ყველა'ფერი(თავი 18)
-უკაცრავად გიცნობთ?-გაკვირვებულმა გახედა გოგოს. -თიკა ვარ ორი დღის წინ დამეჯახეთ!-თქვა და თმები უკან გადაიყარა. -აჰ გამახსენდა!...როგორ ხართ თიკა?-ისე უთხრა თითქოს ძალიან აინტერესებდა. -გმადლობთ!...მაინც ვერ გავიგე! -რა ვერ გაიგეთ? -რატომ ხარ ანანოსთან ის ხომ ნამდვილი ბავშვია!შენ უფრო სხვანაირი ქალები შეგეფერება!-კმაყოფილმა განაცხადა. -მაგალითად შენნაირი ხო?-გაიცინა ალექსანდრემ. -თუნდაც! -მგონი უნდა წახვიდე თიკა!უბრალოდ ერთს გეტყვი არასდროს შეედარო ანანოს ხო?არ ღირს რადგან ხშირი დამარცხება ადამიანის ფსიქიკას ვნებს!შენ კი ვერასდროს აჯობებ მას!-ამის გაგონებაზე შეურაწყოფილი გოგო წამოდგა და გავარდა. -ეს თიკა არ იყო?-გვერდით ამჯერად ანანო მიუჯდა. -იყო! -იცნობ?როდის გაგაცანი?-დაეჭვუბით იკითხა გოგომ. -რაში სჭირდება თვითონაც მოახერხა!-ამოიხვნეშა ალექსანდრემ. -გასაგებია!მოკლედ ორი წუთით გავედი და სად მოასწრო!-ჩაიცინა ანანომ. -მოიცა შენ ახლა ანანო არ ხარ! -აბა ვინ ვარ?! -ანანო რომ იყი ახლა ერთ ამბავს დამაწევდი!-ანანომ ამჯერად ხმამაღლა გაიცინა. -მაგას რომ გაეკარო ყველაზე დაბალი დონის კაცი იქნები და არამგონია ასეთი იყო! დარჩენილი დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სახლშიც მალევე დაბრუნდნენ. ......................................... მალე ყველგან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ბიზნესმენი დათა დადეშქელიანი წვეულებას მართავს სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.ბიჭმა წვეულებაზე ახალგაცნობილი მეგობრებიც დაპატიჟა. -აი რა მინდა ამ ექიმ ქალს იმ შენი ბიზნესმენების წვეულებაზე მითხარი რა!-წუწუნით გამოვიდა ოთახიდან გოგო. -მართა ნუ ხარ ზარმაცი! -ალექსანდრე ძლივს ერთი დღე ვისვენებ და ისიც არ შემარგე! -რანაირი ტყუპისცალი ხარ!მე რა დინჯი გავჩნდი და შენ ვინ ხარ ასეთი!-შეუბღვირა ალექსანდრემ. -ხომ იცი რომ თუ სიტუაცია არ მომეწონა ერთი წუთითაც არ გავჩერდები!-უკვე კიბეზე მიმავალმა გოგომ დაუძახა. -არა ცოლო ხო ხედავ რას გვიშვება შენი პროფესია!უკვე ვერც ცოლს გხედავთ სახლში და ვერც შვილს ეს კიდე მარტო გადავიდა მოკლედ რა მიმაგდეთ ასე!-თავი მოისაწყლა ბატონმა დემნამ და ცოლს მოეხვია.(ალექსანდრეს მამის საპატივცემულოდ ჰქვია სახელი პატარა დემნას) -დემნა მომშორდი რა!ვერ ხედავ რაღაცას ვაკეთებ?-შეუბღვირა ელენამ. -ალბათ ისევ შენი პაციენტებისთვის! -რატო დაგეწყო ამ ბოლო დროს ეს ეჭვიანობის შემოტევები?! -აუ დედა მიდი რა დაეხმარე იქნებ დროზე მოემზადოს და არ დამაგვიანოს!-საცოდავი სახით შევიდა სამზარეულოში ალექსანდრე. -რა დროს ეგ არის მოდი სანამ ის მნზადება დამელაპარაკე რა!-აწუწუნდა ელენა.-აი საერთოდ აღარ მნახულობ! -რა ქნას კლინიკაში თუ დაწვება თორე სულ იქ ხართ ორივე დედა-შვილი!-მაინც უკბინა ცოლს. -დემნაა! -კაი ხო ჩუმად ვარ!...ხო მართლა ვაჟბატონო ამ კვირაში უკვე მესამე შეხვედრაზე აგვიანებ!რა ხდება მამა? -აუ დემნა რა გინდა?ჩამეძინა!-თვალები აატრიალა ალექსანდრემ. -მომკალი და ვერ დავიჯერებ რომ ჩემს შვილს საღამოს ხუთ საატამდე ძინავს!ვის ატყუებ ალექსანდრე?არ გიცნობდე მაინც! -აუ მომეშვი რა!...მართააა!ჩამოაღწიეე! -მოვედი ხო!ის მაინც მიტხარი ვის წვეულებაზე მიგყავარ! -დათა დადეშქელიანი! -აუ ეგეც ახლა ან ღიპიანი ბიზნესმენია ან მამიკოს განებივრებლი ბიჭი!...საიდანღაც მეცნობა ისე ეგ სახელი! -მიდი მიდი და ნახავ!-სიცილით დატოვა სახლი ალექსმა. ......................................... -როგორც იქნა მოხვედი მახრჩობს ამათი ყურება ტო!-ამოიხვნეშა დათამ და ალექსს მოეხვია. -ჩემი და მართა! -ოჰ როგორ გაზრდილა პატარა ქალბატონი! -გახსოვს? -რა დამავიწყებს მთელი ბავშვობა დალურჯებული ვიყავი იმდენს მჩქმეტდა!-წარბები შეკრა დათამ. -მოიცა ეს ის ხისთავიანი დათაა?-წაოიკივლა მართამ.-ეგ რომ მცოდნოდა საერთოდ არ წამოგყვებოდი! -აჰ ეს კიდე გაბრაზებულია იმ ჩიტის გამო?-ალექსანდრეს გახედა ბიჭმა. -ბოდიში რა იშვიათი ჯიშის თუთიყუში იყო შენ კიდე გაუშვი! -აუ დაიწყეს ხო ამათ უკვე!-უცებ გამოჩნდა დემნა ანანოსთან ერთად. -გამარჯობაა! მართა როგორ ხარ?-ღიმილიანი სახით გახედა ყველას. -კარგად ანანიკო შენ? -ეე თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს მე ახლა მოვიყვანე გასაცნობად! -ანანოს კი მარა დემეს ანას არ ვიცნობ და გამაცანით რა! -აი ჩემი გოგო მართუშ-უცებ მოეხვია დემეტრე და ანასკენ ანიშნა. -გამარჯობა რძალო! -არა ლაპარაკზეც ეტყობათ რო ტყუპები არიან!-გაიღიმა ანამ. -კაიი?ასეთი უჟმური ვარ?-შეიცხადა მართამ. -მართა შენ არ თქვი სიტუაცია თუ არ მომეწონა წავალო წადი!-სერიოზული სახით გახედა ალექსანდრემ.-საერთოდ არ უნდა წამომეყვანე! -მონსტრი!-ჩაილაპარაკა ანანომ. -დათააა!-ამოიგმინა ალექსანდრემ. -ხო რა იყო? -ამას აქ რა უნდა ბიჭო? -ვის? -ვის? გახედე და მიხვდები! -შენძმობას ვფიცავარ არ ვიცი რა უნდა მაგ ქალს აქ!-ქალსო რომ გაიგონა ანანო წამოენთო მაგრამ იქით არ გაუხედავს. -შეიძლება ვიცეკვოთ ლამაზო?-ვიღაც ბიჭი მიუახლობდა. -რა თქმა უნდა!-ბოროტი ღიმილით გახედა ალექსანდრეს და ბიჭს გაყვა. -ვინ არის ის ბიჭი დათა? -ანრი ბიჭო მერაბის შვილი! -ეს ჩამოეთრა და უკვე მეჩხირება ხო თვალში!-ამოიგმინა ალექსანდრემ. -თუ ღმერთი გწამს სკანდალი არ მოაწყო დღეს რა და მერე ერთად ვცემოთ!-უჩურჩულა დათამ. სიმღერის დასრულების სემდეგ ანანო ადგილს დაუბრუნდა.ალექსანდრე ისეთი თვალებით უყურებდა აი რომ იტყვიან ქვასაც გახეთქავსო ის კი თითქოს არც იმჩნევდა. -ალექს რა თვალებით იყურები ბიჭო!-ხელი კრა დემნამ. -რა?...რა იყო? -რა თვალებით იყურები? -არაფერია რაღაცაზე ჩავფიქრდი! -წამოდი ალექსანდრე ცოდო ხარ არავინ გეცეკვება ხო?-საცოდავი სახე მიიღო ანანომ.-წამო წამო დღეს მოწყალებას გავიღებ! -არ მჭირდება მოწყალება!-ირონიულად გაიღიმა ბიჭმა და ანანოც მიხვდა რომ მისი საქმე არც ისე კარგად იყო. -მიდი ბიჭო!-ხელი კრა დემემ და წყვილიც გავიდა საცეკვაოდ. -ალექსანდეერ!ნუ იბუტები რაა! -ანრისთან უნდა გეცეკვა აშკარად ის უფრო მოგწონს! -ვინ არისო ჩემი ეჭვიანი ბიჭიო ვინო?! -ანანო არ ვარ ხუმრობის ხასიათზე რა!-თვალები აბრიალა ალექსმა. -ნუ მატერორებ!-საყვარლად გახედა და ალექსსაც სწრაფად მოულბა გული. -ვერც გიბრაზდები! -არც უნდა გამიბრაზდეე! ..................................... ზუსტად ერთ კვირაში უკვე ქორწილი გაიმართა.რეზიც და ლიზაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ და ყველას თვალს ჭრიდნენ. -ულამაზესები ხართ ძალიკო!-ლიკამ ორივეს აკოცა. -მადლობა! -ეჰ ვინ იფიქრებდა ამ ანგელოზივით გოგოს შენ თუ ჩაიგდებდი ხელში რეზიკო!-გაიცინა ლიკას შეყვარებულმა. -მე კი ჩავიგდე ხელში ჩემი საყვარელი ქალი მარა შენ... -რა მე ხო შევთანხმდით რომ როგორც კი უნივერსიტეტს ამთავტებს მომყვება?-ფერი დაკარგა ბიჭმა. -გადავიფიქრე აღარ გაგატან!-გაეკრიჭა რეზი. -დედა რეზიკო მომავალი ცოლის ძმა ქორწილში როგორ ვცემო? -კაი წამო ახლა მეცეკვე!-აწუწუნდა ლიკა და ბიჭს ხელი ჩაავლო. *** ანანომ ვეღარ გაუძლო და აივანზე გავიდა,მალევე ალექსანდრეც მიყვა და უკნიდან მოეხვია. -არ გინდა შენც ასეთი ქორწილი?-ყელში აკოცა ბიჭმა. -დევდარიანო რა გინდა? -გამომყევი რა ცოლად ანანო! -ადრეა ჯერ! -აბა როდის?-მოიღუშა ბიჭი. -არ ვიცი მერე!საერთოდ შეიძლება ახლა სხვაგან მომიწიოს წასვლა! -სად?-სწრაფად შემოატრიალა ალექსანდრემ. -სხვა დროს გეტყვი ახლა შევიდეთ! -ანანო მითხარი! -ლონდონში რაღაც კონკურსი იმართება!-თვალები დაუმრგვალდა ანანოს. -უჰ გამისკდა გული მეთქი დიდი ხნით მიდის!-ღრმად ამოისუნთქა ალექსანდრემ. -თუ გავიმარჯვებ იქ დავიწყებ მუშაობას! -აპირებ წასვლას?-ხრიწიანი ხმით კითხა ბიჭმა. -არ ვიცი არ მინდა ტქვენი მიტოვება!განსაკუთრევით კი შენი! -შენ დაფიქრდი მათ თუ მიატოვებ თორემ მე ყველგან გამოგყვები! -მართლაა? -არ მიგატოვებ!-დაიხარა და ტუჩებზე დააცხრა. -მიყვარხარ ხომ იცი? -მეც მიყვარხარ ყველაზე და ყველა'ფერზე მეტად!...არასოდეს შეიცვალო რა! -მაინც რა არ შევცვალო ჩემში?-გაეღიმა გოგოს. -ისევ ასეთი ბავშვური დარჩი რა! .................................... იმედია მოგეწონებათ ახალი თავი,მადლობა ყველა თქვენი კომენტერისთვის თქვენ რომ არ იყოთ ალბათ ვერც ვერაფერს დავწერდი(ჯერ რას ვწერ მაგრამ მაინც)მიყვარხართ ყველანი!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.