"ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ!"
ამბობენ, ცხოვრებას პაწაწინა მომენტები ქმნიანო. იმდენად პატარები, რომ შეიძლება არც კი დაუკვირდე, ვერც კი შეამჩნიო და ქარს გაატანო. ქარს გაატანო ის განუმეორებელი წამები, რომლებიც შენს პირად ბედნიერებას აშენებდნენ. ამას ახლა ვამბობ, თორემ წლების წინ ჩემი ისტორიაც ზედმეტად შავ-თეთრი, ბანალური და გახუნებული მეჩვენებოდა, ისევე როგორც შენობების უმეტესობა ამ ქალაქში.სკოლის 12 წლიანი დოგმების შემდეგ ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ა ხ ა ლ ი ე ტ ა პ ი, სტუდენტობა, რაღაც აუხსნელ სითბოდ, იმედად, ხანდახან ადრეალინადაც კი მეღვრებოდა სხეულში და ეს ბლანტი გრძნობა მთელ გულზე მეწებებოდა. აი, როგორ დაიწყო ჩემი ისტორია: იყო და არა იყო რა... ყველა და ყველაფერი ახლის მეტი არაფერიც არ იყო ირგვლივ... ყველაფერი ახალი, ყველა უცხო: სახლი, (მომავალი მეგობრები), ქუჩები, სახლები, ხეები... არაფრისმთქმელი, შავ-თეთრი, ემოციებისგან დაცლილი, გრძნობებისგან დაშრეტილი, ყველა ერთმანეთის მსგავსი სილუეტი და ბარგი. ეს იყო რეალობა, რომელიც ჩემ წინ ზანტად იყო გაწოლილი და თავს ზედმეტად კომფორტულადაც გრძნობდა. ყველაზე მეტად ის უამრავი ნივთი მეცოდებოდა ჩემოდნებში მთელი გულით რომ მქონდა ჩატენილი და რომელთაც ყველაზე რთული მისია ჰქონდათ დაკისრებული. თითქმის შეუძლებელს ვითხოვდი მათგან. მინდოდა ჩემი სახლი აქ გაეცოცხლებინათ, კილომეტრების მოშორებით. ცარიელ ოთახებში ვთხოვდი შემოეტანათ სიცოცხლე, კედლებიდან უფერული ფერები ჩამოეხიათ, ფანჯრიდან მოესროლათ და ყველგან დაუდევრად მიმოეფანტათ ფერები, სინათლე, სითბო... რა აფსურდია...-შიგნიდან დამცეცხლა ერთ-ერთმა მემ, რომელიც აშკარად არ გამოირჩეოდა დიდი მოთმინების უნარით და თითქოს შემანჯღრია კიდეც, წარმოსახვითი ვარდისფერი სათვალეც გაქრა და ერთი ღრმად ჩავისუნთქე, ჩანთები ოთახის ჩემს მხარეს დავყარე და აივნის სანახავად გავედი. აი, ერთადერთი შვება საკუთარი სახლიდან საერთო ბინაში გადმოსვლისას.მერე რა, რომ იგი ჩემი აივნის თითქმის მეათედი იყო, დანახვისთანავე გაიბა ჩვენს შორის უხილავი ძაფები, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ სულ მალე ძალიან, ძალიან შემიყვარდებოდა იგი. პატარა დივანი, ფერადი ბალიშებითა და ყვავილების კუთხე განსაკუთრებულ ქიმიას ქმნიდა და მაიძულა უბრალოდ მოვდუნებულიყავი. მოაჯირთან ახლოს მოვკალათდი, ლოყებით ხელისგულებს დავეყრდენი და თვალიერება დავუწყე ეზოს, უბანს, ხალხს, რომლებიც სულ მალე ჩემს ნაწილად იქცეოდნენ. თვალებს არ დავუჯერე, როდესაც პატარები ბურთით, ცარცითა და სხვა 90-იანელი ბავშვებისთვის დამახასიათებელი გასართობებით ხელში დავინახე. ასე, როგორც წესი, ინტერნეტის გამოჩენამდე იყო, თანამედროვე ბავშვები ამ ყველაფერს საკუთარ I-ტექნიკაში თამაშობენ ხოლმე. გულში ისევ ის სასიამოვნო სითხე ჩამეღვარა და გამეღიმა.უცებ ყველა გაქრა და შორიდან ყრუდ ისმოდა ბუტბუტი: 1,2...29.30... ვიხილები და მოვდივარ, ვინც არ არის დამალული ჩემი ბრალი არ არიის... სიამოვნების ტალღამ ახლიდან გადამიარა, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მთელი ბავშვობა ბარგთან ერთად წამომყვა, გზა მომიჭრა და ეზოში ჩასვლა დამასწრო. -ახლებს არ იმატებთ?- იმდენად მოულოდნელად ამოვიდა ჩემი ხმა ჩემივე პირიდან თავადვე შემაკრთო, რომ აღარაფერი ვთქვა ქვემოდან გაკვირვებული სახით მომზირალ ბავშვებზე. ჩემს ნაცვლად პატარა "მე" საუბრობდა. არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ თითქმის ყოველთვის ის ვიყავი: საშინლად ჯიუტი, ბუტია და წვრილმანებით ბედნიერი. -ახლები იხუჭებიან,- ამომძახა ლოყებფუმფულაა და ოფლისგან აპრიალებულმა ბიჭუნამ, რომელმაც აშკარაა შვება იგრძნო ახლის გამოჩენისგან და დახუჭვა მას აღარ მოუწევდა. -ერთი ამათ დამიხედე, ჰგონიათ იმდენი ხნის წინ ვიყავი პატარა, რომ წესები აღარ მახსოვს?-გულში ვთქვი და გამეცინა, -2 წუთში მანდ ვიქნები,- კიბეები ამოსუნთქვის გარეშე ჩავირბინე, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს 6 ან 7 წლის ვიყავი და დედა ეზოში ჩასვლაზე ადვილად დავითანხმე, ახლა კი მთელი ძალით გავრბოდი რომ არ გადაეფიქრებინა. როცა ფუმფულა ლოყებიან და ციმციმა თვალებიან პატარებთან ყოფნით გული ვიჯერე და სახლში ამოვედი უკვე უკანასკნელ ძალებს ღაფავდა საღამო და თითქმის მზად იყო ღამესთან შესახვედრად. ისევ აივანზე დავჯექი.ჯერ სიგარეტის მათრობელა სუნი ვიგრძენი, ცოტახანში კი მეზობლის ფანჯრიდან გამოფრენილი ნამწვიც დავინახე, რომელიც ვარსკვლავს ჰგავდა, დედამიწელთა ვედრების გამო ციდან მოწყვეტილს. ლამაზად შეერწყა ეს სცენა დაისს. ვიგრძენი, როგორ ამოიპარა ქიმია ჩემს აივანზე და სადღაც შუაში, ჩემსა და სიგარეტის მოყვარულ მეზობელს შორის გაწვა. როგორც წესი, ზედმეტად ცნობისმაყვარე ვარ და პირველი პოტენციური ნაცნობის დანახვას ვერავინ დამასწრებდა ამ დროს, თუმცა დაღლილობამ ინტერესის გრძნობას აჯობა. დღეისთვის საკმარისი იყო. ფეხები პროტესტის ნიშნად გაქვავდნენ და ადგილიდან დაძვრა არც კი ისურვეს. თავი ფერად ბალიშზე დავდე და სადღაც შორიდან მესმოდა როგორ ესაუბრებოდა ეზოში მყოფ სავარაუდო მეგობრებს უცნობი მეზობელი, რომელსაც ქვემოდან ყველა სანდრექსას ეძახდა. ცოტახანში ესეც აღარ მესმოდა ძილისა და ფერადი სიზმრების სამყაროში გადასულს... ახალ სახლში ცხოვრებისას ერთი უცნაური ჩვევა-რიტუალი დამჩემდა თუ დავიჩემე ზუსტად ვერ გეტყვით. მე, ფინჯანი ყავა(აუცილებლად თითქმის გაციებული, შოპენი შემოდგომის ჰაერთან შეზავებული სიგარეტისა და სუნამოს უცნაური კომბინაცია გვერდით აივნიდან და ჩემი ჯიუტი ინტერესი, რომელიც რატომღაც ადგილიდან დაძვრის ნაცვლად უცნობი მეზობლის გაცნობის უამრავ კომბინაციას მთავაზობდა გონებაში. მეც არ ვეწინააღმდეგებოდი, იქნებ ასე უკეთესიც ყოფილიყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.