შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო


20-04-2018, 12:41
ავტორი Lesana
ნანახია 1 123

-გოგონა, გოგონა, მგონი ეს თქვენ დაგივარდათ!
ახლაღა გამოვფხიზლდი. უკან მივიხედე, ახალგაზრდა მამაკაცი სულელური ღიმილით მომშტერებოდა და ხელში ჩემი კუბოკრული შარფი მაგრად ჩაებღაუჭა. ყველაზე მეტად მამრთა მოდგმაში სულელური და არაფრის მთქმელი ღიმილი მაღიზიანებს, თავიანთი ცარიელი ტვინის და სულის დასაფარად რომ აიკრავენ ხოლმე სახეზე. ერთი შეხედვითვე ასიანში გავარტყი, ეს უკანასკნელიც ამ კატეგორიის მამრებს მიეკუთვნებოდა, თან სახეზე ეწერა, რომ ჩემგან მადლიერების ტალღის გადმოფრქვევას ელოდა.
-მადლობა, -მშრალად მივუგდე და ბებიაჩემის ნაჩუქარი რიგიდან ჩამოტანი შარფი ხელიდან გამოვგლიჯე. ხელზე დამებღაუჭა და უშნოდ გაიკრიჭა.
-ნხევარი მელიქიშვილის ქუჩა იმისთვის გდიე, რომ ასეთი საცოდავი „მადლობა“ მიმეღო?
-და მერე ვინ გთხოვა, რომ მომსდევდი?
-ისედაც თხლად გაცვია, ვიფიქრე ამის გარეშე სულ მთლად გაიყინებათქო.
ახლარა ვიგრძენი, რომ სხეულის ყველა უჯრედით ვცახცახებდი, საავადმყოფოდან ისეთი თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი, რომ ჩემი პალტო არც გამხსენებია, გასახდელში დავტოვე. პალტო კი არა, იმ გასახდელში ერთი მილიონით გაძეძგილი ჩანთა რომ დამეტოვებინა, იქ იმისთვისაც კი არ მივბრუნდებოდი.
უცნობს ჩემი ხელი ისევ ხელში ჰქონდა მოქცეული და გადაბინტულ მაჯას გულდასმით მითვალიერებდა.
-ხელზე რა დაგემართა?- ამჯერად თითქოს გულწრფელად შეწუხებული ტონი ჰქონდა.
-რამდენ შეკითხვას სვამ, ბებიაჩემმა გამოგგზავნა?- შევუღრინე.
-ჰო და თან დამაბარა, სახლში მოიყვანე, თორემ ამ ყინვაში გარეთ ნახევრად შიშველი დატანტალებსო,-გადმოაფრქვია მერვეკლასელის იუმორი და იქვე ახლოს პარკინგზე აშკარად ყველა წესის დაცვით გაჩერებული ვერცხლისფერი მერსედესისკენ წამათრია.
-აბა ნახევარი მელიქიშვილი ფეხით გსდიეო? ახლახანს გადმომხტარხარ მანქანიდან.
-თუნდაც ასე ყოფილიყო, მაინც წესიერ მადლობას ვიმსახურებდი,-ტონი გაუმკაცრდა, მგონი მართლა ეწყინა ჩემი უჟმური მადლობა.
-გულწრფელად გიხდი მადლობას,-ჩემს ხმაში გულწრფელობის გარდა მგონი ყველაფრის ამოკითხვა იყო შესაძლებელი.
-სად ცხოვრობ? მისამართი მითხარი და მიგიყვან.
-იქნებ სახლში არ მივდივარ?
-მე სახლში მიგიყვან, თბილად ჩაიცვი და მერე სადაც მოგესურვება იქ მიბრძანდი,-ასეთი ახალგაზრდა და სიმპატიური რომ არ ყოფილიყო, ვიფიქრებდი მამაჩემი მტუქსავსთქო.
-ბარნოვის 25. -არც შემიხედავს, რაღაცნაირად ჩაწყვეტილი ხმით ამოვთქვი.
-ღვედი შეიკარი,-მითხრა და თავისი გაპრიალებული მანქანის გასაღები ნატიფი თითებით მარჯვნივ გადაატრიალა.
მისკენ არ გამიხედავს, თავი ფანჯრის მინას მივადე და გამვლელებს მივაშტერდი. დილა იყო, ყველას სადღაც ეჩქარებოდა, მხოლოდ მე არ მეჩქარებოდა, არსად მეჩქარებოდა, საკუთარი ღრმა სუნთქვა ცხვირთან მიღიტინებდა და თითქოს გაყინულ ცხვირს მითბობდა. მესიამოვნა, რაღაცნაირად მესიამოვნა და გავირინდე. მერე თითქოს კადრებიც შენელდა და ამ კადრებში ნათლად ვხედავდი სანდრიკას და დიდ ძუძუებიან ნატას, როგორ გამოდიოდნენ პეროვსკაიას ხმაურიანი ბარიდან, როგორ მორცხვად ექაჩებოდა ნატა თავის მოკლე კაბას ქვემოთ და როგორ ეუბნებოდა სანდრიკა თვალებით, იყოს, ნუ მორცხვობ, არ მადარდებს ვინ გამოგაყოლებს მადისაღმძვრელ მზერასო, შემდეგ როგორ შემოხვია არც თუ ისე წვრილ წელზე ხელი და როგორ გაბარბაცდნენ არეული ნაბიჯებით ფილარმონიისკენ.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Dasacyisi normaluriaaa, ise pataraa veraferi gavigee, ceris stili momeconaa, imedia ardaagvianebbb

 


№2  offline წევრი Lesana

Qeti qimucadze
Dasacyisi normaluriaaa, ise pataraa veraferi gavigee, ceris stili momeconaa, imedia ardaagvianebbb


მადლობა :)) დავტესტე და შესაბამისად, რადგან კითხულობ, გავაგრძელებ. თუნდაც ერთი მკითხველისთვისაც კი ღირს წერა :) მადლობა <3

 


№3 სტუმარი სტუმარი mwvane tvaleba

Mec wavikitxe momewona saintereso dasawyisia, imedia male dadeb shemdegs.

 


№4  offline წევრი Lesana

სტუმარი mwvane tvaleba
Mec wavikitxe momewona saintereso dasawyisia, imedia male dadeb shemdegs.


დადებულია მეორე თავი და ადმინის მიერ გადამოწმებას ელოდება. უღრმესი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent