სამიზნე || (თავი 12) დასასრული
-ჯანდაბა, მგონი მიწიდან იზრდებიან, რაც უფრო მეტი აკლდებათ, მით მეტი ემატებათ_ქოშინით მიუჯდა გაოფლილ ნანოს ყიფშიძე. -და ჩვენ სხვათაშორის ტყვიები გვითავდება_ჯიბეს ჩახედა დაჩიმ და დაცვარული შუბლი მოიწმინდა. -გეგმა? -ნანო, შეგახსენებ გეგმების მეფე შენი ქმარია, რომელიც აქ არ არის, ამიტომ, ჩვენი ერთადერთი გეგმა ამჯერად არ მოვკვდეთ ისაა._ბოლო მჭიდით გადატენა გაბრიელმა იარაღი. -ხო, მაშინ პრობლემა გვაქვს_ეზოში გადაიხედა ქალმა და მოახლოებულ, პირამდე შეიარაღებულ ბიჭებზე დაიგმინა -ნეტა არ მოსულიყავით. -რაღაც სასოწარკვეთის ხმები მესმის, რა ხდება?_ყიფიანის მუდამ მხიარული ხმა გაისმა გადამცემში. -აი ახლა ისე გამიხარდა შენი ხმის გაგონება, როგორც არასდროს ცხოვრებაში._ლამის ტაში შემოკრა გიორგიმ. -ნუთუ მოგენატრე?_სიცილს ვერ წყვეტდა დავითი და ხეზე შემომჯდარი ცდილობდა რიგრიგობით ჩამოეშორებინა მეგობრებისთვის მტერი. -ახლა რაც გინდა ის მითხარი, ხმის ამომღები არ ვარ_ ნანოს მიახლოებული კაცი მოიშორა ყიფშიძემ და ღიმილი სახეზე მიეყინა. -ეს ხუმრობს ხო? ეზოში ანდრია გამოჩნდა, ამაყად წელში გამართული მოდიოდა და იცოდა ტყვია მას არ შეეხებოდა. ცალი ხელით ჩაბღუჯულ ღავთაძეს მოათრევდა, მერეთი კი იარაღს პირდაპირ შუბლში უმიზნებდა. ერთი მიმიკაც კი არ იკითებოდა მის სახეზე ისე ქონდა გაქვავებული. -უბრძანე გაჩერდნენ_უფრო ახლოდან დაანახა მძევალს იარაღის ლულა. -არ გგონია, რომ ზედმეტად ფილმის სცენარს გავს?_უხეშად გაეცინა ყოფილ მოადგილეს. -არამგონია მაგისთვის გეცალოს, უბრალოდ უთხარი აღარ ისროლონ და აქვე დაგტოვებ. -დავიჯერე როგორ არა_ხელი აუქნია კაცმა. -შენ რა სიკვდილი გინდა?_უფრო გაცივებული სახით ჩააკვირდა ანდრია თვალებში. -სიკვდილი არავის უნდა, მოიცა ამ დროს ფილმებში როგორ ხდება ხოლმე? ჩემი პერსონაჟი უბრძანებს გაჩერდითო თავის დაქირავებულებს, ერთი ყველაზე მაგარი ტიპი კი ტყვეებს ათავისუფლებს არა? ეს მაგარი ტიპი კი სავარაუდოდ შენ იქნები_ირონიულად ჩაეცინა ღავთაძეს. -უბრალოდ უბრძანე გაჩერდნენ. -იცი რა? მოდი ცუდ პერსონაჟთან ერთად რეჟისორიც მე ვიქნები და ცოტა სცენარს შევცვლი_თვალი ჩაუკრა გაოცებულ ანდრიას და დაცვას გახედა: -არც კი გაბედოთ გაჩერება, ეცადეთ რაც შეიძლება მეტი გააგზავნოთ ჯოჯოხეთში_და თავზე დამიზნებულ იარაღზე დაუფიქრებლად გამოაკვრევინა თითი ანდრიას. რამდენიმე წამში ნახევრად თავ წაცლილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სისხლისგან იცლებოდა საკუთარ ეზოში. -აი ამას არ ველოდი_ყიფიანის ჩახრინწული ხმა გაისმა გადამცემში და სულ ცოტათი გამოაფხიზლა მეგობრები. -მოიცა, ამან რა ქნა ახლა?_სათითაოდ უყურებდა გაბრიელი ყველას. -იცოდა ანდრია ჩააჯენდა, ციხეში კი ორი დღეც არ გააჩერებდნენ, ზედმეტად ბევრი ინფორმაცია ქონდა_მორიგი მჭიდი მოიმარჯვა ნანომ. -ახლა მხოლოდ ის მადარდებს ანდრია ეზოში სრულიად დაუცველი რომაა_ფანჯარაში გახედვა სცადა ქალმა. -გენერალო, გამოიქეცი_მთელი ტანით წამოიწია სამალავიდან ყიფშიძე და ანდრიას თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა კაცს გამოქცევა რომ შეძლებოდა. -გიორგი მარჯვნივ_დაყვირება ვერ დაასრულა ყიფიანმა ყიფშიძის გამხდარი სხეული რომ შეტორტმანდა და სროლა შეწყვიტა. -ამის დედაც.........._ღრიალით ჩამოხტა ყიფიანი ხიდან და რამდენჯერმა ერთიანად გადაატარა მოწინააღმდეგეს ავტომატი. -ღმერთო გიორგიი_ძლივს მოასწრო ხელის შეშველება ნანომ და ბიჭების დახმარებით მამაკაცის სხეული იატაკზე დაასვენეს. -არ გაბედო ჩემს გამო სიკვდილი_კბილებში გამოსცრა ანდრიამ და გაბრიელს ხელი კრა მტრისთვის რომ ისე ცეცხლი გაეხსნა. -შენთვის არ ვკვდები, გენერლისთვის ვკვდები, სამშობლოსთვის და იმ ნაძირლების დაჭერისთვის, ვისაც აწი დააპატიმრებ. იმ ხალხისთვის ვკვდები, ვისაც აწი გადაარჩენ და იმდენჯერ გავცოცხლდები რამდენ ტერორისტსაც მომაყოლებ უკან, ამიტომ არ გაბედო თავის დადანაშაულება, ამაყი ვკდები, რადგან ვიცი შენი ცხოვრების გაგრძელებას რაც მოყვება. -გიორგი_აღრიალებამდე მისული ნანოს ცრემლები ნაკადულივით ედინებოდა ჯარისკაც გიორგი ყიფშიძის სხეულს, თუმცა ის ვეღარაფერს გრძნობდა, მისი სხეული სამუდამოდ გაყინულიყო. 2 წლის შემდეგ: -ვერც გუშინ გამოიძინე?_თავზე აკოცა გენერალმა სამზარეულოში მჯდომ ყავის ჭიქიან ცოლს. -გამასულელებს, უკვე ერთ წელს გადაცდა, რით ვეღარ ამოუვიდა ეს კბილები_ყავის სურნელი შეისუნთქა ქალმა. -საავადმყოფოში როდის ბრუნდები? -ორ კვირაში, შენ როდის გაქვს შემდეგი დავალება? -ჯერ არ ვიცი ნანო, ვნახოთ გენერალი როდის დამირეკავს, ხომ იცი ჩემი რაზმის დახმარება ხშირად არ სჭირდებათ. -ვიცი და მიხარია, რომ გაბრიელიც აიყვანე, ყავა დაგისხა? -ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა, შესანიშნავი ჯარისკაცი დადგება. დამისხი ხო, არც მე მეძინა დიდად. ხომ იცი თვითმფრინავში ვერ ვიძინებ. -არ გენატრება გენერლობა?_ყავის ჭიქა დაუდგა ნანომ ქმარს. -გაგიჟდი? იმ ფურცლების გროვასთან ჯდომას რა მომანატრებს ძლივს დავალებებზე დამაბრუნეს და ნება მომცეს ძველი რაზმი შემეკრიბა. -ხალხო, სად ხაართ?_ღრიალით შემოვარდა ყიფიანი. -ჯანდაბა, გაჩუმდი ბავშვს გამიღ......_შემოსასვლელში გარბენა ვერ მოასწრო ნანომ, გაისმა კიდევაც ოთახიდან ტირილის ხმა. -ვერ გიტან_მოჟამული სახით აარიდა თვალი დავითს და ოთახისკენ წავიდა. -უძინარია?_სიცილით ჩაენარცხა ყიფიანი დივანში. -ხო, ამჯერად კბილები ამოსდის. რა გაყვირებდა შენ კიდევ?_ყავის სმა განაგრძო ანდრიამ. -მეთაურო, ისეთი ამბავი მააქვს, როგორც იქნა ნენე ცოლობაზე დავითანხმე_ტაში შემოკრა სნაიპერმა. -აი მაშინ გეპატიება ბავშვის გაღვიძება, ნანო გესმის რაში ყოფილა საქმე? -მესმის, მაგრამ მაინც არ ვპატიობ, ბედი მისი მაინც წასასვლელები რომ ვართ._ოთახიდან გამოსძახა ქალმა. -მართალია, უკვე გვაგვიანდება, დაუჩქარე_საათს დახედა ანდრიამ. -კაცები_თავის ქნევით შეიყვანა ნანომ ბავშვი დასაბანად და კარი ხმაურით მოიჯახუნა. -უჟმურიც მიყვარხარ_სიცილით მიაძახა ანდრიამ და გაიგონა კიდევაც საპასუხოდ ცოლის ღიმილით ნათქვამი -მეც ძვირფასო. ყველამ ერთად შეაღეს რამდენიმე საათში სამხედრო სასაფლაოს ჭიშკარი, უამრავი დაღუპული ჯარისკაცი გადაეშალათ წინ, ისე ჩამწკრივებულიყვნენ, თითქოს აქაც სწორდით, სმენა ესმოდათ და რიგის დარღვევას სიკვდილი ერჩიათ. ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდნენ დამძიმებული სახეებით ორი ძმის საფლავს, გიორგი კი, რომელიც უკვე წელს გადაცილებულიყო და ფეხი ახლახანს აედგა, დიდის ამბით გაუშვა მეთაურ მამიკოს ხელი და ძლივსძლიობით მოახერხა პატარა ყვავილების თაიგული სეხნიის საფლავზე დაედო. არავის მოუწმენდია ცრემლი ჩუმად, ამაყი სახეები გაუსწორეს ზეცას და არც კი ეცადეს მოწოლილი ტკივილი დაემალათ. აქაც კი გვერდს უმშვენებდნენ ერთმანეთს, ერთ დროს ძმურად მებრძოლი ჯარისკაცები: გიორგი ყიფშიძე და ვაჩე მამალაძე. ----------------------------- ვიცი, ასე უცებ დასასრულს არ ელოდით, მაგრამ რატომღაც მეტი უკვე გაწელვა გამომივიდოდა. იმედია მოგეწონებათ და მადლობა თქვენ გვერდით ყოფნისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.