შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო /თავი 10/


4-04-2019, 16:30
ავტორი black qveen18
ნანახია 965

-კრის,გაიღვიძე მე უნდა წავიდე.-ნიკის ხმამ გამაღვიძა.
-მმმ,რომელი საათია?
-შვიდი.მე მივდივარ უკვე და შუადღეს შევხვდეთ.
-სკოლის მერე არ მცალია.სავარაუდოდ დღესაც ჩემთან რჩებიან და არა მგონია მოვახერხო.
-შენი ძალები გაიხსენე კრის!
-მოგწერ მაშინ სად და როდის.
-მიყვარხარ!-საწოლთან დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
-მეც!
უცბად ოთახიდან გაქრა.იქიდან გამომდინარე,რომ ჯერ ადრე იყო,თავს დაძინების უფლება მივეცი.
-სულ ძილი არ შეიძლება.ადექი,სანამ სკოლაში წავალთ ბიბლიოთეკაში უნდა შევიდეთ.
არ ვიცოდი ვინ იყო ის უბედური,რომელსაც ჩემი რისხვა დაატყდებოდა თავს.ცალი თვალიდან „გავიჭყიტე“ და სანი იყო.
-ოთახში დაკაკუნების გარეშე შესვლა,რომ არ შეიძლება პირველად გაიგე?დაახვიე აქედან და ძილი მაცადე!
-მიკი და ლუი სარასთან წავიდნენ და მალე მოვლენ.
-რომ მოვლენ მერე გამაღვიძეთ,ოღონდ შენ არა!
-უნდა ვისაუბროთ.
-ახლა არა!
-არ შეიძლება,რომ ნორმალურად მელაპარაკო?სულ ვცდილობ,რომ კარგი ურთიერთობა მქონდეს შენთან,მაგრამ სულ უხეშად მელაპარაკები.
-როგორც იმსახურებ ისე გელაპარაკები.
-მე არ ვიმსახურებ ნორმალურ ლაპარაკს და ნიკი იმსახურებს ხომ?!
-რას ბოდავ!
-შენს გამო რამდენ რამეს ვაკეთებ და შენ კი ფეხებზე გკიდია.
-სანი,არ მიყვარხარ და რა ვქნა!
-გიყვარვარ,მაგრამ ამას ვერ ხვდები.
-გაეთრიე ჩემი ოთახიდან!
-ამიერიდან ყველაფერი ისე იქნება,როგორც მე მიდა და არა ისე,როგორც შენ!
-დებილი ხარ?
-კრის!-ჩემსკენ წამოიწია.
ამ დროს ოთახში სარა შემოვიდა.სავარაუდოდ ჩემი ნათქვამი გაიგონა და კარებთანვე გაჩერდა.
-თქვენ სულ როგორ უნდა ჩხუბობდეთ?
-გეხვეწები ოთახიდან გაიყვანე რა!-სანის დანახვას მეტად ვეღარ ავიტანდი.
სარამ ჩემი თხოვნა უყოყმანოდ შეასრულა.
-მიკი და ლუ საუზმეს ამზადებენ და შეგიძლია მიეხმარო.
-იცოდე ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია.-მითხრა და ოთახიდან გავიდა.
-მე დავამთავრე!
სარა ოთახში შემოვიდა და პუფში ჩაჯდა.
-ეხლა რადაგემართათ?ჯერ გაგეღვიძა და ჩხუბი მერე დაგეწყო.
-დამაცადა გაღვიძება?შემოვარდა ოთახში და მეუბნება გიყვარვარ და ვერ ხვდებიო.დღეს აქ ვეღარ დარჩება და მიკიმ როგორც უნდა ისე მოაგვაროს ეს საქმე.
-საშინლად უთავმოყვარეო ადამიანია რა.როგორ ექცევი და კიდე იმას ამბობს გიყვარვარო.
-ტვინში რაღაც ვერ აქვს მაგას.მიკიზე უფრო მეშლება ნერვები.ეგ რომ არ ეხმარებოდეს, შეიძლება თავი დაენებებინა ჩემთვის.
-ხომ იცი,რომ ღადაობენ არა?
-მაგ ღადავით მე ვზიანდები სხვა კი არა.-საწოლიდან ადვექი და სააბაზანოში შევედი.
-უბრალოდ თავი დაანებე და პასუხს ნუ დაუბრუნებ.
-პასუხს ნუ დაუბრუნებ კარგია.
-ტყუილად იშლი ნერვებს სხვა კი არაფერი.
-თავი,რომ დავანებო უარესებს იზავს.
-რა დროს სანია,ნიკთან რა ხდება.
-ნიკი რა შუაშია?-დამოვედი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე.
-ვიცი,რომ ხვდებით ერთმანეთს.
-აღარ.ეს ზედა კარგია?
-წავა რა.რამე მოხდა თქვენს შორის?
-მიკი.
-მაგის გამო მერამდენე ბიჭი უნდა გაუშვა?
-მეჩვენება,თუ ჩემი და ნიკის ერთად ყოფნის წინააღმდეგი არ ხარ?შენ არ ამბობდი გიჟიაო?
-თუ გიყვარს მიკის გამო არ უნდა მიატოვო.მის მოსაწონს ვერავის იპოვი და ბოლოს მაინც შეეგუება თქვენს ერთად ყოფნას.თან სანი თუ გაიგებს,რომ შეყვარებული გყავს იქნებ თავიც დაგანებოს.
-არ ვიცი რა ვქნა,ავირიე უკვე.
-ხოდა,დღეს შეხვდი ნიკს და ყველაფერი უთხარი რა.
-ოღონდ უნდა დამეხმარო.ბიჭებს უთხარი,რომ პარკში მივდივართ.
-ჩათვალე,რომ მოგვარებულია.
-საუზმე მზად იქნება უკვე?
-წესით კი.
-მაშინ გავიდეთ მშია უკვე.თან,რომ ვნერვიულობ უფრო მშივდება ხოლმე.
სამზარეულოში სასიამოვნო სურნელი იდგა.მიკისა და ლუს წინსაფრები ეკეთათ და გაზქურასთან ტრიალებდნენ.
-ჩემი მძინარე მზეთუნახავი,გაიღვიძე უკვე?-მხნედ შემეგება ლუ.
-ვინ მომცა ძილის საშულება!-სანის გავხედე.-შეგეძლოთ ყველა წასულიყავით.
-ხომ იცი,რომ სარას უკან სავარძელზე მარტოს უყვარს ჯდომა?
-ჩემი ოთახის კარები დაკეტილი იყო და როგორ შემოვიდა?
-ალბათ სათადარიგო გასაღებით,არ ვიცი.
-სათადარიგო გასაღები დედაჩემს აქვს ტორონტოში.ასე,რომ დაგვდეთ პატივი ბატონო სანი და გვითხარით როგორ შემოეთრიეთ ოთახში,რომლის კარიც დაკეტილი იყო.
დაიბნა და არ იცოდა რა პასუხი უნდა დაებრუნებინა.დილიდან მაწუხებდა ეს შეკითხვა.მას ხომ არ შეეძლო კედლებს შორის სიარული.ან,იქნებ შეეძლო?!აქამდე რატომ არ მიფიქრია ამის შესახებ.შესაძლოა ისიც ჩემნაირი ყოფილიყო და სწორედ ამიტომ არ მანებებდა თავს.
-არ იყო დაკეტილი.-უცბად გამოვიდა სიტუაციიდან.
-ანუ კრისი იტყუება?-სარა გვერდით დამიდგა.
-არ ვამბობ,რომ იტყუება,უბრალოდ შეიძლება შეცდომით ახსოვს.
-კარგი დაანებე თავი,აზრი არ აქვს.-უკვე ჩხუბის თავიც აღარ მქონდა.
მალე მიკიმ საუზმე მოიტანა და მაგიდას შემოვუსხედით.
-დღეს სარა რჩება ჩემთან,სოუ შეგიძლიათ სახლებში დაბრუნდეთ.
-სანი და ლუი ისედაც ბრუნდებოდნენ სახლში და მე არსად არ მივდივარ.
-არ მენდობი ხო?
-საკმაოდ კარგად გიცნობ იმისთვის,რომ ვიცოდე როდის რის გაკეთებას აპირებ.
-ნიკთან საერთო არაფერი მაქვს და დროა ეს გაიგო.
-ნიკი ასე ადვილად არ გაგიშვებს ხელიდან და შენთან შეხვედრას შეეცდება,მე კი ამის უფლებას არ მივცემ.
-მიკ,მომეჩვენა თუ მართლა თქვი ნიკს უყვარხარო.
-ის ჩემზე შურისძიების შანს ხელიდან არ გაუშვებს და დროა შეიგნო,რომ არ უყვარხარ და უბრალოდ გიყენებს!
-რა დაუშავე ესეთი?
-ეგ შენ არ გეხება.-გაბრაზებული წამოდგა.-მემგონი საუზმეს მოვრჩით.მე გავალ და თქვენც გამოდით.
-ბოლოს მაინც მოგიწევს მოყოლა.
-რაც მალე გამოხვალთ,მით მალე წავალთ.ჯერ ბიბლიოთეკაში უნდა შევიარო,წიგნები მაქვს ასაღები.
მე პირადად საუზმის ჭამა ვერ მოვასწარი,თუმცა ჯიბის ფული მქონდა.ჩანთა ჩავალაგე და გარეთ გავედი.სარამ საქმეები მოაგვარა და წინ სანი იჯდა.უკან კი მე,სარა და ლუ.
მთელი გზა მიკის ხმა არ ამოუღია.რამოდენიმეჯერ ვცადე მიაზე საუბრის დაწყება,თუმცა უშედეგოდ.სანი სარკეში იხედებოდა,რომ დავენახე,თუმცა თვალის არიდებას ვასწრებდი.როგორმე უნდა მომეშორებინა,თორემ მომავალში ბევრ პრობლემას შექმნიდა.



№1 სტუმარი სნხ

უშინაარსო თავი იყო... არაფერი არ მომხდარა -_-

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent