შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხუთი დღე სიკვდილამდე და შემდეგ


11-04-2019, 16:35
ავტორი ana cheishvili
ნანახია 872

თავი 2
და აი გათენდა 5 დღის პირველი დღე,ეს ჯოჯოხეთს უფრო გავდა ვიდრე დღეს,ან იქნებ სწორედაც რომ ჯოჯოხეთია ჩვენი დღეები.იქნებ ღმერთმა დამასაჩუქრა და უნდა გავნთავისუფლდე და დამატოვებინოს საღორე,რომელსაც დედამიწა ჰქვია.ამ წერილის კითხვისას გაიფიქრებთ პათოლოგი პატიმრის უაზრო სიტყვები.დიხ!სწორედაც რომ უაზროა,რადგან ყველაფერი უაზრო ჩემთვის რაღაც აზრის მატარებელია...და გამიყვანეს,ბორკილებით გამიყვანეს.რა საოცარია დაბორკლი სხეულზე და ხელებზე ისევ ბორკილებს გადებენ.ამათი დედაც მგონი არც კი იციან რატომ მადებენ ბორკილებს,ისეთი თვალებით მიყურებს ეს .თვალი თვალში გავუყარე და გავუღიმე.კბილის დაკრეჭვაც ვერ მოვასწარი,რომ მუჭი მომხვდა,გონება დავკარგე.მაგრამ ჯერ ხომ "იმ ოთახში" არ შევუყვანივარ? თუ უკვე დაიწყო?ეს იყო ბოლო კითხვა რაც ჩემს თავს დავუსვი მანამ სანამ გონებას დავკარგავდი.ზუსტად მახსოვს სიზმარი ვნახე:თეთრი ხალათი მეცვა,გზის ბოლოს წერტილს ვხედავდი,მარჯვნივ კი ხელებს,რომლებსაც სისხლი სდიოდათ,ტკივილისაგან კანკალებდენ.ყველაფერი თეთრი იყო მხოლოდ ხელები იყვნენ სისხლისფრად შეღებილნი და გამომეღვიძა,უკვე ოთახში ვიყავი.
–შენი სასჯელი დღეს კიდევ უფრო დამძიმდა!
–რატომ?
–ზედმეტ კითხვებს ნუ სვამ!
–რატომ?
–იცოდე ენას ამოგგლეჯ!
–რატომ? მეორე მხარეს გამილაწუნეს.შემდეგ კი შევნიშნე ბოთლები,რომლებიც ცხელი წყლისგან დაპატარავებულიყვნენ.მივხვდი რომ ჩემთვის იყო გამზადებული.
–ახლა სისხლს ჩამოგბანთ,დიდი ხანია შხაპი არ მიგიღია... მახსოვს როგორ წამოვხტი სკამიდან რომელზეც დაბმული ვიყავი,როგორ ავფფართხალდი დაჭრილი ნადირივით,რომელიც სიცოხლის ბოლო წუთამდე იბრძვის,როგორ ასდიოდა ორთქლი შიმშილისაგან დასუსტებულ ჩემს სხეულს."მტკივა"დავიყვირე და ყელი ამეწვა.ხელები შემიხსნეს და ახალი დავალება მომცეს,ოთახში 19 წლის ახალგაზრდა შემოვიდა,რომელმაც აშკარად არ იცოდა რაში იყო საქმე და რატომ იყო ამ ოთახში რადგან ის დარწმუნებული იყო რომ არაფერი დაუშავებია.ჰო! აქ თითქმის არავის არაფერი დაუშავებია.მაგიდაზე იარაღი დავინახე და მივხვდი რაშიც იყო საქმე.ის გააშიშვლეს და ჩემს წინ ოდნავ მოშორებით დააყენეს.ყვიროდა განწირული ხმით ყვიროდა,მაგრამ როდესაც იარაღი დაინახა გაჩერდა,მაშინ როდესაც იარაღი დავინახეთ ორივე ვდუმდით,მომავალი მსხვერპლი და მომავალი დამნაშავე,ჰო ორივე ვდუმდით და ორივენი უხმოდ და ჩუმად ვტიროდით.
–ესროლე!
–კი მაგრამ რატომ?
–შემოიტანეთ მდუღარე წყალი!
–კარგი,ჰო კარგი ვესვრი,იარაღი მომაწოდეთ.
–იცოდე რამე სისულელეს თუ ჩაიდენ...
–იარაღი მომაწოდეთ,ბოლო ხმაზე ვიყვირე ისე რომ საკუთარმა ხმამ შემაშინა.
–გთხოვ არ მომკლა,სისხლში ხელი არ გაისვარო,ჯერ მხოლოდ 19 ის ვარ,თან ის, ის მე მელოდება,მარია მე მელოდება ჯერ არდაბადებულ ბავშვს უმამოდ ნუ დატოვებ.აკანკალებულმა მითხრა. მე ვიცოდი,ვიცოდი რომ მას სიცოცხლე ისე სურდა,როგორც არავის.ის მხოლოდ 19 ის იყო და გრძნობდა.ყველაფერს გრძნობდა და ტკიოდა.
–ვიცი,ვიცი რომ შენ მათნაირი არ ხარ
–ვარ,მე მათზე უარესი ვარ...და ტყვია გავისროლე,მთებს შეძრავდა ისეთი ხმა იყო.ტყვიის არა–ბიჭის,დამიღრიალა ღმერთმა დაგწყევლოსო,მაგრამ ამაზე მეტი წყევლა რა გინდა– მე მკვლელი გავხდი.შემეძლო ტყვია საკუთარი თავისთვის მესროლა და ჩამეძაღლებინა თავი მაგრამ არა მე 4 ჯოჯოხეთი ავირჩიე.ვესროლე ჯერ არდაბადებული ადამიანის მამას და რას ეტყოდნენ მარიას? აკანკალებულმა დავაგდე იარაღი და დავმარცხდი.პირველად ვიგრძენი რომ დავმარცხდი.
–ახლა ხომ იცი რატომ ზიხარ აქ?
–რატომ?
–მკვლელი ხარ!
მე კი შემეძლო არ მომეკლა,მაგრამ ეგოისტია ადამიანი,ადამიანის ბუნებაა ასეთი.ნუ გამკიცხავთ გთხოვთ ნუ გგამკიცხავთ,ისედაც მხრები მიმძიმს,ცოდვებს ვეღარ იტევენ.
საღამოს როდესაც დასაძინებლად დავწექი სული მიმძიმდა იმ ბიჭზე ვფიქრობდი,რომელიც რამდენიმე საათის უკან მოკვალი,თავი მძულდა.მაისური მთელი ძალით შემოვიხიე და დავიბღავლე "ღმერთო ჩემო"...ვერაფერს ვაკეთებდი,ხელ–ფეხი შეკრული მქონდა,ვტიროდი და მისი სახე არ მშორდებოდა,ყოველ ფეხის ნაბიჯზე დამსდევდა. მეძინა იმ შემთხვევაში თუ ამას ძილი ერქვა.კოშმარები და ათასი საზიზღრობები.შუაღამით ისევ ბადრაგმა გამაღვიძა და "4 დღეო" მითხრა.არანორმალური,გავიფიქრე და წყალი დავლიე,რომელიც პატარა ჭიქაში ესხა და რომელიც მთელი დღე უნდა მეკმარა.ნეტავ რას აკეთებს ახლა მარია? ნეტავ გაიგო რაც მოხდა?და გათენდა.კარებზე ხმა იყო თითქმის გულამდე ჩამწვდა.უფრო მეტად დაბორკილ ხელებზე ბორკილები უფრო მეტად მომიჭირეს,ახლა არ გამცინებია.მივყავდი,წამების ოთახში მივყავდი,როდესაც ჯოჯოხეთში აღმოვჩნდებოდი ეშმაკს ვეტყოდი: არც შენი და არც აქაურობის აღარ მეშინია მე უკვე დედამიწაზეც გიხილეთ მეთქი.ოთახში შევედი(შემაგდეს),გოგონა დავინახე სადღაც 8 წლის იქნებოდა.ქერა და ცისფერთვალება,პატარა თეთრი ხელებითა და უცოდველი თვალებით მიყურებდა.არცერთმა არ ვიცოდით რა გვინდოდა ერთმანეთისგან.
–მისმინე მოკვდავო!ირონიით მითხრა,შეხვალ და გოგონას ეტყვი,რომ მამამისი ამ ციხეში გარდაიცვალა,შენ კი მისი ახლო მეგობარი იყავი,აიღე ეს მაისური და გაუწოდე.წარბშეკრულმა სისხლისფერი თვალებით ამომხედა,შავი წარბები ჰქონდა,წელში გატეხილი ცხვირი და წვრილი ტუჩები,გაყინული გული და ცივი სხეული.
–ამას არ გავაკეთებ!
–გააკეთებ! და მეც დავემორჩილე. იჯდა გოგონა სათამაშოთი ხელში,გვერდით ქალბატონი ალბათ დედა და ცოლი იმ ცოცხალი კაცისა,რომელიც მე კვდრად უნდა გგამომეცხადებინა,კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა დამენგრია ჩემი უბადრუკი სიცოცხლის გამო?
–გამარჯობა.მივესალმე ქალბატონებს.შეშინებული,უძინარი თვალებით მიყურებდნენ
–მე...მე მინდა გითხრათ,რომ...
–არა,ოღონდ ეს არა–ვხედავდი როგორ გამოდიოდა ქალი მდგომარეობიდან,ფრჩხილებით სახეს იკაწრავდა.გოგონა კი დედის განწირულ,ხმაჩახლეჩილ კივილზე ატირდა.მე კი უსინდისოდ სისხლიანი მაისური გავუწოდე და ცოცხალი ადამიანი კიდევ ერთხელ მოვკალი.
–ვწუხვარ,ვიზიარებ და გული ამერია,ბადრაგმა წყალი შემასხა,ჩემს თავზე ამერია გული.19 წლის ბიჭი,შვილი,ცოლი,ქმარი,დედა,მამა ყველანი მოვკალი,იმის გამო რომ მე მეცოცხლა.
კედლებს ბზარავდა ქალის კივილი,მზისფერი თმები ნაზად ირხეოდა,შავი კაბა და ცისფერი თვალები ულამაზესი იყო.დერეფნის ბოლომდე ისმონდა მისი ტირილი და 4 სიტყვა"ეს არ უნდა მომხდარიყო".
იმ დღეს გარეთ გაგვიყვანეს.საინტერესოა არასდროს მიფიქრია გაქცევაზე.ადამიანი არასდროს უნდა გაიქცეს ამ შემთხვევაში არავინ დაგედევნება უკან,ნელა იმოქმედე ფრთხილად და თავდაჯერებულად.ციხის სუნი აღარ შემეძლო,მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე მომვკვდარიყავი.თურმე რა ძლიერი ვყოფილვარ.გარეთ სხვა პატიმრებს ვაკვირდებოდი,არავინ იყო ისეთ მდგომარეობაში როგორშიც მე,მაგრამ რა იცი?იქნებ ვიღაცას ჩემზე მეტად უმძიმს.მაგრამ არა მე მხოლოს იმიტომ მიჭირს,რომ მე სხვას ვატკინე.რამდენი მომავალი,ოცნებები და მიზნები დავანგრიე.2 დღეში რამდენი ადამიანი მოვკალი,რამდენს დავაყარე შავი მიწა,როდის მოვა ის დრო,დრო როცა მეც იგივეს განვიცდი.როცა მეც გადამადარებენ თეთრ ზეწარს, მაგრამ განსხვავება ის იქნება,რომ ჩემს საფლავთან არავინ დაღვრის ცრემლს,არავინ მოიტანს ყვავილებს,არავინ მოვა პატიმრის საფლავზე.ჩემს საფლავზე ბევრი ბალახი ამოვა ან იქნებ ხე?შემდეგ სრულიად დაიფარება.არც არავის ეცოდინება,რომ აქ სასტიკი და დაუნდობელი,ტირანი პატიმრის საფლავია...
ძალიან გაიჭიმა ეს დღე?დღე? სულ დამავიწყდა–ჯოჯოხეტში დღეები არ არსებობს.დრო ძალიან ნელა მიდიოდა. "3 დღე"მითხრა და ერთი ჭიქა წყალი შემომიტანა,უსიტყვოდ შევხვდი.
–გაიხსენე შენ მკვლელი ხარ!
–მახსოვს,მე მკვლელი ვარ.
ჩემი ფსიქიკა შეირყა.ფსიქიკა?თუმცა მე ის აღარ მქონდა,წამართვეს.უკონტოროლო და გააფთრებულ ცხოველს დავემსგავსე. გათენდა.ნეტავ დღეს რა უნდა გავაკეთო.
–დღეს არაფერს გააკეთებ ისეთს.მითხრა ჩასაფრებულმა ბადრაგმა.შენს დარჩენილ ძვირფას დღეებს სიბნელეში,შიმშილში და მარტოობაში გაატარებ.
კარცერში გამომკეტეს,სადაც უკუნითი სიბნელე იყო.ვერ ვარჩევდი დღე იყო თუ ღამე,რომ არაფერი ვთქვათ დროზე.სული მტკიოდა,სხეული მეწვოდა სუნთქვა კი ძალიან მიჭირდა.მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდებოდა"რატომ?"...და მხოლოდ იმ დღეს გავიხსენე ჩემი ისტორია:
კარებზე კაკუნია.
–ძვირფასო გააღებ თუ გავაღო?მე აბაზანიდან ახლახან გამოვედი.
–კარგი საყვარელო მე გავაღებ. ფორმიანები დავინახე,თვალები გამიფართოვდა,ჩემი სახელი გამიმეორეს:"ჰარი ბეიკერი ხართ?"
–დიახ რამე პრობლემაა?
–დაპატიმრებული ხართ
–კი მაგრამ რატომ?
იარაღი დამიმიზნეს.პოლი საძინებლიდან ხალათითა და პირსახოცით გამოვიდა,წყლის წვეთები ჯერ არ შეშრობოდა კანზე. დაიკივლა და ესტოლეს.ტყვია მკერდში მოხვდა,თეთრმა ხალათმა ფერი იცვალა–სისხლისფრად შეიღება.
–პოლი! არ დამტოვო ძვირფასო,აუცილებლად დავბრუნდები,გულს ნუ მტკენ გაუძელი ძვირფასო.გავიქეცი და მასთან მივვარდი,სუნთქავდა,შავი თვალები ნელნელა ეხუჭებოდა,ხელი რომელიც აქამდე ძალიან მიჭერდა ახლა ძალა ეკარგებოდა.ჩემი ძლიერი ქალი ყველაზე უსუსური იყო,მისთვის ყველაზე მამაცი კაცი კი უსუსური.
წამომიყვანეს მას შემდეგ ჩემი ერთადერთი ადამიანი არასდროს მინახავს,აღარასდროს მიგვრძნია მისი სურნელი...



№1  offline მოდერი guroo

ძალიან მძიმე იყო!!! მაგრამ ისეთი, რომ ემოციებს და საშინელ განცდებს მძაფრად გიღვიძებს.
მომწონს.
კარგია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent