ზოი. მეორე ნაწილი. თავი 7
-ქალაქგარეთ ხომ არ წავსულიყავით? -თანახმა ვარ. ოღონდ დიდხანს მგზავრობა არ მოგვიწიოს, თორემ ჩათვალეთ, რომ მე გამოგაკლდებით. წითლად შეღებილი თმები შუბლზე ჩამოფხატვოდა. ნაზად მოიქცია თითებს შორის და ყურს უკან გადაიწია. მზერა მათეს მიაპყრო. მათეც უყურებდა. სახეზე დარცხვენით შეეპარა ღიმილი წითელ თმიან ლიკას. -მათე, შენ რას იტყვი, წამოხვალ? — სიახლის წყურვილით შეპყრობილი ზოი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ცქმუტავდა. -დამპირდი, რომ ორგანიზებას შენ თავზე აიღებ და ყველაფერს კარგად დაგეგმავ. მცალია და წამოვალ. -ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ზოი შენზე უკეთ გაართმევს თავს! — წითელი თმები კვლავ შუბლზე გადმოუსრიალდა ყურებიდან, თავს ისე ძლიერ იქნევდა სიცილის დროს. -რა უაზრო ხარ, ლიკა! — გოგონას მდარე შემოტევის გამო ნირი წაუხდა მათეს. გულში გაეღიმა ზოის. იცოდა, საიდან სცემდა უაზრობის სუნი. იცოდა, საიდან ხრჩოლავდა სირცხვილითა და გაპრანჭვით შეზავებული კვამლი. თავისი გრძელი და ლამაზი ხელი ჰკრა კმაყოფილებით გაფერადებულ ფიქრებს, მომაბეზრებელი ბზუილითა და თავბრუდამხვევი ფრენით ჰაერში გაწამებული ბუზივით მოიშორა თავიდან. -მარტო ჩვენ ვიქნებით? -ვისაც გვინდა, იმათ ვუთხრათ. -მე არავის ვეტყვი. თქვენ წამოაცუნცულეთ იდიოტების ხროვა — ზიზღმა მოიცვა მათეს სახე. -შენ მაგაზე არ იდარდო. შენზე უარეს იდიოტს მაინც ვერავის მოვძებნით. -რაო, მათ-იკო? მოგაკეტინა ზოიმ? რიტორიკული კითხვა გამოდგა ლიკას კიდევ ერთი გაბრძოლება. მათეს ხმა არ ამოუღია. -დავიშალოთ. როდემდე უნდა ვისხდეთ უსაქმურად?! — მონდომებულ და მიზანდასახულ თვისებებ-ჩანერგილი განწყობით წამოხტა ზოი. ჩანთა აიღო და წავიდა. საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ ზოი კიდევ უფრო დაუახლოვდა მათეს. ის ერთადერთი იყო, ვინც უსმენდა და ვისგანაც ისეთ დახმარებას იღებდა, რომ მოდუნების ფუფუნებაც არ მოაკლო საკუთარ თავს. თბილი ბუხრის ღუნღულა სითბო იგრძნო მათესთან ურთიერთობაში. როცა შესცივდებოდა ხელებს გაითბობდა. მერე ისევ სიცივისკენ გაიწევდა. გაიყინებოდა და ისევ გათბებოდა. მივიდოდა. წავიდოდა. ბუხარი კი დედამიწის შუაგულის სიმხურვალით საზრდოობდა, თითქოს. ჩაქრობას არ აპირებდა. ზოის იმედები ღვიოდნენ მის ცეცხლში და ნაცარი შიშისგან კრთოდა ეს არ ჩაენაცვლებინა. ამას წინათ მათემ უთხრა შენში ლიდერულ თვისებებს ვხედავო. მაშინვე კლანჭები ჩაავლო ზოის გონებამ ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ ფრაზას. დღეს ამიტომაც მოიფიქრა ქალაქიდან გასვლის ამბავი. ყველაფერი მას უნდა დაეგეგმა, დანარჩენებისთვის უნდა ეხელმძღვანელა და თავი ლიდერის ამპლუაში უნდა წარმოეჩინა. მათე ამჩნევდა, ფესვებს რა სწრაფად იდგამდა მისი სიტყვები ზოის არსებაში. ტკბებოდა ამგვარი გავლენის ქონით, მაგრამ ჯერ ბუნდოვნად ესახებოდა ახალი მიზანი ზოისთან დაკავშირებით. ზოის ლიკაც მიჰყვა. მარტო დარჩა მათე. ფიქრები უსასრულობის დიდ მორევში შეაპარა. მუქად შეფერადებული სიღრმეებისკენ გადაეშვა. სხვა რომ ვერ ჩაიხედავდა, იქამდე ჩავიდა. მაინც კიდევ უფრო ღრმად იყო ჩამალული სულმთლად ჩაშავებული ფსკერი. ძლიერ დარტყმას აღებინებდა მათეს ამის გაცნობიერება. მუცელში მოფარფატე ცისარტყელასავით ფერადმა პეპლებმა ფრთები ერთდროულად შეარხიეს და მათეს სხეულიდან მყუდროების ნიღაბ აფარებულებმა გამოაღწიეს. ირგვლივ მძიმედ ჩამოწვა ფერადოვანი სიმშვიდე მთელი თავისი სიღრმითა და მრავალფეროვნებით. ბუნტი ნისლი შეიქმნა. გამოცანად იქცა რეალობა და მათეს ფიქრებმაც ლაღად შეცურა ფანტაზიის ნისლით მოცულ და ილუზიებით მდიდარ ფერადოვნებაში. ისმოდა ყრუ ხმა, ნელი მუსიკა... ფიქრთა ნიაღვრის ყოველ წამოთხივლებაზე სისველე იპყრობდა მათეს არსებას. ნელა, აუჩქარებლად იჟღინთებოდა სველი და ჩამპალი, ფიქრებით პროვოცირებული ემოციებისგან. გამოწურვის პროცესი გვიანდებოდა. ნისლი იდგა და ნესტი მატულობდა. იბერებოდა სველი ემოციებისგან და შეუმჩნევლად უგროვდებდებოდა უჩვეულოდ მძიმე, ათასი ფერით შეზავებული და ბუნდოვანი წყლის წვეთები. ფრთხილად ჩააცურა გრძელი და წვრილი თითები ამ წვეთებისგან მუხლებზე შემომდგარ ტბორში. ხელი ძლიერად დაატრიალა წრის რკალის მქონე ტრაექტორიაზე. სითხემ მოძრაობა დაიწყო იმავე მიმართულებით და მათემ წრეწიწირის ცენტრში ჩაღრმავება შენიშნა. მოიხიბლა ფერადი ღრმულის გაჩენით. მეორე ხელი უფრო თამამად ჩააწო მძიმე სითხეში და თავბრუდამხვევად მოურია, თითქოს ჩაიში ჩაყრილი შაქრის გახსნას ცდილობდა. უფრო ჩაღრმავდა რკალის ცენტრში წარმოქმნილი უფსკრული. წინ წაიწია მათემ. მუქი და მუქი ხდებოდა უჩვეულოდ მძიმე ტბორი. ნელა მიასრიალებდა ამ სიმძიმეში მოქცეულ ფეხებს და ყველგან ახალ უფსკრულს აჩენდა ხელების ძლიერი მოძრაობით. ქაოსური სამყაროს პროტოტიპი იყო ეს ტბორი, პაწაწინა ატომებისგან შექმნილი გიჟური არეულობის განსხეულება, ქაოტური ფიქრებისა და მრავალფეროვანი ემოციების ერთიანობა, ფანტაზიის ბუნტი ნისლით შესუდრულო ბუნდოვანი ჭეშმარიტება. მიუხვდა მათე საკუთარ თავს. ცაზე გაელვებასავით იყო მისი გონების უეცარი გასხივოსნება. ბოლოჯერ მოურია ხელები და დაჟინებით ჩააშტერდა წარმოქმნილ ღრმულებს. მის წინაშე ფერადი ქაოსი ტრიალებდა გრიგალივით და უნდოდა, რომ ამ ბუნდოვანებაში ამოეცნო და დაეხარისხებინა ახალი სიღრმეები. თითქოს მისმა სულმაც იგრძნო გონებით შემეცნებული ფერადოვნება, ისე აივსო სიხარულით. თურმე ნისლიცა და ტბორიც მისიშინაგანი სამყარო ყოფილა, რომელშიც ღრმად და გამჭოლად ჩაიხედა, იქ მისტიური შეგრძნებების ფონზე იმიგზაურა და ახლა სამყაროზე უფრო მეტი გაიგო, ვიდრე იცოდა. გაიფანტა ნისლი. დაშრა მძიმე სისველე. გაუფერულდა ირგვლივ ყველაფერი და რეალობა ამაყად გაიბღინძა მათეს წინაშე. ბიჭმა ღიმილით დაასაჩუქრა საცოდავად გაბღენძილი, თვალით ხილული რეალობა. ასე იზეიმა გამარჯვება. სახეზე მოფენილი სინათლით აღნიშნა თავისი წარმატება. ძმის საფლავის მონახულება გადაწყვიტა. დროის გაყვანა უნდოდა, ვიდრე ზოი არ შეეხმიანებოდა. გარეთ ძალიან ცხელოდა. მზეც კი ხელგაშშლილად უნაწილებდა საამურ სითბოს. ათრობდა იმის გაფიქრება, რომ დღეს მთელი სამყარო მის ბედნიერებაზე ზრუნავდა. სასაფლაო მკვდართა სავანეში ჩაფლული სიმშვიდით შემოსილი შეეგება იქ მისულ მათეს. არ კრთოდა ფოთოლები არცერთ ხეზე. წყნარი სიგრილე დასრიალებდა საფლავებს შორის გველური კლაკვნით. მდუმარე იყო და სიკვდილთან გარიგებული ირგვლივ ყველაფერი. თავი ჩაღუნა მათემ. თვალი აარიდა საფლავის ქვებიდან მომზირალ სახეებს. ჩუმად გაირა ისედაც ჩუმი ბილიკები. ძმის საფლავი იცნო სათუთად მოვლილი და ლამაზად გადაფურჩქნული ყვავილებით. მოხრილი თავი არ აუწევია, თვალის კუთხეებიდან შეამჩნია ზაფხულის ლამაზი ყვავილები. საფლავისკენ ზურგით შეტრიალდა და ძირს მოკალათდა ფეხმორთხმით. ახლაღა მოიღერა კისერი, ცოტახანს იქაურობა შეათვალიერა და დაღლილი ხმით მიმართა თავის ძმას: -შენც ხომ იცი, არ ვნანობ... ეს უნდა გამეკეთებინა. სიკვდილი ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია. მე ამ გაურკვეველ და ამამაღლებელ ხელოვნებას გაზიარე, ამიტომ სასაყვედურო არაფერი გაქვს. სულ გეუბნებოდი, ზოგჯერ სისასტიკე მიცოცდება სულში და მსხვერპლი ვინ აღმოჩნდება, არ ვიცი-მეთქი. გგონია, წინასწარ განვიზრახე შენი აღსასრული? უცებ მომაწვა ეს ბიძგი, უცებ შევისისხლხორცე სისასტიკე და მაშინ შენ აღმოჩნდი ჩემ კლანჭებში. როგორც კი, გადავწყვიტე, რომ მსხვერპლი შენ იქნებოდი, მაშინვე წინასწარ დავგეგმე ყველაფერი. ვფიქრობდი, როგორ გამოგასალმებდი სიცოცხლეს და ჩემ გონებაში გაჩენილი სხვადასხვა ვარიანტები გასაცვიფრებელი განცდებით მავსებდა. ცელქი ღიმილით წარმოვიდგენდი, როგორ უნდა მომეკალი. ბოლო წამს სული ამომძვრა იმის ლოდინში, როდის ახტუნავდებოდა შენი სხეული ჟანგბადის ნაკლებობის გამო და როგორ გაშეშდებოდა უმალ, ნიშნად იმისა, რომ სული განუტევე... ჰმ! ახლაც ვიღიმი. გამახსენდა შენი უსუსური და უმწეო ბორგვა საწოლში, შენი ყრუ ღრიალი ბალიშის ქვემოდან... მჯერა, რომ არ მიბრაზდები. მანდ კარგია, ხომ ასეა? იცი, როგორ მაბედნიერებს იმაზე ფიქრი, რომ მე ვიყავი ის, ვინც ამოუცნობი სამყაროს მომხიბვლელ კურორტებზე გადაგისროლა. მშვიდად განისვენე, ძმაო. მანდ მარტო ყოფნა დიდხანს არ მოგიწევს. სიკვდილის ყველაზე საოცარი ზეიმი უნდა მოვაწყო... თვითმკვლელს გამოგიგზავნი. არ მოიწყინო! ვიცი, მარტო ხარ, როგორც ადამი, მაგრამ მალე ევაც მოვა! სიურპრიზი იყოს, წინასწარ არ გაგიმხელ, როგორია... შენ ეს მითხარი,ნამდვილად არ მსაყვედურობ, ხომ? კვლავ მდუმარე იყო და სიკვილთან გარიგებული ირგვლივ ყველაფერი. ფოთოლი არ აშრიალდა არცერთ ხეზე. სახლში დაბრუნდა მათე. რაღაც მოსვენაბას უკარგავდა. ფილმის ყურება განიზრახა, მაგრამ მალევე მობეზრდა. წიგნი გადაშალა და პირველივე წინადადების წაკითხვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ზიზღით დაეხურა იგი. რაღაც უნდოდა და ვერ ხვდებოდა, რა იყო ეს რაღაც. მოწყენილი შევიდა სააბაზანოში და მდუღარე შხაპი მიიღო. ძალიან წვავდა, მაგრამ წარმოუდგენელ სიამოვნებას განიცდიდა ცხელი წყლის ქვეშ ტანჯვა-წამებისგან. ზოიმ დაურეკა. -გისმენ -ხვალ, პირველ საათზე, სანდროს კორპუსის ეზოში. -მაგას რატომ უთხარით? -მე არ მითქვამს. -მოვკლავ ლიკას! -სანდროსგან რა გინდა, ერთი? რა დაგიშავა? -არ არის საჭირო, რომ რამე დაეშავებინა. ისედაც შეიძლება იყოს ადამიანი აუტანელი. -ნუ წუწუნებ და ნუ კრუსუნებ, მათე! დარწმუნებული ვარ, არც იმ შტერების წყვილის დანახვა გაგეხარდება ხვალ. აჰაჰაჰაჰა! -ეგენიც მოდიან? -მე გავაგებინე. -ყოჩაღ! იქნებ გინდა, რომ მე არ წამოვიდე? -მითხარი, რომ წამოხვიდოდი. ვიცი, სიტყვას არ გადახვალ. ტყუილად ბუტბუტებ რაღაცებს. ხვალამდე. -კარგად იყავი! — ნერვები აეწეწა მათეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.