შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარძალი 《15》


8-04-2019, 11:58
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 14 951

ქალაქში იყვნენ, ანას გამოცდები ჰქონდა . თარაში კი იქაურ საქმეებს აგვარებდა და რაღაც ახალ წამოწყებასაც გეგმავდა.
მთელი დღე დკავებულები იყვნენ მხოლოდ საღამოს თავისუფლდებოდნენ , მაგრამ იმ დღეს უცნაურ ხასიათზე იყო თარაში . ბოლო ორო დღის განმავლობაში სახლთან ნაცნობ მანქანას ხედავდა , გარკვეული ეჭვები ჰქონდა და ანა მარტო არ დატოვა. უნივერსოტეტთან ელოდა, შემდეგ კი მანქანიდან გადავიდა და შენობისკენ დაიძრა. დაახლოებით იცოდა სადაც უტარდებოდა გამოცდა და პირდაპირ აუდიტორიისკენ დაიძრა. ნელ_ნელა გამოდიოდნენ სტუდენტები , ანას რამდენიმე კურსელი შენიშნა და ფანჯარასთან დადგა. თითქმის ორმოც წუთს ელოდა და შემდეგ ისიც გამოჩნდა. გაღიმებულმა გამოაბიჯა ბავშვებს წარმატებები უსურვა და შემდეგ ეცადა ხელში მოქცეული ტანსაცმლის მოწესრიგებას. ქუდი, პალტო, ხელთათმანები, ჩანთა ყველაფერი ერთად ეჭირა და შეწუხებული სახე ჰქონდა . თარაში ღიმილით დაიძრა მისკენ ყველაფერი გამოართვა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა მერე პალტო გაშალა და მხრებზე მოახურა
_თარაშ?
_ჩაიცვით დედოფალო ანა თორემ გარეთ ძალიან ცივა
_აქ რას აკეთებ
_ვიფიქრე ჩემი ანა ისეთი დაბდურა გახდა ამ ბოლო დროს ჩაცმასაც ვერ მოახერხებს_თქო და მოვედი _მის წინ დადგა , ქუდი თავზე ჩამოაფხატა , გაუსწორა და მერე ლოყაზე აკოცა _ როგორ დაწერე ჩემი გენიოსო დედოფალო?
_გენიოსი დედოფლის შესაბამისად
_ჩემი საოცრებათა დედოფალი ხარ შენ _ ჩანთის ტარი თითებში მოიქცია და ანას ხელიბმოხვია
_არ დამიბრუნებ?
_მძიმეა და მე წამივიღებ...რა არ მიხდება წითელი ჩანთა?
_ძალიან , ძალიან ტრენდულია_ქვემოდან უყურებდა და თვალებაბრჭყვიალებულ მზერას არ აშორებდა
_ხვალ აქვს გამოცდა ჩემს ცოლუკას?
_ქმარუკა ხომ გითხარი ცოლუკა არა_თქო ... ბოლო გამოცდა იყო ეს . ცოტა ხნით დავრჩეთ კიდევ საქმეები მაქვს და მერე დავბრუნდეთ
_დიდხანს დავრჩებით მე აქ კიდევ ვერ დავასრულებ საქმეს
_და რატომ გვიყურებდა ის ქერა ისეთი მზერით თითქოს შიშველი ჰყავდე ნანახი და იხსენებდა?
_რომელი ქერა? მე ბევრი ქერა მყოლია _ისე მიიხედა თითქოს ძალიან აინტერესებდა
_შენი ყავისფერთმიანი , ფეხმძიმე ცოლუკა თვალებს დასთხრის მაგ ქერებს
_ეგ ადრე იყო , შენს გაცნობამდე
_ხო არა? შემდეგ
_შემდეგ მხოლოდ შენ და სხვა არავინ
_თარაშ
_ჰო
_თუ მიღალატებ მეტყვი?
_არ გიღალატებ ...არ მიყვარს ბ.ზობა _ბოლოს გაიცინა და მანქანასთან მისვლამდე აკოცა_როგორი ხარ
_როგორი
_გემრიელი და სად წავიდეთ რომ დავნაყრდეთ? რა უნდა ჩემს ცოლს?
_რაიმე ხორცით... ქართულ რესტორანში წავიდეთ სადაც ქაბაბი იქნება
_ქაბაბი ? ბარემ ხინკალიც და
_ხინკალიიი რამდენი ხანია არ მიჭამია იცი?
_ვიცი... ზუსტად ორი კვირის წინ აქ რომ ჩამოვედით მოგინდა სახინკლეში წახვედი და სახლში მოიტანე ოცი ხინკალი
_მე მოვიტანე შენ ხომ არა
_ისევ მგონია რომ ბიჭია მანდ
_და მთელი კვირა ტკბილეულობა და სალათები რომ მინდებოდა ჩემი კვების რაციონს მაშინ რატომ არ დააკავშირე ჩემი ბავშვის სქესი
_ნუ ღელავ პატარავ, დაჯექი და ღვედი შეიკარი
_აღარ მინდა ხინკალი ... შემწვარი წიწილა მინდა
რესტორანში წავიდნენ. იმ დღეს ორივემ მადიანად მიირთვა . მართალია როგორც საუბრობდა ისეთი რაოდენობით ვერ მიირთმევდა , მაგრამ მაინც უცნაურობები მოუნდა .
სახლში რომ დაბრუნდნენ რაღაცები მიალაგა გოგონებს ეჭორავა და შემდეგ დასვენება გადაწყვიტა
_ტელევიზორი ჩავრთო?
_ჩართე ... მე უნდა წავიდე
_სად მიდიხარ
_არაჟანი მინდა ...ვნახავ მაცივარში თუ გვაქვს
_არ არის ...
_სულ შეჭამე?
_გუშინ ვჭამე და დღეს აღარ ვიყიდე ... სხვა რამე არ გინდა?
_არა ... მაღაზიაში ჩავალ მაშინ. სად დევს ჩემი საფულე
_მოიცადე რა დროს მაღაზიაა... გადაგივლის
_მინდა და დროს რა მნიშვნელობა აქვს
_დარწმუნებული ხარ რომ გინდა?
_სრულიად
_კარგი მაშინ მე წავალ და სიგარეტსაც ვიყიდი ...
ტელევიზორი ჩართო და რაღაც ფილმის ყურება დაიწყო . თარაშს დააგვიანდა , თითქმის ერთი საათი გავიდა მაღაზიამდე კი მაქსიმუმ 15 წუთი დასჭირდებოდა. იფიქრა რომ ვიღაც ნაცნობს შეხვდა , მაგრამ მაინც დაურეკა. ზარებს რომ არ უპასუხა უკვე ანერვიულდა . სწრაფად ჩავიდა პირველ სართულზე და შემდეგ გარეთ გავიდა. მაღაზიამდე რომ მისულიყო ჩიხი უნდა გაევლო და შემდეგ გზის მოპირდაპირე მხარეს გადასულიყო . თითქმის აიარა ჩიხი , მაგრამ ბოლომდე მისვლა ვერ შეძლო . სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა დაინახა გადაკეტილი გზა, პატრულის მანქანები , ხმაური და თვალები აემღვრა
_თარაში იქაა სადღაც ვიღაც დაზარალებულს ეხმარება... თარაშმა დაინახა და არ დატოვა. ამიტომ არ მპასუხობს თარაში კარგადაა , თარაში კარგადაა _ისევ ურეკავდა და მიდიოდა , ბოლოს მირბოდა სანამ ბეტონზე დავარდინილი დამსხვრეული მობილური არ დაინახა ახლოს სისხლის გუბესთან და იგრძნო როგორ დაერღვა წონასწორობა
_რა მოხდა ...
_ბიჭს მანქანა დაეჯახა , გზაზე გადადიოდა და ის მანქანა საიდან გაჩნდა არ ვიცი. არც კი გააჩერა უნამუსომ ... ღმერთო დაეხმარე იმ საწყალ ბიჭს_ თვითმხილველი ქალი მოთქვამდა. თვალები ეწვოდა, მაგრამ არ ტიროდა სანამ ტროტუარზე დავარდნილი პარკი არ დაინახა არაჟნის ქილა ჩანდა და რამდენიმე ფილა შოკოლადი
_არა ... არა არააა გთხოვ თარაშ , გემუდარები არ მოკვდე . გთხოვ ... გთხოვ _ სახეზე ხელები აიფარა და შემდეგ პოლიციელს მივარდა
_სად წაიყვანეს... ის ბიჭი სად წაიყვანეს. რომელ კლინიკაში ... ცოცხალი ხომ იყო
_ქალბატონო თქვენ იცნობთ? თან არაფერი ჰქონდა და ახლა რეკავენ საავადმყოფოდან
_ლურჯი , ლურჯი მუქი ლურჯი ქურთუკი ეცვა , ხელზე საათი ეკეთა და ...ღმერთო თარაში
_დამშვიდდით ქალნატონო...ყველაფერი კარგად იქნება
ხმა აღარ ესმოდა , შემდეგ კლინიკაში მიაბიჯებდა. თავს იკავებდა სანამ ექიმმა ფოტო არ აჩვენა. ოპერაციისთვის ამზადებდნენ მხოლოდ ეს გაიგო და იქვე სკამამდე მიაღწია
_შენ არ გაქვს უფლება ახლა დამტოვო ... არ გაქვს უფლება _თავი დახრილი ჰქონდა და ჩუმად ლაპარაკობდა . მობილური აიღო და დიდხანს უყურებდა კონტაქტების ჩამონათვალს . ვისთვის სეეძლო თარაშის მდგოამრეობის გამხელა... ვის ეტყოდა მშვიდად თარაში საოპერაციოშიაო
_მიშო
_ვა რძალო როგორ ხართ? ამ საღამოს გამოგვიყოფ დროს ბიჭებს?
_მიშო საავადმყოფოში ვარ ... მოდი გთხოვ თორემ ვერაფერს ვიგებ ცუდად ვარ ... ვეღარ ვუძლებ , მტკივა _ ტიროდა და თანდათან უფრო იკეცებოდა. მუცელზე ჰქონდა ხელები მოხვეული და ერთ ადგილას ირწეოდა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და შემდეგ ხელი მოხვიეს
_ანა ...
_დაეჯახა... ვიღაც დაეჯახა . მე არაჟანი მინდოდა , გუშინ სულ შეჭამა და ჩემს ნაცვლად წავიდა . მე უნდა წავსულიყავი
_ჩშშ ...დამშვიდდი კარგად იქნება. იცი რამდენჯერ დამტვრეულა? არ იცი რამდენი შრამები აქვს? კარგად იქნება დედას გეფიცები_ მიშო მის წინ მუხლებზე იდგა და გატეხილი ხმით ცდილობდა დაემშვიდებინა. სანდროს უყურებდა რომელიც სიტუაციის გარკვევას ცდილობდა .
რამდენიმე საათი ისე გავიდა რომ ძალების მოკრება ვერ შეძლო. უკვე შუაღამე იყო დერეფანში ნონა რომ გამოჩნდა და მერე მისი კივილი ისმოდა ყველგან.
ბევრი წუთი გავიდა, საათი და ბევრი ადამიანი დაინახა , მაგრამ ისევ იქ იდგა და კარს უყურებდა. იმ კარს რომლის მიღმაც თარაში იწვა და ზუსტად იცოდა რომ მისი გული კიდევ დიდხანს არ შეწყვეტდდა ფეთქვას. უბრალოდ იდგა და ელოდა, არც ტიროდა , არც ყვიროდა, არც სხვა რამეზე ფიქრობდ აუბრალოდ ელოდა .
...........
მესამე წიგნში ეწერა: „ ერთი წლის განმავლობაში ოთხჯერ დავკარგე შვილი. ყოველ ჯერზე მეგონა რომ შევძლებდი მის შენარჩუნებას , საწოლიდანაც კი არ ვდგებოდი, ყველაფერს ვაკეთებდი ექიმი რასაც მთხოვდა ,მაგრამ მაინც არაფერი გამოდიოდა. ვნადგურდებოდი , ნაწილებს ვკარგავდი და ვუფერულდებოდი . ყველა ექიმი ერთსა და იმავეს მეუბნებოდა, ყველა მიმტკიცებდა რომ ნაყოფის შენარჩუნებას ვერასდროს შევძლებდი და მეც დამემუქრებოდა საფრთხე ,მაგრამ არ მადარდებდა საკუთარი თავი .
ყველა მარწმუნებდა რომ ყველაფერი მორჩა , რომ ბავშის აყვანაზე უნდა მეფიქრა თუ შვილი მინდოდა ან უბრალოდ ცხოვრება გამეგრძელებინა ლევანთან ერთად.
ჟორდანიები მეუბნებოდნენ რომ ბედს შევგუებოდი , ისინი ხალხი რომლებიც ყველაფერს უკუღმა აკეთებდნენ და ქალებიც კი მოტაცებულები ჰყავდათ მეუბნებოდნენ რომ დედობაზე უარი მეთქვა .
ისევ დავფეხმძიმდი ბოლო ფეხმძმობის შეწყვეტიდან ერთ წელზე მეტი იყო გასული . საერთოდ აღარ მეგონა რომ კიდევ მექნებოდა შანსი. საავადმყოფოდან მარტო გამოვედი, არავინ იცოდა იქ რომ ვიყავი. ლევანსაც ვუმალავდი და თან იმ დროს საქმეების გამო ქვეყნიდან იყო რამდენიმე კვირით გასული. პირველად არ ვიქცეოდი ისე როგორც ფეხმძიმეები იქცევიან, არც ექიმებს დავუჯერე რომლებიც მეუბნებოდნენ რომ იმედი არ უნდა მქონოდა. ყველაფერი ვიცოდი , უკვე მეხუთედ ვისმენდი რა უნდა გაეკეთებინა ფეხმძიმე ქალს ნაყოფს რომ საფრთხე არ დამუქრებოდა . გიჟივით მოვიქეცი, ყველაფერს შევეშვი და სოფელში წავედი. ჩემი იქ გადაცხოვრება კი გაუკვირდათ,მაგრამ ვთქვი რომ ქალაქში მარტო ყოფნა მომწყინდა. მაქსიმალურად ვცდილობდი პრეტენზიული არ ვყოფილიყავი არადა საოცრებები მინდებოდა და მემართებოდა. ღებინება რომ მეწყებოდა ისე გავრბოდი მეგონა დავეცემოდი . ყოველ საღამოს შიშით ვიძნებდი რომ ღამით ცუდად გავხდებოდი და ისევ სისხლის გუბეში გამეღვიძებოდა, ყოველ დილას ფრთხილად ვიწყებდი . ასე გადიოდა დღეები, კვირები, სამი თვე ისე გავიდა რომ უბრალოდ საკუთარ განწყობაზე, ჯანმრთელობაზე ვფრიქობდი და ვცხოვრობდი ისე როგორც თინა და მაია. შემდეგ მეორე ტრიმესტრი რომ დაიწყო და ლევანმაც კითხვებით ამიკლო , მისი მოტყუება აღარ გამომდიოდა და მივახალე ფეხმძიმედ ვარ-თქო .
ისევ ისე მთელი სახლი თავს დამტრიალებდა , სანამ ყველას არ ვეჩხუბე . ექვსი თვის ფეხმძმე ვიყავი , პირველად მქონდა ამხელა მუცელი და პირველად ვგრძნობდი მის მოძრაობას . ვგრძNობდი რომ ჩემთან იყო და ზუსტად ვიცოდი რომ ის არ დამტოვებდა, ის ძლიერი იყო , ის ნამდვილად ჟორდანია იყო , ვერ გამიმეტებდა , ვერ დამტოვებდა .
ყველას ეშინოდა, ლევანს მგონი საერთოდ აღარ ეძინა იმის შიშით რომ მშობიარობას ვერ გადავიტანდი მაგიჟებდა ის ფაქტი რომ ყველა ჩემზე ღელავდა და არა ბავშვზე. არავის ეჯერა რომ ბავშვი ჯანმრთელი იქნებოდა, რომ ცოცხალი დაიბადებოდა და მხოლოდ ჩემზე ფიქრობდნენ...
საავადმყოფოში ვიწექი უკვე მშობიარობა რომ დამეწყო , საკეისროს გაკეთებას მირჩევდნენ ,მაგრამ მერჩივნა ჩემი შვილის ტირილის ხმა გამეგო და მერე მოვმკვდარიყავი ვიდრე გათიშულს ვერაფერი მეგრძნო .
არ განმიცდია არასდროს მსგავსი ფიზიკური ტკივილი , რისი აღწერაც არც შემიძლია და არც მინდა. მთავარი იყო ხმა რომელიც გავიგე . ხმა რომელმაც სიცოცხლის უნარი დამიბრუნა, ჩემი და ლევანის ნაწილის ძლიერი ხმა .
ის სრულიად ჯანმრთელი იყო, მე მას ვეხებოდი, ისიც მიჭერდა თითებს, მოძრაობდა და მე ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა .
ჩემი თარაში, ბიჭი რომელიც არავის ჰგავდა. ბიჭი რომელმაც არ დამტოვა და ჩემთან ერთად იბრძოლა.
ჩემი თარაში
ჩემი არსებობის წყარო „
.............
თვალები რომ გაახილა ანდრო იჯდა მის გვერდით , მაგრამ აშკარად სხვაგან იყო ფიქრებით
_გაიღვიძა?
_არა
_რომელი საათია
_გათენდა უკვე
_ექიმმა რაო
_უნდა დაველოდოთო
_უნდა ვნახო ... ხომ იცი რომ უნდა ვნახო . მოვკვდები რომ ვერ ვნახო ... უნდა ვნახო და ვუთხრა რომ მე ...უნდა გაიღვიძოს
_გაიღვიძებს ... აქ იყავი და რომ გაიღვიძებს მოვალ
_არა გთხოვ ... აქ არ მინდა
_ისევ ცუდად გახდები , გთხოვ
_აღარ გავხდები ... გეფიცები აღარ გავხდები _საწოლიდან წამოდგა და ანდროს გაჰყვა.
ნაკანი საერთოდ არ ლაპარაკობდა. კუთხეში დაჯდა და შორიდან უყურებდა ყველას , ანა ისევ იქ იდგა. უცნაური იყო მისი მზერა თითქოს ტიროდა , მაგრამ ცრემლები არ ჰქონდა ღაწვებზე, თითქოს დანებდა, მაგრამ მაინც მყარად იდგა. ხელები მუცელზე ჰქონდა მოხვეული და სადღაც შორს ერთ წერტილს უყურებდა.
შემდეგ ექიმი გამოჩნდა , მაჩვენებლები დასტაბილურდა ნელ_ნელა გამოფიხლზებას იწყებს და ერთ_ერთს შეგიშვებთო.
ნონას შეხედა ყველამ ლიზა უკან იდგა არც ფიქრობდა რომ იქ შესვლას მაშინვე შეძლებდა მხოლოდ ის ახარებდა რომ უკეთ იყო. თვალებით ანდროს ეძებდა და მის განათებულ სახეს რომ შეხედა შემდეგ ანას ხმა გაიგო , ჩამწყდარი, მაგრამ მაინც მტკიცე ხმა
_ლიზა შევა _ისე ჟღერდა მისი ორი სიტყვა თითქოს მიწისძვრა მოახდინა. ლიზამ მზერა გაუსწორა, ისიც უყურებდა შემდეგ უფრო ხმამაღლა თქვა _ ლიზა შევა და შემდეგ სხვა _ შებრუნდა და სავარძელში დაჯდა ისე თითქოს სრულიად მშვიდად იყო.
_ანდრო _ ჩურჩულით თქვა მისი სახელი თითქოს მის დასტურს ელოდა
_ექიმს გაჰყევი ... გელოდება _ვერ გაიგო ვის ლოდინს გულისხმობდა , მაგრამ ინსტიქტურად დატოვა ყველა და ექიმთან ერთად წავიდა.
არ იცოდა უხაროდა თუ არა, ვერ ხვდებოდა უნდოდა მისი ნახვა თუ არა
_ექიმო
_დიახ...თქვენ ლიზა მგონი. პაციენტის
_მე მისი რძალი ვარ... შეგიძლიათ გამონაკლისი დაუშვათ? მისი ცოლი ფეხმძიმედაა და მარტო შესვლა არ შეუძლია ამიტომ თქვა უარი . იქნებ ორივე შეგვიშვათ ...
_კარგით ოღონდ ცოტა ხნით და საუბარი არ შეიძლება რომ გაიღვიზებს მაშინვე გამოხვალთ
_დიახ, რა თქმა უნდა _ ჩუმად უთხრა და სწრაფად შებრუნდა რომ არ დაეკარგა ძალა. ანას თავზე დაადგა , ყველას მზერა დააიგნორა და ხელი მაჯაში ჩაკიდა
_ექიმმა ორნი შედითო ... წამოდი
_სანამ გაიღვიძებს და ტვინი ჩაერთვება შენი იქ ყოფნა უფრო იმოქმედებს ვიდრე ჩემი _ მშვიდად უთხრა ისე რომ არც ადარდებდა სხვების აზრი
_ანა , უნდა წამოხვიდე !

ერთად შევიდნენ. ორივე უყურებდა გათიშულ ჟორდანიას . ლიზას ანას მდგომარეობა უფრო ადარდება, უყურებდა როგორ მშვიდად , მტკიცედ მიაბიჯებდა გათიშული ჟორდანიასკენ და თავადაც ინსტიქტურად დგამა ნაბიჯებს. ანა თითებზე შეეხო , დაიხარა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ლიზა არც შეხებია უბრალოდ უყურებდა და ჩუმად ჩურჩულებდა
_მალე გაიღვიძე გთხოვ და გეფიცები ყველაფერს გეტყვი ... მალე გაიღვიძე და მომეცი უფლება სიმშვიდე მოვიპოვო . გაიღვიძე და გათავისუფლდი ჩემგან სამუდამოდ _ ხელზე აკოცა რამდენჯერმე და მერე რომ გასწორდა შუბლზე მიაწება ტუჩები. თვალიდან ჩამოვარდნილი ცრემლი მის კანზე დატოვა ეულად და უკან დაიხია. ანას კიდევ ერთხელ შეხედა და სწრაფად გავიდა ოთახიდან. კარი მიხურა და იქვე დარჩა, ანდრო დერეფნის ბოლოში მიმავალი დაინახა და მისკენ გაიქცა. როგორც კი დაეწია მაშინვე წინ გადაეღობა და მოეხვია.
_ნუ გეშინია ... კარგად იქნება. სულ ტყუილად ნერვიულობ აი ნახავ , მალე გაიღვიძებს და კარგად იქნება
_ვიცი ... თარაში ძლიერია . ახლა რომ გიგრძნო უფრო მალე გამოფხიზლდება _ლიზას ხელი მოიშორა და შენობიდან როგორც კი გავიდა სიგარეტს მოუკიდა
_ანდრო
_ცივა გარეთ ... ზემოთ ადი , არაფერს გეტყვიან
_შენ?
_მე ? მე მანქანაში ვიქნები სანამ გაიღვიძებს
_რატომ არ მიყურებ ანდრო
_ზემოთ დაბრუნდი, თარაში მალე გაიღვიძებს
_ანდრო
_რა გინდა ლიზა
_შემომხედე , გთხოვ
_ცუდად ვარ ლიზა ... თარაში რომ გაიღვიძებს არავინ იცის როგორ იქნება და მე ჩემ ძმას ვერ ვნახავ. მასთან ვერ შევალ ... ჩემ ძმას ვერ გავუმაგრებ ზურგს , მე ავურიე ცხოვრება და მივიყვანე ამ დონემდე . თარაშს რამე რომ სჭირდეს მე ვიქნები დამნაშავე და მე აღარ შემიძლია
_შენ დამნაშავე როგორ ხარ... მანქანა რომ დაეჯახა შენ ხარ დამნაშავე? ანდრო როდის შეეშვები ჩემი სიყვარულის სინანულს _ თავი ააწევინა და გაბრაზებულმა შეხედა
_როგორც კი შევძლებ დაველაპარაკები და ვეტყვი რომ შენ არასდროს გიღალატია მისი სიყვარულისთვის , რომ დღემდე ისევ ისე გიყვარს და მე ვარ დამნაშავე . ყველაფერს დავუსვამ წერტილს ოღონდ კარგად იყოს
_მთმობ ანდრო ? _ხელი გაუშვა და ამღვრეული მზერა მიაპყრო
_შენ ჩემი არასდროს ყოფილხარ , ლიზ
_შენ არასდროს გიბრძოლია ჩემთვის, შენ როგორღაც გახდი ჩემი ქმარი , შენ მე მიშვებ და შენ ყოველთვის თარაში მეტად გადარდებდა ვიდრე მე
წავიდა ,ზურგი აქცია და შენობაში დაბრუნდა .
ანდროსთან აღარ ულაპარაკია ისე ავიდა მაღლა და ანას გვერდით დაჯდა. ყველაფერი ერთად უტრიალებდა ტვინში, მაგრამ ფაქტი იყო ანდროს ქცევა უფრო სტკენდა გულს ვიდრე თარაშის მდგომარეობა. ადრე სრულიად სხვაგვარად იქნებოდა ახლა კი ყველაზე მეტად მისთვის სიმართლის თქმა უნდოდა . აღარ უყვარდა და ამასაც აუცილებლად ეტყოდა , მაგრამ ანდრო? ანდროზე გაბრაზდა და არ აპატიებდა ასე მოქცევას .
ექიმი რამდენჯერმე მივიდა და ბოლოს თქვა რომ გონზე იყო . გამოკვლევებს აგრძელებდნენ და მდგომარეობა სტაბილური იყო . ჯერ კიდევ ნარკოზის ზემოქმედებაშია და ანას ეძახისო ექთანმა თქვა. შესაძლოა რაიმე ეჩვენებოდესო , ბოლომდე გამოფხიზლებული არ არისო. ლიზას გაეღიმა, თავადაც არ იცოდა რა უხაროდა , მაგრამ სრულიად დამშვიდდა შემდეგ ლალის გვერდით დადგა
_სახლში არ წამოხვალ ? მთელი ღამეა აქ ხარ... დაისვენე და ისევ მოდი . ჯერ მაინც ვერ ნახავ
_შენც წამოხვალ?
_სახლში მინდა, დავიღალე. იმას არ ველაპარაკები და უთხარი რომ მე გაგიყვან სახლში _ ანდროზე ანიშნა და წინ წავიდა.
ლალის მანქანაში ელოდა , ჯერ ჩუმად ისხდნენ შემდეგ ისევ ლალიმ ჰკითხა
_რატომ არ ელაპარაკები ... იქაც იჩხუბეთ?
_იდიოტია
_ლიზა
_როგორ შეიძლება ამდენი წელი თვითგვემაში გაატაროს , არცერთხელ ეცადო ბრძოლას და მხოლოდ მოინანიო . როგორ შეიძლება ვერ ხედავდე რომ აღარ მიყვარს სხვა და მორჩა ყველაფერი
_შენ იცი რომ მორჩა? დარწმუნებული ხარ?
_გუშინ რომ შევედი პალატაში მივხვდი რომ არ მტკიოდა ისე როგორც ადრე ... არც მისი ჩახუტება მინდოდა, არც მასთან საუბარი უბრალოდ მინდოდა გამოფხიზლებულიყო და ანდრო კარგად ყოფილიყო ... ანდროს ტკივილის ატანა აღარ შემიძლია და შენს იდიოტ შვილს წარმოდგენაც არ აქვს ამაზე...ის რომ საავადმყოფოში იყო , ჯერ კიდევ მაშინ როდესაც სიმართლე არ ვიცოდი მე ის ღაამეები კოშმარად მექცა _თვალები აემღვრა და მერე გაჩუმდა_ იდიოტია აბა რა არის. ხოდა არ შევურიგდები, არ დაველაპარაკები, არ შევეხები სანამ არ მორჩება სინანულს!
_რადგან თარაში გადარჩა არაფერი მადარდებს...თქვენ არასდროს შეწყვეტთ ჩხუბს და არც დაშორდებით, შენგან გათავისუფლება არ მიწერია
_ეგეც თქვენი ვაჟბატონის ბრალია...საერთოდ ყველაფერი მისი ბრალია
_აბა შენ რომელი ნორმალური შეგიყვარებდა, შეგიყვარა და სულ გამოერეცხა ტვინი!

ლალის დაურეკეს და უთხრეს თარაში კარგადააო . საღამომდე სახლში იყვნენ, ანდრო ისევ არ ჩანდა. ბოლოს ისევ კლინიკაში დაბრუნდნენ. ლალისაც უნდოდა ძმისშვილის ნახვა. დერეფანში იმდენი ხალხი აღარ იყო შორს ლევანი და ნონა დაინახა , დივანზე ანა იჯდა და მასთან წვენის ბოთლით ხელში ანდრო იდგა . გადაღლილი სახე ჰქონდა , გოგოს ესაუბრებოდა სრულიად გამოფიტული . ბოთლი ხელიდან გამოგლიჯა და ანას გვერდით დაჯდა
_ანა როგორ ხარ?
_კარგად
_სახლში არც შენ წასულხარ ზოგ_ზოგიერთებივით? იქნებ წახვიდე და დაისვენო ... ფეხმძიმედ ხარ
_შენც ჩემზე ზრუნავ?
_ჩემს ქმარს ეგ ბავშვი იმაზე მეტად უყვარს ვიდრე საკუთარი ეყვარებოდა
_ან უბრალოდ იმ კაცის შვილია ვინც გიყვარს
_არა, იმ კაცის შვილი არ არის ვინც მიყვარს_ანდროს ახედა და მერე ისევ ანას მიაპყრო მზერა
_იქნებ აქ არ ისაუბროთ ... თქვენი ოჯახური სკანდალი უადგილოა
_არავითარი სკანდალი...მე მასთან საერთო არაფერი მაქვს _ ხელი აიქნია და შემდეგ წვენით სავსე ჭიქა მიაწოდა _რა წვენია ეს ... რამე სამკურნალოა თუ ასეთი სუნი რატომ აქვს
_ხილის და ბოსტნეულის ნაზავია ... ექიმმა დამინიშნა თუ გინდა დალიე
_არა , გმადლობ . შენ დალიე
_ანდრო ... მოკლედ გთხოვ გაარკვიე ვინ დაეჯახა თარაშს და აუცილებლად მითხარი
_გავარკვევ !
_პოლიციამ არ დააკავა ?
_ვერ იპოვნეს ... შეხვალ თარაშთან?
_არა , არამგონია მისი ანერვიულება ღირდეს
_მე კიდე მგონია რომ იმდენად მოენატრეთ ჩხუბის ძალაც არ ექნება _ ორივეს შეხედა და შემდეგ წავიდა.

ანა თარაშის გვერდით, სკამზე იჯდა ოთახში რომ შევიდა . ისევ მეორე მხარეს დაჯდა , სიტყვაც არ უთქვამს ისე უყურებდა ორივეს. შემდეგ ჟორდანიამ თვალები გაახილა, ტუჩები ერთმანეთს დააშორა და დაბინდული მზერა მიაპყრო ორივეს . ლიზას წამით შეხედა და ისე გაიხედა ანასკენ თითქოს ეჩვენებოდა
_პატარავ ... აქ ხარ?
_ინებეთ გაღვიძება ბატონისშვილო? -გაუღიმა, თან ისე უღიმოდა სულს რომ გაუთბობდა
_დიდხანს მეძინა ?
_საკმაოდ დიდხანს... იმდენად რომ მთელი წლის გათენებული ღამეები აინაზღაურე
_მგონი ნახევრად მძინავს ... ერთხელ მაკოცე იქნებ გავიღვიძო _ტუჩები ენის წვერით დაისველა და თვალები წამით დახუჭა
_თარაშ ...
_ის ისევ არ ქრება და მითხარი რომ აქ არ შემოუშვი თორემ გაგეყრები _ლიზასკენ არ გაუხედავს ისე უთხრა ანას . ის კი უკვე ფეხზე იდგა და უკან სვლით მიდიოდა,იცინოდა და შემდეგ მარტო დატოვა წყვილი.
_აღარ არის ... წავიდა თუ გაქრა
_ძალიან ცუდი ხარ იცი? ამდენ ხანს რატომ არ გაიღვიძე, გინდოდა მომნატრებოდი ხომ?
_მოგენატრე ჩემო უგულო ცოლო?
_დაისვენე, ძალები აღიდგინე, მიყვარხარ ! ამ ყველაფერს მეტჯერ აღარ გავიმეორებ _ ფრთხილად შეეხო მის ტუჩებს , მერე ლოყაზე აკოცა და მანამ გავიდა სანამ ექიმი შევიდოდა.
...........
ოთახიდან სწრაფად გავიდა და ყველას ახარა ახალი ამბავი . ანდრო ვერ დაინახა და სწრაფად გავიდა შენობიდან . ისევ გარეთ იყო და ეწეოდა თან მობილურით საუბრობდა .ვერც გაიგო ლიზა ისე მიუახლოვდა
_ვიპოვნი და ნაწილებად დავჭრი ... _მხოლოდ ეს გაიგო და შემდეგ ანდრომაც დაინახა
_გაიღვიძა... ხედავს, ლაპარაკიბოს და მეხსიერებაც არ დაუკარგავს
_მადლობა ღმერთს ... როგორც იქნა _თავზე გადაისვა ხელები და გაიცინა. ძლივს შვება დაეტყო მის სახეს
_ვის ელაპარაკებოდი
_როდის
_სანამ მოვიდოდი
_შენი საქმე არ არის ...
_იპოვნე ვინც დაეჯახა?
_პოლიცია ეძებს ... მე რომელი დეტექტივი მნახე
_მატყუებ
_საიდან მოიტანე
_არ მიყურებ და თემას თავს არიდებ
_ახლა ისე გამოიყვან თითქოს შენზე უკეთ არავინ მიცნობს
_ანდრო
_შენ ხომ არ მელაპარაკებოდი
_მინდა და გელაპარაკები
_პაციენტებს ნუ შეაწუხებ ... აქ ისტერიკის დრო არ არის _როგორც კი შევიდნენ შენობაში მაშინვე უთხრა და სვლას უმატა
_ნახავ?
_არა
_რატომ
_გგონია ავანერვიულებ ამ მდგომარეობაში მყოფს?
_რომ დაიძინებს მერე მაინც ნახე თორემ ასე შენ ვერ ისვენებ
_ჩემზე ღელვა არ გიხდება
_მოვიხდენ როგორმე
_ძალიან გინდა ?_ზემოდან დახედა და მანამ უყურებდა სანამ მზერა არ მოაშორა ლიზამ
_ნერვებს ნუ მიშლი
_შენ კიდე ცხვირს ნუ ჰყოფ იქ სადაც არაფერი გესაქმება . მშვიდად იყავი სანამ ნონა იფეთქებს
_არავინაც არ იფეთქებს
_ვითომ რატომ
_ანას არ აანერვიულებენ ის კი სრულიად ცივილურად გვხვდება
_ალბათ არ იცის თარაშს რომ უყვარხარ
_ან იცის საკუთარი ადგილი თარაშის ცხოვრებაში და ტყუილად არ ეჭვიანობს
_ან უბრალოდ ისე არ უყვარს თარაში როგორც შენ რაც მაინც არ გამორიცხავს ნონას აფეთქებას
_შენ საკუთარ გრძნობებზე ილაპარაკე !
შეუღრინა და წინ წავიდა. ანა არ ჩანდა დერეფანში კოტე , ლევანი და ნონა ისხდნენ. ბიჭები იმ წამს შევიდნენ , ანდროს ანიშნეს და მერე ერთად გავიდნენ ისე რომ ლიზამ დანახვაც ვერ მოახერხა.
_რამდენ ხანს აპირებ აქ ჯდომას ... თითქოს ძალიან გტკივა გული . ანას გულუბრტყვილობით სარგებლობა არ გამოგივა _ნონამ მივიდა და ანდროს ვარაუდი გამართლდდა
_არაფერს ვცდილობ , უბრალოდ ჩემი ქმრის გვერდით
_არ მინდა აქ გხედავდე , შენ გამო ანდროსაც მოუხდეს შეიძლება წასვლა და ნუ გამაგიჟებ
_ნონაჩკა რა ხდება ? _ ანა მიუახლოვდა , მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა და მერე გაიღიმა _ ვიცი რომ მე მოგწონვარ , მაგრამ თარაშზე ღელვას ვერავის აუკრძალავ
_ანა , რაო თარაშმა
_ნონას უთხარი სახლში წავიდეს ლევანიც გაიყოლოს და დაისვენონო
_შენც უთხარი რომ წავედი
_და აქ ყოფნას რა. აზრი აქვს? წადი დაისვენე და საღამოს მოდით . კოტეც ცუდადაა ხომ ხედავ იზრუნე მამამთილზე ... რა მაგალითს მაძლევ ნონ?
_და შენ აქ დაგტოვო?
_მე ხომ იცი როგორი მაგარი ვარ ...
_ფეხმძიმედ ხარ და ბავშვზე უნდა იზრუნო
_ზედმეტს რომ ზრუნავდი ხომ ხედავ როგორი სუსტია შენი შვილი
_ანაა
_გთხოვ რა...ასე უფრო ვიძაბები . ცალკე თქვენზე ვფიქრობ ცალკე თარაშზე. რომ დაისვენებთ და მეცოდინება დამშვიდდით მეც უკეთ ვიქნები . ბიჭები აქ არიან და ამდენი ექიმი, რა უნდა მოხდეს
_ექიმს ვნახავ და წავალთ მაშინ
_თინას წამლები აღარ აქვს და უყიდე ხო? წამოსვლამდე დამირეკე რაღაცები მჭირდება
_რა გჭირდება ვინმეს გამოვუშვებ...ან აქვე ვიყიდი
_არაფერი ნონ... მიდი ექიმთან და მერე წაიყვანე ისინი

ყველა რომ გაუშვა შემდეგ დაჯდა ლიზას გვერდით
_რთულები არიან არა?
_შენ კი მარტივად უმკლავდები
_შენ კი ვერ გაუმკლავდი
_შეუძლებელი იყო , თანაც მე რომ სხვანაირად მოვქცეულიყავი არც შენ იქნებოდი აქ და არც ის _ მუცელზე შეეხო და გაეღიმა _ სქესი გაიგეთ?
_ექიმთან უნდა წავსულიყავით თარაშს მანქანა რომ დაეჯახა ... ჩემთვის არაჟანი მოჰქონდა . მთელი საათი ვეწუწუნე და ამის გამო გავიდა
_იმედია არ გგონია რომ შენ ხარ დამნაშავე
_არ ვიცი, შესაძლოა ვარ კიდეც , მაგრამ არა არაჟნის გამო
_აბა ? კიდევ არის რამე რაც არ ვიცი?
_არაფერია ... იმის თქმა მინდოდა რომ თარაშთან შესვლა თუ გინდა შედი. დარწმუნებული ვარ რაღაც ცუდს გეტყვის, მაგრამ გაახარებს შენი ყურადღება
_შენ რა იცი ჩვენი ურთიერთობის შესახებ
_მე მხოლოდ ის ვიცი რასაც ვხედავ ... იშვიათად მჯერა სხვისი მონათხრობი ამბები
_მეეჭვება ჩვენი ამბავი ვინმემ ერთი შეხედვით ამოხსნას... ჩვენც კი ვერ დავაღწიეთ თავი ლაბირინთს
_ყველაფერი დამალული უფრო და უფრო ართულებს მდგომარეობას . მე ვიცი რომ ანდრო და შენ თარაშს არ უღალატებდით და რაღაც დიდ საიდუმლოს მალავთ , თარაში კი ვერაფერს ხვდება .მხოლოდ შედეგს ხედავს და ამის მიხედვით გამოაქვს დასკვნაც
_შენ მართლა ის ხარ ვინც მის მორჯულებას და ნამდვილ ჟორდანიად ქცევას შეძლებს
_თარაშს მორჯულება არ სჭირდება, უბრალოდ უნდა გაიგოს რომ გიყვარდა და არ შემცდარა შენში
_მე რომ თავის გამართლება შევძლო და ჩემდამი მისი გრძნობა გაიზარდოს მერე ?
_თუ შენ ეყვარები სიცოცხლის ბოლომდე სჯობს მშვიდად იყოს მისი სული ვიდრე უყვარდე და ტკიოდეს
_ცოლად რომ გაჰყევი უკვე გიყვარდა?
_შეიძლება მიყვარდა კიდეც , მაგრამ რთულია მიხვდე ვინ როგორ და რა დოზით გიყვარს
_ნამდვილად რთულია და დიდი დროც სჭირდება, შეიძლება ის წლები წაგართვას რომელსაც უკან ვეღარ დააბრუნებ _ ჩუმად თქვა და დერეფნის ბოლოსკენ გაიხედა იმ იმედით რომ ანდროს დაინახავდა.
...............
მარტო დარჩა, ყველა სადღაც იყო გასული. მიშო დატოვეს ანასთან მასაც მიეძინა სავარძელში მოკეცილს . ანამ კი ისევ პირველი წიგნი გადაშალა
„რაც უფრო მეტი დრო გადის წერის სტილიც კი მეცვლება. ახლა უკვე ბებია ვარ და ჩემი პირველი შვილიშვილია შეყვარებული . როგორც იქნა ვხედავ კაცს ჟორდანიებთან რომელსაც უყვარს , გრძNობებს არ მალავს და ყველამ ვიცით ვინ არის მისი რჩეული. გოგო პირდაპირ არ მოიტაცა და ცდილობს როგორმე თავი შეაყვაროს. მეეჭვება ლევანის შარმს გაუძლოს ქალბატონმა ნონამ,მაგრამ დიდი ჯიუტი ვინმეა . მაიას შემდეგ ახალ რძალთან შეგუება არ მინდა გამიჭირდეს, მაგრამ ის ნამვდილად არ იქნება დედამთილის მსგავსად მარტივი . მაია ჩემი შვილივითაა, იმ გოგოსავით რომელიც არასდროს მყოლია და ის არ ვიცი საერთოდ როგორ უნდა მივიღო. რამდენჯერაც თბილისში ჩავედი იმდენჯერ ვნახე, ხანაც შორიდან ხანაც ვითომ შემთხვევით ,მართალია ლევანი გამიგიჟდა ,მაგრამ ვერ ვისვენებ . ამირანი კი სრულიად მშვიდადაა , ახლა სხვა დროა დამოუკიდებლები არიან ხომ ხედავ თავად მიხედავენ თავსო განაცხადა და თითქოს საქმიდან გავიდა,მაგრამ მე მომატყუებდა?
დრო გავიდა , როგორც ყოველთვის ისე სწრაფად რომ უკან მიხედვასაც ვერ ვასწრებთ. ჩემდაგასაკვრიად ლევნმაც არ უღალატა ტრადიციას , მოთმინება ამოუწურა იმ ალქაჯმა გოგომ და ერთ დღეს მანქანით შემოვარდა ეზოში. გული გამისკდა ,მაგრამ მერე ადგილზე გავქვავდი იქედან რომ გადმოხტა ალქაჯი, კიოდა და ფეხსაცმელს ურტყავდა ლევანს სანამ მანაც არ უღრიალა. ორ წამს გაჩერდა ზუსტად მერე ფეხზე ჩაიცვა და გაშლილი ხელი მოუქნია, გეფიცებით მე ვიგრძენი ჩემი საწყალი ბიჭის ტკივილი.
აი ასე შემობრძანდა ქალბატონი ნონა ჩვენს ოჯახში, მესამე ქალი სრულიად განსხვავებული პატარძალი და არ ვიცი როდემდე გაგრძელდება ეს ცვლილებები . ისე მიდის საქმე მალე დედამთილებს შეგვეშინდება რძლების ან სიბერის ბრალია , მაგრამ იმ გოგოსთან მიახლოება ნამდვილად არ მინდოდა და ლევანმა რომ თქვა არავინ მოხვიდეთო არც მიფიქრია შეწინააღმდეგება.
-დავიღუპეთ ვითომ?- ამირანმა ისეთი ტონით თქვა მაიკოს სიცილი აუტყდა. რა აცინებდა არ ვიცი ,მაგრამ მხიარულად კი იყო
-არამგონია მამა, ვფიქრობ სწორედ ის გვჭირდებოდა
-ფრთხილად იყავი შენც არ გცემოს - კოტემ ჩაილაპარაკა და მერე თავი გააქნია- ხო გემოვნებით აშკარად შენ გგავს
-მე შენ არ მიყვარდი როდესაც ცხოველს ჰგავდი
-შენ ვერ მხედავდი თორემ ცხოველი არასდროს ვყოფილვარ ... დაბერდი უკვე ქალი დედამთილი ხდები და კიდევ ვერ მიხვდი როგორ მიყვარხარ?
ხო აი დაახლოებით ასე საუბრობენ ესენი სულ და უკვე ყელში მაქვს იცით? როგორ შეიძება ცოლ-ქმარი ასე ყველასთან იწყებდეს ჩხუბს ან სიყვარულობანას თამაშს, სხვამ საერთოდ რატომ უნდა იცოდეს მე და ჩემი ქმარი როგორ ვართ ერთმანეთთან. წლები გადის და ჩემი აზროვნების გარდა ყველაფერი იცვლება. არ მესმის და რა გავაკეთო?
ნონას რძლად გახდომა იმაზე რთული ამბავი გამოვიდა ვიდრე წარმოგვედგინა. ქარიშხალი დაატრიალა მთელს სახლში, თანაც იმიტომ რომ მის სურვილს არ მიაქციეს ყურადღება თორემ განა არ უყვარდა ჩვენი ბიჭი . სახლი თავდაყირა დამიყენა, რასაც ამდენი წელი ვაშენებდით დაგვიმტვრია , ფანჯარაც კი ჩაამსხვრია და სახლში დარცენაც საშიში გახდა სანამ ...არ დავწერ რაც. მოკლედ მერე დაიშაქრა, დაემსგავსა ახალ გათხოვილ ქალს და ესეც უცნაური იყო მათთან . ლევანი ხომ ისედაც კოტეს ჰგავდა და მაიასგან მორცხვობის ნატამალიც არ დაჰყვა , ისე მოვარდებოდა და ეცემოდა სულ მინდებოდა პატარა ყოფილიყო და მისთვის ყურის აწევა შემძლებოდა.
დადგა დრო როდესაც ახალი პრობლემა გამოჩნდა და ჩემი ყმაწვილქალობის ტკივილი განმიახლდა. მაიამ ორივე ბავშვი ისე გააჩინა მხოლოდ პოზიტიური ამბები მახსენდებოდა, მშობიარობაც არ გასჭირვებია ნონას შემთხვევაში კი თითქოს ღმერთი გაგვინაწყენდა ამდენხნიანი სიმშიდისთვის და განსაცდელი მოგვივლინა ყველას.
რომ გავიგეთ ფეხმძმედ იყო ლამის მეც ვიტირე ლევანს ისეთი რეაქცია ჰქონდა. თვითონაც ისეთი საყვარელი იყო მინდოდა ძალიან ბევრჯერ მეკოცნა მე კი იშვიათად მინდება ვინმეს კოცნა .
ორი თვეც არ იყო გასული , შუაღამით რომ შემოვარდა კოტე ჩვენს ოთახში და გვითხრა სასწრაფოდ თბილისშ მივდივართ ნონას სისხლდენა ჰქონიაო. ჩვენ კი გავვარდით და გზაში ერთი სიცოცხლე დავკარგეთ,მაგრამ განგებას წინ ვინ აღუდგება.
ნონა რომ დავინახე მივხვდი რომ აღარასდროს უნდა გავბრაზებულიყავი ხმაურიანი, გიჟი ადამიანისთვის ვინც ბედნიერებას ასხივებდა . ის ისეთი უსიცოცხლო იყო, ისეთი მზერა ჰქონდა მე სრული უმწეობა ვიგრძენი. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, თუმცა აზრიც არ ჰქონდა სიტყვებს მე ხომ ვიცოდი მის ტკივილს სიტყვები ვერ დაამებდა.
ჩემი ლევანიც დამეტანჯა, მე ხომ ვიცოდი მისი არანორმალური ხასიათის უკან როგორი ემოციური კაცი იმალებოდა .
ორი წელი ცრემლი ვერ გავუშრეთ თვალზე ნონას , ის ორი წელი ვეღარაფერზე ვფიქრობდით ნონას გარდა. აღარც ლევანი , აღარც ლალი აღარ იყვნენ ჩვენი ყურადღების ქვეშ. კოტე და ამირანი საქმეებს აგვარებდნენ მე და მაია კი ექიმებთან დავყვებოდით, ფეხმძმობის დროს თბილისში გადავსახლდით ,მაგრამ არაფერი გამოდიოდა.
მეხუთედ ვიყავით იმ წყეულ დერეფანში , ის წელი ჯოჯოხეთი იყო ოთხჯერ დაფეხმძიმდა და პირველი ტრიმესტრიც ვერ გადალახა ბავშვმა.
ამირანი სოფლიდან ჩამოვიდა მარტო ვიჯექი დერეფანში ყველა სადღაც იყო გასული რომ მოვიდა და გვერდით დამიჯდა
-თინა
-ექიმმა თქვა ნონაც ძლივს გადავარჩინეთო...ასე დავკარგავთ ამ გოგოს და ლევანსაც - თავი ვერ შევიკავე და ყელში მობჯენილმა ცრემლებმა ჯებირები გადმოლახეს.
-უთხარი რომ მაინც ყველაზე მაგარი რძალია და ქალი , უთხარი რომ არც ლევანისთვის და არც ჩვენთვის არ აქვს მნიშნელობა - მომეხვია და თავზე მაკოცა , მისი შენელებული გულისცემა მესმოდა .
ქალები ვტირივართ , კაცებს ვეხვევით , ან ერთმანეთს ვამხნევებთ ისინი კი ტკივილს ვერ იქარწყებენ . ისინი სულ მზად არიან ჩვენ დაგვეხმარონ, ხელი მოგვხვიონ და გვითხრან ის რაც გვჭირდება ,წაიღონ ჩვენი წილი ტკივილი . ჟორდანიები ასეთები არიან, ყველა კაცი ვინც ჩვენს ოჯახშია ...
შემდეგ დიდი დრო გავიდა, ალბათ ორი წელიც და ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი უბედურება დაგვატყდა თავს ბევრი ისეთი რამ გამოვიარეთ რომელზეც ვერც კი ვიფიქრებდით და შემდეგ ნონამ გვითხრა რომ ფეხმძიმედ იყო , არავის ეჯერა რომ რაიმე შეიცვლებოდა . მეც ვცდილობდი რეალობას არ მოვშორებოდი და იმედები არ გამჩენოდა,მაგრამ მას ისე ეჯერა რომ დედა გახდებოდა მეც დავუჯერე !
შემდეგ ისევ გაჩნდა ჩვენს ოჯახში ჟორდანია
უცნაური და ყველასგან განსხვავებული ვინც კი მანამდე ხელში მჭერია.
დაბადების წამიდან უცნაური იყო
თარაშ ჟორდანია
ჟორდანიების უფლისწული თარაში „
-ანა- წიგნი სწრაფად დახურა ხმა რომ გაიგო და მაღლა აიხედა. ანდრო იყო
-მეგონა წახვედი
-ცოტა ხნით გავედი...შენ არ მიდიხარ?
-ანდრო
-ჰო
-მოდი, დაჯექი - სავარძელზე ანიშნა და ცოტა ჩაიწია . როგორც კი დაჯდა მაშინვე მზერა გაუსწორა- რატომ არ იცის თარაშმა სიმართლე
-რომელი სიმართლე
-თქვენი სიმართლე
-ჩვენი სიმართლე არ არსებობს
-იცი მე ზედმეტად ბევრი შემხვედრია ცხოვრებაში და ერთ-ერთი რაც ვისწავლე მათი ცნობაა...შენ არ ხარ ის კაცი ძმას რომ უღალატებდა
-და შენ ოდესმე წარმოიდგენდი რომ იმ კაცს შეიყვარებდი რომლისთვისაც მოგიტაცებდნენ?
-შენ ყველაფერი იცი ხომ? - თვალებში უყურებდა ისევ , შემდეგ გაიღიმა . იგრძნო როგორ ამოძრავდა ბავშვი , ინსტიქტურად ჩაავლო თითები ანდროს მაჯაზე და მისი ხელი მუცელზე დაიდო- შენ ჩემს შვილზე დადებითად მოქმედებ...არც ისე ხშირად მახარებს ასეთი აქტიური მოძრაობით
-თარაშს ზოგჯერ ძალიან უჭირს გრძნობების გამოხატვა, იმის ახსნა რასაც განიცდის მიუხედავად იმისა რომ თითქოს თავისუფალია . მე ზუსტად ვიცი რომ ის შენს გამო ყველაფერს გააკეთებს ,იმისთვის რომ მისი შეყვარება არ ინანო- მუცელზე უყურებდა , გრძნობდა პატარა ჟორდანიას მოძრაობას და თვალები ემღვრეოდა
-შენ ხედავ მათ ემოციებს? კოტეს, ამირანს, თინას, ნონას , მაიას ....ხედავ როგორ გიყურებენ? გრძნობ რომ მათ შენი დაკარგვა ყველაზე მეტად სტკივათ? აქ რომ გხედავენ და ახლოს არ მოდიან ...ხედავ ანდრო?
-მათ არჩევანი გააკეთეს ...მე არ უნდა ვარწმუნებდე მათ ჩემს ერთგულებაში - წარმოდგენა არ ჰქონდა ამ გოგოსთან ამდენს რატომ ლაპარაკობდა, მაგრამ იცოდა ვინ იყო ანა ჟორდანია. მიხვდა რაღაც ინფორმაციას რომ დასტყუებდა ბოლოს ქალბატონი ამიტომ წამოდგა შუბლზე აკოცა , თითები ისევ აამოძრავა მის მუცელზე და შემდეგ მოშორდა- დამირეკე ნებისმიერ დროს და მთხოვე ნებისმიერი რამ
-იცი რაც მჭირდება ანდრო ...
-ვეძებ და ვიპოვნი !
წავიდა , ანა მარტო დატოვა თარაშის ოთახის წინ და წავიდა.
წამლების სუნი, უჰაერობა, თეთრხალათიანები დერეფნებში, ექთნები წამლებით და სიცარიელე . ბრაზი და შორისძიების სურვილი რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა ...
ანდრო გარეთ იყო, ციოდა და მის არეულ ემოციებს ანელებდა ეს სიცივე. სიგარეტს მოუკიდა,ტუჩებსშორის მოიქცია და ღრმად შეისუნთქა. წვიმდა ისევ ის კი მანქანასთან იდგა,მაგრამ ჩაჯდომაზე არც ფიქრობდა . მერე აღარ ეცემოდა წვიმის წვეთები, თავზე ქოლგა დააფარეს . გვერდით გაიხედა და ლიზა რომ დაინახა გულისცემა აუჩქარდა
-მე შენ არ შეგირიგდები ხომ იცი...შენ მე ცუდად მექცევი , ცუდი ხარ
-ვიცი- უყურებდა და ეღიმებოდა მისი გამომეტყველების დანახვისას. სიგარეტი მოისროლა და თითები ლოყაზე შეახო- ვიცი ლიზ
-იცი რამდენი დღეა არ გიძინია? იცი შენ ნეკნებდამტვრეული გათიშლი რომ იწექი მე არ მეძინა ის კი ზღვაზე ატარებდა დროს ...იცი რომ ვერ გიტან?
-ვიცი- ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს შეახო ტუჩები და მერე ხალზე აკოცა
-მეტკინა იქ რომ დავინახე , ახლაც მტკივა მის გამო ,მაგრამ შენ რომ გიყურებდი ვკვდებოდი -თვალები გაახილა , თავისი დანისლული მწვანეებით უყურებდა ,მერე თავი მკერდზე მიადო. ქოლგა ისევ ხელში ეჭირა მეორე ხელი ანდროს წელზე მოხვია და გაჩუმდა
-მე რომ გითხარი ჩემი არასდროს ყოფილხარ-თქო , ტყუილია...შენ იმ წამიდან ჩემი ხარ პირველად რომ ჩაგკიდე ხელი -თითები ისევ ახლართა მის თითებში და ტუჩებთან მიიტანა -მე შენზე მეტად ვერავის შევიყვარებ

უცნაური თავია მგონი
არ ვციი როგორი რეაქცია გექნებთ
ნელ-ნელა მივდივართ დასასრულისკენ



№1 სტუმარი სტუმარი kira

სუპერ გოგო ხარ და მე პირადად ანდრო ლიზას წყვილზე ვგიჟდები:*

 


№2  offline წევრი დარინა

ლიზას დავეთანხმები ანდრო რომ დამტრეული იყო თარაშს არც უკითხია, იმპულსური და ეგოისტია აი ლიზას და თარაშის წყვილი ვერასოდეს შედგებოდა, თარაშს ანასნაირი ძლიერი ქალი ძლივს მოარჯულებს, ანდროს ტკივილი მტკივა ალბათ ამ ისტორიაში ყველაზე მეტად ანდრო დაიტანჯაა, ძლივს ეღირსა ლიზას გამოფხიზლებაა, ანა ყველაზე ძლიერი პერსონაჟია ერთი თავით მაღლა დგას ყველაზე, არ ვიცი ერთი შვილიშვილის განო მეორეს ზურგი როგორ უნდა აქციო თან ამირანმა სიმართლე იცოდა, მე მგონია, რომ ამირანი სპეციალურად გაჩუმდა რადგან თავიდანვე ხვდებოდა რომ თარაშის და ლიზას წყვილი ვერ შედგებოდა, მაინტერესებს ბებიების და ბაბურბის აზრი. შენ კი როგორც ყოველთვის საოცარი და ძალიან მაგარი გოგო ხარ, მაბედნიერებ.

 


№3  offline წევრი ნანა73

კარგი იყო მარიამ! ყველამ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი აზრი ❤️❤️❤️

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი kira
სუპერ გოგო ხარ და მე პირადად ანდრო ლიზას წყვილზე ვგიჟდები:*

მეც ვგიჟდები
მადლობა
heart_eyes heart_eyes

ნანა73
კარგი იყო მარიამ! ყველამ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი აზრი ❤️❤️❤️

მადლობა
heart_eyes heart_eyes
ჯერ კიდვე წინაა მტავარი ამბები

დარინა
ლიზას დავეთანხმები ანდრო რომ დამტრეული იყო თარაშს არც უკითხია, იმპულსური და ეგოისტია აი ლიზას და თარაშის წყვილი ვერასოდეს შედგებოდა, თარაშს ანასნაირი ძლიერი ქალი ძლივს მოარჯულებს, ანდროს ტკივილი მტკივა ალბათ ამ ისტორიაში ყველაზე მეტად ანდრო დაიტანჯაა, ძლივს ეღირსა ლიზას გამოფხიზლებაა, ანა ყველაზე ძლიერი პერსონაჟია ერთი თავით მაღლა დგას ყველაზე, არ ვიცი ერთი შვილიშვილის განო მეორეს ზურგი როგორ უნდა აქციო თან ამირანმა სიმართლე იცოდა, მე მგონია, რომ ამირანი სპეციალურად გაჩუმდა რადგან თავიდანვე ხვდებოდა რომ თარაშის და ლიზას წყვილი ვერ შედგებოდა, მაინტერესებს ბებიების და ბაბურბის აზრი. შენ კი როგორც ყოველთვის საოცარი და ძალიან მაგარი გოგო ხარ, მაბედნიერებ.

მთავარი ამბის გახსნა ჯერ კიდევ წინაა
იმედია სწორად შევძლებ გადმოვცე ის რასაც მე ვხედავ და ძალიან მინდა რომ გამოვიდეს
მადლობა
heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

აუ მარიამ რაკარგი ხარ ???????? დღეს კიდევ დადე რა ❣️????????????

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანა
აუ მარიამ რაკარგი ხარ ???????? დღეს კიდევ დადე რა ❣️????????????

ხვალამდე ვერ დავწერ
heart_eyes heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი kira

ამიტომ ,,ანდრო ლიზა" წყვილის უფრო მეტი ემოციური მომენტები რაა :* ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია,ვხვდები,რომ სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე

 


№8  offline წევრი ხოსე

ოოო ნერვებს მიშლიან რაა :-D ის გიყვრს, ეს გიყვარს, და რომ უყვარდე და რომ გაიგის და თავიდან შეუყვარდეს და ისევ იქ რომა არ ქრება და ჩემი არასდროს ყოფილხარ :-D გაერკვიეეეტ ნუ დამაგლიჯეთ ნერვები ვააახ :-D ამდენი რაღაც ხდება, ამდენი გრძნობები და ემოციები აქვთ ყველას და თქმა არავის უნდააა და ლაპარაკი რო მოგვარდნენ ბიჭოოს:-D ყველა თავის პონტში იტანჯება :-D :-D მაგრამ მაინც კარგები არიან, ანდრო მიყვარს, მთელი ცხოვრება უფროსი ძმაა და უშეცდომო :-) თარაში კი გაბუტული პატარა ძმასავითაა :-) და. მაინც როგორი კარგები და საყვარლები არიან ყველანი :-) ოღონდ ამ მოჯადოებული წრიდან დროზე გამოვიდნენ დავიღალე ამათზე ნერვიულობით :-D

 


№9 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი თავი იყო.ემოციური და რაღაცნაირი თბილი.

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
ძალიან კარგი თავი იყო.ემოციური და რაღაცნაირი თბილი.

მიხარია რომ მოგეწონამადლობა თამო heart_eyes heart_eyes

სტუმარი kira
ამიტომ ,,ანდრო ლიზა" წყვილის უფრო მეტი ემოციური მომენტები რაა :* ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია,ვხვდები,რომ სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე

heart_eyes heart_eyes
მკლავს ამ წყვილის მომენტები ძალას მაცლის და რა ვქნა
ვერ ვწერ მეტს
pensive

ხოსე
ოოო ნერვებს მიშლიან რაა :-D ის გიყვრს, ეს გიყვარს, და რომ უყვარდე და რომ გაიგის და თავიდან შეუყვარდეს და ისევ იქ რომა არ ქრება და ჩემი არასდროს ყოფილხარ :-D გაერკვიეეეტ ნუ დამაგლიჯეთ ნერვები ვააახ :-D ამდენი რაღაც ხდება, ამდენი გრძნობები და ემოციები აქვთ ყველას და თქმა არავის უნდააა და ლაპარაკი რო მოგვარდნენ ბიჭოოს:-D ყველა თავის პონტში იტანჯება :-D :-D მაგრამ მაინც კარგები არიან, ანდრო მიყვარს, მთელი ცხოვრება უფროსი ძმაა და უშეცდომო :-) თარაში კი გაბუტული პატარა ძმასავითაა :-) და. მაინც როგორი კარგები და საყვარლები არიან ყველანი :-) ოღონდ ამ მოჯადოებული წრიდან დროზე გამოვიდნენ დავიღალე ამათზე ნერვიულობით :-D

გამოვლენ
შენ არ იდარდო
ძვირფასოო
laughing wink kissing_heart

 


№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

ახლა ის მითხარი ახალ თავამდე როგორ გავძლო მარიამ? ძალიან მაგარი და კარგი თავი იყო.ემოციური.ნონაზე ბევრი ვიცინე.ერთი სული მაქვს თარაშს სიმართლეს როდის ეტყვიან
--------------------
ლანა

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
ახლა ის მითხარი ახალ თავამდე როგორ გავძლო მარიამ? ძალიან მაგარი და კარგი თავი იყო.ემოციური.ნონაზე ბევრი ვიცინე.ერთი სული მაქვს თარაშს სიმართლეს როდის ეტყვიან

თარაში სიმართლეს გაიგებს ხვალ არადა ზეგ
laughing laughing
ხო ნონაზე მეც გამეცინა
laughing laughing

 


№13 სტუმარი სტუმარი ლოლა

აუ უფრო მეტი დადევი მართვაზე და გიოზეე

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლოლა
აუ უფრო მეტი დადევი მართვაზე და გიოზეე

მართაზე და გიორგიზე ჯერარ იქნება

 


№15 სტუმარი ნაინა

შესანიშნავი იყო,სიტყვები არ მყოფნს შესფასებლქდ ისეთი აღფრთოვანებული დავრჩი, ველოდები მომდევნო თავს.

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

ნაინა
შესანიშნავი იყო,სიტყვები არ მყოფნს შესფასებლქდ ისეთი აღფრთოვანებული დავრჩი, ველოდები მომდევნო თავს.

მადლობა
heart_eyes heart_eyes
იმედია ხვალ დავდებ

 


№17  offline წევრი ხოსე

sameone crazy girl
სტუმარი თამო
ძალიან კარგი თავი იყო.ემოციური და რაღაცნაირი თბილი.

მიხარია რომ მოგეწონამადლობა თამო heart_eyes heart_eyes

სტუმარი kira
ამიტომ ,,ანდრო ლიზა" წყვილის უფრო მეტი ემოციური მომენტები რაა :* ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია,ვხვდები,რომ სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე

heart_eyes heart_eyes
მკლავს ამ წყვილის მომენტები ძალას მაცლის და რა ვქნა
ვერ ვწერ მეტს
pensive

ხოსე
ოოო ნერვებს მიშლიან რაა :-D ის გიყვრს, ეს გიყვარს, და რომ უყვარდე და რომ გაიგის და თავიდან შეუყვარდეს და ისევ იქ რომა არ ქრება და ჩემი არასდროს ყოფილხარ :-D გაერკვიეეეტ ნუ დამაგლიჯეთ ნერვები ვააახ :-D ამდენი რაღაც ხდება, ამდენი გრძნობები და ემოციები აქვთ ყველას და თქმა არავის უნდააა და ლაპარაკი რო მოგვარდნენ ბიჭოოს:-D ყველა თავის პონტში იტანჯება :-D :-D მაგრამ მაინც კარგები არიან, ანდრო მიყვარს, მთელი ცხოვრება უფროსი ძმაა და უშეცდომო :-) თარაში კი გაბუტული პატარა ძმასავითაა :-) და. მაინც როგორი კარგები და საყვარლები არიან ყველანი :-) ოღონდ ამ მოჯადოებული წრიდან დროზე გამოვიდნენ დავიღალე ამათზე ნერვიულობით :-D

გამოვლენ
შენ არ იდარდო
ძვირფასოო
laughing wink kissing_heart

თარაშის იმიტო მესმის ეტყობა, მეც მღალატობს მოთმინება და ვფსიხდები :-D :-D აი ის მომენტი მაინტერესებს ძაან თარაში სიმართლეს რომ გაიგებს, ემოციები და გრძნობები ერთი სული მაქვს მანდამდე მივიდეთ :-D ანუ ზეგამდე და არაადეკვატური თუ ვიქნები კიდე არ შეიმჩნიო :-D

 


№18 სტუმარი სტუმარი ანი

მომეწონა...
ახლა ერთადერთი სურვილი რაც მკლავს ანდრეას და თარაშის ურთიერთობაა...
ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ <3

 


№19 სტუმარი Natia

Arda amtqvro male ra dges Dade gtxo ????????

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანი
მომეწონა...
ახლა ერთადერთი სურვილი რაც მკლავს ანდრეას და თარაშის ურთიერთობაა...
ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ <3

მეც მკლავს ეგ ამბავი
და იმედია კარგად გამოვა
heart_eyes heart_eyes

Natia
Arda amtqvro male ra dges Dade gtxo ????????

ნუ 20 თავი გამოვა
გაიწელება ეს ბოლო თავები ალბათ
და მალე არც დასრულდება
არ მაქვს ახალი ტავი ხვალამდე ვერ დავწერ
და რომ დავწერ დავდებ

 


№21 სტუმარი ელენა გავაშელი

....არვიცი რა ვთქვა...უფროსწორად ვიცი მაგრამ როგორ ვთქვა ....აი აქ ვიჭედები ..... გუშინდელი ინტრიგის შემდეგ ....აი ბევრჯერ განვიხილეე საკუთარ თავთან.... როგორ აღმოჩნდებოდა თარაში საავადმყოფოში......მაგრამ შენს მუზას ვერ ვაჯობე .....თავიდან ისე უცნაურად დაიწყო .....რადროს შავი მანქანა იყო .... ხომუნდა ჩაუმსხვრიო მინები იმ მანქნის პატრონს :დდდ

....ცოტა გავბრაზდი ანაზე.... რასაა რომ ვერ ამჩნევს როგრო უყვარს თარაშს .... რათქმა იყო ლიზა შევიდესო .... ნწ ნწ ... მარა რაქნას არსჯერა თარაშის სიყვარულის .....გონია რომ ისევ ლიზას მისტირის ....ადრეც ეგონა ...და ამ ორსულობაში ხომ მთლად.....ისე მართლა გოგოა თუ ბიჭი ესენი ისე ჩხუბობენ მეც დამაინტერესა :დდდ .... რავთქვა ამ პერსონაჟზე შეუდარებელია.... ყველა სიტუაციაში ... იცის როგორ მოიქცეს .....ან შენი მუზას არიყოს ... იცის მისი ადგილი :დდდ

.....ბერმუდა-თარში ....არა რა, თუ დაინახა შავი მანქანა ...რატო არაფერი გაარკვია .....რომ დასწირდა გიო უცებ იპოვადა .... მოკლედ ისე ნელა ვკითხულობდი არმინდოდა საავადმყოფოში მოხვედრილიყო ... მარა ეჰ :(:(:(:(:(.....თავიდანვე განსაკუტრებული იყო ...და შენი მუზის ამბავი რომ ვიცი ....რაღაც განსაკუტრებულის გამო მოხვდებოდა საავადმყოფოში .......ნეტა ვინ იმალება შავი მინების უკან :დ ... უთხარი ანდროს მალეე გაარკვიოს ...


......ანდრო.....ოოოოო.....აგი ვინაა სინონ ....რავარი ჩასახუტებელი ბოვშვია ყოველ თავში...ყველაფერი გიმიგია და ამფერი არა.....მოკლედ იმდენად მომწონს ანდროს პერსონაჟი ....რომ ავიცი....თუ ვიციი ... მოიცა დავფიქრდე..... დავფიქრდი და რმცოდნია ......ყველა ხომ კაია და ეს რაღაც სასწაულობა გამოგივიდააა... ლიზას როომ იგონებდი მაშინ ცუდ ხასიათხე იყავი მგონი ....... იმედია თარაში თუ ვერა ანდრო ...ჩაულეწავს მინებს შავი მანქანის პატრონს .....ან რავიცი ანამაც რომ გააკეთოს არ გამიკვირდება :დდდ

....ლიზა .... ამ ტავში რავიცი ცუდი არ ჩანდა .... მე რატომ მეცუდება ეს გოგო.....ამ თავის დასასრულმა ლამის წარმოდგენა შემაცვლებინა ......ამ სამოთხე.... აღარ ვარ სამოთხე ქალი კინაგამ დამავიწყდა :დდდ.... მოკლედ არვიცი ეს გოგო რასიზამს მარა .... აქ დავასრულებ ... ნახე მეც კაი ინტრიგანი ვარ :დდდ

.....მადლობა მადლობა... და კიდევ მადლობა .... არა მართლა მაინტერესებდა რა ეწერა იმ წიგნში..... არა თინა ხომ წერ საოცარი სიტყვებით .... ვიტირე მის სიტყვებზე ... მთლად კუსტბა ვერა მაგრამ მაინც :დდდ კაი იყო კიდე აქვს გაგრძელება ხომ :D:D

....მოკლედ რაც მე ამ თავში ვინერვიულო .... ისე არ მინერვიულია ......კაი ხანია... ყოველ წუთს ველოდებოდი რომ რომელიმე აფეთქდებოდა და ... იქ დაიწყებოდა სკანდალი ....მაგრამ როგორც ყოველთვის ...ტკივილი ყველას აერთიანებს ......მოკლედ ახალ თავს ორმაგად დიდი ინტერესით ველოდები ..... მორჩა არსად არ მივდივარ ...დავაკვირდი და ყველა კომენტარს სადგაც წასვლით ვასრულებ ....დღეს არსად არ მივდივარ .... გემრიელად უნდა დავიძინო .... მარა ამთავის შემდეგ .. ბებიას ორი აბი ვალერიანი თუ დამაძინებს თორემ ისე ვერ :DDD:D:D:D:D

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

ელენა გავაშელი
....არვიცი რა ვთქვა...უფროსწორად ვიცი მაგრამ როგორ ვთქვა ....აი აქ ვიჭედები ..... გუშინდელი ინტრიგის შემდეგ ....აი ბევრჯერ განვიხილეე საკუთარ თავთან.... როგორ აღმოჩნდებოდა თარაში საავადმყოფოში......მაგრამ შენს მუზას ვერ ვაჯობე .....თავიდან ისე უცნაურად დაიწყო .....რადროს შავი მანქანა იყო .... ხომუნდა ჩაუმსხვრიო მინები იმ მანქნის პატრონს :დდდ

....ცოტა გავბრაზდი ანაზე.... რასაა რომ ვერ ამჩნევს როგრო უყვარს თარაშს .... რათქმა იყო ლიზა შევიდესო .... ნწ ნწ ... მარა რაქნას არსჯერა თარაშის სიყვარულის .....გონია რომ ისევ ლიზას მისტირის ....ადრეც ეგონა ...და ამ ორსულობაში ხომ მთლად.....ისე მართლა გოგოა თუ ბიჭი ესენი ისე ჩხუბობენ მეც დამაინტერესა :დდდ .... რავთქვა ამ პერსონაჟზე შეუდარებელია.... ყველა სიტუაციაში ... იცის როგორ მოიქცეს .....ან შენი მუზას არიყოს ... იცის მისი ადგილი :დდდ

.....ბერმუდა-თარში ....არა რა, თუ დაინახა შავი მანქანა ...რატო არაფერი გაარკვია .....რომ დასწირდა გიო უცებ იპოვადა .... მოკლედ ისე ნელა ვკითხულობდი არმინდოდა საავადმყოფოში მოხვედრილიყო ... მარა ეჰ :(:(:(:(:(.....თავიდანვე განსაკუტრებული იყო ...და შენი მუზის ამბავი რომ ვიცი ....რაღაც განსაკუტრებულის გამო მოხვდებოდა საავადმყოფოში .......ნეტა ვინ იმალება შავი მინების უკან :დ ... უთხარი ანდროს მალეე გაარკვიოს ...


......ანდრო.....ოოოოო.....აგი ვინაა სინონ ....რავარი ჩასახუტებელი ბოვშვია ყოველ თავში...ყველაფერი გიმიგია და ამფერი არა.....მოკლედ იმდენად მომწონს ანდროს პერსონაჟი ....რომ ავიცი....თუ ვიციი ... მოიცა დავფიქრდე..... დავფიქრდი და რმცოდნია ......ყველა ხომ კაია და ეს რაღაც სასწაულობა გამოგივიდააა... ლიზას როომ იგონებდი მაშინ ცუდ ხასიათხე იყავი მგონი ....... იმედია თარაში თუ ვერა ანდრო ...ჩაულეწავს მინებს შავი მანქანის პატრონს .....ან რავიცი ანამაც რომ გააკეთოს არ გამიკვირდება :დდდ

....ლიზა .... ამ ტავში რავიცი ცუდი არ ჩანდა .... მე რატომ მეცუდება ეს გოგო.....ამ თავის დასასრულმა ლამის წარმოდგენა შემაცვლებინა ......ამ სამოთხე.... აღარ ვარ სამოთხე ქალი კინაგამ დამავიწყდა :დდდ.... მოკლედ არვიცი ეს გოგო რასიზამს მარა .... აქ დავასრულებ ... ნახე მეც კაი ინტრიგანი ვარ :დდდ

.....მადლობა მადლობა... და კიდევ მადლობა .... არა მართლა მაინტერესებდა რა ეწერა იმ წიგნში..... არა თინა ხომ წერ საოცარი სიტყვებით .... ვიტირე მის სიტყვებზე ... მთლად კუსტბა ვერა მაგრამ მაინც :დდდ კაი იყო კიდე აქვს გაგრძელება ხომ :D:D

....მოკლედ რაც მე ამ თავში ვინერვიულო .... ისე არ მინერვიულია ......კაი ხანია... ყოველ წუთს ველოდებოდი რომ რომელიმე აფეთქდებოდა და ... იქ დაიწყებოდა სკანდალი ....მაგრამ როგორც ყოველთვის ...ტკივილი ყველას აერთიანებს ......მოკლედ ახალ თავს ორმაგად დიდი ინტერესით ველოდები ..... მორჩა არსად არ მივდივარ ...დავაკვირდი და ყველა კომენტარს სადგაც წასვლით ვასრულებ ....დღეს არსად არ მივდივარ .... გემრიელად უნდა დავიძინო .... მარა ამთავის შემდეგ .. ბებიას ორი აბი ვალერიანი თუ დამაძინებს თორემ ისე ვერ :DDD:D:D:D:D

ვაიმეე
არ შემიძლიხარ
სასწაული ხარ მოკლედ რა
laughing laughing

 


№23  offline წევრი tatiko.1995

saswauli iyo ai saswauliii ????????????????gamagijebt me tqven ????

 


№24  offline მოდერი abezara98

არა, მე მიკეთებ ამას? ლექციაზე შესულს უნდა მხვდებოდეს ახალი თავი და ერთი სული უნდა მქონდეს, როდის დასრულდება, რომ ნორმალურად წაკითხვა შევძლო? გაგიმართლა, ლექტორმა ადრე დაამთავრა : D
ხოდა, ახლა ჩემს ბარტყებზე ორიოდე სიტყვით : D იმდენად საყვარლები არიან თარაში და ანიკო, რომ უბრალოდ სიტყვებიც კი არ მყოფნის ❤❤❤ ჩემი სიკალულები არიან ეგენი ❤❤❤ არა, მაინც როგორ მინერვიულა ჩემი გოგო? იმ ავარიის ავტორს სადაც დავინახავ, იქ გავგლეჯ ანდრიკომ თუ არ დამასწრო! :D არა, ლიზას რომ მიბრაზებს? ამდენი ხანი ვერ მიხვდა, რომ ლიზა ისე არაფერს გააკეთებდა, დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო? როგორი გათიშვები ემართებათ ცოლმე ამ კაცებს, პირდაპირ მიკვირს :D ანაც კარგი იყო, ლიზა შევიდესო, შენც ანიკო? :D
ყოველთვის ვიცოდი, რომ თარაში ძლიერი, ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული იყო, მაგრამ ამდენსაც არ მოველოდი. ჩემი სიყვარულია ეს ბიჭი (გუგა, ნუ ეჭვიანობ შენ, შენც მიყვარხარ! :D )
მოკლედ, სიურპრიზების გაკეთება და ჩემი გახარება არასდროს გბეზრდება! ვგიჟდები მე შენზე ♡♡☆☆ ჩემო გადარეულოოო ❤❤❤

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

tatiko.1995
saswauli iyo ai saswauliii ????????????????gamagijebt me tqven ????

kissing_heart kissing_heart heart_eyes
მეც ვგიჟდები იმაზე მეტად ვიდრე ოდესე

abezara98
არა, მე მიკეთებ ამას? ლექციაზე შესულს უნდა მხვდებოდეს ახალი თავი და ერთი სული უნდა მქონდეს, როდის დასრულდება, რომ ნორმალურად წაკითხვა შევძლო? გაგიმართლა, ლექტორმა ადრე დაამთავრა : D
ხოდა, ახლა ჩემს ბარტყებზე ორიოდე სიტყვით : D იმდენად საყვარლები არიან თარაში და ანიკო, რომ უბრალოდ სიტყვებიც კი არ მყოფნის ❤❤❤ ჩემი სიკალულები არიან ეგენი ❤❤❤ არა, მაინც როგორ მინერვიულა ჩემი გოგო? იმ ავარიის ავტორს სადაც დავინახავ, იქ გავგლეჯ ანდრიკომ თუ არ დამასწრო! :D არა, ლიზას რომ მიბრაზებს? ამდენი ხანი ვერ მიხვდა, რომ ლიზა ისე არაფერს გააკეთებდა, დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო? როგორი გათიშვები ემართებათ ცოლმე ამ კაცებს, პირდაპირ მიკვირს :D ანაც კარგი იყო, ლიზა შევიდესო, შენც ანიკო? :D
ყოველთვის ვიცოდი, რომ თარაში ძლიერი, ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული იყო, მაგრამ ამდენსაც არ მოველოდი. ჩემი სიყვარულია ეს ბიჭი (გუგა, ნუ ეჭვიანობ შენ, შენც მიყვარხარ! :D )
მოკლედ, სიურპრიზების გაკეთება და ჩემი გახარება არასდროს გბეზრდება! ვგიჟდები მე შენზე ♡♡☆☆ ჩემო გადარეულოოო ❤❤❤

მოკლედ გუგა მაინც არ გამომიტოვე
ლამაზად ჩასვი
laughing laughing
ხო უბერავენ ყველანი და დამღალეს მეც
რა გითხრა
მალე გაირკვევა ყველაფერირ აღა დარჩა ნახევარ ისტორიაზე მეტი დაწერილია

 


№26 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან მომწონს ????

 


№27  offline წევრი Xutu

Zalian Kargil istoria ardaamtovro.jer dges Dade ra???? Kargi adamiani xar mase gaagrzele

 


ძალიან მომწონს და რავქნა❤️❤️❤️❤️❤️

 


№29  offline წევრი ვიპნი

არადა თითქოს ეს ისტორია ანაზე და თარაშზე უნდა ყოფილიყო ,ნუ მე ესე მეგონა,მაგრამ :D ანდრო და ლიზა ,რომ მინდა ბევრი იყოს ამას რა ვუყოთ,მაგათ ისტორიას უფრო ველოდები რეალურად ვიდრე თარაშისას.
ოქრო გოგო ხარ :*

 


№30 სტუმარი Maco maco

ჯერ ერთი რაღაც მინდა რომ ავღნიშნო შენ შესახებ პირადად არ ვიცი როგორ მომწერო თორე არ მინდოდა კომენტარის სახით, რატომღაც მეგონა შენი "ნაჭუჭი" გქონდა და აქ სხვა არც გაინტერესებდა მაგრამ სხვა ისტორიაზე შენი კომენტარი ვნახე და გულწრფელად გამიხარდა და ჩემი შეხედულება ორმაგად გაიზარდა შენზე,რომ ნამდვილად ჯანსაღი და საოცარი აზროვნების ადამიანი ხარ, რომ მარტო შენით არ შემოიფარგლები და იხედები გარშემო...რომ "არ გივარდება" ამდენი დადებითი აზრები და შექება და რომ მაინც რეალური რჩები. აქ კი რატომღაც ლიზა ცოტა მეცოდება თითქოს მასზე გადატეხა ყველამ მაგრამ ანდრო რისთვის ყავს,, რაც არ უნდა ვწერო მაინც არ მყოფნის შენი ისტორიები და ვწერო და ვიკითხო მაინც არ მეყოფა (ბათუ და ეკატერინე, მაშო და ზურა, და ა.შ ჩემთვის განსაკუთრებულები ჩამოგითვალე :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent