შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა აბნეული (4 თავი)


6-04-2019, 15:02
ნანახია 903

რთულია უყურო როგორ გეცლება სიყვარული ხელიდან,როგორ მიდის შენგან და სხვის მკლავებში ეშვება.ამბობენ როცა გიყვარს ყველაფერი ფერადია და ცხოვრება გიხარიაო,მაგრამ ალბათ ეს ორმხრივ სიყვარულზეა ნათქვამი.მიყვარს,ისევ მიყვარს,თავდავიწყებამდე,მისი სახელის გაფირებისას ან მისი სახის წარმოდგენისას ძარღვებში სისხლი მეყინება,გული ისე სწრაფად იწყებს ფეთქვას ხანდახან მგონია რომ სადაცაა ამოვარდება ან გასკდება.გონება დაბინდული მაქ ვერაფერზე ვერ ვფიქრობ,არ შემიძლია,დავიღალე,მინდა წავშალო,ჩემი გონებიდან და საერთვეროდ ჩემი ცხოვრებიდან მაგრამ არ გამომდის.ვერ ვივიწყებ მის თაფლისფერ თვალებს,ვერ ვივიწყებ მის საოცრად ლამაზ და ნაზ ტუჩებს,მის ხშირ და ნაზ თმას.ძნელია მისი სხვის გვერდით წარმოდგენა, ამის გაფიქრებაც კი იმხელა ტკივილს მაყენებს რომ მგონია მოვკვდები.ჩემი გული მეტს ვეღარ გაუძლებს.
მახსენდება ის დღე ერთად რომ ვისვენებდით,მასთანერთად გატარებული დრო რომელიც ბედნიერებით და სიხარულით იყო სავსე.მახსენდება დილა როდესაც პირველად გავიღვიძე მის გვერდით,როგორ ვუყურებდი და ვაკვირდებოდი მის თითოეულ წერტილს სხეულზე,მის სახეს რომელსაც მშვიდად ეძინა და გადაშვებული იყო სიზმრების უსაზღვრო ქალაქში,ვეხებოდი და ვეფერებოდი,მინდოდა არასდროს დამთავრებულიყო ის დღეები,მინდოდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო.ბედნიერი ვიყავი,უსაზღვროდ ბედნიერი.
ვკვდები მის გარეშე ვგრძნობ როგორ ვიშლები შინაგანად,ვგრძნობ როგორ ვირყევი და ნელ-ნელა ვეცემი,მგონია რომ ზამთრის სუსხიან დღეს ტყეში ფეხშისველი დავდივარ.მკვდარი ვარ,შინაგანად მოვკვდი.მისი წასვლის დღიდან ნელ-ნელა ვიშლებოდი და ახლა ვგრძნობ რომ ის სამყარო რომელიც ჩემში არსბობდა დაინგრა.
ადამიანები ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რამდენად ბედნიერები ვართ ან თუნდაც რამდენად ძლიერ გვიყვარს,ამას მხოლოდ მათი დაკარგვის მერე ვხვდებით.მაშინ ვაცნობიერებთ თუ რამდენად მნიშნელოვანი იყო მასთან გატარებული თითოეული წამი.
ამ ფიქრებში გართული მივდივარ,მივაბიჯებ,ჩემი საიდუმლო ადგილისკენ.იმედი მაქვს რომ ჯეიმსი იქ დამხვდება,არ ვიცი რატომ მაგრამ ამის დიდი იმედი მაქ,ან რატომ მიდი მისი ლამაზი სახის დანახვა არ ვიცი.
მივედი და რათქმაუნდა ის იქ ზის,თავისი მომხიბლავი გამოხედვით გამომხედა და მომაჯადოვებლად გამიღიმა,თითქოს გულში სითბო ჩამეღვარა,ვიგრძენი,რაღაც ვიგრძენი მაგრამ არ ვიცი ეს ზუსტად რა იყო.
-გამარჯობა მარია.
-რატომგაც ვიცოდი რომ აქ იქნებოდი-ვიცრუე.
-ხოდა მეც აქ ვარ,აბა დღეისთვის რა გეგმები გვაქ?
-გვაქ?
-ხოო რის გაკეთებას ვაპირებთ?
-მე და შენ? გამორიცხულია!
-რატომ?
-იმიტომ!
-კარგი რაა! ერთხელ მაინც იყავი ჩემს მიმართ კეთილ განწყობილი.
-ვეცდები!
-კარგი იდეა მაქ-უეცრად სკამიდან ისე სწრაფად დგება რომ შეშინებული ვიყურები.
-ქალაქ გარეთ გავიდეთ.
-არამგონია ეგ კარგი იდეა იყოს.
-რატომ?
-გვიანია!
-კარგი მაშინ ისეთ ადგილას წაგიყვან საიდანაც მთელი ქალაქი ხელის გულივით ჩანს.
-თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი არამგონია გამაკვირვო!
-მენდე ეს ნანახი არ გექნება.
-კარგი წავედით.
მანქანაში ჩავსხედით.ამ სუნს, მისი სუნამოს სუნს,ჭკუიდან გადაყავარ.მივდივართ მაგრამ გზას საერთოდ არ ვუყურებ.ჯეიმსს ვაკვირდები,მის თამამად ჯდომას,ცალი ხელით მანქანას ატარებს ხოლო მეორეს ნიკაპით ეყრდნობა.ვაკვირდები მის პატარა აპრეხილ ცხვირს რომელიც ღრმად ისუმთქანს მანქანაში არსებული ჰაერის არომატიზატორის სუნს.თავი ისე უჭირავს თითქოს არაფერი არ ადარდებს მაგრამ მის თვალებში სხვა რაღაცას ვხედავ.ღვთისგან ბოძებული ნიჭი მაქ,შემძლია ადაიანის თვალებში ამოვიკითხო რას გრძნობს.მის თვალებში კი სევდას და დარდს ვხედავ.ის რაღაცაზე დარდობს,ან ვიღაცაზე.მისი თაფლისფერი თვალები,უსასრულოდ ღრმაა.
-რაზე დარდობ?
-მეე? არაფერზე! საიდან მოიტანე?
-შენი თვალები!
-ჩემს თვალებს რა ჭირს?
-სევდიანია.რაღაცაზე ან ვიღაცაზე დარდობ.
-არა უბრალოდ დაღლილი ვარ!
-დაღლილ თვალებს კარგად ვამჩნევ.
-ისეთი არაფერია.
-მომიყევი იქნებ მოგეშვას.
-ჩემი პრობლემები ჩემი მოსაგვარებელია და არ მინდა ვინმე სხვა გავრიო.
-ნუ ღელავ! მომიყევი.
მან დაიწყო მოყოლა,მიყვება მის პრობლემებზე ოჯახში,მეგობრებთან და ახლობლებთან,ვზივარ და ვუსმენ მისი გულიდან ამოსული ემოციით სავსე საუბარს.ვუყურებ და ვფიქრობ როგორ შეუძლია ამდენი პრობლემის მქონდე ადამიანს ასე კარგად მოირგოს უდარდელობის და სილაღის ნიღაბი.ყოველთვის ვცდილობდი არაფერი შემტყობოდა მაშინ როდესაც ცუდად ვიყავი ან პრობლემებს თავს ვერ ვაღწევდი მაგრამ არასდროს არ გამოდიოდა.ისეთი ემოციებით ყვებოდა ამ ყველაფერს რომ მინდოდა მეტირა,მინდოდა მეთანაგრძნო ან გამემხნევებინა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი ვიჯექი ჩუმად და ვუყურებდი.
-კარგად ხარ?-მკითხა მოულოდნელად
-კი რატომ მეკითხები?
-რატომ რიტი!
-მეე? არა უბრალოდ ალერგია მაქ.-არ ვიცოდი როდის წამომივიდა ცრემლები.მაისურის სახელოთი სწრაფად მოვიწმინდე.-აბაა მალე მივალთ?
-თითქმის მივედით.
ნელ-ნელა მანქანამ აღმართზე დაიწყო ასვლა.გზა ისეთი იყო გეგონეოდა უზარმაზარ გაყინულ გველზე ავდიოდით.ვხედავდი თანდათან როგორ ვშორდებოდით მიწას და ზემოთ მივიწევდით,ქალაქმა დაპატარავება დაიწყო.აქ არასდროს არ ვყოფილვარ ალბათ იმიტომ რომ აქ არცერთი ტრანსპორტი არ დადის,გზაზე არც სახლები შემხვედრია და არც აქ მცხოვრები ხალხის რაიმე ნიშან წყალი.
დამთავრდა დაკლაკნილი გზა და პატარა აღმართზე ასვლის შემდეგ მანქანა გაააჩერა.
-მოვედით.
მანქანიდან გადავედი,გარემოდ თვალი მოვავლე,ალაგალაგ რამოდენიმე ლამპიონი იყო რომელიც გზას ანათებდა.ჯეიმსი ახლოს მოვიდა ხელი ჩამკიდა და იქით წამოყვანა საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა.მთელი ქალაქი მართლაც ხელის გულივით ჩანდა.მაქანები კი პატარა ჭიანჭველებს გავდნენ რომლებიც საქმიანად აქეთიქით მოძრაობდნენ.ვიდექით ხელჩაკიდებულები და გადავყურებდით ამ უალმაზეს ხედს რომლის ცქერაც არასდროს არ მომბეზრდებოდა.ვიდექი და ვხვდებოდი როგორ ათბობდა ჯეიმსის ხელი ჩემს გაყინულ სულს.სითბოს ვგრძნობდი,მისი თითებიდან ჩემზე გადმოსულ სითბოს.
-მოგწონს?
-ამას კითხვა უნდა? ჩემს სახეს შეხედე და ყველაფერს მიხვდები.
-აქამდე ოდესმე აქ ყოფილხარ?
-არა არასდროს.
-მიხარი თუ მე ვარ ის პირველი ადამიანი რომელმაც ეს სილამაზ ეგანახა.
-აქ ხშირად მოდიხარ?
-მხოლოდ მაშინ როდესაც თავს მარტო ვგძნობ.
-და ეს რამდენად ხშირად ხდება?
-ყოველდღე!
-და აქ სულ მარტო ხარ ხოლმე?
-კი სრულიად მარტო!
ვიდექით და ერთმანეთს ვუყურებდით,მთელი სხეული მიკანკალებდა, არ ვიცი ეს სიცივის ბრალი უფრო იყო თუ ნერვიულობის მაგრამ ვგრძნობდი რომ ჩემი კანკალი ჯეიმსსაც გადაედო.უთქმელად და უსიტვოდ ვუყურებდით ერთმანეთს, სახეს მანქანის ფარების შუქი გვინათებდა.ვხედავდი მის თვალებში სევდა როგორ უჩინარდებოდა და ღრმა უფსკრულში იკარგებოდა.
მომწონდა მისი ყურება,მომწონდა როგორ ურხევდა ნიავი სახეზე ჩამოყრილ თმას,უნებლიედ ხელი გავწიე და სახიდან ნაზი მოძრაობით თმა გადავუწიე,მანკი ხელი მომკიდა ლოყაზე მიიდო ერთხანს თვალებ დახუჭული იდგა შემდეგ კი ნაზად აკოცა.ტანში ჟრუანტელმა დამიარა.ვგრძნობდი მისი თითებიდან გადმოსულ სითბოს,ვგრძნობდი როგორ ივსებოდა ჩემი სული სიყვარულით,დაახლოებით ათი წუთი ასე ვიდექით მერე თავისკენ მიმიზიდა და ძლიერად ჩამეხუტა,არაამქვეყნიური გრძნობა დამეუფლა,სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი საოცარი შეგრძნება მქონდა.ვიდექით ესე ერთმანეთზე მთელი ძალით ჩახუტებულები,მისი გულისცემა ისეთი ძლიერი იყო სიჩუმეს მხოლოდ ის არღვევდა.არ მინდოდა ეს ღამე დასრულებულიყო,ის ჩემი გმირი გახდა გაყინული სული გამითბო და გატეხილი გული გამიმთელა.
მანქანასთან ხელჩაკიდებულები მივედით,კანკალი სადღაც გაქრა და მხოლოდ სითბოს ვგრძნობდი,უსაზღვრო სითბოს.არ მინდოდა ეს მომენტი დამთავრებულიყო მაგრამ უეცრად ტელეფონმა დარეკა.
-მარია სად ხარ?-მესმის დედას განწირული ხმა.
-მე და ჯეიმსი მის საიდუმლო ადგილას ვართ.
-მალე მოდი!
-უკვე გზაში ვარ!
მანქანაში ჩავსხედით საკმაოდ გრილოდა,ხელები გაყინული მქონდა და ერთიანად კანკალმა ამიტანა.მან ჩემი ხელი აიღო და ნაზად აკოცა.ტანში ჟრუანტელმა დამიარა,საოცარი სითბო ვიგრძენი ადამიანისგან რომელსაც ასე ცუდად ვექცეოდი.ერთ ღამეში ყველაფერი შეიცვალა,ჩემი ხასიათი და ჯეიმსთან დამოკიდებულება. მან ჩემი გაყინული გული გამითბო და სული სხეულში დამიბრუნა.ვუყურებდი როგორ ეჭირა ჩემი ხელი ტუჩებთან და დროდადრო თბილად და ნაზად კოცნიდა ხოლო ყოველ მის ამ საქციელზე ჩემს მუცელში პეპლების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებდა.



№1  offline მოდერი guroo

ძლივს მოიშორა უაზრო აგრესია...
უკვეე საყვარლობა გახდა შენი ნაწარმოები❤️❤️

 


guroo
ძლივს მოიშორა უაზრო აგრესია...
უკვეე საყვარლობა გახდა შენი ნაწარმოები❤️❤️

აქამდე არ იყო? :დ

 


№3  offline მოდერი guroo

მარიამ ჟღენტი
guroo
ძლივს მოიშორა უაზრო აგრესია...
უკვეე საყვარლობა გახდა შენი ნაწარმოები❤️❤️

აქამდე არ იყო? :დ


აქამდეც იყო ცოტათი :დდ

 


guroo
მარიამ ჟღენტი
guroo
ძლივს მოიშორა უაზრო აგრესია...
უკვეე საყვარლობა გახდა შენი ნაწარმოები❤️❤️

აქამდე არ იყო? :დ


აქამდეც იყო ცოტათი :დდ

:დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent