შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო გატაცება (8,9)


7-04-2019, 18:30
ავტორი eli 234
ნანახია 5 282

ყველა გარს მეხვია დანიაც კი იქ იყო,მაგრამ რატომ?ვითომ ძალიან განიცდიდა,მხოლოდ იამანი არ ჩანდა,როდესაც ჰავას გაცოფებულ მზერას წავაწყდი ცოტა არ იყოს შემეშინდა,ჩემთან ახლოს მოვიდა და არაბულად მეუბნებოდა რაღაცას,რასაც შემდეგ დანია მითარგმნიდა:
-შენ იცი ვის მიყვები ცოლად?მთელს არაბეთში ყველა მის ცოლობაზე ოცნებობს და შენ ვინ ხარ ასეთი რომ არ მოგწონს?რას წარმოადგენ?მოგიწწევს იამანს დაემორჩილო,რადგან მისი საკუთრება ხარ და სამუდამოდ ასე იქნება,თუ ასე არ მოიქცევი იმას არ გავითვალისწინებ რომ ჩემი რძალი ხარ,ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს!
-მისმინეთ ქალბატონო ჰავა,ჩემთან თქვენი ბრძანებები არ გაჭრის,მომკლავთ?მომკალით,თქვენ გგონიათ მეშინია?და თქვენი შვილი თუ ამდენ გოგოს მოსწონს ,თუ უნდა მთელი არაბეთი ცოლად შეურთავს,ეგ სულ არ მაჯავრებს ,მე თავი დამანებოს,იამანმაც და მისმა მთელმა ოჯახმა!
-გაგანადგურებ ემა მაგ საქციელისთვის,ხო კიდევ დღეს სახელი შეგიცვალა იამანმა და თავად გეტყვის შენს სახელს,ჯეერ ჩვენც არ ვიცით,მაგრამ შენს სახელს მაინც აჯობებს!
-ქალბატონო ჰავა იცი რატომ გითმენთ ამდენს?მაგამ მართლა რატომ გითმენთ?ალბათ იმიტომ რომ ჩემმა ოჯახმა ზრდილოობის ნორმები მასწავლა და ვიცი რომ უფროს ცუდად არ უნდა მივმართო,მაგრამ გეფიცებით შემიძლია ეს ყველაფერი დავივიწყო და ამ ოთახის ფანჯრიდან გისროლოთ ახლავე გაეთრიეთ აქიდან,თორემ შევასრულებთ რაც გითხარით,ხო კიდევ სახელს რაც შეეხება არ მკითხავთ მომწონს თუ არა თქვენი სახელი?სჯობს აღარ გავაგრძელო თორემ ,თქვენს თავს ვეღარავინ გამომაცლის ხელიდან!
-გაუზრდელო
ეს თქვა თუ არა სილა გამაწნა სახეში,საშინლად მეტკინდა,ვფიქრობდი მეც იგივეთი მეპასუხა,მაგრამ ამის უფლებას თავს ნმდვილად ვერ მივცემდი,ამის შემდეგ ყველა შემომეცალა და როგორც იქნა მარტო დამტოვეს,მაგრამ ჩემი მარტო ყოფნა ორ წუთსაც არ გაგრძელდა მაშინვე იამანი მოვიდა და ხელი წამავლო,ლოგინიდან წამომაგდო:
-ახლავე ჩაიცვი საქორწინო კაბა და გავდივართ,სავარძელზე დავდე და ჩაიცვი(იამანი)
-არანორმალურო ფეხზე ძლივს ვდგები ცუდად ვარ არ გესმის?(მე)
-დედაჩემს რომ ეუბნებოდი ფანჯრიდან გადაგაგდებო მაშინ არ იყავი ცუდად?(იამანი)
-თქვენს ოჯახში ყველა ყველაფერს შენ რატომ გიყვება,ბავშვები არიან?(მე)
-კიდევ წყობიდან ნუ გამომიყვან,თორემ ამჯერად თავს ვერ მოთოკავ და დავივიწყებ რომ ქალი ხარ!მაგამ შენი ხარ კი ქალი?რავიცი არ მგონია,ასეთი უტაქტო,უხეში როგორ შეიძლება გოგო იყოს!
-კარგი,გამოგყვები ცოლად,მაგრამ ჩემი პირობები მაქვს და თუ ამას გაითვალისწინებ,მხოლოდ მაშინ მიხილავ იმ უგემოვნო კაბაში. სამი პირობით გამოგყვები ცოლად:პირველი უფლებას მომცემ ჩემს რელიგიაზე დავრჩე,მეროე არანაირი ფიზიკური კონტაქტი და მესამე ჩემს სახელს მე თავად ავირჩევ(მე)
- და შენ გგონია მაგ პირობები თუ არ შევასრულე ისე არ გამომყვები ცოლად?(იამანი)
- არა არავითარ შემთხვევაში(მე)
-იცი რა შეგისრუკებ მაგ სურვილებს ოღონდ მეც ჩემი პირობები მაქვს:შენი არჩეული სახელი არაბული იქნება,მეორე ფიზიკურ კონტაქტს რაც შეეხება მე თავს შეიკავებ,არ გამიჭირდება,რადგან შენნაირი გოგონები :ქერა,ცისფერი თვალებით,ღია კანით,სრულიდაც არ ჯდება ჩემს გემოვნებაში,თანაც უზრდელი ხარ და უფროსებთან როგორ მოიქცე არავის უსწავლებია ,მაგრამ მზად ვარ რელიგიის შენარჩუნების უფლებაც მოგცე,თუმცა ყოველ პარასკევს მაინც ივლი მეჩეთში,ხო და კიდევ ამ ყველაფრის ნებას მიტომ გრთავ რომ ჩათვალე საქორწილო საჩუქარია,და შენ რას აჩუქებ მეუღლეს?
-მძულხარ,ვერც წარმოიდგენ როგორ,მაგრამ შენს საქორწინო საჩუქარს ვიღებ,რადგან ასე მთხოვ,ჩემს საჩუქარს რაც შეეხება ის არის რომ აქამდე არ ამოგხოცეთ მთელი ოჯახი,ხო კიდევ ჩემს მოთხოვნებს ერთი პუნქტი ჩაამატე მინდა ყველაფერი დღესვე გავიგო,რატომ გამიტაცე და საერთოდ ყველაფერი!
-ეგ ყველაფერი უკვე ზედმეტია და ფრთხილად იყავი ის შეთანხმებაც არ დავარღვიო რაც მოგეცი! იამანმა ჩქარი ნაბიჯით დატოვა ოთახი,ახლა კიდევ უფრო მეტი საფიქრალი გამიჩინა,ვხედავდი რომ ჩემს მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნდა,თითქოს რაღაც სხვა საფიქრალი ჰქონდა,თითქოს ვიღაცას ან რაღაცას მისტიროდა და ცდილობდა ეს ყველაფერი სიბრაზით გადაეფარა,არ შეემჩნია,მაგრამ მე როგორც ფსიქოლოგი ზოგადად ადამიანს და მის ფსიქიკას კარგად ვიცნობდი. სხვა გამოსავალი არ მქონდა გაქცევაზეც ვეღარ ვფიქრობდი,რადგან ყოველი ჩემი მცდელობა უშედეგო იყო,მაგრამ როგორ შეიძლებოდა რომ დავნებებულიყავი?მითუმეტეს ამ საშნელ ქვეყანაში?ამიტომაც გამოსავალი აუცილებლად უნდა მომეძებნა თუნდაც ეს ჩემი უკანასკნელი გაბრძოლება ყოფილიყო,ბევრი ფიქრის შემდეგ თავში შესანიშნავი აზრი მომივიდა და თუ ყველაფერი ისე აეწყობოდა,როგორც მე ვფიქრობდი მაშინ თავს ამ ჭაობს მარტივად დავაღწევდი გეგმა კი ასეთი იყო: ვიცოდი რომ დანია ვერ მიტანდა,მხოლოდ დანია არა მისი მთელი ოჯახი,მაგრამ დანიას მისი ოჯახისაგან განსხვავებით არ უნდოდა იმ სახლში ვყოფილიყავი ,მიზეზი არ ვიცოდი რატომ,მაგრამ ვიცოდი რომ ერთადერთი ვინც შეიძლებოდა აქედან გაღწევაში დამხმარებოდა დანია იყო და მეც სასწრაფოდ გამოვედი ოთახიდა,ფეხი ჯერ კიდევ მტკიოდა,თუმცა ჩემს გეგმაში იმდენად ვიყავი დარწმუნებული რომ ყველაფერი გადამავიწყდა,როგორც იქნა დანია დავინახე,რომელიც საქორწინო სამზადისში მყოფ დამხმარე პერსონალს ისეთი თველით უყურებდა მეგონა მალე ყველას ერთიანად გადაწვავდა.
–დანია შენთან სერიოზული საქმე მაქვს და შენი დახმარება მჭირდება! ჩემმა სიტყვებმა დანიას ღიმილი მოჰგვარა,უფრო სწორად რომ ვთქვა ხარხარი
– მე!შენ!დაგეხმარო!კარგად გამაცინე.
– მისმინე დანია ბევრ საუბარს არ დაგიწყებ პირდაპირ გეტყვუ ვიცი რომ გძულვარ და გინდა რომ საერთოდ გავქრე თქვენი ცხოვრებიდან,ან მოვკვდე ან საერთოდ გავუჩინარდე,ვხვდები რომ ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ იამანმა გამაგდოს ამ ოჯახიდან,მოკლედ სიკვდილით ვერ მოვკვდები,მაგრამ შემიძლია აქედან წავიდე,მაგრამ მე აქ არავის ვიცნობ არც ფული მაქვს არც ენა ვიცი და შენი დახმარება მჭირდება,გეფიცები თუ დამეხმარები თვალით ვეღარასოდეს მიხილავ!
–და რამხელა წარმოდგენა გაქვს შენს თავზე,ვინ ხარ რომ მძულდე?ან რატომ გგონია რომ იამანის წინააღმდეგ წავალ?
–იმიტომ რომ ეს იამანისთვისაც კარგი იქნება შენ ხომ მისი და ხარ?მისთვის ხომ კარგი გინდა?ვიცი იამანი არ მოგცემს იმის უფლებას რომ მომკლა,მაგრამ არ გიფიქრია იმაზე,რომ მე მოვკლავ მას?არ შემიძლია ვერ გავხდები მისი,გთხოვ დამეხმარე,დახმარება არავისთვის მითხოვია,მაგრამ შენც ხომ ქალი ხარ და გესქმის?ისიც არ ვიცი რა დავუშავე,თუმცა ვიცი რომ ვძულვარ,გთხოვ დამეხმარე გაქცევაში და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება!
–ვერ დაგეხმარები იამანი როგორც იტვის ისე იქნება,შენ გახდები მისი და მას დაემორჩილები,შემდეგ მემკვიდრეს გაუჩენ და ყველაფერი კარგად იქნება!
–შენ არ ხარ ნორმალური!რა მემკვირე რაზე ლაპარაკობ საერთოდ ორი წუთის წინ გითხარი რომ მოვკლავდი და რაზე მელაპარაკები!კარგი,თუ გინდა არ დამეხმარო გაქცევაში გეფიცები დღესვე გამოვასალმებ სიცოცხლეს და მისი ცოლი არ გავხდები!
–ამას ვერ იზავ,იამანი თვითონ მოგკლავს ამიტომაც გირჩევ რომ შეეგუო სიტვაციას!
–იამანი ეს,იამანი ის,როგორ მომაბეზრეთ თავი ყველამ კარგი დანია უნდა მცოდნოდა რომ არ დამეხმარებოდი,დანარჩენს თვითონ ნახავ!
–მოიცადე ემა იამანი ქვემოთ გელოდება სწრაფად ჩაიცვი კაბა და ქვემოთ ჩადი,მე ამოვალ და თავად ჩაგიყვან!
–არავის დახმარება არ მჭირდება თავად ჩავალ! მაშინვე ავიარე კიბეები და იმედგაცრუებული ოთახში შევედი,კვლავ ცრემლები აპობდა ჩემს სახეს,ძალაგამოცლილი,დაღლილი და უიმედო ვიყავი,გამოსავალი აღარ მქონდა ამიტომაც ავდექი და ის დაწყევლილი კაბა ჩავიცვი,ტანზე საკმაოდ კარგად მქონდა,როგორც ჩანს გადაეკეთებინათ და არც ისეთი უგემოვნო ჩანდა,როგორიც წარმომედგინა,უფრო მეტიც საკმაოდ დახვეწილი და სადა იყო,მალე კარი გაიღო და დანიას გამყინავი მზერა დავინახე .
–მოკლედ დავფიქრდი იმაზე რომ შემიძლია დაგეხმარო და დაგეხმარები კიდეც ჩემი ძმა დარბაზში გაუშვი,ვუთხარი რომ იქ მე მიგიყვანდი,სინამდვილეში კი დრო გაქვს რომ გაგაპარო,მძღოლი დაბლა გელოდება!
–შენ მე სულელი გგონივარ?სულ რაღაც ნახევარი საათის წინ უარზე იყავი ახლა რა შეიცვალა და გგონია დაგიჯერებ რომ დახმარება გინდა?
–ხომ გითხარი დავფიქრდი და ყველასთვის ასე აჯობებს აი ნახე თვითმფრინავის ბილეთიც კი ვიყიდე საქართველოსკენ მიმავალი,დრო ცოტა გაქვს უნდა იჩქარო ერთ საათში გაფრინდება!
–მის გამოწვდილ ბილეთს დავხედე და მართალს ამბობდა,მაგრამ მაინც უცნაური განცდა მქონდაა,არ მჯეროდა რომ ამ ჯოჯოხეთს თავს დავაღწევდი:
–და რა გარანტია მაქვს რომ არ მატყუებ?
–არანაირი!უბრალოდ შენ სხვა გამოსავალი არ გაქვს თუ გინდა მენდე თუ არა ეგეც შენი გადასაწყვეტია!
–კარგი მართალი ხარ ვიჩქაროთ მაშინ და ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებ!
–მე შენგან არაფერი მინდა მთავარია აქაურობას გაეცალე და აქ აღარ დაგინახო!
–ასეც იქნება მერწმუნე!
დაბლა როგორც კი ჩავედით მძღოლი მართლაც გველოდებოდა,დანიამ მითხრა რომ აეროპორტამდე თვითონ ვერ გამომყვებოდა,რადგან ჩემთვის რომ დრო მოეცა რამე კიდევ უნდა მოეფიქრებინა ,ამიტომ ბილეთი მომცა და მძღოლს რაღაც მისამარათი უთხრა,შემდეგ მშვიდად დავჯექი მანქანის უკანა სავარძელზე და როგორც იქნა სამი დღის შემდეგ პირველად მომეცა სიხარულის მიზეზი,ახლაც ღრუბლებში დავფრინავდი,არ მჯეროდა რომ ყველაფერი სინამდვილე იყო,არც ის რომ არაბეთში ვიყავი და არც ის რომ ახლა აქიდან მივდიოდი,თითქოს ეს ყველაფერი უბრალო კოშმარი იყო,მაგრამ იმ შიშს რაც მე განვიცადე უბრალო კოშმარს ნამდვილად ვერ ვუწოდებდი,ვნერვიულობდი, მეშინოდა რომ იამანი დამიჭერდა და გაქცევის უფლებას არ მომცემდა.დრო კი საშინლად გაიწელა კარგა ხანს მივდიოდი ბოლოს როგორც იქნა აეროპორტს მივუახლოვდით,თვითმფრინავი როგორც დავინახე მაშნივე შებით ამოვისუნთქე,უკვე ვიცოდი რომ ხელს ვეღარავინ შემიშლიდა.
როგორც კი ჩავედი მძღოლი წავიდა და მეც შიგნით შევედი,ყველა უცნაურად მიყურებდა საქორწილო კაბაში გამოწყობილს,მაგრამ მე ყურადღება არავისთვის მიმიქცევია. უსაბრთხოების შემოწმება გავიარე და მოსაცდელში დავჯექი,ჩასხდომა ათ წუთში დაიწყებოდა,მანადე კი დასვეენება ვარჩიე,ვიფიქრე ათი წუთი თვალს მოვხუჭავდი,მაგრამ როცა თვალი გავახილე ირგვლივ არავინ იყო მხოლოდ რამოდენიმე შავებში ჩაცმული მამაკაცი,არაბებს არ გავდნენ,უფრო დაცვას მოგაგონებდათ ჩცმულობიდან გამომდინარე,ვერაფერს ვხვდებოდი სანამ იამანი არ გამოჩნდა:
–რა გეგონა პატარავ გამექცეოდი?არ მოგბეზრდა ჩიტივით ფრთხიალი?შედეგი მაინც ქონდეს,უკვე მერამდენედ ცადე ჩემგან გაქცევა,მაგრამ რატომ ვერ შეიგნე რომ ჩემს იქით გზა არ გაქვს,მე როცა ვიტყვი მხოლოდ მაშინ იქნები თავისუფალი!
–არაადამინო!საიდან გაიგე რომ აქ ვიყავი?დანიამ ხომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ შეეჩერებინე!
–ძალიან გულუბრყვილო ხარ პატარავ! აბა დაფიქრდი!
–არა!გთხოვ არმითხრა რომ თავიდანვე იცოდი გაქცევას რომ ვაპირებდი და ეს უბრალო მახე იყო!არ მითხრა რომ დანიამ მომატყუა!
–როგორც იქნა მიხვდი!
–გეყოფა ჩემი საცინად გდება!და აბა ეს სპექტაკლი რისთვის დაგჭირდა?
–შენ ჭკვიანი გოგო ხარ დაფიქრდი და მაგასაც მიხვდები!
–არაფერი მომდის თავში აზრად,ვიცი რომ ავადმყოფი ხარ,მაგრამ რა დაგიშავე?
–ნუთუ მართლა ვერ ხვდები!?მინდოდა რომ გცოდნოდა ჩემგან ვერასდროს გაიქცევი,მინდოდა გცოდნოდა რომ სანამ შენ რამეს დაგეგმავ მე ყველაფერი წინასწარ ვიცი,არ აქვს მნიშნელობა თუნდაც მიწაში დაიმალო ან ცაში მაინც გიპოვნი და ჩემთან მოგიყვან,ჩემი ხართქო რომ გეუბნები არც ის გესმის,ახლა იმედია ყველაფერს შეიგნებ,მაგრამ იცოდე რომ ეს ბოლო იყო მეტჯერ არ გამედო ჩემგან გაქცევა თორემ ვეღარავინ გიშველის!
–როგორ შეგიძლია ასეთი უგულო იყო?ნუთუ ეს ყველაფერი იმიტომ მოაწყვე რომ დაგემცირებინე და კიდევ ერთხელ შეგეხსენებინა ჩემი უსუსურობა?და ახლა რა კმაყოფილიხარ ამით?მოგწონს რომ ჩემს თავზე გული მერევა?მოგწონს რომ ისეთი სუსტი ვარ რომ ცრემლების შეკავებაც არ შემიძლია? და ვინ გითხრა რომ შენი დაცვა მჭირდება?
–და შენ ვინ გიითხრა რომ მე შენს დაცვას ვგულისხმობდი,პირიქით როცა ვთქვი რომ ვერავინ გიშველიდა ვიგულისხმე რომ ჩემგან ვერავინ გიხსნიდა!
–და ახლა რა? უნდა წამოვიდე და შენი ცოლი გავხდე?
–ხომ გეუბნები ჭკვიანი ხართქო!
–და ეს დაცვა რაში გჭირდებოდა,მაგრამ ბოდიში რომ ვიკითხე შენ ხომ უნდა დაგემცირებინე და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა უფრო იხალხებდი ხომ?
–წესიერად ილაპარაკე და ხმას დაუწიე!
ამ დროს დავინახე რომ საიდანღაც აჰმედი გამოჩნდა,თითქოს იმედის ნაპერწკალი დავინახე რადგან აჰმედი ერთადერთი ადამიანი იყო ვინც ჩემს გამო ცოტა მაიინც ღელავდა მაშინვე აჰმედთან გავეშურე დახმარების სათხოვნელად:
–აჰმედ გთხოვ დამეხმარე!უთხარი რომ გამიშვას გთხოვ!აქ ყოფნა არ შემიძია მოვკვდები გთხოვ დამეხმარე(უკვე არ მადარდებდა ჩემი სიამაყე ყველაფერს გავაკეთებდი რომ სახლში დავბრუნებულიყავი)
–ემი გთხოვ დამშვიდდი ასე ნუ ტირი,თავს იმცირებ!შენ კიდევ იამანი ყოჩაღ შექებას იმსახურებ რა გინდა ამ გოგოსგან მოკალი ბარემ,არ გეყო რაც გაუკეთე?
–აჰმედ თავი დაანებე და შენს საქმეს მიხედე შენ ხომ მეჯვარე ხარ,ჯერ კიდევ არ ხარ ჩაცმული მიდი გამოიცვალე ხო და ჩემს საქმეც მე თვითონ მივხედავ!
–კარგი ჰო რაგჭირს,შენია!შენი! არავინ გართმევს!
ამ საუბარში იყვნენ გართული,როცა საპირფარეშოკენ მივდიოდი,მაგრამ იამანმა მკალვში ხელი ჩამავლო და ძლიერად მომიჭირა:
–შენ რა ისევ გაქცევას აპირებდი?საიდან ამხელა შემართება?არა მაინდამაინც უდა დაგაინვალიდო რომ გაქცევა ვერ შეძლო?
–და შენ გგონია თუ დამაინვალიდებ ვერ გავიქცევი?

მძულხარ,შენი ატანა არ შემიძლია ,შეიგნე ეს ბოლოს და ბოლოს,თუ არ გამიშვებ ბედნიერი არც შენ იქნები! ყველას გავამწარებ,მთელს შენს ოჯახზე ვიძიებ შურს პირველი კი შენით დავიწყებ!
–მუქარა არ გიხდება ემი, ხო მართლა სახელის რა მოიფიქრე?მითხარი და შევაცვლევინებ,ქორწილის მოწმობაშიც იმ სახელით დარეგისტრირდები!
–კარგი რადგან გინდა იყოს ასე,მაგრამ რატომ გინდა რომ სახელი შევიცვალო?
–იმიტომ რომ ასეა საჭირო,არაბეთში ყველა სახელის ტარება არ შეიძლება,რაიმე რელიგიური ან არაბული სახელი უნდა გერქვს,თუ არაბეთის მოქალაქე ხარ! –და მე მოქალაქე არ ვარ და არცმინდა ამ დაწყევლილი ქვეყნის მოქალაქე ვიყო!
–ეგ შენს სურვილზე არ არის,საბუთები გამზადილია შენი მოქალაქეობის ,ახლა მხოლოდ
სახელის ჩამატებაღა აკლია!
–კარგი,რადგან ასეა მე დღეიდან ისრა მქვია,მაგრამ მხოლოდ თქვენს სამშობლოში,გპირდები ერთ დღეს აქედან გავაღწევ და ამ ჩამორჩენილ ქვეყანას და ხალხს დავტოვებ!
–და რატომ ისრა?ისრა ლამაზი სახელია და არაბულად ღამის გასეირნებას ნიშნავს
–რატომ?ჭკვიანი ბიჭი ხარ თვითონ გამოიცანი! პასუხი არ გაუცია მხოლოდ მიყურებდა,თითქოს ისე როგორც მოსისხლე მტერს,შემდეგ ხელი დამავლო და მანქანაში ძალით ჩამსვა ,შემდეგ თვითონაც გვერდით მომიჯდა ,ალბათ ფიქრობდა რომ ისევ გავიქცეოდი
–ხო მართლა დამავიწტდა რომ მეთქვა კაბა ძალიან გიხდება
–და რა უნდა გითხრა მადლობა?
–რისთვის?
–კომპლიმენტისთვის
–კი მაგრამ მე კომპლიმენტი იმისთვის არ მითქვამს რომ შენგან მადლბა მიმეღო!
–ძალიან კარგი არც ვაპირებდი მეთქვა!
კარგა ხნის შემდეგ უამრავი საბუთი შემავსებინა,და მომაწერინა ხელი ,არაბულად ძალიან გამიჭირდა ჩემი სახელი და გვარის დაწერაც კი იმდენხანს გაგრძელდა საკმაოდ გვიანი იყო,შემდეგ დარბაზში გადავინაცვლეთ და როგორც ყოველთვის ყველა ქორწილშია, ხალხი ბედნიერი თვალით შემოგვცქეროდა,ყველას უხაროდა იამანის ქორწილის ამბავი,დარბაზის უმეტესობამ იცოდა რომ მასზე ძალით ვქორწინდებოდი,მაგრამ არავის აინტერესებდა,ყველას ფეხებზე ეკიდა ის აზრი რომ ჩემი ცხოვრება ინგრეოდა,ოცნებები იმსხვრეოდა,მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ ქალის ფასი არავინ იცოდა,ქალი უბრალო სათამაშო იყო მოისურვებდი და მონად გაიხდიდი,მოისურვებდი და შენი ერთგული ძაღლი გახდებოდა,უფრო მეტად ამ ქვეყანაში ფულის სანაცვლოდ ატანდნენ სიძეს თავიანთ ქალიშვილებს. ვუყურებდი ხალხის ბედნიერ სახეს და ტირილი მინდოდა,მაგრამ მათ ვერ დავანახებდი რომ ასეთი სუსტი ვიყავი,პირიქით მათ ჩემი შეუპოვრობა უნდა დაენახათ,უნდა გაეგოთ რომ ასეთი იოლი დასამორჩილებელი არ ვიყავი,სულ მალე დავინახე რლგორ მოვიდა დანია ჩემს მაგიდასთან და მითხრა რომ ჰავა მეძახდა,იმ დროს განრსხებული ვიყავი,მაგრამ არაფერი მითქვამს დანიასთვის,უბრალოდ თითქოს არც გამიგონია მისი სიტყვები,იამანი კი ჩვენ სულაც არ გვისმენდა ,შემდეგ აიშა მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და მთხოვა რომ ჰავასთან მივსულიყავი,რადგან ჰავას უნდოდა ვიღაც სტუმარი გამეცნო,მაგრამ არც ამჯერად მივედი,შემდეგ თვითონ მოვიდან თავის სტუმართან ერთად,ამ დროს კი იამანმაც აქეთ გამოიხედა
–რომ დაგიძახე რატომ არ მოხვედი?(ჰავა)
–და რატომ უნდა მოვსულიყავი?მგონი თქვენ გქონდათ საქმე ჩემთან და არა პირიქით! სტუმარი გაოგნებული მიყურებდა არ იცოდა გადაეთარგმნა თუ არა ის რაც ვუთხაარი,იამანმა თავი გაუქნია იმის ნიშნად რომ არაფერი ეთქვა!
–გაიცანი ისრა ეს ჩემი ერთ–ერთი პარტნიორია ისმაილი (იამანი)
–არ მაინტერესებს!(მე)
–არაუშავს იამან მესმის ისრასი ალბათ დღევანდელი საქორწინო ღამის გამო ნერვიულობს და ცოტა უხეშობს! (ისმაილი)
–არანორმალურო შენ ვინ ხარ საერთოდ!ვინ მოგცა იმის უფლება ასეთ თემაზე ისაუბრო!ძალიან თუ გაინტერესებს ჩვენს შორის არაფერია და არც არაფერი იქნება,წადი და ასე გადაეცი ყველას ვინც დაინტერესებულია ამ თემით,ისინი ხომ ასე აკვირდებიან ჩემს სახეს და ყველას გონია ასე უხასიათო იმიტომ ვარ რომ მაგ ღამის მეშნია,ამ ღამის ერთადერთი ვისაც უნდა ეშინოდეს ჩემს გვერდით ზის ,თუ მომეკარება არ დავინდობ!(მე)
–ოჰო სერიოზული განაცხადია(ისმაილი) ვხედავდი თუ იამანს როგორ აენთო სახე და მაშინვე ხელი მომიჭირა თავისკენ მიმატრიალა და სახე დამიჭირა:
–შენ არ გეკითხები ჩვენს შორის მოხდება თუ არა რამე!აქამდე შენთვის რამეზე ნებართვა მითხოვია?ხოდა ახლა რატომ გგონია რომ ნებართვას გთხოვ?ახლავე შეეგუე იმ აზრს რომ საქორწინო ღამე გვექნება გინდა შენ ეს თუ არა და შენს საქციელს დააბრალე ყველაფერი! ეს თქვა თუ არა ხელი გავაშვებინე და მაშნვე გავიქეცი,დარბაზი დავტოვე დაცვა არ დამდევნებია გამიკვირდა რატომ!ალბათ იცოდა იამანმა რომ არსად წავიდოდი,უკვე არაბეთის მოქალაქე ვიყავი,არც ფული მქონდა,არც პასპორტი ყველაფერი იამანს ქონდა,ბევრი სირბილის შემდეგ პატარა ტბა დავინახე და წინ ჩამოვჯექი დიდხანს ვტიროდი,ვფიქრობდი იამანის ნათქვამზე,ძალიან გაბრაზებული ვიყავი ყველაზე და ყველაფერზე:ჩემს მშბლებზე,რომლებმაც აქამდე ვერ მიპოვნეს,ჩემს ყველა ოჯახის წევრზე და საერთოდ ყველაზე ვერ ვხდებოდი რა დავაშავე ასეთი,რომ ასე ვისჯებოდი ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც აიშა მომიახლოვდა ისე დამიჯდა გვერდით ვერც კი შევამჩნიე:
–ვიცი რო გეშინია პატარავ,მაგრამ ცუდი არაფერი მოხდება,ყველაფერი კარგად იქნება გთხოვ შეეცადე დამშვიდდე(აიშა)
–არ გაბედო,არ გაბედო და მეორედ პატარა აღარ დამიძახო,ჯერ იმ ცხოველისგან მეყოა როდესაც სიცილ ნარევი მზერით მიძახის მაგ სიტყვას!და რა,რა იქნება კარგად მითხარი?
– მივხვდი რაზეც იყო თქვენს მაგიდასთან საუბარი და მაგაზე ნუ იჯარებ იამანი ამას არასდროს გააკეთებს,ქალს დიდ პატივს სცემს და ეგეც რომ არ იყოს მოძალადე არასოდეს ყოფილა,თავს ისე არ დაიმცირებს რომ ხელი ისე გახლოს,თუ შენ არ გინდა!
–ვხედავ როგორ პატივსაც სცემს ქალს და თვითონ მითხრა რომ ჩემი გადასაწყვეტი არ იყო ჩვენს შორის რაც მოხდებოდა, მანიაკია ,ნადირი შენ კიდევ მის მხარეს იცავ,აქედან გაეთრიე არავის დანახვა არ მინდა(მე)
–გთხოვ მაპატიე თუ რამე გაწყენინე,მაგრამ მართლა ვღელავ შენზე გთხოვ ახლა უკან დაბრუნდი,თორემ იამანი თუ მოვიდა მართლა ვერ გიშველი,მთავარია არ გააბრაზო და ისე არ მოიქცე რომ დაუმორჩილებლობა გამოუცხადო,დღეს მაინც,თორემ იამანს კარგად ვიცნობ,სწორედ ის ხილი იზიდავს რომლის მოწყვეტა ძნელია ან საერთოდ შეუძლებელი,ამიტომ გირჩევ ახლა წამოდი,ხალხში არ გეჩხუბება,მაგრამ სახლში გაგცემს პასუხს.(აიშა)
–რატომ,რა დავაშავე აიშა შენ მაინც მითხარი,რატომ ვიტანჯები,იქნებ გამოსავალი იყოს!(მე)
–ეგ მეორედ აღარ თქვა ისრა ,ეს იმას ნიშნავს რომ შენ დანებდი და იამანს უფლება მიეცი კიდევ ერთხელ გაემარჯვა(აიშა)
–ისრა?რა მარტივია ჩემი ნამდვილი სახელის დავიწყება!რა მარტივია თქვა რომ არ უნდა დანებდე!(მე) მაგრამ მართალი ხარ წამოვალ და არ მივცემ იამანს ჩემზე გამარჯვების უფლებას! დარბაზში დავბრუნდით მე და აიშა,იამანის მზერა კი შიშს აღძრავდა ჩემში,ქორწილის დასასრული ახლოვდებოდა მე კი მეტად მეშინოდა,ერთი–ორი ცეკვა ძალით მაცეკვეს,უფრო სწორედ ნებით ვიცეკვე ,როცა გამახსენდა აიშას სიტყვები მიუწვდოომელ ხილზე,ამიტომ არ მინდოდა იამანი გამებრაზებინდა,მალე ხალხი შემცირდა,მათ მთლიანად დაცლას არც დავლოდებივართ,როგორც ეს ქართულ ქორწილში იციან და ნახევრად სავსე დარბაზი დავტოვეთ,იამანმა მანქანაში ჩამსვა და კვლავ თვითონაც გერდით დამიჯსა!
–სად მივდივართ მანიაკო?ეს ხომ სახლის გზა არ არის!
–კი სახლის გზაა ,სადაც მარტო ჩვენ ვიქნებით და არავინ შეგვაწუხებს!
–რას ქვია არავინ შეგვაწუხებს?არმინდა მე ამ სახლში ისევ იქ წავიდეთ!
–რატომ,ჩემი გეშინია?
–ეგ რა შუაშია მარტომ რა უნდა ვაკეთო იმ სახლში?
–რავიცი აბა რაც ყველა ქალმა: ბავშვების გაზრდა ,საჭმლის კეთება,სტუმრების მიღება!
– უტაქტოხარ იცი? დიდი ხნის შემდეგ მივედით,მაგრამ მერჩივნა მთელი ღამე მგზავრობაში დაგვთენებოდა,მეშინოდა ამ უკუნითი ღამის,მეშინოდა რომ იამანი რამეს დამიშავებდა,სახლში შევედით თუ არა იამანმა ყველაფერი მაჩვენა მერე საძინებელიც:
–აქ შენ დაიძნებ!
–და შენ?
–მეც რათქმაუნდა!
–მძულხარ მანიაკო ამ ოთახის ზღურბლს არ გადმოაბიჯო ,თორემ გეფიცები თავს მოვიკლავ,ან რმე ძალიან ცუდს ჩავიდენ ,დასაკარგი მაინც არაფერი მაქვს!
–კარგი ვხუმრობ რა გჭირს,მეც შემიძია ვიხუმრო!
–ძალიან სასაცილო ხუმრობა იყო,ახლა კი მეძინებდა და გადი! იამანმა მართლაც დატოვა ოთახი , შემდეგ მე ჩავედი სამზარეულოში მაკრატელი ვერ ვნახე ამიტომ დანა ამოვიტანე გადაწყვეტილი მქონდა რომ ჩემი საქორწინო კაბის ნახვა აღარ მინდოდა ამიტომ ნაკუწებად ვაქციე,შემდეგ შხაპი მივიღე და დასაძნებლად დავწექი ნახევარი საათი არ იყო გასული როცა გაცეცხლებული იამანის ხმა გავიგონდე!
–როგორ გაბედე არანორმალურო ამ კაბის დაჭრა ახლავე ადექი ფეხზე!
–რა გინდა ავადმყოფო ერთი დღე მაინც დამასვენე!
–არა ხომ გაგაბრთხილე ჭკვიანად მოიქეციმეთქი,რატომ მეწინააღმდეგები,რატომ არ გესმის მაინდამაინც მართლა მანიაკად უნდა მაქციო?კარგი რადგან არ იშლი შენს თავს დააბრალე რომ გამომიწვიე! ეს თქვა თუ არა საწოლზე დამაგდო და ზემოდან მოექცა , კისერში მომიჭირა ხელი,შემდეგ კი მზერა ჩემს ტუჩებზე გაჩერდა,ძალიან შემეშნდა ვცდილობდი შევწინააღმდეგებოდი ხელებს გამალებით ვურტყავდი,მაგრამ თითქოს ვერც გრძნობდა,ცოტახნით ვცადე განვთავისუფლებულიყავი მისი ხელებიდან და სწორედ იმ დანას დავწვდი ,რომლითაც ის წყეული საქორწინო კაბა დავჭერი,მთელი სისწრაფით ვცდილობდი გავქცეულიყავი,მაგრამ კარებთან მიმიმწყვდია და არ მიშვებდა აი ისე არწივი რომ წიწილას დააცხრება და არანაირი შანსი არ აქვს გაიქცეს ვეხვეწებოდი,ვემუდარებოდი არ მომკარებოდა ,მაგრამ ცხოველს გავდა თითქოს არც მისმენდა,ამიტომ დანა ავიღე და მთელი ძალით მუცელში შევარჭე!



№1 სტუმარი Mako

Sainteresoa,velodebi shemdegs

 


№2  offline წევრი Rania

Vaime sad gacyviteee. Damacyda nervebii. Male dade gtxov axali tavi raaa
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline წევრი Maia G.

ისე ნელა ვკითხულობდი,თითქოს ვიზოგავდი,მაგრამ მაინც მალე "შემომეკითხა"
ძალიან საინტერესოა,როგორ მაინტერესებს რა მოხდება,მალე დადე რაა ❤❤

 


№4 სტუმარი nini

sainteresoa iqneb shemdegi tavic male dado ❤

 


№5  offline წევრი S.alo

ველოდებიიიი, საინტერესოა)))

 


№6 სტუმარი qeta

shemdegi tavi rodis daideba dzaan mainteresebs gtxov male dade

 


№7  offline წევრი night girl

ძალიან კარგია,მაგრამ პატარა თავებს დებ.????❤

 


№8  offline წევრი Maia G.

როდის იქნება შემდეგი თავი? გელოდები❤

 


№9  offline წევრი eli 234

არვიცი ბავშვებო,ბოდიში მაგრამ დრო საერთოდ ვერ გამოვნახე ამიტომ ვფიქრობ რომ დავამთავრებ და ბარემ ერთად დავდებ

 


№10  offline მოდერი ენემი

eli 234
არვიცი ბავშვებო,ბოდიში მაგრამ დრო საერთოდ ვერ გამოვნახე ამიტომ ვფიქრობ რომ დავამთავრებ და ბარემ ერთად დავდებ

იმედია მალე დაამთავრებ საინტერესო ისტორიაა

 


№11  offline წევრი keti69

დაახლოებით როდის დადებ სრულად

 


№12  offline წევრი მაო

აუუ თუ დაიდო ამის სრული ვერსია ვერ ვნახულობ .

 


№13 სტუმარი eto

aseti kargi istoria ar unda shewyvito... imedi maqvs gaagrdzeleb

 


№14  offline წევრი Maia G.

ისევ და ისევ იმედი მაქვს რომ გააგრძელებ ამ ისტორიას,ოღონდ დადე და იყოს გვიან,არაუშავს,იმიტომ ,რომ ძალიან ძალიან კარგი და საინტერრსოა ❤

 


№15 სტუმარი ელეე

ჩავკვდი უკვე როდის დადებ ახალ თავს ან მთლიანად? მაინტერესებს გაგრძელება და იქნებ გამონახო დრო წერისთვის

 


№16 სტუმარი სტუმარი ქეთი

მალე დადე რა

 


№17 სტუმარი უცნობიიიი

უკვე ძალიან დიდი ხანია ველოდები როდის დადებ?საბოლოოდ აგრძელებ თუ არა???

 


№18 სტუმარი ნიცა

ძალიან მომეწონა,იმედია მალე დაასრულებ.მოლოდინში ვარ ????❣️

 


№19 სტუმარი Lizi

Auu imedia male dadebb
Xo agrdzeleb araa????

 


№20 სტუმარი ელეე

კიდევ დიდხანს უნდა ვიცადოთ? საინტერესო ისტორიაა და გაგრძელების წაკითხვა გვსურს, არ მიყვარს როდესაც უპასუხისმგებლოდ იქცევიან

 


№21  offline წევრი Maia G.

ეეჰ როგორი იმედი მქონდა,რომ ეს ისტორია გაგრძელდებოდა,მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა.ვწუხვარ,რომ არც ისტორია და არც პასუხი კითხვაზე"როდის გააგრძელებ"? არსად სჩანს.....

 


№22  offline წევრი eli 234

ბავშვებო ბოდიშით,მაგრამ ვერ ვაგრძელებ .აუცილებლად დავასრულებ, მაგრამ მეც არ ვიცი როდის ბევრი არ დამრჩა ,სულ მივატოვეთქო ვერ ვიტყვი რადგან ასე არაა ,მაგრამ ძალიან ცოტას ვწერ დროის გამო, არ მეგონა თუ კიდევ ამდენს გინდოდათ,მეგონა საერთოდ არც გახსოვდათ,რადგან ასეა აუცილებლად გავაგრძელებ და დავასრულებ,ბოდი რომ ყურადღება არ მოგაქციეთ.სავარაუდოდ ორ კვირაში დავასრულებ.

 


№23 სტუმარი სტუმარი ნუცა

როდის გაგრძლებე სულმოუთმენლად ველი????

 


№24 სტუმარი ელეე

eli 234
ბავშვებო ბოდიშით,მაგრამ ვერ ვაგრძელებ .აუცილებლად დავასრულებ, მაგრამ მეც არ ვიცი როდის ბევრი არ დამრჩა ,სულ მივატოვეთქო ვერ ვიტყვი რადგან ასე არაა ,მაგრამ ძალიან ცოტას ვწერ დროის გამო, არ მეგონა თუ კიდევ ამდენს გინდოდათ,მეგონა საერთოდ არც გახსოვდათ,რადგან ასეა აუცილებლად გავაგრძელებ და დავასრულებ,ბოდი რომ ყურადღება არ მოგაქციეთ.სავარაუდოდ ორ კვირაში დავასრულებ.

იმედი მაქვს მალე დაწერ რომ წავიკითხოთ ეს საინტერესო ისტორია

 


№25  offline წევრი eli 234

ისტორია დავასრულე,ავტვირთე, მაგრამ ადმინსიტრაციამ წაშალა მიზეზი არ ვიცი! ხვალ კიდევ ვცდი ატვირთვას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent