ხუთი დღე სიკვდილამდე და შემდეგ
თავი1 რა არის სიკვდილი?ან სიცოცხლე?. ეს კითხვა საკუთარ თავს მაშინ დავუსვი,როცა ოთც კედელს შუა ვიყავი გამომწყვდეული.თუმცა მე მთელი ცხოვრება ოთხ კედელში გამოკეტილმა გავატარე,ცივ და სუსხიან კედლებში.მე დავივიწყე სიტყვა"თავისუფლება".და რა არის მაინც ციხე და გისოსები?სასჯელი თუ თავისუფლება.ეს არის ადგილი სადაც ადამიანი იგებს ყველაფერის ფასს.ავიწყდება ცა,მზე,წვიმა,მიწა რომ არაფერი ვთქვათ ადამიანებზე,სასტიკებზე და დაუნდობლებზე.იქნებ ბედნიერებაა მათგან განთავისუფლება და აქ ყოფნა.ადამიანები,რომლებსაც დაბადებისთანავე ცოდვების სუნი ასდით,მათი ყალბი სიტყვები და მზერა,მაშინ როდესაც სიტყვა მიყვარხარ–მძულხარს ხოლო მძულხარ მიყვარხარს ნიშნავს,რთულია ჩასწვდე მათ სიმართლეს.ნდობა დავკარგე და საერთოდ რა არის ნდობა?,მარტივი სიტყვაა არა?ხუთი ასოსგან შემდგარი,მარტივად წარმოსათქმელი,რომლის მოპოვება ძალიან რთულია.ოდესმე მოგიპოვებიათ ვინმეს ნდობა?მე არა,რომ მომეპოვებინა ახლა აქ არ ვიჯდებოდი.აქ კი უამრავი ისტორია,უამრავი ტკივილი და უსამართლობა,ცრემლი,დანა,მუჭი,ფორმა და ფორმიანები.ჰო ეს ციხეა!ადგილი სადაც,ძალიან ცოტას შეუძლია მოიპოვოს თავისუფლება.და რა არის თავისუფლება?თავის უფალი ხარ? თუ ეს ის მომენტია,როცა არანაირი კანონი შენთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.დაბრკოლებაა კანონი,გიკრძალავს იმას რაც გინდა. ყველა ადამიანს შეუძლია იყოს თავისუფალი,სადაც არ უნდა იყოს,რა სიტუაციაშიც.და რა უნდა გაააკეთო თუ შენს სიკვდილამდე ხუთი დღე დარჩა?აკეთო სიკეთე?თუ აზრი არ აქვს ხუთი დღის ღვაწლს,თუ მანამდე არაფერი გიკეთებია,თუ გულწრფელად ვილოცო,რომ არ მომკლან?მაგრამ თუ იცი რომ მაინც მოგკლავენ?ჰო! მაინც მოგკლავენ,უსიტყვოდ,წარბშეკრულები,სხვისი ტკივილით გაბედნიერებულნი მოგკლავენ.მიზეზი? სიმართლე!.ნეტავ როგორ გაივლის ხუთი დღე სიკვდილის მოლოდინში. როცა გათენდა ბადრაგი შემოვიდა და თქვა: –ხუთი დღე. სწორედ მაშინ დავიწყე ყველაფერზე ფიქრი.ნუთუ სულ მცირე წამები არ სჭირდება იმას,რომ ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმო?ხუთი დღე ზედმეტად მომეჩვენა,არ ვარ ღირსი ხუთი დღე მოვკვდე ან პირიქით.ხუთი დღე შორიდან ვუყურებდი როგორ ვკვდებოდი.მოგკლავენ და ფეხებზე დაიკიდებენ იმას,რომ მოგკლეს,ფული? ფული ჯიბეშია,შენ?შენ კი მიწაში ხარ.მარტივია არა?ხელებს გადაიბანებ,იარაღს გვერდზე გადადებენ და მორჩა.შენ დუმხარ,არც გაქვს უფლება თქვა რამე.ცრემლებს ყლაპავ,კისერში გაჩხერილ ბურთს ებრძვი,რომ არ დაგახრჩოს,მთელი სხეული გეწვის,გტკივა,ხან გცხელა ხან კი გყინავს.სული გეწვის გესმის?ისე რომ გეშინია ტყვიის გასროლამდე არ დაიფერფლო.შენი გულისცემის ხმა ისმის უაზროდ,ხან რას მიასკდება ხან კი რას.საბოლოოდ კი ცრემლებს ვერ იკავებ,ფიქრობ იმაზე რაზეც სიცოცხლის დროს არ ფიქრობდი.თუ გგონიათ,რომ ამ დროს ცოცხალი ხარ არა,როდესაც ამ ოთახის კარებს გიღებენ ჩათვალე მკვდარი ხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.