რაც გინდა ის დამიძახე
სიკვდლისითვის ყველა ასაკში ცოდოა ადამიანი.. სიკვდილს არც ასაკი აქვს და არც სქესი.. არც შეხედულებები არც პირსინგს და ტატუს ატარებს, არც კოჭამდე კაბით დაიარება. ერთადერთი შავი ძაძები სდევს ყოველთვის ფეხდაფეხ სიკვდილს.. თექვსმეტ წლამდე ჩაკეტილი და წყნარი ცხოვრება მქონდა. რამდენიმე თანატოლი მეგობრით და ჩემი ფიქრებით შეფერადებული..სულ თან ვატარებდი ვარდისფერ სათვალეს, რომლის წყალობითაც რეალობას ისეგავუარე ვერცკი მივხვდი.. ყველას მინდას მორგებულმა საკუთარი სურვილები მიმოვფანტე და იმდენად შემეხუთა სული სიმარტოვეს დავუმეგობრდი... თვრამეტი წლისამ, როცა სარკეში ჩავიხედე ვეღარ ვიცანი ჩემი თავი.. ზღვისფერი თმა მქონდა და ბალახისფერი თვალები.. წარბზე პირსინგი და სხეულზე რამდენიმე ტატუ.. ყველას რაღაც პატარა ისტორია უმაგრებდა ზურგს.. თვალებში ზედაპირული ბედნიერება და ამ ბედნიერების მიღმა კომფორტულად მოწყობილი სიცარიელე..როცა ქუჩაში დავიარები ბავშვები გაოცბეულები მიყურებენ .. ახალგაზრდებს მოსწონთ ჩემი გარეგნობა და ასაკოვანი ხალხი ლანძღვა-გინებას არ ინანებს.. ავტობუსით მგზავრობისას ხშირად ლაპარაკობენ ჩემზე , ხმამაღლა, უამრავი ფრაზით, რომლითაც დღეში ათასჯერ მკლავდნენ, ახლა შევეჩვიე , ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ვერასდროს გავუგე ადამიანებს, რომლებმაც სული დოგმებს მიყიდეს და სხვისი დევნით ცდილობენ ადამიანური ჯალათიზმი შეივსონ ... როგორ ტყავში არ მოვსინჯე თავი... ზედმეტად მორჩილიც ვიყავი და ქარივით თავისუფალიც და ყველა ტყავში ერთი და იგივე ადამიანი დავრჩი. გოგო, რომელსაც უამრავი ფიქრით და ოცნებით აქვს თავი გამოჭედილი..გოგო, რომელსაც უამრავი შიში მოსვენებას არ აძლევს..მე ის ვარ ვისაც მზის ამოსვლა სიცოცხლით ავსებს.. მთვარის ყურება უამრავ მოგონებას უღვიძებს.. ზღვის ყურება ტკივილით მავსებს.. ვინიცის, რამდენი სიცოცხლის შეწყვეტის მიზეზი გახდა..რამდენი ოცნება გააქრო და რამდენი ადამიანის თვალებში მოკლა სინათლის შუქი.. რა მქვია? რა აღარ. ყველა სხვადასხვა სახელით მიცნობს. შენც ის დამიძახე , რაც გინდა. ყოველდილით სხვადასხვა მუსიკას ვაყენებ მაღვიძარაზე. ასე ვცდილობ საყვარელმა სიმღერამ ისე გამაღვიძოს, რომ არ შემზიზღდეს. დღეს “W.A.S.P Golgotha” -მ გამაღვიძა.. ჰოო ვიცი სიგიჟეა, მაგრამ გიჟურად უხდება ჩემს უკვე შეხვეულ კოშმარს, რომელიც ორი წელია უცვლელად მსტუმრობს შუაღამით, აი სადღაც წამიკითხავს ძილში დაცემულებზე, ამ დროს ვიღაც თუ რაღაცეები მოდიან და სექსუალურ კავშირს ამყარებენ შენთანო, მაგრად ვიცინე ამის წაკითხვაზე, მაგრამ ჩემთან მართლა ყოველ ღამე მოდიან რაღაცეები, რომლებიც ორი წლის წინ მოვიდნენ.. 17 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ ზედმეტად სუფთა ხალხისთვის და საკუთარი თავისთვის. შებინდდა , ტაქსი გავაჩერე სახლში წასასვლელად, გზა არ მეცნო და რაღათქმაუნდა მაშინვე ვიკითხე სად ვიყავით -ბენზინს ჩავასხამ და წავალთ. ავფორიაქდი , მაგრამ ვცადე არ შემემჩნია და როგორც სხვა დროს რეალობისთვის ყვეელაზე გვიან გამესწორებინა თვალი. დაძაბული სიჩუმე ჩხაკუნმა გაარღვია და მივხვდი, რომ კარი ჩაიკეტა, ტელეფონს ისტერიულად ვეცი, მაგრამ ხელიდან გამომგლიჯა, ამ დროს ყვირილიღა გრჩება, თუმცა გარშემო არავინ და არაფერი იყო, ჩემი ყვირილიც მხოლოდ მას ესმოდა ვინც ამის მიზეზი იყო. დღემდე მისი ყველა ნაკვთი მახსოვს, მისი სუნი, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას შორის ხანგრძლივობაც. მისი ყველა ბიძგი ჩემში, ყველა შეხება. მისი მანქანიდან უსიცოცხლოდ გადმოგდებული ჩემი სხეულის მიწაზე დაცემის ხმაც ისევ ისე ჩამესმის ყურში, როგორც მაშინ. ორი წელი ყოველ დღე ვეძებდი, ყოველ წუთს, არცერთი წუთით არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ პოვნისას დაუფიქრებლად მოვკლავდი. ვიპოვე, ორი თვის წინ. ზღვის სასაფლაოზე. დიდ მარმარილოს ქვაზე იყო გამოსახული, სიყვარულით მეგობრებისგანო მიეწერათ. ყოველდღე დავდიოდი მის საფლავზე, მოშორებით კაკლის ხესთან ვიდექი და ვუყურებდი მკვდარს , რომლის მოკვლაც ცხოვრებამ დამასწრო და ვერ ვპატიობდი თავად ცხოვრებას. ერთ დღეს ტკივილმა მაჯობა, სახლში მტვრისგან და ჟანგისგან შეჭმული იარაღი მქონდა , ოჯახის სახსოვრად და საამაყოდ რომ აქვს უმრავლესობას. მე უბრალოდ ძველმანად მეგდო, ხელი მოვკიდე და სასაფლაოზე წავედი. ქვას დიდხანს ვუყურე იმ ზიზღით, ამდენხანს რომ გროვდებოდა სისხლთან ერთად ჩემში. დაწვრილებით მოვუყევი მკვდრებს ის დღე, როცა ჩემში ეშმაკმა ბინა დაიდო და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიქციე ხელებს შორის იარაღი, იმედი მქონდა ჟანგის მიუხედავად გაისვრიდა - თავი უნდა მოიკლა? მკვდრებს შორის გაისმა ხმა. -მკვდარი მეორედ უნდა მოვკლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.