შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა'ფერი(თავი 21)


16-04-2019, 17:49
ავტორი dara
ნანახია 2 216

დათამ სწრაფად მოაგვარა ყველა საქმე არც დასჭირვებია ორ საათზე დიდი დრო.
-გისმენ დათუჩა!
-შენიი...კარგი დრო არ მაქვს მზადაა ყველა’ფერი მითხარი სად ხართ და მართას წავიყვან!
-მისამართს გამოგიგზავნი...იცოდე მარტო უნდა იყო!
-ვიცი!-დადეშქელიანმა ტელეფონი სასწრაფოდ გათიშა და მითითებულ მისამართზე წავიდა.
ლევანს ოთახიდან მართას კივილი მოესმა და სასწრაფოდ დაიძრა.მართა ლევანის პარტნიორის მოგერიებას ცდილობდა ბიჭი კი აშკარად სროლას აპირებდა.
-მოიცაა!-იყვირა ქალდანმა.
-ხო მოაქვს იმას ყველა'ფერი მოდი მოვკლათ და დავისვენებ რა!-ამოიგმინა ბიჭმა და მართას ხელი კრა.
-შეინახე იარაღი და გამოდი!
-რატომ იცავ ამ გოგოს?ვერ გავიგე გაიტაცე თუ მოიტაცე?-კითხა ბიჭმა მხოლოდ მას შემდეგ რაც ოთახი ჩაკეტეს.
-იცი ეს ვინ არის?-გაბრაზებული იყო ლევანი.-ეს მართა დევდარიანია!
-მერე?
-მერე ის რომ ამას ერთი დალურჯება რომ უპოვონ დევდარიანები,ახვლედიანები და დადეშქელიანები მარტო მე და შენ კი არა მთელს ჩვენს გვარს გადაბუგავენ!დამიჯერე ამას კაცების ჩარევაც არ დასჭირდება მარტო დედამისი მოგვიღენს ბოლოს!
-ვინ არიან ტო ასეთები?
-შენ რომ არ დაგესიზმრება ისეთები არიან!ახლა კი მიუტანე ნორმალური ტანსაცმელი მივდივართ!
...........
დათა მალევე მივიდა დანიშნულების ადგილზე.
-მოიტანე რაც გითხარი?-მანქანიდან მომღიმარი ქალდანი გადმოვიდა.
-მართა უნდა ვნახო!
-შენი დრო არ მაქვს ფული მინდა!
-ვერ მიიღებ სანამ არ ვნახავ!
-რა მშვიდი ხარ დათუჩა?რატომღაც არ ღელავ?!თუ გგონია შენს გოგოს დავინდობ ცდები!
-მართა მაჩვენე!
-ჯანდაბა...გადმოიყვანე!-მანქანასთან მდგარ ბიჭს გახედა.დათა ლევანისკენ დაიძრა და ფული მისცა.მართა დადეშქელიანს მიეხუტა.ლევანმა კმაყოფილმა გაიღიმა მაგრამ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე ჩაავლო ორმა პოლიციელმა ხელი.
-შენ დამიანე მოკალი ტაისა მოკალი!იცი როგორ ექცევიან ციხეში იმათ ვინც ორსული ქალი მოკლა?ღმერთმა გაგაძლებინოს!-ბოლოჯერ უთავაზა და ისევ მართასთან დაბრუნდა.-დამშვიდდი პატარა ყველაფერი დასრულდა.
-მეშინიაა!
-ნუ გეშინია აქ ვარ!
-დათა-კითხვისნიშნიანი თვალებით გახედა ბიჭს.
-ნუ ღელავ ალექსანდრემ არაფერი იცის!
-გმადლობ!
..........................................
არასდროს ყოფილა ცხოვრება მარტივი.იყვნენ ბედნიერებიც და უბედურებიც.მაგალიტად ალექსანდრე და ანანო,რომელიც ყოველდღე ნახულობდა ალექსს მაგრამ ვერ პატიობდა ბიჭიც თითქოს ყოველდღე უფროდაუფრო ნებდებოდა.გაბრიელი რომელსაც თითქოს ნატას დაკარგვა არ ეყოფოდა ახლა ანანოსაც ვეღარ ხედავდა.ბედნიერები უმეტესად წყვილები იყვნენ რომელთაც ჰქონდათ ამის მიზეზი:მალევე გაჩნდა პატარა ერეკლე ფილფანი და რეზისა და ლიზას ცხოვრებაში სიხარული შეიტანა.რეზიმაც დაისვენა აღარ უწევდა შუაღამეზე მანქანაში ჯდომა და მაღაზიებში სხვადასხვა საოცრების ძემბა.იყვნენ დათა და მართა,რომლებიც ჩხუბობდნენ საკმაოდ ხშირად თუმცა ერთმანეთის გამო მზად იყვნენ ყველა'ფრისთვის.იყვნენ ანა და დემეტრე.
ერთი წლის შემდეგ:
-ანააა!-თინასთან მოსაუბრე ანას დემეტრეს ხმა შემოესმა.
-რა იყო ბიჭო რა გაღრიალებს?!-გაუჯავრდა ბებო.
-აუ ბებო მაცა რა!
-რაიყო?
-წამო საქმე მაქ!
-კაი...-სიტყვის დამთავრება არ აცადა ხელი ჩაკიდა და სწრაფად გაიქცა.ისევ ორი იდებული მთა უმზერდა ერთმანეთს ამ ყველაფრის ნახვა ზამთარში ისევ განსაკუთრებით ლამაზი იყო.ისევ პატარა ქოხი!
-ანნა!-ჩასჩურჩულა დემეტრემ
-გისმენ!
-მიყვარხააააააარრრრ!-დაიყვირა დემეტრემ ისე რომ ეჭვი მაქვს მთელი სოფელი გაიგებდა.ანამ ხმამაღლა გაიცინა,
-ვიცი!მეც მიყვარხარ!
-ცოლად უნდა გამომყვე ანა დადიანო!-ჯიბიდან ყუთი ამოიღო და დაიჩოქა.ანას პასუხმა დააყოვნა.-არ მაინტერესებს,ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა!-ამას რა თქმა უნდა ანას სიცილი მოყვა.
-ნებითა ჩემითა მაწყობს!-დემეტრე წამოდგა და მაგრად ჩაეხუტა,თუმცა ვინ აცადა სასწრაფოდ ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ!
-რძალო მითხარი რომ დასთანხმდი თორე თავს მოვიკლავ ამას მე დეპრესიაში ვერ ავიტან ჯერ ისედაც ნერვებს მაწყვეტს!-ჰორიზონტზე გამოჩნდა დემნა და ანას მოეხვია.
-რა გინდა შენ აქ?
-ეჰ ძმაო შენ მე არ მიცნობ!-გაეკრიჭა.
...............................
-უილიამ!შეიძლება?-თავი შეყო ოთახში ანანომ.
-მოდი ზუსტად ახლა ვამზადებდი შენთვის ხელშეკრულებას...გამომართვი!-რამდენიმე ფურცელი გაუწოდა,მაგრამ ანანომ გადახია.-ეს რატომ გააკეთე?
-ვერ ვიმუშავებ აქ!
-რატომ?...მისმინე თუ უფრო კარგი შემოთავაზება გაქვს გაგიგებ!
-არა უილ საქართველოში ვბრუნდები...დავრჩებოდი ალბათ ასე რომ არ მომნატრებოდნენ ჩემები!
-ზაფხულში ხომ ისედაც მიდიოდი!
-კი მაგრამ ახლა ჩემი ნათლულიც გადაყავთ...მე კი აქ აღარავინ მრჩება!
-ალექსანდრე?ის ბიჭი ყოველდღე რომ გაკითხავს!
-ისიც მოდის მაგრამ მას ჩემთან არაფერი აკავშირებს გარდა იმისა რომ შეიძლება ერთი ნათლული გვყავდეს!
-იქნებ იფიქრო დარჩენაზე?
-არა უილ...მომენატრებით თქვენ რომ არა ვერაფერს მივაღწევდი!-გაუღიმა კაცს და თბილად მოეხვია!
-მაქსიც მოდის ხო?
-მაქსს დაგიბრუნებთ!-გაიცინა და კაბინეტი დატოვა
-აბა მივდივართ საქართველოში?-ქართულად შეეცადა სახელის თქმას!
-მივდივართ!-მოეხვია ანანო.
-საქარტველო მე...
-ხო ხედავ რომ არ გამოგდის მოეშვი!
.............................
ერთად ჩავიდნენ საქართველოში.ალექსანდრე მთელი გზა იბღვირებოდა როცა ანანოს მაქსთან ერთად მოკისკისეს.აეროპორტში რეზი დახვდათ.
-ვაიმე რეზიკო ბიჭოოო გილოცავ ამჯერად პირადად!-შემოახტა სიძეს.
-მადლობა!
-ერთი სული მაქვს როდის ვნახავ აი ვერ წამართმევს ვერავინ ისიც მეყოფა მთელი სამი თვე რო არ ვიყავი მასთან!აუუ ნოეც მომენატრა სულ მარიას ბრალია რა დაეცადა კიდე ერთი კვირა!
-ვაიმეე ეს გამიგიჟებს ბავშვს!-ამოიგმინა რეზიმ და მერე ალექსანდრესაც მიუბრუნდა.-როგორ ხარ ალექსანდრე?
-კარგად!და სხვათაშორის მეც მაინტერესებს პატარა ფილფანი!
..........................
ბოდიში მაგრამ ვერანაირად ვახერხებ უფრო დიდის დაწერას.შემდეგი თავი სავარაუდოდ პარასკევს იქნება,თუ მანამდე მოვიცალე აუცილებლად დავდებ!



№1  offline წევრი დარინა

ანანო ასეთი დებილიც არ მეგონააა, მე ალექსანდრეს ადგილზე აღარც კი შევხედავდი, იმდენსაც კი ვერ ხვდება რომ თუ უღალატა რაღას გაეკიდებოდა უკან, არ ვიცი რატომ იდებილებს ეს გოგო ასე თავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი alex

როგორც იქნა საოცრებავ! heart_eyes მომენატრეე!რაღაცატომ მგონია რომ ნაწყენი ხარ ჩემზე!

 


№3 სტუმარი ana

სიმართლე რო გაირკვევა უნდა აწვალოს ალექსანდრემ ანანო ,თუ გიყვარს როგორ არ უნდა ენდო საყვარელ ადამიანს როგორ უნდა დაუჯერო ინტრიგან ადამიანს.ღირსია ეს გოგო არ შეურიგდეს ალექსანდრე

 


№4  offline წევრი Melusi

Zalian kargia veli gagrzelebas❤❤

 


№5  offline წევრი Marriammi

ძალიან მომეწონა. შემდეგი აღარ დაიდება??

 


№6  offline წევრი Ele Ni

ამ ისტორიას როდის დაასრულებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent