შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარძალი 《17》


10-04-2019, 15:14
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 17 157

საძინებელში დაბრუნდა, ყველაფერი შეინახა და მძინარე თარაშის გვერდით დაჯდა . რამდენიმე წუთს უყურებდა, შემდეგ მისკენ დაიხარა . იცოდა წამლები მოქმედებდა და მარტივად არ გამოფხიზლდებოდა . ყვრიმალზე აკოცა, თვალთან ახლოს და მერე წვერზე გადავიდა. კიდევ ჰქონდა დარჩენილი ნაკაწრები , მაგრამ მათი დანახვისას პირვანდელი სახე ახსენდებოდა . თვალები დახუჭა და ცხვირის წვერი შეახო კანზე, ცოტა ხნის წინ წამლების სუნი ფარავდა მის სურნელს , არც ძალა ჰქონდა და თვალებშიც კი ტკივილს ხედავდა. დიდ დაღლილობას და ისევ ახსენდებოდა ის რამდენიმდ საათი სანამ თარაშს დაინახავდა. თითები თმაზე შეახო და მერე მის ტუჩებს თავისი მიაწება . სულ ოდნავ შეეხო და ბოლოს ოთახი დატოვა.
მშვიდად მიაბიჯებდა სახლში, გარეთ ციოდა და სამუშაოები ძირითადად სათბურებში იყო. ამირანი ცხენებთან მიდიოდა ალბათ ბიჭებთან ჰქონდა საქმე , რამდენიმე წუთს შორიდან უყურებდა შემდეგ კი თავლაში შევიდა , ბიჭებს ანიშნა და მათაც დატოვეს
_როგორ ხარ ?
_თავად როგორ გიკითხო ... მე ვუძლებ თქვენი არეულის დალაგებას
_ვეცდები ჩემმა გოგონამ ბევრი არაფერი აურიოს
_ოოი ეგ გოგო ან აგვაშენებს ან დაგვაქცევს . მაგ ერთი ციდა გოგოს იმედზე ვარ ასეთი დრო მოვიდა
_ხომ იცი ქალები ვქმნით სამყაროს ან ჯოჯოხეთად ვაქცევთ ან სამოთხედ
_შენნაირები ჯოჯოხეთსაც სამოთხედ დაგანახებენ ... თარაში რომ მომკვდარიყო მერე რა იქნებოდა
_თქვენ ამირჩიეთ მის ცოლად და შესანიშნავად იცოდით ჩემი წარსულის შესახებ , სანამ დამადანაშაულებთ საკუთარ ნაბიჯებზე იფიქრეთ
_ანდროსთან და ლიზასთან რაღა გინდა...რას იქექები...იმის ნაცვლად შენი გაგიჟებული კაცის ალეწილ ქმარს მიხედო წარსულში იქექები
_თარაში მაგ წარსულის გამოც არის დღეს ცუდად ... ანდრო სულ არ გიყვარდა ? რადგან შენი მემკვიდრე არ იყო თავიდან უნდა მოგეშორებინა? ჩემს გოგონასაც ისე მოიშორებენ როგორც შენ ლალი?
_ჩემი გამოსწორების მცდელობები ტყუილად გაქვს... ჩემი ცხოვრების სწავლების დრო დასრულდა. როგორც ვხედავ ისე შევხედავ ბოლო ამოსუნთქვამდე და უკეთესად შენ აღზარდე შენი შვილები და შვილიშვილები, იმაში შვილებიც და ზემოთ თუ რამეა იქედან დავინახავ ერთი როგორ გამოგივა _არასდროს ჩავერევი სხვის პირად ცხოვრებაში და არ ვითამაშებ სხვისი ცხოვრებით... არ მოგწონდა ლიზა შენ მთავარ რძლად ? რატომ ამოიჩემე რა ვერ დაინახე მასში , სილამაზე აკლდა , ეშხი თუ სიჯიუტე . რა მაქვს მე მასზე მეტი
_შენ ...ოხ შენ ვინ ხარ _ თავი გააქნია და გაიცინა. მერე სათვალე გაისწორა და ჯოხი რამდენჯერმე დააკაკუნა_შენ უფრო იარაღით თამაში გყვარებია გავიგე . შენნაირი თუ იქნება შენი გოგოც ის იქნება ჩემი მემკვიდრე
_თქვენ საიდან გაიგეთ
_არ იმალება მსგავსი საქმეები და რომ იცოდე ანდრო ჩემი საყვარელი შვილიშვილი იყო და იქნება ყოველთვის . იცი რატომ? ლალი პირველი გოგო იყო მთელს ჟორდანიებში ჩემს ცხონებულ ძმებსაც სულ ბიჭები ჰყაბდათ და ლალი რომ გააჩინა მაიამ ყველანი ვმარხულობდით მთელი თვე. ერთ დღეს ჩვენი დედოფლად გაზრდილი გოგო დაგვიმახინჯეს, მისი სული სამუდამოდ დაასახიჩრეს და თავს მოიკლავდა , ჩვენც უკან გავყვებოდით ანდრო რომ არ მოვლენილიყო ანგელოზად. მისი არსებობა ლალისთვის ერთადერთი სიცოცხლის ძალა გახდა , მერე კი თვითონ ანდრომ დაიმსახურა სიყვარული. შენს ქმარს არასდროს ჰგავდა , არცერთ გვგავდა ყველაზე ძლიერი სული ჰქონდა და ზოგჯერ ვხედავდი რომ ჩემზე ბევრად მაღლა შეეძლო დგომა
_და ამიტომ დაუშვი რომ მარტო დარჩენილიყო? ცხოვრების ოთხი წელი დაეკარგა და რაც მთავარია სულის ნაწილი , თარაში დაკარგა
_შენ რა გგონია რომ ყველაფერი მე ჩავაწყვე? ყველაფერს ღმერთიც ვერ საზღვრავს წინასწარ, ადამიანი უწყობს ეშმაკს ხელს რომ აცდუნოს და ღმერთსაც სწორ გზაზე რომ წავიდეს .
_ანდროს და ლიზას ხომ არ ჰქონიათ რომანი
_აქ გინდა მალაპარაკო ? სიცივეა და გაიყინები ...ისედაც ეს სუნი არ მოქმედებს? ამდენ ფეხმძიმეს უვლია ამ ეზოში და შენნაირი არ მინახავს . წამოდი , კაბინეტში ვილაპარაკოთ _ ნელა წავიდა და თავისი კაშნე მოახვია _ისე ნამდვილად გოგოა?
_ვნახოთ ... იქნებ არც არის , მაგრამ მე მინდა გოგო რომ იყოს
_გინდა და იქნება ...
კაბინეტში ავიდნენ , თავის სავარძელში ჩაჯდა და ანას შეხედა
_ე.ი გაინტერესებს შენი ქმრის გული როგორ ქალს ეკუთვნის
_ჩემი ქმრის გული ვის ეკუთნის ეგ თავადაც არ იცის _ წარბშეკრულმა უთხრა და ხელები მუცელზე დაიწყო _ალბათ ამ გოგოს აქ რომ უცემს გული
_ხოო აიი მაგ გოგოს ნამდვილად ეკუთნის ... ისე კი შეიძლება სულ არ გაწყობდეს სიმართლის მოსმენა
_მთავარია სიმართლე იყოს და დანარჩენს თავად გადავწყვეტ
_პირველი ხარ ვინც ამდენი წლის მერე ბედავს და ამ თემაზე მელაპარაკება ... საერთოდ ადამიანები მალე იჯერებენ ამბებს თუ საქმე ღალატს ეხება
_და რა მოხდა სინამდვილეში
_გავიგე რომ ჩემს საყვარელ შვილიშვილს შეუყვარდა , ეს სიყვარული ტანჯავდა რადგანაც მისი საყვარელი ქალი ჩემს მემკვიდრეს ჰყავდა ამოჩემებული და მე უბრალოდ ხელი შევუწყვე მას ამ ქალის დაპატრონებაში . ზუსტად ვიცოდი ანდროს ტყუილად არც შეუყვარდებოდა , არც გადაუყვარდებოდა ოდესმე !
_როგორ მიხვდით რომ ანდროსაც უყვარდა სხვა არავინ თუ არ იცოდა
_ერთხელ თუ გყვარებია სხვისი ქალი , ქალი რომელთან შეხების უფლებასაც მორალი გიკრძალავს ერთი დანახვითაც მიხვდები ყველაფერს, მაგრამ მე გვიან დავინახე მისი მზერა . დავინახე როგორ შემოვიდა ჩვეული ნაბიჯებით მაშინ როდესაც თარაში ლიზას ნიშნობის ბეჭედს უკეთებდა და იმ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაში ნელა სიკვდილი დაიწყო. მიდიოდა, ლაპარაკობდა, უყურებდა, ულოცავდა თავის ძმას , წამით შეეხო ლიზას და ნაწილებად დაიშალა იქვე
_იქნებ თარაშს და ლიზას ისე უყვარდათ რომ ანდროს ცალმხრივი სიყვარულით ტანჯვა სჯობდა
_ჰგავს შენი ქმარი იმ კაცს რამდენიმე დღეში შებმული ქალი სიცოცხლის ბოლომდე რომ ეყვარება, ლიზასნაირი ჭირვეული ქალი და მის გამო დათმობს ყველაფერს? ან ლიზას როგორ ხედავ თარაშს რამდენ ხანს აიტანდა...გგონია შენსავით მოუთმენდა ან ჟორდანიებს გაუძლებდა და ოდესმე ამ ოჯახის საქმეებით დაინტერესდდებოდა? ერთმანეთს ისე დაშორდებოდნენ სამივე დაიტანჯებოდა თან სამუდამოდ...
_მერე ? მაინცადამაინც ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე რატომ მოხდა ყველაფერი...გეთქვათ თარაშისთვის რომ ანდროს უყვარდა ლიზა და თავად დათმობდა
_ანდრო არ მისცემდა ამის ნებას...ანდრო თარაშისგან მაინც არ წაიყვანდა ქალს. თარაში დათმობდა და მაინც არ იქნებოდა ანდროსთან
_მაშ რა გააკეთეთ..როგორ არავინ უთხრა თარაშს რომ საყვარლები არ იყვნენ
_ანდრომ წასვლა გადაწყვიტა... შორს უნდოდა წასვლა და გაფრენამდე შეხვედრვა ვთხოვე . ადრე სათევზაოდ დამყავდა ორივე ტყეში , იქ ერთ ქოხში ვრჩებოდით ხოლმე იქ დავიბარე. ბიწებს ხშირად უყვარდათ იქ მისვლა, ისე გავაკეთე რომ ლიზაც იქ მივიდა . მე უბრალოდ ვცადე, გამოცდა იყო რომელშიც ანდროს მოთმინების უნარი დაეკარგა , გატყდა .... იქ რომ არაფერი მომხდარიყო და არც შენ იქნებოდი მაგ ბავშვის დედა და არც ანდრო იქნებოდა ალბათ ცოცხალი
_რა ჩაიდინა ანდრომ _აქამდეც დაძაბული იყო ათასი აზრი ჰქონდა, ათასი კითხვა მაგრამ შემდეგ სუნთქვა შეეკრა
_ანდრომ? შენ ანდრო თარაში ხომ არ გგონია რომ გადაეკეტოს და გაჩერება ვერ შეძლოს . არაფერიც არ მომხდარა იმ სულელს უთხრა მიყვარხარო , რამდენჯერმე ალბათ აკოცა და ის როგორ მოიქცა?
_როგორ
_გონება დაკარგა ... ანდრო გათიშული მთვრალი იყო და ისედაც ბოლო თვეების განმავლობაში ადამიანს აღარ ჰგავდა . აზროვნება აღაფ ძეეძლო , ბიჭი გავგზავნე გავიგე რომ იქ იყვნენ და ანდრო ცუდად იყო . შემდეგ როგორღაც ლალის დავურეკე , ლიზას ხარბ მშობლებს რომლებსაც არ აწყობდათ მდიდარი სიძის დაკარგვა. იფიქრეს თარაში დავკარგეთ, სახელი გაუტყდება ცვენს გოგოსო მორთო მისმა წაკლა დედამ კივილი ანდროს ლანძღვა_ გინება . ლიზასაც არაფერი ახსოვდა ბევრი , იფიქრა ვიღაცამ მომაშორა გააფთრებული ანდროო და აი ასე უგუნურმა ბრბომ მოახერხა ანდროში ლიზას დაცვის ინსტიქტის გაღვიძება
_და თქვენ არაფერი გააკეთეთ ანდროს დასაცავად. მოძალადე ნაბიჭვრად გამოიყვანეს, ანდროს დააბრალეს ის რასაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა და არაფერი გააკეთეთ. იდექით და როგორც ყოველტვის შორიდან ტკბებოდით ადამიანთა სიმდაბლით..ლიზაც გაყიდეს, ტვინი აურიეს ალბათ მშობლებმა და გაჩუმდა, თარაშს რომ ანდრო არ მოეკლა ძალადობისთვის
_ანდრო თარაშისთვის სიმართლის თქმას აპირებდა ვიფიქრე რომ ყველაფერი სულ ტყუილად მოხდა და ამ დროს ლიზა ჩადგა მათ შორის. თარაშს უთხრა ანდრო მიყვარს შენი ცოლი ვერ გავხდებიო, კიდე ათასი უბედურება მოიფიქრა იმ არანორმალურმა და მერე დასრულდა ყველაფერი. ანდრო ლიზას ვერ აქცევდა ზურგს, მის ღორ მშობლებს ვერ ჩაუგდებდა ხელში, თარაში იცი როგორიცაა როცა გიჟდება. ლიზაც ვერ დაუბრუნდებოდა თარაშს და ცოლად შეირთო. საკუთარი თავი დაივიწყა და მას შემდეგ ლიზას ცხოვრებით ცხოვრობს
_თქვენ არ ნანობთ ხომ? ოდნავადაც არ ნანობთ?
_რას უნდა ვნანობდე ანდროს საყვარელი ქალის დაკარგვის უფლება რომ არ მივეცი? რატომ უნდა გამხდარიყო ლიზა თარაშის ქალი როდესაც ანდროს უყვარდა ყველაფერზე მეტად . ან მე რა ვაიძულე იქ ქოხში სიყვარულის ახსნა, ლიზას მშობლებს ფული შევაყვარე შვილზე მეტად თუ თარაშს ტვინი გამოვურეცხე. როგორ ერთხელ არ დაფიქრდა და არ თქვა ანდრო ჩემს ქალთან არ დაწვებოდა და მერე ჩემს გვერდით არ იქნებოდაო. უმადურია შენი ქმარი და იმიტომ... ვერასდროს ხედავდა ადამიანის სახეებს და შენს გარდა ვერავინ უშველიდა. მე არაფერი გამიკეთებია, ყველაფერი სულელმა ადამიანებმა გააკეთეს
-თქვენ ლალი და ანდრო მარტო დატოვეთ... გაანადგურეთ მაია, კოტე . თარაშს უფლება მიეცით ყველა ტერორში ჰყოლოდა
-მე ანდროს ძალა მივეცი, ყველას თავისუფლება მივეცი . აღარაფერში ჩავრეულვარ სანამ შენ არ მოგიტაცეს. ანდროს საკუთარი თავის კომპლექსი ჰქონდა ყოველთვის , რომ არ წასულიყო თარაშის დაცვას არასდროს შეწყვეტდდა. საკუთარ თავზე არასდროს იფიქრებდა, არც საქმეზე, არც ცოლი ეყოლებოდა და ხო , მე ცუდი გზა ავირჩიე ალბათ ამ მარტივი სვლებით დიდი თამაში წამოვიწყე ,მაგრამ ფინალამდე სხვაგვარად მისასვლელ გზას ვერ ვხედავდი. შენ ხარ ის ვინც თარაშს სჭირდებოდა და ჟორდანიები ისედაც იპოვნიან ერთმანეთს ოთხი წელი გავა თუ ოცი ,მაინც არ მიატოვებენ ერთმანეთს
_და გგონია მე ვუშველე? ვერავინ უშველის ... ქალი შეაძულეთ რომელიც უყვარდა, ძმა დაკარგა და გაუჩნდა დიდი სიცარიელე რომელსაც მე ვერასდროს შევავსებ. მე სულ შენი არჩეული ქალი ვიქნები რომელიც საძინებელში დაახვედრეს და რომელიც თავისი ნებით დარჩა მის გვერდით. ჩემი პატარძობის ისტორია უკვე დაიწერა და ამას ვერავინ შეცვლის !
...................
ელოდა როდის გაუმჯობესდებოდა თარაშის მდგომარეობა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, დღეები ერთმანეთს მისდევდა და ნელ_ნელა ქრებოდა შეჯახებისგან დატოვებული ნაკვალევიც , ჯერ დალურჯებები გაქრა, ხელის მოძრაობა შესძლო, თავს უკეთ გრძნობდა . შემდეგ ფეხიდანაც მოხსნეს თაბაშირი , მაგრამ სიარული კიდევ დიდხანს უჭირდა. ხელჯოხით დადიოდა , ამინდებიც საშინელი იყო და ტკივილს სიცივეც უხანგრძლივებდა . სამაგიეროდ ანას მუცელი თანდათან უფრო ეზრდებოდა , ბავშვის მოძრაობაც აქტიურდებოდა და თარაშს ყველა ტკივილს ავიწყებდა ერთად .
ანამ ცრემლები ვერ შეიკავა თარაში ერთ დღეს პაწაწინა ვარდისფერი ბოდეთი რომ დაადგა და მუცელზე მიადო
_მოერგება ნეტავ თუ უფრო პატარა უნდა მეყიდა...ალბათ ნამცეცა დაიბადება
_თარააშ
_რა? მაღაზიაში დავინახე და ცდუნებამ მსძლია. რატომ არ ვყიდულობთ ტანსაცმელებს? მერე რა რო ადრეა ... ნახე რა პატარაა ხელისგულზე მეტევა _საწოლზე დაჯდა და მერე მუცელზე აკოცა _თითქოს სწრაფად გადის დრო როდესაც უკან ვიხედებით , მაგრამ მაინც იწელება და არადა როგორ მინდა მალე გნახო მაა
_სულ რამდენიმე თვეც და ჩვენთან იქნება
_შენ რა ტირი?
_ნწ...თვალში რაღაც ჩამივარდა
_ანიკო _მისკენ მიიწია და ტუჩებზე აკოცა _ როგორი მსუყე გახდი ანიკო
_ანიკომ რაღაც უნდა გთხოვოს
_რა უნდა მთხოვოს ისეთი რომ ვერ შევუსრულებ
_იმ სახლში ცხოვრება არ მინდა და თბილისში წასვლა რომ მოგვიხდება იქ არ მინდა , იმ ადგილის გავლა არ მინდა
_ძალიან ინერვიულე ჩემო პატაარავ? _ თითები თმაში შეუცურა და სახე დაუკოცნა _ ბინაში მივიდეთ , მაგრამ შენ არ ამბობ რისიც გეშინია პირდაპირ უნდა დაუპირისპირდეო?
_ფეხმძიმედ ვარ თარაშ და ახლა ბრძოლის ძალა არ მაქვს
_ვითომ ? არადა მეგონა მაგ მხრივ არაფერს ცვლიდა ფეხმძიმობა _ისევ აკოცა და მერე ყელზე გადავიდა _ შაკოს ჩემი ნაგანი რომ დაუმიზნე და ექვსჯერ ესროლე მაშინ არ გეშინოდა? _ისე უთხრა ანა ისევ მშვიდად იწვა და მერე მზერა რომ გაუსწორა თვალები გაახილა
_საიდან მოიტანე... შაკოსთან რა მესაქმება
_რატომ მატყუებ ანიკო . რომ გადავწყვიე იმ ნაბიჭვრის პოვნა მითხრეს შენს ნაცვლად შენმა ცოლმა გასცა პასუხიო . თურმე ჩემი ცოლი მიცავს უკვე და მე არაფერი ვიცოდი
_მიბრაზდები?
_ვინ იყვნენ შენთან ერთად ... ჩემი ბიჭები არ ყოფილან. ჩვენ გვიან ვიპოვნეთო და თან არც ჩვენთან მომუშავე გახლდა და მაინტერესებს მარტო წახვედი მუცელში ჩემი ქალიშვილით თუ ვისთან ვართ ვალში
_ვალში არავისთან ვარ...ჩემთან იყვნენ და გადამიხადეს
_აი თურმე...დასავლედის დედოფალი მყავს ცოლად და არ მცოდნია
_თარაშ რატომ გიკვირს არ იცი ვინ ვარ ? ასეთი ვარ დიახ...თუ საჭირო გახდება მოვკლავ კიდეც და ის მანამდე რომ მომეკლა ახლა ამ ჯოხით არ ივლიდი
_შენ ქალი ხარ, თანაც ფეხმძიმე და ჩემ გამო იარაღს კი არ უნდა იღებდე ბავშვს უნდა უვლიდე და საკუთარ თავს. მაგრამ შენ ცალკე მიშოს და სანდროს აახიე კაცი, ცალკე ლევანს რომელიც ჩვეულებროვად დაშტერებული დადის თურმე დღემდე და ვერ იჯერებს რომ ის გოგო ზოგჯერ ვახშმის დროს რაღაც საჭმლის გამო ბაბშვივით რომ ცქმუტავს იარაღით ხელში იდგა და ტიპს ესროდა
_ასეთი ვარ და ყველას მოუხდება შეჩვევა... მე ყველანაირ ადამიანს ვიცნობ და მიცნობენ . თუ საჭირო გახდება კიდევ ბევრჯერ დამეხმარებიან და არ გეტყვი რომ სხვა დროს სახლში დავჯდები და ბრაზს ქსოვით მოვიკლავ. მე გიორგიმ გამზარდა და მის გარდა სახლში ვუყურებდი ლოთებს, ქურდებს, ნარჯომანებსა და კიდევ ათასი ტიპის ადამიანს და ჩემი ასაკი ტყუილად არ გამოიყენო ახლა. ბავშვობიდან იმდენი რამ გამიკეთებია რომ იმაზე მეტ ადამიანს ვიცნობ ვიდრე შენ...საერთოდ არ ვამაყობ ამით , ზოგჯერ ძალიან მრცხვენია კიდეც, მაგრამ შენ იცი მე ვინც ვარ და ფრთხილად იყავი ოდესმე არ დაიმსახურო იარაღი შენი მიმართულებით მეჭიროს _ფეხზე წამოდგა , წელზე ხელი მიიდო და განიერი ნაქსოვი ზედა გაისწორა
_სად მიდიხარ...იცი ვერ დავრბივარ და გინდა გამექცე? _ ისიც წამოდგა და წინ გადაეღობა
_სხვა დროს მეჩხუბე თუ ჩემდაუნებურად , შეურაცხყოფილად გრძნობ თავს
_მითხარი ვინ იყო კიდევ იქ _ საუბარი არ ადროვა ჯერ ტუჩები დაუკოცნა და რომ მოდუნდა შემდეგ ჰკითხა
_ჩემი ძმა და მისი მეგობრები . უცხო არავინ და ისეთი არავინ ვინც შენ გამო იყო იქ _მაინც არ უთხრა ანდროზე _გიორგის ჩემს გამო უნდოდა მისთვის პასუხის გაცემა, იმათთან მე მივედი და მოულოდნელად დამადგა. მეჩხუბა, არ მივყავდი და ბოლოს დავპირდი რომ უბრალოდ მანქანაში ვიქნებოდი, მაგრამ სხვანაირად განვითარდა მოვლენები _ჩუმად ელაპარაკებოდა და თვალებში არ უყურებდა
_მაინც რა მოხდა...შენ ხომ არ გიყვარს ტყუილები , მითხარი რასაც მიმალავ
_ანდრო იყო იქ ... გიორგის დაასწრო . რომ შევედი უკვე საშინლად ნაცემი იყო ისიც და მისი რამდენიმე კაციც . გიორგი რომ არ შესულიყო ალბათ ცემით მოკლავდა
_ანდრო? ანდროს შაკოსთან რა ესაქმებოდა...საერთოდ საიდან გაიგო მასზე
_ალბათ იქედან რომ საავადმყოფოში იყო პირველი დღიდან ბოლო დღემდე და ყველაფერი გაიგო ისე რომ არც ულაპარაკია ვინმესთან . იქ იყო ჩვენთან ერთად და მაინც სულ მარტო...შენთანაც კი არ შემოვიდა . დავემუქრე რომ მივხვდი გაიგო შაკოზე და მაინც არ მითხრა ვინ დაგეჯახა . მე საერთოდ არ ვიცოდი იქ თქვენი წარსული მე უბრალოდ ვხედავდი კაცს რომელსაც შენს გადასარჩენად სიცოცხლის დათმობაც შეეძლო ნებისმიერ დროს
_იმიტომ ხომ არა რომ ერთხელ წამართვა სიცოცხლე და ვალშია ჩემთან...სინდისის ქენჯნა ხომ არ აწუხებს და იმკიტომ ხომ არა. საერთოდ ლიზა რომ შემოუშვი ჩემთან მაგ თემაზე საუბარი დიდხანს გადავდე არ მინდოდა მენერვიულებინე მაგრამ შენ ფეხმძიმე იარაღებით დარბიხარ და საუბარი რას დაგაკლებს
_სიცოცხლე? რომელი სიცოცხლე წაგართვა ლიზა რომ შეიყვარა და თავს ვერ მოერია? სიცოცხლე იყო ლიზა და მკვდარი ხარ ? მაშინ ნუ მელაპარაკები ვწუხვარ გვამს რომ ვუჩენ შვილს და მივეცი გული . შენთვის უნდა დამეხალებინა ტყვია მაგ ცარიელ თავში რომლითაც ვერაფერს ფიქრობ მხოლოდ ლამაზი ნაკვთები გაქვს და სხვა ფუნქციას არ აძლევ _ დაუყვირა და მერე კარისკენ წავიდა
_მანდ გაჩერდი ... ეჭვიანობის სცენების მოწყობა როდის უნდა შეწყვიტო. ცხოვრება წამართვა დიახ შენს გამოჩენამდე
_ცხოვრობდი ისე როგორც შენმა სუსტმა, გლუვმა ტვინმა გადაწყვიტა. ახლა რომ გითხრან ის ბავშვი ანას მუცელში რომაა შენი არააო ჩემიაო და მეც დაგიდასტურო წამსვე დაიჯერებ ხომ? ხომ დაიჯერებ და ერთხელაც არ იფიქრებ რომ რაღაცამ მაიძულა ამის თქმა. ერთხელ არ შეხედავ ჩემს თვალებს და მხოლოდ სიტყვებს გაიგებ . შენ ხომ ერთხელ უკვე დაუჯერე ვიღაც სრულიად უცხოს რომელმაც გითხრა რომ მისი კ*ხპა ვიყავი ...შენ აღარ გახსოვს ხომ? მე მახსოვს და არასდროს დავივიწყებ სანამ ვსუნთქავ და მეხსიერება მაქვს
_მახსოვს... მეც მახსოვს და შენ სხვა ხარ
_მე სხვა ვარ...მე არ შემიყვარებ და ჩემი დაკარგვა არც მოგკლავს ხომ? და სიკვდილი იცი რა არის? შენი საყვარელი კაცის სისხლს რომ ხედავ ასფალტზე დაღვრილს და არ იცი ცოცხალია თუ არა. წარმოდგენა არ გაქვს სად მიდიხარ , ისევ დაელაპარაკები თუ არა, ისევ შემოგხედავს თუ არა ... ყველა ბრაზი რომ გავიწყდება ყველაფერს რომ პატიობ და ის მეორე გულიც შენს შიგნით რომ უცემს მის ნაწილს ისიც კვდება შენთან ერთად . შენთვის კი ქალის დაკარგვა სიკვდილი არასდროს იქნება იმიტომ რომ შენ წარმოდგენაც არ გაქვს სიყვარულზე. შენთვის ქალი წმინდა სიამოვნების წყაროა მასთან ს*ქსიც, ლაპარაკის და ცხოვრებაც სხვა არაფერი ! შენ ვერაფერს გააკეთებდი ლიზასთვის , ჟორდანიებისგან კი არა საკუთარი თავისგანაც ვერ დაიცავდი მისნაირ ქალს და ამირანი სწორი იყო , როგორც ყოველთვის . შენთან მხოლოდ ჩემნაირი ყველაფრის ამტანი და ჩამდენი არარაობა თუ გაძლებდა , ყველაფრის დაკარგვას და მაინც გაგრძელებას რომაა შეჩვეული . გაინტერესებს რატომ მივედი იმ ნაბიჭვართან და რატომ მინდოდა შუბლი გამეხვრიტა? იმიტომ რომ მომკლა იქ მაშინ სანამ შენთან არ შემოვედი და არ შემომხედე . მე ასეთი ვარ , პასუხს ვთხოვ ყველას ვინც თავს არ ანებებს ჩემს წამებას დაერთ დღეს შენც გაგისწორებ ანგარიშს თუ გონს არ მოხვალ
_დაასრულე? ახლა მე მომისმინე და შენი ხმა არ გავიგო იცოდე ! მე ლიზას დაკარგვამ კი არა ანდროს ღალატმა მომკლა და მის თვალებს კარგად ვხედავდი , ვხედავდი როგორ მიყურებდა და დიდი დრო რომ დამეთმო და ათასი კითხვა დამესვა ალბათ იმაზე უარესს მეტყოდა რამეს ვიდრე ლიზა მეუბნებოდა და მინდოდა ისე მომეშორებინა რომ არაფერი ეთქვა. ახლაც ვიცი რომ იმაზე მეტი მოხდა ვიდრე ამბობდა და ასე უბრალოდ ჩემი ქალი არ ჩაუწვენია საწოლში მერე არ მოვიდოდა და არ მეტყოდა მომკალიო. მეტყოდა ბ*ზს ირთავ ცოლად და მოიშორეო იმან კი ცოლად შეირთო და ოთხი წელია აფთარივით იცავს . ლალისაც კი უპირისპირდება მის გამო და გამორიცხული იყო ჩემი მოღალატე ქალისთვის ამდენი რამ გაეკეთებინა. ხო ქალებისგან სიამოვნების მიღება მიყვარს და საერთოდ ცხოვრების გემო ქალშია , სხვა არაფერში და შენგან სიამოვნების მიღება შეუძლებელია . შენ თვითონ მიყენებ ისე როგორც გაგიხადდება, შენ ვერაფერს გიხერხებ ახლაც კი როცა ჩემს ბავშვს ატარებ მუცლით აქ დგახარ და მაგიჟებ ... შენ მე ჭკუიდან მშლი და იცი როდის მოვკვდები ? შენი თვალები ასე რომ აღარ შემომხედავს და ამ ტუჩების შეხება აღარ შემეძლება , შენს სახეში მოხლილ აზრებს რომ ვერ გავიგებ და რომ ვერ დავპატარავდები უსუსური ბავშვივით შენს წინ _ თითები კეფაზე მოსდო და ტუჩებზე დააცხრა. ანა მკერდზე ურტყავდა ხელებს მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია , მერე უცებ მოშორდა და ისევ აკოცა _მორჩი ეჭვიანობას , შენ იმაზე მეტი ხარ ვიდრე ყველა ქალი ერთად ჩემს ცხოვრებაში
_ცარიელი სიტყვები და მეტი არაფერი
_აი ისევ ... ნებისმიერი ქალი გატყდებოდა ამ სიტყვების შემდეგ . ამდენი რამ არავისთვის მითქვამს და შენ ? შენ ისევ ისე ჯიქურ მიყურებ ...გული სულ არ გაქვს ხომ? როგორ გიყვარვარ, მგონი საერთოდაც არ გიყვარვარ უბრალოდ ვერ მელევი და ისე მიმისაკუთრე ყველას მოკლავ რამე რომ დამიშაოს
_შეიძლება მართალი ხარ ... როგორ შეიძლება შენნაირი იდიოტი მიყვარდეს _ამჯერად თავად შეუცურა თითები თმაში და ტუჩები ტუჩებთან ახლოს მიუტანა, მერე ვნებიანად აკოცა და დაასრულა ომი
_ხოდა მეც არ მიყვარხარ, უბრალოდ ჩემი ხარ !
_უბრალოდ და მე ერთად ვერ ვიარსებებთ შენ კი ნამდვილად ჩემი ხარ !
*^*^*^*
„ლალი, ჩვენი პრინცესა. ჟორდანიების ოჯახის მზის სხივი .
მაია მეორედ რომ დაფეხმძმდა სქესზე არც ვფიქრობდით, ისეთი წუწუნა გახდა ყველა ველოდით როდის იმშობიარებდა.
კოსტანტინე ძალიან ნერვიულობდა, მაშინ სამშობიარო ბლოკში არ გვიშვებდნენ. ყველანი მახარობელს ველოდით . ლევანი 3 წლის იყო , ჩემთან იყო სანამ მაია საავადმყოფოში იყო.
მახსოვს ამირანის და კოტეს რეაქცია ექთანმა რომ თქვა გილოცავთ ჯანმრთელი გოგონა გაჩნდაო.
სახელი კოსტანტინემ დაარქვა , ისეთი წითელი იყო პირველი რაც მომაგონდა ლალი იყოო და ასე დაარქვეს სახელი ჩვენს პატარა გოგონას.
კოსტანტინეს ჰგავდა ისიც , მაგრამ მაინც ძალიან ნაზი და საყვარელი იყო მაიას მსგავსად. ულამაზესი ყავისფერი თვალები ჰქონდა, დიდი წამწამები და თეთრი კანი.
ბავშვობაში ძალიან პუტკუნა იყო და კაბებს რომ ვყიდულობდით სულ ცოტა ხანს ერგებოდა.
ძალიან ჭკვიანი იყო , მღეროდა და ცხოვრებას გვიხალისებდა.
მას და ლევანს ტყუპებივით უყვარდათ ერთმანეთი . ლევანი იყო ძალიან მზრუნველი ძმა , არ ანებივრებდა თითქოს, მაგრამ მასთან ძალიან თბილი იყო.
ლევანმა ნონა რომ მოიტაცა მერე ლალი და ნონა უფრო დაახლოვდნენ. ნონა ყველას რომ უბღვერდა ლალის ელაპარაკებოდა . ლევანი მთლიანად ნონაზე გადაერთო, ქალაქში გადაცხოვრდნენ, დამოუკიდებლობა სურდა ყოველთვის ბატონს, ბინა იყიდა და ნონასთან ერთად დაიწყო ცხოვრება.
ლალი 16 წლის იყო , სკოლას ამთავრებდა თან მუსიკალურში დადიოდა. ვოკალის პედაგოგი ჰყავდა და ყველასგან განსხვავებულად ცხოვრობდა. როიალზე დაკვრას ბავშვობიდან სწავლობდა , კონცერტები ჰქონდა კონსერვატორიაში და სრულიად უპრობლემო გოგო იყო. მასზე არასდროს ვდარდობდით, ის იყო ჩვენი ბედნიერება.
ნონას პირველად რომ მოეშალა მუცელი ლალის კონცერტი უნდა ჰქონოდა და ყველაფერი გადადო მის გამო. ჩვენთან ერთად იყო , ლალისთან რჩებოდა და ღამეებს ათენებდა.
ნონა უკეთ იყო, ლალის მეგობრები კი ექსკურსიაზე მიდიოდნენ . კონცერტები უნდა ჩაეტარებინათ სხვადასხვა სკოლებში . ზუსტად აღარ მახსოვს რა ხდებოდა,მაგრამ ლალის ფაქტობრივად დავაძალეთ რომ წასულიყო.
ლევანსაც არ უნდოდა ასეთ დეპრესიულ განწყობაზე რომ ყოფილიყო და იფიქრა დას მაინც გავაშორებ ამ სიტუაციასო.
არ ვიცი შეიძება ჩვენ დავაშავეთ ,მას წასვლა რომ არ უნდოდა იქნებ ცუდის მოლოდინი ჰქონდა და უნდა მიგვეცა ნება თავად გადაეწყვიტა.
ცხოვრებაში ხდება რარაცები რასაც ვეღარ შეცვლი, უკან ვერ დააბრუნებ, ვერ გამოასწორებ და გზის გაგრძელებაც იმდენად რთული ხდება რომ უბრალოდ აღარ იცი რა არის სწორი და რა არა.
ჩვენ , ძლევამოსილმა ჟორდანიებმა ვერ დავიცავით ჩვენი პრინცესა. კიდევ ერთი დაღი დაუსვა ჩვენს ცხოვრებას ამბავმა რომელიც სვანეთში მოხდა „
ანამ წიგნი გადადო, არ უნდოდა ამ ყველაფრის წაკითხვა. ყველაზე ბრაზობდა იმ მომენტში და თან სტკიოდა, გული იმდენად სტკიოდა მათ ადგილას რომ წარმოიდგენდა თავს აღარ შეეძლო კითხვის გაგრძელება.
არ იცოდა თარაშისთვის სიმართლის თქმის უფლება ჰქონდა თუ არა
გონსაც ვერ მოდიოდა,კითხვასაც ვერ აგრძელებდა.
დაბნეული იყო ,უბრალოდ სახლი დატოვა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებას მიმართა. გოგონებს დაურეკა , უთხრა მძღოლი მოგაკითხავთ და ჩემთან წამოდითო . ისინიც მაშინვე დასთანხმდნენ და საღამოს უკვე მასპინძლობდა ქალბატონებს .
მარტო იყვნენ ერთ-ერთ საძინებელში. ანა ნამცხვარს აგემოვნებდა და ამბებს ისმენდა მართა ფანჯრიდან იყურებოდა და სოფლის ხედს უყურებდა
-მართა გიორგი როდის ნახე ბოლოს?
-თვეების წინ და ჯიუტად არ ჩანს
-სოფელშია
-შენს მშბლებთან?
-არა , დედა და მამა დაშორდნენ სასწაულებრივად. გიორგი მათთან არ კონტაქტობს. მე უბრალოდ შორიდან ვიგებ ამბებს.
-აბა აქ რა უნდა
-მე მდარაჯობს...- გაიცინა და მერე წვენი მოსვა- ან შენგან შორს რომ იყოს იმიტომ დარჩა აქ
-რა უნდა ვერ ვხვდები, მოვიდა ტვინი ამირია და წავიდა
-მოვიდა ტვინი აერია და ახლა შორსაა
-შენი ძმაა და ასე იმიტომ ამბობ
-ეჰ ჩემო მართა ნეტავ შენი პრობლემები მომცა წამებში მოვაგვარებდი ყველაფერს
-მაინც როგორ
-ეგ ჭიქა დადე, მთვრალი ხარ მგონი და ნიას გვერდით მიწვე სჯობს - ლიკუნამ უთხრა
-არა მითხრას როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილას
-გიორგისთან მივიდოდი, სახეში შემოვცხებდი ვეტყოდი რომ მშიშარაა, რომ საკუთარი გრძნობების ეშინია. კომპლექსიანი იდიოტია რადგანაც ჰგონია რომ შენი გაბედნიერება არ შეუძლია და მერე საყვარელ ანას მამიდის სტატუს ვუბოძებდი . გოგოს თუ გავაჩენდი ანას დავარქმევდი
-თუ ღმერთი გწამს ...დამცინი?
-დავიჯერო არ გინდა ის რაც მე გითხარი?
-მომენატრა...ხომ არაფერი ყოფილა ისეთი და წესით არც უნდა მახსენდებოდეს ,მაგრამ სულ ველოდები რომ სახლში შემოვა უეცრად გამოჩნდება ... მის სურნელს ვეძებ და აღარ არის. მგონია რომ ჭკუიდან გადავდივარ და ძალიან დავიღალე
-გაურკვეველმა სიტუაციამ დაგღალა, დაუჯერე ანას ნუ მთლად შენ ნუ აუხსნი სიყვარულს ცოტა აწვალე ,მაგრამ რადგან აქ ხარ
ალბათ მართას სიგიჟის გააქტიურება ამ დიალოგმაც შესძლო. ცხენზე ამხედრდა ქალბატონი და ისე გაუყვა გზას. საკმაოდ ციოდა , ახალი გათენებული იყო და სოფელში ხალხი არ ჩანდა. თავზე თავსაფარი ჰქონდა წამოფარებული მაგრამ წითურ თმას მაინც ვერ ფარავდა, შემდეგ ისიც მოშორდა , სიცივისგან ფერშეცვლილი სახე , არეული მზერა და ცხენი რომელიც ჭიხვინს არ წყვეტდდა.
სახლთან ახლოს იყო მობილური რომ აიღო და ნაცნობი ნომერი აკრიფა. სახლი დაბლა იდგა ის კი გორაზე იყო ასული საიდანაც უყურებდა ფანჯრებს რომელშიც გიორგი უნდა გამოჩენილიყო. ანას ინფორმაცია ზუსტი აღმოჩნდა , დაინახა როგორ ამოძრავდა სხეული იატაკიდან ტელეფონი აიღო და წამსვე გაიგო მისი ხმა
-ჟღალო
-შენი დახმარება მჭირდება- ისეთი ხმა ჰქონდა გააგიჟა ბიჭი
-რა დაგემართა...სად ხარ? ჯანო სახლში არ არის? ხმა ამოიღე - იცვამდა მერე ოთახიდან გავარდა - ჟღალო , გესმის? ცხენის ხმა მესმის ? რა ჯანდაბაა სადახარ ... წითურო ნუ მაგიჟებ -ღრიალებდა უკვე მართა კი ხმას არ იღებდა
-მანტო ჩაიცვი წვიმა დაიწყო , გასაღები დადე , ჩემამდე ფეხითაც მოხვალ - მშვიდად უთხრა უკვე სახლიდან გასულს და საუბარი დაასრულა.
გიორგი აქეთ -იქით იყურებოდა და შემდეგ დაინახა მართა. ცხენი ერთ ადგილას არ ჩერდებოდა , წრეზე დადიოდა და მართას წითური თმები მაღლა ჰაერში ჩანდა თითქოს ქარიც კი ეხებოდა .
სუნთქვაშეკრულმა გაიარა გზა, უკვე მასთან ახლოს იყო ქვემოდან უყურებდა და სიტყვას არ ამბობდა. ცხენი გააჩერა, ერთი ხელი მოხვია მართას და წამში დასვა მიწაზე. გონს მოსვლაც არ ადროვა ისე აიკრა სხეულზე, ჯერ ტუჩებს უკოცნიდა მერე კი მთელი ძალით მოხვია ხელები
-ასე აღარასდროს შემაშინო წითურო, მეგონა რაღაც შეგემთხვა და გული გამისკდა
როგორ უნდა ეჩხუბა ამის შემდეგ წარმოდგენა არ ჰქონდა. ბოლომდე გაუნადგურა გეგმები, იდგა გათიშული და ისღა დარჩენოდა რომ ჩახუტებოდა, მონატრება მოეკლა ,მასთან ყოფნით დამტკბარიყო.
-ვერ გიტან, საშინელი ბიჭი ხარ...უგულო , უემოციო მიმატოვე , გაუჩინარდი და ახლა მეუბნები რომ შეგეშინდა?
-სხვანაირად არ შემეძლო- მთელი სახე დაუკოცნა - ვგიჟდები შენს ჭორფლებზე
-შემეშვი ... გაბრაზებული ვარ, გაცოფებული და ორი წინადადებით ვერ შემირიგებ
-ერთი კითხვით დავასრულოთ ეს ეტაპი...გარისკავ ჟღალო?
-მეგონა აქ რომ მოვედი მაშინ გავრისკე
-იმედია იცი რომ ვეღარ მომიშორებ
-იმედია იცი რომ ჩემგან თავს ვერ დააღწევ
..........
მანქანაში იჯდა და ნელა მიდიოდა მთიანი სოფლის ჩამოშლილ გზაზე , გზაზე რომელიც ბოლოს სირბილით აიარა შეშინებულმა, გონებაარეულმა, უფსკრულის პირას მყოფმა . იმ დღეს ეგონა რომ ცხოვრება შეწყვიტა, იქ დაასამარა ბედნიერი ცხოვრების შანსი მაშინ როდესაც თარაშს ზურგი აქცია და ანდროსთან ერთად დატოვა ეზო. ახლა კი მიდიოდა სულ სხვა იმედებით, სრულიად სხვა განწყობით , ამჯერად ანდროს გადასარჩენად და საკუთარ თავზე საერთოდ არ ფიქრობდა. მხოლოდ ანდროს გათავისუფლება სურდა და შეხვედრა რომელსაც სიზმრებშიც კი ხედავდა სრულიად სხვაგვარი მიზნით შედგებოდა საბოლოოდ .
უჭირდა , მაგრამ იცოდა ამ ნაბიჯის გარეშე ვერ დაიწყებდა ახალ ეტაპს ანდროსთან ერთად. გაიყინებოდა და ყველაფერი სიყალბეში გადაიზრდებოდა მას კი აღარ უნდოდა წლების ფუჭად კარგვა.
მანქანა იმ ადგილას გააჩერა სადაც თარაშს ყველაზე ხშირად მიჰყავდა და ანას ნომერი აკრიფა. პირველივე ზარზე უპასუხა გოგონამ , ისე თითქოს დიდხანს ელოდა მის ზარს
_გისმენ ლიზა
_ანა... როგორ ხართ?
_კარგად ... თქვენ?
_ჩვენც არაგვიშავს... ანა შეგიძლია ჩემთან საუბარი?
_მარტო ვარ...გისმენ
_მე იცი ... ძალიან არ მინდა ინერვიულო , დამიჯერე სანერვიულო არც გაქვს მე უბრალოდ ვნახავ ყველაფერს ვეტყვი და მერე თავიდან დავიწყებ ანდროსთან ერთად
_თარაშის ნახვა გადაწყვიტე? მარტო ხარ?
_ხო ... ანდროს მოვატყუე . ანა
_სად ხარ...სად გინდა რომ შეხვდე.იმედია იცი როგორ უნდა აკონტროლო თარაშის განწყობა და არ შემოაკვდები . მითხარი სად ხარ და ისიც მოვა , დაელოდე
_ანა , ძალიან დიდი მადლობა. საოცრება ხარ , მართლა
-ეცადე ყველაფერი აუხსნა , წარმატებას გისურვებ

ადგილი დააზუსტა და შემდეგ დაურეკა თარაშს. იმ დროს სასეირნოდ იყო ბატონი წასული, გამოჯანმრთელების შემდეგ ცხენით ჯირითი ენატრებოდა . ანამ რომ დაურეკა შეაშინა, უთხრა ფეხით ვსეირნობდი და ტყის ქოხამდე მივედი , ახლა ცუდად ვარ და სწრაფად მოდიო. თარაშს ისე შეეშინდა ცხენი სწრაფად წაიყვანა ქოხისაკენ . მისი ხმა ლიზასაც კი ესმოდა, ფანჯრიდან დაინახა ცხენზე ამხედრებული თარაში და გაახსენდა როგორი აღტაცებული იყო პირველად რომ ნახა ამ ფორმაში.
საკუთარი გულისცემა ესმოდა, თითები უკანკალებდა და პირი ისე გაუშრა ეგონა რომ სიტყვის თქმასაც ვერ შეძლებდა. მაგრამ კარი გაიღო და თარაში გამოჩნდა
_ანიკო აქ რამ მოგიყვანა ... შენ? _ ლიზა რომ დაინახა წამსვე შეეცვალა მზერა _აქ რას აკეთებ ...შენ რა ჩემთან შესახვედრად ანა გამოიყენე?
_ამდენად ძლევამოსილი არ ვარ ანას გამოყენება რომ შემეძლოს, უბრალოდ ვთხოვე და დამთანხმდა . თარაშ -ერთი ამოსუნთქვა დასჭირდა ძალის მოსაკრებად და საკუთარი თავი დაიბრუნა
_შენთან საქმე არ მაქვს ... აქ ყოფნის უფლებაც არ გაქვს , ამ მიწაზეც არ უნდა იყო საერთოდ . ანდროც არის სადმე და შემდეგ გამოჩნდება?
_არა , ანდრომ არ იცის აქ რომ ვარ და შეიძლება გაბრაზდეს რომ დავუმალე
_ძალიან საყვარლები ხართ , მაგრამ არ მაინტერესებს თქვენი ამბები .
_სიმართლეც არ გაინტერესებს? არ გადარდებს რა მოხდა სინამდვილეში?
_რა აზრი აქვს...რა უნდ ამითხრა
_თარაშ
_ასე ტყუილად მიყურებ შენი მზერა ჩემზე დიდი ხანია აღარ მოქმედებს და აღარც შენი მწვანეები მიყვარს
_ვიცი , ვიცი რომ აღარ გიყვარს და იმედი მაქვს რომ ახლა უფრო გონივრულად მოიქცევი ვიდრე მაშინ
_ღალატი გონივრულად როგორ უნდა შევაფასო მითხარი
_შენთვის არ გვიღალატია
_აბა რა გააკეთეთ ... რა იყო ის რაც თქვენ ჩაიდინეთ
_კარში მდგომს მოგიყვე ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ამბავი? სულ რამდენიმე წუთი დამჭირდება და წავალ
_რამდენიმე წუთი ოთხი წლის შესაჯამებლად ...რამდენიმე წუთი უნდა ვიდგე და ვუსმინო რას... რა აზრი აქვს ახლა ამ ყველაფერს
_როგორი აუტანელი ხარ... რა მოხდება რამდენიმე წუთს რომ დაჯდე და მომისმინო-ხმას საგრძNობლად აუწია აგიჟებდა თარაში და სულ მალე ალბათ რამეს ესროდა
_ტყუილისთვის? რამდენიმე წუთი ტყუილისთვის . გინდა მითხრა რომ დამნაშავე არ ხარ და ყველაფერი ანდროს ბრალია?
_არა , ანდრო მგონი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე და ჩვენ უფრო მეტი დავაშავეთ ბრმები რომ ვიყავით და ვერ დავინახეთ როგორ გრძნობდა თავს. შენ , შენ არც კი გადარდებდა როგორ იყო მაშინ როდესაც ერთად გვხედავდა... ნუთუ საერთოდ ვერ გრძნობდი რომ ცუდად იყო. ანდროს ჩემზე მეტად შენ უყვარხარ და შენ ვერაფერს ხედავდი
_რაში მადანაშაულებ ვერ ვხვდები... ხო ბრმა ვიყავი და ვერ ვხედავდი როგორ იყავი მასთანაც და ჩემთანაც ერთდროულად
_მე არავისთან ვყოფილვარ და ნეტავ მანამ ეთქვა რომ ვუყვარდი და დაეკიდებინე ისე როგორც შენ დაიკიდე. შენ არასდროს გადარდებდა ანდრო, ყოველთვის ის აკეთებდა შენთვის ყველაფერს და მშვენივრად მახსოვს ეს. მე არ ვყოფილვარ ანდროს საყვარელი , არასდროს და იმ დღემდე საერთოდ არც შემხებია. მარტოს არც კი გვილაპარაკია იმიტომ რომ თავს მარიდებდა და მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას ... შენს გამო საკუთარი გრძNობები გასწირა და შენ ახლა ჩემი მოსმენაც არ გინდა
_თქვენი სიყვარულის ისტორიას რატომ მიყვები...მისი ცოლი ხარ და დაე ბედნიერად შეაბერდეთ ერთმანეთს ...მადლობელიც კი ვარ ახლა ჩემი ცოლი რომ იყო შენთან გაყრაზე ჩალიჩი მომიწევდა და ანასთვის გაორმაგებულად მომიწევდა ბრძოლა
_დიდი სიამოვნებით მივიღებდი მისგან ბედნიერებას, მაგრამ ანდროს მთელი ოჯახის დაკარგვა მოუხდა ჩემი სიყვარულის გამო და მანამ ვერ იქნება მშვიდად სანამ ყველაფერს არ გავარკვევთ . მეც ბედნიერი ვარ რომ შენი ცოლი არცერთი წამით ვყოფილვარ და ანას გაძლებას ვუსურვებ დაე ბედნიერად შეაბერდეთ ერთმანეტს
_უთხარი რომ შეუძლია მშვიდად იყოს და ჩემების ურთიერთობა მასთან ჩემი კონტროლის ქვეშ არ არის...ლალისთან ისედაც კონტაქტობდნენ ვითომ ჩემგან მალულად . ახლა აშკარად იმოქმედებენ და ანდროსაც შეუძლია მშვიდად იყოს
_შენ სანამ არ აპატიებ
_რა უნდა ვაპატიო ... რა უნდა გაპატიოთ მითხარი
_მე საერთოდ არ მჭირდება შენი პატიება...საერთოდ არაფერი მჭირდება შენგან . მთელი ოთხი წელი მეგონა რომ მჭირდებოდა , მაგრამ რეალურად არაფერი დამიშავებია შენთვის და ეს შენ მაქციე ზურგი პირველივე შემთხვევისას. ერთხელაც კი არ გიკითხავს , ერთხელაც კი არ დაინტერესებულხარ იქნებ არ იყო ყველაფერი ისე როგორც ვამბობდი
_რა ნდობაზე მელაპარაკები ... ეჭვი რომ არ მეპარებოდა იმიტომ ხარ ახლა ანდროს ცოლი და არა ჩემი
_იცი იმ გოგონაზე ანდრომ სანაპიროზე რომ დაინახა და შეიყვარა?- თვალები აატრიალა, ღრმად ჩაისუნთქა შემდეგ მზერა გაუსწორა და თარაში გააქვავა
_გოგონა თოჯინით რა შუაშია ჩვენს საუბართან ...ახლა ხომ არ იპოვნა და ხომ არ მიხვდა რომ ისევ ის უყვარს და არა შენ
_მე ვარ ის გოგონა და ანდროს ჩემს გარდა არავინ არასდროს ჰყვარებია
_რა სისულელეა შენ რომ ყოფილიყავი ხომ მეცოდინებოდა...მეტყოდა და არც კი ვიფიქრებდი შენზე . შენ არ ხარ ის გოგო ...იმ წელს მე რომ გაგიცანი მითხრა აქ არ არისო ... იმ წელს აპირებდა მისვლას
_ანდრო იქ არ იყო მე რომ გამიცანი
_ანდრო ადრე წავიდა ... ლალი დუბაიში მიდიოდა და ისიც გაჰყვა - თიტქოს წარსულს იხსენებდა
_მაინცადამაინც მაშინ ჩამოვედი გვიან და შენც მაშინვე გამიცანი როგორც კი დამინახე
_მომეწონე და აბა რა უნდა გამეკეთებინა ... შენ არ ხარ . მეტყოდა
_ანდროს რომ გავიცანი უკვე შეყვარებულები ვიყავით და არ მოვიდა , არ გითხრა შეეშვი მაგ გოგოს ეს ის არის მე რომ მიყვარს და დამითმეო. შენ მის ადგილას სხვანაირად მოიქცეოდი, მაგრამ ანდრომ გაჩუმება არჩია და ცდილობდა თავი შეეკავებინა. მეც არ ვიცი როგორ მოახერხა, დეტალები არ მახსოვს. ანდროს მაშინ საერთოდ არ ვაკვირდებოდი, ისე იშვიათად ჩნდებოდა როგორც სხვა შენი მეგობრები . მიშოს უფრო ხშირად ვხედავდი ვიდრე ანდროს , ალბათ იმიტომ რომ ვერ უძლებდა ჩვენს ერთად ნახვას ... არ ვიცოდი , მე წარმოდგენა არ მქონდა და შენს გარდა ვერავის ვამჩნევდი . თავბრუდამხვევი იყავი შენი ენერგიით, სიგიჟით და ათასი კომპლიმენტით. არ შეიძლებოდა შენნაირის გვერდით ვყოფილიყავი და შემემჩნია ასე დამალული გრძნობა. მერე ... მერე იქ ქოხში მთვრალი რომ დამხვდა და მზერა გამისწორა პირველად მაშინ დავინახე
_რა ქოხი ... ანდრო მთვრალი? რა უნდოდა მთვრალ ანდროს ქოხში ლიზა რას მიყვები გინდა გადავირიო? მეუბნები რომ შენ ხარ ის ქალი ლამის 20 წელია რომ უყვარს და მე დამიმალა , მერე მთვრალი იყო ქოხში და რა გააკეთა ასეთი. რის თქმას ცდილობდა იმ დღეს სანამ მოხვიდოდი...რამე დაგიშავა ანდრომ ? ტყუილად ნუ მეტყვი ყველაფერი შეიძლება დავიჯერო იმის გარდა რომ ანდრო ქალზე იძალადებდა რაიმე ფორმით . არც კი გაბედო მითხრა და თავი ასე გაიმართლო -იღრიალა და მერე კედელს მიარტყა მუშტი- არ გაბედო იცოდე !
_მითხრა რომ ვუყვარდი... გაუგებრად ლაპარაკობდა მერე მე წამოსვლა მინდოდა , ვეჩხუბე ის კი არაფერს მეუბნებოდა მიყურებდა და მიახლოვდებოდა . მერე რამდენჯერმე მაკოცა და გონება დავკარგე . მერე გონს რომ მოვედი იქ იყვნენ ჩემი მშობლებიც , ლალიც და ამირანიც . დედა ისე კიოდა რომ მეგონა ანდრო მანამ მომაშორეს სანამ დამეუფლებოდა ... დეტალები აღარ მახსოვს ყველაფერს სხვა კუთხიდან ვუყურებდი, ყველაფერი ისე განვითარდა რომ ვერაფერზე ვიფიქრებდი ... მერე , მერე ანდრო შენთან წამოვიდა . ჩემებმა იცოდნენ რომ შენი ცოლი ვეღარ გავხდებოდი, ანდრო რჩებოდა მდიდარი სასიძოების სიიდან და მეც ჩამითრიეს ამ ამბავში ისე რომ თავადაც ვერ მივხვდი. ერთი ვიცოდი რომ არ უნდა მოგეკლა, იქედან ცოცხალი უნდა წამომეყვანა და მე ზუსტად არ მახსოვს მაშინ რას ვამბობდი. ყველაფერი მეწვოდა. მინდოდა ყველასგან შორს ვყოფილიყავი ვიცოდი რომ დაგკარგე, სხვა არაფერი ვიცოდი მაშინ - ისტერიკა ჰქონდა და თავს ძივს იკავებდა რომ არ ეტირა. ემოციები ყელში მოაწვა თვალები დაუწითლდა, თითები თმაში შეიცურა და ღრმად ჩაისუნთქა
_ანდრო ამას არ გააკეთებდა...ყველაფერი ამირანის ბრალია. იქ იყო ხომ? ის აკეთებდა ყველაფერს იმისთვის რომ შენ ანდროს ცოლი გამხდარიყავი და ჩემგან შორს ყოფილიყავით- კედელს მიეყრდნო. რამდნეიმე წამს ყველაფერს იაზრებდა და შემდეგ ჩუმად დაიწყო ლაპარაკი
_მე მთელი ეს წლები ჯოჯოხეთად ვუქციე ანდროს. ნამდვილ ჯოჯოხეთად და ახლა არც კი ვიცი რისთვის ვაწამებდი . ან ის რატომ არ მეუბნებოდა სიმართლეს...მთელი ეს დრო მეგონა რომ ჩვენი ცხოვრების დანგრევისთვის პასუხის ვთხოვდი,რომ მე ვიყავი მართალი ,მაგრამ ახლა აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ანდროს სიმშიდე დავუბრუნო... მე ის თოჯინა შემთხვევით ვიპოვნე თორემ ალბათ მთელი ცხოვრება ასე ვიქნებოდით _ სახეზე ხელები აიფარა და აკანკალებული სხეული როგორღაც მოთოკა - ანდროს არაფერი დაუშავებია, ჩემი სიყვარულის გარდა
_შენ ხარ ის გოგო _ ხის სკამი მოიფრიალა და მერე კედელს მიარტყა მუშტი - შენ ხარ და მე არ მითხრა...არაფერი მითხრა
_ანდროს დღემდე სინდისის ქენჯნა აწუხებს ჩაუდენელი დანაშაულისთვის და შენთან ურთიერთობის გამო მოსვენება არ აქვს. იმედი ახლა მაინც დაფიქრდები და ანდროს ადგილას წარმოიდგენ თავს ... წლები მეგონა რომ შენ იყავი ერთადერთი ვისაც ჩემთვის ბედნიერების მოტანა შეეძლო და ვინც მიყვარდა სამუდამო სიყვარულით, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი რომ ჩემთვის როგორც კაცი აღარ არსებობ, როდის დასრულდა არ ვიცი ... არც ის ვიცი ანდროს შეყვარება როდის შევძელი, მაგრამ შემიძლია სამუდამოდ გავქრე თქვენი ცხოვრებიდან თუ ანდროს შენს თავს დაუბრუნებს ჩემი წასვლა ... მიხარია ანა რომ არის შენს ცხოვრებაში _ შვება იგრძნო , ბოლოს ნამდვილად იგრძნო თავისუფლება რომელიც ასე ძალიან აკლდა. ზუსტად იცოდა რომ იქ მისვლას და ამ საუბარს არასდროს ინანებდა . თარაში დატოვა,სხეული ისვე უთრთოდა თითქოს ნელ-ნელა იყინებოდა. მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას გაეცალა. წარმოდგენა არ ჰქონდა შემდეგ რა იქნებოდა, უბრალოდ მიდიოდა და გზას უყურებდა.
უკვე ქალაქში შედიოდა მობილურის ეკრანზე ანდროს ფოტო რომ გამოჩნდა და ინსტიქტურად გაეღიმა
_ელიზაბეტ-მისი აღელვებული ხმა რომ გაიგო წარმოიდგინა მისი გამომეტყველება და ცოტა ხანს გაჩუმდა-ლიზა
_ძალიან მშია , დამპატიჟებ რესტორანში ვახშამზე?
_დამელოდები?- პაუზის შემდეგ უთხრა
_რამდენი ხანიც დაგჭირდება
მანქანა გააჩერა , რესტორანში შევიდა და მაგიდა აარჩია. შემდეგ საპირფარეშოში გავიდა, თავი მოიწესრიგა და დარბაზში რომ დაბრუნდა ანდროც დაინახა. სწრაფად მიაბიჯებდა, ჩვეულებისამებრ მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა ნაცნობი რომ შეხვდა და გაჩერდა. ცოტა ხანს ესაუბრა კაცს და შემდეგ ლიზაც იპოვნა . ისე აკვირდებოდა თითქოს მის შესწავლას ცდილობდა და ასე გაარკვევდა რამეს. ყოველთვის ასე იქცეოდა და ლიზა ამჯერად მინიშნებას არ აძლევდა
_ლიზა
_ანდრო_გაუღიმა და ლოყაზე აკოცა . მისი სურნელი და სითბო ერთბაშად იგრძნო . როგორც კი დაჯდა მაშინვე ღვინის ბოთლი აიღო და ჭიქა შეუვსო_შევუკვეთე უკვე და სანამ მოიტანენ მანამ დავლიოთ
_დამღლელი დღე გქონდა?
_არც ისე...
_საშოპინგოდ იყავი?
_არაა...ხვალ ვაპირებ . დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მომენატრა შენი ფულის ფლანგვა
_ხვალ ლალის დაბადების დღეა
_ვიცი და საჩუქარი მზად იქნება საღამოსთვის
_რა საჩუქარი , იმედია წინა წლების მსგავსად ინფარქტის ზღვარზე არ მიიყვან
_ნწ, იუველირს შევუკვეთე გულსაბნევი მისი კოლექციისთვის . რაღაც ჟურნალს ათვალიერებდა მოეწონა და ისეთივეს ვამზადებინებ ოღონდ ძვირფასი ქვებით და მცირედი ცვლილებებით
_კარგად ხარ ? მაშინებ იცი?
_შესანიშნავად ვგრძნობ თავს _ ღვინოს აგემოვნებდა და თვალებაბრჭყვიალებული უყურებდა_აიი შეკვეთაც მოაქვთ ... დიდი მადლობა _ მიმტან გოგონას გაუღიმა და რამდენიმე წამში კერძის დაგემოვნებასაც შეუდგა _მთელი დღეა არაფერი მიჭამია, მართლა ძალიან მომშივდა . შენ კი როგორც ყოველთვის, მადა არ გაქვს
_იცი რა დროა?
_რა მნიშვნელობა აქვს ... კუჭს დრო არ აინტერესებს
იღიმოდა, თვალს არ აშორებდა , ღვინოს აგემოვნებდა და მის გარდა არავისზე და არაფერზე ფიქრობდა. არ იცოდა რა იქნებოდა მეორე დღეს, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ანდრო იყო მთელ მის არსებაში და ეს სამუდამო იყო , განუკურნებელი სენივით გავრცელებული ...


თავი რომელიც ყველა კვანძს ხსნის
არ ვციი როგორი იქნება თქვენი რეაქცია და რას იტყვით საერთოდ
მოკლედ
აუ
არ ვიცი რა
მინდა რომ მოგეწონოთ
და ცოტა გაგაკვირვოთ სულ ცოტა მაინც
გელოდებით



№1  offline წევრი Sifrifana

წავედი წავიკითხოოო???? როგორ ველოდიი

 


№2  offline წევრი night girl

ძალიან ძალიან მაგარი იყოო...ველოდები შემდეგ თავს❤????

 


№3  offline წევრი Sophi99

ვგიჟდები შენზე ,შენი წერის სტილზე და შენს პერსონაჟებზე❤❤❤❤ყველა მიყვარდება კითხვას რომ ვიწყებ ❤❤❤წერე ძალიან ბევრი და ასე ამომწურავად ❣❣❣????????????

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

Sifrifana
წავედი წავიკითხოოო???? როგორ ველოდიი

მოგეწონება იმედია

night girl
ძალიან ძალიან მაგარი იყოო...ველოდები შემდეგ თავს❤????

მადლობა
kissing_heart kissing_heart

Sophi99
ვგიჟდები შენზე ,შენი წერის სტილზე და შენს პერსონაჟებზე❤❤❤❤ყველა მიყვარდება კითხვას რომ ვიწყებ ❤❤❤წერე ძალიან ბევრი და ასე ამომწურავად ❣❣❣????????????

heart_eyes heart_eyes
ძალიან დიდი მადლობა

 


№5 სტუმარი სტუმარი gvantsa

უჰ ამოვისუნთქე კარგია რო ნელნელა ლაგდება სიტუაცია და დაისვენებენ ეს "შეშლილი " წყვილები ,ამირანს არ დაადგება თარაშისგან კარგი დღე როგორც ვატყობ :)

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი gvantsa
უჰ ამოვისუნთქე კარგია რო ნელნელა ლაგდება სიტუაცია და დაისვენებენ ეს "შეშლილი " წყვილები ,ამირანს არ დაადგება თარაშისგან კარგი დღე როგორც ვატყობ :)

ეეჰ
ამირანი ისეთი "ბებერი მუხაა" მაგას ვერავინ ვერაფერს დაუშავებს
და დააკელბს
ხო წინ წავედით რაღაცნაირად

მწერალი ქალი
ვცემდი თამაშს სიამოვნებით...როგორი იმპულსური,სულსწრაფი და ფიცხია.ანდრომ კი გაწირა თავი მის გამო ფაქტიურად...ადამიანი რომელიც თმობს სხვის გამო ძვირფასს არ უფასდება ხშირ შემთხვევაში...ანდროს ადგილას მე არ დავთმობდი ჩემ ქალს თამაშის გამო რადგან გავიაზრებდი რომ ამის ღირსი არ იქნებოდა თარაში.მართალია მეც მოვიქეცი ადრე ანდროს მსგავსად მაგრამ ჭკუა ვისწავლე...საკუთარ თავზე წინ არავინ არ უნდა დააყენო...ფუჭია...გელოდები მარიამ.

თარაშს სცემდი და ანდროს არა ?
მე ანდროსაც ვცემდი თან მაგრად შემოვარტყავდი
ისე აეწყო მისი ცხოვრება ყველაფერი რო უკან დაიხია გაჩუმდა და დათმო
ლიზამ უთხრა კიდეც შენ ჩემთვის არ გიბრძოლიაო
აუ რაღაცნაირად ვარ
მინდოდა ანდროს შეცდომაც დაგენახათ რაღაცნაირად,მაგრამ ისე მოგწონთ თქვენ ყველას ანდრო რო არ აღიარებთ
pensive pensive
აი ისევ გამომივიდა გმირზე საუბარი რაც ა რმიყვარს

 


№7 სტუმარი სტუმარი თამო

ვაუ ???????? ველოდები თარეშის და ანდროს შეხვედრას აი ძალიან ????????სასწაულად წერ რა ვთქვა მტკივა და მიხარია მათთან ერთად,საოცრად აღწერ სცენებს????????ველი ახალ თავს და კიდევ გთხოვ არ შეწყვიტოს რა ისტორიების წერა და ჩვენამდე მოტანა

 


№8 სტუმარი სტუმარი კირა

აი მართლა ვგიჟდები ანდრო ლიზაზე, ზე წყვილია და გული მიგრძნობს დასასრულიც ახლოვდება ამ ძაან მაგარი რომანის, შენ კი სეუდარებლად წერ და გადმოცემ ემოციებს :*

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი კირა
აი მართლა ვგიჟდები ანდრო ლიზაზე, ზე წყვილია და გული მიგრძნობს დასასრულიც ახლოვდება ამ ძაან მაგარი რომანის, შენ კი სეუდარებლად წერ და გადმოცემ ემოციებს :*

ხოო
დასასრულამდე მივედით
მიხარია რომ ას ებოლომდე მოგეწონათ
heart_eyes

 


№10 სტუმარი ტატუკა20

აუუუ როგორ გამახარეე ახალი თავით♡♡♡თან ვფიქრობ წავიკითხო თუ საღამოსთვის შემოვინახოოო:)))))(იქნებ მეორე თავიც მიამატო და ღამე გემრიელად ჩავუჯდე:))

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
ვაუ ???????? ველოდები თარეშის და ანდროს შეხვედრას აი ძალიან ????????სასწაულად წერ რა ვთქვა მტკივა და მიხარია მათთან ერთად,საოცრად აღწერ სცენებს????????ველი ახალ თავს და კიდევ გთხოვ არ შეწყვიტოს რა ისტორიების წერა და ჩვენამდე მოტანა

თამოო
მაგრად მიხარია რომ მოგწონს
მეც ველოდები შეხვედრაზე თქვენს რეაქციებს
kissing_heart kissing_heart

ტატუკა20
აუუუ როგორ გამახარეე ახალი თავით♡♡♡თან ვფიქრობ წავიკითხო თუ საღამოსთვის შემოვინახოოო:)))))(იქნებ მეორე თავიც მიამატო და ღამე გემრიელად ჩავუჯდე:))

არა
ახალი არ იქნება
როდის იქნება ეგეც არ იცი
ჯერ

 


№12  offline წევრი ნაია61

უკვე იმედი მქონდა გადაწურული ,რომ დღეს დადებდი, თუმცა შესანიშნავი სიურპრიზი გაგვიკეთე . ძალიან კარგი ხარ ,მარიამ ! ვგიჟდები ამ ისტორიაზე,წყვილებზე და შენზე ! არ მინდა ,რომ დასრულდეს, თუმცა ვგრძნობ მალე მოვა ეგ დროს . heart_eyes

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

მწერალი ქალი
sameone crazy girl
სტუმარი gvantsa
უჰ ამოვისუნთქე კარგია რო ნელნელა ლაგდება სიტუაცია და დაისვენებენ ეს "შეშლილი " წყვილები ,ამირანს არ დაადგება თარაშისგან კარგი დღე როგორც ვატყობ :)

ეეჰ
ამირანი ისეთი "ბებერი მუხაა" მაგას ვერავინ ვერაფერს დაუშავებს
და დააკელბს
ხო წინ წავედით რაღაცნაირად

მწერალი ქალი
ვცემდი თამაშს სიამოვნებით...როგორი იმპულსური,სულსწრაფი და ფიცხია.ანდრომ კი გაწირა თავი მის გამო ფაქტიურად...ადამიანი რომელიც თმობს სხვის გამო ძვირფასს არ უფასდება ხშირ შემთხვევაში...ანდროს ადგილას მე არ დავთმობდი ჩემ ქალს თამაშის გამო რადგან გავიაზრებდი რომ ამის ღირსი არ იქნებოდა თარაში.მართალია მეც მოვიქეცი ადრე ანდროს მსგავსად მაგრამ ჭკუა ვისწავლე...საკუთარ თავზე წინ არავინ არ უნდა დააყენო...ფუჭია...გელოდები მარიამ.

თარაშს სცემდი და ანდროს არა ?
მე ანდროსაც ვცემდი თან მაგრად შემოვარტყავდი
ისე აეწყო მისი ცხოვრება ყველაფერი რო უკან დაიხია გაჩუმდა და დათმო
ლიზამ უთხრა კიდეც შენ ჩემთვის არ გიბრძოლიაო
აუ რაღაცნაირად ვარ
მინდოდა ანდროს შეცდომაც დაგენახათ რაღაცნაირად,მაგრამ ისე მოგწონთ თქვენ ყველას ანდრო რო არ აღიარებთ
pensive pensive
აი ისევ გამომივიდა გმირზე საუბარი რაც ა რმიყვარს

არავის გამო არ უნდა დაიხიო უკან როცა ვამბობ აქ ვგულისხმობ ანდროს.არ მოიქცა სწორად როცა ქალი დათმო.რატომ ვერ გამიგე მარიამ?))

კიდევ იყო რაღაც რაც არასწორად გააკეთა
და ეგ უკვე იქნება მომდევნო თავში მგონი
heart_eyes

ნაია61
უკვე იმედი მქონდა გადაწურული ,რომ დღეს დადებდი, თუმცა შესანიშნავი სიურპრიზი გაგვიკეთე . ძალიან კარგი ხარ ,მარიამ ! ვგიჟდები ამ ისტორიაზე,წყვილებზე და შენზე ! არ მინდა ,რომ დასრულდეს, თუმცა ვგრძნობ მალე მოვა ეგ დროს . heart_eyes

ხო მალე სრულდება უკვე
ადრე ვდებ ხოლმე
მაგრამ ხვალ შეიძლება გვან დავდო

 


№14 სტუმარი ucnobi

ეს ანა ჯადოქარია?! ასე ყველაფერს როგორ ხვდება, იმიტომ მიიქცია ამირანის ყურადღება და ჟორდანიების რძლობაც ერგო! ყოჩაღ მარიამ, ძალიან მაგარი თავი იყო და შენც უმაგრესი გოგო ხარ! მარტო შენი ისტორიებისთვის შემოვდივარ ამ საიტზე, წარმატებები! ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️

 


№15 სტუმარი ელენა გავაშელი

....დღეს დილიდან იმდენჯერ ....შემოვედი ამ საიტზე და იმდენჯერ .....ვნახე დადევი თუ არა ახალი თავი .....რომ სათვალავი ამერია .....გაუცნობიერებლად ...ველოდებოდი ...და ამ ლოდინში ლეპტოპს არ მოვცილებივარ..:დდდ..წავიკითხე და რა წავიკითხე ..... ღმერთო, ძალიან ემოციური თავი იყო ..... ძალიან .... ბათუმის დატბორვა არმინდოდა,,,,, და გვერდზე სალლფეთქის დიდი შეკვრა დავიდე ....წინა თავები ისეთი იყო .ქ....წინდახედულ :D :D ...მოკლედ ეს თავი... შოკი გამოვიდა .....

....ანა... ვაიემე..... რაგოგოა რაგოგო .....ღმერთო როგორ მიახალა თარაშ სიმართლე .....ჩემიაზრით შემოლაწუნება უფრო უშველიდა ..:D:D:D..სიმართლეს თავი დავანებოთ.. ....ლამის შეაშინა ალეწილი კაცი .....:დდდ... თვალში რაღაც ჩაუვარდა არა კვახი .... :დ დედა ამ მომენტზე როგროი სითბო ჩამეღცარა გულში ..... სანთელი რომ ყოფილიყო დადნებოდა....."უბრალოდ და მე ერთად ვერ ვიარსებებთ, შენ კი ნამდვილად ჩემი ხარ"----დედა გავშრი ქალი .....მოკლედ ანა....ნამდვილი რკინის ქალია..... მარა თარაშთან დნება..... 274კჯ სითბოს გამოყოფს მგონი:D:D:D

...ბერბუდა-თარაში.....დედა კიდევკაი აღირსა და აღიარა რომ ..ანა უყვარს თორემ .... გავიგიHბდი თავს ..... ისე სიმართლე ვთქვათ ქცევითაც ავლენდა რომ უყვარდა.....არუყვარს ბევრი საუბარი..... ხოო და კიდევ ....ლიზას აღიარების შემდეგ ანდროს თუ არ შეურიგდება.. გაფიცვას გამოვაცხადებ....ვიშიმშლილებ ....და რავიცი კარვებსაც გავხსნი .... ამანაც თუ არ გაჭრა ....უკიდურეს ზომას მივმართავ ..საკუტარი ხელით გადავუშვებ შავ ზღვაში.... ცურვა თუ იცის მარტო დასვეელდება ...და თუარა ...მშვიდობით საყვარელო ოჯახო .....:DDD რაც მე მაგ მომენტზე ვინერვიულე....

.....ლიზა..... მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ ........ მმმმმმმმმმმმმმმმმმმ ....მმმმმმმმმმმმმმმ .........მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ.......მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ.....მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ... იმედია გამიგე რისი თქმაც მინდოდა... სანამ თარაში არ შურიგდება ანდროს ... იქამდე არც მე ვწერ რამეს ლიზაზე....არა ლიზას აღიარება ერთი ორჯერ კი გადავიკითხე მომეწონა .... კიდევ კაი აღიარა ... იმედია ახლა დაადგებათ იმ ორ იდიოტს საშველი და შერიგდებიან ...... ხო იდიოტტები იმიტომ არიან რომ ...4 წლის განმავლობაში ..არწერთს არმოსვლიათ თავში აზრად დალაპარაკებმა .....თარაშმა ასე როგორ მომექცაო ...ანდრომ ასე როგორ მოვექეციოდა ..... ნწ ნწ...ანდროს ადგილას წარმოვიდგინე უცებ თავი და გამაჟრჟოლა ....ცრემლიც კი მომადგა .... დაკარგა ყველაფერი .....მხოლოდ მისი დუმილის გამოო.. ...შერეკილები ეგენი .... :D:D

...არა ამირანი კაი წინდახედული კაცი ყოფილა ....რასერჩი ..... კი დააშავა ..მაგრამ ყველას კეთილდღეობისთვის ......მათი უკეთესი მომავლისთვის ..... ეს კაი საარჩევნო დაპირებასავით გამომივიდა,,,:D:D.. არცერთი შვილიშვილის დაკარვა არუნდოდა....რაც სიმართლეა სიმართლეა ....... ამკაცის გამართლება მიჭირს .... მარამ ასე თითის დადებითაც ვერ ვადანაშაულებ.... რაც მოხდა ყველას ბრალის .... ანაა არითვლება ...

....გიო მართა .... დედა ...ეშველათ .... გამოეცხადა მართას მაშველის სახით ანა .....და დაადგათ საშველი ..... კაია ... გამიხარდა .... როგორ მიყვარს ეს ჭყვილი .... ყველა ხომ კაია ... ყველა ხომ გულში მტავს უკვე .... მაგრამ ესორი ... პერფექტო....ისტორიაა ისტორიაში კაია ,,,, ტყვიას ტყვიაში აჯენ მარიამ :დდდდ

....მოკლედ...... ამ თავმა მაგრძნობინა რომ ...დასასრულს ვუახლოვდებით....და ძალიან არმინდა....არა კიმინდა ყველა კარგად იყოს.... სერიგდნენ და ჰეფი ენდი იყოს .... მაგრამ ამ ჰეფიენდით დამრთავდება ისტორია .....და ეგ არმაწყობს ..... :Dდდ

... მოკლედ ველოდები ახალ თავს .... სულითა და ჩემი სათუთი გულითა .... მოკლედ წავედი ....ახლა .... დავამშვიდო ჩემი აფორიაქებული თავი ...... დავიმშვიდო აწეწილი ნერვები ...... და მერე მოვიფიქრებ რამეს ..... გელოდები ......წოველ წუთს , ყოველ გან, ყოველ წამს .... გუშინდელი დღიდან სიმღერებიდან ლექსებზე გადავედი ... მათზე დავიწყე ძალადობა ..:დდდდ

 


№16  offline წევრი taehy•ㅅ•

ვაიმეეე რამდენი ვიტირეე :,(((( ჩემი ანდრიკოოოოო ჩემი ბასასოოო როგორ იტანჯებოდაა ამდენ ხანს T_Tარაჩვეულებრივიხარ მარიამ...მოუთმენლად გელოდები♥

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

ucnobi
ეს ანა ჯადოქარია?! ასე ყველაფერს როგორ ხვდება, იმიტომ მიიქცია ამირანის ყურადღება და ჟორდანიების რძლობაც ერგო! ყოჩაღ მარიამ, ძალიან მაგარი თავი იყო და შენც უმაგრესი გოგო ხარ! მარტო შენი ისტორიებისთვის შემოვდივარ ამ საიტზე, წარმატებები! ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️

ჩემს ხელთაა ყველაფერი
რო მომინდეს ვამპირიც გახდება
და ფრენასაც შეძლებს
:დდ

taehy•ㅅ•
ვაიმეეე რამდენი ვიტირეე :,(((( ჩემი ანდრიკოოოოო ჩემი ბასასოოო როგორ იტანჯებოდაა ამდენ ხანს T_Tარაჩვეულებრივიხარ მარიამ...მოუთმენლად გელოდები♥

საკუთარ თავს დააბრალოს
რა ვუყოთ ნუ ვუშველე და ესააა

ელენა გავაშელი
....დღეს დილიდან იმდენჯერ ....შემოვედი ამ საიტზე და იმდენჯერ .....ვნახე დადევი თუ არა ახალი თავი .....რომ სათვალავი ამერია .....გაუცნობიერებლად ...ველოდებოდი ...და ამ ლოდინში ლეპტოპს არ მოვცილებივარ..:დდდ..წავიკითხე და რა წავიკითხე ..... ღმერთო, ძალიან ემოციური თავი იყო ..... ძალიან .... ბათუმის დატბორვა არმინდოდა,,,,, და გვერდზე სალლფეთქის დიდი შეკვრა დავიდე ....წინა თავები ისეთი იყო .ქ....წინდახედულ :D :D ...მოკლედ ეს თავი... შოკი გამოვიდა .....

....ანა... ვაიემე..... რაგოგოა რაგოგო .....ღმერთო როგორ მიახალა თარაშ სიმართლე .....ჩემიაზრით შემოლაწუნება უფრო უშველიდა ..:D:D:D..სიმართლეს თავი დავანებოთ.. ....ლამის შეაშინა ალეწილი კაცი .....:დდდ... თვალში რაღაც ჩაუვარდა არა კვახი .... :დ დედა ამ მომენტზე როგროი სითბო ჩამეღცარა გულში ..... სანთელი რომ ყოფილიყო დადნებოდა....."უბრალოდ და მე ერთად ვერ ვიარსებებთ, შენ კი ნამდვილად ჩემი ხარ"----დედა გავშრი ქალი .....მოკლედ ანა....ნამდვილი რკინის ქალია..... მარა თარაშთან დნება..... 274კჯ სითბოს გამოყოფს მგონი:D:D:D

...ბერბუდა-თარაში.....დედა კიდევკაი აღირსა და აღიარა რომ ..ანა უყვარს თორემ .... გავიგიHბდი თავს ..... ისე სიმართლე ვთქვათ ქცევითაც ავლენდა რომ უყვარდა.....არუყვარს ბევრი საუბარი..... ხოო და კიდევ ....ლიზას აღიარების შემდეგ ანდროს თუ არ შეურიგდება.. გაფიცვას გამოვაცხადებ....ვიშიმშლილებ ....და რავიცი კარვებსაც გავხსნი .... ამანაც თუ არ გაჭრა ....უკიდურეს ზომას მივმართავ ..საკუტარი ხელით გადავუშვებ შავ ზღვაში.... ცურვა თუ იცის მარტო დასვეელდება ...და თუარა ...მშვიდობით საყვარელო ოჯახო .....:DDD რაც მე მაგ მომენტზე ვინერვიულე....

.....ლიზა..... მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ ........ მმმმმმმმმმმმმმმმმმმ ....მმმმმმმმმმმმმმმ .........მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ.......მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ.....მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ... იმედია გამიგე რისი თქმაც მინდოდა... სანამ თარაში არ შურიგდება ანდროს ... იქამდე არც მე ვწერ რამეს ლიზაზე....არა ლიზას აღიარება ერთი ორჯერ კი გადავიკითხე მომეწონა .... კიდევ კაი აღიარა ... იმედია ახლა დაადგებათ იმ ორ იდიოტს საშველი და შერიგდებიან ...... ხო იდიოტტები იმიტომ არიან რომ ...4 წლის განმავლობაში ..არწერთს არმოსვლიათ თავში აზრად დალაპარაკებმა .....თარაშმა ასე როგორ მომექცაო ...ანდრომ ასე როგორ მოვექეციოდა ..... ნწ ნწ...ანდროს ადგილას წარმოვიდგინე უცებ თავი და გამაჟრჟოლა ....ცრემლიც კი მომადგა .... დაკარგა ყველაფერი .....მხოლოდ მისი დუმილის გამოო.. ...შერეკილები ეგენი .... :D:D

...არა ამირანი კაი წინდახედული კაცი ყოფილა ....რასერჩი ..... კი დააშავა ..მაგრამ ყველას კეთილდღეობისთვის ......მათი უკეთესი მომავლისთვის ..... ეს კაი საარჩევნო დაპირებასავით გამომივიდა,,,:D:D.. არცერთი შვილიშვილის დაკარვა არუნდოდა....რაც სიმართლეა სიმართლეა ....... ამკაცის გამართლება მიჭირს .... მარამ ასე თითის დადებითაც ვერ ვადანაშაულებ.... რაც მოხდა ყველას ბრალის .... ანაა არითვლება ...

....გიო მართა .... დედა ...ეშველათ .... გამოეცხადა მართას მაშველის სახით ანა .....და დაადგათ საშველი ..... კაია ... გამიხარდა .... როგორ მიყვარს ეს ჭყვილი .... ყველა ხომ კაია ... ყველა ხომ გულში მტავს უკვე .... მაგრამ ესორი ... პერფექტო....ისტორიაა ისტორიაში კაია ,,,, ტყვიას ტყვიაში აჯენ მარიამ :დდდდ

....მოკლედ...... ამ თავმა მაგრძნობინა რომ ...დასასრულს ვუახლოვდებით....და ძალიან არმინდა....არა კიმინდა ყველა კარგად იყოს.... სერიგდნენ და ჰეფი ენდი იყოს .... მაგრამ ამ ჰეფიენდით დამრთავდება ისტორია .....და ეგ არმაწყობს ..... :Dდდ

... მოკლედ ველოდები ახალ თავს .... სულითა და ჩემი სათუთი გულითა .... მოკლედ წავედი ....ახლა .... დავამშვიდო ჩემი აფორიაქებული თავი ...... დავიმშვიდო აწეწილი ნერვები ...... და მერე მოვიფიქრებ რამეს ..... გელოდები ......წოველ წუთს , ყოველ გან, ყოველ წამს .... გუშინდელი დღიდან სიმღერებიდან ლექსებზე გადავედი ... მათზე დავიწყე ძალადობა ..:დდდდ

ვაიმეე მეთქი სად წავიდა ამდენ ხანს რას კითხულობს თქო და თურმე აქ ხარ და წერ
არა იმხელა კომენტარებს წერ ამა სკი სჭირდება ერთი საათი
ხო ვასრულებ
და თან ვერ.იმედია გამოვა

 


№18 სტუმარი ელენა გავაშელი

.... არა რაც მე ანდროს გამო ვიტირე ....და ცრემლი ვღვარე ..... იმდენი კალორია რომ დამეყარა....ახლა ვიქტორია სეკრეტის მოდელებივით ვიქნებოდი ... :დდდდ .... საუკეთესო ხარ მარიამ..... წერტილები ადიდებს თორემ დიდი არრაა :DDდ:D:D ...

 


№19  offline წევრი Kaxcha

მარტო მოწონება არ ხსნის იკ გრძნობას რაც ამ წამს ვიგრძენი.სითბო რაღაც გასაოცარი სითბო ჩამეღვარა გულში საუკეთესოა რაც კი წამიკითხავს ყოჩაღ❤❤

 


№20 სტუმარი სტუმარი ანი

დედააა.. კიდე კაი თარაში მთლად ასე დებილი არ გამოდგა...
როგორ მიხარია სიმართლე რომ გაიგოოოოოოო ღმერთო მგონი დავფრინავ სიხარულისგან :დ
აუუუ ხვალამდე რა მოითმეეენს :(
ჩემი ნანატრი მომენტი ახლოვდება მგონი და ბედნიერებისგან შეიძლება ავფეთქდე...
მიყვარს ანდრუნია... დაიმსახურა ბედნიერება <3

ანას გამოსვლა ყოველთვის ემოციურია ჩემთვის.. თარაშს რომ ელაპარაკება("ეჩხუბება) ხოლმე ძალიან მომწონს ტიპს იმენა ადებილებს :დ

ღმერთო, მალე დადე შემდეგი თავი რა <3

 


№21 სტუმარი სტუმარი Sofi

Andro miyvars :) saswaulad wer chasaprebuli velodebi shens istoriebs

 


№22  offline აქტიური მკითხველი uchveulo

იმედია ჩვენს ანდროს და თარაშს ვნახავთ მომდევნო თავშიი ძააან მაგარი იყოო სასწაულად კარგი წარმატებები

 


№23  offline წევრი Melusi

ამჯერად ნამდვილად გადაჭარბე ყველა მოლოდინს❤❤❤❤❤❤

აქამდე მეგონა რომ ანა ეტყოდა ამ ყველაფერს თარაშს ამიტომ ვღელავდი❤❤მაგრამ შენ ისე მარტივად დალაგებულად მოახერხე ეს ყველაფერი❤❤❤უბრალოდ გავგიჟდი რა❤❤❤


დღეს მთელი დღე არ მეცალა დედას დაბიდუბისთვის ტორტი გამოუცხვე და ისე ამაღელვა და გამახარა ამ თავმა ლამის ყველაფერი წყალში ჩამეყარა ????????❤❤❤

იმდენი რამის თქმა მინდა და აზრებს ვეღარ ვიკრებ ნამდვილად საუკეთესო ხარ მარიამო❤❤❤❤❤❤

ანა ანა ჩემი კუმირია ეს გოგო გიჟი გადარეული ამაყი უშიშარი თამამი აი არ ვიციი საუკეთესო ჩემი აზრით❤❤❤

თარაში ძალიან მიშლის ნერვებს როგორ შეეძლო ასეთი ბრმა და ყრუ ყოფილიყო ამ ყოველივეს შემდეგ იმედია გონივრულად მოიქცევა❤❤❤და მის ცხოვრებასაც შეირგებს და სხვასაც შეარგებს ცხოვრებას ????????????აზრზე მოვა და თავის გაფუჭებულს გამოასწორებს❤❤ამის იმეფი მაქვს


მეტი რა გითხრა არ ვიცი ნამდვილად უნაკლო და საუკეთესო ხარ❤❤❤

იმედია ახალს მალე დადებ

 


№24  offline წევრი ხოსე

არ ვიცი რა ვთქვა... და არც არაფრის თქმა მინდა... საოცრება ხარ უბრალოდ., ზედმეტი სიტყვების გარეშე....... და მეზედმეტება ყოველგვარი განხილვა გარჩევები. უნდა იკითხო და ისიამოვნო უბრლოდ :-***:-****:-****

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

Melusi
ამჯერად ნამდვილად გადაჭარბე ყველა მოლოდინს❤❤❤❤❤❤

აქამდე მეგონა რომ ანა ეტყოდა ამ ყველაფერს თარაშს ამიტომ ვღელავდი❤❤მაგრამ შენ ისე მარტივად დალაგებულად მოახერხე ეს ყველაფერი❤❤❤უბრალოდ გავგიჟდი რა❤❤❤


დღეს მთელი დღე არ მეცალა დედას დაბიდუბისთვის ტორტი გამოუცხვე და ისე ამაღელვა და გამახარა ამ თავმა ლამის ყველაფერი წყალში ჩამეყარა ????????❤❤❤

იმდენი რამის თქმა მინდა და აზრებს ვეღარ ვიკრებ ნამდვილად საუკეთესო ხარ მარიამო❤❤❤❤❤❤

ანა ანა ჩემი კუმირია ეს გოგო გიჟი გადარეული ამაყი უშიშარი თამამი აი არ ვიციი საუკეთესო ჩემი აზრით❤❤❤

თარაში ძალიან მიშლის ნერვებს როგორ შეეძლო ასეთი ბრმა და ყრუ ყოფილიყო ამ ყოველივეს შემდეგ იმედია გონივრულად მოიქცევა❤❤❤და მის ცხოვრებასაც შეირგებს და სხვასაც შეარგებს ცხოვრებას ????????????აზრზე მოვა და თავის გაფუჭებულს გამოასწორებს❤❤ამის იმეფი მაქვს


მეტი რა გითხრა არ ვიცი ნამდვილად უნაკლო და საუკეთესო ხარ❤❤❤

იმედია ახალს მალე დადებ


ძალიან გამახარე
მადლობა
რაც შეეხება გმირებს
ხო ლიზას უნდა გაეკეთებინა ეს
და არა ანას
ანამ ისედაც ბევრი რამ გააკეთა
და მგონი ლიზამაც აჩვენა რომ შეიცვალა
ნუ სხვანაირად ხედავს ყველაერ

uchveulo
იმედია ჩვენს ანდროს და თარაშს ვნახავთ მომდევნო თავშიი ძააან მაგარი იყოო სასწაულად კარგი წარმატებები

ხო ვნახავთ
მაგრამ არ ვიცი როგორ

სტუმარი Sofi
Andro miyvars :) saswaulad wer chasaprebuli velodebi shens istoriebs

heart_eyes heart_eyes
ანდრო ყველას გვიყვარს მგონი
smile

სტუმარი ანი
დედააა.. კიდე კაი თარაში მთლად ასე დებილი არ გამოდგა...
როგორ მიხარია სიმართლე რომ გაიგოოოოოოო ღმერთო მგონი დავფრინავ სიხარულისგან :დ
აუუუ ხვალამდე რა მოითმეეენს :(
ჩემი ნანატრი მომენტი ახლოვდება მგონი და ბედნიერებისგან შეიძლება ავფეთქდე...
მიყვარს ანდრუნია... დაიმსახურა ბედნიერება <3

ანას გამოსვლა ყოველთვის ემოციურია ჩემთვის.. თარაშს რომ ელაპარაკება("ეჩხუბება) ხოლმე ძალიან მომწონს ტიპს იმენა ადებილებს :დ

ღმერთო, მალე დადე შემდეგი თავი რა <3


მადლობა
ვეცდები მალე დავდო
heart_eyes heart_eyes

Kaxcha
მარტო მოწონება არ ხსნის იკ გრძნობას რაც ამ წამს ვიგრძენი.სითბო რაღაც გასაოცარი სითბო ჩამეღვარა გულში საუკეთესოა რაც კი წამიკითხავს ყოჩაღ❤❤

flushed flushed
უზომოდ მიხარია

ელენა გავაშელი
.... არა რაც მე ანდროს გამო ვიტირე ....და ცრემლი ვღვარე ..... იმდენი კალორია რომ დამეყარა....ახლა ვიქტორია სეკრეტის მოდელებივით ვიქნებოდი ... :დდდდ .... საუკეთესო ხარ მარიამ..... წერტილები ადიდებს თორემ დიდი არრაა :DDდ:D:D ...

laughing laughing
ამ ისტორიის წერის დროს რაც მე ვიტირე
იმდენი კალორია რომ მოვიკლო
ვიქტორია სეკრეტის მოდელი გავხდები

 


№26  offline მოდერი abezara98

სიტყვებიც კი აღარ მყოფნის, რა გითრაა? ❤ უთბილესი, უტკბილესი და გლუვტვინიანი თარაშის გამოსაფხიზლებელი თავი იყო ნამდვილად! ❤❤❤ საუკეთესო ხარ, ჩემო საყვარელო! ❤❤❤ ვგუჟდები მე შენზე! ❤❤❤

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
სიტყვებიც კი აღარ მყოფნის, რა გითრაა? ❤ უთბილესი, უტკბილესი და გლუვტვინიანი თარაშის გამოსაფხიზლებელი თავი იყო ნამდვილად! ❤❤❤ საუკეთესო ხარ, ჩემო საყვარელო! ❤❤❤ ვგუჟდები მე შენზე! ❤❤❤

ხოო
გამოფხიზლების თავი იყო
და არა მხოლოდ თარაშისთვის
heart_eyes heart_eyes

ხოსე
არ ვიცი რა ვთქვა... და არც არაფრის თქმა მინდა... საოცრება ხარ უბრალოდ., ზედმეტი სიტყვების გარეშე....... და მეზედმეტება ყოველგვარი განხილვა გარჩევები. უნდა იკითხო და ისიამოვნო უბრლოდ :-***:-****:-****

რა კარგია რომ გამოჩნდი
სულ ვფიქრობ ხოლმე
სად არისთქო
მეშინია რო არ მოგეწონება
heart_eyes
და ახლა ძალიან მიხარია რო ეს თავიც მოგეწონა

 


№28  offline წევრი Maia G.

როგორც ყოველთვის, მშვენიერია ❤❤❤❤❤ყველაფერი ლაგდება და მშვიდდება ❤❤❤❤

 


№29  offline მოდერი sameone crazy girl

მაია❤
როგორც ყოველთვის, მშვენიერია ❤❤❤❤❤ყველაფერი ლაგდება და მშვიდდება ❤❤❤❤

heart_eyes heart_eyes
მადლობა

 


№30  offline წევრი ხოსე

sameone crazy girl
abezara98
სიტყვებიც კი აღარ მყოფნის, რა გითრაა? ❤ უთბილესი, უტკბილესი და გლუვტვინიანი თარაშის გამოსაფხიზლებელი თავი იყო ნამდვილად! ❤❤❤ საუკეთესო ხარ, ჩემო საყვარელო! ❤❤❤ ვგუჟდები მე შენზე! ❤❤❤

ხოო
გამოფხიზლების თავი იყო
და არა მხოლოდ თარაშისთვის
heart_eyes heart_eyes

ხოსე
არ ვიცი რა ვთქვა... და არც არაფრის თქმა მინდა... საოცრება ხარ უბრალოდ., ზედმეტი სიტყვების გარეშე....... და მეზედმეტება ყოველგვარი განხილვა გარჩევები. უნდა იკითხო და ისიამოვნო უბრლოდ :-***:-****:-****

რა კარგია რომ გამოჩნდი
სულ ვფიქრობ ხოლმე
სად არისთქო
მეშინია რო არ მოგეწონება
heart_eyes
და ახლა ძალიან მიხარია რო ეს თავიც მოგეწონა

უბრალოდ ეს დღეები მოცლილი ვეღარ ვარ წინებივით :-D როგორ შეიძლება ვინმეს ეს არ მოსწონდეს საოცრება გოგო ხარ :-* და იმდენი საოცრება ხდება მართლა უბრალოდ უნდა წაიკიYხო და გაბედნიერდე ზედმეტი ლაპარაკის აგრეშე :-D ხო და კიდე რა დიდი კრიტიკოსი ხა ავტორიტეტი მე ვარ რამე დაგიწუნო და შენ იმას ფიქრობდე მომეწონება თუ არა :-D შენ უბრალოდ სასწაული პოზიტივი ხარ და არ მოწონება შენთან კონტექსტში არ ჯდება :-* :-* ემოციებია იმდენი და ისეთი რაღაცეები რომ რომელი ერთი უნდა გამოყო უბრალოდ, მე რო ვერასდროს ვიზამდი ისეთ რაღაცეებს წერ და მეც უკვე ჩუმად ვკითხულობ შედარებით :-D :-D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent