შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა'ფერი(თავი 17)


4-04-2019, 15:26
ავტორი dara
ნანახია 1 680

ანანო მისაღებში გავიდა.
-სად გახვედი გოგო?-მაშინვე ეტაკა გაბრიელი.
-წყალი დავლიე რა იყო?
-რაღაც ამ ბოლო დროს თქვენ ერთად გინდებათ წყალი.-უჩურჩულა გაბრიელმა.
-უბრალოდ მოსწყურდა არ შეიძლება?საერთოდ ის მერე შემოვიდა!
-კარგი ხო არაფერს გეუბნები!!
-კარგია რადგან კიდევ რამეს იტყვი და შევიშლები ამდენი სისულელეს მოსმენით!
-აუუ ლიზა ის პარკი სად წაიღე?-ანამ წუწუნით იკითხა.
-არ ვიცი შენ არ შეიტანე?
-აუუ არ არის ხო არ დაგვრჩა?
-ვაი ოღონდ ეგ არა რა!!
-კაი ხალხო კაბაა რა თან პატარძლის ხო არაა არა?-გაეცინა დემეტრეს გოგონების რეაქციაზე.
-თქვენ არ იცით რამდენი გვატარა მაგ ერთ კაბაზე!-შეუღრინა ანანომ.
-აი არ მესმის თქვენი!-ამოიოხრა გაბრიელმა.
-ვიპოვნე!-გახარებული გამოვარდა ანა.
-ოჰ რა მაგარია!!!-გადაიხარხარა დემემ.
-შენ მადლობა თქვი რომ იპოვა თორემ ჩვენ აღარ გავყვებოდით და მოგვიწევდა ორი საათი ამის პარკებით.-ბოროტად გაიცინა ანანომ.
-აბა კი ანა ეგრე არ გამიმეტებს!
-გეგონოს მე თუ მიმეტებდა შენ რატომ ვერ გაგიმეტებს ვითომ?-გაიცინა გაბრიელმაც,ამ დროს ანაც დამოვიდა და დემეტრეს გვერდით დაჯდა.-აი ნახეთ რა ამდენი წელია მისი ძმა ხარ ერთადერთი ბიჭი რომელსაც ეხუტება და მერე გამოჩნდება ვინმე დემეტრესნაირი და იმას მიუჯდება!
-ჩემი ეჭვიანიი!მოდი მე ჩაგეხუტები!-ანანო მიუცუცქდა.
-შენ თუ მიშველი რა!-უთხრა გაბრიელმა ღიმილით და შუბლზე აკოცა.
-მართლა ასე გიყვარს შოპინგი?-გადახედა ანას ბიჭმა.
-კი ყველა'ფერზე მეტად...ერთი სული მაქვს მე და შემ ერთად ვიშოპინგოთ!
-ოოო მე გამომრიცხე ვერ ვიტან საუიდლებზე სიარულს!ტანსაცმელსაც კი ჩემი თანაშემწე მყიდულობს!-ხელები აწია დემემ.
-ვინ არის ერთი ეს შენი ასისტენტი ასეთი სულ რომ ახსენებ?!-ეჭვისთვალით გახედა ანამ.
-მორჩა ეჭვიანობის შემოტევა დაეწყო!-ამოიბურტყუნა გაბრიელმა.
-იცოდე ანა ისევ თუ მაღადავებ ვერ გადამირჩები!-გაოცებული სახით შეხედა გოგოს.
-არა რა მეტყობა ხუმრობის გამაგებინეე!გამაცანი ეგ გოგო!
-თუ მოუნდება გაგაცნობ ჩაკეტილი გოგოა მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალი!
-მართლა დამაინტერესა ვინ არის ასე კარგად რომ ახასიათებ!-თქვა ანამ და მიეხუტა.
-გაგაცნობ მერე!!
-ბიჭო მოეშვით ახლა ერთმანეთს!!-შუაში ჩაუხტათ დემნა.
-მოგვცილდი თორე ჩაგინგრევ ნეკნებს!-კბილებს შორის გამოსცრა დემეტრემ და თავში წამოარტყა ძმას.
-გამოდი ბიჭო გამოდი...-ხელი ჩაავლო დათამ-არა რა მემგონი ეს წყვილების მტრადაა დაბადებული.-ჩაიბურტყუნა დადეშქელიანმა ისე რომ ვერავინ გაიგო.
....................
დილით როგორც ყოველთვის ალექსანდრეს ზარმა გამოაღვიძა.
-გისმენენ!-საცოდავად ამოიკნავლა.
-კიდევ გძინავს?
-ვერ მიხვდი?
-ხანდახან მგონია რომ ძილი ჩემზე მეტად გიყვარს!-ამოიბუზღუნა ალექსმა.
-ნუ იქცევი ავადმყოფი ეჭვიანი კაცივით!!
-გმადლობთ კომპლიმენტისთვის!
-არაფერს ხომ იცი როგორ მიყვარს შენი კომპლიმენტებით შემკობა!!-გადაიხარხარა.
-შენ ლექცია არ გაქვს ქალბატონო??
-კი რომელი საათია?
-თერთმეტის ნახევარი!
-რაა!-იკივლა ანანომ ალექსანდრემ დავარდნის ხმაც გაიგონა.
-ანანო კარგად ხარ?-ანერვიულებული ხმა ჰქონდა ბიჭს.
-კარგად ვარ უბრალოდ მეჩქარება თერთმეტზე მაქვს-აშკარად დარბოდა.
-ეზოში ვარ და გელოდები და თუ სწრაფად მოემზადები მეც მოვასწრებ შეხვედრაზე დაუგვიანებლად მისვლას!გესმიის?!
-მადლობა!-მიმწყდარი ხმა მოესმა.
...............
ოთახიდან რომ გამოვიდა მისაღებში ანა და დემეტრე დახვდნენ.წყვილი გაკვირვებული უყურებდა როგორ დარბოდა ანანო.
-რა გჭირს?-ვეღარ მოითმინა ანამ.
-დამაგვიანდება!-იყვირა და გავარდა.
-ალექსანდრე დროზე რა!!-ჩაჯდა უცებ აკოცა ლოყაზე და კონსპექტებში ჩაეფლო.
-ამიტომაც არ უნდა გყავდეს სტუდენტი შეყვარებული-ჩააიბუტბუტა თუმცა ანანოს არც გაუგია ისე იყო გართული.
............
-დღეისთვის ლექცია დასრულებულია თავისუფლები ხართ ...ანანო შენ დარჩი საქმე მაქვს.
-გისმენთ!
-ანანო კარგი შანსი გამოგიჩნდა მოკლედ კონკურსია უნდა ამერჩია მოსწავლე რომელიც ინგლისში წავა მოკლედ თუ გაიმარჯვებ ერთწლიან კონტრაქტს გაგიფორმებენ და ერთ-ერთ პოპულარულ გადაცემას ჩაგაბარებენ თუ მოეწონები უფრო გაზრდიან კონტრაქტის ვადას...მე არ გაჩქარებ შენ მოიფიქრე და გადაწყვიტე ვიცი არარის მარტივი ყველა'ფრის მიტოვება და სხვა ქვეყანაში ცხოვრება!
-მადლობა რომ დროს მაძლევთ შევეცდები მალე გაგაგებინოთ პასუხი!
-კარგი თავისუფალი ხარ!
-ნახვამდის!
-ალბათ წვეულებაზე შეგხვდები!
-სულ დამავიწყდა...-ტუჩზე იკბინა და უნებურად ამოუტივტივდა ალექსანდრეს სახე ამას რომ აკეთებს.-ნახვამდის წვეულებაზე შეგხვდებით!
....................
ყველა გოგონებთან იყვნენ გარდა დემნასა და გაბრიელისა.
-ანა ანანო არ მოვა??-კატალოგიდან თავი ამოყო ლიზამ.
-ახლა მომწერა მოვდივარო და ალბათ მალე მოვა!!
-აბაა მეგობრებო სიძეებო სიძეების ძმაკაცებო მიშველეთ!-გიჟივით შემოვარდა ანანო.
-ვინ ვცემოთ-სიცილით გახედეს ბიჭებმა მხოლოდ დათა და ალექსი არ იღიმოდნენ.
-არა არავინ არ უნდა სცემოთ უბრალოდ დღეს წვეულებაა წყვილებად უნდა მივიდეთ და რომელი გამიწევთ პარტნიორობას??-იცოდა პირდაპირ ალექსანდრეს თუ მიახტებოდა რაღაცას იეჭვებდნენ ამიტომ ჯერ სხვებს კითხა.თუმცა ყველა გაჩუმდა.-კარგით რაა!რეზიკო შენ ხო მარა აი ნახე მეორე სიძე ვერ გადარჩება!
-აუუ ანანიკო მაპატიე მარა არ გამოვა მაგრად ვერ ვიტან მასეთ სიტუაციებს რა!
-ამხელა ბიზნესმენი კაცი რას მატყუებ რომ მატყუებ!
-დემნას უთხარი-დამცინავად გახედა ალექსანდრემ.
-დემნას კი არა ალექსანდრე დევდარიანო იქიდან გამომდინარე რომ ესენი ყველა დაკავებულები არიან ხოლო გაბრიელს შეხვედრა აქვს ამ წუთას შენი ხმის ამოღებით დღეს სმოკინგი გაიჩალიჩე!-ხმა ამოიღო დათამ და ანანოსა და ალექსანდრეს გულისხმიერი სახეებიც დაიმსახურა რომლებიც თითქოს მადლობას უხდიდნენ!
-აუ ხო რა ალექსანდრე მიდი ერთი დღე გაუძლებთ ერთმანეთს.-აციმციმებული თვალებით გახედა ანამ.
-კარგი რძალო მხოლოდ შენი ხათრით!-გაუღიმა ალექსმა.
-შვიდზე იქ უნდა ვიყოთ!-თქვა ანანომ და ოთახი ისე დატოვა ალექსანდრესკენ არც გაუხედავს ამას ბიჭის ღიმილი მოყვა.
-ხომ ხვდები რომ მისი შემორიგება გაგიჭირდება?-უჩურჩულა დათამ.
-არ ინერვიულო!აბაა წავალ ახლა მოვემზადები თორე ხო იცით ცუდად თუ ვიქნები ჩამქოლავს.
-მართალია!!
........................

ზუსტად დროზე ადგილზე იყვნენ და ყველას ყურადღებას იქცევდნენ.
-ამათ მგონი უნდათ თვალები დავთხარო!-ღიმილიანი სახით გადახედა ალექსმა ანანოს.
-სკანდალების გარეშე რა!
-არა მე კი არ მინდა რომ ვცემო თვითონ მთხოვენ ანანო!-მიამიტურად გახედა გოგოს.
-მიდი შენ იჩხუბე და მერე მეც მომთხოვენ დაშორდიო!ჯერ იმასაც არ გაუვლია შაკო რო დალეწილია სახლში!
-ეგ ღირსი იყო და ნუ მიპროტესტებ!-თითი გამაფრთხილებლად აწია ალექსმა.
-კაი ხო...გავალ მე შენ დალიე რამე!
-სად მიდიხარ...მეზარება ამდენ სტუდენტში მარტო ყოფნა!
-მოვალ ორ წუთში დამელოდე!
-კარგი ხო!-ამოიბუზღუნა და ბარმენს ვისკი სთხოვა.
-საინტერესო ბიჭი ხარ!უცნაურია ანანოსთან რა გესაქმება!-გვერდიდან გოგოს ხმა გაიგო.



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

მომენატრნენ ეს გადარეული წყვილები :) არ დააგვიანო რა გთხოვ

 


№2  offline წევრი dara

სტუმარი gvantsa
მომენატრნენ ეს გადარეული წყვილები :) არ დააგვიანო რა გთხოვ

ბოდიში რომ დავიგვიანე და ვიცი რომ ეს არ იყო მაინცდამაინც საინტერესო თავი ისეთი არაფერი მომხდარა მაგრამ პირობას გაძლევთ რომ მომდევნო თავიდან უკვე ბევრად საინტერესო გახდება ყველა'ფერი kissing_heart

 


№3 სტუმარი liko

ოღონდაც ისე ნუ იზამ რომ ახლა მაგ გოგომ თავისი მიიღოს და ამით გაბრაზბული ანანო ინგლისში გაიცს და წლობით დაიკარფონ არც საინტრესო იქნება და ბევრ სხვას დაემსგავსება

 


№4 სტუმარი სტუმარი alex

როგორც იქნა გამოჩნდი საოცარო!გემუდარები რა ეს ბ*** თიკა მომაშორე რა!!!

 


№5  offline წევრი dara

სტუმარი alex
როგორც იქნა გამოჩნდი საოცარო!გემუდარები რა ეს ბ*** თიკა მომაშორე რა!!!

cudi personajebic chemi arian alex sul ertia rogor vuwodeb me vfiqrob uketesi iqneba tu tavs sheikaveb komentarebshi aseti ramis dawerisgan sxvebic xom kitxuloben ara?!mainc ugrmesi madloba rchevisa da damokideblebis gamoxatvistvis

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent