შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Love me till the end თავი 9


15-04-2019, 20:51
ავტორი mabby
ნანახია 1 427

თვალებს ვახელ და ალექსანდრეს ვუყურებ, მის ბალიშში ნახევრად ჩარგულ სახეს და შუბლზე ჩამოყრილ თმებს. მეღიმება და მუცელში უკვე შეჩვეულ სითბოს ვგრძნობ. ვხვდები , რომ ჩემში რაღაც შეიცვალა, რომ ის აღარ ვარ ვინც აქამდე ვიყავი. ვხვდები, რომ ახლა ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო კარგია, ვიდრე რომელიმე ჩემს ცნობიერებაში ღრმად მიმარხული სიზმარი. ხელს თმაზე ვუსვამ, მის სირბილეს ვგრძნობ და უკვე ვეღარც ვითვლი მერამდენედ მეღიმება.
-დიდხანს უნდა მიყურო კიდე - ბალიშიდან მისი მოგუდული ხმა მესმის
-თუ არ გინდა სულ აღარ შემოგხედავ- ვბრაზდები და ხელს უკან ვწევ
-წელზე მის სითბოს ვგრძნობ და თვალის დახხამებაში ზემოდან მექცევა, თვალებში მიყურებს და სახეზე გაურკვეველი გამომეტყველება აღბეჭვდვია
-გასაოცარი ხარ -მიღიმის და თავს აქნევს
ვგრძნობ როგორ მიხურდება სახე და თვალს ვარიდებ
-მიყვარხარ -ჩურჩულებს და ვგრძნობ, როგორ მებინდება გონება. ხელს ტუჩზე ფრთხილად ატარებს და კვლავ ღილიანი სახით მიყურებს.
-მეც მიყვარხარ- ვჩურჩულებ და ვგრძნობ მის ტუჩებს ჩემს ტუჩებზე, სისხლი ჯერ თითქოს მეყინება, შემდეგ ერთიანად ზღვავდება და სამჯერ უფრო სწრაფად იწყებს ძარღვებში დენას. გულისცემა ხშირდება, სუნთქვის დარეგულირება კი უფრო და უფრო რთული ხდება. მის ტუჩებს ვშორდები და თვალებს ვარიდებ, ვგრძნობ მის მსუბუქ ჩაცინებას და ხელებს ჩემს თმებზე.
-სამსახურში არ დაგაგვიანდეს - უხერხული სიჩუმის გასაფანტად უაზროდ ვიძახი.
-დღეს არ წავალ
-რატომ?
-შენთან მინდა ყოფნა
-პრობლემები ხომ არ შეგექმნება?
-შენ მაგაზე ნუ ფიქრობ, მოდი ჩემთან -ხელს მხვევს და თავის თბილ სხეულზე მიკრავს. თვალებს ვხუჭავ და მისი სიახლოვით თავბრუდახვეული გაუცნობიერებლად კიდევ უფრო ვეკრობი.
არვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავით. მასთან როცა ვარ დრო სწრაფად გადის, მისი სიახლოვე ირგვლივ ყველაფერს მავიწყებს. ეს საოცრად მიზიდავ და ამავდროულად მაშინებს კიდეც.
-გინდა სადმე წავიდეთ? თუ მთელი დღე ჩემს სხეულზე აპირებ წოლას-მეუბნება და წარბებს ათამაშებს
-გააჩნია სად მეპატიჟები-თავო არ ამიწევია ისე ჩავიბურტყუნე
-პარკში
-სერიოზულად ?
-იცი? ბავშვობაში არასდროს ვყოფილვარ პარკში,
-არ მჯერა- ვუღიმი და თვალებში ვუყურებ, თუმცა ირონიას ვერ ვხედავ მათში.
-ჰო, როცა პატარა ვიყავი მშობლებს არასოდეს დავყავდი, მამა არც ფიქრობდა ამ საკითხზე, ხოლო დედა ყოველთვის საკუთარ ნაჭუჭში იყო გამოკეტილი. სახლიდან იშვიათად გადიოდა და ისიც მაღაზიაში. როცა გავიზარდე და დამოუკიდებლად შემეძლო პარკში სიარული, არასდროს წავსულვარ, იცი რატომ ?
-რატომ?
-ბავშვებს პარკებში საქანელებზე მეტად ის უხარიათ , რომ მშობლები ყურადღებას აქცევენ, მათ გაბედნიერებას ცდილობენ. ისინი ერთმანეთის მშობლებს აკვირდებიან და ცდილობენ, გამოიცნონ თუ ვის უფრო მეტად უყვარს თავისი შვილი. ბავშვები თავიანთი მშობლებით ამაყობენ. - მის ხმაში საოცარი ტკივილი ვიგრძენი, ტუჩები შუბლზე მოვაწებე და ვეცადე გამომეცნო თუ რამხელა ტკივილი ბუდობდა მის სულში. არ გამომივიდა.. ალბათ ვერასდროს შევძლებ მისი ტკივილის გათავისებას, მაგრამ დავიფიცებ, რომ იმ წუთებში საშინლად მტკიოდა მისი სიტყვები, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა.
-მე ძალიან ხშირად წავიყვან ჩვენს შვილს პარკში-სრულიად უცნაური ტონით ჩაიბურტყუნა
-ჩვენს შვილს ? -საოცარი სითბო ჩამეღვარა სხეულში და თვალები ამიწყლიანდა, ....ჩვენს შვილს...
-უფროსწორად, შვილებს, -გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. -მანამდე კი შენ წაგიყვან-ჩემი სხეული ზურგზე გადაიკიდა და ოთახში სირბილი დაიწყო
-ცუდად გავხდები თუ ძირს არ დამსვამ-შეშინებულმა ჩავიბურტყუნე
-კარგი მიდი მოემზადე -ძირს დამსცა და საწოლისკენ გაქანდა
-თუ გახვალ კარგი იქნება
-ბატონო? -ცალი წარბი ასწია და ირონიულად გამომხედა
-უნდა ჩავიცვა-სახეაწითლებულმა ჩავიბურტყუნე
-მე აქ გეგმები დავაწყვე, შვილებიო ესაო ისაო და ეს რა დღეშია - ტუჩები გაბუსხა და უხალისოდ წამოდგა საწოლიდან
***
-ალექსანდრე იმ ატრაქციონზეც დავსხდეთ- გახარებული ვანიშნებ ეშმაკის ბორბალისკენ
-მია აღარ შემიძლია, კიდეც სადმე თუ დავჯდები გული ამერევა და მთელ რომანტიკას გავაფუჭებ
-რა სუსტი ხარ - უხალისოდ გავაქნიე თავი და ამ დროს ტირის თოფების სექცია შევნიშნე
-იცი , პატარა რომ ვიყავი მამა სროლას მასწავლიდა-გახარებულმა წამოვიძახე
-მართლა? -გაკვირვებულმა ამომხედა
-კი და ძალიან კარგად ვისროდი -ამაყად გავიჯგიმე
-დამიმტკიცე-დავინახე როგორ აუთამაშდა ჭინკები თვალებში
-როგორ?
-ჩემთვის ითამაშე
-რაა?
-ხო და აი ის ცისფერი დათუნია მოიგე
-მაგას ჩვეულებრივ ბიჭები აკეთებენ ხოლმე გოგოებისთვის-უხერხულად შევიშმუშნე
-ჩვეულებრივ, წყვილი ერთმანეთს იცნობს და მერე უყვარდება ხომ არ გავიწყდება რომ ჩვენ ჩვეულებრივი წყვილი არ ვართ - თვალი ჩამიკრა, ისე რომ სახიდან ღიმილი არ მოსცილებია
-ვერ ვიტან, როცა ყველაფერზე პასუხი გაქვს - შევუბღვირე და მივხვდი, რომ დავმარცხდი.
თავი წინ ავწიე და თავდაჯერებულად გავემართე სექციისკენ. ალექსნდრე პატარა ბავშვივით უკან დამედევნა. ვგრხნობდი მის ღიმილს ჩემს ზურგს უკან, თუმცა ვაიგნორებდი.
ნერვიულობაშეპარულმა დავაიგნორე იქ მყოფი ხალხის გაკვირვებული მზერა და ალექსანდრეს ჭინკებათამაშებული თვალები. კანკალით მოვკიდე თოფს ხელი, თვალები დავხუჭე და ვეცადე მამას ყველა სიტყვა გამეხსენებინა,
ერთი.... ორი... სამი... ოთხი....
წამით რეალობის შეგრძნების უნარი დავკარგე და მხოლოდ ალექსანდრეს გახარებულ მზერას ვუყურებდი.
-რომელი გინდა?-პატარა ბავშვივით ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი
-ცისფერი -მიმითითა კუთხეში წამოსკუპებული დათუნიისკენ
-ცისფერი დათუნია მიეცით ჩემს მწვანეთვალება ბაჭიას- გახარებულმა გავხედე გაკვირვებულ კაცს

-ყოჩაღ, შენი ნამდვილად უნდა მეშინოდეს, -აღფრთოვანებული იძახდა თან დათუნიას ეხუტებოდა-ამ დათუნიას თაგუნია დავარქმევ
-რომელი ნორმალური არქმევს სათამაშო დათვს თაგუნიას-გაოცებულმა გავხედე
-თაგუნია იმიტომ, რომ შენ გგავს შენსავით პატარაა და ნახე წითელი ლოყები აქვს-გადაიხარხარა და სათამაშოს ლოყებზე არსებული წითელი წინწკლებისკენ მიმითითა
-მიყვარხარ სიზმრის ბიჭო-თვალებში ჩავხედე და მისი გრძნობის წაკითხვა ვცადე
-მეც მიყვარხარ მია



უჰჰჰ, ვისიამოვნე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent