შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტრო (თავი 12)


13-04-2019, 17:02
ავტორი ერკე
ნანახია 1 333

უფსკრულის კედლები ჯერ მიწის პირობაზე საგრძნობლად გაწითლდა და მისგან სიმხურვალის წვეთები გადმოდინდებოდა, შემდეგ გადამდნარ ლავად ქცეულა და ბოლოს მყარ მასად, რომელიც ლითონის მადანზე უფრო მუქი შეფერილობის და მკვეთრი, მძაფრი სურნელის მქონედ იქცა. თვალები დახუჭეს სიკვდილის მოლოდინში, რომელიც არა და არ დგებოდა მათთვის და დონიმ გაიფიქრა: „არ მახსოვს, ამხელა ყოფილიყოს ეს ორმო.“ სახეზე შეეყინა შიში, რასტი კი ყველაფერს მიუხვდა, უსიტყვოდ წაიკითხა მისი ფიქრები და უცნაური წინათგრძნობა ჰქონდა, რომ ისინი კვლავ გადარჩებოდნენ.
ასეც მოხდა....
თვალები გაახილეს და ისინი კვლავ მიწაზე იდგნენ. მეტი სიზუსტით რომ ითქვას იწვნენ, ჩამოძენძილი მაისურითა და შარვლით მოხეტიალეებს ჰგავდნენ. ყურში წუილის და ბღუილის გაუჩერებელი ხმები ესმოდათ და ცდილობდნენ მისგან რამენაირად თავის დაღწევას, თუმცა ამაოდ. ხალხი ისე აკვირდებოდა მათ, თითქოს ზეციდან ჩამოვარდნილიყვნენ. წუილის მიღმა გაჭირვებით ისმოდა რუსული აქცენტით მოსაუბრე ბრბოს აღტყინება.
-თქვენ მომავლიდან მოხვედით? - ხალხის ჯგუფისგან მათ ირგვლივ რომ წრეს ქმნიდა ერთ-ერთი უწვერული ახალგაზრდა გამოვარდა, შავ ჩოხაში და ელასტიკებში გამოწყობილი. - ხალხი ესე ამბობს. - სახეზე არც გაოგნება ეწერა, არც რამე სხვა ემოცია, რაც მიანიშნებდა მის ნათქვამი სიტყვების ზუსტ ჟღერადობას, სერიოზულად ამბობდა თუ წახუმრება გადაეწყვიტა.
-სად ვართ? - გაჭირვებით იკითხა დონიმ და თავის ტკივილის გამო ვერც უყურებდა უცნობს, რომელიც მათკენ გამოიჭრა.
-თქვენ საბჭოთა საქართველოში იმყოფებით! მე მოქალაქე რაფავა გახლავარ! ოლიკო რაფავა! - ხმამაღლა მხედრული სალამით წარმოთქვა მამაკაცმა და წელში გასწორებული ომახით შეუგრგვინა ახალჩამოფრენილებს. რასტი შიშისგან შექანდა და წამოიყვირა. არ აშინებდა უცნობის ინტონაცია, უცნობის ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები, აშინებდა მათი მნიშვნელობა.
-ოლიკო რაფავა, დაბადებული ათას ცხრაას სამოცდაოთხ წელს. - განავრცო საკუთარი ბიოგრაფია და დასძინა. - ხომ წაიღებთ და გადასცემთ ამას მომავალში?
-ჩვენ... - სათქმელს თავი ვერ მოუყარა რასტიმ და გული, რომელსაც დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა შეტორტმანდა. ყველაზე მეტად კი ეშინოდა დონის არაფერი დამართოდა. მხოლოდ ამ ძალით წამოდგა ფეხზე, ხელი შეუდგა მხარს ქვემოთ და დონიც ააყენა. - წავიდეთ. - უთხრა მას, მაგრამ ბრბო მამაკაცების ხმამ გაარღვია. შორიდან მაშუქების სინათლეც გამოსჭვიოდა და როცა საბჭოთა ფორმის მილიციელებმა წრე გაარღვიეს, დონიმ მათგანს მუშტი დაარტყა, საბრძოლო ცრუ მანევრი განახორციელა და წრიდან თავის გაღწევის მცდელობაში სტუმრებს ხელკეტი მოხვდათ საფეთქელში და მოწყვეტით დაეცნენ.
-თქვენ დაპატიმრებული ხართ საბჭოთა კანონმდებლობის მიხედვით. თუ რამის თქმა გსურთ, ჩვენს დირექტურას შეგიძლიათ მოახსენოთ, მხოლოდ დათქმულ დროსა და ვადაში. გასამართლდებით ჩვენი წესების დაცვით და თქვენს ბედს გადაწყვეტენ მსაჯულები. ყველაფერი გასაგებია?
-უფროსო ლეიტენანტო, - მიმართა რიგითმა მოსაუბრეს. - საღ გონებაზე არ იმყოფებიან. - ხელი მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ ჩამოიღო კეფიდან.
-კარგი, გადავიყვანოთ. - რამდენიმეს ანიშნა წამოეყვანათ და მანქანაში ჩაესვათ. წრე არ გარღვეულა, რამდენჯერმე მოუწოდეს დაშლისკენ, თუმცა არანაირი მოქმედება არ მოჰყოლია, ისინი გაუნძრევლად იდგნენ და უყურებდნენ ყველაფერს, რაც ხდებოდა. იმახსოვრებდნენ ყოველ დეტალს, რათა მოხუცებულობაში გაეხსენებინათ და ბავშვებისთვის მოეყოლათ, როგორ იპოვეს ერთ დღეს სხვა პლანეტიდან მოსული ადამიანები და როგორ წაიყვანეს ისინი მილიციაში. ბავშვები გაოცებით შეაჩერდებიან მოხუცებს და ამ ამბის გაგრძელებას მოსთხოვენ, ისინიც ეცდებიან ყველაფერს, თუნდაც არ სცოდნოდათ რა ბედი ეწიათ მათ, ბავშვებს მაინც მოუყვებიან ამ ისტორიის გაგრძელებას და ისინიც გულითადი მსმენლები, მათ დაუჯერებდნენ.
რასტი და დონი მხოლოდ განყოფილებაში მოვიდნენ გონს. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ სად იყვნენ, რატომ იყვნენ იქ, სადაც იყვნენ და რატომ იყვნენ ცოცხლები. კითხვები გულს უხრავდნენ და ეჭვებს ბადებდნენ, მაგრამ პასუხების მოლოდინში უფრო მეტი კითხვა ებადებოდათ, როცა ძველისძველ ფორმებში გამოწყობილ მამაკაცებს უყურებდნენ. დონი მეტად გაურკვევლობაში იყო და ფიქრობდა: „სიზმარში ვარ?“, „მძინავს? თუ რა ხდება ჩემს თავს? ეს სად მოვხვდი?“ იგივე რეაქცია ექნებოდა რასტის მსგავსის არგამოვლის შემთხვევაში და ამ გრძნობით, ნელ-ნელა უფრო აზრზე მოდიოდა. თუმცა მაინც გაოცების ზღვარზე იყო მომხდარით და გულს უქანებდა სამყაროს აფორიაქებული ორაზროვნება, რომლის მიღმაც ბოლომდე ვერ ჩაეხედა და სიურპრიზებით სავსე თავგადასავლების არშიებში ატარებდა.
გარკვეული ლოდინის შემდეგ ცალკე ოთახში გადაიყვანეს, დიდი გაჭირვებით დააშორეს ერთმანეთს ხელიხელჩაკიდებული მამა-შვილი, რასტი შეიყვანეს ჩამონგრეული კედლების მქონე, პატარა, რკინის მაგიდითა და რკინისვე სკამებით დაკომპლექტებულ და გახუნებულ ოთახში. ხელები მაგიდის ფეხზე შეუკრეს და ფორმიანებმა მარტო დატოვეს. ჩამიჩუმი არ ისმოდა, არანაირი ექო, ჩქამიც კი არსად იყო და ამ მოლოდინში გავიდა საათი, ორი საათი, რომელიც რასტის ორ დღედ ეჩვენებოდა. სად ვარ? ფიქრობდა ის გარკვეულწილად, რატომ ვარ? ეს რა წყევლაა ჩემს თავს? შვილი უკვე მეორედ დავკარგე... სიმწრის ყივილით ივსებოდა გული მისი და მხოლოდ ეს აიძულებდა ძგერას, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ხნის წინ გაჩერდებოდა, აი იმ წამს, როცა პირველად გაიაზრა და სიმართლედ აღიქვა მომავლის თბილისში მოხვედრა და როცა მიხვდა, რომ თავის ოჯახს ვეღარასდროს დაიბრუნებდა, ვეღარასდროს მივიდოდა ჩვეულებრივად სახლში და ეტყოდა - მე დავბრუნდი.
თუმცა კვლავ ოჯახის სიყვარული და ბედნიერების წყურვილი აძლებინებდა ცოცხალს. სიყვარული ასულდგმულებდა და მომავლის იმედი, მიუხედავად იმისა რომ უკვე მომავალში იყო, ამ მომავლის იმედიც და იმისიც, რაც წარსულში მყოფს მომავლად ესახებოდა, ანუ მაშინდელი აწმყო.
დონი მეტ გაურკვევლობაში მყოფი თავს ვერ უტყდებოდა, რომ გაგიჟდა. მისი გონება არასწორად აღიქვამდა საგნებს, ადამიანებს და ეს ილუზია დაჰპატრონებოდა. ვერ უტყდებოდა, რადგან ეშინოდა. გულის სიღრმეში უმძაფრესი შიში დასადგურებულიყო და ტკივილი ჩასჭიდებოდა მის სხეულს.
-თქვენი სახელი! - მკაცრ გამომეტყველებაზე და კუშტ საუბარზე ეტყობოდა დიდი წოდების ადამიანი შემოსულიყო ოთახში და რასტის დაჟინებული უყურებდა.
-მომისმინეთ ოფიცერო...
-პოლკოვნიკი!
-უკაცრავად?
-პოლკოვნიკი და არა ოფიცერი. - იჭვნეულად გაიღიმა.
-მაპატიეთ, პოლკოვნიკო, მომისმინეთ არაფერი დაგვიშავებია, დავიკარგეთ მეტი არაფერი, გთხოვთ გვითხრათ სად ვართ?
-აქ კითხვებს მე ვსვამ. თქვენი სახელი, გვარი და კომკავშირის წევრობის დოკუმენტი.
-რა? - გაონგდა რასტი. - რომელი წელია?
-აღარ გავიმეორებ! კითხვაზე მიპასუხე. - მუშტი მაგიდას მკვახედ დაარტყა და ჟღარუნის ხმაზე შეხტა რასტი.
-კარგი, კარგი... რასტი ამაშუკელი, თუმცა დოკუმენტი არ მაქვს.
-სად არის თქვენი დოკუმენტები? თან არანაირი საბუთი არ გქონდათ.
-თან არ ვატარებ.
-რატომ?
-არ ვიცი, ალბათ...
-საიდან ხართ? თქვენზე ბაზაში არანაირი ინფორმაცია არ არის. ვინ ბრძანდებით?
-რასტი ამაშუკელი ვარ, უკვე გითხარით.
-ტყუით!
-არ ვტყუი... გეფიცებით. რომელი წელია ხომ ვერ მეტყვით?
-საზღვარგარეთ ხომ არ გაქვთ კავშირები?
-არანაირი.
-თქვენი ნათესავები სად არიან?
-ერთი ჩემთან ერთად იყო, დანარჩენი არ ვიცი.
-რატომ არ იცით?
-შეიძლება გავიგო რომელი წელია? - უკვე ქანცგაწყვეტილმა რასტიმ გაღიზიანებულმა წამოროშა. პოლკოვნიკი გარეთ გავიდა და მისი გაყვანა ითხოვა, ცოტა ხანში შემოვიდა ოთახში ორი ოფიცერი, ხელები გაუხსნეს და საკანში გადაიყვანეს. - მეტყვის ვინმე რომელი წელია? - ოფიცრებს მიუბრუნდა, სანამ დატოვებდნენ მარტო.
-თქვენ რა სერიოზულად ამბობთ? - გაოცდა ერთ-ერთი, დაბალი ჟღალთმიანი, თითქმის გადაპარსული და სწორუპოვრად მდგარი ყმაწვილი, რომელიც გაოგნებული შესჩერებოდა.
-ხო, სერიოზულად ვამბობ... მეტყობა რამე ხუმრობის?
-მართლა მომავლიდან ხართ? - შეუბრუნა კითხვა მან.
-გეყოფა სერჟ... - მეწყვილემ გვერდში მუშტი დაარტყა. - რა მომავლიდან, გიჟია ვერ ხედავ? ასეთები ციხეში უნდა გამოკეტო, თან სამუდამოდ!
-ააააააააააახ... - გისოსებს ხელებით მაგრად მოეჭიდა და რყევა დაუწყო, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. თითქოს გამომტვრევას და თავის დაღწევას ლამობსო, მაგრამ რასტის ის უფრო აცოფებდა, რომ ასე გულგრილად უყურებდნენ და არანორმალურად აღიქვამდნენ. რთულ გარემოებაში აღმოჩნდა, ამჯერად ნამდვილად ვერსად ვერ გააღწევდა. ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე და რკინის საწოლზე ჩამოჯდა, ერთი თხელი მატრასი და საბანი რომ გადაეფარებინათ. არაჩვეულებრივი არომატი ავსებდა მის სამყოფელს, კანალიზაციის და კიდევ ვინ მოთვლის რის უნაკლო სურნელს ისრუტავდა მისი სხეული ცხვირის მეშვეობით და რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას.
ნერვიულად ფიქრობდა დონიზე, სად იყო, როგორ ჰყავდათ და იწვა საწოლის პირველ სართულზე, ხელი შუბლზე დაედო და ფიქრებს მისცემოდა მთელი არსებით, სავსებით სიგიჟის ზღვარზე მყოფს შესაძლოა ჰგავდა, რადგანაც სხვები ასე მიიჩნევდნენ, მაგრამ საკუთარ თავს გიჟად ნამდვილად არ აღიარებდა და ეს, რაც მის თავს ხდებოდა, ნამდვილი იყო. ფიქრობდა, ეს რომ ჩემ დროში ვინმეს მოვუყვე ნამდვილად საგიჟეთში გამომკეტავენო, აი თუ რატომ მირჩევდა მამაჩემი გაჩუმებას, ეხლა ვხვდები ყველაფერს. ბოლომდე მეც ვერ ვიჯერებდი თავიდან, სხვები დამიჯერებენ? დონის როგორ ავუხსნა რა მოხდა? ან ვინ ვარ? როგორ ვუთხრა ყოველივე, ო ღმერთო.
კარის ჭრიალის ხმაზე წამოვარდა რასტი და დაინახა როგორ შემოჰყავდათ დონი. ის ჯიუტად დამდგარიყო და არ ემორჩილებოდა, რაზეც ხელკეტი ხვდებოდა ფეხებში, გვერდებში და მაინც აიძულებდნენ სიარულს.
-თავი დაანებეთ! ნუ ურტყამთ! - რასტი ღრიალებდა. ღრიალებდა მთელი არსით და არც ეშინოდა რამის. ერთ-ერთმა რიგითმა მეორეს დაცინვით უთხრა.
-ესეც აქ შესვი, ამ ბაბაილასთან, იქნებ ჭკუაზე მოვიდნენ. - კარებს სანამ გააღებდნენ შიგნით მყოფს კედელთან მისვლა და ზურგით მობრუნება უბრძანეს, მხოლოდ ამის შემდგომ გაიჭრაჭუნა კარმა და დონი წიხლისკვრით შიგნით შეაგდეს. - გაინძერი! - დააყოლეს და კარი საზარელი ხმაურით გაილაწუნეს.
-დონი... დონი... - იგი იდგა გაუნძრევლად, ერთ წერტილს მიჩერებული და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. - დონი... - რასტიმ ხელი სახის წინ აუსვ-ჩამოუსვა, როგორც ილუზიონისტი თავისი წარმოდგენის დაწყების წინ ანახებს ხალხს, რომ ხელში არაფერი უჭირავს, და ხელი მაჯაში წაავლო. - დონი... გამეცი ხმა, რა მოხდა?.. იცი, ძალიან გთხოვ მაპატიე.. ძალიან გთხოვ.
-ეს მე უნდა გეკითხებოდე, რა მოხდა? - უემოციო მზერით მიუტრიალდა მას. - სად ვართ? ჩვენ ორმოში ჩავვარდით, უძირო ორმოში, წესით უნდა მოვმკვდარიყავით, მაგრამ აქ ვართ. ეს რა არის? სიკვდილის შემდეგი გაჩერებაა და ჩვენ საიქიო ცხოვრებაში, ჯოჯოხეთში მოვხვდით?
-მართლა არ ვიცი დონი... მაპატიე, შენ როგორ გაეხვიე ამ აურზაურში არ ვიცი, ს ვაპირებდი, გადახტომას, მაგრამ...
-ხო, შენ გადასარჩენად გამოქცეული, მეც გადმოგყევი. მახსოვს.
-რა კითხვები დაგისვეს? რა უნდათ ჩვენგან?
-ტერორისტები ვგონივართ. ჩვენზე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, არც დაბადების, არც გარდაცვალების და არც საერთოდ იმის, რომ ამქვეყნად ვარსებობთ. რასაკვირველია, ჩვენ ხომ ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტ წელში ვართ, როდესაც დაბადებული არც ვიყავი.
-რაა? ღმერთო...
-ასე მითხრეს დამლაგებლებმა. სხვა არავინ დამელაპარაკა. მიპასუხებ, ახლა რა ხდება?
-არ ვიცი-მეთქი, არა გესმის?
-ვინ ხარ? არც ეგ იცი? შემთხვევითობის აღარ მჯერა... შენ შემთხვევით არ მოხვედრილხარ ჩვენთან, დაჭრილი და რაღაც ისტორია მოგვიყევი ზღაპარი, ახლა კი ჩემი ერთადერთი მშობელი და ჩემი საყვარელი და საფრთხეში არიან, იმ მანიაკთან მარტო დარჩნენ!
-დამშვიდდი. არას გვარგებს განრისხება, უკვე გამოვცადე, მხოლოდ მე გავღიზიანდი და წამერთვა ძალა. ენერგია უნდა შევინარჩუნოთ. - ათრთოლებული ხელის გულებით რასტი დონის მაჯებს შეეხო, დონიმ მრისხანედ მოიშორა ისინი. - უფლის მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ არ გაგვწირა... ამას კი ახსნა ექნება, როგორ მოვხვდით აქ. და ეს ახსნა უნდა ვეძიოთ.
-როგორ? მკითხავებს ვუსმინოთ არა?
-თუნდაც.
-გადასარევი აზრია. - მკვახედ მოუჭრა და საწოლზე ჩამოჯდა. - პირდაპირ გენიალური.
-მოდი დავწვეთ, უნდა დავისვენოთ შვილო.
-შენს მამობრივ მზრუნველობას ერთ ადგილას შეგტენი... ხმა აღარ გაიღო.
რასტიმ ტანზე გაიხადა და დაწოლას აპირებდა, თუმცა დონიმ შეაჩერა და ზურგით დააყენა მისგან. - ეს რა გაქვს აქ? - უნებლიედ იკითხა და თითი ხერხემლისკენ გაიშვირა, სადაც ნაყვავილარი ნაოჭივით ჰქონდა მას.
-არაფერია. დაბადებიდან მაქვს. - განუვრცობლად უპასუხა იმ იმედით, რომ ვერაფერს გაიხსენებდა დონი და მალევე მოტრიალდა, რათა საწოლზე ამძვრალიყო.
-ეს რა დაავადებაა? - არ მოეშვა და უკვე ნახევრად მძინარე გამოაფხიზლა ამ კითხვამ.
-რატომ გგონია ასე?
-მამაჩემსაც ჰქონდა ზუსტად ასეთი, ფაფარაშლილ ლომს ჰგავდა მისი შრამი ზურგზე, სწორედ ისევე როგორც შენ. - დანაღვლიანებული ძლივს სუნთქავდა, რასტიმ შეუხედავად შენიშნა და უნდოდა მიშველებოდა, ეზრუნა მასზე, მაგრამ ვერ ბედავდა.
-ალბათ დამთხვევაა. - გულგაწურული ჩუმად კვნესოდა.
-ალბათ. მაგრამ უცნაურია. რა შანსია იმისა, რომ ორ მამაკაცს შევხვდი ცხოვრებაში, ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, რომელთაც არა ერთი და იგივე ტატუ, ან რაიმე წარწერა აქვთ ზუსტად ერთსა და იმავ ადგილას, არამედ სხეულისმიერი დეფექტი დაბადებიდანვე. რა თქმა უნდა, ვხვდები შენ ის არ ხარ, მაგრამ უბრალოდ უცნაურია.
უფრო მეტად მოუკვდა გული ამ სიტყვებზე რასტის. „რა თქმა უნდა, ვხვდები შენ ის არ ხარ.“ კვლავ შეახსენა განგებამ დავიწყებული ვარამი, და მკერდში განუახლა ტკივილი. მისი შვილი უცხო ადამიანად აღიქვამდა, მისთვის მამა მკვდარი იყო და სამყაროზე აღარ დაიარებოდა. მაშ როგორ უნდა გაემხილა მისთვის სიმართლე?
გამოძინებამ მისი გადაქანცული მდგომარეობა და აფორიაქებული ცხოვრების დეტალებისადმი წყრომა ოდნავ დაუმშვიდა და ჩაუცხრა აყორილი ვნებები, სულისკვეთება და სურვილი სიმართლე ეთქვა მისთვის. ბნელი ჯურღმული ნათლით აივსო გარეთ გასასვლელი დარაბების გახსნისას. ბუნტისმიერი ხმები ისმოდა კარცერის მიღმა, თუმცა არ ისმოდა სიტყვები გარკვევით. რუსულ-ქართული გინება და საუბარი მეტი სიხშირით ისმოდა და უახლოვდებოდა მათ, მაგრამ წამიერად მიჩუმდა ყველაფერი და მიწყდა.
-რასტი, წამომყევი. - კარში პოლკოვნიკი შემოვიდა, გუშინდელისგან განსხვავებით გამომეტყველება შეცვლოდა, აღარ იყო კუშტი და განრისხებული, მას ინტერესიანი მზერა და საოცრად მშვიდი, თუმცა ანერვიულებული გამოხედვა ჰქონდა. ამის თქმა იყო და დონის ერთიანი გავარვარებული შეტორტმანება მოჰყვა. ციებიანივით გადახედა გვერდზე მდგომ უცნობ მამაკაცს და მისი ხედვა მოწმობდა მის დაფარულ სურვილებს. როგორ ეწადა ორივე შეკრული მუშტი მთელი სიმწარით დაეშვა ამ ადამიანისთვის ჯერ მხოლოდ იმისთვის რომ სხვა სახელით გაეცნო მათ.
იგი დონისთვის თვალმოუშორებლად გაჰყვა. - დაბრუნდები და სალაპარაკო გვაქვს. - ჩაეღრინა კბილებით და მხურვალე კლანჭები დაანახა საკნის გარეთ მყოფ მისთვის სრულიად უცნობ კაცს. დარბაზი გადაკვეთეს და გარეთ გავიდნენ, პოლკოვნიკს რამდენიმე ოფიცერი ჰყავდა თან, რომელთა წყალობითაც პატიმარი ვერსად გაიქცეოდა, ისე ჩაჰფრენოდა ერთი მკლავში, ხოლო მეორეს ავტომატი სჭეროდა იმის გარანტიად, რომ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამდა არასწორი მიმართულებით. ხანდახან მაინც გააპარებდა ეზოდან გასასვლელი რკინის დაკლიტული კარისკენ თვალს და სამ მეტრიან ღობეს შეამზერდებოდა, მაგრამ ასევე ხედავდა მის გვერდით მომყოლ ოფიცერს, რომელმაც სახის გამომეტყველების მიხედვით ჩანდა, რომ ცხოვრებაში ღიმილის მნიშვნელობა არ იცოდა და ოცნებაზე ფიქრისგან თავს იკავებდა.
გვერდითა შენობაში შევიდნენ, სადაც როგორც ის, სხვა პატიმრებიც ასევე ოფიცრების თანხლებით იდგნენ და თითქოს რიგს ელოდნენ. რამდენიმე დარბაზში შემავალი კარი დალანდა მან, მარცხენა მხარეს კიბეები ზევით ასასვლელი. კედლებზე სურათები, სახელები რუსულად ამოეტვიფრათ ხის ჩარჩოზე და მათი ღიმილიანი მზერა იმედს მოასწავებდა, თუმცა გასაღიმებელი ამ შენობაში მართლაც არაფერი იყო. პირველ ცარიელ დარბაზში შევიდნენ. სამი მსაჯული თავიანთ ადგილებზე მოთავსებულიყვნენ და ელოდნენ საქმის დაწყებას. პოლკოვნიკმა დაიწყო. საქმის დეტალები დეტალურად ჩამოაყალიბა, ოცი წუთი მოანდომა დაახლოებით, რასტისთვის მთელმა საუკუნემ განვლო. დასასრულს კი პოლკოვნიკმა მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვა. რამდენიმე წუთიან თათბირის შემდეგ თქვეს:
-დაისაჯოს სიკვდილით!
-დაისაჯოს სიკვდილით!
-მიესაჯოს პატიმრობა ოცდახუთი წლის ოდენობით. - თუმცა მესამის გადაწყვეტილებას პირველი ორი აბათილებდა და საბოლოოდ მას სასჯელად სიკვდილი მიესაჯა.
რასტი დააბრუნეს საკანში და დონის უხმეს. დაახლოებით ერთ საათში ისიც ღიმილწართმეული სახით დაბრუნდა და რასტისთან საქმეზე მტკიცედ საუბრის მოლოდინში მყოფი, მისთვის სიტყვაც აღარ უთქვამს.
ორი დღე გავიდა მათი გასამართლებიდან და დათქმულ დროს, ღამის თორმეტ საათზე კვლავ პოლკოვნიკი შემოდის. რატომღაც იგი პირადად იყო დაინტერესებული მათი სიცოცხლის ხელყოფით და გულს უწვავდა ეს ბიჭებს. ასეთი რა დავაშავეთ, თავად პოლკოვნიკი რომ წუხდებაო. მან მილიციის განყოფილებიდან გაიყვანა ორივე, იარაღმომარჯვებული უკან მიჰყვებოდა და აფრთხილებდა, რომ არანაირი გაქცევის მანევრით თავი არ დაეღუპათ.
-მაინც თუ უნდა მოგვკლა? რა აზრი აქვს გაქცევის მცდელობაში მოვკვდებით თუ იქ სადაც შენ მიგვათრევ? - დონის მკვახე სიტყვები გულზე მოხვდა პოლკოვნიკს.
-აქვს. - მტკიცე ხმა ჰქონდა. - ღირსეულად სიკვდილი ჯობს, ლაჩრულად სიკვდილს. ასე არაა ბიჭებო? - გადასძახა იქვე შორი-ახლოს მობორიალე ოფიცრებს.
-რა თქმა უნდა პოლკოვნიკო! - ერთხმად სამხედრო სალმით განუცხადეს პოლკოვნიკს. - დიდება კომუნისტურ პარტიას. - დააყოლეს ბოლოს. პოლკოვნიკმა მოღრეჯილი სახე გაასწორა და გაიღიმა.
-ახლავე წამოდით. პირადად ვიზრუნებ იმაზე, რომ აქედან გააღწევთ, სამუდამოდ.
-მადლობაც ხომ არ გადაგიხადოთ? - ირონიანარევი ღიმილით ჰკითხა დონიმ.
-მადლობას მერე მეტყვით. - დონიმ სიგიჟენარევად გადაიხარხარა. სიკვდილისწინაშიშტალღაგადავლილად. მას აღარაფრის ეშინოდა. მართალია სიცოცხლე სწყუროდა, სიცოცხლის ხალისის შეგრძნების სურვილით იყო სავსე, მაგრამ შეეჩვია იმ აზრს, რომ დღეს აქ დასამარდებოდა საიდუმლოს გაუაზრებლად. იმ საიდუმლოს, რამაც ის ასე შორს სახლიდან, მოწყვიტა და ჩამოიყვანა ამ კაცთმოძულე სამყაროში. უცნაური იყო ყოველივე ეს, ვინაიდან ისინი საფლავებთან იდგნენ, წინასწარ ვიღაცის მიერ გვერდიგვერდ გათხრილ საფლავებთან.
-ნუთუ უცერემონიოდ ჩაივლის?
-რას გულისხმობ? - იკითხა პოლკოვნიკმა.
-დასჯა. ხალხი არ უნდა დაესწროს განა? - შეუღრინა დონიმ.
-მე მოვითხოვე ასე. თქვენ საკმაო ბუნტი გამოიწვიეთ ხალხში, ამიტომ ასე სჯობს თქვენი დასჯა, ყველასგან ფარულად, თითქოს არც გიარსებიათ, ვინაიდან და რადგანაც ისედაც არ არსებობთ წერილობით.
-ეს იმიტომ, რომ ჩვენ ორი ათას ორმოცდაოთხი წლიდან მოვედით.
-რაო რაო? ყურს მომესმა? - დონის ფერდში შესამჩნევად ჩაარტყა და რასტის კი თავში წამოარტყა ხელი.
-არა. - თქვა რასტიმ. - სიმართლეს ვამბობთ. ჩვენ ორი ათას ორმოცდაოთხ წელში ვიყავით, როცა გადავწყვიტე და ორმოში ჩავხტი, ისიც შემთხვევით გადმომყვა და სიკვდილის ნაცვლად აქ მოვხვდით.
-და რა გქვია რაო? - ნიშნის მოგებით აგდებით დასვა კითხვა პოლკოვნიკმა.
-რასტი ამაშუკელი. - თქვა თუ არა დონის გადახედა.
-ნუ ტყუი! - იღრიალა. - ხელებშეკრული ვარ თორე შენ გაჩვენებდი!
-რას?
-რასტი ამაშუკელი მამაჩემი იყო. შენ კი თვითმარქვია ხარ! - კვლავ შეუღრინა.
-გოგოებო ნუ ჩხუბობთ, ორივეს მოგევლებათ ცოტა ხანს მოითმინეთ. რასაკვირველია ტყუის. მან ჩემს ფორმაზე ამოიკითხა ეს სახელი და ახლა რა გინდათ, აფიორას მიწყობთ?
-არა! - იყვირა რასტიმ.
-რა? - ძლივს ამოღერღა დონიმ.
-მე ვარ აქ პოლკოვნიკი რასტი ამაშუკელი. - წარმოთქვა პოლკოვნიკმა და სიამაყით სამკერდე ნიშანზე დაირტყა ხელი. - თქვენ კი როგორც ჩანს ჩემი შვილიშვილები უნდა იყოთ. - ჯიბიდან რვეული ამოიღო, ფურცვლა დაიწყო და საჭირო გვერდს რომ მიაგნო შეჩერდა. გაოცებით ჩააშტერდა და იარაღი შეინახა. - დღეს 1979 წლის 12 მარტია და თქვენი ჩამოსვლა ნაწინასწარმეტყველები იყო.
თითქოს ბიჭებს თავში რაღაც ჩაარტყესო, ისე გაოგნებულები უყურებდნენ ერთმანეთს და შემდეგ პოლკოვნიკს. მათ თავს გადახდენილ ამ მოულოდნელად დაუჯერებელ ამბავს ზღაპარში თუ შეხვდებოდით მხოლოდ, მაგრამ ეს ხდებოდა.
-არსებობს ლეგენდა... მანამდე ჩემთან უნდა წამომყვეთ, ღმერთო... მეც არ ვიცი რას ვბოდავ და რატომ მჯერა ამის, მაგრამ სანამ რამეს მოვიმოქმედებ კარგად უნდა გავარკვიო ყველაფერი. თქვენ დროის მიმდინარეობა აურიეთ. არ გაინძრეთ, და ისევე წყნარად იარეთ როგორც აქამდე, ჯერ საკმარისად არ გენდობით. - კვლავ წინ წაიძღოლა სიკვდილმისჯილი ახალგაზრდები. პოლკოვნიკი თავის საუბარსაც კი ვერ რწმუნობდა. თითქოს სხვა ალაპარაკებდა მისი სიტყვებით, მაგრამ გრძნობდა ასე მარტივად არ იყო ყველაფერი. სანამ მათ სიცოცხლეს გამოასალმებდა უნდა გაერკვია.
დარწმუნებული უნდა ყოფილიყო...
თავისი ქმედების სისწორეში...

.....
აი, ესეც მორიგი თავი, რომლის დასრულების შემდგომაც ბევრი რამ ცხადი გახდა თქვენთვის, ბევრი კვლავ დაფარული და ალბათ კითხვები კვლავ გაქვთ დარჩენილი თუ რა ხდება მათ თავს.
როგორც ვეცადე მაქსიმალურად ნათლად გადმოვეცი მათი ამბავი. ეს თავად დონიმ მომიყვა როცა გავიცანი...
შემდეგ თავში კიდევ ბევრ რამეს აეხდება ფარდა, ასე რომ მომყევით.



№1  offline წევრი Rania

Ramdeni varianti ar ganvixile chemtvis. Ramdeni ganvitareba movuzebnee. Aseti ki namdvilad gamaognebeli iyo erkee. Saocrad originaluri gadacyvetilebaa da axla kidev ufro moutmenlad velodebi momdevnos. Ragaceebi nateli gaxda shemtvis. Tumca aris kitxvebi romlebic macuxebs da didi imedi maqvs momdevno tavi daakmayofilebs am survils. Madloba axli tavistvis
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი guroo

უჰჰჰჰ, ძალიან საინტერესო იყო.
როგორ მაინტერესებს მერე რა მოხდება.
საშინლად დაძაბული ვკითხულობდი. აზარტში შევედი❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent