გელა სხვითაურზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება, მსოფლიოს საუკეთესო ჰაკერებმა ვერ შეძლეს შენი პოვნა და თქვი რას მალავ სანამ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ. გაბრძოლებას არანაირი აზრი აქვს. - ჩუმი, მაგრამ სასტიკი შემზარავი გაბრძოლების ხმა გაისმა ხორხისმიერად. - შენ ჩვენი ბოსი გააბრაზე და რასაც შენზე ამბობენ ის თუ მართალია უნდა გავიგოთ როგორ...
-არაფერს გეტყვით, თქვე უმაქნისებო. - ხმა გაიწმინდა, მაგრამ მის ტემბრში ტკივილის შემცველი ანარქიზმები კვლავ ჟღერდა სიმფონიურად. - რადგანაც ასე გითხრა თქვენი მსოფლიო დონის ინტერნეტ სივრცის მებრძოლმა, გამოდის გატყუებთ და მთელი ინფორმაცია თავისთვის აქვს შენახული, რათა თქვენზე შური იძიოს. რამე აწყენინეთ? მისი და ხომ არ იხმარეთ ან რამე ამისთანა? - გადაიხარხარა გელამ და გული გაუსუფთავდა.
ესმოდა ასევე სიტყვები, რომლის მნიშვნელობასაც ვერ ხვდებოდა, ესმოდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ და გულის ამრევი სიმფონიები. რამდენიმე საათი იტანჯა და იბრძოლა, მხოლოდ მაშინ შეძლო ნორმალურად თვალის გახელა და კარგად აღქმა რომ სადღაც ბნელ სარდაფში იყვნენ გამოკეტილნი და უამრავი აბლაბუდა ეხვია გარს. ისეთი სიბნელე იყო კაცი მის წინ, რამდენიმე სანტიმეტრზე მომხდარს ვერ აღიქვამდა და ამ სრულ სიბნელეში ხმების ინტონაციით ხვდებოდა თუ სად იმყოფებოდნენ სასტიკი დამნაშავეები. მისი გულიც კი დატყვევებული იყო და გონება ხომ, სრულიად გამოცარიელებოდა. ალაგ-ალაგ ახლა ახსენდებოდა ბოლო დღის მომხდარი ამბები და არც ის იცოდა რამდენი ხანი იყო უგონოდ. რასტი თვლემდა, სიგიჟის ნაპერწკლებს ყრიდა, ცდილობდა უხმაუროდ ემოქმედა, მაგრამ ტკივილი არ აძლევდა ამის საშუალებას. გარდა ამისა... გაახსენდა როგორ ესროლეს გულში გელას და მოკლეს, მაგრამ მისი ხმა ცოცხლად ესმოდა და ამისა ვერა გაეგო რა. ისეთ აპოკალიფსურ დროებაში ამოყო თავი, რომ შიშისგან რა მოემოქმედებინა არც იცოდა.
- აწიე ლათინოჭამია. - დაუყვავა ერთ-ერთმა ქარაფშუტამ და სახეში მთელი ძალით მოხვედრილმა მუშტმა თავი გვერდზე გადაუგდო და ისეთი უკურეაქცია მისცა, რომ მთელი სკამით მარცხენა მხარეს გადაყირავდა. სიბნელე მისი სისუსტეც და ამავდროულად უპირატესობაც უნდა ყოფილიყო. კარგად ვერც მოწინააღმდეგე ვერ ხედავდა მას და ეს სათავისოდ უნდა გამოეყენებინა. ფეხებით რაც ძალა ჰქონდა შერჩენილი მოსიარულე ხმას დაარტყა და იგრძნო, როგორ დაეჯახა შუშის ქილებს, რომლებმაც წკრიალი დაიწყეს. ცოტა ხანში კი ერთი ქილის გატეხვის ხმა გაისმა, შემდეგ მეორის და მიყოლებით ჩამოცვივდა უამრავი შუშის ხარახურა. რამდენიმე თავზე დაეფშვნა კიდეც ფეხზე ფრთხილად მდგარს და რაღაცის მომლოდინეს. შემთხვევითობა იყო თუ განგების ღვაწლი არ იცოდა, მაგრამ სწორედ ხელზე მოხვდა პატარა ნამსხვრევი შუშის და მაშინვე ხელების განთავისუფლებას შეუდგა.
-სუქო როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა? - დაუყვირეს მარცხენა მხრიდან ყაჩაღებმა.
-ურჩობს ლათინოჭამია, მაგრამ ახლავე მივხედავ არ ინერვიულოთ ბიჭებო. - დაამშვიდა სუქომ და მისკენ გაიწია. თმებში წაავლო ხელი და ორჯერ უთავაზა სახეში, მეორედ მისი სისხლიც აჰყვა ხელზე და ყრუ, მგრგვინავი ხმის გაგონებისას შეაქეს კიდეც, რამაც კიდევ უფრო გაათამამა და უფრო მეტად გაამწვავა სიტუაცია. ყრუ ბგერები, იქცა სასტიკ სისხლიან ხველებად და გაუგონარ სიძულვილით ამოსულ ვულკანად, რომლის სიტყვებად გადმოცემაც არც ისე იოლია.
-რა ქენი, ბიჯო ხომ არ მოკალი? - გადასძახეს მეზობლად მყოფებმა.
-შემ..ომ...აკვდა.. - დამარცვლით გამოსცრა კბილებიდან. - ჯანდაბას! უშვილოდ დამტოვა, ამას.. ვერ ვაპ..ატიებდი... უუჰ. - ამოიხრიალა და ძლივს წამოდგა ფეხზე.
-არააააააააა! - იღრიალა ნაცნობმა მტანჯველმა ხმამ. - მოგკლავთ, გეფიცებით, არ გაცოცხლებთ თქვენი! თქვენ შვილი მომიკალით? აააააახ.... - ღრიალებდა გელა და საკუთარ ჭრილობებს ყურადღებასაც აღარ აქცევდა, ახლა მას გული გაუპეს შუაზე და მზად იყო ყველა რიგ-რიგობით დაეხოცა, მაგრამ სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ უხილავმა ხელმა სამართებლით ჯერ ერთი საქმის მწარმოებელი გამოასალმა სიცოცხლეს და ყელი გაუჭრა, შემდეგ მეორეს, გაოცებული სახით მოტრიალებულს მარცხენა თვალში გაეყარა იგივე სამართებელი და კიდევ ერთს, სკამზე მჯდარს, რომელიც სიბნელეში არც კი ჩანდა ნორმალურად და მითუმეტეს დაზარალებული თვალებიდან ძლივს იყურებოდა, სახეზე წითლად ღიმილი შეაშრა. როცა კარგად დააკვირდა დაინახა, რომ პირი ორივე მხარეს გასჭროდა და მუცელში კი დანა გაეყარა ვიღაცას, ხოლო მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა მცირე მკრთალ სინათლეზე სიბნელიდან რასტი რომ გამოვიდა.
-აბა, როგორ მოგწონს, „მამა“? - ბოლო სიტყვა გაურკვეველი სიფაქიზით და გაუცხოებით წარმოთქვა.
-ღმერთო... შენ ცოცხალი ხარ?
-აბა რა გეგონა? ესენი ასე მარტივად მომკლავდნენ? უშვილოდ დამტოვა, ამას.. ვერ... ვა..პატიებდი... უუუჰ. - ზუსტად იგივე საუკუნო ტკივილისგან დაღდასმული ხმით ამოიხრიალა რასტიმ.
-ვაჰ, საოცარია! - ცრემლებად დაღვრილმა ტკივილისგან ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გაიღიმა, ღიმილი ხარხარში გადაეზარდა და ცოტა ხნის შემდეგ ორივე მძვინვარედ ხარხარებდა, მანამ სანამ ჭრილობები თავს არ შეახსენებდნენ და არ დაადუმებდნენ.
-შენ რომ მიგვატოვე, ძიუდოს ხელოვნებას ვსწავლობდი, ასევე კარატეში ვარ დამწყები, თუმცა კინგბოქსინგის ხელოვნებას აღმატებული პატივით ვეპყრობი. შენმა სიძულვილმა მიმიყვანა ამ ზომამდე. შენმა მოყენებულმა ტკივილმა, აი აქ. - გულზე დაიდო ხელი ბიჭმა.
-ჩემს გაუჩინარებას დადებითი რამეც მოჰყოლია. სხვანაირად ხომ ორივე დავიხოცებოდით. - ზიზღის შეგრძნებით შეხედა გვამებს და რასტიზე გადაიტანა ყურადღება.
-რამდენიმე რამეში უნდა გამარკვიო და სიმართლე უნდა მითხრა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ დაგტოვებ, ისედაც უკვე მივეჩვიე მამის გარეშე ყოფას. სანამ გონებას დავკარგავდი...- შეისვენა და ხელი სისხლიან ჭრილობას დააფარა. ერთ-ერთ მოკლულს მაისური გახადა, გახია და თხელი ნაჭერი ფეხზე შეიხვია, სიმწრისგან გაიღმიჯა, მაგრამ თავს შეუძახა ყველაფერი კარგად იქნებაო და წამოდგა. - გარკვევით დავინახე როგორ მოგხვდა ორი ტყვია გულის არეში და შენც მაშინვე მოწყვეტით ძირს დაეცი. ახლა კი როგორ ამიხსნი შენს სიცოცხლეს?
-ასე ძლიერ გინდოდა მოვმკვდარიყავი? მაშინ მიდი, მომკალი და დაასრულე.
-თემას ნუ ცვლი. - მოკლედ მოუჭრა რასტიმ.
-კარგი, მათ ცოცხალი ვჭირდებოდი, ისინი კარგად გაწვრთნილნი არიან ამ საქმეში, ამიტომ ისე არ მესროდნენ თუ არ იქნებოდნენ დარწმუნებულნი, რომ გადავრჩებოდი. ერთმა მკლავი გამიკაწრა, მეორე კი გულს მცირედით აცდა, შენ თვითონ შეხედე ჩემს ჭრილობებს. - მძიმედ სუნთქავდა და სუნთქვებს ხარბად ყლაპავდა და იპარავდა.
-არ არის საჭირო. რა უნდათ მათ შენგან? ჯერ კიდევ მაშინ შეგატყვე ნერვიულად ჰალსტუხს რომ იწვალებდი როცა თამაზი შემოვიდა. ვალი გაქვს? - დაეჭვებით უყურებდა რასტი, თან თითქოს ენდობოდა, თან მის ნდობის მოპოვებას ბევრი უკლდა. რაღაც შუა გარდამავალ ზღვარზე იყო და ვერ გარკვეოდა როგორ მოქცეულიყო. გული ერთს კარნახობდა, დარჩენილიყო გაეთავისუფლებინა და მასთან ერთად გაქცეულიყო, სანამ მათი ძმაკაცები მოაკითხავდნენ გარკვეული დროის შემდეგ და ორივეს ამოხოცავდნენ, გონება კი სულ სხვა რამეს სთავაზობდა. ზედმეტი კითხვებისა და პასუხების გარეშე, უბრალოდ დაენებებინა ყველაფრისთვის თავი და გაქცეულიყო, ეს საეჭვო პიროვნება კი, რომელსაც ვერ ადასტურებდა, ნამდვილად ვინ იყო ისევ ხელ-ფეხ შეკრული დაეტოვებინა.
-მათ შენც სჭირდები, არა მარტო მე. ისინი უკვე არკვევენ რომ თოთხმეტი წლის წინ არსაიდან გავჩნდი და ეს ბანდიტები კი არა, მკვლევარებისა და ფიზიკოსების ტერორისტული დაჯგუფებაა, რომლებსაც სწამთ, რომ ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი და არ უნდა არსებობდეს მეცნიერებაში რაიმე შეზღუდვა. ამიტომ ისინი მკვლელობაზეც თანახმანი არიან, ოღონდ სასურველს მიაღწიონ.
-მიზანი ამართლებს საშუალებასო, არა? ნაბიჭვრები. - უცნაურად გაიკრიჭა რასტი.
-დაახლოებით. ამიტომ სანამ სხვები დაბრუნდებიან უნდა გამიშვა და გავიქცეთ. რადგან მათ რომ აღმოაჩინონ, შენც წარსულიდან მოხვედი საცდელ ვირთხებად გამოგვიყენებენ, ჩვენ სისხლს აიღებენ იმდენჯერ, რომ სულ დაგვცლიან და ტანჯვა-წამებაში მოგვკლავენ, რათა არ დარჩეს არანაირი კვალი. - თავი გვერდზე გადააქნია რასტი უფროსმა.
-აქ როგორ მოვხვდით? მე და შენ? რატომ მაინცდამაინც მე და შენ და სხვამ ვერავინ შეძლო ეს? რა მოხდა მეტროში? როგორ გადმოგვიყვანა მან მომავალში, ეს რა ტრანსპორტი იყო, აქამდე რატომ არ მოხდა და რაღა სწორედ იმ დროს, როცა ძალიან ბედნიერი ვიყავი?
-მეც ბედნიერების ჟამს გადმოვედი, ეს დამთხვევა არ უნდა იყოს და დავტოვე 13-სა და 11 წლის ბიჭები წარსულში. შენები რამდენისანი იყვნენ?
-ჩემი დონი 12 ის არც კი, მეთორმეტე წელში იყო, ხოლო შერა რვის.
-შერა? მაინც შერა დაარქვი ქალიშვილს? - ჩაეღიმა რასტი უფროსს და ამოიოხრა, თითქოს გულს ამოაყოლა მთელი სევდა და ტკივილი, რაც კი ამ სახელს უკავშირდებოდა. - შერადონი არა? - იმ მეცნიერის სახე მიიღო, ორი უნაყოფო ნივთიერების შეერთებით, რაღაც საოცარს რომ მიიღებს და გამარჯვებულის აღტყინება რომ დაეუფლება. ვერ აღუწერდა ამ ყველაფერს თუ რა იგრძნო, მაგრამ კმაყოფილებით ბედნიერი სახის მიღმა გული სიმშვიდით ევსებოდა და მთელ მის სიბინძურეს ავიწყებდა, რაც თავს მოჰხვეოდა.
-ჰო, შერადონი. - გაეღიმა რასტისაც. - შენ არ იცი რა გამოვიარე შენი წასვლის შემდეგ და როგორ ვიზრდებოდი. სრულიად მარტო დავრჩი საბოლოოდ, დედასა და კობარას გარეშე და შემდეგ, ერთ პატარა მყუდრო ადგილას ვიყუჟებოდი, სადაც ყოველდღე ვხედავდი პატარა, საყვარელ გოგოს, რომლის თვალების ციმციმი მაბრმავებდა და სახის ბრწყინვალება უკვდავებას და ღიმილს მანიჭებდა. ჯერ კიდევ თხუთმეტი, თუ თექვსმეტი წლის ვიყავი. თუმცა მოყოლას აზრი არ აქვს. მათ ვეღარ დავიბრუნებ. - დანანებით და გულისწყვეტით ჩაღუნა თავი და მის ფეხებს გაუშტერა მზერა, უკიდეგანო სიბნელეში.
გულისა და გონების ბრძოლას გონების სიმხდალე შეეწირა და რასტიმ ხელები გაუხსნა კაცს, რომელიც ნელ-ნელა მის ნდობას იმსახურებდა. თავადაც კოჭლობდა, მაგრამ მხარზე მოიგდო და ისე ავიდნენ სარდაფის ხის მოჭრიალე კიბეებზე. ასვლისას ერთი წაიბორძიკეს, ლამის დაეცნენ და უკან გადაგორდნენ, მაგრამ რასტი უფროსი მოეჭიდა სახელურს და თავიც გადაირჩინა და შვილიც უზადო ტკივილით სიკვდილისგან იხსნა. მალე მიტოვებული შენობაც რომ საკმაო მანძილზე მოიტოვეს ტყეს შეაფარეს თავი და თავისუფლებისგან შვებაამოტყორცნილები მიწაზე განერთხნენ. ისეთი საამო ნიაღვარი ედებოდათ მათ სახეებს, გეგონებოდათ ჯოჯოხეთის ცეცხლს გამოღწეულნი სამოთხის სრულ სიმშვიდესა და ჰარმონიაში დაიგულეს თავი.
-რა უნდა ვქნათ? - რასტი უფროსმა სასხვათაშორისოდ იკითხა.
-პატარა კოცონი გავაჩაღოთ, უკვე ბნელდება და ამ ნარნარი საღამოს ფონზე შენს ისტორიას მოვისმენ, რომელიც უნდა მოგეყოლა და გაგვაწყვეტინეს. - ჭრილობებზე ანიშნა შემდგომ ყმაწვილმა. - გტკივა?
-კი, ძალიან, მაგრამ გამივლის. - თავი უფრო დაიმშვიდა რასტი უფროსმა. - რაც შეეხება ჩემ ამბებს, რომლის თხრობაც ცოტა დაგღლის კიდეც, ჯერ საოცრად მშია და არ ვისადილოთ?
-რა გვექნება სადილად? - ირონიულად იკითხა რასტიმ. ორივეს გულიანად გაეცინა და როცა სიცილით გული იჯერეს სრულიად სერიოზული პასუხი მიიღო.
-ტახი, ან ირემი მოვინადიროთ. - დანა ამოიღო და აჩვენა ბიჭს.
-ოჰ, მაგ სათამაშო დანით აპირებ?
-რატომაც არა.
-არ გამოვა.
-მთავარია მოვინდომოთ და ყველაფერი გამოვა.
-ახლა ჩვენც პირველყოფილები უნდა გავხდეთ, არა?
-შიმშიმლა შექმნა ადამიანი შვილო, და ეს შიმშილია რაც ადამიანს აიძულებს საშინელი რამეების კეთებას.
-სიხარბეც.
-დიახ.
-ამპარტავნება და შური.
-დიახ, დიახ.
-მაგრამ რა არის სიყვარული?
-სიყვარულო, ჩემო ბიჭო, ის წრფელი გრძნობაა, რომელიც უანგაროდ მოქმედების უნარს და ყველა ცხოვლისმყოფელ ძალას გვანიჭებს, რაც კაცობრიობას გააჩნია. თუმცა რაც მთავარია იმედს გვისახავს, გადარჩენის იმედს.
-ტკივილი კი მას ანადგურებს.
-არაფერიც. - არ დაეთანხმა მამა. მან ცეცხლის დასანთებად ფიჩხების მოგროვება დაიწყო და შვილსაც შესთავაზა დახმარებოდა. რასტიც წამოდგა და ხეების მახლობლად დაუწყო ძებნა, თუ არსად მოიპოვებოდა ტოტებს ტეხდა და ცენტრში ყრიდა, სადაც აპირებდნენ მოგიზგიზე კოცონის აალებას. - ტკივილი მას უფრო ძლიერს ხდის.
-კვლავ გიყვარვარ? - მოულოდნელი კითხვისგან საქმიანობა შეწყვიტა რასტი უფროსმა და ბიჭს მიუბრუნდა, რომლის ყოველ შეხედვაზე და მისი თვალების შემყურე ისევ პატარა ბიჭი ახსენდებოდა, ათი-თორმეტი წლის, რომელსაც ხშირად საყვედურობდა და არ გამოხატავდა იმდენ სიყვარულს, რასაც მისდამი გრძნობდა.
-რა თქმა უნდა შვილო. ძალიან მიყვარხარ. მოდი ჩემთან. - ერთმანეთს გადაეხვივნენ და წლების განმავლობაში, რაც უერთმანეთობამ განაცალკევათ რასტიმ პირველად იგრძნო მამის სითბო და ცხარედ ატირდა. - ანუ გჯერა ჩემი?
-მგონი კი. - ქვითინითვე უპასუხა და მეტად აუცრემლიანდა თვალები.
-ყველაფერი რაც გადავიტანე... ყველაფერი ამ ერთ წამში გაერთიანდა და ყველაზე ტკბილი დროება დამიდგა.
-არხეინად მეც არ ვყოფილვარ. მამა, მინდა გითხრა, რომ ძლიერ მეზიზღებოდი შენი საქციელის გამო, მაგრამ ვხვდები... ვხვდები, რომ ბედმა შენი შეძულების გამო მეც იგივე სასჯელი დამატეხა თავს, რათა მივმხვდარიყავი თუ რა... არ შემიძლია!
-ჩუ... ჩუ, ჩემო პატარა. ჩემო ანგელოზო. - სითბო, იმდენად სასიამოვნო და სანატრელი იყო, რომ ერთმანეთს ვეღარ ცილდებოდნენ. მხოლოდ ერთმა გარემოებამ მოახდინა მათი განცალკევება და სიყვარულის სხვა დროისთვის გადადება.
-ვხედავ, ვხედავ! აიყვანეთ! - ტყის ნაპირიდან მტერი გამოჩნდა. პირდაპირ მათკენ იარაღებითა და დანებით შემართულნი მოემართებოდნენ და გონს მოსულებმა სწრაფად მიატოვეს თავიანთი კერა. გარბოდნენ როგორც შეეძლოთ, როგორც რასტის ფეხი აძლევდა საშუალებას, ხოლო რასტი უფროსს კი ჭრილობა მხარში. გაიარეს ფიჭვნარი, წიწვნარს გაცდნენ და მუხების მთელი ჯგრო დახვდათ, ერთს ამოეფარნენ და მდევრები დაფანტეს, ახლა უამრავ ადგილას მოდებულნი, მაგრამ მცირე რაოდენობით. მათი დამარცხება უკვე შეიძლებოდა ერთიანობის დაშლის პრინციპით, როცა ძალა სუსტდება.
ორნი ფეხქვეშ მოიქციეს და უჩუმრად გამოასალმეს სიცოცხლეს, შემდეგ კიდევ ორს დაახტნენ ზედ ხეებზე ამძვრალნი და მიაჩუმეს, ბოლოს კი ორივე ხეებზე აათრიეს და თავიანთი ქამრებით ჩამოახრჩვეს. როდესაც დანარჩენებმა მათი კვალი აღმოაჩინეს ასე უმოწყალოდ ჩამოკიდებული, მათში პანიკამ დაისადგურა და გაფაციცებულებმა დაიწყეს შეჯგუფებულად სიარული და აქეთ-იქით უფრო ყურადღებით ცქერა, რადგანაც ყველას, ვინაიდან ადამიანები იყვნენ, სიცოცხლე ეწადათ, მაგრამ სწორედ მათი სისოცხლის საფასურის მცოდნენთ, შეეძლოთ მარტივად ხელეყოთ სხვისი. საიდანღაც ბულბულის ხმა გაისმა, მთელი ტყე დაფარა მისმა ჟღერადოვნებამ და საიდანღაც კი მგლის განგმირულმა სულისკვეთებამ გადაუარა არემარეს. გრძნობები ერთმანეთში საზარლად ირეოდნენ და სულისკვეთების ნამატიც სადღაც ქრებოდა. საბოლოოდ კვალიც დაკარგეს და ბუჩქებში შემალულ მამა-შვილს, რომელნიც პატარა რუსთან მახლობელ მილებში შეყუჟულიყვნენ ვერსად მიაგნეს.
საავადმყოფოების ხილვა არც სურდათ, გაუვალი და ხშირი ტყიდან გასულებმა აღმოაჩინეს ბორჯომში ყოფილან და თურმე რამდენი სძინებიათ, როგორ გაეთიშათ, რომ მთელი გზა არც ხსომებიათ და არც თვალი მოუკრავთ რაიმესთვის, არც ყური.
სატვირთო მანქანის მძღოლმა შიშნარევი ცნობისმოყვარეობით გაუჩერა მანქანა და მთელი გზა თბილისამდე კომპანიის ტვირთთან ერთად ამგზავრა და ჩამოიყვანა. ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა, გულს უფუფქავდათ ადამიანთა მზერა, ტერორისტებისგან რომ არ განასხვავებდნენ და ისე იზიზღებდნენ მათი მდგომარეობის გამო. ტანსაცმელზე შემხმარ სისხლს უყურებდნენ და არც კი ინტერესდებოდნენ და სურვილს გამოთქვამდნენ დახმარების, უგულოდ ჩაუვლიდნენ და რამდენჯერმე შეაფურთხებდნენ კიდეც გულმწარედ დაზვინებულები. სახის მანჭვა გრეხით მავანებს სრულ სიგიჟის ნაპერწკლები თვალებიდან გადმოსდინდებოდათ, მაგრამ მათი დანახვით მოგვრილ შიშს, ვერაფერი ფარავდა და ვერც სიხმატკბილით დაღლილებს უჩნდებოდათ სიმშვიდის გზამკვლევი თვალებში. შემზარავად ახლოსაც ვერ ეკარებოდნენ და მათგან გარბოდნენ რასტი უფროსის ხელში დანის დანახვისთანავე და მათ მოწყალე თხოვნას უარით პასუხობდნენ. მიგდებულ-მიტოვებულნი და ყველასგან გაცრეცილნი გზის პირას აშენებულ სახლებს მიუყვებოდნენ, ზოგიც იმდენად ახალი იყო, რომ ბათქაშის სუნიც კი სცემდათ და საღებავი გადასდიოდათ ხელის მცირე მიდებაზეც კი, მაგრამ ძალ-ღონე კი ნელ-ნელა აკლდებოდათ და ერთ ლამაზ, კოხტად გარემონტებულ ერთ სართულიანი კერძო სახლის შესასვლელ კართან ჩაიკეცა რასტი უმცროსი. მისმა სიმძიმემ უფროსიც გადაწონა და თავით დაენარცხებოდა, ხელი რომ არ დაეხვედრებინა.
-აღარ შემიძლია. - გულმნათმა გადაუბულბულა მამას. - ვკვდები და ვიშლები. გრძნობას ვკარგავ და ირეალურ სამყაროში მივქრივარ, სადღაც რეალობისგან შორს და ლანდებს ვხედავ ჩემი წარსულიდან. აჰ... - ტკივილმა კვლავ შეახსენა თავი.
-ცოტაც მოითმინე შვილო, თუ არავინ დაგვეხმარება... მოგვ..იწევს საავად... ავად...მყოფოში წასვლა. - დამარცვლით ნელა საუბრობდა რასტი უფროსი და გულს ვერ იმშვიდებდა, როცა მის შვილს ასე ჩავარდნისლ უყურებდა და ვერაფრით ეხმარებოდა. ცოტა ხანში ქალის ნაზი ხავერდოვანი ხმოვანება გაისმა.
-ღმერთო ჩემო, - გულმოკლული სევდანარევი ხმით საუბრობდა და ლამაზ ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ულამაზესი, შუა ხნის ქალბატონი მათკენ მოემართებოდა. კაბაზე გვირილები მოქარგულიყო. უკან ზრდასრული და კარგად ჩამოყალიბებული მამაკაცი მოჰყვებოდა. - ეს ვინ ჩაიდინა. - ხმა ებზარებოდა და გულწრფელი აღელვებით ცდილობდა წამოეყენებინა ჯერ წლოვანებით უფროსი მამაკაცი, რომელიც უარეს დღეში იყო და არც ერიდებოდა მისი სისხლით დასვროდა ტანსაცმელი ან ხელები. - დონი დამეხმარე. - დაუყვირა მამაკაცს, რომელიც ასევე მათკენ მორბოდა. - წამომაყენებინე, ვერ ვწევ. შერა კარი გამიღე, მათ დახმარება სჭირდებათ და ბედმა სწორ გზაზე მოიყვანა.
გაუსაძლისი ტკივილი აღარც გახსენებია რასტი უმცროსს, როცა ქალის ძალზედ ნაცნობ ხმას ყური ჰკიდა. გულში საოცარი სითბო ჩაეღვარა, მაგრამ ამავდროულად რაღაც ჩასწყდა და ამ მცირე ხანში უკვე მეორედ, სრულად დაებინდა გონება და მოწყვეტით განერთხა ასფალტს, არა ფიზიკური ტკივილისგან, როგორც სულიერი განწირულობის ხვედრისგან, რაც მის სიმწარეს აასმაგებდა.

----------------------------------------
ჩემო ძვირფასო მკითხველებო. ინებეთ ახალი თავიც, შემდეგი თავი უახლოეს ერთ კვირაში დაიდება. ყველანაირად ვეცდები დიდ ხანს არ გალოდინოთ და დავდო მალე, მაგრამ ჩათვალეთ მაქსიმალური ვადა 1 კვირა იქნება. მადლობა ყურადღებისთვის და მოთმინებისთვის. ყველას დიდ მადლობას გიხდით, რადგან თქვენ ხართ მწერლის მთავარი სამიზნე. მწერალი თქვენ გარეშე არ იარსებებდა...
მიყვარხართ!



№1  offline წევრი Rania

Iset dros gacyviteeee. Damacyda nervebi agar shemizliaaaa. Ra moicdis manamdeeeeee. Saocari ganvitarebaaaaaa. Vnaxo. Vnaxott. Bedis ironiaaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი guroo

ვგიჟდები ტკბილეულზე... შენი ნაწერი ყოველთვის ტკბილეულივით გემრიელად შემომეჭმევა ხოლმე, ისეთ საოცრებებს წერ.
რა მძაფრად აღწერ ყველაფერს და როგორ ზუსტად ახვედრებ მიზანში თითოეულ სიტყვას.
მირჩევნია ჩემი საყვარელი ტკბილეული ნელ-ნელა შევჭამო, რომ მალე არ გამითავდეს...
ხოდა, დაგელოდები ხოლმეე დიდხანს... თუნდაც ერთ კვირაზე მეტს❤️❤️❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

Rania
Iset dros gacyviteeee. Damacyda nervebi agar shemizliaaaa. Ra moicdis manamdeeeeee. Saocari ganvitarebaaaaaa. Vnaxo. Vnaxott. Bedis ironiaaaa

guroo
ვგიჟდები ტკბილეულზე... შენი ნაწერი ყოველთვის ტკბილეულივით გემრიელად შემომეჭმევა ხოლმე, ისეთ საოცრებებს წერ.
რა მძაფრად აღწერ ყველაფერს და როგორ ზუსტად ახვედრებ მიზანში თითოეულ სიტყვას.
მირჩევნია ჩემი საყვარელი ტკბილეული ნელ-ნელა შევჭამო, რომ მალე არ გამითავდეს...
ხოდა, დაგელოდები ხოლმეე დიდხანს... თუნდაც ერთ კვირაზე მეტს❤️❤️❤️

დიდი დიდი მადლობა ორივეს. მოკლედ მარტო თქვენ კითხულობთ მგონი და მიხარია, რომ ბოლომდე მომყვებით heart_eyes მიყვარხართ და თქვენი წყალობით მეც ძალა მიბრუნდება წერის...
ხო, ახალი თავი შეიძლება უფრო მალე იყოს, რადგან თითქმის დავასრულე stuck_out_tongue
მადლობა თქვენ!

შეიძლება ორშაბათსაც დავდო ღამით. 12 ისკენ. ასე რომ დაელოდეთ innocent
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent