ტანჯვისთვის დაბადებული(მეთერთმეტე თავი)
როდესაც სანტიმ სასახლეში ამიყვანა, პირველი რაც დავინახე იყო ქალბატონი ანგელოზი ელენე,რომელიც თავისი სწერვული და დახვეწილი სახით მიაბიჯებდა ზემოთ ასასველი კიბისაკენ. მე წინ ლუკა გადამიდგა. -ბარბარე წამომემყვი! საკმაოდ მკაცრი ტონით მითხრა და მეც უხმოდ გავყევი მას. იმ ოთახისკენ მივდიოდი, სადაც,როგორც მითხრეს უნდა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება და აღმსდგარიყო სამაელი ამის ასაკეთებლად კი ჩემი სისხლი უნდა დაელია ვამპირ-სანტიაგოს. და მე რომ უნდა მომკვდარიყავი ამ თემას უკვე შეგუებული ვიყავი. ოთახისკნე მიმავალს ხლები გამიოფლიანდა და გულმა სწრაფად ცემა დამიწყო. ძალიან მეშინოდა იქ შესვლა, ჩემთვის არავის თქვამს როდისაა აღსრულება და გამორიცხული არ იყო, რომ ეს დღეს მოხდებოდა. ჩემს წინ ლუკა მიაბიჯებდა. შავი ბალადა ეცვა და კაპიუშონი ეხურა. უკან გაიხედე და სანტიაგო, ოთო,გიორგი და ახლარა შევამნიე,რომ კიდევ მათ უკან ძალიან ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა. ახლა ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე, გასაქცევად უკან მივტრიალდი, ავიქეცი კიდეც მაგრამ რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა ეგრევე სანტი გამომეკიდა.დანარჩენებს წარბიც კი არ შეუხრიათ ისე განაგრძეს გზა, ოთახისკენ მიმავალი. სანტიმ მკლავში ხელი ჩამავლო და მის ტანზე ოდნავ ნაზად მიმახეთქა. -ახლა ვერსად ვერ წახვალ. მითხრა მკაცრი ტონით, დაძაბულმა და ცოტა შეშინებულმაც. მასთან ისე ახლოს ვიყავი,რომ მის გულისცემას ვისმენდი, რომელიც სწრაფად უცემდა. მისი შავი თვალები უემოციოდ მიყურებდა,ქვედა ყბა კი დაჭიმული ჰქონდა. -რა გინდათ? რა დავაშავე? რატომ მე? კვლავ ვეღარ შევიკავე და მწარე ცრემლებით ავტირდი. -მისმინე შენს ტირილს აზრი არ აქვს, ეს ყველაფერი,ესსს წინასწარმეტყველბა აუცილებრად აღსრულდება, ამას წინ ვერაფერი და ვერავინ აღუდგება,რომც ძალიან უნდოდეს. რადგან არ ვიცი შენ გაიგებ თუ არა მაგრამ ეს ესეთი თემააა,ეს წინასწარმეტყველბა ინახებოდა ქვესკნელში და როდესაც აღმოვაჩინე და მომავალი განვჭვრიტე დავინახე,რომ ეს გარდაუვალია, ვერ შევაჩერებ მაინც მოხდება. აღსრულდება აუცილებრად აღსრულდება. მისი სიტყვები გულში კვლავ მესმოდა"აღსრულდება აუცილებრად აღსრულდება" "გარდაუვალია" და ა.შ ვერფერს ვიზამ თუ ასეა შექმნილი დაწერილი თუ რაღაც ჯანდაბა მე უნდა მოვკვდე ესეც გარდაუვალი და ლოგიკურია თუ სისხლს გამომცლიან აბა რა იქნება. სანტის ხელი არ გაუშვია ჩემი მკლავიდან და ისე წამიყვანა კვლავ ოთახისაკენ. მე დავმშვიდდი და თვალიდან ცრემლები მოვიწმინდე. *** ოთახი ძალიან დიდი დამხვდა , იმაზე დიდი ვიდრე ველოდი. უზარმაზარი დარბაზი იყო. შეკრებილიყვნენ უამრავი ადამიანები. არა ბოდიში ალბათ ყველა ადამაიანი არ იყო, საერთოდ თუ იყო ვინმე? მაქციბი,დაცემული ანგელოზები და ალბათ კიდევ იქნებოდნენ სხვა არსებები. როგორც უკვე გითხარით დიდი დარბაზი, მოძველებული ჩანდა, ნათელი, შუაში დიდი ზომის ზის ბასეინივით თუ რაღაცა ამდაგვარი იყო სადაც წყალი ესხა. ერთ დიდ, მაღალ, განიერ სკამზე იჯდა ლუკა და მის გვერდზე ელენე და კიდევ იყო ვიღაც მომხიბვლელი შავგვრემანი ახალგაზრდა ბიჭი, ლუკამ ადრე ხომ მიხსენა სხვებიც არიან ვიღაცებიო, იქიდან ნიკუშა დამამახსოვრდა და შეიძლება ეს ყოფილიყო. ელენეს რაღაც ფურცლები ეჭირა და კალამი. ლუკა ჩვეულებრივად აქეთ-იქით იყურებოდა. ის ბიჭი კი გაშტერებული იატაკს შესცქეროდა. იატაკიც ძველი ჩანდა ხის,რომ გაივლიდი ჭრაჭუნის ხმა ჰქონდა. რიტუალის დარბაზი. ლუკა და სანტი მომიახლოვდა, ერთი მარჯვენა მხარეს, მეორე მარცხენა. წინ მიბიძგეს და ოთახის შუაგულისკენ დაიწყეს ჩემი წაყოლება. როდესაც შუაგულში იმ ოთკუთხა ხის რაღაცასთან სადაც წყალი იყო პირამდე გავსებული, მიმიყვანეს ჩემი მაისურის გახდა დაიწყეს. სანტიმ ჩემს თეთრ მაისურს ხელი მოჰკიდა და ამაძრო. ლიფის ამარა ვიდექი ხმას ვერ ვიღებდი და ვერც ვინძრეოდი, ვერაფერს ვაკეთებდი. ვცდილობდი დარბაზსი თავმოყრილი არსებების გამჭოლი მზერისგან სიშიშვლე როგრმე დამეფარა. მალე სანტიმაც გაიხადა თავისი მაისური, მას სიმორცხვის არაფერი ეტყობოდა. მუცელი დაკუნთლი, ბრტყელი ჰქონდა. ახლა შევამჩნიე,რომ დარბაზის მარჯვენა მხარეს დიდი გრესკა იყო დახატული. იქ ერთი გოგო იდგა,სადაც ერთ ბიჭს ხელში აყვანილი ჰყავდა და გარშემო უამრავი ადამინი იდგა. -აღსრულების სცენაა. მითხრა სანტიმ მშვიდად. ლუკამ ახლა იმ ფრესკისკენ წამიყვანა, მაგრამ როდესაც მივედი და მინდოდა შევხებოდი, ლუკამ მაჯაზე დამკრა და ჩამაწევინა. მან გაღიმება სცადა, მაგრამ უფრო გრიმასა გამოუვიდა. ტუჩები ერთ ხაზად გაეჭიმა და თვალებში ჩემგან გგანსხვავებით არანაირი შიში ან რამე გრძობა ედგა. კანი დამეჭიმა და დამეხორკლა, კუნთები დამეჭიმა. -გთხოვთ არ მომკლათ. ვთქვი ხმამაღლა არვიცი ეს ჩემს ბაგებს როგორ გასცდა, მაგრამ გავაგრძელე-გთხვთ არ გააკეთოთ ეს. ყველა მე მიყურებდა ან ნახატს უყურებდა არავინ არაფერს არ მეუბნებოდა, პასუხს არავინ მსცემდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქმოს ნაწილებად ვიშლებოდი, მეგონა ტვინი საბოლოოდ მემღვრეოდა. მოულოდნელად უკნიდან ყვირილი მომესმა. -კიდევ ერთხელ რამეს იტყვი და კიდევ ბევრი ბავში მოკვდება. მითხრა ლუკამ. გაჩუმდი. უკან გახედებას ვერ ვბედავდი, მეშინოდა ესე იგი ვიღაც ბავშვი მოკლესდა როგორც მითხრა ლუკამ ჩემს გამო. ღმერთო "what the fuck" რა საშინელებაა. რატომ ღმერთო რატომ, რა დაგიშავე? -წინასწარმეტყველების აღსასრულებლად საჭიროა სანტიაგოს გარდა კიდევ ერთი დემონის არჩევა. თქვა ერთმა შუახნის ადამიანმა თუ სხვა არსებამ.- ამიტომ ახლა ჩემს წინ წარდგებიან: გიორგი და ლუკა. აქედან სამაელისგან გამოგზავნილი დემონი ერთ-ერთს აირჩევს და ის დაეხმარება სანტის და ქეითს წინასწარმეტყველების ასრულებაში. გთხოვ სამელს გამოგზავნე შენი მსახური,რადგან აღსრულდეს წინასწრამეტყვლება წარმატებულად ამინ! ეს სიტყვები კვლავ ერთხმად გაიმეორა ხალხმა რაზეც უფრო ძალიან შევშინდი და შუბლზე ცივმა ოფლმა დამასხა. ერთი რამ კი დაზუზტებით ვიცოდი,რომ ჯერ არ მომკვდარვარ. მაგრამ სიკვდილს თავს ვერავინ დააღწევს ბოლო მაინც ერთი გვაქვს. მე წნასწარმეტყველბა გამომასალმებს სიცოცხლეს. ეს ზუსტად ვიცი. დიდხანს არ მომიწევს ლოდინი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.