მატარებელი (სრულად)
თავი 1 -დროზე ჩამოდი გოგო წავიდა მატარებელიი.-ჩამყვირის თეკლა ტელეფონში და მეც იძულებული ვარ დავაჩქარო პატარა ჩემოდანში ბარგის ჩაყრა. -გოგო რას პანიკიორობ? ჯერ შვიდის 10 წუთია, 20 წუთი გვინდა მატარებლის სადგურამდე.-ჩავყვირე არანაკლებ ხმაზე და როგორც იქნა მოვრჩი ბარგიის ჩალაგებას. ტელეფენო, ნაუშნიკები, უკაბელო და კაბელიანი დამტენები, კევი, წყლის ბოთლი და მარილიანი ჩხირები ჩანთაში ჩავყარე და კარები ნელა მოვიხურე რომ ჩემებს არ გაღვიძებოდათ. კიბეზე ელვის სისწრაფით ჩავირბინე და პირდაპირ ნინის ძმის მანქანაში ჩავხტი.-დილამსვიდობისა დებო და არაბიოლოგიურო ძმაო.-ლოყაზე ვაკოცე სანდროს და მანაც სიცილით და თავის ქნევით დაძრა მანქანა. სადგურზე მისულს ის შემცივდა რომ მაშინვე თეკლას მივეწეპე სხეულზე. თბილისიდან მომავალ მატარებელს რომ შევხედე გული სიხარულით ამიფანცქალდა. -მაინც ვერვიგებ ამ მარტში რა ბორჯომი აგიტყდათ? გორში ნაკლებად გცივათ?-დაიჯუჯღუნა სანდრომ და ხელი მაგრად მომხვია.-ერთ კვირაში გელოდებით, არ გადააცილოთ, უნივერსიტეტი იწყება. ჭკვიანად მოიქეცით ყველგან თვალები მაქვს იცოდეთ! -ვუიმე რასაყვარელი ხარ ბიჭო, გენაცვალე შენ.-ლოყები სიცილით გავუწელე ჩემზე ერთი წლით დიდს და ნაჩქმეტ ადგილებზე ვაკოცე. მატარებელში ავედით და კისკისით წავედით, მაგიდებიანი ადგილისკენ. ჩვენი კისკისით აშკარად მივიპყარით ხალხის ყურადღება და არც ჩვენს წინ მსხდომი 4 ბიჭი ყოფილა გამონაკლისი. ორი ჯიუტად არ ატრიალებდა თავს ჩვენსკენ, ისხდნენ და ერთმანეთს უყურებდნენ. -აუ რავაკეთოთ ახლა საათნახევარი?-აბუზღუნდა ნინი. -გეძინება ჩემო სიცოცხლე?-სიცილით დავკარი ცხვირზე თითი. -მოგამტვრევ მაგ თითს ძირში.-შემომიღრინა და თავი მაგიდაზე ჩამოდო. -შენც იძინებ?-თეკლას გავხედე უკვე რო სიზმრებში იყო წასული და თვალები ავატრიალა. ჩანთიდან წიგნი ამოვიღე და ფანჯარას თავი მივადე. „ნატურის ტუსაღს“ ვკითხულობდი, უკვე ბოლო თავები მრჩებოდა წასაკითხი და ცა და დედამიწა რომ ჩამომქცეოდა მე იქედან თავის ამომყოფი აღარ ვიყავი ცრემლიანი თვალებით წავიკითხე ეპილოგის ბოლო სიტყვები და გაოცებული გოგოებისკენ გავიხედე.-რაა?-ამოვისლუკუნე. -რა ჯანდაბაზე ტირიხარ?-აკისკისდა ნინი. -ჩემი დამიანე მოკვდა.-ამოვთქვი და მათ შეშინებულ სახეებს შევხედე.-კარგად ვარ, ფსიქიკურათაც და ნუ მიყურებთ უცხოპლანეტელივით და სარკოფაგის ჭიასავით.-თვალები ავატრიალე და წიგნი ჩანთაში ჩავაბრუნე.-არ ჩავედით? -რადროს ჩასვლაა გოგო, 15 წუთში წაიკითხე ეგ სულ.-გაკვირვებულმა შემომხედა თეკლამ. -უფს. -შენმა კურსელმა მომწერა ნინჩ.-ამოვიკისკისე. -რომელმა? -აბა გამოიცანი?-წარბები ავუთამაშე. -ბექუშამ გოგო?-სიცილი წასკდა თეკლას.-ვსიო ნინჩ დაგერხა, 1 სურვილი სალისთან? ტეხავს!-ამოიკისკისა.-ამ 22 წლის ქალმა, ჩვენი 20 წლიანი მეგობრობის შემდეგაც ვერ დაამურამე რო ამასთან არასდროს დადო სანაძლეო კვახო? -აუ გაგიხმეთ ორივეს თავები რა.-ამოიგმინა.-რა ჯანდაბა გინდა მითხრი, ოღონდ არ ვეხებით თმას, მაკიაჟს, თვალებს და ტანსაცმელს და არც საშინელი საჭმლის შეჭმას და ჰოიცი თხილზე ალერგია მაქვს.-გამაფრთხილა სიცილით და მოუთმენლად მომაჩერდა. -მასეთ კეთილს მიცნობ მსგავსები რომ მომეთხოვა?-წარბი ავუწიე ჰაერში და ბიჭების მაგიდიდან სიცილს ამოყოლილი გინების ხმებიც გავიგეთ. თეკლას გავხედე და წარბები ავათამაშე. მანაც თვალი ჩამიკრა და ორივემ შეშინებულ ნინის გადავხედეთ. -მოკლედ ჩემო ძვირფასო დაო, სულის ნაწილო ახლა შენ აწევ მაგ შენს ლამაზ და მკვრივ უკა*ალს და მიხვალ იმ ბიჭებთან და რომელიმეს ეტყვი რო მაგრად გევასება და სიტყვის უთქმელად მოხვალ და დაჯდები ისევ.-ვუთხარი და გაოცებულს ყბა დავახურინე.-აბა შენიცი სვანო!-თერმოსი ამოვიღე და ჩემი გაკეთებული უალკოჰოლო მოჰიტო მოვსვი. -სალომე შერვაშიძე ამისთვის გადაგიხდი.-ლიმნის წვენი ხელიდან გამომგლიჯა, მოსვა, დაიჭყანა და ბიჭებისკენ დაიძრა. მე და თეკლა ვიხეოდით სიცილით ნინის სახიდან კი წითელი ფერი არ გადასდიოდა. ზურგით მჯდომ ტიპთან დადგა ხელი ჩამოართვა, რას ეუბნებოდა ვერ ვიგებდით მაგრამ ბიჭმა რომ ხელზე აკოცა ნინის ეს კი დავინახე. თეკლას გადავხედე და გაკვირვებისგან წარბები ავწკიპე ზემოთ. ჩვენკენ წამოვიდა და აქამდე ზურგით მსხდომმა ტიპებმაც გამოგვხედეს. „ნინის ტიპს“ კმაყოფილი ღიმილი ჰქონდა აკრული სახეზე და სათვალეებს არ იშორებდა თვალიდან. მეორეს გავხედე და სრული შოკი მივიღე. გადაპარსული თავი, სისხლისფერი ტუჩები, წამოზრდილი წვერი სწორი მამაკაცური ცხვირი და ცხვირზე დასკუპებული ლენონები. ეს ბიჭები ციდან ჩამოფრენილი ადამის ძეები თუ არიან დაე მე ვიყო ევა და ვაცდუნებ. ამის გაფიქრებისას გადავიფხუკუნე და ლიმნის წვენი ისევ მოვსვი. 22 წლის განმავლობაში არასდროს მივუზიდივარ ბიჭს ისე როგორც მან და მისმა ირონიულმა სიცილმა მიმიზიდა. წარბთან შრამი იმდენად უხდებოდა ლამის გული შემიღონდა. ცხვირწინ ხელი ამიფრიალა თეკლამ და მეც კმაყოფილად მომღიმარ ნმინის შევხედე რომელიც თვალებ გაბრწყინებული გვიყურებდა. -რაო გევასა იდუმალი ბიჭი?-წარბები ავუთამაშე. -მათე ქალდანია ეგ იდუმალი ბიჭი.-გაიცინა. -სვანი სვანთან მშვენიერია. ქალდანი და ფილფანი. ხელები ამიწევია ძმაო.-ხელები აწია თეკლამ და ნინის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. -ბედიც ამას ქვია რაა.-გადავიკისკისე.-ჩემი დამსახურება მაინც არიყოს რაა.-ცხვირი ავიბზუე და თეკლას სიცილით გავხედე. -გიჟად ჰოარხარ ეგრევე ეტყობათ როგორი ტიპებიც არიან.-თვალები დამიჭყიტა ნინიამ. -როგორი? -გოგოებს რომ იცვლიან. აბა შეხედე რამაგარი ტიპები არიან იმენა ნაკლს ვერ უპოვნი.-ტუჩები გაილოკა თეკლამ. -შენც ეხლა წიგნის ჭიები არ გევასებოდეს რაა. ცხვირზე უზარმაზარი სათვალით და ბრეკეტებით.-ხელი ჩავიქნიე და ფანჯარაში გავიხედე. -შემოთავაზება მაქვს.-წამოიწყო თეკლამ. -გისმენთ.-ვთქვით ერთდროულად. -პირველი ვინც გავთხოვდებით ჩვენ სამიდან, რამე ვუჩალიჩოთ ქორწილში, რაც არასდროს დაავიწყდება. -თანახმანი ვართ.-გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე. მატარებელი გაჩერდა, ჩემი ჩანთა მხარზე გადავიკიდე, დუტიშევიკარი და გასასვლელისკენ დავიძარი. უკვე კართან ვიყავი, ვიღაცამ რომ ხელი ჩამავლო მკლავში და წამოყვირებაც ვერ მოვასწარი, მისკენ მიმაბრუნა და ტუჩებზე ვიგრძენი რაღაც ტკბილი მაგრამ მაინც უხეში. კანზე წვერი ცუდათ მედებოდა. მატარებელი დაცლილი იყო, გოგოები ქვემოთ იდგნენ, იმ აპოლონებთან ერთად და ლაპარაკობდნენ. გაოგნებული მოვშორდი მის ტუჩებს, ის იყო! ის ლენონებიანი ტიპი იყო, ისევ ისე მიღიმოდა და ვერც კი გააცნობიერა რომ პირველი კოცნა ასე დამპლურად წმართვა. არც წიოკი დამიწყია და არც სკანდალები ქაჯურად. დარტყმაზზე საუბარი ზედმეტია! სწრაფად ჩავირბინე მატარებლიდან ბარგს ხელი დავტაცე და ტაქსებისკენ დავიძარი. გოგოებს შევხედე, უკან ქოშინით მომდევდნენ ჩემზე არანაკლებ გაოგნებულები. ტაქსში ჩავსხედით და ნათლიაჩემის სასტუმროში, ქრაუნ პლაზაში წავედით. იქ მისულს ნათლიაჩემი რომ დამხვდა ლამის გული გადამიქანდა, სიხარულისგან. ზედ შევაფრინდი და კარგახანს ვეხუტებოდი ჩემს მანოს. -ჩემო მსუნაგოო.-სიცილით ჩამიკრა გულში. -ნათლი მომენატრეეე.-ლოყაზე ვაკოცე.-აბა დატრიალდი.-ხელით დავატრიალე.-არიცვლები მანოჩკა რაა, სიბერე არგეკარება.-ენა გმოვუყავი და ისევ ჩავეხუტე. გოგოებმა რომ დაინახეს ისინიც ჩაეხუტნენ და მერე ჩვენი ოთახები გვაჩვენა. დავლაგდით და მზემ რომ გამოიჭყიტა გარეთ გასვლა გადავწყვიტე. სასტუმროს პერსონალს ვთხოვე ყავა ამოეტანათ და აივანზე გავედი საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა. ყავა მალევე ამომიტანეს, თბილი ჟაკეტი მოვიცვი და აივანზე სავარძელში ჩავესვენე. გვერდით ოთახიდან ბიჭების ხმა გამოდიოდა, ერთი ყვიროდა თქვენს ოტახებში გაა*ვით მეძინებაო. გამეცინა და ისევ იმ ბიჭზე ჩავფიქრდი. როგორ მომპარა ამ 22 წლის გოგოს ეს პირველი კოცნა ა? თქვენთვის ჩემს შესახებ არმომიყოლია ხო? კარგი ახლა დავიწყებ! მოკლედ მე გახლავართ სალომე შერვაშიძე, ზურიკოს და მაიკოს უმცროსი ქალიშვიილი. 3 წლით დიდი დაიკო მყავს, უუუჯიგრესი სიძე და უსაყვარლესი და უპუტკუნესი დიშვილი მარიამი. ჩემი და, ლილი თბილი და ტკბილი ადამიანია მაგრამ ასევე შერეკილი, ისევე როგორც მისი ქმარუკა მიშო. სულ იმაზე მეღადავებიან რომ არავის ვიკარებ ახლოს...ან ვიკარებდი. ჩემი დაქალები თეკლა და ნინი ჩემი ტოლები აარიან, ოჯახებით ვმეგობრობთ და ფაქტია მთელი გააზრებული თუ გაუაზრებელი ცხოვრება ერთად ვართ. განუყრელი ტრიო და სიამის ტყუპები. უნივერსიტეტზე ჩვენი აზრები სამად გაიყო, მე დიზაინერი გავხდი, თეკლა ფსიქოლოგი, ნინია კი იურისტი. გარეგნობა? ჰოო გარეგნობაზე რაგითხრათ აბა? რო გითხრათ ტანწერწეტა ვართქო მოგატყუებთ, ნორმალური სიმაღლის ტანი მაქვს, მაღალი ვარ შავგვრემანი, თაფლისფერი თვალებით და ყავისფერი გრძელი თმით, სწორი, აპრეხილი ცხვირით და საშუალო ზომის ატმისფერი ტუჩებით. -რაზე ჩაფიქრდი ლამასო?-გვერძე აივნიდან მომესმა ხმა და მეც ავტომატურად გავიხედე მისკენ. ღმერთო დამცინი?! კოცნის ქურდი იმედია პირველი ღამის ქურდიც არ გახდება. ახლა დავაკვირდი მის თვალებს. მუქი ფერის, შავი თვალები ჰქონია, წყლიანი და დიდი წამწამები ფარავდნენ. -შენზე არა ყოველ შემთხვევაში.-ყავა მოვსვი. -კარგია, პროსტა სანაძლეოს პონტში გაკოცე თორე არც მიფიქრია.-მხრები აიჩეჩა. -ყველა გოგოს ვისაც კოცნი ახსნა განმარტებას აბარებ?-წარბი ავუწიე და ირონიული მზერით დავაჯილდოვე. -შენი თავი ყველაში გაგყავს? -არ უნდა გავიყვანო? და რით ვარ გამორჩეული შენთვის? -მართალი ხარ, არაფრით სალიტ.-თვალი ჩამიკრა და გაშტერებულს მალევე გამეცალა. სალიტას მხოლოდ მიშო მეძახის. ჯანდაბა! ტელეფონი ავიღე და სწრაფად დავრეკე მიშოსთან. -ჰო სალიტ? -სალიტას გაჩვენებ იდიოტო სად ჯანდაბაში ხართ? -ბორჯომში.-გაიცინა.-დაბლა ჩამოიხედე სალიტ.-დაბლა გდავიხედე და ჩემ დას და მიშოს დანახვაზე სახე გამებადრა. სწრაფად გამოვიხურე ნომრის კარები და ელვის სისწრაფით გავიქეცი მათკენ. -ჩემი ცომი სად არის?-როგორც კი ორივე მოვისიყვარულე მაშინვე მარიამი მოვიკითხე. -დედასთან დავტოვე.-მრები აიჩეჩა ლილიმ. -მიშოო.-სიცილნარევი ხმა მომესმა და ამ ხმაში ჩემი ქურდი რომ გავარჩიე თვალები ავატრიალე. ასეც ვიცოდი! -შე*ემა ვერ დაგველოდეთ ტოო?-მე გადმომხედა რომ ვიბღვირებდოი. -ჩემო ფერია რაგინდა? რატო მიყურებ მკვლელი თვალებით? -ჯანდაბას შენი თავი მიშო ჟღენტო! ჯერ ერთი ჩემი ცომუკა რატო არ წამოიყვანეტ? დაგხოცავთ ორივეს და ჰოიცით გამკეთებელი ვარ?!-წარბი ავუწიე და მათ შეშინებულ სახეებზე ძლივს შევიკავე თავი არ გამცინებოდა.-მეორეც მე რატომ არვიცნობ ამ ქურდს და რატომ არ მყავს შენთან ნანახი? -რა ქურდი ტოო რამოგპარე?-გაიკვირვა. -გაგახსენო რაც მომპარე?-შევუღრინე და მერე გამეცინა. -გევასე ჩიტო?-წარბები ამითამაშა. -მზე და მთვარე ამომდის შენზე.-ენა გამოვუყავი.-მიშო გისმენ. -გოგო რა გჭირს? ჩვენი ლაზო როგორ არგახსოვს ტო? ქორწილშიც იცეკვეთ ერთად.-გაიცინა ჩემმა სიძემ. -რაო? -იმდენი დალია რაღას ემახსოვრება შენკიდე. სახლში შევიტანეთო გოგოებმა.-აისკისდა ჩემ და. -ჰო ნუ ბევრი დავლიე, უდავოდ.-მხრები ავიჩეჩე და ლაზოს გავხედე რომელიც ირონიულად მიყურებდა.-რა? -არაფერი ჩიტო.-თავი გაიქნია. -მიშუნი ჩამოხვედი ზეგზო?-უკნიდან ბიჭების როხროხი მომესმა და ჩემი გოგოები ახლაღა გამახსენდა. -ვატო ამოგაძრობ ენას!-შეუღრინა მიშომ. -აბა, გაგვიხსენე თუ?-წარბები ამითამაშა ეგრედ წოდებულმა ვატომ. -შენ კაი ვიღაც ხარ, შემახსენე რაგვარი ხარ? -ვატო ჟორდანია მადამ.-სიცილით მითხრა. -მეგრელი ხარ ბიჭო შენ?-მეგრული კილოთი ვუთხარი და გაოცებულ ჩემ გოგოებს გადავხედე, ახალგაღვიძებული სიფათებით რომ მოაბიჯებდნენ. -ეეე ლილიიი.-გაიქცა თეკლა და ჩემ დას მოეხვია. -ჩემი გოგოჩკებიი.-ორივეს აკოცა დაგვერდით მოიყენა.-გაიცანით თუ გაგაცნთ? -მე არავის ვიცნობ.-მხრები ავიჩეჩე.-უფროსწორად ვერავის. -მოკლედ გოგო მე ვარ ვატუნა ჟორდანია ჰი იცი უკვე.-დაიწყო ვატომ.-აგი გახლავთ მათე ქალდანი. წმინდა სისხლის სვანია, ამასთან ხუმრობა ან მაგრად გაგივა ან მაგრად დაგერხევა.-ჩაიცინა.-აგი არის დათუნა ლაშხი. თბილი ტკბილი და საყვარელი ბიჭია.-ისევ გაიცინა.-ოღონდ მაგ ზედსართვების საპირისპირო წარმოიდგინე.-გამეცინა.-აგი კიდო, ჩვენი დიდი ბელადი, მისტერ უსერიოზულობა, უსიმპატიურესობა, გოგოების გულთამპყრობელი ლაზარე ავალიანი.-ჩემ შავთვალებაზე მიმანიშნა და მეც თვალები ავატრიალე. -ჰოო ვიგემე ამის ეშხი უკვე.-შევუღრინე და ბიჭებს გადავხედე.-ამხელა კაცებს რა გათამაშებდათ? -პრასწი ბრატ შენთვის არგვინდოდა რაა. ვინმე ლამაზი გოგო და იმენა შენ მოგახტა.-გაიცინა მათემ. -რა ხდება ამიხსნით?!-იკითხა მიშომ. -ჰოდა რახდება სიძებატონო ახლა, ეს შენი უსერიოზულობა, უსიმპატიურესობა, გოგოების გულთამპყრობელი ჩემ დაქალს ეცა და რომანწიკულად ზედ მატარებლის კიბეზე აკოცა.-ცხვირი აიბზუა ნინიმ. -უკაცრავად და ის რაიყო რო მოხვედი გამეცანი კარგი ტიპები ხართ მომეწონეო და წახვედი?-წარბი აუწია მათემ და ნინიც წამოხურდა. -ისე გამოდიხართ თითქოს თქვენზე ვიძალადეთ.-ჩაიფხუკუნა თეკლამ. -აუ შენ ის არხარ კიტრით და ლიმონათით რო დარბოდი?-ირონიულად თქვა დათამ. -ჰო აი მაშინ შეგეჯახე ქალების ტვალეტიდან რო გამოდიოდი აღარ გახსოვარ?-ჩემი სკოლაა! -შეგშურდა არა? -ვისი? ლიკუნასი? ღმერთმა არ შემაშუროს მაგის არაფერი.-პირჯვარი გადაიწერა და მე მომიბრუნდა. -რა?-ვკითხე გაოცებულმა. -ჰოიცი როგორ მიყვარხარ? -დამერხა, დაიწყო.-თვალები ავატრიალე.-აი ვატუნა წამოგყვება. -რა? სად? -ფოტოების გადასაღებას. გაძლებას გისურვებ ჟორდანია.-მიაძახა ნინიმ და გადაიკისკისა მის სახეზე. საიდან სადაო წმინდა საბაო?! * * * * * უკვე პარასკევი იყო, 1 კვირა ისე მიილია თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი. ხვალე ისევ გორში შემდეგ კი თბილისში ვბრუნდებოდი. აივანზე ვიჯექი და ღამის ბორჯომს გავყურებდი. -სულ აივანზე როგორ უნდა იყო არგცივა მაინც?-ფიქრებიდან გამომარკვია ლაზარეს ხმამ და მეც ადგილზე შევხტი. -გამისკდა გული. -მიდი ჩემკენ შემოდი ყველა აქ არის.-გაიცინა და სახლში შებრუნდა, მეც აივნიდანვე შევფრატუნდი და ლოგინზე დავეხეთქე. -რაო ჩიტო საწოლს ცდი? -მოაშორეთ ეს სარკოფაგის ტარაკანა პერიმეტრიდან.-ამოვიბურტყუნე და ვატოს მივეკარი. -რაო?-ახარხარდა ვატო.-სარკოფაგის ტარაკანა დაოჯან? -უჩემოდ რა დღეში ხართ?-ზემოდან დაგვახტა თეკლა. -იცი მე რას ვერ ვიგებ? მატარებლით რა ჩემი ფეხებიო გინდოდათ?-აროხროხდა მიშო. -შვენ პროსტა გამოვისეირნეთ.-მხრები ავიჩეჩე. -აი ის დებილი დაბოლდა.-ვატოზე ანიშნა მათემ.-პირველად თან, ახტა მატარებელში და ჩვენც მარტო ჰოარ გამოვუშვებდით? -ძმა ძმისთვისაო.-ჩავიბურტყუნე და ნინის კალთაში ჩავდე თავი.-მოიცა რა დროს დაბოლდა რო დილის შვიდ საათზე უკვე გორში იყავით მატარებელში? -ვატუნა გაეცი აბა პასუხი.-ბალიში ესროლა მათემ. -ნაშასთან გავიჩითე რაა, ჰოდა მომინდა სიგარეტი, აღარ მქონდა ვკითხე გააქვსთქო? და უჯრაშიაო, მეც ამოვიღე მოვუკიდე და გამისწორა, შევყევი შევყევი და ზედმეტიც მომივიდა მგონი, მკვდარ ბებიაჩემს ველაპარაკებოდი და თორს ვეხვეწებოდი ძმურად ჩაქუჩი მათხოვე ძმურშითქო. მერე დამცხო თავში რამდენი ხანია საქართველოს გადამწვარი ტყე-ღრე არმინახავსთქო და ავხტი დილის 6 საათზე მატარებელში. -ექვსის ნახევარზე.-შეუსწორა მათემ.-სადგურის კაცმა დამირეკა მოაშორეთ აქედან გააგიჟა პერსონალიო. მძღოლს კაბინაში შეუვარდა თურმე და შეჩემისა რაჩქარა დაგყავს ცოტა შეანელეო გაჩერებულ მატარებელზე აუბნებოდა.-სიცილისგან უკვე ვხაოდი. -დედააა მიშველეეეეეე.-ამოვიყვირე და ისევ ჩავბჟირდი. -აუ ეგ იქით იყოს და კლუბში არ გავიდეთ? კურსელმა მომწერა სახელი, კაი პონტიაო.-ტელეფონიდან სიცილით აწია თავი თეკლამ. -ღლაპებს კლუბში არ უშვებენ ძია გენაცვალოს.-ოხ დათააა, არადა როგორ მოსწონს ჩემი თეკლაკო. -შემახსენე რამდენი წლის ხარ? -27. -მართლა ბაბუა ყოფილა.-მე შემომხედა. -აი ეს ორი ყველაზე დიდები არიან.-ვატოშე და მიშოზე მანიშნეს. -ვატუნა რამდენი წლის ხარ? მიშო ვიცი რო 29 წლისაა. -მეც 29 ვარ.-ენა გამომიყო. -ღმერთო შენმიშველე. -გაკვირვებული ვიყავი.-და თქვენ?-დათას, მათეს და ლაზარეს გადავხედე. -ეგენი ღლაპები არიან.-აროხროხდა ვატო.-დათა და ლაზო 28 და მათე 26. -მერე ბიჭო ამ გასაფურჩქნ კოკორს რო მკოცნიდი ასაკი მაინც გეკითხა. პედოფილი ეს.-ბალიში გავუქანე სიცილით. ტელეფონის ეკრანი რომ განათდა და უცხო ნომერი შემოვია აივანზე გავედი.-გისმენთ. -სალომე შერვაშიძეს ვესაუბრები?-ქალის ხმა იყო. -დიახ. -ჩვენს ფირმაში იყავით 2 კვირის წინ გასაუბრებაზე, დიზაინერის ვაკანსიაზე. თქვენი კანდიდატურა განხილულიქნა და აყვინილი ხართ! -ვაიჰ, დიდი მადლობა. -როდიდან დაიწყებთ? -ორშაბათიდან შესაძლებელი იქნება? -დიახ რათქმაუნდა, ორშაბათს 10დან 12 საათამდე გელოდებით. შეხვედრამდე.-თბილად დამემშვიდობა და მეც ოთახში შევაჭერი. -რახდება? ისეთი სახე გაქვს თითქოს დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნეთ.-აკისკისდა ნინი. -იმ ძალიან მაგარ ფირმაში რომ მთავარი დიზაინერი სჭირდებოდათ, თანამედროვე გმოვნებით და ახალი იდეებით გახსოვთ? -მერე?-უკვე აკანკალებთან ნერვებისგან. -ამიყვანეეეეს.-დავიყვირე და ჩემ დას შევახტი. -ფირმას რაქვია?-ეჭვით შემომხედა ლაზარემ. -აფროდიტე.-მხრები ავიჩეჩე, მასაც და ბიჭებსაც ღიმილი მოედოთ სახეზე. ყველამ მომილოცა, მერე ნომერში სასმელები ამოვიტანეთ და გართობა დავიწყეთ. ღამე 3 საათამდე ვსვამდით, მერე აივანზე გავედი, ლაზარეც გამომყვა, ორივე მთვრალები ვიყავით ზედმეტადაც კი. -სალი.-ხელი დამავლო და მისკენ შემაბრუნა. -ლაზარე?-გავუღიმე და არ შევიმჩნიე როგორ მომწონდა მასთან აე ახლოს ყოფნა. ცხვირით ცხვირზე შემეხო და შუბლი შუბლზე მომადო. გამიღიმა და ჩემს ტუჩებს დახედა, მერე ისევ თვალებში შემომხედა და ისევ ტუჩებზე გადაიტანა მზერა. ყველანაირი შესავლების გარეშე, ერთი ამოიოხრა და მის ტუჩებს ისევ შეუერთდა ჩემი ტუჩები. მკოცნიდა მთელი ვნებით და სინაზით, მახსოვს როგორ შემიყვანა ოთახში, აივნის კარი გადაკეტა და ლოგინამდე ჩემთან ერთად მივიდა. ისევ მაკოცა და მერე გავითიშე. დილით თავი რომ წამოვყავი, ყველაფერი იმდენად ამტკივდა ინერციით ისევ უკან დავბრუნდი, თავბრუ მეხვეოდა და საფეთქლები მიცემდა. გვერდიდან გახში რებულ სუნთქვას და დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. ცრემლიანი თვალებით მივიხედე გვერდით და სევდიანად გავუღიმე ლაზარეს. არ ვნანობდი! იმდენად მიზიდავდა ეს ადამიანი წამითაც არ მინანია მისთვის ჩაბარებული ქალწულობა და ეს დიდ აფორიაქებას იწვევდა ჩემში. -ნანობ?-მკითხა და გულზე მიმიკრა. -ძალიან არა.-აწითლებულმა ამოვიხავლე და ხელი მუცელზე გადავადე.-ლაზარე.-თავი წამოვყავი. -რა. -ახლა რა იქნება? -ისე მაგარი ღადაობაა, ჩამოსვლისას პირველი კოცნა ჩამაბარე წასვლისას კიდე ქალიშვილობა.-გაიცინა. -იდიოტო, ახლა ვიტირებ.-ცრემლი წამომივიდა და მის მხრებში ჩავმალე სახე. -ვახ ჩემი ასე რამ გამომათრო აზრზე რო ვერ მოვედი?-ხელები ჩამოისვა სახეზე. მერე ცრემლები თლილი თითებით მომწმინდა და შუბლზე მომაკრო ტუჩები.-დაწყნარდი რაა, მცემე თუ გინდა და ნუღარ იტირებ მეტს.-ლოყა სასაცილოდ მომიშვირა, მეც გამეცინა და ჯერ მაგრად დავარტყი მერე კი სიცილით ვაკოცე.-ვაბშე იცი რას ვფიქრობ? -რას?-წარბები ავუთამაშე სიცილით. -მაგას არა რაც შენ იფიქრე გარყვნილო აწ უკვე ქალო.-სიცილით მითხრა.-28 წლის ვარ და ბოლობოლო ცოლი არუნდა მყავდეს? -მერე ჩემგან რაგინდა? -გამომყევი ცოლად რაა. -შენ ბიჭო მართლა დებილი ჰოარხარ რა ცოლად გამოგყვე? ეგ შენ თამაში გგონია იდიოტო? მერე? ვინმე შეგიყვარდება ან მე შემიყვარდება და მერე რაიქნება?-ლამის ყვირილზე გადავედი. -არავინ არ შეგიყვარდება!-აი მან კი ნამდვილად იყვირა.-როგორც გინდა, საღამომდე პასუხი მოიფიქრე. -ლაზარე, ხვდები მაინც უსიყვარულოდ ქორწინება თან ამ ელემენტარულის გამო რას ნიშნავს? -აბა რავქნა სალი? მითხარი რა ჯანდაბა გავაკეთო? სინდისი როგორ დავიმშვიდო? -ნურაფერს ნუ გააკეთებ. უბრალოდ დაივიწყე გთხოვ! რაც აქ მოხდა აქვე დარჩება! -საღამომდე მოიფიქრე დილით მივდივარ!-მითხრა და მეც ტკივილის მიუხედავად სწრაფად შევედი სააბაზანოში. ჩემი გოგოები მჭირდებოდა სასწრაფოდ! ცხელი შხაპი მივიღე და ცოტა მომეშვა, ნომერში რომ გავედი ლაზარე იქ აღარ იყო, სმააგიეროდ ოთახი იყო დალაგებული. სწრაფად გამოვიცვალე და გოგოები დავიბარე ჩემთან, ლილიანას და მანოს ჩათვლით. 5 წუთში ყველა ჩემთან იყო ოთახში. -ჰე მოყვები ახლა?-მკითხა მანომ და სავარძელზე ჩამოჯდა. -გუშინ მე და ლაზარე ერთად ვიყავით.-ძლივს ამოვთქვი და აცრემლებული თვალებით ავხედე ლილიას და მათ შოკირებულ სახეებზე ერთი ამოვიოხრე. -ერთმანეთის დახოცვა გინდოდათ და რა ჭირრი გეტაკათ?-ძლივს ამოთქვა ნინიმ. -ჩემო გოგო მერე რაგითხრა ლაზომ?-გულზე მიმიკრა მანომ. -ცოლად გამომყევიო.-თავი ჩავხარე.-უარი ვუთხარი. -ლაზარეს რომ შენს მიმართ გრძნობები არ ჰქონდეს წამით არგეტყოდა მასეთ რამეს დამიჯერე.-მითხრა ლილიამ და ამოიოხრა.-თავი დაიცავით?-აი სად ატეხა ტვინმა განგაშის ზარები. -ვაიმე!-დავიკივლე და ხელებში ჩავრგე თავი. -არა ძმაო მაგან თუ პირველივე ცდაზე დაგაორსულა საღოლ ლაზოს.-ხელები აწია თეკლამ. -რა გავაკეთო? საღამომდე პასუხი მითხარიო.-მანოს შევხედე. -ეხლა კარგად მომისმინე ქალბატონო.-შეჰკივლა მანომ.-ხვალიდან სამსახურს იწყებ გესმის? აწიე ეგ ლამაზი ერთი ადგილი, ჯერ საყიდლებზე წადი, მოწესრიგდი და გაა*სი სამსახურში. რა ქმარი გოგო ჰოარ გაჟრიალებს? თან ამ ელემენტარულის გამო? იქნებ და ქორწილამდე ცოტა ადრე ხვდები შენი ოცნების მამაკაცს მერე?!-დამიყვავა და მერე ეჭვით შემომხედა.-მოგწონს არა? -ჰო.-ამოვიოხრე და პირველად ვაღიარე რომ მომწონს მისი ქცევები, ლაპარაკის მანერა და საერთოდ ყველაფერი რაც მას ეხება. -არა მაინც არგინდა, არ გიყვარს და 2თვიანი ქორწინების ქონას სულ არ გქონდეს გირჩევნია.-შუბლზე მაკოცა ნინიმ და მერე ფეხზე წამომაგდო.-ადე ქალო მივდივართ, საყიდლებზეც გავგაზოთ.-თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამომაგდო. ლაზარესთან შევედი, ისეთი მზერით შევხედე უბრალოდ თავი დამიქნია და გამიღიმა. მისი ოთახიდან აცრემლებული თვალებით გამოვედი და ბარგი დაბლა ჩავიტანე. სანდრომ ჩამოგვაკითხა, მაგრად ჩავეხუტე და მანქანაში ჩავსხედით. გზაში ყველაფერი მოვუყევი. ჩემი და სანდროს შორის საიდუმლო? არ არსებობს! ჯერ გორში ჩავედით, საჭირო ბარგი ჩავალაგე ჩანთაში. მამას ბარათზე ფული დავარიცხინე და საყიდლებზე წავედი. ერთადერთი რაც მშველის საყიდლებია. მე, სამდრო, ნიკოლოზი (ჩემი ბიძაშვილი), ნინი და თეკლა ვიყავით. იმდენი რამე ვიყიდე, გაშტერებული დავტოვე ბიჭები. ნიკოლოზმაც ყველაფერი გაიგო, ცოტა კი მეჩხუბა მაგრამ მალე გადაუარა და გულში მაგრად ჩამიკრა. ვაჟაზე, ძეგლთან სახლი მიყიდა მამამ, მთელი 4 წელია ამ სახლშ ვართ მე და გოგოები. სახლში მივედით და მკვდრებივით მივესვენეთ სავარძლებზე. ტანსაცმელი გადავარჩიე და ორშაბათს დაველოდე. ჩემი უფროსი, ეკა საყვარელი ქალი აღმოჩნდა, ჩემი ნამუშევრები ზლაიან მოეწონა და „ჩავუდაქალდი“ კიდეც. ბევრჯერ გვისაუბრია გულახდილად, ის თავის საყვარელ ქმარზე მიყვებოდა მე კი ლაზარეზე ვუყვებოდი მიუხედავად იმისა რომ მასთან გვარი არ მიხსენებია, არც კი იცნობდა, არც გარეგნობა იცოდა მისი, მშვენივრად ესმოდა ჩემი. ის ჩემი უფროსი მეგობარი იყო და „სასტავშიც“ თავისუფლად მივიღეთ. 2 კვირა იყო გასული ჩემი მუშაობიდან ჩემმა დამ რომ დამირეკა და მითხრა ლაზარე წავიდაო, გული მეტკინა იცით? ძალიან მეტკინა როცა მითხრა წლები აღარ ჩამოვაო, თითქოს ჩემი სულიც მას გავატანე, ცოცხალ-მკვდარი დავდიოდი და ვეღარაფერზე ვფიქრობდი მის გარდა. 4 თვის თავზე საბოლოოდ დავასკვენი რომ მიყვარდა! მათე და ნინიც ერთად გაიჩითნენ და ყველაზე წარმოუდგენელი...მზად ხართ? დათამ თეკლას ხელი სთხოვა! ახლა ზაფხულია, მისი წასვლიდან, 3 წელი გავიდა. ორსულად არ დავრჩენილვარ და ამისგამო თან გული მწყდებოდა და თან მიხაროდა კიდეც. „აფროდიტეში“ უკვე 3 წელია ვმუშაობ, საკმაოდ სოლიდური ხელფასიც მაქვს და კარგი თანამდებობაც. ლაზარე ისევ ჩემს გულში და გონებაია მაგრამ ცხოვრებაში აღარ. თაყვანისმცემლები? უუუჰ იცოხლეეე. მაგრამ როცა გული დაკავებულია იქ სხვა ყველაფერს აზრი ეკარგება. მის თვალებს ვხატავ ხოლმე ხშირად, ერთი დავხატე და ოთახში გავაკარი. ყოველ დილით მის თვალებს ვუყურებ და უფრო და უფრო მეტად მენატრება. საწოლიდან წამოვიზლაზნე და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე. ვგიჟდები პარასკევზე თან მითუმეტეს თუ ვიცი რომ ხვალ ჩემი დაქალი თხოვდება. შავი, მოტკეცილი, კოჭს აცდენილი შარვალი ჩავიცვი, შავი ზედა, კრემისფერი მაღლები და ასევე კრემისფერი ჩანთა. თმა ჩამოვივარცხნე და ვსო მზად ვარ! მანქანის გასაღები ავიღე, მძინარე ნინის თავზე ვაკოცე და სახლიდან გამოვედი. ჩემ, შავ მინიში ჩავჯექი და სწრაფად წავედი სამსახურისკენ. ხალხს ღიმილით მივესალმე და უფროსის კაბინეტისკენ წავედი. -ეკუუ მოვედიიი.-ლოყაზე ვაკოცე და ყავა წინ დავუდგი. -ჩემო გოგო ისეთი გახარებული ვაარ! -რატო ეკუნ? -ჩემი შვილი ჩამოდის დღეს ღამე გერმანიიდან ჩემს მეორე შვილთან ერთად. -აუ რაკარგია ეკუუნ გილოცავ.-მეორე ლოყაზე ვაკოცე და ჩანთა ავიღე.-გავალ მოვაგვარებ საქმეს და მერე მივდივარ სვანეთში. -მიდი ჩემო შხვართო გოგო.-გაიცინა.-როგორ მოუხდები ჩემს ბედოვლათ შვილს ნეტა იცოდე. -მესმის ეკუნ. -ძალიან კარგი!-გაიცინა მე კი ისევ ლაზარე გამახსენდა. ისევ და ისევ! ჩვენი ბოლო შეხვედრა და საერთოდ რატომ ვუთხარი მაშინ უარი? ნამდვილად სულელი ვარ! შუადღით ეკას კაბინეტისკენ წავედი. -ეკუუნ.-დაუკაკუნებლად შევედი და ლოყაზე ვაკოცე. -გისმენ კუკუს. -ხვალე რომელზე ჩამოხვალთ? მაინც შორია და ადრე მოგიწევთ გამოსვლა ოთახები რო დაგახვედროთ ჩემი სიძის აპარტამენტში.-გამეცინა. -შენი სიძე სვანეთში საიდან? -ქალდანია სიძე, რას კადრებ ქალაუ? -ააა, დღეს დაახლოებით რვაზე ჩამოვლენ ჩემები და ჩემმა შვილმა მითხრა მაგ ქორწილში მეც ვიჩითებიო.-გაეცინა.-მგონი მაგიტომაც დაამთხვია ჩამოსვლა.-მხრები აიჩეჩა.-მისმინე, მე ახლა უნდა წავიდე უკვე მივდივართ მე და ვახუნა დასახვედრად და ბარემ იქ რომ მოვიდეთ? -არაა პრობლემა მე ჩემი სიძე მელოდება, ახლა უნდა წავიდეთ საქმეებს მოვრჩი. აეროპორტში მამაჩემის მძღოლი მოვა და წამოგიყვანთ. მე შეიძლება ვერ გნახო, საქმეზე უნდა ვიყო მესტიაში და გვიან მოვალ. -კარგი ჩემო გოგო, ნინიას ჰო ვიცნობ და თან ჩემი ბიჭი სიძის ძმაკაცია, შეილება შენც იცნობდე რავიცი, ხვალ ჰო ნახავ.-გამიცინა, მე კი დავემშვიდობე და მიშოს ჩავუხტი მანქანაში. -ჩემო სიძუნია ხოშა ლადეღ(გამარჯობა).-გავუცინე და ლოყაზე ვაკოცე. -ხოშა ლადეღ ცოლისდავ.-გაიცინა და მანქანა დაძრა. ჯიუტად არ მეუბნებოდა ლაზარე მოდიოდა ქორწილში თუ არა. არც მინდოდა გამეგო, იქნებ ასე კარგიც იყო. ჯერ სახლში გავიარე, საჭირო ნივთები და ქორწილის კაბა ავიღე და მანქანაში ფრთხილად ჩავდე, ჩემი საოცრება. კაბა იყო იცით როგორი? წითელი, გრძელი, მარცხნივ ჩახსნილი, ყელი ლამაზად მოშიშვლებული, უწვრილეს ბრეტელშე, უკან კი მთლიანად ამოღებული, წვრილი თოკებით შეერთებული, ფრიალა ნაჭრით. ჭკუას დააკარგვინებს პატიოსან კაცსო, მიშომ ასე შეაფასა ჩემ ტანზე. ფეხსაცმელი, ვერცხლისფერი, მაღალი წვრილქუსლიანი სანდლები. მოკლედსად გავჩერდი? ჰო, მესტიაში ჩავედით და ის ადგილი ვნახე სადაც ჯვრისწერის შემდეგ უნდა მივიდეთ. ყველაფერს წითელშ და თეთრში აფორმებდნენ, პირადად ჩემი დიზაინით იყო კაბაც და დარბაზიც. მიშომ მანქანა დამიტოვა, თვითონ კი მათეს გაყვა, რომელიც უკან მოგვყვებოდა ნინისთან ერთად. ჩემი და და ბუთქუ უკვე სვანეტში იყვნენ, მოკლედ დარბაზში მიედი და ყველაფერს თვალყურს ვადევნებდი. იქედან რომ წამოვედი, ღამის 2 საათი იყო, სახლში შევედი, მისაღებიდან ხმაური მესმოდა, შესვლის თავი არმქონდა ამიტომ პირდაპირ კიბეზე ავირბინე ჩუმად, ვიბანავე და დავიძინე. დილით 10 იყო რომ გამაღვიძეს. მაკიაჟი გავიკეთე, ტუჩებზე წითელი ტუჩსაცხი წავისვი, თმა უბრალოდ გავიშალე, კაბა ჩავიცვი, მერე ფეხსაცმელები და სარკის წინ დავდექი. რა მოხდებოდა ახლა ლაზარესთან ერთად რომ წავსულიყავი ქორწილში? თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტათ და ოთახებსშორის კარით გავედი გოგოების ოტახში. -ჩვენი ცეცხლიც მოსულააა.-ეკუნა მომახტა. -ეკუნ გოგო რავიდზე ხარ გოგო? -ჩემმა ლაზარემ ამირჩია კაბა ტუტუნ, ენაცვალოს დედუცი მაგას. -ვინ?-ყველას ერთად აღმოგვხვდა.-აქ არის?-ვკითხე და ახლაღა დამცხო თავში რომელ ლაზარეზეც საუბრობდა. -ჰო აბა? სიძის საუკეთესო მეგობარია და ისე როგორ?-მხრები აიჩეჩა და კონტური გამისწორა. -ღმერთო გაძლება მომეცი.-ამოვიოხრე და თეკლას სუნამო ვიპკურე. -ჩემი დუხი დალია რააა.-ამოიბუზღუნა და თმის სწორება გააგრძელა. -შენ ქმარი გიყიდის.-ენა გამოვუყავი. -არაფერი დამცდეს მაინც ჰოიცი როგორიც ვარ.-მხრები აიცეჩა. -დაგახრჩობ თეკლა, მოგკლავ!-კბილებში გამოვცერი და ეშმაკურად მომღიმარ ეკუნას გადავხედე.-მიხვდი ჰო?-ვკითხე და მანაც თავი დამიქნია. ამოვიოხრე და ფანჯრიდან გავიხედე.-ღმერთო მეღადავები? არა რაა ნამდვილად მეღადავები!-თვალები ავატრიალე და ზემოთ ავიხედე ისე თითქოს ღმერთი მართლა იქ იყო და მისმენდა. -უკაცობა მოგკლავსთქო სულ მაგას კი გეუბნებოდი მაგრამ ახლა გეუბნები კაცებისგან შორს იყავი ჩემო გოგო, ჩემი შვილი საციხედ არ მემეტება.-ამოიკისკისა ეკუნამ და მინი ლაზარე რო შემოვარდა ოთახში ოღონდ გოგო აი მანდ განვუტევე სული. -ხალხო, დროაო და მხად ხართ ყველა?-ქოშინით თქვა და კარებს მაგრად მიაწვა. -ვინმე მოგდევს დეე? -ჰო, ვატო.-ჩაიფხუკუნა.-აუ რა გოგო ხაარ?-მე შემომხედა.-მე ვარ ეკუნას უმცროსი შვილიკო სესილია. -სასიამოვნოა.-გავუღიმე.-სალომე.-ხელი ჩამოვართვი და თვალები რომ დააჭყიტა, მერე გაიცინა და ჩამეხუტა. -წავედით ჰო. -პატარძალი და ასეთი შემართებით პირველად ვხედავ.-მხრები აიჩეჩა სესილიამ. -შენ შემთხვევით ბიძია ბავშვი ჰოარ გგონივარ?-თვალები მოჭუტა თეკლამ.-ნეცვალოს დეიდა რაც მთავარია ეგ უკვე განვიცადე და აწი აქეთ ვასწავლი ჩემ ქმარს რა და როგორ.-ეს რო თქვა ისე გადავიხარხარე ეჭვი მაქვს სტუმრები დავაფრთხე. -მე მაინც ვერ მაჯობეთ მაგრამ რავიცი.-ენა გამოვუყავი ორივეს და ჩემი ნახელავი, ანუ კაბა შევუსწორე. -ახლა შენსავით ბორჯომში არ ჩავბარებივართ ქალობას მაგრამ თბილისსაც არაუშავს.-მხრები აიჩეჩა თეკლამ. ცოტა ხანს ვითმინე და სიცილის მეორე ტალღა დამეწყო, ძლივს გამაჩერეს.სესილი ისევ წინ წავიდა და ახარა პატარძალი მოდიდო, ულამაზეს დაქალებთან ერთადო და ამაზე ლამის ისევ სიცილი დავიწყე, კიდევ კარგი თავის შეკავება შევძელი. ხელში ტელეფონის მეტი არაფერი მეჭირა, კიბეზე ჩავდიოდით და ნელნელა თეკლასაც ემატებოდა მღელვარება. არანაკლებ მეც. -ნუ ნერვიულობ.-ვუჩურჩულე და გავუღიმე. -შენც.-თვალი ჩამიკრა და მეჯვარესთან ანუ ნინისთან ერთად წინ წავიდა, მე ეკუნას გვერდით დავდექი და ისე ჩავიარე კიბეები. მისი ხელი ჩემს თითებზე რომ ვიგრძენი, მისკენ გავიხედე, გამამხნევებლად გამიღიმა, ხელი ისევ მომაშორა და ბოლო საფეხურზე ჩავდგით ფეხი, მისაღებში გავედით და აი ისიც. თითქოს არაფერი შეცვლილა მასში მაგრამ მაინც რაღაცნაირად შეცვლილი მეჩვენა მაგრამ თვალები? არა! ისევ ის უფსკრულისფერი თვალები და ვნებიანი გამოხედვა. ისევ შევხედე თვალებში, ისევ ისეთი გამოხედვა ჰქონდა როგორც მაშინ. კიდევ უფრო დამთბარი და ლაღი ღიმილი, დედამისის და ჩემი მიმართულებით, უფროსწორად დედამისის. ჩვენკენ რომ წამოვიდა მეგონა გული გამისკდებოდა, მაგრამ ისევ ისეთი ამაყი და უდარდელი სახით ვიდექი, წარბიც არ შემიხრია. -როგორხარ სალიტ?-როგორ მომნატრებია ღმერთო, ეს ხმა. -კარგად ლაზო შენ?-თვალები დახუჭა წამით მერეგაიღიმა და ისევ შემომხედა. ისევ გადაპარსული თმა და მოკლეზე წვერი, მაგიჟებს! -ნიჩევოო რა.-მხრები აიჩეჩა და მომღიმარ ეკას შეხედა.-დეე, საიდან იცნობ ჩვენს სიამაყეს?-წარბები აუთამაშა. -ჩემი სალიტა, როგორც თავად ეძახი,კომპანიის მთავარი დიზაინერა, ყველაზე წარმატებული ქალი ამ სფეროში და იმდენმა სცადა მისი მოტაცება მაგრამ ვერაფერს გახდნენ. კორპორატიულებზე კლავს კაცებს სურვილით მაგრამ არავის იკარებს, ლამისაა დაცვა დავუყენო, ჩემი დაქალუშკაა, არაფერი შეგეშალოს, შვილო!-ისე აუწია წარბი, წამში ფხუკუნი ამიტყდა და ლაზარეს შევხედე გაქვავებული რო იდგა. -იცის არა?-მე შემომხედა. -მე რავიცოდი დედაშენი თუ იყო?-მხრები ავიჩეჩე.-აბა შენიცი ლაზო, თავს გაუფრთხილდი, მთავარ აფთართან გტოვებ!-მხარზე ხელი მეგობრულად დავარტყი და იქაურობას მოვცილდი, გარეთ გავედი. გული ამოვარდნას მქონდა! ჩემი კაბა ქარზე ირხეოდა, მარცხენა ჭრილიდან გარუჯული ფეხი მიმზიდველად მიჩანდა, სანდროს მანქანაში ჩავჯექი, შუშები ავაწევინე და ხმამაღლა დავიყვირე. -რახდება ჩემო პატარა?-ხელს მხვევს და შუბლზე მკოცნის. -სანდრი ახლა მოვკვდები! -რახდება სალი მეტყვი თუ ვანგა ვარ ტო? -ჩამოვიდა, აქ არის. თან ეკას შვილია. -მიშომ ეგ ყველაფერი იცის ვაბშე?-უჩვეულოდ დასერიოზულდა. -კი. -ნუ სასტავი გასაგებია. კიდევ? -ეკამ. -ისე კარგია დედამთილთან მოგვარებული გექნება რორამე.-თვალი ჩამიკრა, წელზე ხელი მომხვია და ტაძარში შემიყვანა.-თამაშში ამყევი.-საფეთქელზე მომაკრო ტუჩები. -ოხ სანდრიიიკ.-გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე. ჯვრისწერა რომ დაიწყო, ისევ გადავეყარე ლაზარეს მომაკვდინებელ თვალებს და ავკანკალდი, სანდრომ წელზე მომიჭირა ხელი და დაწყნარდიო ჩამჩურჩულა. თეკლას რომ შევხედე გული ამიჩუყდა. ჯვრისწერა რომ მორჩა, სამივე ერთმანეთს ვეხუტებოდით და ცრემლები გვდიოდა. ფოტოსესიაც გავიარეთ და დარბაზშიც მალე მივედით, ბევრი ვიცეკვეთ და ბოლოს თეკლასთან მივედი რომელიც გარეთ იდგა დათუნასთან ერთად, ისიც მალე მოგვშორდა და ბიჭებისკენ წავიდა.-აბა ქალბატონო პატარძალო, გახსოვს ჩვენი პირობა?-ავკისკისდი და ლოყაზე მოვეფერე თეკლას. -რამე უნდა გამიჩალიჩოთ?-თვალები გაუბრწყინდა. -პირობა როდის დაგვირღვევია?-შევიცხადეთ ჩვენ.-სიძეეე.-დათუნას დავუძახე და ისიც მომღიმარი ჩვენკენ წამოვიდა. -გისმენ ცოლისდავ.-ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა. -თქვენთვის სურპრიზი გვაქვს.-თვალი ჩავუკარით მე და ნინიმ და ვატუნას და მათეს გადავხედეთ. -ბაზარი არაა.-მხრები აიჩეჩა და სიცილით გახედა ლაზარეს.-ლაზოო. -შენ არ გელაპარაკები ჩემ გოგოებთან მიმიშვი.-დათუნას შეუბღვირა და თეკლას და ნინის შორის ჩადგა მე კი დათუნას მივუდექი გვერდით. -რა დაგიშავა ამ ბუნჩულა კაცმა?-შევუბღვირე მეც და თვალებში ჯიქურად ჩავაშტერდი. -ნუ ინფორმაციის წყაროს მოვალეობას კი სამივე კარგად ასრულებდნენ მაგრამმ რავიცი.-მხრები აიჩეჩა და თვალი ჩამიკრა. -ყველაფერი იცოდი არა? ისიც დედაშენთან ომ ვმუშაობდი?-თვალები გამიფართოვდა. -რო აგიყვანეს მაგ დღეს გავიგე.-მხრები აიჩეჩა.-დაჟე თვითონ ეკუნამაც იცოდა ვინ იყავი ჩემთვის.-შუბლზე მაკოცა. -ჰოო? და ვინ ვიყავი?-ლოყაზე მივადე ხელი და მოკლე წვერზე ცერა თითი გადავუსვი. -ჩემი მომავალი!-მკაცრად მითხრა და ტუჩებზე მეძგერა. მთელი მონატრება ამ კოცნაში ჩაატია ყველა მონატრება, ყველა ტკივილი და ყველა ბედნიერება რომელიც გველის წინ. ირგვლივ რომ ოვაციებიატყდა მაშინ ვინებეთ კოცნის შეწყვეტა.-მიყვარხარ.-მიჩურჩულა და ყურთან მაკოცა. -მეც მიყვარხარ.-ავკისკისდი და მაგრად მოვხვიე მის მხრებს ხელები. -ამაზე მაგარს ვერაფერს გამიჩალიჩებდი დაო.-სიცილით თქვა თეკლამ. -ნწ მაინც მაგარი საჩუქარი გვაქვს.-თავი გავიქნიე და დარბაზში შევყარე ყველა. მალე გაისმა დარბაზში “Mary Jane”. ვატომ ცეკვა რომ დაიწყო თან ასე კარგად აი მაგაზე მოვკვდი, მერე მათეც რომ წამოდგა და ჩაერთო და უკეთესად რომ აცეკვდა, გაკვირვებისგან პირი დავაღე, აი პიკი ის იყო ლაზარეც რომ ჩაერთო მიშოსთან ერთად. ჰიპჰოპს თუ ასე ცეკვავდნენ რას წარმოვიდგენდი? ჩემი ქუსლიანებით შევკაკუნდი და ცეკვა დავიწყე ნინისთანდა ლილიანასთან ერთად. ცეკვა რომ მორჩა, და ლაზარეს მკლავზე ავღმოჩნდი დაკიდული ლამის სიცილით ჩავიკეცე. ჯერ ისევ გაშტერებულ დათას და თეკლას სახეებს რომ შევხედე უარესად ავკისკისდი. ტაშის ხმა ისმოდა, მე კი ლაზარეს ვუყურებდი და მის ყელში მქონდა თავი ჩარგული. მალე ნელი სიმღერა გაისმა და ყველამ ცეკვა დაიწყო. ერთი მარტივი მოძრაობით მის სხეულზე ამიხუტა და ლოყაზე მაკოცა, ტანი ავაყოლეთ მუსიკის ჰანგებს და ერთმანეთის სურნელი ხარბად შევიგრძენით. -უფრო გალამაზდი.-მითხრა და თვალებში ჩამხედა. -ჰოო?-წარბები ეშმაკურად ავუთამაშე. -აჰამ.-თვალი ჩამიკრა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. ნასვამი იყო, თვალები უბრწყინავდა და მთვრალი ღიმილით მიღიმოდა.-დღეს ცა და დედამიწა რომ დაინგრეს ჩემი ხარ!-მიჩურჩულა და ყურისძირში სველი კოცნა დამიტოვა, გამაჟრჟოლა. -როდის მიხვდი რო გიყვარდი? -მე მანამ შემიყვარდი სანამ მატარებელში მნახავდი.-თვალი ამიკრა. -რაო?-თვალები ვჭყიტე. -მიშოს ქორწილში გაგიცანი და მერე დროთა განმავლობაში მიყვარდებოდი, იცი როგორ? აი ტკივილამდე. მაშინ ვატო როარ დაბოლილიყო ალბათ არც არაფერი მოხდებოდა.-ვატოს გავხედე სესილის რომ ეცეკვებოდა.-ძლივს ამათაც ეშველათ. -დიდი ხანია ერთმანეთი უყვართ?-ვკითხე და ყბის ძვალზე მივაკარი ტუჩები. -საკმაოდ. -ლაზარეე. -ჰო ჩემო ფერიაა? -ძალიან ძალიან მიყვარხარ იცი? -ვიცი, მეც მიყვარხარ და ახლა თუა აქედან არ წავალთ და ამ ზე სექსუალურ კაბას არ გაგხდი ალბათ ჩემი საქმე ცუდათ იქნება.-ხელი ჩამკიდა და სწრაფად გამოვედით დარბაზიდან, სასტუმროს ნომერი მოვითხოვეთ და კიდევ ერთი ცხელი ღამე გავატარეთ ერთად! ხალხობაა <3 უცბათ დაწერილი მოთხრობაა, პატარა და საყვარელი. ალბათ მალე დავდებ ახალ მოთხრობასაც <3 აბა შემიფასეეთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.