მეტრო (თავი 11)
დონის ოთახიდან გამოსულებმა ელიოსს დასამშვიდებლად წამალი დაალევინეს. დონი სამზარეულოში გავიდა, ვერასდროს იტანდა მამაკაცის ქვითინს, ყოველთვის მიაჩნდა ძლიერ მამაკაცს ტირილი არ შეშვენისო და მის სახეზე ცრემლი მშობელ დედასაც კი არ უნახავს. მარაზმი იყო და ყოველთვის თავის შეცოდების მცდელობად აღიქვამდა, რაც მის ბუნებაში არ ჯდებოდა. თავადაც არ ახსოვს როდის იტირა ბოლოს... თუკი ტიროდა, ის ყოველთვის განმარტოვდებოდა ხოლმე, რომ არვის დაენახა მისი სუსტი მხარე. არ შეეძლო ადამიანებთან თანდასწრებით იგივეს გაკეთება. როცა ბავშვობაში მამამ მიატოვა, მისი სრულიად შეცვლილი განსახიერება დაბრუნდა ოჯახში. უტყვი, უეშმაკო, ყოველთვის გულწრფელი, თუმცა უმეტესწილად მუნჯივით იჯდა და ფიქრობდა. რამდენჯერ ცდილა დედა მის ალაპარაკებას, მაგრამ უუნაროდ და უიმედოდ გრძელდებოდა მთელი ეს ხანი. ხანდახან თუ იტყოდა: მშია, დამეხმარე, მინდა და ამ დამარცვლილ სიტყვებში იშვიათად თუ გამოსჭვიოდა სიტყვა სიყვარულით ანთებული და აგიზგიზებული. ესმოდა როგორ ტიროდა დედა მის ცვლილების შემყურე, მაგრამ არ შეეძლო მისი დამშვიდება, თითქოს გული ამოაცალეს ამ მომენტში, თითქოს სამუდამო ტკივილისთვის გაიმეტეს და ღიმილი მისთვის არ იყო. სკოლაში სიარულს ძველებურად აგრძელებდა, თუმცა ბავშვებმა გარიყეს მისი უტყვობის გამო და არა მარტო. დასცინოდნენ იმის გამო, რომ მამამ მიატოვა და მიტოვებულს უწოდებდნენ, ხშირად ჩხუბობდა, მუშტებს გამწარებულს უქნევდა ბიჭებს და ასახიჩრებდა. მასწავლებელსაც კი ყოველთვის ის გამოჰყავდა დამნაშავედ, ხმას არ იღებდა თავის დასაცავად, დაზარალებული კი ყველაფერს აკეთებდა, რომ თავი გაემართლებინა და დონი დაედანაშაულებინათ და ყოველთვის ისჯებოდა ის, ვისი გამოწვევაც ასეთი მარტივი იყო და ვისაც განგებ აღიზიანებდნენ. მშობელს კი ეუბნებოდნენ, როგორ გაუხეშდა, როგორ ურტყამს მეგობრებს უმიზეზოდ, თან უმიზეზოდ! კიდევ იმას ეუბნებოდა, რომ თუ ასეთ მოქცევას განაგრძობდა ის სკოლაში ვეღარ დარჩებოდა და ხმა უნდა ამოეღო. სამი თვის მანძილზე, იმდენად მისჩვეოდა უტყვ ყოფას კაირა ხელახლა ცდილობდა მისთვის ცალკეული სიტყვები ესწავლებინა და ლაპარაკი დაეწყებინებინა. ატარებდა ნევროლოგთან, ფსიქოლოგთან, ისინი კი ყველაფერს სტრესს აბრალებდნენ და მშვიდ გარემოში სთავაზობდნენ გადასვლას. სკოლის შეცვლას და ნაცნობი გარემოსთვის მოშორებას ურჩევდნენ საუკეთესო შემთხვევაში, თუმცა კაირას სახსრები არ ჰქონდა მაშინ, რათა ეს მომხდარიყო. დამლაგებლად მუშაობდა, ბავშვებს გარკვეული ხნით მარტო ტოვებდა, მაგრამ კვირის რამდენიმე დღეს მაყვალა ბებოსთან ტოვებდა ხოლმე. ყოველ ჯერზე წუწუნს იწყებდა, მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც იტოვებდა ბავშვებს, ამეცადინებდა, ასადილებდა და ტკბილ ნამცხვრებსაც უცხობდა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ დონიმ მაყვალა ბებოსთან დაიწყო კვლავ საუბარი და შერა იმდენად იყო გახარებული, რომ სახლში დაბრუნებულ დაღლილ დედიკოს მაშინვე ახარა და არ დააცადა თავად ეთქვა ეს დონის. მან სტრესი გადაიტანა, შეძლო მორეოდა უმამობას ისე, რომ ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია თვალიდან. ამის შემდგომ სხვა სკოლაში დაჰყავდა დედას, სხვა მეგობრები გაიჩინა, მათთან ერთად ხშირად ბრუნდებოდა სახლში, ან თავად სტუმრობდა მეგობრებს და მათი მშობლებიც ზრუნავდნენ საკუთარი შვილივით პატარა დონიზე. მას უკვე ერთზე მეტი მამა, თუმცა ერთადერთი დედა ჰყავდა, რომელსაც მისი დაბრუნების შემდეგ (ასე უწოდებდნენ ამ მოვლენას) დღეში ასჯერ მაინც ეუბნებოდა დედას და დას როგორ უყვარდა. უამრავჯერ ეხუტებოდა თავის საყვარელ ადამიანებს და ცდილობდა მათაც მარტივად გადაეტანათ. ყოველ საღამოს შერასთან ერთად იჯდა და როგორც უფროსი ძმა წიგნს უკითხავდა, ასწავლიდა, უხსნიდა ცხოვრების ურთულეს ფაზებს და კაირას საოცრად უკვირდა, როგორი ჭკვიანი იყო ის. საბოლოო ჯამში ორივე შვილით საოცრად ამაყობდა და ორივე თანაბრად უყვარდა. დონის კი სისულელედ მიაჩნდა სიყვარული, დედას ხშირად ეკამათებოდა ცოლს არასდროს მოვიყვანო, მაგრამ კაირა კი ძალიან უყვარდა და არ შეეძლო მის გარეშე ცხოვრება. შერაც დაქალდა, ოჯახი მალე ვალებში ჩავარდა და საცხოვრებელი სახლის გაყიდვა მოუხდათ, თემქიდან კერძო დასახლებაში გადავიდნენ, ჯერ უსახელო ქუჩაზე და იმაზე პატარა ბინა იყიდეს, ერთ სართულიანი კერძო ბინა, გაყვითლებული კედლებითა და ხის ფანჯრებით, რაც წლების განმავლობაში გამოცვალეს და გაარემონტეს. ახლა კი დონი უბრალოდ სამზარეულოში იჯდა, ცდილობდა გაეხსენებინა როდის იტირა ბოლოს, მაგრამ ვერ იხსენებდა. ჩაი მოიმზადა, უამრავი შაქრით, დედასთან კამათში სულ ამბობდა, სიტკბო თუ ცხოვრებაში ნაკლები გაქვს თავად უნდა ეძიოო და შაქარზე ანიშნებდა მშობელს. ამით სიტკბოს ვეძებო, მეტი არაფერიო და კაირასაც მაშინვე გული უჩუყდებოდა და ბავშვს მთელი ძალით იხუტებდა გულში. მართალია გაიზარდა, მაგრამ გულში მაინც ბავშვად დარჩა და ის ემოციები, რაც გააჩნდა კვლავ გულში ჩაკლულად არსებობდა, არ კვდებოდა, მხოლოდ იწვნენ და მბჟუტავად ანათებდნენ, მაგრამ მაინც იწვევდნენ საკმაო სევდას, საკმაო მონატრებას, სიბნელეს, სიშავეს აწმყოში და წარსულის დამალვას ვერსად ვერ ახერხებდა. სადაც არ უნდა დაეწყო მუშაობა, ყველგან ეკითხებოდნენ მშობლებზე, ყველგან ცდილობდნენ მისი წარსულის ამოქექვას და განრისხებული გასაუბრებიდანვე ტოვებდა ადგილს და აქ არ დავბრუნდებიო ამბობდა. ბოლოს კი თავისი საქმე იპოვა, თავის ცხოვრების სიტკბო და შაქარყინული, რომელსაც მთელი ცხოვრება გულით ეძებდა. მან სამსახური იპოვა ზედმეტი კითხვების გარეშე, გამსაუბრებელი გოგონა კი რომლის ფაქიზ სახესაც მისი სულის აფორიაქება შეეძლო ისეთი დახვეწილი მანერების მქონე აღმოჩნდა, რომ ზუსტად იცოდა რა კითხვები დაესვა, როგორ მოქცეულიყო და მან დაიწყო მუშაობა ტკბილეულის დამამზადებელ ქარხანაში, ოჯახისთვის, რათა დედას დახმარებოდა, რათა ოჯახი ფეხზე დაეყენებინა და ოჯახის უფროსობა ეთავებინა. სიტკბო ეძებდა და იპოვა კიდეც. ის ნაირნაირ სახეობის სიტკბოებს ამზადებდა და მათ ავრცელებდა, ირიბად, მაგრამ მის ტკბილეულს ხალხი აგემოვნებდა და ბედნიერ წუთებს შეიგრძნობდნენ. ეს საკმარისი იყო მისთვის, რათა ამ საოცნებო საქმეს მიჰყოლოდა და მონდომების, შრომის საფუძველზე ჯერ მწარმოებლიდან ქარხნის მეთვალყურედ გადაიყვანეს, შემდეგ ადმინისტრატორად დააწინაურეს და მალევე მენეჯერად დასვეს, საკუთარ კაბინეტში და თავს ისე მნიშვნელოვნად გრძნობდა, როგორც პრეზიდენტი საკუთარ აპარტამენტებში. არასდროს ყოფილა შეუძლებლის მსურველი, არასდროს ჰქონია ამბიცია, მას უბრალოდ ჰქონდა ერთი უნაკლო თვისება, შრომა უყვარდა და ამის სტიმულიც ჰქონდა, ოჯახი. მათი წყალობით მიაღწია მას, რასაც არ ელოდა და საკუთარ დედას და დას პურით, წყალით და სხვადასხვა საჭირო პროდუქტებით ამარაგებდა, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ. კაირამ დაანება თავი მუშაობას, ისიც დონის დაჟინებული თხოვნით, რადგან არ მოსწონდა, რომ ამდენად იღლებოდა და გული უხდებოდა ცუდად. -მალე შერაც დაიწყებს მუშაობას, ისიც მოგვეშველება, მანამდე კი მე შევძლებ თქვენს გამოკვებას. ძალიან გთხოვ. - ემუდარებოდა დედას და სიყვარულს ეფიცებოდა. მაინც გაიხსენა ის შემთხვევა, როცა ცრემლები უნებურად წასკდა. ამის მოთმენა აღარ შეეძლო, ერთ დღესაც, ზუსტად მამას დაბადების დღეს მათ წერილი მიუტანეს, წერილი რასტის სახელზე იყო გამოგზავნილი. ვიღაც თემო სწერდა, ამდენი წლის შემდეგ დაბადების დღეს ულოცავდა და უყვებოდა, რომ ცოლი მოიყვანა, შვილი ეყოლა და მას რასტი დაარქვეს, მის საპატივცემულოდ. მის მდგომარეობას კითხულობდა და პატიებას სთხოვდა ამდენ ხანს რომ სდუმდა, ერთხელ რომ არც ინახულა და მისი არსებობაც დაივიწყა. გულმა უჩხვლიტა ამ წერილის წაკითხვისთანავე და სახლში მორთო ღრიალი. იქამდე ტიროდა, სანამ თვალები არ დაუსივდა და ცხვირი არ გამოებუშტა. იქამდე დარდობდა, როდესაც შერა დაბრუნდა სკოლიდან, როდესაც კაირა დაბრუნდა სამსახურიდან ის მაინც იჯდა პატარა ღუმლის წინ და ქვითინებდა. შეშინებულებმა კითხვაზე თუ რა მოხდაო, მხოლოდ ის წერილი აჩვენა და კვლავ დუმილი მიიღეს მისგან. ცრემლიანი დუმილი. ჩაის დასრულებისთანავე ფიქრი შეწყვიტა. კვლავ მისაღებში დაბრუნდა, მაგრამ სტუმარი იქ აღარ დახვდა. იქ მყოფთ ჰკითხა, მაგრამ არ იცოდნენ სად წავიდა, თითქოს აორთქლდა და უკვალოდ გაქრა. არ დაუნახავს არც რასტი უფროსს, შეშინდა მისი შიშის მიზეზი კი სხვა იყო, ფიქრობდა კვლავ დროში ხომ არ გადახტაო, მაგრამ მეტროს გარეშე შეუძლებელი იყო. გასვლა დააპირა მოსაძებნად, მაგრამ დონიმ შეაჩერა. -დაისვენე მოხუცო. მე მოვძებნი, თან რაღაც დამრჩა სათქმელი. მე გავალ. - სკამამდე მიაცილა და დასვა, მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა სახლიდან და რასტის მადლობის მზერაც თან გაიყოლა. თვალი გააყოლა ამვლელ-ჩამომვლელთ, და ძლივს, თუმცა მაინც გაარჩია დაღმართზე როგორ მიდიოდა ტაატით თავისი მაისური და შარვალი. თავი კარგად არ უჩანდა, მაგრამ აუჩქარებლად, აქა-იქ სირბილით გაჰყვა. ერთი-ორჯერ დაუძახა კიდეც, ჯერ სახელით მიმართა, შემდეგ მეგობაროს ძახილით ჩაუყვა დაღმართს, მაგრამ კარგად რომ გაარჩია დაინახა როგორ უყურებდა მზეს, შემდეგ კი ვარსკვლავებს და ისე მიაბიჯებდა შარას. ისეთი მოძრაობა იყო, წამდაუწუმ ეჯახებოდა მიმავალს, მაგრამ მაინც ცდილობდა გაეღწია გადაესწრო მათთვის და მიახლოებოდა მამაკაცს, რომელიც ასე სიარულით შესაძლებელიც იქნებოდა დაკარგულიყო. შესჩერებოდა ცას და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მასზედ დატანებულ რუკას მიჰყვებოდა და არც აინტერესებდა რა ხდებოდა მის წინ. სარკისებურად ირეკლავდა ზეცა ბილიკს და ღვთიურ გზაზე დააბიჯებდა სტუმარი. -ელიოს. - დაძახების კიდევ ერთ მცდელობას მოსტხდა ფეხი და შუა გზაზე გაიშოტა. მზე ჩაესვენა და ვარსკვლავების ცქერას შეჰყვა ამჯერად, თითქოს მის ინტერესში შედიოდა გაერკვია რა ხდებოდა მათში, გაერკვია მათი წარსული, მათი მომავალი და წაეკითხა ყველაზე რთულად დასანახი ვარსკვლავის ბედიც. გიჟად შერაცხა წარმოსახვაში, მისი ზრახვების გარკვევა შეუძლებლად ეჩვენებოდა, ამიტომ მეტი ინტერესით მიჰყვებოდა, რათა გაერკვია საით ჰქონდა გეზი აღებული. შეწყვიტა დაძახება, შეუმჩნევლად მის კვალს ჩასდგომოდა, რათა მისი ჩანაფიქრი შეეტყო. ბილიკს გზაჯვარედინამდე მიჰყვა და მარჯვნივ გადაუხვია, ასე იარეს ერთხან და შემდეგ მინდორზე აღმოჩნდნენ, უფრო მეტი სიფრთხილით მისდევდა უკან, რათა ნაბიჯების ხმაც კი არ გაეგონა და არ მოეხედა. როცა გაჩერდა, ისიც ბუჩქებში შეიმალა ათიოდე მეტრის მოშორებით და დააკვირდა. ფეხი დაუცდა, გადავარდა და ლამის უკან გაჰყვა დასახმარებლად დონიც, მაგრამ როცა დაინახა რომ შეძლო და უკან ამოდიოდა, მაშინვე ჩამალა თავი და ადგილზე დარჩა. აქ რას აკეთებსო, ფიქრობდა. „საშიშია, უფსკრულის პირას დგას, თან რომელ უფსკრულის, ცანო რომ გადავარდა და ნაწილებად ამოიტანეს.“ გული ეწურებოდა, თუმცა საკუთარ თავს არ უტყდებოდა, რომ ეს ადამიანი უკვე ეძვირფასებოდა. მხოლოდ იმას იმიზეზებდა, ჩემი ტანსაცმელი აცვია, მას ვერ გავატან თანო, თუმცა თავადაც ხვდებოდა ეს სიმართლე არ იყო. ცოტა ხნის წინ მან თავად დაუთმო და უკან დაბრუნებასაც არ ითხოვდა. უყურებდა კაცს, რომელიც ორმოს პირზე იჯდა და ცას უმზერდა. ტკივილნარევ ხრიალს გამოსცემდა მისი ფილტვები, მძიმედ სუნთქავდა. დონის ყოველ მის ახრიალებაზე შეუცბუნდებოდა გამომეტყველება და გულიც რაღაცნაირად კაწრავდა. მამაკაცი მონოლოგს მოჰყვა. იმდენად ყვირილით, რომ ყველაფერი კარგად უნდა გაეგო, მაგრამ მაინც ბუნდოვნად ესმოდა. ექოსმიერი ხმები ფარავდა მის ხმას, რაღაც ისმოდა თითქოს უფსკრულიდან და არ აძლევდა საშუალებას კარგად გაეგო. - ღმერთო... ჩემ შვილს ვეზიზღები! ამაზე დიდი ტკივილი რა უნდა იყოს ჩემთვის. რატომ გამწირე? - მხოლოდ ეს გაიგონა გარკვევით და მიხვდა მისი ტკივილის უზადო მიზეზს. მასაც ჰყოლია შვილი, რომელსაც ეზიზღებაო, გაიფიქრა და საკუთარ ისტორიას დაუკავშირა. მიხვდა რა დიდია ტკივილი, როცა ვინმეს ეზიზღები, რადგანაც თავად თვლიდა რომ მამას არ უყვარდა იგი და ეზიზღებოდა, ამიტომაც გაიქცა. მყისიერი ფიქრები ბინდბუნდში ჩაინთქა, როცა დაინახა როგორ ადგა მამაკაცი და უფსკრულის პირას და ხელები გაშალა. განზრახვას ნამდვილად მიხვდა, დაუყოვნებლივ დაიყვირა: -არა! - მისკენ გაეშურა, შეშინებულმა უკან მოხედვაც ვერ მოასწრო, ისე გადაეშვა კლდიდან და თან გაიყოლა დონიც. ნამდვილად ხვდებოდა ორივე, რომ საქმე ცუდად იყო. საკმაო ხანს იფრინეს, მიწა არსად ჩანდა და ამ უკუნ სიბნელეში უეცრად განათდა. დონი ფიქრობდა ეს არის გვირაბის ბოლოს სინათლეო. რასტი კი შვებას გრძნობდა და ამ სინათლეს განმამტკიცებელს, ანუ შვების მომგვრელს და სააქაოსგან გამცლელს უწოდებდა. -რატომ იკლავდი თავს? - უნებურად სიცარიელეში და ქარის ზუზუნში ძლივს ამოისიტყვა დონიმ. -შენ რატომ გამომყევი? -მარტო ამის გაკეთების უფლებას ვერ მოგცემდი. - ქარი ახშობდა ბგერებს, მაგრამ მათ უკვე სიკვდილის პირას მყოფებს, აზრებით ესმოდათ ერთმანეთის და იმ უეცარ წამს, თითქოს გაუნათდა გონება დონის, თითქოს რაღაცებთან დააკავშირა ყველა მოვლენა და გულიც მეტად აუჩქარდა, არა სიკვდილის მოლოდინში, არამედ ამ მამაკაცის სიახლოვეს, რომელსაც ელიოსი არც ერქვა. საბოლოოდ ისინი გადაეშვნენ. ერთად. გადაეშვნენ წარსულში. წარსულში პირდაპირი მნიშვნელობით. ... ესეც თქვენ. მორიგი სერია. უფრო ადრე დავდე! მართალია მსუყე მთლად არ არის, მაგრამ დანარჩენიც იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.