ზოი. მეორე ნაწილი. თავი 5
წარსული გისოსებია, რომლისგან თავის დაღწევა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. უზარმაზარ და სუფთა ტილოზე საღებავი დაუნანებლად იღვრება. მხატვრები ჩვენ ვართ — ადამიანები. ჩვენი თითოეული ქმედება ფუნჯის ენერგიულ და მძლავრ მოძრაობას იწვევს, ტილოზე კი ყველაფერი შეულამაზებლად იხატება. საღებავი ღრმად იდგამს ფესვებს ტილოს ზედაპირზე და მისი მოშორება შეუძლებელი ხდება. ჩვენი სული უმოწყალოდ და დაუნდობლად შიშვლდება წარსულის სამარადისო და ამოუშლელ ნახატებში, რომლის ფონზე აწმყოში შენიღბულები ვდგავართ და საიდანღაც ფოტოს გვიღებენ, ზუსტად აფიქსირებენ სიშიშვლესა და ნიღაბს შორის არსებულ კონტარსტს. უცხო თვალი მაშინ ნებდება და მაშინ ყრის იარაღს, როცა ირგვლივ სიბნელე წვება და წარსულის ნახატები უკუნეთის საიმედო მკლავებში ექცევა. წარსული სრულად იტევს ყველა საიდუმლოს და თვითონ არასოდეს ინიღბება. ნიღაბი ჩვენ უნდა მოვარგოთ, თუკი მისი შემაძრწუნებელი კივილის დახშობა გვშურს. იმ კივილისა, ყველას ყურადღებას რომ იპყრობს, ცხოველურ ინტერესს რომ იწვევს ცნობისმოყვარეებში და უცხო თვალთაგან მზერა რომ სწყურია მის შემოქმედს. მათემ გონების ძალით ჩააბნელა თავისი წარსული. დამთვარიელებლების გროვა აარიდა წარსულის ნახატებზე გამოსახულ გაშიშვლებულ თავის სულს. მაგრამ საკმარისი იყო მცირე მოდუნება და მსოფლიოს ყველა ნათურა ერთდროულად გააბრწყინებდა სიბნელით მოცულ გამოფენას. 4 წლის უკან, როცა ჯერ კიდევ შერჩენოდა რაღაც ადამიანური და პირველად სინჯავდა რაციონალიზმის, წინდახედულებისა და უემოციობის მექანიკურ გემოს, მის არსებაში სრულიად ახალმა და მზაკვრულმა სიახლემ შეაბიჯა. მაშინ 15 წლის იყო. დრო ყურძნის მარცვლებივით ჭ....ტდა გაზაფხულის მიწურულს და მონდომებით წურავდა ღვინოს. მასაც თქრიალით გამოსდიოდა წვენი, მთლიანად ილეოდა სითხისგან და მის შიგთავსში ნელ-ნელა ცუცქდებოდა ზაფხულის შეხუთული დღეები. იმ ღამეს არ ეძინებოდა. ძმის ხვრინვა ჩაესმოდა ღამის მყუდროებას მოწყურებულ ყურებში. სულგულივით ფენა-ფენა ეფრცქვნებოდა ნერვის უჯრედები და მთელი ორგანიზმი რეფლექსის მოლოდინში განაბული იცდიდა. საცვლის ამარა იწვა და ზედ არაფერი ეფარა. სხეული და სუნთქვა ერთდროულად ეხუთებოდა ცხელი ღამის მტანჯველ დაუსრულებლობაში. -ხუუუ... ფშიიი! მათეს უნდება, რომ თავის ძმას ბალიში დააფაროს. -ხუუუ... ფშიიი! ფიქრებით მკვლელობას გეგმავს, რომლის კვალი მასთან არ მივა. -ხუუუ... ფშიიი! გეგმა სრულყოფილებას აღწევს. მხოლოდ მოქმედებაღა უცდის თავის ჯერს. -ხუუუ... ფშიიი! მათე საწოლზე ჩამოჯდა და სუნთქვაშეკრული გაიტრუნა. დაიცადა ვიდრე გულის ცემა დაუწყნარდებოდა და სხეული ცახცახს შეწყვეტდა. ოთახში ძმის ხვრინვა დანარნარებდა. უხეში ბგერები იკლაკნებოდა შეხუთულ სივრცეში. თავისი ბალიში ჩაბღუჯა მათემ. საწოლიდან უწონოდ გადმოაწყო ფეხები იატაკზე და შენელებული მოძრაობით დაიწყო წამოდგომა. უხმოდ მივიდა ძმის საწოლამდე. ბალიში ნელა დასწია მხვრინავი ჯოჯოხეთის სახისკენ. სისხლი მჩქეფარედ ამოძრავდა მათეს ძარღვებში, ყველა კუნთი უცნაურად დაეჭიმა. ხელები აუკანკალდა მკვლელის როლს დათანხმებულს. -ხუუუ... ფშიიი! - მშვიდად და უწყვეტად გრძელდებოდა წყეული ხვრინვა. მძიმე და ხმაურიანი ნაბიჯებით ჩაწვა თავის საწოლში. მალევე ჩაეძინა. სახეზე გაუტეხელი სათნოება დასთამაშებდა. არ გაგუდა! მიხვდა, რომ ხვრინვის გამო სიკვდილს ვერ მიუსჯიდა. იმაში კი დარწმუნდა, რომ მანიაკი ითბობდა ხელებს ალმოდებული სულით დასახლებულ თავის სხეულში. მას მერე ჩაფიქრებული დაიარებოდა. მისი ფიქრების მსუბუქ ღრუბლებს მძიმედ აწვებოდა კარგად დაგეგმილი ქმედების განუხორციელებლობა. ღრუბელი მძიმდებოდა და მძიმდებოდა. წვიმის მოსვლა გარდაუვალი ხდებოდა. შხამივით მოედო მათეს გონებას ჭკვიანური ჩანაფიქრი და ერთიანად მოუწამლა სულიცა და გულიც. იმის გაფიქრება, რომ მკვლელობის კვალის გადაფარვა შეეძლო, მგზნებარე ცეცხლში ახვევდა, მოსვენებას უკარგავდა და მოქმედებისკენ უბიძგებდა მათეს. ერთ დღესაც ღრუბლებმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლეს და გაწვიმდა. წამითაც კი არ აღშფოთებულა, მზერა არ შერხევია, ყველაფერი წყნარად გააკეთა. მკვლელობის შემდეგ ბალიშს ახალი ზეწარი გადააფარა. ყოველი მხრიდან მონდომებით გადააგლისა იმდღეს დაუბანელი თავი. ერთი-ორგან ნერწყვის სისველე შეაპარა მკვლელობის იარაღს. ოთახში არსებული ერთადერთი ფანჯარა ღია დატოვა. დაღამებამდე, როცა სახლში მარტო დაიგულა თავი, ფანჯარა ოდნავ დააზიანა. სიკვდილის მონად ქვევისასაც და მოსამზადებელ პერიოდშიც ხელთათმანებით დაიფარა ხელები. ბალიშის ძველი ზეწარი ლამაზად დაკეცა და სხვა ზეწრებს შორის მიმალა. ხელთათმანებს მამამისის ავტოფარეხში მიუჩინა საიმედო სამალავი. იმ ღამეს გვიან ჩაეძინა. ერთი სული ჰქონდა გათენებულიყო და მთელ ოჯახს საოცარი სიურპრიზი ენახა. ძმას მშვიდად ეძინა... როგორც იქნა, ხვრინვის გარეშე ეძინა. გათენების შემდეგ ფრანსუაზა დიდხანს ბუზღუნებდა. არ სიამოვნებდა თავისი მსუქო რომ ადგომას აგვიანებდა. ჰო... მსუქოს ეხადა მსუქანსა და რბილი ხასიათის პატრონ უმცროს ვაჟს. -მათე, შენი ძმა ღატომ აღ იღვიძებს? -არ ვიცი, დედა. გვიან დაიძინა გუშინ, ალბათ. -წავალ, გავაღვიძებ... მსუქო! გაიღვიძე, ჩემო ბიჭუნა! ცოტახანში ისტერიკის მჭექარე მელოდიებმა შეძრა მთელი სახლი. ფრანსუაზა ცხარე ცრემლით ატირდა. დროგამოშვებით სასოწარკვეთილი ხმამაღლა ღრიალებდა. მათემ არ იტირა. ყალბი არ იყო. უბრალოდ ბევრ რამეს მალავდა. მკვლელის ვინაობა ვერ დადგინდა. გამოძიებას მათეზეც ჰქონდა გაუბედავი ეჭვი, მაგრამ მტკიცებულებები ვერ იპოვეს. ამას გარდა, მათეს ისიც ამართლებდა, რომ მკვლელობის წინა დღეს ძმები ერთად გეგმავდნენ ერთკვირიან მოგზაურობას. ფრანსუაზას მიცემული ჩვენების თანახმად, მოგზაურობის იდეა მსუქოს ეკუთვნოდა. უამრავი ხალხი მივიდა სამძიმარზე, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ზოის დედა იყო. ელენეს იქ მისვლისთანავე აუწყლიანდა მწვანე თვალები. შორიდანვე დაიწყო ხმამაღალი გოდება. ისე საოცრად დაიტირა გარდაცვლილი, რომ ყველა იქ მყოფი მის საცქერლად შეიკრიბა. როცა კუბოს დაეყრდნო და მისმა ვაებამ კულმინაციას მიაღწია, ელენემ თავისი გამაოგნებელი დატირება ფინალისკენ მინელებული აღტკინებით წაიყვანა. ბოლოს ჩუმად ბუტბუტებდა მიცვალებულის სახესთან რაღაცას და გარჩევა ძნელი იყო, რას ამბობდა. მისი პერფორმანსით მონუსხული ერთი ქალბატონი მოურიდებლად მიუახლოვდა ელენეს და ყური დაუგდო გაუგებარ ბუტბუტს, რომელიც ტრაგიზმის ბურუსში იყო გახვეული. არავის გაჰკვირვებია ამ ქალბატონის საქციელი. ყველა მოჯადოებულიყო ელენეს საოცარი სამძიმრის გამოცხადებით და არ შეეძლოთ რეალობაში გამორკვევა. მათე კი იტანჯებოდა არა ძმის დაკარგვით, არამედ იმით, რომ ვერავის გაანდობდა, როგორ მოკლა იგი. მისი ცხოვრების 67-ე გვერდზე წარსულის სწორედ ეს დღეები იყო გამომწყვდეული და ვიდრე არავინ წიგნს არ შლიდა, სიბნელის მკლავებში მოქცეული ნებივრობდა უდარდელად. ————————— ასეთია მათე... ასეთია ელენე... ამ თავში მათეს წარსული გავიხსენე. აწმყოშიც არ მოგვაკლებს მძიმე სიურპრიზებს. ველი თქვენს შეფასებებს. კომენტარები ძალიან ძალია ძალიან მწყურია! უკვე კომენტარების მათხოვრად ვიქეცი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.