შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენობას ვერ ვეჩვევი...


15-04-2019, 00:48
ავტორი Someone wandering
ნანახია 10 334

დრო განშორებისა...
განცდა სიმარტოვისა...
სურვილი წარსულის დაბრუნებისა....
იმედი...ფუჭი იმედი....
და რეალობა....მწარე რეალობა....
არ მიყვარს ზამთარი,ცქერა უღიმღამო დღეებისა,დარდი წარსულის დღეებისა,სევდა განცდილი დანაკარგისა,მაგრამ მოგონებები რჩება...ეს წყეული,ძვირფასი მოგონებები,რომელიც გულს მიღრღნის. ყოველი დღე გამოცდაა,სიკვდილის შიშია,ბედნიერების მომტანია,სიცოცხლის სხივია.
რა გამოდის? სიცოცხლე ამოუცნობი ობიექტია,რაღაც სივრცეა,რომლის შესწავლაც ფიზიკის კანონებს სცდება,რაღაც არააქმვეყნიურ ძალებს აღემატება...წრის მსგავსია,ვერც ერთი კუთხით ვერ შეისწავლი,რადგან ის არც გააჩნია.
თქვენთვის რასთან ასოცირდება სიყვარული?
შეყავრებულთან?
ქმართან?
ცოლთან?
დედ-მამასთან?
კარიერასთან?
სასაცილოა,მაგრამ ამავდროულად სატირალი,რადგან ამ ქვეყნად ნახევარზე მეტს ''სიყვარული'' მხოლოდ ქალ-ვაჟისა წარმოუდგენია,ასოციაცია ამ სიტყვისა ამ ორ ადამიანთან უჩნდებათ,მაგრამ ეს ბუნების კანონი ყოფილა,დაუწერელი კანონი...ნეტავ რატომ არის დაუწერელი? არ ვიცი,ამაზე ფიქრზე დრო არც დამიხარჯავს,რადგან დრო იმდენად სწრაფად გადის,თვალის დახამხამებას ვერც ვასწრებ.
ვინ ვარ მე? უბრალო მოკვდავი,დედამიწის დროებითი სტუმარი,რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება გაუჩინარდეს,გაქრეს. ჩვენი ბოლო-სიკვდილია.
ვიბადებით.
ვცხოვრობთ.
მიწად ვიქცევით.
მიწას მოგვაყრიან და დამთავრდა,აღარავის ახსოვხარ რამდენიმე წლის შემდეგ,თუ რამე ღირებული არ დატოვე,რომ მოგიგონონ. დაფიქრდით,როგორ წარიმართება ცხოვრება თქვენი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ? ვის მოაგონდებით? ვინ იტყვის ''ის კარგი ადამიანი იყო''. თუ რაიმე ისეთი არ შევქმენით,რაც ჩვენს სახელს დატოვებს,ჩათვალეთ,რომ მხოლოდ ამ საუკუნისთვის გვიცხოვრია და არა იმისთვის,რომ მომავალში ახალი ფანჯრის საშუალებით გაგვეხედა.
როგორც ვახსენე სიყვარული მრავალმხრივია....
ნიკა...ნიკოლოზ....ნიკო...ნიკუშა... როგორ მოგმართო? ოხ,როგორ ვერ ვიტან ამ დღეს,როგორ არ მიყვარს ამ ტკივილთან თვალის გასწორება,როგორ მეზიზღება საკუთარი თავი ამ დღეს,როგორ მძულს ეს სამყარო ამ დღის შექმნისთვის,ამ ტკივილისთვის,რომელიც უნდა მაძლიერებდეს....

********
-ნიკო,დღეს ლექციას როდის ამთავრებ?
-არ ვიცი მარი,ლექციის შემდეგ ლუკა და გიორგი უნდა ვნახო,საქმე აქვთ.
-მეც დაკავებული ვარ დღეს,გვარამიამ დაგვცოფა,კორესპოდენტი ვარ და ბესელიასთან მაქვს შეხვედრა 2 დღეში,დავიღალე,განტვირთვა მჭირდება-თვალები ავატრიალე და ნიკას კალთაში მოვთავსდი.
ხელების შემოხვევა,კოცნა კისერზე.
კვლავ ის ჟრუანტელი,უხილავი გრძნობა და ეიფორია.
-ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ. როგორ მიყვარხარ ხომ იცი? უ'საზღვროდ.
-მე თუ არ ვიცი, აბა ვინ იცის?-კოცნის ინიციატორი რატომღაც მე ვიყავი,რა რბილი ტუჩები და ნაზი კანი აქვს,ღმერთო 6 წელია ასე მაგიჟებს ეს ბიჭი.
-ესე იგი იცი-ეს მზერა მეცნობა ნიკოლოზ,მაცდური ღიმილი-შენ ჩემში ჩემზე მეტი ხარ მარ -სახე ჩემს ყელში მოაქცია,ტუჩებით მფეთქავ არტერიაზე ნაზად მეხება,საოცარი გრძნობაა
-არ მიყვარს ასეთი სიტყვების კორიანტელი,მაგრამ შენ ხარ ჩემი ცხოვრება-მისი სახე ხელებში მოვიქციე და შუბლზე ვაკოცე-ეს თვალები მიყვარს,მე რომ მიყურებს და სხვა ქალისკენ არ იხედება-ჩავიცინე და თვალებზე ვაკოცე-აი,ეს ლოყებიც ძალიან მიყვარს,რადგან ჩემია-ახლა ლოყები დავაგემოვნე-ეს ნაზი კანიც რომ მევასება?-თითი სახეზე გადავატარე. ჩვეულებრივად დავჰიპნოზდი ნიკოლოზ! მაგრამ,მყუდროებას ვინ გაცდის?
ნენე და ილია...
ჩვენი სიყვარულის 2 ნაყოფი....
ორივე მათგანი ჩვენი სიცოცხლის აზრია,ნენე ძალიან თბილი ბავშვია,ილია კი უფრო თავშეკავებულია.
როგორ ამბობენ? გოგო მამის მხარეს უფრო იხრებაო,ბიჭი კი-დედისკენო.
მართალი ყოფილა!
ილია რომ თავის პატარა ხელებს სახეზე დამადებს და მეტყვის ''შენ გენაცვალეო'' მანდ მთავრდება ჩემი უგუნებობა. გულში ძლიერად ვიკრავ,მაგრამ არ მყოფნის,იმდენად ტკბილია. ღრმა სიყვარული შეუძლია,მაგრამ არ გამოხატავს,მხოლოდ ჩემთან არის მტირალა ბიჭი,ისიც იშვიათად,თორემ სხვებთან ყოველთვის იძახის ''მე ტირილი რა ხილია არ ვიცი,ქალუსია კი არ ვარო''-მის შეჭმუხნულ წარბებზე ახლაც მეცინება,როდესაც ამას ამბობს.
ნენე? საოცარი ბავშვია,უთბილესი,მოთაფლისფრო-მომწვანო თვალები აქვს-ნიკასავით.
ჩვენი ბიოლოგიური შვილები არ არიან,ავიყვანეთ.
მე და ნიკა დაქორწინებულნი არ ვართ,თანაცხოვრებაში ვართ.
მომწონს,ვგიჟდები,ვაფრენ ამ მდგომარეობაზე.
ეს 3 ადამიანი ჩემი სიცოცხლის მთავარი,ნათელი წერტილია.
და მე, უბრალოდ მიყვარს ცხოვრება.
-მაა,გაიღვიძეთ?-მოასწრო ნიკოლოზმა ბავშვების მოფერება,ახლა ჩემი ჯერი იყო,მიუხედავად იმისა,რომ ილიას ხვევნა-კოცნა დიდად არ ეხატებოდა გულზე.
-როგორც ხედავ გავიღვიძეთ მამიკო-ჩაიცინა ილიამ. ოხ,რა ენის პატრონი მყავხარ!
-პასუხში აჯობებ თუ?-ჩავიცინეთ
წასვლისას სამივეს მოვესიყვარულე,მაგრამ მიმძიმდა სახლის დატოვება,ყოველთვის მიჭირს მათთან განშორება,როდესაც სამსახურში მივდივარ,მაგრამ დღეს რაღაც გული მაქვს დამძიმებული.....
-საღამომდე მარუსა-ლოყაზე მხურვალედ მკოცნის და მას ჰალსტუხით ვიჭერ,არ ვაძლევ საშუალებას,რომ მომცილდეს,ცოტა ხნით ასე ვართ,ერთმანეთზე ჩახუტებულნი.
-მიყვარხარ ჩემო ვირო-ჩავიცინე და ყურთან ახლოს ვაკოცე.
-ეს ზედმეტსახელი შემრჩა ხო?-ჩაიღმა,აი ისე,მე რომ მიყვარს.
-ნუ მაგიჟებ,მაგვიანდება-ბოლო შეხება მის ბაგეებზე,ბოლო შეხება მისი სხეულისა.
რა ვიცოდი,რომ ეს გამოთხოვება იყო?
განა,ვიცოდი? არა!
ეს რომ მცოდნოდა,არ გავუშვებდი,სახლში გამოვკეტავდი....სასაცილოდ ჟღერს არა? თუმცა,არა ჩემთვის.
მაგრამ,არა...ეს არაა სასაცილო....
********
-მარიამ,როგორ მიდის საქმეები?
-შემთხვევის ადგილას მივდივართ დე,ხანძართან დაკავშირებით.
-ღმერთო ჩემო,როგორ გახშირდა ეს ხანძრები დედი,რამე არ დაგიშავდეს....
-შორე,გეყოს ახლა კარგი? არაფერი დამიშავდება.
-ხომ იცი როგორ ვნერვიულობ,მაგრამ შენი იმედი მაქვს,დედას გოგო,აქ რომ მყავდე ჩაგეხუტებოდი-იცინის-ახლა დარწმუნებული ვარ თვალებს ატრიალებ და ცხვირს იჭმუხნი
-დედა,შეეშვი რა ჩემს ცხვირს,შეგახსენებ,რომ 1 წლის წინ გავიკეთე მისი ოპერაცია-ამოიხვნეშა და გაეცინა, გაახსენდა სკოლის პერიოდში დაქალები ''ცხვირმსივეს'' რომ ეძახდნენ.
-ვინ დაგაფინანსა?-წარბები აზიდა შორენამ
-არსენამ-გაიცანით,მარიამის მამა
-არსენამ და შორენამ,დაიმახსოვრე ეს-ჩაიცინა
-ვიმახსოვრებ დედა,მაგრამ ახლა თუ დანიშნულების ადგილას არ მივედი,სამუშაოს დავკარგავ და მთელი ცხოვრება ამოგაყვედრი,რომ ამის მიზეზი შენ ხარ.
-წადი,წადი. ქუდი დაიხურე,ყინავს.
-ოხ,შორენა.კარგი.-ამოიხვნეშა და ქუდი ხელში მოიმარჯვა.
ასეთი იყო დედა შვილი.
მეგობრულები.
დაქალები.
მოჩხუბრები და თბილები.
რაც მთავარია სიტუააციის კრიტიკული თვალით შეფასება უყვარდა შორენა მოსეშვილს,ოღონდ,ჯანსაღი კრიტიკით. შვილისთვის რჩევების მიცემა უყვარდა,როდესაც მოიწყენდა ღამით ლოგინში შეუძვრებოდა სიმსივეების ქალბატონს და კოცნით გულს უწყალებდა.
და მაინც,რა არის დედა-შვილობაზე უკეთესი?
********
-მოგესალმებათ ჟურნალისტი მარიამ სართანია..რამდენიმე საათის წინ უნივერსიტეტის შენობაში ხანძარი გაჩნდა,დაზარალებულია ასობით ადამიანი და დაღუპულია 15 ადამიანი,მათ შორის ქიმიის ლექტორი ნიკოლოზ მინდაძე.. ამჟამად ხანძარი სრულიად ლოკალიზებული კვლავაც არ არის. სიახლეებს შემდეგ გადმოგვცემენ.
გაქვავაებული სხეული,ლოდი,რომელმაც შეიტყო ამბავი ქმრის გარდაცვალებისა,მაგრამ ჰქონდა მოვალეობა,როგორც ჟურნალისტს.
განა, რა არის იმაზე საშინელი,შენთვის უძვირფაესი,საყვარელი ადამიანის სიკვდილის შესახებ რომ ხალხს აუწყებ?
კვდები....
იმარხები...
გული გაგლეჯვაზე გაქვს....
და მაინც,გატყდა...
არაადამიანურად კივის მისთვის საყვარელი ადამიანის სახელს,მაგრამ უშედეგოდ...რადგან ის აღარ არის.
2018 წლის 27 დეკემბერი.
დღე სიცივისა...დღე განშორებისა...ტკივილისა....დანაკლისისა....უსუსურობისა....
*******
ახლა ვზივარ და ამ კადრებს ვიხსენებ,ბურუსია,ქაოსია.
შენს საფლავზეც ვერ დავდივარ ნიკო....
ჩემო ტკივილო...
იცი რატომ? იმიტომ,რომ მინდა საფლავი გავთხარო და გვერდით მოგიწვე.
სულის ტკივილამდე მენატრები....
ბავშვებსაც ენატრები,ბიჭებს ენატრები,შენს ოჯახს ენატრები ნიკოლოზ....
ასე როგორ მოიქეცი,როგორ დანებდი ამ წუთისოფელს?
რატომ არ იბრძოლე?
მაპატიე,გთხოვ...
გევედრები, მაპატიე....
მაპატიე,ყოველი წამი,როდესაც უაზროდ გეჩხუბებოდი...
ყოველი წუთი მაპატიე,როდესაც შენს გვერდით არ ვიყავი....
ის დრო მაპატიე,სიკვდილის წინ რომ გვერდს არ გითბობდი....
ტკივილით რომ მოკვდი,ეგ მაპატიე...
უსუსურობა მაპატიე...
შენს ნაწილს რომ მუცლით ვატარებ და შენ ვერ გაიგე,ეგეც მაპატიე,რომ გარდაიცვალე მეც მაშინ გავიგე ნიკო...
შენს თავს ვფიცავარ,სიკვდილი მინდოდა ნიკო,მაგრამ ილია გვყავს,ნენე გვყავს,მალე თეკლა გვეყოლება...-ოხ,ეს წყეული ცრემლები-ხომ ამბობდი,მეორე გოგოს თეკლა უნდა დავარქვაო?
როგორ უღმერთოდ მენატრები ნიკოლოზ....
ის ცივი საწოლი მახსენდება,უშენობისგან რომ ყინულივით არის...
ყველაფერს შენი სურნელი აქვს ნიკოლოზ....
ყველგან შენ ხარ....ჩემში ჩემზე მეტი ხარ....
მხოლოდ ტანსაცმლის სურნელით გგრძნობ,შენი თითები...გრძელი,თლილი თითები მესიზმრება ნიკო,რომელიც სხეულს მიშანთავდა...
ნეტავ,აქ იყო და გვერდს მითბობდე ჩემო სიცოცხლის აზრო...
მოვა დრო და იქ,ერთმანეთს შევხვდებით,იქაც ნერვებს მოგიშლი,მაგრამ პირველ რიგში ჩაგეხუტები,გახსოვს არა,როგორი ჩახუტება ვიცოდით? საოცარი! -არაადამიანური ტკივილი გულს უღრღნის, ნიკოლოზის ფოტოები ხელში აქვს მომარჯვებული,გულზე ძლიერად იკრავს,თვალებს ერთმანეთს ძლიერად აჭერს და არაადამიანური ტირილით გულს მაინც ვერ იჯერებს.....
როდესაც დავლევ,შენ გელაპარაკები ნიკო,ცაში მზერას აღვაპყყრობ,ან ჭერს ვუყურებ და შენ გესაუბრები,ყველაფერს გიყვები,ყველაფერი იცი.....-ფოტოზე არსებულ სილუეტს ტუჩებით ეხება,ყველა წერტილს უკოცნის და ცრემლით ასველებს.
ნენემ იცი რა მკითხა?
''მამა როდის დაბრუნდება?''
ვერაფერი ვუპასუხე....
ილიამაც მკითხა.
''მამა სად არის,დედიკო?
''მამა იქ არის,სადაც მეც ვისურვებდი ყოფნას''-ჩემი ეგოისტური პასუხი....
ჩვენი შვილებისთვის ვიბრძოლებ...
მაგრამ,ამ ქვეყნად იმაზე ფასეულს რას შევიძენ,რაც უშენობას შემიმსუბუქებს?
არ ნელდება ეს ტკივილი,უბრალოდ ვეჩვევი...ვნებდები უშენობას....
ამ დღეს,27 დეკემბერს ვიწვი...ცოცხლად ვიწვი ნიკო....შენთვის....ჩემო გულის ნაწილო....

2019.
პ.ს. აი, ასე დავბრუნდი...გული დამიმძიმდა ამის წერის გამო,მაგრამ მუზა მოფრინდა :)) ჩემს დაქალს და თავის უსაყავრლეს შეყვარებულს ეძღვნება,ნიკოლოზ დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ ძმაო. <3



№1  offline მოდერი guroo

უჰჰ, რა იყო ეს?
დამბურძგლა მაგრად!
წინა დღეს ხომ შენი სხვა ისტორია წავიკითხე და ისიც ასეთივე მხიმე იყო... მაგრამ ამან უფრო მომცელა, რა. სიუჟეტი ხანძარზე და გარდაცვლილთა გამოცხადება. აი, ამამ მომკლა მე!!!
საოცარი ხარ❤️

 


№2  offline მოდერი Someone wandering

[quote=guroo]უჰჰ, რა იყო ეს?
დამბურძგლა მაგრად!
წინა დღეს ხომ შენი სხვა ისტორია წავიკითხე და ისიც ასეთივე მხიმე იყო... მაგრამ ამან უფრო მომცელა, რა. სიუჟეტი ხანძარზე და გარდაცვლილთა გამოცხადება. აი, ამამ მომკლა მე!!!
საოცარი ხარ❤️
heart_eyes heart_eyes საოცარი მკითხველი შევიძინე შენი სახით გურამ! გაიხარე და დიდი მადლობა. ეს კომენტარი ჩემი სტიმულია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent