შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა ჭიდილი /სრულად/


7-04-2019, 00:44
ავტორი Someone wandering
ნანახია 9 423

სუსხიანი საღამოა,სიცივე ძვალ-რბილში ატანს,გაშიშვლებული ხეები გასამართლებული დამნაშავის სახით წარსდგა ჩვენს წინაშე,ირგვლივ არემარე თეთრად შეფერადდა და საოცარი სანახაობა შექმნა.ზამთარი-სეზონი,რომლის არსებობაც ზოგისთვის მელანქოლიასთან,ზოგისთვის კი ჰარმონიასთან ასოცირდება.
და მაინც,რა არის ეს ცხოვრება?
ვფიქრობ ის ობიექტია,რომლის მარწუხების ქვეშაც ადამიანი სუდგმულობს.
დრო მიდის.
ფაქტები რჩება.
ზოგჯერ ფიქრები ტვინში გადასახარისხებელი ინფორმაციის სახით გვიგროვდება.
ტკივილი და მყუდრო ოთახი ჩვენს თანამგზავრს წარმოადგენს.
თავს მარტოსულად ვგრძნობთ.
ვფიქრობთ,ვფიქრობთ და დასკვნამდე მივდივართ ''რას წარმოვადგენ ამ ქვეყნად?''
პასუხი არ ჩანს.
ხსნა არსაიდანაა.
მხოლოდ იმიტომ,რომ ხსნა თავად ჩვენ ვართ.
არ მივაქციოთ სხვის აზრს იმაზე დიდი მნიშნელობა,რამდენადაც ის ამას იმსახურებს.
დავანგრიოთ კედლები.
გავაცამტვეროთ ბარიერი.
გავაკეთოთ ის,რაც უბრალოდ ბედნიერებას მოგვიტანს.
ამ ცხოვრებაში ერთხელ მოვდივართ და ძალიან ''ტეხავს'',ის რომ არ გავაკეთოთ რაც ასე ძალიან გვსურს.
რა გვიშლის ხელს ამაში?
ბრაზი?
წყენა?
ქედმაღლობა?
უსუსურობა?
სინამდვილეში ამის მთავარი მიზეზი უმოქმედობა და სიმხდალეა.
რამდენჯერაც დავეცემით იმდენჯერ უნდა წამოვდგეთ.
დაეცემი? ადექი!
ისევ დაეცემი? კვლავ ადექი!
დანებება სუსტებს ჩვევიათ!
ყოველ დილით საკუთარ თავს გავუმეოროთ ''მე ამას შევძლებ!''
შეუძლებელი ამ ქვეყნად არაფერია,მთავარია მონდომება.
იყავით ის,ვინც ხართ და ვინც გინდათ,რომ იყოთ.
იცხოვრეთ და უბრალოდ არ იარსებოთ,რომ თქვენი ცხოვრება ამაოება არ იყოს.
******
-ანიტა,მომიყევი შენი ცხოვრების შესახებ.
-ცხოვრების?-სიმწრით ჩაიცინა-განა ეს ცხოვრებაა?! ეს უფრო სოროა,სადაც გამომწყვდეული ვარ,ხსნა კი არსაიდანაა,ეს სამყარო უსამართლოდაა მოწყობილი,არც ღმერთი არსებობს იცით? თქვენ გჯერათ ღმერთის არსებობის ქალბატონო ფსიქოლოგო?-თავი გვერდით გადახარა და თითების თამაში დაიწყო,თავს ძალას ატანდა,რომ არ ეტირა,ძლიერი იყო...ძალიან ძლიერი,თუმცა არა ლოდი.
-ანიტა,უკვე მეხუთე სეანსია ერთ ადგილს ვტკეპნით,ერთი და იგივე კითხვას მისვამ,მჯერა თუ არა ღმერთის? კიდევ ერთხელ გიპასუხებ, რომ მჯერა. ეს რწმენა იმდენადაა გასხივოსნებული ჩემს გულში,რომ მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია-თბილად გაუღიმა 40 წლამდე ქალბატონმა მის წინ მჯდომ გოგოს.
-ყველას გვგონია,რომ რაღაცის,ან ვიღაცის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიგვაჩნია,თუმცა როდესაც მას ვკარგავთ,გვიწევს უიმისოდ ცხოვრება გავაგრძელოთ,ეს უბრალოდ ასეა.აი, ასე მარტივადაა ყველაფერი. იცით რატომ გისვამთ ამ კითხვას?...თუმცა საიდან გეცოდინებათ?-სიმწრით ჩაიცინა-ყოველი დღე გამოცდაა ამ უბადრუკ ცხოვრებაში,ნებისმიერ დღეს შეიძლება მოხდეს ისთი,რამ რაც ამქვეყნიურ ან თუნადც იმიერ სამყაროზე ხელს აგაღებინებს და დაგაჯერებს,რომ უბრალოდ ილუზიაა,არც ღმერთი არსებობს,არც ეშმაკი,არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი.
-ისევე როგორც შენს შემთხვევაში მოხდა. უბედურება უნდა იყოს საფუძველი იმისა,რომ რწმენა გაგიმყარდეს...
-ეს დაზეპირებული ტექსტები არ მჭირდება...ან, თქვენ როგორი ფსიქოლოგი ხართ? ჩემს მოსაზრებებს პატივს რატომ არ სცემთ? რა გინდათ ჩემგან? გსურთ,რომ ღმერთის არსებობა დამაჯეროთ?ან ეს ტკივილი რაც გულში მაქვს დავივიწყო?-მუჭებს გულ-მკერდზე ირტყამდა-არ ამოდის,ამ სხეულიდან ეს გაუსაძლისი ტკივილი არ ამოდის გესმით? თითქოს რაღაც ბუდე დაიდო და სხეულში ლპება,შვებას ვერ ვპოულობ,ნუთუ ვერ გაიგეთ? ვერ ვსუნთქავ,არ შემიძლია...არც ამდენად ძლიერი ვარ-თავი ხელებს შორის მოიქცია და თვალები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა.
-დაწყნარდი ანიტა,მე შენს აზრს ყოველთვის პატივს ვცემ,ვფიქრობ დღევანდელი სეანსისთვის საკმარისია,ხალ კიდევ გავაგრძელოთ,ვფიქრობ მალე დავმეგობრდებით-გაუღიმა და ხელზე შეეხო,ანიტა კი დენდატრყმულივით წამოვარდა ფეხზე და ჩუმად ამოილაპარაკა
-ხვალამდე ქალბატონო ნანა.
ირგვლივ ყველაფერი ყინავს,თბილისის ქუჩებში ხალხი სწრაფად გადადგილდება,რადგან ყველას საზრუნავს საკუთარ ოჯახში დაბრუნება წარმოადგენს,ზოგს ოჯახი არ გააჩნია და ამ სუსხიან ამინდში მარტოობა მის ხვედრს წარმოადგენს. სად მიიჩქარის ანიტა ხავთასი? იქ,სადაც მისი სული მშვიდდება-სასაფლაოზე. ალბათ იფიქრებთ რა უნდა 23 წლის გოგოს ახალი წლის ღამეს სასაფლაოზე,განა ოჯახი არ ჰყავსო? ჰყავს,ნამდვილად ჰყავს,თუმცა მხოლოდ მშობლები შემორჩა ამ სამყაროში,გულის ნაწილი დაკარგა-ტ ა ტ ო.
ირგლვივ მიმოიხედა და გაიფიქრა ''ერთი დიდი ოჯახია ეს ადგილი''.
ნაცნობი სილუეტის დანახვისას ყელში ბურთი გაეჩხირა,საფლავს მიუახლოვდა,მუხლებზე დაეცა და სახეზე ხელები აიფარა. ნაცნობი კადრები ამოუტივტივდა თავში,ის,რაც ტატოსთან აკავშირებდა,მთელი სამყარო ფეხ ქვეშ რომ გაგეგოთ ტატო ყველა და ყველაფერს ერჩივნა.
-ჩემო ტკივილო,როგორ ხარ? მანდ კარგად გრძნობ თავს? დუმილი თანხმობის ნიშანია ძამიკო? ვერ დავიჯერებ,რომ ასეა. ჩემს გარეშე მანდ როგორ ჩერდები ძმაო? არ გინდა ისევ ჩემთან დაბრუნდე და ძილის წინ ჭექა-ქუხილისგან შეშინებულს ჩამეხუტო? ყოველთვის მეუბნებოდი,ჭექა-ქუხილის როგორ გეშინიაო,მე კიდევ გიბრაზდებოდი და ვითომ გებუტებოდი,მხოლოდ იმიტომ,რომ შენ ჩამხუტებოდი და მცოდნოდა,რომ ჩემს გვერდით იყავი. მესაკუთრე ვიყავი და მინდოდა მომფერებოდი,თორემ შენ რომ სუნთქავდი ეგეც მამშვიდებდა ძმაო-მაინც გატყდა და ობოლი ცრემლი გადმოაგდა,კვნესას კი არაადამიანური ტირილი ამოაყოლა. ასეა,წუთიერად ყველანი ვტყდებით,ეს სირცხვილი არაა-ეს ის ადგილია სადაც ტირილით გულს ვიოხებ ჩემო სიცოცხლე,რადგან სხვაგან ცრემლების მარაგი ამოვწურე ძმაო,რამდენიმე დღეა ფსიქოლოგთან დავდივარ,ალბათ მიხვდი ვისი დაჟინებითად,რა თქმა უნდა დედაჩვენის. 1 წელია ჩემთან აღარ ხარ,მაგრამ ყოველ ღამით ვტოვებ ადგილს საწოლის გვერდით და მუდამ მარჯვენა მხარეს ვიძინებ,დილით კი ისევ იმედგაცრუებული ვრჩები,თუმცა არ ვნანობ! რატომაა ეს ცხოვრება ასეთი მწარე ტატო? რას გერჩოდნენ ჩემო სიყვარულო? შენ ხომ ასეთი თბილი და უანგარო იყავი? ჩემი სიცოცხლის სხივი იყავი ძმაო,იცი,როგორ მენატრები? შვებას ვერ ვპოულობ,თითქოს რაღაც მაკლია,იმიტომ რომ ხსნა შენ ხარ ტა-ტო. ჩემს ლოყაზე არსებულ ფოსოებზე რომ გიჟდებოდი გახსოვს?-მზერა ცისკენ მიმართა-ახლაც გიჟდები?ახლაც გინდა,რომ მაკოცო არა? მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია,ხო?-მიწა ხელებს შორის მოიქცია და გულში ძლიერად ჩაიკრა,თითქოს ძმის სხეულს ეხებოდა და თლილ ხელებს ლოყებზე უსვამდა ასე ძალიან რომ უყვარდა ტატოს.- გეფიცები,ჩვენს სიყვარულს გეფიცები რომ ძლიერი ვიქნები,მხოლოდ შენს გამო,ჩემი მომავლისთვის ტატო,ჩვენ ხომ ისედაც შევხვდებით,არა? იმ ქვეყნად რომ მოვხვდები შენ რა ნამუსით შემოგხედო თვალებში,არ მისაყვედურებ განა ეს დრო ტირილში გალიეო? არ შეგარცხვენ ტატო,ვიბრძოლებ და ყველაფერს დავძლევ,მხოლოდ ერთ რამეს ვერ შევცვლი-უშენობას ჩემო ტკივილო.
ძმის საფლავს კიდევ ერთხელ მოავლო მზერა.მიუახლოვდა და სურათზე გამოსახულ სილუეტს მიეფერა. შუბლზე,ლოყებზე,ხელებზე დაატარებდა ტუჩებს და იმ ადგილებს უკოცნიდა,რომლის შეხებასაც ვეღარასდროს შეძლებდა ამქვეყნიურ ცხოვრებაში,ცრემლით ქვასაც ასველებდა და გულსაც იოხებდა...ასეთი იყო ანიტა ხავთასი.
''ნეტავ უბრალოდ სუნთქავდე ტა-ტო''
******
-დედა, დღეს მარიამთან ერთად კაფეში მივდივარ-ნათიამ ყოყმანით შეხედა,მაგრამ შვილს უარი ვერ გაუბედა,ამდენი ხნის შემდეგ მის თვალებში რაღაცის სურვილი დაინახა.
-კარგი დე,როგორც შენ გინდა. ალეკოს დავურეკავ,რომ წაგიყვანოს
-არა,მძღოლის გარეშე წავალ.
-აბა ეგ როგორ გამოვა დედი?-ვედრებით შეხედა დედამ
-დედა,მომბეზრდა ეს იზოლირებულობა,თითქოს ყოველ დღე ვკვდები, არ მინდა ყოველ დღე ალეკოს დავყავდე ნებისმიერ ადგილას,ვინმესგნ გავრბივართ? არა! ვინმეს რამე დავუშავეთ? არა! ჩემი ძმის მკვლელის დამპალი სხეული მიწაში ლპება,რისი გეშინიათ?-უკვე ყვიროდა
-მეშინია ანიტა,ვერ ხედავ? ყოველ შენს გარეთ გასვლაზე გული საგულეში აღარ მეტევა დე,ტატოს დაკარგვამ გამანადგურა,ცოცხლად მომკლა,მოსიარულე სული მქვია,მაგრამ შენს გამო ვცდილობ ფეხზე ვიდგე,მძღოლის გარეშე ვერსად გაგიშვებ!-ხმა გაიმკაცრა და ცრემლები შეიმშრალა
-რატომ? რატომ ვერ გამიშვებ? გამაგებინეთ რა ჯანდაბა ხდება ამ სახლში?
-ხმას დაუწიე და დედაშენს წესიერად ელაპარაკე!-დაიგრგვინა მამამისის ხმამ
-23 წლის ვარ და ვალდებული ვარ ვიცოდე რა ხდება ჩვენს თავს!-შეუვალი იყო
-მძღოლის გარეშე გარეთ ფეხს ვერ გაადგამ!
-ალეკოს დაურეკეთ,გარეთ დაველოდები!-ჩქარი ნაბიჯებით გავიდა გარეთ და თვალზე მოწოლილი ცრემლები ხელით მოიწმინდა-შენ ძლიერი ხარ ანიტა,თავს უნდა მოერიო,შენ ტატოს შეპირდი.
-ყოველთვის წარმოიდგინე თავი იმის ადგილას,ვისაც გულს ტკენ,რადგან შენც გაითავისო,თუ რა არის წყენა და ბრაზი,რომ საკუთარი თავის დასჯა თავადვე მოისურვო ანიტა-მამა ამოუდგა გვერდით
-ვიცი რომ გტკივათ,მაგრამ თქვენ არ იცით ჩემს გულში რა ტრიალებს,არ მინდა რომ გულს გტკენდეთ,მაგრამ...
-კარგი,დამშვიდდი. მე შენ ძალიან მიყვარხარ ანიტა,ეს ხომ იცი მა?-ქალიშვილის თავი ხელებს შორის მოიქცია და შუბლზე აკოცა
-მა,რამის უნდა მეშინოდეს?
-არ შეგეშინდეს მამი,მშობლის გული ასეთია,ტატოს დაკარგვამ იმდენად შეგვძრა,რომ გვეშინია შენც რამე არ დაგემართოს-ნაღვლიანად შეხედა შვილს
-მე ვერავინ ვერაფერს დამიშავებს. ტატო მოგვიკლეს მა,მათმა ნაბი*ვარმა შვილმა ძმა მომიკლლა,სიკვდილი კიდევ შვებაა მისთვის,რა ნამუსით მოგვთხოვენ პასუხს? ნუ მაგიჟებთ რა-ამოიკვნესა. ლოყაზე აკოცა მამამისს და ჩაეხუტა

******
-მარ,დღეს წავიდეთ სადმე და გავერთოთ
-ანიტა,კარგად ხარ?
-მთელი წელია გულში დარდს ვიკლავ,მხოლოდ მოსიარულე სული ვიყავი დარჩენილი,იმ ქვეყნად ჩემს ძმას რომ ვნახავ რა პასუხი გავცე? არ იბრძოლეო არ მეტყვის?სამსახურიც მინდა დავიწყო,პიარ მენეჯერი დავიჯერო არ სჭირდებათ?-წვენი მოწრუპა და გაშტერებულ და ამავდროულად გაბადრულ დაქალს გადახედა
-მე შენს გვერდით ვარ ხომ იცი არა? მიყვარხარ მე შენ,ვიცოდი რომ არ დანებდებოდი,აბა რა ჩემო ლამაზო ტატო ძალიან დაიგრუზებოდა ასეთ მდგომარეობაში რომ ენახე-დაქალს ჩაეხუტა-აუ, მე ვიცი მაგარი კლუბი,წლებია პირველობას არ თმობს-წარბები აათამაშა გოგომ
-ეს იდეა მომწონს-ჩაიცინა ანიტამ. რას წარმოადგენდა ეს ორი ერთმანეთისთვის? ყველაფერს! რთულ სიტუაციებში ერთმანეთს მუდამ გვერდში ედგნენ,ამხნევებდნენ და რჩევებს აძლევდნენ. პირველი კლასიდან ერთად მოდიან,შესაბამისად მარიამი ტატოს ძმასავით უყურებდა,საოცარი ურთიერთიბა ჰქონდა ამ ორს,თითქოს ღვიძლი ძმა მოუკლესო. ხასიათებით მარიამი უფრო ემოციურია,ანიტას შეეძლო გულისტკივილი დხვისთვის არ გაეზიარებინა და სხვისთვის არ დაენახებინა,ეს ორმაგად აისახა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე,ამიტომ გადაწყვიტა დედამისმა რომ ფსიქოლოგთან მიეყვანა. ფსიქოლოგი ნამდვილად ყველას სჭირდება,განა რა სჯობს იმას,რომ შენი გულის ნადები სხვას გაუზიარო და მისი აზრი მოისმინო? ამას დამატებული რამდენიმე სასარგებლო რჩევა.
*****
კლუბში გოგონები ბატონმა ალეკომ მიიყვანა,ჩასუქებული კაცი იყო ალექსანდრე. რომ ვთქვათ,რომ ენაწყლიანობით გამოირჩეოდა მოგატყუებთ,კითხვა-პასუხი კი ნამდვილად არ ეშლებოდა და ამ ოჯახის ერთგული წლებია რაც იყო. მარიმმა მოკლე,წელში გამოყვანილი,ფირუზისფერი კაბა აირჩია,ანიტამ კი სპორტულ სტილს მიანიჭა უპირატესობა და დახეული ჯინსები,ტოპი და ბოტასები ხელში რომ დაიჭირა მარიამმა ვერ გამოგლიჯა.
-ანიტა,ფეხბურთის სათამაშოდ მიდიხარ თუ კლუბში?-შეუღრინა დაქალს
-ტვინის ბურღი ხარ დედა მომიკვდეს-თვალები აატრიალა და ჩაცმას შეუდგა
-შენ ცოტა ძალიან ხომ არ აფრენ?-თვალები დააწვრილა-Okay,calm down მარიამ-ხელებს იქნევდა,ღრმად სუნთქავდა და საკუთარ თავს ამშვიდებდა უკვე გამზადებული მარიამი.
-ერთი შენ და მეორე გოჩა ჩერტკოევი რაა-გაიცინა ანიტამ-გამეჩითა ესეც ინგლისელქართველა.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კლუბში იმყოფებოდნენ,ირგვლივ ალკოჰოლისა და თამბაქოს სუნი შერეულიყო.მარიამი საპირფარეშოში იმყოფებოდა,როდესაც ანიტა ბარმენთან მივიდა და 2 მარტინი შეუკვეთა,ამასობაში დაქალმაც დაუმშვენა გვერდი და დალევა დაიწყეს
-შენს დაბრუნებას გაუმარჯოს დაო
-გაუმარჯოს-დაეთანხმა ანიტაც და მარტინიც დააგემოვნეს
-ფსიქოლოგი როგორი ქალია?
-მოვარჯულებ-მეორე ჭიქაც გადაკრა და ჩაიცინა-კარგი ხო, რა სახით მიყურებ
-ეგრე ნუ ხუმრობ რა,მე სერიოზულად გეკიხები-ტუჩები უკმაყოფილოდ გაბუსხა
-მარიამ როგორ აგიხსნა ახლა როგორი ქალია? სულ რაღაც 5-ჯერ შევხვდი,თუ გაინტერესებს გეტყვი,რომ ჩემს ძმაზე მხოლოდ დღეს ვესაუბრე ამ ხნის განმავლობაში ღმერთის არსებობაზე ვჭობდით-თვალი ჩაუკრა. პასუხით კმაყოფილმა მარიამმა საცეკვაოდ გასწია. ანიტა კი მას უყურებდა და იცინოდა,ამ დროს გვერდით ადგილი უცნობმა მამაკაცმა დაიკავა,სადღაც 27-28 წლამდე იქნებოდა,მაღალი,მხარბეჭიანი,მწვანეთვალება ბიჭი იყო,თლილი თითები ჰქონდა,თან დინჯი ნაბიჯებით მოძრაობდა.
-გამარჯობა
-გაგიმარჯოს
-საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი და ვინც კი მინახავს ამ კლუბში შენ ყველაზე ნორმალური ხარ
-ნორმალურობაში რას გულისხმობ,მაგას გააჩნია-თვალი ჩაუკრა და ბიჭის მწვანე თვალებს გაუსწორა მზერა,თან ნიკაპი ხელისგულს დააყრდნო
-არა-სტრიპტიზს,არა-მაღლებს-ჩაიღიმა.
-ყველაფერი გასაგებია-ჭიქა ასწია,თავი დაუკრა და გადაკრა-ისე,არ ვფიქრობ,რომ მაღლები გოგოებს არ ამშვენებს
-თუ სიარული იცი და შეზარხოშებული ქათამივით არ დაბოდიალობ მაშინ კი-გასაგებიაო,თავი დაუკრა ანიტამ სიცილით
-ღმერთის გჯერა?-მოულოდნელობისგან თვალი დაჭყიტა ბიჭმა
-მოულოდნელი კითხვა იყო...მჯერა,ის ჩემს გულშია,რწმენა იმდენად გამჯდარია ჩემს სისხლძარღვებში,რომ მის შეცვლას რომც შევეცადო ვერაფერს გავხდები
-ეს რწმენა მშობლების მიერაა ჩანარგილი...ბავშვობიდანვე-გვერდულად ჩაიცინა
-არ აქვს მნიშვნელობა როდის რას გისახავენ,მთავარი ისაა რამდენად ცდილობ ამ ჩანერგილის გააზრებას.
-მომწონხარ შენ,კარგი ბიჭი ხარ-ჩაიცინა ნატალიმ. პირველად გაიღიმა 1 წლის შემდეგ ასე გულწრფელად.
-მადლობა,რომ კარგი ბიჭი გგონივარ-ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა
-ანიტა,ანიტა მქვია-ჩაიღიმა და თავისი ხელი ბიჭისას შეაგება-ასევე, ჩემთვისაც სასიამოვნო იყო
-თედო დორეული-ეს გვარი,ამოტივტივებული კადრები,ტკივილი,დანაკლისი.
-შესაძლოა,რომ კიდევ გადავეყაროთ ერთმანეთს?-თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა ანიტამ
-შესაძლოა-წინ მიმავალმა ეშმაკური ღიმილით გადმოხედა გოგოს და გაუჩინარდა.
**********
საწოლზე იყო წამოწოლილი და გუშინდელი დღის გახსენებას ცდილობდა,ხელები თავზე ჰქონდა შემოჭდობილი,თითქოს ტკივილს ასე გაიქრობდა.
-რა ჯანდაბა დავლიე ასეთი,რომ თვალებსაც ძლივს ვახელ-საწოლიდან ძლივს წამოიწია და ყრუ ოხვრა აღმოხდა,სხეულმა ისე გაადინა ტკაცანი. როგორც იქნა მზერა მოალო ირგვლივ ოთახს და ჰოპ! ეს არ არის მისი ოთახი. კარიც გაიღო და გუშინდელი ღამის სტუმარი შერცა ხელთ. აიფოფრა,გაბრაზდა,მაგრამ საკუთარ უგნურებაზე თუ უცნობზე არ იცოდა.ბევრი კითხვა დაუგროვა,თუმცა თავი დაიმშვიდა.
-საუზმე მიირთვით-''თ''? გვერდით გადაიხედა და ჯერ კიდე ძილბურანში მყოფი მარიამი შეათვალიერა,''ამ გოგოს ძილის პოზა მკლავს''-გაიფიქრა.
-რა მოხდა,აქ რატომ ვართ?-შეწუხებული სახით ახედა ბიჭს.მან ცოტა არ იყოს გაიკვირვა,რადგან მინიმუმ ყვირილს და მაქსიმუმ ნივთების დალეწვას ელოდა.
-გუშინ შენ და შენს დაქალს ბევრი მარტინი მოგივიდათ,ამასთან ერთად ტეკილა დაამატეთ,მოკლედ ერთი დიდი აჯაფსანდალი რომ დალიეთ,სწორ ხაზზე ვერ დადიოდით,მე და ჩემმა ძმაკაცმა კი გადავწყვიტთ სახლამდე მიგვეყვანეთ,თუმცა საკუთარი სახელიც კი არ გახსოვდათ,შესაბამისად მისამართზე საუბარი ზედმეტი იყო. აი, ასე აღმოჩნდით ჩემს სახლში.-კარადას მიეყრდნო და ირონიული მზერა მიაპყრო თავის სპორტულ ზედაში გამოწყობილი გოგონასკენ,რომელიც მუხლამდე სწვდებოდა.-ჩემი ზედა გიხდება,ხომ იცი შენ?-ცალი თვალი მოჭუტა,თითქის ათვალიერებდა
-რა შენი ზედა...-შიშით დაიხედა სხეულზე.-ოოჰ,ოღონდ ეს არა-სახე ხელებში ჩამალა.-რატომ გამომიცვალე? შარვალი და ზედა არ მეცვა?-ტონს აუწია და კბილებში გამოსცრა,თან საწოლიდან სწრაფად წამოიწია,მაგრამ თავბრუ დაესხა და ადგილს დაუბრუნდა,თავზე კი ხელები შემოიწყო. თედო კი მის წინ ჩაიმუხლა
-თავს ძალას ნუ ატან,ტკივილგამაყუჩებელი დალიე და გაგივლის. რაც შეეხება ზედას,აღებინე და ტანსაცმელი ქიმწმენდაში გავგზავნე-თვალი ჩაუკრა.
-ღმერთო ასე არასდროს შევრცხვენილვარ-სახე ხელებში ჩარგო და ამოიბურტყუნა,თუმცა კარისკენ მიმავალმა თედომ მაინც გაიგონა და სიცილი ძლივს შეიკავა-შენ გაგვხადე?ორივეს...-ახლაღა ამოხედა მიმავალ ბიჭს.
-დამშვიდდი,ჩემმა დამხმარემ იზრუნა თქვენზე-თვალი ჩაუკრა და მისკენ დაიძრა-მიუხედავად იმისა,რომ ოთახში დარჩენას მთხოვდი,სამწუხაროდ იმედების გაცრუება მომიწია-ცხელი სუნთქვა კისერზე მიაპყრო და იქვე აკოცა. რა იყო შემდეგ? სასიამოვნო იმპულსები მათ ორგანიზმში. ანიტა არ იყო მიჩვეული ასეთ ქმედებებს,ამიტომ მალევე გამოფხიზლდა,თუმცა თედომ დაასწრო
-ქიმწმენდიდან ტანსაცმელს უკვე მოიტანდნენ,სააბზანოთი შეგიძლიათ ისარგებლოთ-უკან დაიწია და გოგონას ოდნავ ჩამოშლილი თმა გაუშალა-აი, ასე უკეთესია. თან თავის ტკივილს უფრო გაგიყუჩებს.
-მზრუნველი მამიკო-ამოისისინა ანიტამ-რაო,რას ამბობდი ოთახში დარჩენაზე?-ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა.
-ააააა-კივილი მოისმა და საწოლიდან იატაკზე მარიამმა ბრახვანი მოადინა-სად ჯანდაბაში ვარ?
-ჯანდაბაში არა, სახლში ხარ-ირონიულობა არ შორდებოდა ბიჭის სახეს,თუმცა ისეთი სანახაობა შეიქმნა ოთახი სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა,თან გულიანად უნდა გდაეხარხარა.
-მარიამ,დაწყნარდი.-მარიამს მიახლოვდა ანიტა და წამოდგომაში დაეხმარა. რამდენიმე წუთში კი ყველაფერი აუხსნა.
-ჩემები მომკლავენ,ალბათ გაგიჟდებოდნენ და ხორცის საკეპ მანქანაში გამატარებენ-ფრთხილებს იკვნეტდა
-ვაიმე, ჩემები-ამოიკივლა ანიტამ-დედა გაგიჟებული იქნება,მამაჩემი..წარმოდგენაც არ მინდა-ტუჩი იმდენა ძლიერად მოიკვნიტა სისხლი წასკდა.-აუჩ,კიდევ ეს მინდოდა?-ნატკენი ადგილი თითით დაიმუშავა და ტლეფონის ძებნას შეუდგა-აი, აქ არის....დამჯდარია-ამოიტირა.
-კარგი,გავემზადოთ და წავიდეთ რა-ვედრებით შეხედა
-აბაზანაში შევალ და მალე გამოვალ-განაცხადა ანერვიულებულმა ანიტამ-მაგრამ ტანსაცმელები...
-გამარჯობათ გოგონებო,აი თქვენი ტანსაცმელებიც მოიტანეს-სადღაც 50 წლამდე ქალბატონი მოიწევდა მათკენ,''ალბათ მისი დამხმარეა'' გაიფიქრა.
-გმადლობთ-თქვა და აბაზანში შეიკეტა. ცხელი წყლის ჭავლი მასზე კარგად მოქმედებდა,ფიქრობდა,გახსენებას ცდილობდა გუშინდელი ღამისას. რაღაც კადრები ამოიტივტივდა,თუმცა ბუნდოვნად.
-დარჩი რა,მეშინია ჭექა-ქუხილის-ბიჭის მაისურს ჩაბღაუჭებოდა და ხელებს ძლიერად ხვევდა
-ჭექა-ქუხილი დღეს არ იქნება,არ შეგეშინდეს-თბილი მზერით დაჰყურებდა გოგონას სხეულს და თმას უსწორებდა-თმა გავიშალოთ,კარგი?
-არა,თმას არ შეეხო-ამოიკრუსუნა-ჩემს ძმას ასე მოსწონდა-თვალზე ცრემლი მოადგა,უცნობსაც ეტკინა რაღაც,თუმცა რატომ თავადაც არ იცოდა. ძმის სიკვდილით გამოწვეული ტკივილისთვის ყველა ემეტებოდა,მათ შორის საკუთარი თავიც.
-კარგი,როგორც შენ გინდა.-სევდიანი მზერით შეხედა გოგონას სახეს,რომელსაც თვალები ელულებოდა და საწოლში ჩააწვინა,წასვლისას კი შუბლზე აკოცა-არაფრის შეგეშინდეს.
-მაგრამ მეშინია,გთხოვ-ამოიტირა გოგომ და ბიჭის ხელს ჩაებღაუჭა,რამხელა ტკივილი იგრძნობოდა ამ ხმაში მხოლოდ თედოს ესმოდა. შეიძლება ეს გოგონას ბოდვა ყოფილიყო,თუმცა მისი მიტოვება ვერ შეძლო,ამიტომ იატაკზე ჩაიმუხლა,გოგოს ხელი თავისაში მოიქცია და თავი საწოლზე დადო,მის თავთან ახლოს
-ჩემთან ერთად არაფრის უნდა შეგეშინდეს-დიდი ხნის განმავლობაში გოგოს ნაკვთებს აკვირდებოდა,შემდეგ კი თავადაც ჩაეძინა,გამთენიისას გოგონებზე ადრე გაიღვიძა,კისერი და ზურგი ტკიოდა,თუმცა არ უნანია,რომ ეს დრო აქ გაატარა და მას დაეხმარა. ჩამოშლილი თმა სახიდან გადაუწია და შუბლზე აკოცა-ანგელოზი ხარ,იცი?-და ოთახი დატოვა.მადლობას გიხდით ყველაფრისთვის და ბოდიში შეწუხებისთვის-ლაპარაკობდა მარიამი,ანიტა კი თავში ამოტივტივებულ კადრებზე ფიქრობდა. მხოლოდ ის გაიხსენა,თუ როგორ თხოვდა დარჩენას თედო დორეულს. სირცხვილის გრძნობაც აწუხებდა და თან ბრაზობდა,რომ ასე გაუწონასწორებლად მოიქცა.
-არაფერს გოგონებო-თვალი ჩაუკრა თედოს ძმაკაცმა-ცოტნემ,როგორც თავად გაეცნო გოგონებს.თედო კი არ ჩანდა,არადა დამშვიდობებას აპირებდა ანიტა
-თედო სახლში არ არის?-მაინც იკითხა
-ვინმე მკითხულობს?-''სპორტული სტილი ასე ძალიან რატომ უხდება?'' გაიფიქრა ანიტამ. თუმცა მალევე გამოერკვა სიტუაციაში. თედო კი ჯიბეებში ხელჩაწყობილი მისჩერებოდა ოდნავ დაბნეულ გოგოს
-დიახ,მე. მადლობა გვინდა გადაგიხადოთ.
-მადლობა მიღებულია-ისევ ეს მზერა! შეატყო,რომ გოგონა ყოყმანობდა და თითქოს მისი ფიქრები ამოიცნო-თუ ტელეფონი დამჯდარი გაქვთ,შეგიძლიათ მშობლებს ჩემი ტელეფონით დაუკავშირდეთ-ტელეფონი გაუწოდა გოგონას
-მადლობა-ჩუმად ამოილაპარაკა ანიტამ და გვერდით გავიდა
-გისმენთ-დედის ნამტირალევი ხმა გაისმა
-დე,ანიტა ვარ, კარგად ვარ დე არ ინერვიულოთ-ისიც აღელდა,როდესაც დედამისი ტირილი გაიგონა
-ვაიმე შვილო,სად ხარ დე? მე და მამაშენი მეორედ მოვკვდით ნერვიულობით,ალეკოს რომ აღარ დაუკავშირდი კინაღამ გავგიჟდით-მოთქვამდა ქალი
-ნათია, არ იტირო, ხომ გაიგე,კარგად ვარ, გუშინ კლუბიდან ერთ-ერთ მეგობართან გავედით მე და მარიამი და იქ დავრჩით,დედამისმა არ გამოგვიშვა. აი,ლიკასთან დავრჩით-მალევე შეთხზა ტყუილი,თუმცა სიმართლეს ხომ ვერ ეტყოდა? დედამისი ფანჯრიდან გადახტებოდა ეს რომ გაეგო,ზურა კი სახლიდან გასვლის უფლებას გარკვეული დროის განმავლობაში აუკრძალავდა.
-ნათია ტელეფონი მომაწოდე-ზურას მკაცრი ხმა გაიგონა-სადაც არ უნდა იყო მანდ დარჩი,ალეკო მოგაკითხავს,გასაგებია?-ხმას აუწია უფროსმა ხავთასმა
-უკვე გზაში ვართ მა-ამოიტირა,ტელეფონი კი გაითიშა-ღმერთო,როდემდე უნდა ვიყო ასეთ მდგომარეობაში? მომებზრდა ეს გადამეტებული კონტროლი,ასე არ შემიძლია-თვალზე მომდგარი ცრემლი ხელით მოიწმინდა და გამობრუნდა,თუმცა რაღაც მკვრივს შეეჯახა
-ბოდიში,ძალით არ მინდოდა
-კარგად ხარ?-მკლავი დაუჭირა თედომ
-უკეთესადაც ვყოფილვარ-ტელეფონი გაუწოდა
-სახლთან ცოტა მოშორებით გავაჩერებ,მაგრამ მე წაგიყვანთ-შეუვალი იყო ბიჭის ხმა
-არა,აჯობებს ცალკე თუ წავალთ თედო-პირველად მიმართა სახელით,სასიამოვნოდ ჟღერდა.
-კითხვის ნიშანი სადმე დაინახე? ხოდა,წამოდი. მშობლები ისედაც ანერვიულე-წინ მიმავალს ორივე დაქალი უკან გაჰყვა. შემდეგ მარიამი დაუკავშირდა მშობლებს და იყო ვაი ვაგლახი. ჯერ მარიამი დატოვეს სახლში,შემდეგ ანიტა.
-მადლობის გადახდა არ გაბედო-მკაცრი მზერით გადმოხედა,თუმცა როდესაც გაოცებული გოგო დაინახა გაიცინა
-კარგი,არ გადაგიხდი-ირონიული ანიტა ხავთასი ფორმაშია.
-დროებით ანიტა
-ანუ, გგონია კიდევ შევხვდებით?-გამომწვევად გაუღიმა ბჭს
-კი არ მგონია,ვიცი-გახალისებულმა ხელები საჭეს შემოაჭდო
-თვითდაჯერებული თედო მამიკო-ტუჩის კუთხე ჩატეხა გოგომ,თუმცა მტკივანმა ტუჩმა თავი შეახსენდა და სახე დამანჭა
-შენგან განსხვავებით ჭექა-ქუხილის მაინც არ მეშინია ბავშვო. და კიდევ,ტუჩზე ყინული დაიდე-ჩაიცინა და უკვე მიმავალმა მანქანიდან გადმოყოფილი ხელით ''ნახვამდის'' იმიტაცია გააკეთა. ანიტას კი თვალებით ცრემლით აევსო,ჭექა-ქუხილთან ყოველთვის ტატო ახსენდებოდა. შემდეგ კი სახეზე ღიმილი გადაეკრა.
''მგონი ჩემი ღიმილის მიზეზი გახდი თედო დორეულო''-თავი გააქნია და სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. რისი გადატანა მოუწევდა? ალბათ,განერვიულებული მშობლების ნახვა,თუმცა სახლში მისულს მხოლოდ მასზე გადახვეული ნათია და ზურა და მათი სიტყვები შერჩა ხელთ.
''ასე აღარ გვანერვიულო ანიტა''
''ან ტელეფონი გამოცვალე, ან სატენი''
ქალშვილის პასუხი იყო ის,რომ ''არც ტელეფონია გამოსაცვლელი და არც სატენი, და ჰო, ამის შედემეგ აღარ განერვიულებთ. ''
******
-ანიტა,სახე გიღიმის,იქნებ მიზეზი გამიმხილო?
-მიღიმის?ხო, შეილება ასეცაა-მხრები აიჩეჩა-აქ რაღაც მსუბუქად და ჰარმონიულად ვგრძნობ თავს იცით?-გაიღიმა
-ძალიან მიხარია თუ ასეა,აბა მიზეზს არ მეტყვი?-ანიტამ დღევანდელი დღე დეტალებში აღუწერა ფსიქოლოგს
-და, შენ რას გრძნობ?
-არაფერს და ამავდროულად ყველაფერს. ვერ ვხვდები,რამე უნდა ვიგრძნო?
-შეიძლება მადლიერების გრძნობა იგრძნო,შესაძლებელია სიხარულის,იმიტომ რომ 1 წლის განავლობაში ეს დღე ყველაზე განსხვავებული იყო, არა?
-რაღაც,სიგიჟით სავსე, ალბათ ასე ვიტყოდი.-დაასკვნა ანიტამ
-მოგეწონა ეს სიგიჟე?-ჩაიცინა ქალმა
-ძალიან-არც ანიტა ჩამორჩა-თუ არ ჩავთვლით მშობლების განერვიულებას და ზედმეტი სასმლის დოზას.
-რომ არა სასმლის ზედმეტი დოზა არც ეს ყველაფერი მოხდებოდა.
-მართალი ხართ, მაგრამ ამჯერად აღარ ვაპირებ კლუბში ასე მოქცევას.
-სწორედაც,რომ ამჯერად. რაც სიამოვნებას განიჭებს ის უნდა აკეთო,რამით ხომ არ გსურს რომ დაკავდე?
-წერით ვარ შეპყრობილი.
-ძალიან კარგია,თუ შენი განცდებისა და გრძნობების ფურცელზე გადმოტანა შეგიძლია.
-ნამდვილად, ამ დროს ვგრძნობ,რომ მე მე ვარ. შემიძლია ჩემი ფანტაზიის გამოყენებით შევქმნა ოჯახი,ადამიანები და გრძნობები,რაც მათ აკავშირებთ. შემიძლია პერსონაჟის ხასიათის შედგენა,მათი სიცოცხლე ჩემს ხელშია,მათ სიკვდილთან ერთად მეც ვკვდები იცით? კარგი,აღარ გვინდა სიკვდილზე საუბარი-სევდა გაუკრთა
-ძალიან კარგი. თედოს როგორ დაახასიათებდი?
-თედოს?-გაიცინა-ზრდილობიანი ბიჭია,თუმცა ამავდროულად ძალიან ირონიული.
-ვიზუალურად?
-ვიზუალურად? შავგრემანი,მაღალი,მწვანეთვალება,შარმიანი ტიპია. დაკმაყოფილდით?-ჩაიცინა-უი,მთავარი დამავიწყდა, გრძელი,თლილი თითები აქვს-ამოისუნთქა
-შენ თუ დაგაკმაყოფილა მასთან საუბარმა?
-სიმართლე გითხრათ ვერ ვფიქრობ მაგაზე,უბრალოდ 1 დღის გაცნობილთან ზედმეტად ბევრი მოგონება დამიგროვდა.
-მან გითხრა დროებითო...
-დიახ,დამავიწყდა,რომ მეთქვა. აღწერილობას თავდაჯრებული მიაწერეთ-გაიცინა
-რადგან ეგრე ფიქრობ, ესე იგი საკუთარ თავში ნამდვილად დარწმუნებულია,ვფიქრობ ერთმანეთს კვლავ შეხვდებით,თან კითხვები იმ ღამესთან დაკავშირებით ხომ დაგრჩა?
-დამრჩა,მაგრამ მე ხომ ვერ ვეტყვი გინდა თუ არა მითხარი რა მოხდა იმ ღამეს-მეთქი? თან ისეთებს ვსაუბრობდი,მგონი რაღაც მივქარე. ჯანდაბა.-სიმწრით ჩავიცინე
-რამე რომ მიგექარა ვფიქრობ დაგამახსოვრდებოდა,დამშვიდდი. დღევანდელი სეანსი შეგვიძლია დავასრულოთ,შენ თუ რამე კითხვა არ გაქვს.
-ღმერთის გჯერათ?-ისევ ეს კითხვა.
-მჯერა ანიტა. შენ?
-მგონი არა
-მგონი-ღიმილით შეხედა ქალმა. რას იტევდა ეს ღიმილი? ვერც ის მიხვდა.
*********
გოგონები მარიამთან იმყოფებოდნენ. ტკბილეული,ჩიფსები და წვენები მოემარაგებინათ ფილმის საყურებლად.
-აბა,რომელი ფილმი ავირჩიოთ მარიამ?
-მთავარია რამე მელოდრამა იყოს.
-ღმერთო, რა რომანტიული ხარ მარიამ-თვალები ატრიალა ანიტამ
-რა ვქნათ,ყველა შენსავით საშინელებათა ჟანრის მოყვარული ვერ იქნება ანიტა-ირონიულობა აიკრა გოგომ სახეზე
-მე მელოდრამები არ ვიცი,შენ აარჩიე
-დამეკარგა ფილმის ყურების მუღამი რა, მე რომ მაგას ავარჩევ დაღამდება-ამოიკრუსუნა-მომაწოდე სნიკერსი,მიხმობს ჩემი ბიჭი-ჩაიცინა
-შენ ცოტა ძალიან ხომ არ აფრენ?-სერიოზულად ჰკითხა ნატალიმ-არა,აშკარად ძალიან აფრენ-გამოიტანა დასკვნა და პირში სნიკერსმომარჯვებულ დაქალს გადახედა
-თედოსთან რა ხდება?
-რამე უნდა ხდებოდეს?-გაიკვირვა
-არ ვიცი, მე შენ გეკითხები-მხრები აიჩეჩა-თქვენი მზერა მაბნევს
-მზერა? ვერ ვხვდები რას გულისხმობ,დეტალებს არ ვაკვირდები მარიამ-ამოისისინა და ჩიფსი ხელში მოიმარჯვა-სანამ გადაგიჭამია ყველაფერი მოვასწრებ აღებას
-eye contact დეტალებია გოგო?! იცი ის,რომ მზერა 3 წამის განმავლობაში,ხოლო ურთიერთთვალებში ყურება 1.24 წამი აშკარა ინტერესის მიმანიშნებელია ადამიანისადმი?-ანიტამ კი გვერდულად გადმოხედა
-ხო, მერე?-თვალები დააწვრილა-ახლა რამე სისულელეს ნუ დააბრეხვებ დობას გაფიცებ რა, ან თედოს იქით სალაპარაკო თემა არ გაქვს?
-როგორც ხედავ არ მაქვს და რა მოხდა,მშვენიერი ბიჭია,დიდი ამბავი მასზე თუ ვისაუბრე,მხოლოდ კითხვები მქონდა...მაქვს-ახლა წვენს დაალო ხელი-უი,მართლა რა გვარია?
-დორეული-თავი ჩახარა,მარიამს კი პირთან მიტანილი სოკი ხელში გაუშეშდა
-დორეული? იქნებ...მათი ნათესავია?-სახე შეეცვალა
-არ ვიცი, არაფერი არ ვიცი-თავზე ხელები შემოიწყო
-კარგი დამშვიდდი,შენი ვინაობა თავად იცის?
-მხოლოდ სახელი.
-საშიში ბიჭი არ ჩანს,არც ჩვენ ვართ სულელები,ნუ ღელავ.
-მე სხვა რამეზე უფრო ვღელავ-ხელების ფშვნეტა დაიწყო
-რაზე?
-მან მითხრა დროებითო,ვფიქრობ ერთმანეთს კიდევ შევხვდებით,რამდენიმე დღეში,თვეში,ან თუნდაც წელში...ვერ ვხვდები რა ხდება ჩემს თავს. ის არ იქნება,მათი ნათესავი არ იქნება,შეუძლებელია უბრალოდ-სიცილი დაიწყო.
-მის მიმართ რამეს ვერ იგრძნობ,სულ რაღაც 3 კვირის წინ გაიცანი,სისულელეა ანიტა-სახე მოერყა მარის
-მხოლოდ მონატრებას ვგრძნობ,დანაშაულია?-სახეზე ხელები აიფარა
-შეიძლება ყველაფერი ისე არ არის ჩვენ რომ გვგონია,საქ-ში მხოლოდ ერთი დორეულების ოჯახი ხომ არ იქნება?-გახუმრება სცადა
-თავადაც არ ვიცი რა მინდა,გაურკვევლობაში ვარ.თუ მართლა ის არის...-დაქალს მოეხვია და თვალზე მომდგარი ცრემლი უკუაგდო-დავივიწყებ.
-ყველაფერი ასე ადვილი,რომ იყოს არც რომეო და ჯულიეტა დაღუპებოდა. იცი, მე და თემო შევრიგდით-გაიწელა 9 ნომერი კალოშივით
-სერიოზულად? ვაიმე, ჩემი თემო როგორ მომენატრა. ან, შესარიგებელი რა გქონდათ, უბრალო რაღაცაზე წაკინკლავდით-ჩაიცინა ანიტამ
-იცი როგორ მიყვარს? მინდა სულ ჩემს გვერდით იყოს,2 წელია რაც ერთმანეთს ვუცნობთ და არასდროს მქონია ისეთი მომენტი,რომ მის გარეშე ცხოვრება მდომებოდა,პირიქით....შენ იცი რომ კარიერისტი ვარ და ამ თემაზეც ვისაუბრეთ,მითხრა როიმ ყველანაირად გვერდში დამიდგება,რადგან ჩემი ესმის, არ სურს ''შედი ქალო კუხნაშის'' სტერეოტიპი გაითვალისწინოს.-უკვე ხარხარებდა
-ჯიგარი ბიჭია თემო,ნამდვილად მისაბაძი ადამიანია,საკუთარი მიზნებით,პრინციპებით,მეგობრობით,სიყვარულით...ვაბშე და ეგ ბიჭი შენთვის ზდმეტად იდეალურია-ამოიფრუტუნა ანიტამ და საპასუხოდ დაქალისგან ბალიში იგემა მხარში
-ეს მე ვარ ზედმეტად იდიალური-გაიჯგიმა
-ფერი ფერსა,მადლი ღმერთსა მარიამ-გაიცინა და ჩაეხუტა.-შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა
-me,too baby girl-მარიამის ინგლისური მუდამ ''ცვეტშია''.
-გავიგეთ,რომ ინგლისურის სპეციალისტი ხარ მარიამ,მაგრამ მაინც გოჩა ჩერტკოევი ხარ რა-გადაიხარხარა ანიტამ.
რას გრძნობდა ანიტა ხავთასი თედო დორეულის მიმართ? უსაზღვრო მონატრებას,სიგიჟის შეგრძნებას და საიამოვნო იმპულსებს ორგანიზმში.
თედო დორეული გაწონასწორებული,მიზანდასახული,დიდად პატივსაცემი პიროვნებაა,რომელსაც ფართო სანაცნობო წრე ჰყავს. 1 წლის განმავლობაში ამერიკაში იმყოფებოდა,რადგან მამას კომპანიის მართვაში ეხმარება,პროფესიით კი ბიზნეს-ეკონომისტია,დამთავრებული აქვს ბაკალავრიატი,მაგისტრატურა და დოქტორანტურა,რაც ხაზს უსვამს მის პროფესიონალიზმს და მოთხოვნადობას. მათი კომპანია მოდის ტენდეციების თვალსაჩინო წარმომადგენელია. რაც შეეხება ხასიათს,ზოგჯერ ძალიან ფიცხია,თუმცა სიმშვიდის შენარჩუნება მისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს,გააჩნია გარემოებას,ზოგჯერ მხიარულია,ზოგჯერ საქმიანი კაცის იმიჯს ირგებს,ზოგჯერ კი გააფთრებულ ავაზას ემსგავსება,როდესაც საქმე მისთვის ძვირფას ადამიანებს ეხება. რამე რომ უჭირდეს სხვას არ დაანახებს,ბოლომდე მიიყვანს საქმეს და ისე მოაგვარებს. ასეთია თედო დორეული. ერთადერთი ძმაკაცი ჰყავს ცოტნე ბობოხიძე,რომელსაც ძმად თვლის.
-თედო,ძალიან გადაღლილი ხარ ამ კომპანიის საქმეებით,სადმე ხომ არ წავიდეთ და გავერთოთ?
-ცოტნე ახლა სტრიპტიზ-ბარების და ატეხილი გოგოების ყურების თავი ნამდვილად არ მაქვს
-სტრიპტიზ ბარში როცა წავედით,6 წლის წინ მაშინვე უკან გამოვარდი-გადაიხარხარა-ისე,ძმობას გაფიცებ რა ჯანდაბა დაგემართა მაშინ
-დედას ვფიცავარ ყველა ქალი გულს მირევს,ვინც ამ საქმიანობითაა დაკავებული
-რა ქნან ძმაო,თავს ასე ირჩენენ
-მე ვერ ვხედავ გამართლებას მაგაში ძმაო
-თან ეგენი რომ არა,რა ეშველებოდა ამდენ ჰორმონებაწყვეტილ კაცს ქვეყანაში?-ხელები სასაცილოდ გაშალა ცოტნემ
-ცოლი სახლში გყავს და სხვასთან გარბიხარ? კარგი რა ტო, არანაირი გამართლება არ აქვს მაგას
-აუუ,შენ 90-ში ჩარჩი ხო? თედო მა-მი-კო-დამარცვლა სიცილით
-თუნდაც 90-ებში ჩარჩენილი მეძახო,მაგრად მ*იდია. პროსტა ქალის პატივისცემასა და დაფასებაზეა საუბარი ცოტნე,ცოლი რომ გვერდით მეყოლება სხვისკენ რა პონტში უნდა გავიხედო,ხო არ გა*ურებს შენ? და, მამიკოს ნუ მეძახი
-რატომ, სხვა ვინმეც ხომ არ გეძახის მამიკოს?-თვალები დააწვრილა და გაიცინა
-თუნდაც ეგრეა,შენ ნუ მეძახი-შეუღრინა
-ღმერთმანი არ ვარ იმნაირი,ქალებთან მირჩევნია...-გადაიხარხარა
-ცოტნე ეს უკბილო ხუმრობები ჩემთან აღარ გამოიყენო,თუ არა და სტომატოლოგთან წადი და ''კბილიან'' ხუმრობებს გასწავლის
-ირონიული თედო დორეული ფორმაშია-გაამხიარულა ძმაკაცის საქციელმა ცოტნე,თუმცა მის დაბღვერილ სახეს რომ შეხედა დასერიოზულდა-კარგი,შენ ის მითხარი ანიტა ბოლოს როდის ნახე?
-3 კვირის წინ ვნახე ბოლოს-უემოციოდ ამოილაპარაკა
-ვაბშე და მაგ გოგოს მიმართ რამეს გრძნობ?
-ნეტა ვიცოდე-ნერვიულად ჩაიცინა-სლ რაღაც 2-ჯერ ვნახე და...-თავზე ხელები შემოიწყო-თავისი ბუნებრივობით მეხსიერებაში დამრჩა,სხვებს არ ჰგავს
-მაგისი დაქალი მაგარი ცირკი გოგოა-გადაიხარხარა და თედოც დაეთანხმა
-აუ,შენ ის უნდა გენახა საწოლიდან რომ გადმოვარდა
-აუ,სად არ ვიყავი,ტო-იცინოდა და ცრემლებს იწმენდდა-ისე,ანიტა რა გვარია?
-გვარი არ ვიცი,ტო. არ დავინტერესებულვარ-მხრები აიჩეჩა
-დროებითო რომ უთხარი ნახვას აპირებ? ალბათ სპონტანურად სჯობს რომ ყველაფერი მოხდეს
-მევასება ეს სპონტანურობები-ჩაიცინა-მაგრად აკლია,ტო. მაგარი გიჟი გოგოა
-სიგიჟეების მოყვარული რომ თავად ხარ?-თვალი ჩაუკრა ცოტნემ,თედომ კი გაიღიმა. ანიტას ნაკვთები ახსენდებოდა და პულსაცია უჩქარდებოდა. ''რის მიღწევას ცდილობ ანიტა ხავთასი''.
-ხვალ იკას დაბადების დღეა-სევდიანად ამოილაპარაკა
-საფლავზე როგორც ყოველთვის მარტო გახვალ...
-როგორც ყოველთვის-ჩახრენწილი ხმით ამოილაპარაკა
-კარგი წავედი თედო,ხვალ მარტო დარჩენის უფლებას აღარ მოგცემ,გასაგებია?-მკაცრად ჩახდა თვალებში
-ნათლიას გოგო მომიკითხე და ჩამიკოცნე და ნატას გადაეცი,რომ ამ დღეებში ვინახულებ.
-ჩვენი ოჯახის კარი შენთვის მუდამ ღიაა თეოდიუს-გაიკრიჭა ცოტნე.
თედო კი მარტო დარჩა თავის ფიქრებთან,ტკივილთან,სიყვარულთან.
''ნეტავ უბრალოდ სუნთქავდე იკა-კო''
აბაა, ნათლიას გოგო სად არის?-იკითხა ცოტნეს სახლში მისულმა,კარი ღია დაეტოვებინათ
-ნამდვილად თედო ხარ? თვალი არ მატყუებს? -პირზე ხელი აეფარებინა ნატას
-არა, მე თედოს სული ვარ-ჩაიცინა
-ვაიმე თეოდიუს,როგორ მომენატრე შე გაფუჭებულო ბიჭო,ასე უნდა ხომ ჩემი დავიწყება? -სახეზე კოცნიდა ბიჭს,ის კი ძლიერად იკრავდა მონატრებულ სხეულს გულში და თავზე კოცნიდა
-ნატაშკა როგორ მომენატრე ტო, ჩემი საყვარელი რძალუკა ხარ შენ-ლოყაზე ხმაურიანად აკოცა-ნათლიას გოგო სად არის?
-მამამისმა წაიყვანა პარკში,ერთი ამბავი დაგვაწია მოკლედ,გინდათ თუ არა პარკში წამიყვანეთო,სადაცაა მოვლენ-აკისკისდა გოგო
-აიი,ჩვენც მოვედით-პროდუქტებით სავსე ცელოფნით ხელში მოიწევდა ცოტნე,ნენე კი პირველი შემოვარდა ოთახში და როგორც კი თედო დაინახა შეკივლა
-ვაიმე,ჩემი თედი ჩამოვიდა. ნათლიი-შეახტა თედოს და ფეხები წელზე მოხვია,სახე კი ყელში ჩაურგო
-უკვე დიდი გოგო გაზრდილხარ ნენე,ჩემო სიყვარულო-გულში იკრავდა 5 წლის გოგოს სიფრიფანა სხეულს-სულ არ გაჭმევენ გოგო?-გაკვირვებულმა ჰკითხა
-ვაიმე, ამის ჭამამ შეგვიწირა ჩვენ თედო-ამოიკრუსუნა ნატამ
-დედა დაწყნარდი, თუ შეიძლება. ახლა ჩემი ჭამის საკითხი არ განიხილოთ,თორემ გადავფსიხდები-თითით ემუქრებოდა ყველას თედოს ხელში მოქცეული
-ამას უყურეთ ერთი,მეორე ჩიკა-სიცილს ძლივს იკავებდა ცოტნე,
-ჩიკა ვინღაა? ამდენად ბევრი რამ გამოვტოვე?-ჩაიცინა თედომ და მუხლებზე დაისვა გოგო
-უუჰ,არ იკითხო ძმაო. ერთი ქართული სერიალია და იმის სიტყვებს აფიშირებს მთელი ქვეყანა-ხელი ჩაიქნია მობეზრებულმა
-აუ,ნათლი იცი როგორ მომენატრე?-გაიბადრა გოგო და ყელზე ჩამოეკიდა ნათლიას
-დე, თედო ნათლია არ შემოგეჭამოს-ჩაიცინა ნატამ
-ხო,თორემ ანიტა დეიდა დაგვცოფავს-ჩაიხითხითა ცოტნემ,მაგრამ თედოს სახე რომ დაინახა მალევე გაჩუმდა და ხელები ასწია დანებების ნიშნად
-ვინაა ანიტა?-ცხვირი აიბზუა ნენემ
-ანიტა, ერთი გიჟი გოგოა. ვფიქრობ კარგად გაუგებთ ერთმანეთს-თვალი ჩაუკრა გოგონას და ყურში ჩაჩურჩულა-გაგაცნობ მერე,ერთი ალქაჯი ვინმეა,მაგრად ცეკვავს-გაიცინა და ლოყები დაუკოცნა ნათლულს.
რას გრძნობდა თედო დორეული ანიტა ხავთასის მიმართ? უხილავ ლტოლვას,მონატრებას,რაღაც ამოუხსნელს.
******
სამსახურის თაობაზე განაცხადი შეიტანა ერთ-ერთ კომპანიაში,რომელიც ერთ-ერთი მოწინავე იყო,ანიტა კი ნამდვილად საჭირო კადრი გახლდათ. მშობლები ძლივს დაითანხმა,რომ ალეკოს გარეშეც შეეძლო გადააგილება და ბევრი ყოყმანის,მკაცრი განაცხადისა და სახლიდან წასვლის თაობაზე საუბრის შემდეგ გადაწყდა,რომ ბატონი ალეკო ანიტას აღარ მოემსახურებოდა.
მზიანი ამინდი იყო,მაგრამ გრილოდა. ნელი ნაბიჯებით მიიწევდა წინ,სიჩუმეს მხოლოდ ავტომობილების ხმა არღვევდა და ნაბიჯები,რომელიც მის უკან ესმოდა. 10 წუთის ნამავლობაში ითმინა,შემდეგ კი მოულოდნელად შებრუნდა უცნობისკენ. მაგრამ,რაღა უცნობისკენ.
-კარგი გამარჯობა შენი-გაკვირვებული მზერა სიხარულმა შეუცვალა,რაც თედოს არ გამოპარვია
-გაგიმარჯოს ანიტა-თბილად გაუღიმა.ხელები შავი,გრძელი პალტოს ჯიბეებში ჩაეწყო. კლასიკური სტილი აკვდებოდა დორეულს, უფრო მკაცრ,საქმიან შეხდულებას სძენდა.
-მითვალთვალებ,თუ რა ხდება? უკან რატომ მომყვებოდი?-გამომცდელად ჩააჩერდა თვალებში
-რომ გითვალთვალებდე დავიმალებოდი-მშვიდი ტონი ჰქონდა თედო დორეულს,რასაც აღელვებულ ანიტაზე ვერ იტყოდით,თუმცა მღელვარების დამალვა მალევე მოახერხა. ''ძლიერი ხარ, ტატოს გამო''.
-კარგი,სასიამოვნო იყო შენი ნახვა თედო-მისი პირიდან წარმოთქმული ''თედო'' სასიამოვნო იმპულსებს გზავნიდა კაცის სხეულში
-ხომ გითხარი შევხვდებით მეთქი?-ტუჩის კუთხე ჩატეხა,შემდეგ კი გოგონას ბაგეებს გაუსწორა მზერა და ცერა თითი გადაუსვა-როგორც ჩანს ნატკენი ადგილი მოგიშუშდა,კარგია.
-საუბარი გინდა? კარგი. მაშინ მითხარი იმ ღამეს რამე ხომ არ მიმიქარავს?-ასეთი სიმტკიცე საიდან ანიტა ხავთასი?
-კარგი შეკითხვაა-თითქოს ჩაფიქრდა-მეუბნებოდი,რომ ჭექა-ქუხილის გეშინოდა და შენთან დავრჩენილიყავი-გამომცდელად ჩააჩერდა გოგოს თვალებში
-მერე?
-რა,მერე?-ისევ ეს მზერა! თლილი თითები,აჩქარებული პულსაცია. '' დამშვიდდი ანიტა''
-ჩემთან ერთად დარჩი?-თავი გვერდით გადახარა გოგონამ
-გინდა,რომ დავრჩენილიყავი?-ირონიულობა აიკრა სახეზე და ღიმილი მოეფინა. გოგონას უალოვდებოდა,ანიტა კი გახევებული იდგა ერთ ადგილას ''არ შეხედო,ტუჩებს მზერა მოარიდე,თორემ დაიწვები''
-სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ-შეუვალი იყო. ''ჯანდაბა,დაიწვი ანიტა''. და, გაქცეული მზერა ტუჩებზე.
-შენ მე გინდივარ-თედომ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ზემოდან დააჩერდა გოგონას
-შენ,არა?-ჭინკები აუთამაშდა გოგოს
-შესაძლოა,კი. შესაძლოა,არა-თამაში გადაწყვიტა.
-რა თამაშს თამაშობ თედო დორეულო?-თვალები დააწვრილა ანიტამ
-იმ თამაშს,რასაც შენ.
-მე არაფერს არ ვთამაშობ!
-მაგრამ,უკვე თამაშში ხარ-ირონიული მზერა მიაპყრო გოგონას და წელზე ხელები მოხვია.-ჩემთან ერთად რომ გინდა ეს სირცხვილი არაა,მთავარია სხვა არასდროს გაბურღო ასეთი მზერით!-კბილებში გამოსცრა
-მაგ ტონით ნუ მესაუბრები,მე შენი საკუთრება არ ვარ!-კბილებში გამოსცრა,თუმცა წელიდან ხელები არ მოუშორებია,თვალებდახუჭული ლაპარაკობდა
-შენ არავის საკუთრება არ ხარ საკუთარი თავის გარდა ანიტა!
მათი ბაგეები ერთმანეთს შეერწყა.
მილიონობით ელექტრონი მათ ორგანიზმში შეიჭრა.
ხელები კისერზე,ხელები სახეზე.
თვალი,თვალის წინ.
ტუჩი,ტუჩის წინ.
სასიამოვნო ოხვრა.
ორი მთრთოლვარე გული.
ორი ერთმანეთზე მიბჯენილი შუბლი.
ცხელი სუნთქვა ერთმანეთის სახეზე.
''აქ არავის აკოცნინო''
ოსტატურად მოძრავი თითები ბაგეზე და თედო დორეულის ბრძანება ანიტას.
''იმ ღამეს დავრჩი''
-ანიტა,ტკბილი ანიტა-ტუჩები საფეთქელზე მიაკრა.
-ჩემი ვინაობა არ გაინტერესებს?-ჩაიცინა-იქნებ ფსიქოპატი ვარ?!
-შენ? ფსიქო
შენ? ფსიქოპატი? ყოველთვის ვოცნებობდი შენნაირ ფსიქოპატებზე-ამ ხუმრობაზე სიცილი ვერ შეიკავა თედომ-კარგი,აბა რა გვარისაა ანიტა?-მწვანე თვალები ანიტას თაფლისფერებს მიაპყრო
-ხავთასი-გახევებული სხეული,ამოტივტივებული კადრები,დანაკლისი.
სიცივე.
განშორება.
უ'თედოობა.
უ'ანიტაობა.
******
-ანიტა,რაღაც ანერვიულებული ჩანხარ.-ნანამ მზერა მიაპყრო ანიტას
-დიახ,რაღაც უცნაური მოხდა დღეს-ადგილს ვერ პოულობდა გოგო
-მომიყევი,შეგიძლია მენდო
-დღეს თედო ვნახე,ვისაუბრეთ,ერთმანეთს ვაკოცეთ-თავი დახარა-მოკლედ,თავს 17 წლის აცუნდრუკებული გოგოსავით ვგრძნობდი-ჩაიცინა-მაგრამ,როდესაც საქმე ვინაობაზე მიდგა,ჩემი გვარის გაგების შემდეგ სახე გაუქვავდა,შემდეგ იძახდა ''სულ სხვა ხავთასი ხარ,სულ სხვა''. ბოდიში მომიხადა და გამშორდა.-ცრემლი მოადგა,მაგრამ უკუაგდო.
-იქნებ,ის დორეულია?
-იქნებ-მაინც თავს იმშვიდებდა
-და,რომ იყოს?
-მე ჩემს ძმას ვერ გადავაბიჯებ!
-შეიძლება შორეული ნათესავია,ან...
-ძმა...
-თუნდაც ეგრე იყოს,თედოს დანაშაული რა არის? მხოლოდ ის რომ იმ ადამიანის სისხლი და ხორცია,სხვა? მეტი დანაშაული რა აქვს ჩადენილი? მაგის გამო ადამიანი უნდა შეიძულო ანიტა?
-მშობლები ამას არ დაუშვებენ...ან,საერთოდ რაებს ვლაპარკობ.მცნება ''ჩვენ'' არც არსებობს-ნერვიულად იცინოდა-მე მას ვერასდროს შევიძულებ.
-შენ არ იცი,რამ შეიძლება იარსებოს ანიტა.გრძნობებს ვერ გააკონტროლებ...
-არჩევნის წინაშე რომ დავდგე? ოჯახი თუ თედო? თედო რამენიმე კვირის გაცნობილი მყავს,სისულელეა ამაზე ფიქრიც კი.
-ფიქრი სისულელე არ არის,ფიქრი ძალაა,ნუგეშია,გამბედაობაა. ამაოება არაფერია,თვით სიკვდილიც კი.
-ყველაფერს დრო მიჩვენებს?-ირონიულობა აიკრა სახეზე
-დროს ნუ დაელოდები,გაარკვიე ნამდვილად რას წარმოადგენს თედო დორეული. სჯობს სიმართლე გაიგო და გეტკინოს,ვიდრე გაურკვევლობაში ცხოვრობდე და გვიან ფიქრობდე ''ნეტავ ასე მოვქცეულიყავი''.
-რომ მეტკინოს?
-უნდ აიტანო.
-ნეტავ,მიყვარს?
-სიყვარული ფართო მცნებაა,ზოგს ადამიანის შესაყვარებლად წლები სჭირდება,ზოგმა შეიძლება იმდენი შეძლოს,იმდენად ღირებული აღმოჩნდეს შენთვის შენს გულში ფესვები სამუდამოდ გაიდგას...
-მადლობა ყველაფრისთვის.
-კითხვა დაგავიწყდა-გაეღიმა ნანას
-არ დამვიწყებია-მასაც გაეღიმა-ღმერთის გჯერათ?
-მჯერა ანიტა,მთელი გულით. შენ?
-ვფიქრობ,რომ არა. საბოლოოდ მის არსებობას მაინც ვერ დავიჯერებ,შეიძლება გარკვეული წარმოდგენები შემექმნას,თუმცა საბოლოოდ...
-მისი არსებობის სიმტკიცეში ვერ დარწმუნდები.
-სწორედაც.
5 დღე იყო გასული,რაც თედოსა და ანიტას ერთმანეთი არ ენახათ,გაურკვევლობა სუფევდა გოგოს გონებაში,ვერც იმას ხვდებოდა თუ რა ხდებოდა მის თავს,ვინ იყო თედო დორეული,ან ვინ იყო თავად, ამ უბადრუკ ცხოვრებაში? მყუდრო ოთახი,კალამი და ფურცელი მის თანამგზავრს წარმოადგენდა ამ დღეების განმავლობაში. გული წყდებოდა,რომ თედომ, აი, ასე უ ბ რ ა ლ ო დ დატოვა. თუმცა შემდეგ დაამატებდა,''და ვინ ვარ,რომ არ დავეტოვებინე?უბრალოდ,კლუბში გაცნობილი გოგო''. თვალზე მომდგარი ცრემლების მიზეზს ვერ ხვდებოდა,ვერც იმ ფორიაქს ხსნიდა,რასაც მასზე ფიქრის დროს განიცდიდა,ამიტომ შვებას წერა ჰგვრიდა და ფიქრი ერთადერთზე-ტატოზე.
ტატო მისთვის უდიდეს ტკივილთან,დანაკლისთან,თუმცა ამავდროულად უსაზღვრო სიყვარულთან,სულის სიმშვიდესთან ასოცირდება,დიდი ხანია დასჩემდა ასეთი ჩვევა, ყოველ ღამით,ძილის წინ მას ესაუბრება. გიკვირთ არა? მართალია,ბევრს შეიძლება ეუცნაუროს ასეთი ქცევა,თუმცა არა მას ვისაც ენატრება! აი,ახლაც თვალებდახუჭული საწოლზე მოთავსებულა,რომელსაც მარცხენა მხარე როგორც ყოველთვის ცარიელი აქვს და არსებულ ბალიშს ხელით ეფერება,რომელსაც მაინც შემორჩენია ტატოს სურნელი,მის ოთახს იშვიათად ეკარება,რადგან ყველგან ტატოა,თითოეული ნივთი,ტანსაცმელი,აქსესუარი მას ახსენებს,თუმცა არა! მას ტატო ყოველთვის ახსოვს. როგორ ამბობენ? დრო ყველაფრის მკურნალია...ვინ მოგატყუათ,რომ ასეა? ტყუილია,უბრალოდ ეჩვევი,ტკივილი არ გინელდება,როდესაც შენი მონატრების ადრესატზე ფიქრობ... 1 წლის განმავლობაში საფლავს ძლივს მოწყვიტეს,საფლავზე დამხობილი დღეები ქვითინებდა,დედამისი კი უბრალოდ გაშეშებული შეჰყურებდა შვილს,შემდეგ ერთად დაძლიეს,ზურასთან ერთად.მაინც რა რთულია კაცობა არა? ტირილსაც რომ უშლი საკუთარ თავს,რადგან ცოლ-შვილი გვერდით გყავს,მაგრამ რამდენჯერ ყოფილა ისეთი შემტხვევა განმარტოებულს რომ უქვითინია? მასაც ხომ ტკივა? რა თქმა უნდა,ის ხომ მისი შვილი იყო. ბევრჯერ გამტყდარა ცოლის თანდასწრებითაც,თუმცა თავი შეუკავებია,რადგან იცოდა ნათიასაც როგორ ტკენდა...ბევრჯერ უტირია ნათიას ქმრის კალთაზე თავდადებულს,ბევრი ცრემლი გადაუყლაპავს ზურას,თუმცა ისიც ერთხმად აჰყოლია ცოლის ტირილს...ასეა,ზოგჯერ ყველანი ვტყდებით.
1 წლის შემდეგ,ანიტას საფლავზე მისვლა ესიკვდილება.რატომ? იმიტომ,რომ სურს საფლავი გათხაროს და ძმას გვერდით მიუწვეს. ტკივა,სული ეწვის,მაგრამ ითმენს...ის შეპირდა, მას შეპირდა! რომ იცხოვრებს,იბრძოლებს,შეიყვარებს და შემდეგ დრო რომ მოვა მასთან იქნება,იქ ზევით,სადაც ვერავინ და ვერაფერი დააშორებთ,სულ რომ სამყარო დაიქცეს.
-ტატო,ნეტავ უბრალოდ აქ იწვე ძმაო-ბალიშს ეფერებოდა და იღიმოდა-მინდა,რომ აქ მყავდე ,შენი თლილი თითებით სახეზე მეხებოდე ძმაო,მამშვიდებდე,ამ ცრემლებს მწმენდდე და მეუბნებოდე, ნუ გეშინია ჩემო სიცოცხლის სხივოო,როგორც ადრე.რატომ აღარ მეუბნები ტა-ტო? ვიცი,შენც გინდა რომ აქ იყო ჩემო სიყვარულო,მაგრამ ამ ცხოვრებაში არ გამოდის ძმაო,ხომ არ მიბრაზდები? მე რომ ცოცხალი ვარ ხომ არ გწყინს ტატო? ასე ძალიან რომ მენატრები რა მოვიმოქმედო? ყველა,ვინც ჩემი ცრემლების მიზეზი გამხდარა შავ დღეში ჩაგიგდია,ახლა შენ რომ თავად ხარ ჩემი ცრემლების მიზეზი რას მოიმოქმედებ ტა-ტო? ძმაო,რაღაც აღელვებული ვარ,თედოზე მეფიქრება,ვინ არის ეს ადამიანი?-ცრემლები სახეს უსველებდა-ნეტავ მათთან რამე აკავშირებს? თუ ასეა რა მოვიმოქმედო ძმაო? მიყვარხარ ტატო...დროებით.
''ნეტავ უბრალოდ გვერდს მითბობდე ძა-მი-კო''
******
-დედა შენთან საუბარი მინდა-ნათიას გვერდით მიუჯდა
-აბა რა ხდება ჩემო საყვარელო?-ლოყაზე მიეფერა ქალი
-დე,დორეულებს რამდენი შვილი ჰყავთ?-ქალს სახე შეეცვალა
-რაში გაინტერესებს იმ ოჯახს რამდენი შვილი ჰყავს?-მკაცრად ამოილაპარაკა,მაგრამ ამ ხმაშიც იგრძნობოდა თუ როგორ უჭირდა ამაზე საუბარიც კი
-დედა,უბრალოდ კითხვაზე მიპასუხე გთხოვ-შეევედრა
-ანიტა,ცეცხლს ნუ ეთემაშები!-წასასვლელად მოემზადა,მაგრამ გოგომ შეაჩერა
-დედა! ასე ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? გთხოვ,მითხარი.-ქალმა კი ღრმად ამოისუნთქა
-ორი შვილი ჰყავდათ,ბიჭები-ზიზღით გამოსცრა კბილებში-მაგრამ ერთი დარჩათ.
-მეორე შვილი, აქ არის? თუ,არ იცი?
-როგორც ვიცი ამერიკაშია.ანიტა,რა ხდება გამაგებინე,იმ მკვლელების შესახებ რატომ მეკითხები?-შიში გაუკრთა ქალს-დე,ხომ არ გემუქრებიან?-ამოიკივლა. ანიტას კი გააკანკალა ''მკვლელების'' გაგონებაზე.
-რა სისულელა დედა-გულწრფელად გაიკვირვა-რატომ უნდა მემუქრებოდნენ,კარგი რა. დამშვიდდი-ჩაეხუტა
-აბა,1 წლის შემდეგ მათი ოჯახის შესახებ რატომ გაგიჩნდა კითხვები?
-მაინტერესებს ჩემი ძმის მკვლელის დედმამიშვილს თუ შესაძლებელია,რომ სადმე გადავეყარო-თქვა თვალებამღვრეულმა
-მაიძულებ რომ ალეკოს დავურეკო-ამოიკრუსუნა ქალმა
-არც კი გაბედო-თითი დაუქნია დედამისს-მე კარგად ვარ დედა,მიყვარხარ-ლოყაზე ხმაურით აკოცა-არ დაიგრუზო იცოდე,ტატოს მაგრად არ დაევასებოდი ასეთი რომ ენახე,დე-თბილად გაუღიმა და სუფთა ჰაერზე გამოვიდა. თავში თედოს სიტყვები უტრიალებდა ''რამდენიმე დღეა საქ-ში ჩამოვედი და ვინც ვნახე ყველაზე ნორმალური შენ ხარ''
-ნუთუ ირაკლი დორეულის ძმა ხარ თედო დორეულო-ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და ცრემლები მოიწმინდა.
სახლშია გამოკეტილი და ყველაფრის გააზრებას ცდილობს,თუმცა ამაოდ,დასკვნამდე ვერ მივიდა. ამ ამოცანის ამოხსნაში,სავარაუდოდ მამამისი თუ დაეხმარება. თავად ცალკე ცხოვრეობს,4 ოთახიან კეთილმოწყობილ ბინაში,ასე გადაწყვიტა,მიუხედავად მშობლების დაჟინებული თხოვნისა,პასუხი კი ერთი იყო '' ამ სახლში ყველაფერი ირაკლის მაგონებს''.
-დე,როგორ ხარ თედო? როგორ მომენატრე დედას სიცოხლევ-შვილის კისერში ჩარგო სახე და საყვარელი სურნელი ღრმად შეისუნთქა
-კარგი რა დე,3 დღის წინ არ მნახე?-თავზე ფრთხილად კოცნიდა დედას და გულში იკრავდა
-მე ყოველ საათს,წუთსა და წამს მენატრები დედიკო-ცრემლიანი თვალები შეანათა შვილს,რომელიც ჩაწითლებული თვალების დანახვაზე სულ მთლად გდაირია
-ხომ იცი ვერ ვიტან შენი ცრემლების მიზეზი რომ ვარ,საკუთარი თავი მზიზღდება ამ დროს. შენ ხარ ჩემი გული დე,არ იტირო რა-თბილად გაუღიმა,ცრემლები მოწმინდა და ნამიანი თვალები დაუკოცნა
-ჩემი გულის მალამო,ჩემი ბიჭი ხარ შენ.აღარ ვიტირებ დე.შენს გამო...იკას გამო-რამხელა სევდას იტევდა ეს თვალები და გული.ბიჭმა კი ღრმად ამოისუნთქა
-მამა სახლშია?
-კაბინეტშია,ზემოთ
-კარგი,ავაკითხავ მაშინ. სალაპარაკო მაქვს.
-საჭმელს გავამზადებ დედი
-კარგი შორე,ძალიან მშია
მეორე სართულზე ავიდა და კაბინეტის კარი შეაღო.
-ბატონო ამირან-გაიღიმა-გამარჯობა
-ვაა თედოს გაუმარჯოს-ძლიერად ჩაიკრა შვილი გულში-როგორ ხარ მა?
-სიმართლეს გეტყვი,გაურკვევლობაში ვარ და ეს არ მომწონს.
-რა ხდება?-ღელვა შეეეტყო კაცს
-არ ინერვიულო-ხელის აწევით დაამშვიდა-უბრალოდ,რაღაც კითხვები მაქვს ხავთასებთან დაკავშირებით.
-ხავთასებთან?-წარსულის ერთმა წელმა ჩაუფრინა უფროს დორეულს თვალწინ,სევდა შეეპარა კაცს-მაგ ოჯახთან რა ხელი გაქვს შვილო?
-იმ დროს ისე მოხდა,რომ არავინ და არაფერი მაინტერესებდა ჩემი ძმის გარდა,არც ის მიკითხავს თუ ჰყავდა დედმამიშვილი ტატო ხავთასს....
-ეჰჰ-ამოიხვნეშა კაცმა-როგორც ვიცი და ჰყავს შვილო იმ საწყალ ბიჭს
-სახელი ხომ არ იცი?-უკვე სუნთქვა ეკვროდა
-მოიცა გავიხსენო.კარგად არ მახსოვს-თვალები მოჭუტა კაცმა-ანი ჰქვია,მგონი. თუ,არა! გამახსენდა. ანიტა ჰქვია შვილო. რა ხდება,ხომ მშვიდობაა?
-ანიტა..ესე იგი ანიტა ხავთასი-ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა,ამის შემდეგ არაფერი უთქვამს,ასე უხმოდ ისადილა ოჯახთან ერთად,ერთი წევრის-ირაკლის გამოკლებით,რომლის სკამიც ხელუხლებელი იყო და თეფში მისთვის ყოველთვის იყო განკუთვნილი სუფრის გაშლის დროს.
ტკიოდათ ირაკლი.
ტკიოდათ უიმისობა.
ეცოდებოდათ ხავთასების ოჯახიც.
მაგრამ,მათი შვილი უფრო უყვარდათ!
''ნეტავ უბრალოდ გვერდს მიმაგრებდე ძა-მი-კო''
*****
-ახლა რას აპირებ ანიტა?-თმაზე ეფერებოდა დაქალს მარიამი
-არ ვიცი-გულწრფელად უპასუხა
-მე ერთ რჩევას მოგცემ,რომ იბრძოლო და არ დაკარგო თედო. მაგრამ,ისიც მთავარია თუ რას ფიქრობს ის.
-არ მგონია რამეს კარგს ფიქრობდეს,აქამდე ხომ შემეხმიანებოდა?-ტკივილს არც ფარავდა
-დრო გჭირდებათ,რომ ყველაფერი გაანალიზოთ. ეს ხომ ადვილი არ არის ანიტა? შენ თუ არა ეს ვის ესმის?
-საერთოდ არ ვიცი რა მოვიმოქმედო,მონმატრებას ვგრძნობ,გაუსაძლის ტკივილს,როდესაც მასზე ვფიქრობ,მაგრამ მგონია,რომ ტატოს ვღალატობ.
-ტატოს რატომ ღალატობ? თედო რა შუაშია მარიამ?ვიცი ძნელია,მაგრამ თედოს ნუ ადანაშაულებ.
-ეგ რომ კარგი ძმა ყოფილიყო მის ძმას შეაჩერებდა და ტატო გვერდით მეყოლებიოდა-შეჰყვირა და ცრემლები წამოუვიდა. გატყდა ანიტა,ამ წამს.
-არავინ იცის რა მოხდა სინამდვილეში ანიტა, არ ვიცით რა იყო მოტივი ირაკლი დორეულის ამ საქციელისა...
-საქციელისა,თუ ტატოს მკვლელობისა? შენ რა, მას იცავ?-შეშლილს უფრო ჰგავდა ამ დროს
-სისულელეებს ნუ მეუბნები ანიტა,მხოლოდ შენი ოჯახის გადმოსახედიდან ნუ უყურებ ყველაფერს!-ხმას აუწია მარიამმა-რეალური მიზეზი არავინ ვიცით! მაგრამ შედეგი ერთია-ტატო მკვდარია. ირაკლიც მკვდარია.
-ვაბშე ვინ ჯანდაბა ირაკლი დორეული,რაში მაინტერესებს? მე ჩემი ძმა მინდა,ტატო მინდა-იატაკზე ჩაიკეცა და სახე ხელებში ჩამალა
-ისიც ადამიანი იყო,სიკვდილისთვის ყველა ცოდვაა. ტატო სიკვდილამდე მენატრება,შენ ეს კარგად იცი,თავი ხელში უნდა აიყვანო ანიტა-მის წინ ჩაიმუხლა და მოეხვია
-ტატო მინდა,ლოყაზე მინდა ვაკოცო და ისევ ვეწუწუნო,რომ წვერი გაიპარსოს,რადგან ლოყებს მიჩხვლეტს,უბრალოდ აქ იყოს და ჯანდაბას,მის წვერიან ლოყასაც ავიტან,ჩხუბსაც და საერთოდ ყველაფერს. ოღონდაც,აქ იყოს,ჩემს გვერდით მარ-ტიროდა და დაქალს ეკვროდა
-მეც მინდა ანიტა,მინდა აქ იყოს და ისევ ისე მიხუტებდეს,როგორც მან იცოდა,ისევ ''მარიკუსას'' მეძახდეს და თმას მიბურდავდეს,სულ ვეჩხუბებოდი,მასე ნუ მომმართავ-მეთქი,მაგრამ ჯანდაბას, ავიტანდი! ოღონდ აქ იყოს და რას არ ავიტანდი-ერთხმად ტიროდნენ
-ძლიერები უნდა ვიყოთ,ჩვენ მას შევპირდით,რომ ვიბრძოლებთ,შევიყავრებთ,ვიცხოვრებთ და ამ ცხოვრებაში უსულო სხეულები არ ვიქნებით.
-მართალი ხარ, ტატოს არ უნდა მივტიროდეთ,რადგან ის ჩვენთანაა,ჩვენს გულში,სულში,ყველგანაა-ცრემლებს იშორებდა მარიამი
-იცი,რა? მგონი შეყვარების სტადიაზე ვარ-მტკივნეულად გასცრა ამის წარმოდგენაზეც კი ანიტას,მაგრამ თითქოს რაღაც თბილი ჩაეღვარა მარცხნივ,სადაც გული ფეთქავს.
-სიყვარულო შენ რა გითხარი გონებას რომ არ დაეკითხები-ტუჩის კუთხე ჩატეხა მარიამმა-ადვილი არ იქნება,მაგრამ არც შეუძლებელი. უნდა იბრძოლო ანიტა.
-მანამდე კი დარწმუნებული უნდა ვიყო,რომ ეს ბრძოლა ამად ეღირება.
******
-თავს როგორ გრძნობ ანიტა?
-უცნაურად.
-უცნაურად კარგად,თუ უცნაურად ცუდად?
-ალბათ,ორივე ერთად.
- სასიამოვნო ბლიც ინტერვიუ გამოგვდის-ჩაიცინა ნანამ
-სასიამოვნო?-მხრები აიჩეჩა ანიტამ-მიხარია,თუ ვინმესთვის ჩემი პასუხები სასიამოვნოა
-რას ფიქრობ,რა შეიცვალა შენში?
-უბრალოდ, უფრო ძლიერი გავხდი
-თედოს შესახებ რას მეტყვი?-ანიტამ ღრმად ამოისუნთქა
-მიყვარს,ან უბრალოდ ასე მგონია,ეს გრძნობა რა არის არც ვიცი...მაგრამ,მის გარეშე არსებობა არ მინდა.
-ის აღმოჩნდა ვისაც ფიქრობდი?
-ყველაფერი იმაზე მიუთითებს რომ ირაკლი დორეულის ძმა არის.
-ანუ,პირისპირ არ გისაუბრიათ.
-არა,არ შემხმიანებია.
-და,რატომ ელოდები რომ შეგეხმიანება? შესაძლოა ასეც მოხდეს,მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა არასდროსაა გვიანი. ეს სირცხვილი არაა,გამბედაობაა.
-მეშინია,რომ ხელს მკრავს,ან შეიძლება უკვე მკრა. არ ვიცი რატომ ვარ მიჯაჭვული ამ ადამიანზე ასე ძალიან, 1 წელიც კი არაა რაც ვიცნობ.
-არცაა საჭირო,რომ ადამიანს 1 წელი იცნობდე,მასზე დამოკიდებული რომ გახდე
-როგორ დამამშვიდეთ-ამოიოხრა და გულიანად გადაიხარხარა-როგორ ფიქრობთ მე მასზე დამოკიდებული ვარ?
-შენ ის გიყვარს,ან შეიძლება გგონია რომ გიყვარს,მაგრამ ეს უკვე დამოკიდებულებაა ანიტა.
-მეშინია,ვფიქრობ რომ ტატოს ვღალატობ.
-მაგას რომ ფიქრობ სწორედ მაგით ღალატობ ტატოს. შენ ძმას შენი კარგი გაუხარდება,ცუდი კი გულს ატკენს,სადაც არ უნდა იყოს. განა ასე არ არის?
-ასეა-თბილად გაიღიმა ძმის გახსენებაზე-როგორ მენატრება.
-ეცადე მასზე მხოლოდ ძილის წინ იფიქრო,დღისით კი დაკავდი ნებისმიერი რამით,რაც გსურს,ჩაერთხე პროექტებში,სამსახურიც დაგეხამრება,თუ გსურს აქტიური ცხოვრების წესს მიჰყევი,უბრალოდ მხოლოდ ტატოზე ნუ ფიქრობ,იმ ქვეყნად რომ მოხვდები,შემდეგ მიხვდები,რომ შენი ცხოვრების ყველაზე დიდი დრო იმ ადამიანზე ფირში გაგიტარებია,რომელსაც იქ შეხვდები,ამ ქვეყნად მცხოვრები ხალხისთვის კი უდიდესი ტკივილი მიგიყენებია,შენი დეპრესიულობისა და ვინმეს შეყვარების შიშის გამო.
-თქვენთან საუბარი მამშვიდებს,უბრალოდ მინდა,რომ ეს ყველაფერი დავიჯერო დ ვიწამო.
-შენ ახლა თქვი ''ვიწამო''-კმაყოფილმა უთხრა-აკი,ღმერთის არ მწამს და ილუზიებით არ ვცხოვრობო?
-ეგ სიტყვა ვთქვი? არ მახსოვს,ალბათ იმიტომ რომ გულიდან ამოვიდა-ჩაიცინა-ღმერთის არ მწამს,მაგრამ რწმენა მხოლოდ მასთან ხომ არ ასოცირდება?
-გასაგებია ანიტა
-თქვენ,გწამთ ღმერთის?
-მწამს ანიტა,შენ?
-ღმერთის არა,მის მიერ შექმნილი სასწაულების კი.-პასუხი,რომელმაც ნანა ფსიქოლოგს კვლავ ღიმილი მოჰგვარა სახეზე. მალე ანიტას მობილური ამღერდა
-უცხო ნომერია-ფსიქოლოგს გახედა,მან კი თვალებით ანიშნა უპასუხეო
-ხვალ 3 საათზე შევხვდეთ,მესიჯი მომწერე,ადგილი სულ ერთია.
-კარგი,მოგწერ.-გათიშა.
-სასწაულების მართლა ვიწამე-ნერვიულად გაეცინა და გაოცებული მზერა გაბადრულმა გამომეტყველებამ ჩანაცვლა.
-ის იყო,არა?
-თედო,ჩემი თედო იყო-დაუდასტურა
-სასწაულებს თავად ვქმნით ადამიანები. იბრძოლე ანიტა,მასთან ერთად.
-მარტო ვერაფერს გავხდები,მთავარი თედოა...თედო დორეული. ამ ბრძოლაში ერთად ვართ!
********
ყველაფერი იყო ტატო ხავთასი საკუთარი ოჯახისთვის,განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ანიტასთან. ბავშვობიდანვე შეისისხლხორცა პატარა დაიკოს სიყვარული,მათ შორის სხვაობა სულ რაღაც 3 წელი იყო,ყოველთვის ეუბნებოდა ანიტას,რომ მის გარეშე ის არაფერს წარმოადგენდა,რადგან ის იყო მისი ამომავალი წერტილი,დარდის გამქრობი და გულის მესაიდუმლე. პროფესიით ინჟინერი,ისეთი პიროვნება იყო სხვისთვის ცუდი არასდროს რომ არ გაეკეთებინა,მანდილოსნებისა და უფროსების პატივისცემა არასდროს ეშლებოდა,როცა საჭირო იყო შეიკურთხებოდა კიდეც,მაგრამ ამის ადგილიც იცოდა. არ იყო ურთიერთობებში გახსნილი ბიჭი,არც ფართო სანაცნობო წრე ჰყავდა,რადგან თავად არ სურდა,ვინც გვერდით ყავდა ყველა გულით უყვარდა,ეს აკმაყოფილებდა კიდეც. სიტყვის კაცი იყო ტატო ხავთასი,ერთს რომ იტყოდა შეარულებდა კიდეც. ანიტას დაქალი მარიამი ძალიან უყვარდა ტატოს,დიდ პატივს სცემდა მას და მეორე დად მოიხსენიებდა. ანიტას მის გულში განსაკუთრებული ადგილი ეკავა,დედამისს აღმერთებდა,მამამისს პატივს სცემდა,ძმაკაცებს გვერდში ედგა და მათგანაც იგივეს იღებდა საპასუხოდ. უყვარდა,მაგრამ ეს სიყვარული არ აღმოჩნდა ნამდვილი,ერთი დიდი ფარსი იყო,სიყვარულის მსხვერპლი იყო ტატო...
-დე,დღეს შენი დაიკო დაიბადა,ნახე რა პატარაა ტატო-საავადმყოფოში იყო ნათია უფროსი ვაჟი ანიტას სანახავად რომ მიუყვანეს.
-ეს სულ ცემი დაიკოა?-იცინოდა ბიჭი
-სულ ჩვენია დე,შენი დაიკოა,ნახე რა ლამაზია-სიცილშეპარული ხმით ესაუბრებოდა ნათია შვილს
-მინდა ლომ ვაკოცო-ზურამ ხელში აიყვანა შვილი და სახე პატარა ანიტასთან მიაწევინა.პატარა ტუჩები დის ლოყებს მიაკრო და გაიცინა-ლა პატალაა,ლოდის გაიზრდება? მინდა რომ მეც დავიჭილო ხელში-ტიტინებდა უფროსი ხავთასი
-რომ გაიზრდება შენც ხომ დამეხმარები მის მოვლაში ტატო?
-აბა ლას ვიზამ,რა საყვარელია ანიტა-კისკისებდა ბიჭი
-ანიტა დაარქვი მა?-თბილად გაუღმა ზურამ
-ხო,ანიტა მიყვარს მე,მომწონს ეს სახელი.
-მაშ,ანიტა ხავთასი არის ჩვენს წინ დედის მკლავებში პრინცესასავით მოკალათებული-ამბობდა სახეგაბადრული ზურა
-ანიტა,ჩემი ანიტა-ჩაილაპარაკა ნათიამ და შვილს შუბლზე მიაკრო ტუჩები.
-ანიტა ცემია,იცოდეთ-დაიბღვირა ტატომ.
-დაიკო უკვე მიისაკუთრე,დე?-სიცილს ძლივს იკავებდა ნათია
-დიახაც,ვითომ ალ იცოდე როგორი ვალ. მეცაკუთრე-ხითხითებდა
-ჩემი მესაკუთრე ბიჭი,გენაცვალეთ მე თქვენ მამი-გემრიელად ჩაკოცნა შვილი ზურამ,შემდეგ კი დედამ იჯერა შილის სურნელით გული.
*****
-ტატო,გძინავს?
-კი მძინავს და სიზმარში გესაუბრები
-ოჰო-გაიკვირვა-დიდი ნიჭით ხარ დაჯილდოვებული ძმაო-გაიცინა- მაინტერესებს შენი აზრით სიყვარული რა არის?-ტატო მისკენ გადმოტრიალდა
-ჩემი გოგო შეყვარებულია?-თვალები დააწვრილა ტატომ და ანიტა მკლავებში მოიქცია
-ტატო ძვლები მეტკინა,გამიშვი. ძმაოო-იცინოდა ანიტა
-არ გაგიშვებ,აი ასე ვიყოთ რა-ყელში აკოცა და მკლავები ოდნავ მოადუნა-სიყვარული? სიყვარული ისაა რასაც შენს მიმართ განვიცდი ანიტა-გაბადრულმა ამოილაპარაკა-სყვარულია საყვარელი ადამიანის სახეზე ღიმილის დანახვის მიზეზი რომ ხრ,მისი ტკივილი რომ გტკივა,უიმისოდ სიცოცხლე რომ ვერ წარმოგიდგენია,შენი ბედნიერების მიზეზი როა.
-ტატო...
-ხო-ჩაილაპარაკა ყელში თავჩარგულმა,თან ეცინებოდა
-ამდენად გიყვარვარ?-ბიჭმა გაიცინა და ლოყაზე ძლიერად აკოცა დას
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მიყვარხარ ანიტა-ცხვირზე დაკრა საჩვენებლი თითი-შენ? არ გიყვარვარ?-წარბები აზიდა
-მიყვარხარ,იცი როგორ?-თვალებში სხივი აუკაიფდა-შენს გარეშე სიცოცხლე რომ არ წარმომიდგენია ისე,ჩემი სიხარული ხარ შენ ჩემო ტატუნაა-კისკისებდა გოგო და მუცელში უღიტუნებდა ბიჭს
-აიი,ახლა გაჩვენებ როგორ უნდა ღიტინი-ამის შემდეგ იყო აკისკისებული ანიტა და ვედრება,რომ ტატო შეჩერებულიყო.
-კარგი,გეყოს ტატო,ვკვდები ვსო-ამოკრუსუნა
-ჯერ სიკვდილი ძალიან ადრეა ანიტა-გადაიხარხარა ტატომ
-რატომ? შეიძლება ხვალ სკოალში წასვლის დროს მანქანა დამეჯახოს,ან თავზე აგური დამეცეს-იცინოდა გოგო,მაგრამ ტატოს სულ არ ეცინებოდა,საწოლიდან წამოიწია და სერიოზული,მკაცრი სახით დააჩერდა,თან თითი დაუქნია
-მეორედ ეგეთი სისულელე აღარ მითხრა,ხუმრობითაც კი.-ბალიშზე თავი დადო და დას ლოყაზე ძლიერად აკოცა-შენ ჩემთან უნდა იყო,ყოელთვის.
-რა მესაკუთრე ხარ ბიჭო. რომ გავთხოვდები ქმრის სახლში მზითვად წაგიყვანო?-თითებზე ეფერებოდა ძმას
-რა დროს შენი გათხოვებაა გოგო 15 წლის ხარ. დაიძინე ახლა,მაგ თემაზე რომ გათხოვდები მაშინ ვილაპარაკოთ-თვალები მილულა ბიჭმა
-ოხ,რა მესაკუთრე ხარ ტატო-ჩაიცინა და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.
*********
-ტატო,დედიკო და მამიკო სახლში არ არიან,დღეს ღამით ბავშვები გიოს ვადგებით სახლში,დაბადების დღე აქვს და ბავშვები გამომივლიან და უნდა წავიდეთ.
-ხოარ ღადაობ ანიტა?-ტელეფონი მაგიდაზე დადო ტატომ-ღამის 12 საათზე რა პარპაში აგიტყდათ ძალიან მაინტერესებს!
-ნუ ასერიოზულებ ახლა შენი ჭირიმე რა-თვალები აატრიალა-ბავშვებთან ერთად მივდივარ,რომ კლასელს დავადგეთ სახლში,რა პრობლემაა?
-ის პრობლემაა ანიტა,რომ 12 საათი შუა ღამეა,ზამთარია,ათასი ნაძირალა დაბოდიალოს გარეთ.-ტონს აუწია
-ნუ მიყვირი!-არც მან დააკლო
-მაშინ ნუ მაყვირებ!-კბილებში გამოსცრა
-ტიპიური ''გრუზინი'' ძმასავით იქცევი რაა,რა დაგემართა? აბა,მე მარტო დავრჩე სახლში?-სახე სატირლად დაბრიცა
-გოგო რა საჭიროა ღამის 12 საათზე რომ დაადგეთ,ხვალ ვერ წახვალთ? დღეს განსხვავებულ რამეს გაჭმევენ იქ,თუ რა?-გაიცინა
-ალბათ,ვერა. ვერ წავალთ. ჩემს ჭკუაზე ხომ არ ივლიან კლასელები?
-16 წლის ლაწირაკები აპარპაშდნენ ახლა,ჰორმონები აწვებათ და აღარ იციან რა მოიფიქროონ,ოღონდ ღამით გაიყვანე ესენი და-სახეზე ხელები შემოიწყო-დედას შევე*ი ასეთ მოფიქრებას-შეიკურთხა ხმადაბლა
-ნუ იგინები,საერთოდ არ წავალ,დამიკარგა ყველაფრის სურვილი-ტირილი დაიწყო და ოთახში გავარდა,ტატომ ამოიხვნეშა,საათს შეხედა,ჯერ 11 საათი იყო. ნახევარ საათში კი ანიტას ოტახში შევიდა,მის წინ საწოლზე მუცლით დაწოლილი და დახვდა
-ჩასძინებია ამ სულელს,თან რამდენი უტირია-ღრმად ჩაისუნთქა,ვერ იტანდა,მისი ცრემლების მიზეზი თავად რომ იყო,ასეთი შემთხვევა კი ძალიან იშვიათი იყო.
-ანიტა,ჩემო ლამაზო. გაიღვიძე-მუხლებზე იყო დაჩოქილი და დას თმებს ხელით უსწორებდა-აი,გამოფხიზლდა კიდეც-გაიცინა
-რა გინდა?-ძილისგან ხმა შეცვლოდა
-წამოდი,გიორგის სახლთან მიგიყვან,მარის დავურეკე და აქ გამოგივლის,მე წაგიყვანთ მანქანით
-ვაიმე ტატოო-შეჰყვირა და ძმას ძლიერად მოეხვია-შე ცუდო ბიჭო,თუ მიგყავდი რაღაც მაწვალებდი?-გაუბრაზდასავით
-არ მანანებიო ახლა-თითი დაუქნია და სიცილი ძლივს შეიკავა
-არა,არა, რას ამბობ. არ ინანებ-დაფაცურდა და კარადა გამოაღო-მადლობა ძმაო-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა კარში მდგარ ტატოს.
******
-რა ცივი ფეხები გაქვს გოგო-დისკენ შეტრიალდა,რომელიც ახლახან შეუწვა ლოგინში და გააღვიძა
-ისე შემეშინდა ფეხსაცმელები არც მიძებნია-შიშით ამოილაპრაკა,კანკალებდა
-რატომ კანკალებ ანიტა,მოდი ჩემთან-გულში ჩაიკრა და-ისევ ის პატარა გოგო ხარ,19 წლის კი არა-ჩაიცინა
-ნუ დამცინი შენ-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა-მეშინია ჭექა-ქუხილის და რა გავაკეთო?
-თავადაც იცი რა უნდა გააკეთო,ჩემთან მოხვიდე და ჩამეხუტო-ჩაიცინა და შუბლზე აკოცა-გათბი?
-კი,შენ მათბობ-გაიცინა
-დღეიდან წინდები ჩაიცვი საწოლში,ან როდესაც შექა-ქუხილია,ვიყინები უცბად რომ მიძვრები ლოგინში,ან ეს ჩუმად შემოპარვა რა იცი?
-თავიდან გული გისკდებოდა რომ ვიპარებოდი,მაგრამ მერე ხომ მიეჩვიე?-ჩაიცინა ანიტამ
-იმდენად მივეჩვიე ყოველი ჭექა-ქუხილის დროს ზურგით ვწვებოდი და გელოდებოდი,როდის შემოაღებდი კარს
-მაგიტომ მხვდებოდი სულ ფხიზლად?-პირი გააღო ანიტამ
-აქვე ახლო-მახლო ბუზი რომ იყოს უეჭველი შეგიფრინდებოდა-პირი დაახურინა ტატომ სიცილით
-ჰმ,მაშინ ახლა რატომ გეძინა?
-მძიმე დღე მქონდა დღეს სამსახურში და დავიღალე,თან 3 საათია,გვიან მოგივიდა შემოსვლა-ჩაიცინა-დავიძინოთ ხო?-ზემოდან დააჩერდა მკლავებში მოქცეულ დას
-დავიძინოთ.
******
-ანიტა,შენთვის საჩუქარი მაქვს
-აბა რა მაჩუქა ჩემმა ძამიკომ 22-ე დაბადების დღეზე?-ტაში შემოჰკრა გახარებულმა. ტატომ კი ოთახში შეიყვანა და კომპიუტერი და საბეჭდი მანქანა აჩვენა
-რომ ამბობდი ლეპტოპი მაქვს და კომპიუტერი მინდა,თან წერის დროს პრინტერიც მესაჭიროებაო,აჰაა. ინებეთ-გაუცინა,ანიტა კი გაშტერებული უყურებდ ამას
-არ არსებობს, არაა-იკივლა-ხო არ ღადაობ? ეს...ვაიმე მადლობა ჩემო ყურადღებიანო,თბილო,ჩემო ბიჭო,როგორ მიყვარხარ. უღრმესი მადლობა ტატუნა-კისერზე ჩამოეკიდა ძმას და წონასწორობა რომ ვერ შეიკავეს საწოლზე გადავარდნენ
-ვაიმე,ჩამენგრა ყველაფერი გოგო-ამოიკრუსუნა ბიჭმა
-ბოდიში,ბოდიში...ვაიმე როგორ გამიხარდა-დახტოდა,ბიჭი კი გაბადრული სახით უყურებდა
-რა მაგარია შენი სიცილის მიზეზი რომ ვარ,ტო-სახეზე ხელები ჩამოისვა ბიჭმა,ანიტა კი კალთაში ჩაუჯდა და ლოყები დაუკოცნა
-ჩემმი ტკბილი ძამიკო ხარ შენ,მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრა ტატო
-კიდევ რამის ყიდვა გინდა?-წარბები აზიდა და ჩაიცინა
-რას მკადრებ?-გაეცინა-რომც მჭირდებოდეს,უახლოს მომავალში ვერაფერს გეტყვი,იმდენად გაისარჯე. ანუ, ეგ წვერი გაიპარსე რაა,მამაკაცური ტიპები კი მევასებიან,მარა ისედაც ძალიან სიმპო მყავხარ ძმაო. ლოყებს მჩხვლეტ ამ შენი წვერით,ჩემო ტატუნაა-ჩაიცინა და ბიჭის კალთიდან წამოდგა
-აი,მად დაასტოპე ანიტა ხავთასი-ჩაიცინა და თითი დაუქნია-ჩემს წვერს ნუ ეხები და კიდევ, როცა მინდა მაშინ გაკოცებ,ძმის გამო ლოყების ჩხვლეტაც ვეღარ აიტანო ახლა-შეუბღვირა
-გაბრაზებულიც რა საყავრელი ხარ შე ოხერო-ლოყები დაუწელა ძმას,მან კი თვალები უკმაყოფილოდ აატრიალა
-აუ,ჩემ თავს გაფიცებ რა გადაიხადე ამ ყველაფერში?
-ფული-საჩვენებელი და შუა თითი მოუჭირა
-ძალიან სასაცილოა-სახე დაბრიცა-მითხარი რა,რამდენი გადაიხადე
-3000 გადავიხადე,მერე?-ჯიბეებში ჩაიწყო ხელები
-3000?-პირი დააღო-რაამბავია,გამყიდველი ვიღაც მაგარი ნაშა იყო და მოყვებოდა ამ ფასში?-თვალები დააწვრილა
-რა გიჟი მყავხარ გოგო,მაგრამ ასეთიც რომ მიყვარხარ რა ვქნა?-გადაიხარხარა და გულში ჩაიკრა-რაც იზრდები,მით უფრო შტერდები დაო
-ძმას ვგავარ-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
******
-ანიტა,თაკოს უნდა შევხვდე,გავედი კარგი?
-არ მომწონს მე ეგ თაკო ტატო-შეუბღვირა
-შენ ჩემს გვერდით მდგომი არცერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი არ მოგწონს-ირონიულობა აიკრა სახეზე ბიჭმა და სუნამო მიიპკურა.
ანიტა,თაკოს უნდა შევხვდე,გავედი კარგი?
-არ მომწონს მე ეგ თაკო ტატო-შეუბღვირა
-შენ ჩემს გვერდით მდგომი არცერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი არ მოგწონს-ირონიულობა აიკრა სახეზე ბიჭმა და სუნამო მიიპკურა
-ნურას უკაცრავად რა. აი,რაღაცნაირი გოგოა,1 წელია რაც გაიცანი,მაგრამ ვერანაირად ვერ მივუდექი რა,ცივი თვალები აქვს
-ანიტა,არ მსიამოვნებს რომ ასეთი დამოკიდებულება გაქვს მასთან-ნაღვლიანად შეხედა
-იქნებ მე არ ვცდილობ მასთან ურთიერთობას,არ ვიცი. შენი ხათრით,ვცდი-ჩაიცინა
-ეცადთ რა, არ მინდა ორ ცეცხლს შორის ვიყო-მოეხვია დას
-ვის აირჩევდი?-თვალები დააწვრილა
-კაი რა,ტო ამას სერიოზულად მეუბნები?-დასერიოზულდა
-ვხუმრობ,ხომ იცი რომ ასეთ სულელურ შედარებას არ მოვიყვანდი-ჩაიცინა და ფოსოებიც გამოაჩინა
-ამ ფოსოებზე ვგიჟდები მე-ლოყები ხმაურიანად დაუკოცნა
-ტატო,დღეს ადრე მოდი რა,ოჯახური სადილი მინდა მოვაწყო,ყველაფერს მე გავამზადებ
-მკლავ,დაო? -სერიოზულად ჰკითხა
-რა ხუმარა ხარ ზოგჯერ რაა-დაეჯღანა-არა მართლა,ცოტა მალე მოდი რაა,არ შეჰყვე რომანს
-რა გესლიანი ხარ გოგო-ენა გამოუყო
-მოდი ჩაგეხუტო-ძლიერად მიეკრა,რაღაც ფორიაქს გრძნობდა,მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ უკანასკნელად ხედავდა ძმას?-ხომ იცი როგორ მიყვარხარ ტატო? ჩემი სიცოცხლე ხარ შენ-ლოყებზე ძლიერად აკოცა
-რა სენტიმენტალური გამიხდი შენ-თბილად გაუღიმა და საფეთქელზე და შუბლზე მიაწება ტუჩები- მიყვარხარ სიგიჟემდე,ჩემო ლამაზო. ჩემი ბედნიერების მიზეზი ხარ ანიტა.
ბოლო სიტყვები ტატოსგან,
ბოლო შესაძლებლობა მისი ნახვისა.
განცდა მისი სიშორისა.
უ'ტატოობა.
******
დიდი ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა ირაკლი დორეულის დაბადება ამ ქვეყნად მისი ოჯახისთვის. სილაღე,ხალისი და ბედნიერება შემოიტანა ოჯახში,მის შემდეგ დაიბადა თედო. 1 წელი იყო ძმებს შორის სხვაობა. როდესაც წამოიზარდა განაცხადა,რომ იურისტობა სურდა,მშობლებიც გაგებით შევხვდნენ მის გადაწყვეტილებას. როგორი ძმობა ჰქონდა თედოსა და ირაკლის? მეგობრული და ძმაკაცური. ერთმანეთის გულის მესაიდუმლეები იყვნენ,გასაჭირში ერთმანეთს გევრდში ეგდნენ,რჩევებს აძლევდნენ,სწორი გზის დანახვაში ეხმარებოდნენ,ერთმანეთის აზრს,მიზნებს,მისწრაფებებს,პრინციპებს პატივს სცემდნენ. რაც შეეხება ხასიათს,ირაკლი დორეული ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა ჩვეული სიფიცხითა და იმპულსურობით,მაგრამ ეს არ ნიშნავდა,რომ როგორც პიროვნება პარივსაცემი არ იყო,პირიქით,ბევრისთვის მისაბაძი იყო ეს ადამიანი,გაჭირვებულს რომ გვერდს დახმარების გარეშე არ ჩაუვლიდა,თავშესაფრებს რომ ყოველთვის ეხმარებოდა,ბავშვებს სითბოს უზიარებდა ასეთი ადამიანი იყო ირაკლი. ნაკლი ყველას გვაქვს,ეს ხომ სირცხვილი არაა? ყველა ცოდვილი ვართ,ვცდილობთ რომ ვიბრძოლოთ და გადავრჩეთ. ერთი მინუსი ჰქონდა ირაკლის,თვალთ ბინდი თუ გადაეკრებოდა ვერა და ვერაფერი შეაჩერებდა,თვით თედოც ვერ ამშვიდებდა ამ დროს,განმარტოვდება სადმე და ეს წარმოადგენდა მის სიმშვიდეს.ნერივული ბავშვი იყო თავიდანვე,ემოციურიც,მაგრამ დროთა განმავლობაში მხნეობა შეიძინა,გრძნობების გამოხატვა კი არასდროს გამოსდიოდა,მხოლოდ დედასთან იყო ის პატარა ბიჭი,რომელიც დედის კალთაში ტიროდა. '' ყველაფერი ბედზეა დამოკიდებული.'' ეს სიტყვები სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ირაკლის და ყოველთვის ამბობდა ''საკუთარ ბედს თავად ვქმნით''. წარმატებული იურისტი იყო,შრომობდა,იბრძოდა და საკუთარი ოფლით იმუშავებდა ფულს,არასდროს ყოფილა სხვაზე დამოკიდებული,სწალვის მხრივად ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი იყო,რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
ზოგს სიყვარულში უმართლებს,ზოგს არა. სამწუხაროდ ირაკლი დორეულს არ გაუმართლა,ასეთია ცხოვრება,გვცდის და საბოლოოდ ან გამარჯვებული ვართ ან დამარცხებული. ოქროს შუალედის დაცვა ძალიან რთულია. ირაკლი დორეული უიმედოდ უყვარდა მარიტა გასვიანს,გოგოს რომელთან ერთადაც ორი ძმა იზრდებოდა,ირაკლი კი როგორც დას ისე უყურებდა მარიტას,მიუხედავად ამისა,უყვარდა ამ გოგოს,უიმედოდ,გულის ტკივილამდე. არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა მარიტასა და თედოსაც,მან იცოდა მარიატს გრძნობების შესახებ და რჩევებსაც აძლევდა გოგოს,მაგრამ გულს ვერ დაეკითხები,ასეთია ბუნების დაუწერელი კანონი. მხიარული,ლაღი გოგო იყო მარიტა,ნებისმიერი ოჯახისთვის ზედგამოჭრილი რძალი,საკუთარი შრომისმოყვარეობითა და დიასახლისობით,მაგრამ სხვა არავინ ყოფილა მისი ბედი.
-თედო,თაკო მიყვარს იცი? რამდენიმე თვეა ეს გავაანალიზე,თითქოს მის გარეშე რაღაც მაკლია-ჩაიცინა
-თაკო? კარგი გოგო ჩანს-დიდად არ მოეწონა ძმის განცხადება თედოს,არ იცოდა,რატომ მაგრამ მისი ძმა ამ გოგოსთვის ემეტებოდა.
-რაღარ ყოყმანობ,ხო? რამე ხდება თედო?
-არა,რა უნდა ხდებოდეს. მე შენი არჩევნით ყოველთვის კმაყოფილი ვიქნები,პატარა ბიჭი არ ხარ რომ დაგარიგო ვისთან გქონდეს ურთიერთიბა და ვისთან არა, 28 წლის ზრდასრული მამაკაცი ხარ-მხარზე ხელი დაკრა
-აი ნახავ,რა მაგარი გოგოა თაკო,კიდევ უფრო კარგად გაიცნობ უახლოეს მომავალში-სახეგაბადრული ესაუბრებოდა ძმას
-ვიმედოვნებ ძმაო,შენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ
-შენკენ რა ხდება თედო?
-სიყვარულის მხრივ არც არაფერი ძმაო,ხომ იცი მე და ეგ გრძნობა რა შორს ვართ ერთმანეთთან-ჩაიცინა და ვისკი მოსვა
-მოვა დრო და მოგიწევს დაახლოება,დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები-თითი დაუქნია
-დედასავით ლაპარაკობ-ჩაიცინა
-ვინმემ მახსენა?
-ვაა,შორე?საით გაგიწევია დედიკო?რა ლამაზად გამოიყურები-ხელები გაშალა ირაკლიმ და დედას მოეხვია
-გმადლობ.კლასელები ვიკრიბებით დე,-გაუღიმა და შვილის სურნელი შეიგრძნო,შემდეგ კი თედოს გადაეხვია
-რატომ მახსენებდით ბიჭებო?
-ჩვენს ლამაზ დედიკოზე ვსაუბრობდით,რომ შენც მეუბნები მოვა დრო და სიყვარულთან დაახლოება მოგიწევსო
-აბა რა ჩემო ვაჟკაცებო?ბერდები და შვილიშვილები მინდა-ჩაიცინა ქალმა
-რაო? ვბერდებიო? ახლა მანდ გაჩერდი შორე,თორე გავჭედავ-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ირაკლიმ-შენ უბერებელი,ულამაზესი ქალბატონი ხარ.-ლოყები დაუკოცნა ქალს-ჩემი ტკბილი,ქალის ეტალონი.
-ჩემო ვაჟკაცებო თქვენთვის მიხარია სიცოცხლე,როგორ მიყვარხართ-შვილებს მოეხვია და მათ სურნელში გაინაბა ქალი.
-ვგიჟდები ამ ქალზე-ჩაილაპრაკა თედომ
-ჩვეულებრივად ვაფრენ დედიკო შენზე-გაიცინა ირაკლიმ
*****
-იკა,ძმაო...რაღაც უნდა გითხრა,მაგრამ არ აფეთქდე რაა-შეაპარა ვატომ,მისმა ძმაკაცმა
-ჯერ მითხარი და მე გადავწყვეტ ავფეთქდე თუ არა
-თაკო დავინახე პარკთან,ვიღაც ბიჭს კოცნიდა-თვალი აარიდა ბიჭმა
-გეშლება ტო,ჩემი თაკო?-გადაიხარხარა
-არ მეშლება ირაკლი,ზედმეტად კარგა ვიცნობ თაკოს ვიზუალურად,მანქანა იქვე გავაჩერე და ახლოდან დავაკვირდი.
-არა,რა სხვა ბიჭი ვატო,ხო არ გაუბერე ბიჭო? ჩემი თაკო სხვას კოცნიდა?-თავზე ხელები შემოიწყო და აქეთ-იქით სიარული დაიწყო. მესაკუთრე იყო ირაკლი დორეული და ძალიან თავმოყვარე,თუ შეიყვარებდა,მხოლოდ მთელი გულით. ამ შემთხვევაშიც ასე იყო,უყვარდა,ოღონდ სიგიჟემდე,თაკოს გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა,1 წელზე მეტია რაც იცნობს და იმდენად შეისისხლხორცა ეს გოგო უიმისოდ ცხოვრება წარმოუდგენლად ეჩვენება,მაგრამ თავზე ლაფის დასხმას ვერავის აპატიებს.
-უნდა წავიდე,მაგრამ ვფიქრობ გეშლება ვატო-თვალები აემღვრა
-არ მეშლება,მაგრამ ასეთ მდგომარეობაში არსად გაგიშვებ-ამის თქმა და ირაკლის კაბინეტში შევარდნა ერთი იყო,იარაღი აიღო,ჯიბეში მოითავსა და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა. ვატო შეწინაარმდეგებას ცდილობდა,მარგამ მუშტი მოუქნია ირაკლიმ და გაითიშა
-რა ჯანდაბა გავაკეთე,ვატო. ძმაო,როგორ ხარ?-პულსი შეუმოწმა,ცოცხალი იყო,არც ჭრილობა ჰქონდა თავზე-ცოტახანში გამოფხიზლდები,ნუ ღელავ. ილოცეთ,რომ მართალი არ იყოს.-ცრემლები მოიწმინდა და მანქანა გიჟივით მოწყვიტა ადგილს.
მანქანა პარკთან ახლოს გააჩერა,მანქანიდან სწრაფი ნაბიჯებით გადმოვიდა და პარკში შევიდა.სუსხი იყო,ამიტომ ხალხი კანტიკუნტად გადაადგილდებოდა ირგვლივ. მის დაბინდულ თვალთახევდას კი იქვე მჯდარი,ერთმანეთზე ჩახუტებული წყვილი მიწვდა.მათ მიუახლოვდა და ზიზღნარევი მზერით დააკვირდა,თუმცა გული ეფლითებოდა,რა ხდებოდა მის თავს? ვერ ხვდებოდა.როგორ უნდოდა დედის კალტაში ექვითინა.
-აქ რა ხდება?
-რამე პრობლემაა?-ფეხზე წამოიმართა ტატო ხავთასი
-ჩემს შეყვარებულთან რა პონტში ხარ ჩახუტებული?
-ვინ არის შენი შეყვარებული?-გაიკვირვა ტატომ
-ქალბატონო თაკო,არაფერს იტყვი?-კბილებში გამოსცრა,სულ ცოტა აკლდა აფეთქებამდე
-მე..იცით...-ენა დაებლუკა გოგოს
-რა შენ თაკო,რა ჯანდაბა ხდება აქ?-მიუბრუნდა ტატო
-რამდენიმე წუთის წინ რომ ზასაობდით მაშინ არ კითხე ვინ ვიყავი? დავიჯერო არ იცოდი რომ ჩემი შეყვარებულია? რა მარაზმია-ღრიალებდა,ამასობაში კი იარაღი ამოიღო
-ირაკლი,რას აკეთებ იარაღი დაუშვი!-კანკალებად გოგო
-იარაღი დაუშვი!-კბილებში გამოსცრა ტატომ
-რაო,შეგეშინდათ?
-იარაღით ხელში მაგარი ბიჭი ხარ? კაცურად დამელაპარაკე-ტონს აუწია ტატომ
-მიყვარდი,გაღმერთებდი,ასე როგორ მომექეცი?-ყბებს ერთმანეთს ძლიერად აჭერდა
-იარაღი დაუშვი გთხიოვ. ირაკლი-ტიროდა თაკო-მე გატყუებდით,ორივეს,მაპატიეთ გთხოვთ...მე ვარ ყველაფრის თავი და თავი. დავიშალოთ,მორჩეს ყველაფერი,გავქრები თქვენი ცხოვრებიდან
-ამ ყველაფრის დედაც მოვ**ან,რას ბოდიალობ გოგო-ღრიალებდა ირაკლი-შენ ვინ ყოფილხარ? ეს როგორ გამიკეთე? ასე როგორ მომექეცი?-შეშლილივით ლაპარაკობდა
-რა თქვი? მოგვატყუე?-თვალთ ბინდი გადაეკრა ტატოს,ტკიოდა ეს მდგომარეობა,ქალი რომელიც უყვარდა თურმე ატყუებდა-ფულის გამო?
-ყველაფრის ღირსი ვარ ვიცი...
-მიპასუხე,ფულის გამო?-შეყვირა ტატომ
-ხო-ცრემლიანი მზერა მიანათა მას,შემდეგ კი გააფთრებულ ირაკლის გადახედა
-რა სულელი ვყოფილვარ,გამაბრიყვე ტო, ეს რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს? ამის თქმას არასდროს აპირებდი ხო? მიპასუხე-ღრიალს არ წყვეტდა-ტატო კი გახევებული იდგა,თავს ზედმეტად თვლიდა,ანიტას თაკოსადმი დამოიკიდებულება ახსენდებოდა
-ალბათ, ჯერ არ ვაპირებდი თქმას
-ჩემი და მართალი ყოფილა...ტყუილში მიცხოვრია-ცრემლი ხელით მოიშორა
-მაპ...
-არ გაბედო,პატიება არ ითხოვო. ახლა იცი,რისი ღირსი ხარ? სიკვდილის,ხოდა ამასაც გავაკეთებ,მერე კი ტყვიას თავში დავიხლი,არაკაცივით რომ მოვიქცევი,იცი რატომ? უშენოდ მე არარაობა ვარ-სუსტი აღმოჩნდა სიყვარულის წინაშე ირაკლი დორეული...ვერც კი აანალიზებდა რას ცადიოდა,ვერც იმას მიხვდა,როდის გამოჰკრა სახლეტს თითი.
შემდეგ იყო ტყვიის გავარდნა.
თაკოს მაგივრად მასზე გადაფარებული ტატო ხავთასის მკერდის არეში მიყენებული ჭრილობა.
აკივლებული თაკო.
გადარეული,შეშლილი ირაკლი დორეული.
-ეს რა გავაკეთე,ეს რა ჩავიდინე-იარაღი ხელიდან გაივარდა და მუხლებზე დაემხო
-ტატო თვალები არ დახუჭო,ტატო-კიოდა გოგო.ირგლვივ არავინ იყო,მაინცდამაინც იმ დღეს ჩამოიქცა ცა. ირაკლი ერთ ადგილას გაშეშებულიყო. შემდეგ სასწრაფოში დარეკა და ბიჭისკენ დაიხარა.
-ტელეფონი,ტელეფონი-იმეორებდა ტატო-მომაწოდეთ,ჩემი ტელეფონი და ანიტას დაურეკეთ. ირაკლიმ ჯიბიდან ამოუღო ტელეფონი და ანიტას ნომერზე დარეკა
-არ იღებს-ამოიხავლა-ანიტა,მივდივარ ჩემო ტკბილო,მამას და დედას უთხარი რომ სიგიჟემდე მიყვარს. შენ ხარ ჩემი პირადი საოცრება მზის სხივო. მიყვარხარ. მომენატრებით-ობოლი ცრემლი გადმოაგდო,ხმოვანი შეტყობინება გაგზავნა და დასრულდა...
ბოლო ამოსუნთქვა იყო ტატო ხავთასის.
ბოლო გაბრძოლება სულისა.
არაამქვეყნიური ღრიალი ანიტასი.
სულისშემძვრელი კივილი ნათიასი.
გაუსაძლისი ტკივილი ზურასი.
გამოთხოვება ტატო ხავთასისა.
*****
თედო და ამირანი მალევე დაიძრნენ შემთხვევის ადგილისკენ,რომელიც ვატომ უთხრა,პოლიციის მისვლამდე მოაშორეს ირაკლი იქაურობას,რომელიც დაპროგრამებულივით მოძრაობდა. თაკო აზრზე არ იყო რა ხდებოდა,უსულო სხეულივით მოძრაობდა,ირაკლიმ განაცხადა სახლში,რომ ჩაბარდებოდა,რადგან ამ ტვირთით ვერ იცხოვრებდა,მაგრამ არა! ამირან დორეულმა დაიჯინა საზღვრებს გადაკვეთავ რაც შეიძლება მალე და აქაურობას მოშორდებიო,ოღონდ ციხეში არ გაეშვა და ყველაფერზე იყო მზად,თუმცა რა იცოდა შვილის სასიკვდილო განაჩენს რომ აწერდა ხელს?! ცოცხლად მკვდარი იყო შორენა,თედო განადგურებული,ირაკლი საღ გონზე არ იყო,თითქოს ერთ დღეში ჩამოდნა ამხელა კაცი. შორენას ესიკვდილებოდა შვილის გაშვება,მარგამ მოუწია,ასეთი ყოფილა მისი ხვედრი.საზღვრებს რომ მიახლოვდნენ,ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, მხოლოდ თედო და ამირანი ახლდა ირაკლის.როდსაც პოლიციის სირენების ხმა გაიგონეს ირაკლიმ მხოლოდ გაიღიმა
- მამა,გთხოვ გამიშვი
-ირაკლი შვილო-ამოიხავლა კაცმა-მეგონა მოვასწრებდით,ყველაფერი გათვლილი მქონდა,მაინც გვიპოვნეს,მაპატიე შვილო-ქვითინებდა თითქოსდა ლოდივით კაცი
-მაპატიეთ ის ტკივილი რაც მოგაყენეთ და მოგაყენებთ,მიყვარხართ-ძმას და მამას მოეხვია
-თავად აპატიე საკუთარ თავს ძმაო-ცრემლი ხელით მოიქმინდა თედომ-მიყვარხარ
-თქვენ მაპატიეთ-იარაღი ამოიღო და თავთან მიიდო,მალევე გაისროლა....
შემდეგ იყო ირაკლი დორეულის უსულო სხეულის მიწაზე დაცემა.
გაშეშებული თედო.
აღრიალებული ზურა.
აკივლებული და სახედახოკილი შვილმკვდარი დედა.
ამბისგან შოკირებული მარიტა და მისი სუიციდი.
ვერ გაუძლო,სუსტი აღმიჩნდა მარიტა და ირაკლი და ხსნა სიკვდილში ჰპოვა. ერთად იქნებიან,იმ ქვეყნად,როგორც ყოველთვის...
გამოთხოვება ირაკლი დორეულისა.
*******
მომხდარის შესახებ თედო დორეულმა ყველაფერი დაწვრილებით იცოდა,ძმამ იმ დღესვე მოუყვა ყველაფერი.სახლში მიაკითხა თაკო ასათიანს,ფული გადასცა და საქართველოს საზღვრები იძლებით დაატოვებინა,უნდოდა იქვე მიეკლა,მაგრამ არა! არ გააკეთა,შეცდომა არ დაუშვა,სიკვდილი შვებაა,მან ამ ქვეყნად უნდა იტანჯოს! რაღას შეცვლიდა ეს გოგო? ვერაფერს,მოსახდენი მოხდა. ერთ დიდ ტყუილს შეეწირა 3 ადამიანი. ნათია ხავთასის სჯეროდა რომ ირაკლი დორეული პოლიციელების ტყვიას ემსხვერპლა, რადგან გაქცევას აპირებდა. სურდა,რომ ეს დაეჯერებინა,რადგან ამბობდა ''ის მკვლელი ტატოს გამო თავს არ მოიკლავდა,სად აქვთ მასეთ არაადამიანებს სინანულის განცდაო''. სახლში არავინ ეწინააღმდეგებოდა,დაე, ასე იყოს. ვინ დაეძებდა? ეს უკვე აღარაფერს ნიშნავდა...სრულიად არაფერს.
ტატო ხავთასი...
ირაკლი დორეული....
მარიტა გასვიანი....
3 ადამიანი,3 ცოდვილი ადამიანი, 3 შვილი ამ სამყაროსა,რომლებიც იმქვეყნიურ სასუფეველში განისვენებენ და დატოვეს ტკივილი,სევდა,დანაკლისი და სიყვარული მათი პიროვნებისა.
წვიმდა,კოკისპირულად. თვით ამინდიც კი ტიროდა სამ ადამიანს.
*********
თედოსთან შესახვედრად ემზადებოდა,შინაგანად ღელვას განიცდიდა,არ იცოდა როგორ მოქცეულიყო,ძალიან დაბნეული იყო,თუმცა მასაც ხომ ეს უნდოდა? თედო დორეულთან საუაბრი და ყველაფრის გარკვევა.
-მარიამ,ეს შარვალი სჯობს თუ მეორე, შავი?-სარკიდან უყურებდა შოკოლადით ხელში მდგარ დაქალს
-არც ერთი
-კარგი რა, უფრო რომელი მოგწონს?
-დახეული ჯინსებით რატომ მიდიხარ თედოს სანახავად ამიხსნი?
-და რატომ არ უნდა წაიდე? ვის ვეპრანჭები? არ მინდა კაბებით სიარული.
-ღმერთო,ამის თავი გამახსნევინა,ჩამახედა და მერე დამახურინა რა,მაგრამ ისედაც ვიცი,ტვინს იქ ვერ ვიპოვი-ამოიკვნესა მარიამმა
-ნუ დამტირი რა თავზე,მომიშალე ნერვები,წავედი მე,ამ შარვალს ჩავიცვამ-კარი გაიხურა და გავიდა
-აქ გელოდები ლამაზო,შენთვის აჯობებს სახლში გვიანობამდე დაბრუნდე-მიაძახა კარში გასულს.
კაფე ''Art''-ის შესასვლელთან იდგა და როგორც იქნება კარი გააღო,რომ შესულიყო,ირგვლივ მიმოიხედა და მაგიდასთან მჯდარი თედო დაინახა. ''როგორ უხდება კლასიკური სტილი,ეს საათი პირველად რომ ვნახე მაშინ ეკეთა.წვერიც მოუზრდია,რას გლოვობ თედო დორეულო?''- ეს აზრები აწუხებდა ქალბატონს. თედოს რომ მიუახლოვდა გულმა ძგერა დაუწყო,თუმცა მღელვარება კარგად დამალა.
-გამარჯობა ანიტა-ოხ,ეს მზერა
-გაგიმარჯოს თედო-ადგილი დაიკავა და ნიკაპს ხელებით დაეყრდნო,შემდეგ ყავა შეუკვეთეს და საუაბრი დაიწყეს.
-არ გავილექსები ახლა და გეტყვი,რომ ძალიან დაბნეული ვარ-დაიწყო ანიტამ
-რატომ არ გამიკვირდა?-ასე რატომ ჩაიცინა?
-ალბათ იმიტომ,რომ შექმნილ ვითარებას შენც კარგად აანალიზებ.
-რა თქმა უნდა-სწრაფად შეეცვალა სახე და სერიოზული გახდა-ანიტა,შენ ძალიან კარგად იცი,რომ არ მიყვარს ურთიერთობების ჩარჩოში მოთავსება,ამის სურვილი ნამდვილად არ მაქვს,რამდენიმე თვეა რაც ერთმანეთს ვიცნობთ და იცი რას ვფიქრობ? ჩემში ძალიან დიდი ადგილი გიჭირავს. შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ასეა-ხელები გაშალა-კიდევ რისი თქმა შემიძლია? იმის,რომ თუ შენ ხელს არ მკრავ,მე ხელს არასდროს გაგიშვებ!
-ძალიან ცივი პიროვნება ვარ,არ შემიძლია ხალხთან გულღია საუბარი,ასეთი ადამიანი ჩემთვის მარიამია,ადრე ტატოც იყო-ტირილი არ გაბედო ანიტა!-შენს მიმართ ჩემი გრძნობების აღწერას ვერ შევძლებ,არ შემიძლია,უფროსწორად ''ვერ''. აი,ასე უბრალოდ ხარ ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი. ეს სიყვარულია? არ ვიცი,არ მაქვს პასუხი,უბრალოდ იმის თქმა შემიძლია,რომ ტატოს შემდეგ შენს გვერდით სიცარიელის ამოვსება დაიწყო,აი აქ,გულში-ხელი გულზე მიიდო-ტატო ჩემთვის კაცის იდეალი იყო,არის და იქნება,ჩემი მოუშუშებელი ტკივილია,ჩემი უსაზღვრო მონატრებაა,ჩემი გულის ნაწილია....ზოგჯერ მგონია,რომ მის სულს ვაყენებ შეურაცხყოფას შენთან ურთიერთობით-მისი თვალები ბევრი ტკივილის მატარებელი იყო. თედო მას მიახლოვდა,ზემოდან დახედა და მასთან ჩაიმუხლა.
ცრემლები კოცნით დაუშრო.
შუბლზე კოცნა.
საყვარელი ადამიანის ჩახუტება.
აღმაფრენაა ეს წუთები.
-ირაკლი ჩემთვის უდიდესი ტკივილია ანიტა,ისევე მტკივა,როგორც შენ ტატო,მაგრამ ამის გამო ჩვენ არ უნდა ვისჯებოდეთ,ვიცი მწარეა,მტკივნეულია,მაგრამ ერთად ყველაფერს შევძლებთ,მთავარია ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის გაბედნიერება,დარწმუნებული ვარ შენს ძმას მაგრად გაუსწორდებოდა ახლა ასეთი ბედნიერს რომ გიყურებდეს.აღარ იტირო რა-თვალებში ჩააჩერდა და ტუჩები ცხვირზე შეახო-გცივა,ხო?ცხვირი გაყინული გაქვს-გაიღიმა,სევდისგან,ტკივილისგან და სიამოვნებისგან.
-ჩვენი მშობლები....როგორი რეაქცია ექნებათ მათ,არც კი მინდა წარმოდგენა თედო-ქვემოდან ახედა ბიჭს
-რთული იქნება,მაგრამ თუ შვილების ბედნიერება სურთ ჩვენს წინააღმდეგ ვერ წავლენ,ასე არ უნდა მოიქცნენ,ჩვენ გვაქვს უფლება,რომ სიცოცხლით ვისიამოვნოთ,რადგან უკვე დავიჩაგრეთ მის მიერ უდიდესი დანაკლისებით-თმაზე გადაუსვა ხელი და ტავზე აკოცა-მემეტები ამ ყველაფრისთვის.
-რატომ მოიქცა შენი ძმა ასე?-ზიზღთ გამოსცრა კბილებში,ვერ შეძლო დაეფარა ის,რასაც ირაკლი დორეულის მიმართ განიცდიდა
-შენ არ იცი რა მოხდა ანიტა-თავი ხელებში ჩარგო თედომ-ყველაფრის მიზეზი ერთი სულელი გოგოა,მის გახსენებაზე ტვინში სისხლი მეყინება-თვალი ერთ ადგილს გაუშტერა,უჭირდა ამ ყველაფრის გახსენება,თუმცა ვალდებული იყო სიმართლე ანიტასთვის ეამბო და ასეც მოიქცა.
-ეს მეტისმეტია-თავი ხელებში ჩარგო გოგომ-არ შემძლია.ამ ტკივილთან განმკლავებას შევძლებ? ტატო...ჩემი ძამიკო,როგორ მენატრები ძმაო-ჩურჩულებდა და ცრემლების შემშრალებას არ ცდილობდა,რომელიც მაგიდას ასველებდა-ამ ქვეყნისთვის ზედმეტად კარგი იყავი.....
სითბო იგრძნო.
ძლიერი მკლავების სხეულზე შემოჭდომისა.
თითქოს ტკივილს თედოს სხეული ისრუტავდა.
ორივეს ტკიოდა,ორივე განიცდიდა,ორივეს სიამოვნებდა ერთმანეთთან ყოფნა,ორივე იმსახურებდა ბედნიერებას,მათ უბრალოდ ერთმანეთი სჭირდებოდათ.
*******
-ანიტა,როგორ ხარ?
-მშვენივრად. მარიამია ახლა ჩემს გვერდით და მართობს-ჩაიცინა
-ვაჰ,ჩემს ცირკ გოგოს მოკითხვა
-ჩემგანაც დიდი მოკითხვა გადაეცი სიძეს-ახარხრდა მარიამი
-სიძე არა სიმამრი-თვალები აატრიალა ანიტამ-''მარიამმაც მომიკითხა თეოდიუს''
-ღამის 2 საათია ქალბატონო,არ გიფიქრია,რომ დაიძინო?
-არ მეძინება,თან ცირკი ქალი აქ არის და აბა როგორ?-გაეცინა და დაქალს გადახედა
-რა იყო რა ჭირვეული ბავშვივით მიყურებ?-ისევ ბრძნული აზრი გამოთქვა მარიამმა-მე შემეშვი,თედო გყავს მანდ და ისიამოვნეთ
-დედაშენის ხათრით თორემ აქ არ გაგაჩერებდი,ხვალ წადი და თემო ნახე,ჰორმონები დაიმშვიდე,მე რომ მაწრიალებ აქ
-წავედი,წავედი,მიხმობს საპირფარეშო. აუ, შენ ისეთი ატეხილი სახით მიყურებ რამეს დამმართებ ამ ღამით და როგორ დავაჯერო თემოს,რომ არ მიღალატია?
-მოგკლავ მარიამ-იკივლა და კარში გასულს ბალიში ესროლა. ნახევარი საათის შემდეგ მარიამიც დაბრუნდა
-ცოცხალი ხარ?--შეიცხადა ანიტამ-მეგონა კანალიზაციიას გაყევი
-გულს ნუ ამირევ ახლა,მსაჭმელს ვჭამდი-დაიჭყანა-ფუ,უკვე გვიანია,მალე გული ამერევა,იდიოტო. დაამთავრე თედოსთან საუბარი?
-ხვალ ადრე ვარ ასადგომიო და გავიდა
-ჟმოტი
-რას ერჩი,ჟმოტი შენ ხარ
-აუ,პროსტა თემომ რომ ეგ მომწეროს ახლა უნდა გავიდე არ მცალიაო,ხომ მივუფრინდი სახლში
-შენ რა ფსიხიც ხარ კი ვიცით მე და თემომ და თავისი ჯანმრთელობის არ შერყევის გამო გწერს ეგეც-გადაიხარხარა
-არ მგონია თქვენც უცოდველი კრავები იყოთ,ვინც არ გიცნობს ანიტა ხავთასიი-თითი დაუქნია
-მარ,ხვალ ზურას და ნათიას უნდა ვუთხრა თედოზე-ნერვიულობისგან ხელი აუკანკალდა
-დამშვიდდი,ყველაფერი მოგვარდება,ზურა და ნათია თავიდან მშვიდად არ მგონია შეხვდნენ ამ ამბავს,მაგრამ მათი შვილი ხარ,უყვარხარ და უნდა გაგიგონ-თავზე აკოცა ანიტას.
-ზოგჯერ რა კარგი ხარ და ზოგჯერ რა ბატისტვინა მარ-ჩაიცინა და დაქალს მოეხვია.
-მადლობა,მადლობა.
-მიყვარხარ ძალიან.
-მე უფრო გიყვარვარ თუ თედო?
-აღარ მიყვარხარ-წარბები შეკრა და გაიცინა
-მატყუარებს მოკლე ფეხები აქვ...კარგი,ხო ეგ შენზე არ ჭრის.
-კარგია,თავადვე რომ წაიღე შენი სიტვყბი უკან
-მაგრამ,მაინც მატყუარა ხარ-გაეკრიჭა
-ზოგჯერ,კი.
*******
-დე,ზურა კაბინეტშია?
-ხო დე,რა ხდება?
-თქვენთან მაქვს სალაპარაკო
-ხომ მშვიდობაა,რა სახე გაქვს?-შეეშინდა ნათიას
-მშვიდობაა დედა,მშვიდობა. მამას დავუძახებ და დაგელაპარაკებით-კაბინეტში შევიდა და ზურა ქვემოთ ჩამოიყვანა.
-თქვენ ხომ იცით ტატო ჩემთვის რასაც წარმოადგენდა?ისიც ვიცი თქვენ როგორ გტკივათ...მისი გარდაცვალების შემდეგ პირველად ვიგრძენი,რომ რაღაც ახალის გაკეთება მინდა,მსურს ჩემი ცხოვრება რაღაც მხრივ შევცვალო,ამის მიზეზი ერთი ადამიანია-ამოისუნთქა-თედო დორეული.
-ვინ არის თედო დორუელი?-შეუვალი იყო კაცის ხმა
-ჩემთვის საყვარელი ადამიანი
-ვინაა,რას წარმოადგენს,ვისი შვილია....-ნათია დაჟინებით შეაცქერდა,იმის მოლოდინში,რომ ''ოღონდ ის არა''
-ირაკლი დორეულის ძმა,ამირან და შორენა დორეულების ვაჟი-ნერწყვი გადაყლაპა
-როგორ გაბედე და მაგ მკვლელის ოჯახთან როგორ დაიჭირე საქმე?-ფეხზე წამოვარდა ზურა და დაიყვირა
-ზურა,დამშვიდდი გთხოვ-შეევედრა ნათია
-როგორ გაიცანით ერთმანეთი შვილო?ან,როგორ დაიჭირე მასთან უერთირთობა?-ცრემლები მოიწმინდა ქალმა
-რა მნიშვნელობა აქვს სად გავიცანი დედა,მოხდა ისე,რომ ერთმანეთს რამდენიმე თვეა ვიცნობთ,მეც ცოტახნის წინ გავიგე ვინც იყო,მომიყვა ყველაფერი... ამ მკვლელობაზე
-ჩვენ ისედაც ვიცით რომ მისმა ნაბი*ვარმა ძმამ მოკლა ტატო,ეს საკამრისი არ არის შენთვის?
-არ იცით-ჩუმად ამოილაპარაკა
-რა მარტივად ლაპარაკობს,ამას დამიხედეთ. თუნდაც ეგრე იყოს,შენი ძმის მკვლელი რომ იმ დამპალი სისხლის მატარებელია ეს საკმარისი არ უნდა იყოს?-უთხრა ხმაჩავარდნილმა ნათიამ.
-არ არის საკამრისი დედა!-ცრემლები მოიწმინდა
-შენი ძმის სახელს არცხვენ,გრცხვენოდეს ანიტა-ხმა ჩაუვარდა ზურასაც
-სიყვარული დანაშაული არ არის,ეს იმედია,რწმენაა,ნუგეშია-ნაცნობი ხმა მოესმა ზურგს უკან,მოიხედა და...''თედო''
-როგორ ბედავ ჩემს სახლში შემოჭრას-მას ზურა მივარდა, დასარტყმელად გაწეული ხელი კი თედომ დაუკავა
-ძალიან კარგად ვიცი როგორც გტკივათ,ამის გადახარშვა ძალიან რთულია,თქვენს ადგილას თავის წარმოდგენაც კი არ შემიძლია,მაგრამ ეგოისტობთ იცით? ანიტას ბედნიერებაზე არ ფიქრობთ,რა უნდა მას,რატომ არ კითხულობთ?
-ის საკამრისი არ არის რაც ტატოს დამართეთ? ახლა ჩემი შვილის გადაბირებას ცდილობთ?-იყვირა ნათიამ. ანიტა მოსმენილით შოკირებული ერთ ადგილას იყო გახევებული.
-მე არავის გადაბირებას არ ვცდილობ ქალბატონო,მე...
-გეყოთ-დაიყვირა ანიტამ-თედო,აქ რა გინდა?
-დაახლოებით ვიცოდი,რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნებოდა,არ მინდა ჩემს გარეშე ასეთი განაცხადი მარტო წაუყენო მშობლებს,ვალდებულად ვთვლი თავს,რომ ჩემი დამოკიდებულება მათაც გაიგონ.-ნათიას და ზურას შეხედა-ირაკლისა და ტატოს ერთი გოგო ატყუებდა,რომელიც მათ სიყვარულს ეფიცებოდა,იმ დღეს ირაკლიმ ძმაკაცისგან გაიგო,რომ პარკში ტატო იმ გოგოს კოცნიდა,ჩემმა ძმამ ყურებს არ დაუჯერა,სიგიჟემდე უყვარდა თაკო,ფიცხი ადამიანი იყო ჩემი ძმა, იმპულსური,იქ მისულს ასეთი სიტუაცია რომ დახვდა იაღარი მათ დაუმიზნა,ტატო გოგოს გადაეფარა. ირაკლი აფექტურ მდგომარეობაში იყო,ვიცი,ვიცი რომ არაა გასამართლებელი. არ უნდოდა,არ შეეძლო,სხვას ზიანს არ მიაყენებდა,მაშინ თავსაც მოიკლლავდა,ეს ჰქონდა გადაწყვეტილი,მაგრამ მაინც ისროლა,ცოდვაც დაიდო და თავიც მოიკლა,პოლიცია თავად გამოიძახა,ჩვენგან მალულად,როდესც საზღვრის გადაკვეთაში ვეხმარებოდით...ესაა სიმართლე. ჩემი მშობლებიც განადგურებულები იყვნენ,არიან და იქნებიან შვილის დანაკლისის გამო. მე მათ ვესაუბრე და იცით რა მითხრეს? ''რთული იქნება,მაგრამ შევეგუებით,შენს გამო,შენი ბედნიერებისთვის''.
მეხის გავარდნასავით იყო ეს სიტყვები ნათიასთვის და ზუსარსთვის,მკვლელობის დეტალების გაგებამ ტკივილი ისევ გაუმძაფრათ.
-ამას ვერ დავუშვებ,ერთად ვერ იქნებით,ეს უბრალოდ წარმოუდგენელია-თქვა ზურამ.
-ეს თქვენ წარმოგიდგენიათ წარმოუდგენელად-უპასუხა თედომ
-მე ვერ შევეგუები თქვენს ერთად ყოფნას,მე ანიტასგან განსხვავებით ჩემი შვილი მიყვარს-ატკინა ამ სიტყვებმა ანიტას,სულიერად გატეხა,პირველად იგრძნო ზიზღი მამისადმი.
-მე ამ სიტყვებს შენგან არ ვიმსახურებდი-ცრემლები უკუაგდო და ოთახში ასასვლელად ნაბიჯი გადადგა
-ანიტა....-ხელით დაიჭრა თედომ
-ახლა არა,წადი...-თვალებით ''შეევედრა''
-მხოლოდ შენთვის.
-დატოვე ჩემი სახლი,ახლავე!-შეუვალი იყო ზურა. ნათიას ხელი პირზე აეფარებინა,მომხდარისგან შოკირებულს. ტკიოდა თავისი შვილის სევდიანი,იმედგაცრუებული,იმედჩამწყდარი თვალები.
-მესმის თქვენი ტკივილი,მაგრამ ანიტას დადანაშუალება არაფერში გაბედოთ,სანამ რამეს ეტყვით კარგად დაფიქრდით,თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ და თქვენი გადმოსახედიდან ნუ უყურებთ ყველაფერს,იმისთვის რომ თქვენ ცუდად არ იგრძნოთ თავ. უნდა გაიაზროთ რა ხდება და შეეცადოთ სულ ცოტათი მაინც რეალობას გაუსწოროთ თვალი,მაგრამ არა! შვილს ადანაშაულებთ და ძმის უსიყვარულობაში სდებთ ბრალს,გრხვენოდეთ.-საუბარი დაასრულა და ტერიტორიას მალევე გაეცალა,მანქნაში ჩამჯდარმა კი ღრმად ამოისუნთქა და დიდი სისწრაფით მოსწყდა ადგილს.
-ზურა,ანიტა ცუდადაა.
-შეეჩვევა.
-არ მოგცემ უფლებას ჩვენი შვილი დატანჯო,ის ტანჯვისთვის არ გამიჩენია-დაიყვირა ნათიამ
-მათ მხარს უჭერ?-შეიცხადა
-მე ჩემ შვილს ვუჭერ მხარს,9 თვე ვატარე მუცლით,ჩემი გოგოა,ჩემი სიცოცხლის სხივი,მისთვის ყველაფერს შევძლებ,რადგან მისი ბედნიერება გამახარებს-ხმა გაიმტკიცა ქალმა
-შენ....რა უნდა გელაპარაკო ნათია-ხმა ჩაუვარდა კაცს და გაოცებული მიაჩერდა ცოლს
-კაცებს ეს შეგიძლიათ მხოლოდ,ბატონობა და ყვირილი,ნუთუ ვერ შეამჩნიე შენი შვილის იმედდაკარგული თვალები? იმედგაცრუებული სახე? ასე დაბრმავდი ზურა?
-ჩემი გულის მობრუნებას ასე აპირებ?
-იცი რა? ჩვენი გულის მოსაბრუნებელი არაფერი გაუკეთებია ჩვენს შვილს! შეუყვარდა,ვერ უიბრძანა გულს,ეს დაუწერელი კანონია,ვერ ამოიგდო ალბათ გულიდან,თორემ განა არ ვიცნობ ჩემს შვილს? განა არ ეცდებოდა? მაგრამ არა,რთულია....ჩვენსვით ტკივა ტატო,რადგან არ მჟღავნებს ესე იგი მისი ძმა არ უყვარდა?!რა სისულელე უთხარი წეღან ჩემს გოგოს-ტირილი დაიწყო ქალმა,ზურამ კი უპასუხოდ დატოვა,გულის სიღრმეში იცოდა,რომ მართალი იყო მისი ცოლი....
******
-ანიტა,როგორც ვხედავ თავს კარგად არ გრძნობ.
-სწორად ხედავთ
-რა მოხდა,არ მეტყვი?
-სხვა რა გზა მაქვს-ამოიოხრა-დედ-მამას ვუთხარი თედოს შესახებ და წინააღმდეგი არიან,არაფერი გამოვა ნანიკო-გაუღიმა
-რთული სიტუაცია გვქონია,მაგრამ არაუშავს. მესმის ნათიასი და ზურასი,მათთვის ძნელია,მაგრამ არ უნდა დანებდე ანიტა.
-ამდენი ძალა შემრჩა კი?
-შენ უძლიერესი გოგო ხარ,ჩემი ხომ გჯერა? თედოსთან შვებას ჰპოვებ,მესმის შენი,ვხვდები თუ რა დიდი გავლენა აქვს მაგ ბიჭს შენზე და მიხარია.
-ზურამ მითხრა,რომ ტატო არ მიყვარს-ცრემლები წამოუვიდა
-შენსავით იმპულსური მამა გყოლია ანიტა,განა შენც ასე არ ტკენ ზოგჯერ სხვებს გულს? ყველა ადამიანს მოსვლია ასეთი რამ
-ამას რომ არ ფიქრობდეს, არც მეტყოდა ნანა
-გაბრაზებულ გულზე ადამიანს დედ-მამის მონდურებაც კი შეუძლია
-არ ვიცი,გაურკვევლობაში ვარ,აქეთ ზურა და ნათია,იქით თედო. ორი ცეცხლს შუა ვარ
-მთავარია ნავთი არ დაასხა ამ ცეცხლზე,თორემ წყალი ნამდვილად საჭიროა
-რამდენი წყალი უნდა ვზიდო ამ ცეცხლის ჩასაქრობად ნანაკო?-ბედს დანდურებულმა ჩაიცინა
-რამდენიც საჭირო გახდება იმდენი ჩემო ანიტა,ცხოვრება ბრძოლის ველია,სადაც უნდა იბრძოლო,შენ სუსტი გოგო არ ხარ,ამ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვო,მე მჯერა შენი.
-შიგნიდან რაღაც არაამქვეყნიურად მწვავს რაღაც,თითქოს გარეთ გამოსვლას ლამობსო,მაგრამ არ გამოდის,მაწამებს,მკლავს.
-ეს შენი ნერვებია,შენი ფიქრები,შენი პრობლემები ერთადა თავმოყრილი,ფიქრი საჭიროა,მაგრამ არა ყოველ დღე იმაზე თავის მტვრევა,თუ როგორ ეძიო გამოსავალი. არა, დინებას მიყევი,ზოგჯერ რაღაც მოიმოქმედე,სხვისი თვალით შეხედე სიტუაციას,სხვისი აზრიც მოისმინე,რჩევები გაითვალისწინე,შენი აზრი დააფიქსირე,არ ჩაიკეტო შენს თავში,თედოსთან მეტი დრო გაატარე... რამდენი ხანია არ გინახავს?
-1 კვირაა არ მინახავს,მენატრება სიგიჟემდე,ყოველდღე მწერს იცი? მარტო არასდროს დავუტოვვებივარ
-ესაა სიყვარული,გვერდში დგომა,გამხნევება,რთულ სიტუაციებში საყვარელი ადამიანის დამშვიდება,იმ ბიჭს ძალიან უყვარხარ ანიტა.
-მეც მიყვარ ნანაკო-სახე გაებადრა-რა კარგია რომ მყავხარ,შეიძლება ჩაგეხუტო?-თავი გვერდით გადახარა
-მაგას კითხვა უნდა?-ჩაიღმა და ხელები გაშალა-ჩემი ანიტა,გოგო,რომელიც ყველაფერს მიაღწევს თუ მოინდომებს.
-ღმერთის გჯერა ნანიკო?
-მჯერა ანიტა,შენ?
-არ ვიცი,შეიძლება ოდესღაც ვიწამო კიდეც. სასწაულების თუ გჯერა?
-შენ ხომ სწორედ ღმერთის მიერ შექმნილი სასწაული ხარ ანიტა.
*******
5 თვე იყო გასული მას შემდეგ,რაც თედო დორეული ხავთასების ოჯახში იმყოფებოდა,მას შემდეგ ბერვჯერ ნახეს ერთმანეთი მან და ანიტამ,უერთმანეთოდ ეს ორი შეუძლებელი წარმოსადგენი იყო,თითქოს სიცოცხლისთვის საჭირო მახასიათებელი შესძინეს ერთმანეთს.
-შენ ჩემში ჩემზე მეტი რომ ხარ იცი?-ლოყაზე ძლიერად აკოცა გოგოს და ტუჩები დიდხანს გააჩერა მის ნაზ კანზე
-შენ რომ ჩემი ბედნიერების მიზეზი ხარ იცი?-წვერზე ხელები ჩამოუსვა ბიჭს და თავი კალთაში ჩაურგო
-თმაზე მომეფერე რა,შენ რომ იცი-თედომ ჩაიღიმა და თმაში გრძელი,თლილი თიტები ახლართა -ასე რომ აკეთებ,ვმშვიდდები
-შენ მე გამშვიდებ ქალბატონო,რით ვეღარ ხვდები
-ვხვდები,თან როგორ-გაიღიმა-რა გველის ნეტავ?
-ერთად ყოფნა და ბევრი შვილი-ჩაიცინა თედომ
-ბევრი შვილი?-ქვემოდან ამოხედა ბიჭს-მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3 გავაჩინო თეოდიუს-გაიცინა და ლოყაზე ხელი მოუთათუნა,''მეტის იმედი არ გქონდეს'' სახით.
-მე კიდევ,მაქსიმუმ 5 შვილი მინდა,ნუთუ უარს მეტყვი? არ მგონია,რატომღაც-წარბები ზემოთ აწია
-რა 5 შვილი თედო,შემიცოდე-სიცილს ვერ იკავებდა-ჩემს თედოს ბავშვები უყვარსო?-ლოყები დაუკოცნა-სანამ ჩვენი გვეყოლება ცოტოს და ნატუკას ნენეს მოესიყვარულე,ვაიმე როგორ მომენატრა ნენე,ჩემი სიყვარულია ეგ ბავშვი
-ჩემს ფსიხ ნათლულზე რომ ვგიჟდები იცი და ნუ შემეცილები მის სიყვარულში ქალბატონო-ცხვირზე ჩამოკრა საჩვენებელი თითი-მე კი ჩვენი შვილებით გართობა მინდა-ცხვირზე უკბინა
-ააა,თედოო მეტკინა-ნატკენ ადგილზე ხელი მიიდო,თედომ კი აკოცა
-ეს ხელები მიყვარს მე-ხელებზე აკოცა-ეს თვალებიც,მე რომ მხედავენ-ახლა თვალებზე-ეს ლოყებიც-ახლა ლოყები-რომლებიც,უკვე აღარ წითლდებიან ჩემს შეხებაზე,წინ მივიწევთ ანიტა-გაიცინა ბიჭმა და შუბლზე აკოცა-ეს ტუჩებიც მიყვარს,რომელიც მარტო მე მეკუთვნის,რადგან ჩემი ქალი მარტო ჩემია-ახლა ტუჩებზე დაეწაფა,სასიამოვნო იმპულსები მალევე გაიგზავნა ორგანიზმში.
ხელები წელზე.
სასიამოვნო ჰანგები სიამოვნებისა.
-და საერთოდ,ანიტა ხავთასი მიყვარს მე-ჩაეხუტა.
-ამ გოგოს უსაზღვროდ უყვარხარ.
*****
-ანიტა,მა რამდენიმე თვეა ერთმანეთს არც კი დავლაპარაკბივართ,გული მტკივა...
-რატომ გტკივა გული?-არც თუ ისე უემოციოდ ამოილაპარაკა გოგომ,დაიღალა ამ ყოველდღურობით
-ნამდვილად გიყვარს ის ბიჭი?-თავი ჩახარა ზურამ
-სიცოცხლეზე მეტად
-მე შევეცდები,რომ შენი ბედნიერებისთვის მივიღო ის ბიჭი ანიტა-ცრემლიანი თვალები მიანათა შვილს,რომელიც მალევე მიეკრა სხეულზე და ტირილი დაიწყო
-ჩემი სიყვარული ხარ შენ მა
-შენ დამრჩი შვილო ამ ქვეყნად,ვის გამო სიცოცხლე ღირს და დედაშენი,ჩემს გამო უბედურად ვერ გაგრძნობინებთ თავს,არც ის მელაპარაკება.
-მაა,მართლა ფიქრობ,რომ ტატო არ მიყვარს?-ქვემოდან ამოხედა მამას
-ზოგჯერ მეც შენსავით ენამწარე,ცრუპენტელა,უტაქტო და იმპულსური მოხუცი ვარ-გაუღიმა შვილს და ჩაეხუტა
-რა მოხუცი ზურა,შენი ნახევარი ნეტავ ბევრი იყოს-ჩაიცინა-მიყვარხარ მა,მადლობა ყველაფრისთვის
-მადლობა ღმერთს,რომ არსებობთ-ნათია ტირილით შემოვიდა ოთახში და ორივეს მოეხვია
-დედაშენს კართან დგომა ვერ მოვაშლევინე შვილო-გაიღიმა ზურამ და სიყვარულით სავსე თვალები მიანათა ცოლს
-ზურიკო,ისევ ენადაშაქრული მირჩევნიხარ-ლოყაზე აკოცა კაცს და ჩაეხუტა-ვაფასებ შენს გადაწყვეტილებას ზური.
მეცხზე ცაზე იყო ანიტა,მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა,ვისთვისაც ეს ყველაფერი უნდა ეამბო.
********
-ტატო,ჩემო სიყვარულო,როგორ ხარ ძმაო? როგორ მაკლიხარ ტატო,ჩემო უანგარო,ჩემო ძვირფასო,აი, კესანეები მოგიტანე,შენ რომ გიყვარდა ძამიკო. იცი რა მოხდა? მამა და დედა წინააღმდეგი არ არიან ჩემი და თედოს ურთიერთობის,გიხარია ტატო? გუშინ დამესიზმრე ძმაო,მეუბნებოდი ბედნიერი იყავი ჩემო ლამაზოო,ეს ნიშნად მივიღო ძმაო?-ზემოთ აღაპყრო მზერა-როგორც შენ იცოდი,ისე მიცინოდი ტატო,სიზმარშიც კი ისე ცხადად გხედავდი,ისე გეხებოდი,ისე გეხუტებოდი,მეგონა ცხადში ვიყავი ძმაო,რას არ დავთმობდი აქ რომ იყო ტატო. ხომ გითხარი,რომ თედომ მომიყვა სიმართლე თუ როგორ მოხდა ეს მკვლელობა? ისიც ხომ იცი ამაზე საუბარი რომ მიჭირს,მაგრამ აქ ყველაზე გულწრფელი ვარ? შენ რომ გელაპარაკები და თვალებში ვერ გიყურებ როგორ მტკივა ესეც ხომ იცი ტა-ტო? არ მიწყინო ძა-მი-კო,ირაკლისიც მესმის,ყველანი ადამიანები ვართ,სუსტი აღმოჩნდა ეგ ადამიანი,მსხვერპლია გარემოებისა,მაგრამ უშენობა მაინც მაგ ადამიანი ბრალია, ჩემი შეხედულება მასზე მხოლოდ იმ მხრივ შეიცვალა,რომ შემეცოდა. ''შემეცოდა''-კი, ნამდვილად,არ მითხრა რატომო,უბრალოდ ასე მოხდა ძმაო, ეს უკვე გავიფიქრე,ვთქვი ''მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი,აფექტურ მდგომარეობაში,თავს როგორ ვიგრძნობდი''? ნანაკო ფსიქოლოგმა თავი ყოველთვის სხვის ადგილას წარმოიდგინეო,ასცე ვიქცვი ძმაო,მაგრამ უშენობას ვერავის ვპატიობ. მიყვარხარ და მენატრები ტა-ტო,უშენოდ გულში სიცარიელე მაქვს,იმ ქვეყნად შეგხვდები ძმაო,აქ ჩემს შვილებსაც ამოვიყვან,შენ გაგიცობენ ტატო და ეცოდინებათ,რომ შენი სახით მოსიყვარულე,არაჩვეულებრივი,მხიარული,უანგარო ბიძა ჰყავდათ.
მხოლოდ შენთვის და თედოსთვის ვიბრძლებ ტა-ტო.
ვიცი,რომ მხედავ.
ვიცი,რომ ჩემი ბდნიერება გახარებს,იქ,სადაც ახლა ხარ.
ეს მიწაც მიყვარს,რადგან შენი ნაწილია ძმაო.
ეს ცრემლებიც მიყვარს,შენს მიწას რომ ეხება.
ეს სამყარო მიყვარს,შენ რომ არსებობდი ტა-ტო.
-------------------
-მარ,მარწყვს მომაწოდებ?
-უარის თქმა რომ შემეძლოს გეტყოდი,მაგრამ კარგი,აიღე,იცოდე მხოლოდ ჩემი ნათლულის გამო-თითი დაუქნია და გაუცინა ანიტას
-მოკლედ მადლობა შენს ნათლულს,თორემ შიმშილით მომკლავდი
-აბა,ჩვენი გოგონები რას საქმიანობენ?-თემო,ცოტნე და თედო ჭიშკარში იდგნენ და მათკენ მოიწევდნენ
-ჩემს ნათლულს მარწყვს ვაჭმევ
-აუ,ნენეზე რომ ვიყავი ორსულად თქვენ მაშინ უნდა გენახეთ გოგონებო 120 კილო ვიყავი
-მთავარია შედეგი ცოლუკა-გაიკრიჭა ცოტნე
-ერთი ბავშვის კეთება გამოგდის შენ-ჩაიცინა თედომ და ანიტას მიუახლოვდა,მასთან ჩაიმუხლა და მუცელზე დაადო თავი-მალე დაიბადე რა მა,უკვე ვეაღარ ვითმენ-ყველა გაბადრული შეჰყურებდა მათ.
-რაო,რისი კეთება გამოგდისო?-თვალები დააწვრილა ნენემ,თედოს დაავიწყდა პატარა,ცნობისმოყვარე ქალბატონი რომ იქ იყო.
-შენთვის საინტერესო არაფერი პრანჭია გოგო-ცხივრზე თითი ჩამოკრა თემომ
-ვითომ ბატარა ვიყო ისე მელაპარაკებით-გაიბუსა
-როგორ თუ პატარა,შენ ჩემი დიდი გოგო ხარ,რომელიც ნათლიას ძალიან უყვარს და ახლა აუზში გაგრილდება
-აუუ,დაიწყოოო-ახარხარდნენ-ეს ორი სულ სხვა განზომილებაა რაა
-აუუუ,შენც ჩამოდი რა აუზში ნათლიი
-ეგ ჩემთვის პატარაა ნენე-ჩაიცინა თედომ და წყალი შეასხა გოგოს
-მაშინ თათა რომ დაიბადება ის მაინც ჩამოვიდეს ჩემთან ერთად აუზში-შეეხვერწა ნათლიას,სხვებმა კი სიცილი ვერ შეიკავეს
-აბა რაა მამი,სმშობიაროდან პირდაპირ მანდ გამოვქანებთ ბავშვს,შენ მაგაზე არ იდარდო-გააქტიურდა ცოტნე
-40 დღის განმავლოაბში ჩემს თათასთან ასეთები არ ილაპრაკოთ რა-გაიცინა ანიტამ-ბავშვს ყველაფერი ესმისო და გონებაში არ ჩარჩეს რამე,მერე რომ გაიზრდება კი მიხვდება რა უნდა თქვას და რა არა.
-ვაა,მე ოფთალმოლოგთან ვარ მისასვლელი,თუ რა ხდება?-თვალი ჭიშკრისკენ გაუშტერდა მარიამს
-რატომ?-შეიცხადა ანიტამ და წინ გაიხედა.
''ნათია,ზურა,შორენა და ამირანი''-4 მუშკეტერი.
-რა იყო ბავშვებო,ჩვენც გვსურს შემოგიერთდეთ,თუ მხოლოდ ახალგაზრდებს გაქვთ დასვენების უფლება?-ხელები გაშალა შორენამ.
-აი,ეს არის ბომბა ამბავი,ეს 4 ერთად? დანები,ჩანგლები და ბასრი ნივთები გადამალეთ-ჩუმად ელაპარაკებოდა ანიტას
-დახურე ეგ პირი,ბუზი არ შეგიფრინდეს.-ახლა ნატას გადმოწვდა მარიამი
და მართლაც,რა შვენიერია ეს ცხოვრება? დატკბით,გახალისდით,იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის. დაივიწყეთ ხალხის აზრი,მიაქციეთ ყურადღება თქვენს თითოეულ გადაგმულ ნაბიჯს და გახსოვდეთ,რომ იდეალურები არავინ ვართ. ყველაფერი უკეთესად იქნებოდა,რომ შეგვეძლოს ერთმანეთთან ლაპარაკი,ერთმანეთზე ლაპარაკის ნაცვლად. ბედნიერება სიყვარულის გაზიარებასა და მიზნების მიღწევაშია.

პ.ს. დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის და უღრმესი მადლობა ჩემს მკითხველს. მოვა დრო და ახალი ისტორიით დავბრუნდები,თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აბა,შეხვედრამდე ჩიტებო. ^^



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძაან კარგი იყო მიუხედავას ამხელა ტრაგედიისა წარმატებებიი

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესო და ცხოვრებისეული იყო.დასასრული ასეთი უნდა ყოფილიყო,მეც სიყვარულის მხარეს ვარ.

 


№3  offline მოდერი Someone wandering

uchveulo
ძაან კარგი იყო მიუხედავას ამხელა ტრაგედიისა წარმატებებიი

დიდი მადლობა

სტუმარი nancho
საინტერესო და ცხოვრებისეული იყო.დასასრული ასეთი უნდა ყოფილიყო,მეც სიყვარულის მხარეს ვარ.

მიხარია,რომ მოგეწონათ

 


ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, ყოჩაღ

 


№5  offline მოდერი Someone wandering

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, ყოჩაღ

უღრმესი მადლობააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent