შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრება ხარ!


13-04-2019, 19:51
ავტორი ელე ნა
ნანახია 1 432

11 სექტემბერი
ოთხშაბათი 12:00
ელენე აეროპორტში იყო და ელოდებოდა 2საათს,რომ საქართველოში გაფრენილიყო.ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა...ვერ წარმოედგინდა რომ რამოდენიმე საათში საყვარელ ადამიანებს ნახავდა,რომლებიც 2 თვის წინ დატოვა...ორი თვე შეიძლება ვიღაცისთვის არაფერი იყოს,მაგრამ ელენესთვის ეს შეიძლება 2 წელს და უფრო მეტსაც უდრიდა..აქეთ-იქით დადიოდა ღიმილიანი სახით და ვერ ისვენებდა.ბოლოს სკამზე დაჯდა ერთი ზურგჩანთა და დიდი ჩემოდანი გვერძე დაიდო,ყურსასმენები გაიკეთა და სიმღერების ფონზე გამვლელ-გამოვლელებს ათვალიერებდა..
მალევე თვითმფრინავშიც ჩაჯდა და ფიქრებს მიეცა..იმის გაფიქრებაზე, რომ მისმა მეგობრებმა არ იციან, რომ საქართველოში ჩადის და სურპრიზს, უკეთებს ყოველ ჯერზე ეცინებოდა.4 საათის შემდეგ სამშობლოში იყო,ალბათ მსოფლიოში ყველაზე გახარებული..სახლამდე ტაქსით მივიდა...დიდი ჭიშკარი შეაღო და წინ ულამაზესი ხედი გადაეშალა..ეზოში მაღალი ბუჩქებით სხვადასხვა ფორმა იყო გაკეთებული..შუაში პატარა,მაგრამ ულამაზესი შადრევანი იყო,რომელსაც გარშემო ყვავილები ალამაზებდნენ.ჭიშკრს სახლის,უფროსწორად კი სასახლის კარამდე ქვებით გაკეთებული ბილიკი აკავშირებდა.ელენე ნელა გაუყვა ბილიკს,რომ თვითოეული მონატრებული ადგილი შეეთვალიერებინა.სახლის კარი შეაღო და მისთვის კარგად ნაცნობ ადგილს თვალი ვერ მოსწყვიტა.ჩემოდანი და ზურგჩანთა შესასვლელშივე გვერძე მიაგდო და თვითონ გზას მისაღები ოთახისაკენ გაუყვა.ყველაფერი თითქმის თეთრ და შავ ფერში იყო გაკეთებული.წინ დიდი კიბე იყო რომლის სახელურები მოჩუქურთმებული იყო..
-მამიიი...მოვედი-სიხარულით დაიძახა ელენემ..მაგრამ ხმა არავინ გასცა
-მამიიიიი-მეორედ დაიძახა.ამ დროს კი კუხნიდან ნანი დეიდა გამოვიდა.ელენეს მისი დანახვა ძალიან გაუხარდა..ნანა დეიდა მოსამსახურე იყო მაგრამ ელენესთვის უფრო მეტს ნიშნავდა რადგან 13 წლიდან ელენე მან გაზარდა.
-ელენე?-გაკვირვებულმა თქვა
-ნანი დეიდა-გახარებულმა შეჰყვირა და ჩაეხუტა-როგორ მომენატრეთ
-მეც ძალიან ჩემო ლამაზო...როგორ გაზრდილხარ და გალამაზებულხარ
-ამ ორ თვეში?-ღიმილით ჰკითხა ელენემ
-შენ ეხლა გეშიება..უცებ მოვამზადებ შენ საყვარელ საჭმელს ხო გინდა და სამზარწულოში ფუსფუსი დაიწყო
-არა არ მშია,გზაში ვჭამე.მამა სამსახურშია?
-შენ რა არ იცი?
-რა არ ვიცი-ელენეს სახიდან ღიმილი მაშინვე მოშორდა
-მემეგონა იცოდი..მამაშენი შვეიცარიაში დღეს დილით წავიდა...მითხრა რომ ერთ კვირაში დავბრუნდებიო
-რაა?აუუ.. ანუ ერთი კვირა კიდე ვერ ვნახავ მამას-დაიწუწუნა ელენემ..კაი მაშინ მე წავედი მეგობრები უნდა ვნახო
-უკვე მიდიხარ?ცოტა დაისვენე..დაიღლებოდი მგზავრობით
-რადროს დაღლაა-ღიმილოთ უპასუხა ელენემ.თავისი მანქანის გასაღები აიღო და კაფესაკენ გასწია.გზაში ანას დაურეკა
-ჰელოუუ
-ელე როგორ ხარ?-სიცილით უპასუხა ანამ
-კარგად შენ რას შვრები?
-რავი ეხლა კაფეში ვართ მე და თაკო.შენ სად ხარ?
-სახლში ვარ მოწყენილი-რათქმაუნდა მოატყუა რომ სურპრიზი არ ჩაშლოდა
-ხოდა ჩამოეთრიე დროზე-შეჰყვირა ანას გვერძე მჯდომმა თაკომ
-შენ გვერძე მყოფი როგორც ყოველთვის ზრდილობიანობით გამოირჩევა-ღიმილით უთხრა ელენემ ანას
-ხო აღარ იცის როგორ გამოხატოს თავისი ზრდილობა და უზრდელობაში გადსდის ხოლმე-სიცილითვე უპასუხე ანამ.
-რავთქვი ისეთი?ჩამოეთრიე ცუდი სიტყვაა?
-ისე რით ვერ ჩამოხვედი მაგ საფრანგეთიდან?მოგვანატრე თავი.თან ოთხ დღეში სკოლა გვეწყება
-ვიცი ხოო მაგრამ დეიდა არ მიშვებს და ორ დღეში ჩამოვალ.თქვენ რომელ კაფეში სხედხართ?
-შენი აზრით?
-ხო ისე რას გეკითხები..კაი წავედი და გაკოცეთ ორივეს..ანას დამშვიდობებას არც დაელოდა,ტელეფონი გაუთიშა და გზა გააგრძელა. მანქანა კაფის წინ გააჩერა.გარედანვე დაინახა შიგნით მსხდომი გოგოები და კაფეში კი არ შევიდა შეფრინდა...
შესასვლელიდანვე ხმამაღლა დაიძახა ელენემ
-ჰეიიიიი-ყველამ მას შეხედა მაგრამ ელენეს არ ადარდებდა...იმდენად ჰქონდა გონება ჩაკეტილი მეგობრების დანახვაზე.
-ელენე?-ხმამაღლა დაიყვირა ორივემ და თან არც სჯეროდათ.მაშინვე ორივე სკამიდან წამოხტა,ელენესკენ გაემართა და ძლიერად ჩაეხუტა...
-თვალებს ვერ ვუჯერებ
-ეს რა სურპრიზი გაგვიკეთე
-ჩემო გოგოებო ძალიან მომენატრეთ
ერთმანეთს სასიყვარულო სიტყვების მეტს არაფერს ეუბნებოდნენ.
-უნდა ავღნიშნოთ აუცილებლად-წამოიძახა თაკომ
-ხოდა წავედით...
24:35
ბარში გართობის შემდეგ ყველანი ელენესთან დასარჩენად წავიდნენ.ქუჩებს ფეხით გაუყვნენ და ხმამაღლა იცინოდნენ.როგორც იქნა სახლში მივიდნენ, ნანას მიესალმნენ, მეორე სართულზე ელენეს ოთახში შევიდნენ და სიარულით დაღლილები საწოლზე ერთდროულად დაეხეთქნენ, რასაც ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.
-აუფ ფეხები მტკივა, განა შენსავით ნავარჯიშები ვართ, რას აიტეხე ფეხით წავიდეთ სახლამდეო-შესწუწუნა ანამ თაკოს
-შენ მე უნდა მკითხო როგორ დავიღალე... მთელი დღე აეროპორტში, მერე ბარში ცეკვა, ან როგორ ვიცეკვე მეც მიკვირს და მერე ფეხით სიარული.
-ნუ წუწუნებთ რა-ჩაერია თაკო-საჭმელი რა გაქვს? მშია
-აზრზე არ ვარ. წადი შენ რამე ამოიტანე და მე კიდე მამას უნდა დავურეკო-გასცა ბრძანება ელენემ
-დიახ სერ! - თაკოც დაემორჩილა და დაბლა ჩავიდა.
-მამიი..- ტელეფონში ჩაჰყვირა ელენემ-როგორ ხარ.?
-კარგად პრინცესა შენ როგორ ხარ?
-რაღადროს პრინცესაა.. უკვე 17 წლის ვარ. იცი მე უკვე საქართველოში ვარ... - სიხარულით უთხრა-და შენ მანდ რასაკეთებ? - მიაყარა ერთდროულად
-სახლში ხარ? - გაკვირვებულმა ჰკითხა მამამისმა
-კიი ვითომ შენთვის სურპრიზის გაკეთებას ვაპირებდი.... და შენ რატო არ მითხარი რო მანდ წახვედი
-დღეს გამთენიისას წავედი და მთელი დღე დატვირთული ვარ. ეხლაღა მოვედი სასტუმროში და დარეკვას ვაპირებდი..
-როდის ჩამოხვალ?
-ერთ კვირაში ვაპირებდი მაგრამ ვფიქრობ რომ უფრო გაიწელება
-რაააა?-კიდევ ერთხელ ჩაჰყვირა ტელეფონს-აუ კაი რააა... მომენატრე-საყვარლად უთხრა
-მეც მამი, მაგრამ რა ვქნა.. სახლში ნანა იქნება
-კაი კაი....გაკოცე
-მეც... ტელეფონი გათიშა და საწოლზე მიაგდო.
-არაუშავს, დრო ისე გავა ვერც მიხვდები-დააწყნარა ანამ
-ის სადღა დაიკარგა, მშია
-მოვედიიი-ძლივს შემოაღო კარი. დიდი თეფში ეჭირა და ზედ ტოსტები ელაგა. ყველას ნერწყვი მოადგა საჭმლის დანახვაზე. საწოლზე დასხდნენ, შუაში ტოსტებიანი თეფში დაიდგეს და ჭამას შეუდგნენ...
-გიხაროდეთ ოთხ დღეში სკოლა გვეწყება-დამწუხრებული სახით თქვა ანამ
-მე მარტო კლასელების ნახვა მიხარია.... - დაამატა ელენემ
-მე ვაფშე ახალ სკოლაში მივდივარ კიდე-თქვა თაკომ
-რაა? რატო ე.. - ჰკითხა გამოტენილი პირით ელენემ
-მოკლედ მისმა მშობლებმა ფული იშოვეს და ახალ, უფრო დიდ სახლში გადადიან და სახლი კიდე ჩვენს სკოლასთან შორსაა... - თქვა ანამ თაკოს მაგივრად
-აუ ცუდია ძაან....

ხუთშაბათი
11:40
სამივეს მკვდარივით ეძინა, გუშინდელი გადატვირთული დღის გამო.. პირველს თაკოს გაეღვიძა მაგრამ არ ამდგარა, საწოლში იწვა და უაზროდ ფიქრობდა.. ამდროს ტელეფონმა დაურეკა და სასწრაფოდ უპასუხა, რომ ელენეს და ანას არ გაღვიძებოდათ
-ალო-უპასუხა ჩუმად
-სად ხარ?
-ელენესთან
-შენ რა სახლი არ გაქვს? რატო იქცევი უპარტონოსავით ? მალე წამოდი სახლში მოხმარება მჭირდება-უსაყვედურა დედამ
-კაი-და ტელეფონი გაუთიშა..
უხალისოდ ადგა საწოლიდან,ტანსაცმელი ჩაიცვა და იქაურობა დატოვა. ტაქსით გაუყვა გზას, რათქმაუნდა ფეხით ერჩივნა სეირნობა, მაგრამ მართლა ძალიან შორი იყო... გზაში ბევრ რამეზე ფიქრობდა.არ უნდოდა სახლში მისვლა, რადგან იცოდა, რომ ისეთი არეულობა და ჩხუბი დახვდებოდა, როგორიც ყოველთვის.ამის გაფიქრება ზიზღს ჰგვრიდა.ძველი სახლი უკვე ენატრებოდა.სახლში შევიდა თუ არა მაშინვე დედამისის ჩხუბი დახვდა,რაც წინასწარ იცოდა და შეჩვეულიც იყო.
-სად ხარ აქამდე? როგორც ყოველთვის შენ ფეხებზე გკიდია რა ხდება ოჯახში... სად დაიკარგე, არ იცი, რომ სახლია დასალაგებელი? ყველაფერს მე ხო არ უნდა ვაკეთებდე არა?
-ელენე ჩამოვიდა და მაგიტო დავრჩი მასთან-წყნარად უპასუხა თაკომ.მიუხედავად ყოველდღიური უსამართლო ჩხუბისა, არასდროს არ შეჰკამათებია დედას და ხმას არ აუწევია. რაც გინდა მართალი ყოფილიყო, მაინც გაჩუმებას ამჯობინებდა.
-არ მაინტერესებს ვინ ჩამოვიდა.შენ შენი საქმეები გაქვს..ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა. თაკომ მორჩილად ყველაფერი დაასუფთავა და რომ მორჩა, დაღლილი თავის ოთახში ავიდა.. საათს დახედა და უკვე 6 საათი იყო.. უხალისოდ ჩაიცვა სპორტულები, ყურსასმენები გაიკეთა და დაბლა ჩავიდა.მისაღებში მშობლები ისხდნენ და ყავას სვამდნენ
-წახვედი ელენე? - ჰკითხა მამამისმა ღიმილით
-კი
-არ დაიგვიანო.. მალე მოდი-დაამატა რათქმაუნდა დედამისმა. ძალიან ეზარებოდა სირბილი, მაგრამ ერთი ის ახარებდა,რომ სახლს ცოტახნით დატოვებდა. 45 წუთიანი სირბილის შემდეგ სულ გაოფლილი მივიდა სახლში.
-ფუფ, რას ჰგავხარ-მიახალა სოფომ, თაკოს დამ, რომელიც 15 წლის იყო.
-შენსავით გასიებული მაინც არ ვარ-წყნარად უპასუხა, თავის ოთახში ავიდა და მაშინვე შხაპის ქვეშ დადგა.ძალიან ესიამოვნა..ერთი საათის შემდეგ ნასიამოვნები გამოვიდა აბანოდან, თითქოს ახლად დაიბადა. ჯერ 8 საათი იყო მაგრამ, თაკო საწოლში ჩაწვა თუ არა მაშინვე ჩაეძინა.

პარასკევი
11:16
დილით ანას ზარმა გააღვიძა
-ალო
-რა ხმა გაქვს? გაგაღვიძე? -ჰკითხა ანამ
-კიი
-უი ბოდიში, მე მეგონა გეღვიძა. დღეს გცალია რო საყიდლებზე წავიდეთ? .. სკოლისთვის. ელენეს სცალია
-რავი კი, რომელზე?
-ერთ საათში მზად იყავი, მე და ელე გამოგივლით.
-კაი..
დღეს უკეთეს ხასიათზე იყო.. საწოლიდან ადგა თუ არა მაშინვე მუსიკები ჩართო მაღალ ხმაზე და გამზადება დაიწყო.ფარდები გასწია და მზემ შემოაჭყიტა.. კარგი ამინდი იყო, ისეთი როგორიც თაკოს უყვარს.ტანსაცმელი ცეკვა-ცეკვით ჩაიცვა.სარკის წინ მსუბუქ მაკიაჟს იკეთებდა, როდესაც თავის დამ კარი შემოუღო და ყვირილით უთხრა
-შენ რა სულ გაგიჟდი? რამხელაზე გაქვს აწეული ხმას. დაუწიე, ყველას კი არ უნდა მოასმენინო შენი უგემოვნო სიმღერები
-რაა? არმესმის-უთხრა თაკომ, მაგრამ ყველაფერი კარგად გაიგო.
-დაყრუვდი კიდევაც? - ახლოს მიუვიდა სოფო-დაუწიე!
-მთხოვე! და კიდე ბოდიში მოიხადე, უფროს დას ელაპარაკები-ღიმილოთ უთხრა თაკომ და სახეზე ტონალურის გადანაწილება გააგრძელა
-დავაი რა! - და ოთახიდან ნერვებმოშლილი გავიდა კი არა გავარდა..
საბოლოოდ თაკო სარკეში ჩაიხედა და თავისი ნამუშევრით კმაყოფილი უყურებდა თავის . კეტები ჩაიცვა, რადგან იცოდა, რომ დიდი ხანი მოუწევდათ სიარული,შავი შარვალი და მაღლიდან თხელი, ნაცრისფერი მაიკა გადაიცვა. საკმაოდ კარგი,გამხდარი ტანი ჰქონდა და ყველაფერი უხდებოდა.ტელეფონი აიღო და დაბლა ჩავიდა.დედამისი სავარძელში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
-დე მამა უკვე წავიდა? - კიბეებიდანვე ჰკითხა
-კი-არც კი შეუხედავს ისე უპასუხა.
თაკო სამზარეულოში გავიდა წყალს სვამდა, როცა ანას მესიჯი მიუვიდა :"გამო, შენი სახლის წინ ვართ". სამზარეულოდან გავიდა და დედამისს უთხრა
-წავედი მე
-სად წახვედი?-გაკვირვებილმა ჰკითხა დედამისმა
-ელენე და ანა მომივიდნენ სკოლისთვის ტანსაცმელი უნდა ვიყიდოთ.
-მალე მოდი
თაკო გარეთ გავიდა და ელენეს მანქანაში ჩაჯდა
-მე მეგონა დედაშენი არ გამოგიშვებდა-მიახალა ელენემ სიცილით
-მეც ეგრე მეგონა-უპასუხა თაკომ
-აუ ისე ძაან ძნელია რა, ყველაფერს რო გიკონტროლებს და გზღუდავს
-რავი ხო
-ბოდიში დიალოგში რო გეჭრებით მაგრამ, იქნება დაქოქო მანქანა და წავიდეთ?-თქვა ანამ
-ა ხოო.. - სიცილით უპასუხა ელენემ
16:15
დაღლილები გზას თაკოს სახლისკენ მიუყვებოდნენ.
-აუ დღეს ჩემთან დარჩით რა,სახლში მარტომ რა უნდა ვაკეთო?
-ჩემი დარჩენა შეუძლებელია, ჯერ წინაზე ერთი ამბები შემიყარა დედამ-თქვა თაკომ
-მეც ვერ დავრჩები
-რატო?
-დედამ დამირეკა მე და მამაშენი სხვაგან მივდივართ და ბავშვებს უნდა მიხედოვო
-რათ უნდათ მიხედვა მაგათ. რამდენი წლისები არიან?
-და 8 წლის და ძმა..... -ფიქრი დაიწყო
-მოიცა შენ რა შენი ძმის ასაკი არ იცი? - სიცილით ჰკითხა თაკომ
-ერთწუთს..... აა ხოო 11 წლისა, როგორ არ ვიცი-სიცლითვე უპასუხა ანამ
-ვითომ ჩვენს შორის ყველაზე ტვინიანი შენ ხარ
-ვითომ კი არა მართლა ვარ
-გეტყობა

ანა სახლში მივიდა და ტანსაცმლით სავსე პარკები შესასვლელშივე დაყარა.
-კარგია რომ მოხვედი-უთხრა დედამ და კაბაზე პალტო შემოიცვა..
-ვაუ, დედი რა ლამაზი ხარ
-მადლობა ანა
-ჩემი ულამაზესი ცოლი მზადაა?-თქვა მამამ, რომელიც კიბეებიდან ჩამოდიოდა
-კიი, მზად ვარ-ღიმილით გახედა ქმარს
-აა ისე სად მიდიხართ?-იკითხა ანამ და თან გვერძე ოთახში გავიდა
-დაბადებისდღეზე
-აბა, კარგი დრო გაატარეთ
-მადლობა საყვარელო.. ბავშვებს მიაქციე რა ყურადღება,არ იჩხუბონ-გააფრთხილა და თან სახლიდან გავიდნენ
18: 30
საღამოს ელენემ ფეხით ახლომდებარე კაფეში გაისეირნა.ბევრი ხალხი იყო,რაც მას ძალიან არ უყვარდა. ოთახის კუთხეში, მაგიდასთან დაჯდა, ცივი ყავა შეუკვეთა და თავის წინ მჯდომებს დაუწყო ყურება.ცოლ-ქმარი და ერთი პატარა ბავშვი ისხდნენ და ნაყინს მიირთმევდნენ. ელენე პატარა ბავშვს უყურებდა რომელმაც მთელი ნაყინი ტანსაცმელზე ჩამოიდინა. პირთან მიიტანდა,უნდა შეეჭამა და ბრახ! ნაყინი დაბლა უვარდებოდა... ასე განმეორდა რამოდენიმეჯერ, რაზეც ელენე სიცილს ვერ იკავებდა.კაფეში ხმაური იყო, ამიტომ ყურსასმენები გაიკეთა და ცოტახნით ინტერნეტში შევიდა.მალევე მამამისმა დაურეკა:
-ალო,მამი როგორ ხარ?-თან ლაპარაკში სამაჯური ხელიდან მოიხსნა და ხელში ათამაშებდა
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-ნორმალურად, ცოტა მოვიწყინე
-სახლში ხარ?
-არა, კაფეში გამოვედი
-იცი? შენთვის სიურპრიზი მაქვს
-მართლა? - წარბები მაღლა ასწია და გაიღიმა-რა არი? მალე მითხარი.
-სახლში მოდი და ნახავ
-სახლში მოვიდე?-სანამ მიხვდებოდა გაკვირვებულმა ჰკითხა. - ააააა შენ რა ჩამოხვედი.? - ჩასჭყივლა ტელეფონს.კაფეში მსხდომმა რამოდენიმე ადამიანმა გაკვირვებულმა შეხედა, მაგრამ ეს ელენეს სულ არ ადარდებდა. მაშინვე წამოდგა, ჟაკეტს ხელი დაავლო და კაფიდან გავარდა. ქუჩები ლამპიორებით ლამაზად იყო განათებული.ქუჩის მეორე მხარეს უნდა გადასულიყო, ვიღაცამ რომ დაიძახა
-გოგონი-ელენეს ყურადღება არ მიუქცევია და გზა გააგრძელა.
-გოგონი-უფრო ხმამაღლა დაიძახა. ელენე გაჩერდა და გაკვირვებული შეტრიალდა.
-მე მეძახით?-დაბნეულმა ჰკითხა შორიდან
-კი
-გისმენთ-ბიჭი უფრო ახლოს მიუვიდა და გოგოს სახეზე მიაშტერდა, რამაც ელენე ცოტა ააწითლა
-იტყვით რამეს?
-რა ლამაზი თვალები გაქვს, ეხლაღა შევამჩნიე
-აქამდე როგორ შეამჩნევდი, პირველად მხედავ-მის ნათქვამზე ბიჭმა გაიღიმა
-დარწმუნებული ხარ? - ელენეს ცოტა შიშმა წამოუარა
-რისთვის დამიძახეთ?
-რაღაც ნივთი დაგრჩა მაგიდაზე...
-რა ნივთი?... აა ჩემი სამაჯური-წამოიყვირა ელენემ. საერთოდ, ელენეს რაიმე რო გაუხარდებოდა ან გაახსენდებოდა, იმხელაზე დაიყვირებდა ხოლმე, რომ ვერ ხვდებოდა. - დიდი მადლობა-და თან ხელი გაუშვირა რომ გამოერთვა
-მოიცა.. - ღიმილით უთხრა ბიჭმა-შენი სახელი?
-რაში გაინტერესებს?
-უბრალოდ
-და რო არ გითხრა
-მაშინ სამაჯური ჩემი გახდება, თან მომწონს-ელენეს სახლში ძალიან ეჩქარებოდა და ბევრი ლაპარაკის დრო არ ჰქონდა
-კარგი შენი იყოს-ღიმილით უთხრა ბიჭს და გაკვირვებული დატოვა.5 წუთში უკვე სახლში იყო. კარი სწრაფად შეაღო და მისაღებში მყოფ მამას ზედ შეახტა და ძლიერად ჩაეხუტა..


15 სექტემბერი
ორშაბათი
07:30
თაკო ტელეფონის მაღვიძარამ გააღვიძა. თვალები ძლივს გაახლა და საწოლიდან ნელა ადგა.აბანოდან მოწესრიგებული და უკფრო კარგი ხასიათით გამოვიდა. წინასწარ უკვე გამზადებული ჰქონდა რა ჩაეცვა, მაგრამ დღეს არ მოეწონა გუშეინდელი არჩეული და სხვა ტანსაცმელს დაუწყო ძებნა.დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ჩაეცვა:თეთრი კეტები, ღია ფერის ჯინსი და მაღლიდან თეთრი საროჩკა.მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა და დაბლა გამზადებული ჩავიდა. რათქმაუნდა მთელი ოჯახი სამზარეულოში დახვდა.
-დილა მშვიდობისათ-მიესალმა ყველას ღიმილით და სუფრასთან დაჯდა
-პრივეტ-უთხრა თაკოს "საყვარელმა" დაიკომ.-როგორც ყოველთვის მახინჯურად გამოიყურები
-მადლობა, შენც ასევე-სოფო სულ თაკოს ნერვებზე მოშლას ცდილობდა, მაგრამ თაკო სულ მშვიდად პასუხობდა, რაზეც თვითონ სოფო იშლებოდა ნერვებზე
-თაკო, სოფოს შენ წაიყვან? - ჰკითხა მამამ
-ხო, რავი
-აუ არა რა.. მე ამას არ ჩავუჯდები-ხმამაღლა განაცხადა სოფომ
-ვითომ რატო?
-ძაან სწრაფად ატარებ მანქანას
-რაა? მე ძაანაც კარგად ვატარებ, უბრალოდ შენ ხარ ძალიან მშიშარა
-კარგით ბავშვებო,სულ როგორ უნდა ჩხუბობდეთ. - თქვა მამამ
-მეც ვიცი, რომ სწრაფად ატარებ და სოფოს ვერ გამოგაყოლებ. ჯერ კარგად ისწავლე ტარება-ეხლა უკვე დედა ჩაერთო ლაპარაკში. თაკოზე მის სიტყვებმა ძალიან ცუდად იმოქმედა. ის კი არ უთხრა დედამ, რომ "თაკო ნუ ატარებ სწრაფად, შეიძლება რამე დაგიშავდეს", არა... მთავარია სოფო კარგად იყოს. თაკო ყოველთვის ამაზე იშლებოდა ნერვებზე, რომ დედამისს სოფო პირველ ადგილზე ჰყავდა დაყენებული. რომ გეკითხათ თაკოსთვის "დედა უფრო გიყვარს თუ მამაო? ის მამას გეტყოდათ, რადგან დედამისის საქციელები ნერვებზე შლიდა და გულს სტკენდა, მაგრამ თაკო ამ ტკივილს ინახავდა და სულ ჩუმდებოდა.
-კარგი მე წავედი. - მხოლოდ ეს თქვა ნაწყენმა და მაგიდიდან ადგა
-ჯერ ადრე არაა? - ჰკითხა დედამისმ
-ხო, არაუშავს
-კარგ დღეს გისურვებ მამიკო-უთხრა მამამ
-შენც ასევე-ღიმილით უპასუხა თაკომ, გასაღები და ჩანთა აიღო და ახალი სკოლის გზას დაადგა.მთელი გზა დედის ნათქვამზე ფიქრობდა და თვალები ცოტა აემღვრა კიდევაც.მანქანა დიდ პარკინგზე გააჩერა, გადმოვიდა და სკოლას შეხედა. უზარმაზარი იყო,ორჯერ და სამჯერ დიდი ვიდრე მისი ძველი სკოლა.ცოტა ნერვიულობამ წამოუარა,იმის გაფიქრებაზე,რომ ახალი ბავშვები უნდა გაეცნო, ახალი მასწავლებლები, როგორები იქნებოდნენ და ა.შ. დრო კიდევ ჰქონდა და არ იცოდა რა გაეკეთა. ამ დროს ანამ დაურეკა. თაკო თავის მანქანას მიეყრდნო და უპასუხა
-ანა, რას შვრები?
-რავი არაფერს, ეხლა უნდა წავიდეთ მე და ელე სკოლაში. შენ?
-მე უკვე სკოლის ეზოში ვარ.
-ესე მალე?
-ხო რავი, მალე გამოვედი
-აბა, ხო არ ნერვიულობ?
-არა, უბრალოდ მეც თქვენთან ერთად მინდა.
-ჩვენც, მაგრამ არაუშავს, მანდაც შეეჩვევი
-დამშვიდების მასტერი ხარ რა-სიცილით უთხრა თაკომ-კაი წავედი დირექტორთან ცოტა მალე შევალ
-კაი, კარგ დღეს გისურვებ
-თქვენც ასევე. ტელეფონი გაუთიშა და და თავისი მანქანიდან ნაბიჯი უნდა გადედგა, როცა დაინახა მანქანა, რომელიც მისკენ სწრაფად მიდიოდა. შეშინებულმა ნაბიჯი უკან გადადგა და თავის ავტომობილს აეკრა.გიჟივით შევარდა მანქანა მოსახვევში და წამში თაკოს წინ გააჩერა.მანქანიდან კი სამი ბიჭი
სიცილით გადმოვიდა.
-თქვენ ნორმალურები ხართ?-დაუწყო თაკომ ყვირილი-ჩემი მოკვლა გინდოდათ?
-როგორ გამოიცნო?-თქვა
ერთ-ერთმა სიცილით.
-ძაან სასაცილოა რა.-უფრო გაბრაზდა თაკო
-ჩვენი ბრალი არაა.შენ თვითონ გაიარე ჩვენს ადგილზე.ეს პარკინგია და მემგონი ვერ დაგვიშლი აქ გაჩერებას.
-ვაიმეე,ეს ადგილი მართლა პარკინგია? აქ ესე სწრაფად რო არ უნდა შემოხვიდე, არ იცი? კინაღამ დამეჯახე-მიუბრუნდა მძღოლს და თვალებში გაბრაზებულმა შეხედა.
-კინაღამ არ ითვლება პატარა ქალბატონო.-ღიმილით უთხრა მძღოლმა
-პატარა?-გაეცინა მის ნათქვამზე.-პატარა მე კი არა შენ ხარ, ესე რო გიხარია პარკინგზე დრიფტაობა.
-კარგი ხო, ბოდიში რო შეგაშინე.შევრიგდეთ?-ღიმილით უთხრა ბიჭმა და ხელი გაუწოდა.
-აუ სერიოზულად? - სიცილს ვეღარ იკავებდა თაკო-ნეკა თითებიც ხო არ გავუყაროთ ერთმანეთს-
ამაზე სხვა ბიჭებმაც სიცილი დაიწყეს.
-რანაირი გოგო ხარ?მე ბოდიში მოგიხადე და შენ კიდე დადმცინი
-ბოდიში არ შველის ამას, კინაღამ მომკალი-უთხრა თაკომ და ბიჭებს გაშორდა
-მოიცა სად მიდიხარ? ისე შენ ახალი ხარ? - შორიდან მიაძახა ბიჭმა,თაკოს გაეღიმა და ბიჭს პასუხი არ გასცა.. სკოლაში შევიდა და დირექტორის კაბინეტს ძლივს მიაგნო.კარზე ფრთხილად დააკაკუნა და ოთახში ნახევრად შევიდა.
-შეიძლება? -იკითხა მორცხვად
-კი, კი შემოდი. -ღიმილით უთხრა და თაკოს ხელით ანიშნა დამჯდარიყო
-აბა, შენ ახალი მოსწავლე ხარ ხო?
-დიახ
-მე ნინო მქვია. კარგი, ერთი წუთით დამელოდე და მეთვითონ მიგაცილებ შენს კლასამდე-დირექტორი ოთახში აქეთ-იქით დადიოდა, ბევრი საქმე ჰქონდა. ამ დროს ოთახში დაუკაკუნებლად ბიჭი შემოვიდა. ეს ბიჭი იმ მანქანის მძღოლი იყო, კინაღამ თაკო, რომ გაიტანა
-ნინო დედა.. რას შვრები, როგორ ხარ?-უთხრა ბიჭმა დირექტორს ღიმილით.
-ნიკა?ვაიმე ბიჭო როგორ მომენატრე. სად დაიკარგე? - დაა ერთმანეთი გადაკოცნეს. თაკო ამ ყველაფერს გაოცებული უყურებდა.კარგა ხანს ილაპარაკეს ერთმანეთში. თაკო თავს ცოტა არ იყოს ზედმეტად გრძნობდა, მაგრამ რა ექნა.
-აბა ხაარ სწავლის ხასიათზე?-ღიმილით ჰკითხა ნინომ
-ხო, როგორც ყოველთვის-მერე ორივემ თაკოს გახედა
-ა მართლა თაკო შენი ახალი კლასელია.-დირექტორმა ხელით ანიშნა.
-თაკო-გაიმეორა ნიკამ და გოგოს ღიმილით გახედა.გოგო ცოტა აწითლდა
-შეგიძლია კლასამდე მიაცილო? მე ბევრი საქმე მაქვს-სთხოვა დირექტორმა
-კი, რათქმაუნდა-ორივე კაბინეტიდან გავიდა და დერეფანს გაუყვნენ. თაკო ბიჭს გვერძე მორჩილად მიჰყვებოდა.ნიკა გზაში რამოდენიმე ბიჭს გამოელაპარაკა. გოგო უკვე ნერვებზე იშლებოდა. ჯერ დირექტორთან რამდენი ხანი ელოდებოდა და ახლა ეს ბიჭი ყველასთან ჩერდებოდა და ლაპარაკობდა.მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. მარტო ვერ მიაგნებდა კლასს და მორჩილად ბიჭს გვერძე ელოდებოდა.ბოლოს როგორც იქნა ადგილზე მივიდნენ
-ესეც ჩვენი კლასი-თქვა ბიჭმა, კარი გააღო და გოგო პირველი შეუშვა.
-მადლობა-მორცხვად უთხრა გოგომ. კლასში ჯერ რამოდენიმე ბავშვი ისხდა.თაკო ხმადაბლა მიესალმა
და კლასის ბოლოში მაგიდისკენ წავიდა და გრძნობდა, როგორ გაოცებულებმა გააყოლეს თვალი მას.კლასელები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ და ხანდახან თაკოსაც გახედავდნენ ხოლმე.
ნელ-ნელა ბავშვები შემოდიოდნენ და ყველა მზერას თაკოზე აჩერებდა, რაზეც გოგო ცოტა კომპლექსდებოდა.მალევე ყველა სკამი შეივსო, კლასში ხანშიშესული,მსუქანი მასწავლებელი შემოვიდა და გაკვეთილი დიწყო.მასწავლებელმა თაკოს შეამჩნია თუ არა მაშინვე ჰკითხა
-შენ ახალი მოსწავლე ხარ?
-დიახ-ფეხზე წამოდგა და ისე უპასუხა
-სახელი?
-თაკო
-ძალიან კარგი, მე შენი ისტორიის მასწავლებელი ლალი ვარ...ამის შემდეგ ბერვი რამ ჰკითხა თაკოს:რომელ სკოლაში სწავლობდი? როგორ სწავლობდი? რატომ გადმოხვედი ამ სკოლაში და ა. შ. თაკოს თავი დაკითხვაზე ეგონა.
ანას და ელენესაც სკოლაში მისვლა ცოტა მალე მოუვიდათ. კლასში მხოლოდ ისინი ისხდნენ და სხვა ბავშვებს ელოდებოდნენ.ორივე მერხზე ისხდა და ლაპარაკობდა
-დღეიდან სწავლას ვიწყებ-თქვა ღიმილით ელენემ
-ხო როგორც ყოველ წელს



№1  offline წევრი Amaghlobeli

ძალიან მომეწონა❤️შემდეგს ველოდებიი❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent