შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო /თავი 11/


6-04-2019, 22:47
ავტორი black qveen18
ნანახია 1 038

-სკოლის მერე მე და კრისი პარკში მივდივართ,ასე,რომ ნუ დაგველოდებით.-უთხრა სარამ ლუს,როდესაც მანქანიდან ჩამოვედით.
მიკის ეს ამბავი არ ესიამოვნა.მემგონი მიხვდა,რომ ვტყუოდით.იმედები გაუცრუვდა, როდესაც მიხვდა სარა ჩემს მხარეს იყო.
-ჩვენც წამოვალთ,თანაც დიდი ხანია პარკში არ ვყოფილვართ.-მანქანიდან გადმოვიდა და კარები ჩაკეტა.
-პირად თემებზე უნდა ვისაუბროთ და საერთოდ არ მაქვს სურვილი ჩვენი საუბარი სხვამაც მოისმინოს.თუ ნიკის შესახებ ღელავ,მემგონი ჩემი პოზიცია იცი და ხვდები,რომ მათ შეხვდრის უფლებას არ მივცემ.
უცბად სანიმ ხელი მომკიდა და გვერდით „გამათრია“.
-გამიშვი,რას აკეთებ!-ხელის განთავისუფლებას ვცდილობდი,მაგრამ უშედეგოდ.
-ორი წუთით ვილაპარაკებთ და მალე დავბრუნდებით.თქვენ თუ გინდათ სკოლაში შედით.
სარა ჩემკენ წამოვიდა,თუმცა მიკიმ დაიჭირა.რატომღაც მეწყინა არც მიკი და არც ლუ,რომ არ წამოვიდა ჩემს საშველად,რადგან სანიმ საკმაოდ უხეშად მომკიდა ხელი.
სკოლის ერთ ოთახში შემიყვანა,რომელსაც არავინ იყენებდა და შესვლისთანავე კარები დაკეტა.
-რას აკეთებ,გამიშვი აქედან!
კარებისკენ გავიქეცი,თუმცა ჩემი დაჭერა შეძლო.სასწრაფოდ მოვიშორე მისი ხელები.
-უკვე ყელში ამომივიდა შენი ბავშვური ქცევები,მიყვარხარ და დროა ეს შეიგნო!
-მე კი არ მიყვარხარ!
-შენ გგონია ვერ მივხვდი,რომ დღეს ნიკს უნდა შეხვდე?
-მერე შენ რა გაწუხებს.
-ის შენ არ გიმსახურებს,უბრალოდ გიყენებს მიკიზე შურის საძიებლად.მე კი მიყვარხარ!
-ნუ იმეორებ მაგ სიტყვას უაზროდ.შენს გრძნობებს პატივს ვცემ,მაგრამ მე ნიკი მიყვარს.ვიცი მასსა და მიკის შორის რაც მოხდა და დამიჯერე ის არავის იყენებს.
-როდესაც ის შენი ძალების შესახებ გაიგებს მიგატოვებს,მე კი მუდამ შენს გვერდით ვიქნები, რადგან ერთნაირები ვართ.
მისმა ამ სიტყვებმა დამაბნია.ნუთუ მან ჩემი ძალების შესახებ იცოდა,მაგრამ საიდან უნდა გაეგო?თუ ჩემზე იცოდა ნიკზეც ხომ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია?!ან რა იგულისხმა როდესაც თქვა ერთნაირები ვართო.
-მემგონი გაგიჟდი,რა ძალები?
-ტელეპორტაცია შეგიძლია,ხომ ასეა.
ვხვდებოდი,რომ მის მოტყუებას აზრი არ ჰქონდა.ისიც ვიფიქრე,რომ იქიდან გავმქრალიყავი, თუმცა თუ ისიც ჩემნაირი იყო,ჩემი პოვნა არ გაუჭირდებოდა.ამიტომ გადავწყვიტე ყველაფერი გამეგო და იქიდან ისე წამოვსულიყავი.
-საიდან გაიგე?
-დაახლოებით ერთი წლის წინ დაგინახე,როდესაც სახლის ერთი ოთახიდან მეორეში გაჩნდი.
-ანუ მითვალთვალებდი?
-წარსულში ნუ ლაპარაკობ.
-მანიაკი ხარ?რატომ მითვალთვალებ!
-მემგონი ხვდები რატომაც.
-თუ მართლაც ჩემნაირი ხარ,მაშინ რა შეგიძლია?-მისი შემოწმება გადავწყვიტე.
-ნივთების გონებით გადაადგილება.
-აბა დაამტკიცე.
წინადადება დამთავრებული არც მქონდა,როდესაც ჩემს გვერდით სკამი გაჩნდა.ახლა კი მივხვდი,თუ როგორ შემოვიდა ჩემს ოთახში.
-შეგიძლია დაჯდე,ალბათ დაიღლებოდი!-ეშმაკურად ჩაიცინა.
-არა,მადლობა.სჯობს შენ დაჯდე და იმაზე იფიქრო როგორ გადამიყვარო!-მაშინვე გავქრი იქიდან.
როდესაც კლასში შევედი,სარა იქ დამხვდა.საშინლად მინდოდა მისთვის სანის შესახებ მეთქვა,მაგრამ მაშინ ჩემზეც მომიწევდა მოყოლა.
-სასწრაფოდ ნიკს უნდა შევხვდე და თუ მიკი ან ლუი მიკითხავს რამე მოიფიქრე.
-რა მოხდა,სანიმ რამე დაგიშავა?ნიკს ხომ სკოლის მერე უნდა შეხვდრილიყავი.
-გეგმები შემეცვალა.ჩანთას შენ გიტოვებ,მალე მოვალ.
-როდესაც დაბრუნდები ყველაფრის მოყოლა მოგიწევს.
-კარგი.
გასასვლელისკენ წავედი და ნიკს დავურეკე.
-პარკში მოსვლა შეგიძლია?უნდა ვილაპარაკოთ.
-რამე მოხდა?ცუდი ხმა გაქვს.
-ყველაფერს პარკში მოგიყვები.
-ისედაც პარკში ვარ და გელოდები.ჩვენს სკამთან მოდი.
თავიდან ვერ მივხვდი ჩვენს სკამში რა იგულისხმა,თუმცა შემდეგ გამასენდა.ეს ის სკამი იყო პირველად,რომ შევხვდით ერთმანეთს.მაშინვე იქ გავჩნდი.ფეხზე იდგა და ჰორიზონტს უყურებდა.როდესაც დავინახე,ინსტიქტურად ჩავეხუტე.
-არ ვიცოდი ასე ძალიან თუ მოგენატრე.-ისიც ჩამეხუტა.
-სანიმ ჩემზე ყველაფერი იცის და ისიც ჩვენნაირია.
ეს სიტყვები მისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა,რომ ხელი გამიშვა და თვალებში ჩამხედა.
-იმ სირზე ამბობ რომ მოსწონხარ?
-კი.
-რაო რა შემიძლიაო.-სახეზე უკმაყოფილება შეეტყო.
-ნივთების გადაადგილება შეუძლია გონებით.
-და მაგით რისი დამტკიცება უნდა,მარტო მაგას კი არ აქვს ზებუნებრივი ძალები.-მემგონი ეჭვიანობდა.
-სხვათაშორის არ იცის შენი ძალების შესახებ.ასე მითხრა შენზე სიმართლეს,რომ გაიგებს დაგშორდება,მე კი ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარო.
-ეგ აღარ მალავს,რომ მოწონხარ?
-რაც გაიგო,რომ შენთან ურთიერთობა მაქვს აღარ.
-გინდა დაველაპარაკო?
-შეიძლება უცბად თავში რაღაც დაგარტყას,მისი ძალები სათამაშო არაა.არ მინდა რამე დაგიშავდეს.
ხელები წელზე მომკიდა და მისკენ მიმიზიდა.
-მე არაფერი მომივა და ჩემი გოგოს მისაკუთრების უფლებას არავის მივცემ.
-სარამ გაიგო ჩვენს შესახებ.
-ის დაბალი გოგოა თამაშზე შენთან ერთად,რომ იყო?
-კი და სხვათაშორის ახლა მისი დახმარებით ვარ აქ.
-როცა ნახავ ჩემგან დიდი მადლობა გადაეცი.
-მაშინ წავალ,თან შეიძლება მეძებენ კიდეც.
-ნწუ,არსად არ გაგიშვებ.აქ,რომ მოვდიოდი ატრაქციონები ვნახე და იქ წავიდეთ.
იმდენად დაღლილი ვიყავი ამ ყველაფრით,რომ მართლა მჭირდებოდა ცოტა დასვენება.
-ოღონდ მალე უნდა დავბრუნდე.
-მანქანით წავიდეთ თუ?
-თუ.
ხელი მოვკიდე და ორ წამში ატრაქციონებთან ვიყავით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent