რაც გინდა ის დამიძახე (2)
არ გაისროლა, არც იარაღმა, არც ჟანგმა,არც ტკივილმა,ბრაზმა,ბოღმამ.. არაფერმა.. გაგიკვირდებათ და არც ცრემლმა, უკვე კარგახანია აღარ იკვალავს გზას ჩემს ახალგაზრდა კანზე , ჩაშავებულ თვალებზე, ბავშვობის ჩუტყვავილასგან დატოვებულ პაწაწინა შრამებზე ცრემლი გზას. - გისმენდი. - ვიცი, ადამიანს ისიც აინტერესებს, რაც მისი საქმე სულაც არ არის. - შენი საქმე მკვდართან ანგარიშის გასწორებაა? - ტკივილთან. - მეგონა თავს მოიკლავდი . - მეც მეგონა. აი მაშინ, ამან , ახლა ამ ცივ მიწაში, რომ წევს, სული თავის ბოროტების მაკრატლით ნაფლეთებად, როცა მიქცია. მაშინ ღამის კოშმარი პირველად, რომ მესტუმრა. მაშინ ჩემი ზღვისფერი თმის, პირსინგის, ტატუს დანახვისას პირველად , რომ შემაფურთხა მოხუცმა კაცმა. - ერთხელ ს ყოველდღე სიკვდილი არჩიე. ნაცნობია.. ძალიან ნაცნობი. ვერ ვხედადი, ბნელოდა. დიდიხანია ღამეზე მეტად ბნელა ჩემთან. მხოლოდ მისი ხმა მესმოდა, ოდნავ ბოხი, საშუალო ტემბრით საუბრობდა, სიტყვის ბოლო ასოებს თითქოს უფრო ჩუმად ამთავრებდა, ჰაერში მიმოფანტავდა და აქრობდა. საშუალო სიმაღლის სილუეტს ვხედავდი, ჩემგან ოდნავ მოშორებით. - შეიძლება მოგიახლოვდე? არ ვუპასუხე, მე თვითონ მივედი მასთან. ტრადიცია მაქვს, ყველა ბიჭს გაცნობისას ერთი და იგივე ფრაზით ვეცნობი. - გამარჯობა, მე გამაუპატიურეს. - ეტყობა ოჯახს არ უყვარდი ასე რომ დაგარქვეს. - სხვა დროს, სხვა ადგილას ალბათ გამეცინებოდა კიდეც. - რა გქვია? - რაც გინდა ის დამიძახე. - მე მინდა შენი სახელი დაგიძახო. - რა მნიშვნელობა აქვს. სახელი ასოებისგან შემდგარი უაზრო კომბინაციაა. არ მესმის რატომ ვანიჭებთ ადამიანები არაფერს ამხელა მნიშვნელობას. - კარგი, მაშინ მე არაფერი დამიძახე, მე კი შენ ყველაფერს დაგიძახებ. ხელი ჩემი სახისკენ მომართა. ცხვირზე ჩამომისვა, სადღაც შუაში პატარა ბორცვივით, რომ შეხვდა კეხი, მერე გზა გააგრძელა. თითები ტუჩებს შეახო, ტეხილივით მოხაზა ზედა ტუჩის ფორმა, მერე ნახევარ მთვარესავით ქვედა ტუჩი. თვალებისკენ წავიდა, არც ისე მოგრძო წამწამებს შეხვდა,მერე საშუალო სისქის წარბებს. მარჯვენა წარბის ბოლოს ორი რკინის რგოლი დახვდა, მათ შორის გაასრიალა თითი. ყურებზე გადაავიდა, საშუალო ზომის დახვდა, არც პატარა და არც უსაშველოდ დიდი. ბიბილოზე რამდენიმე ნახვრეტითა და რკინით. თმაში შეაპარა ხელი და სწორი თმის დაღმართს ჩაუყვა. - ზღვისფერიო ? - ზღვისფერი. ჩემდაუნებურად , ჩემი ხელიც მისი სახისკენ დაიძრა. თავიდან რამდენჯერმე უკან გამოვიხმე, მაგრამ ბოლოს უფლება მივეცი შემეგრძნო, წარმომედგინა. პატარა სწორი ცხვირი შემხვდა, არცერთი დაბრკოლებით. საშუალო ზომის ტუჩები, აქა-იქ დახეთქილი იყო და უხეშად ხვდებოდა თითებს. წვერს ატარებდა, დაბალ წვერს, თითქოს თუ უფრო ძლიერად ავუსვამდი ხელს ზღარბის ეკლებად იქცეოდა და დამისერავდა. ხშირი წარბები და გრძელი წამწამები ჰქონდა. პატარა შუბლი და ახლადწამოწვერილი თმა. თვალებს მთელი ძალით ვხუჭავდი და თითების მოძრაობასთან ერთად ვცდილობდი წარმომედგინა. - შავი ? - შავი . ამ ღამესავით შავი. - ღამით სასაფლაოებზე სიარული გაქვს ჰობად? - შენ დაგყვები. მის ხმაში ვიგრძენი ,რომ არ იტყუებოდა. - შემეშინდებოდა, მაგრამ შიშები მძულს. მთლიანად გჭამს, გარს გეკვრის და გასაქანს არ გაძლევს. იცი, მახსოვს როგორ მეშინოდა სისხლის, ხელს რომ გავიჭრიდი და სისხლის სულ თითოოროლა წვეთს დავინახავდი ცრემლად ვიღვრებოდი. მეგონა ჩემში მოარული სისხლის ბოლო წვეთები იყო და მოვკვდებოდი. ახლა ვხვდები, რომ სისხლის კი არა სიკვდილის მეშინოდა. ადამიანს ყველა ასაკში აშინებს სიკვდილი, მაშინაც კი , როცა მისი მნიშვნელობაც არ იცის. ახლა არც შიშია, არც სიკვდილი და არც ცრემლი. - მაშინ რა არის? - მხოლოდ ტკივილი. - ტკივილი?! ( სცადეთ ნაძალადევად ჩაიღიმოთ და თან ხმით გამოხატოთ ეს ნაძალადევი ამოღიმება. სწორედ ისე როგორც მან) რა არის ის? რაც გაძლიერებს თუ გასუსტებს? ერთიანად დაგეტაკება და განგრევს. ტკივილი სულს ჰგავს. ჩვენშია. არც გარედან, არც შიგნიდან, ფეხიდან ან ხელიდან შედის. არც თვალებიდან ან ყურებიდან. ტვინიდან აღწევს ჩვენში. პირველად ვიაზრებთ ტკივილს გონებაში, აღვიქვამთ და ამ აღქმას ვანიჭებთ სახელს. მხოლოდ ამის შემდეგ აღიქვამს ხელი, ფეხი, სმენა , თვალი და მთლიანად შენ. თითქოს იმ დღის ყველა გრძნობა განმიახლდა, როცა ტკივილი აღვიქვი. სასაფლაოს უზარმაზარი სივრციდან ყველა მოგონება ერთად გამოემართა ჩემსკენ და ჩემში გაიარა. პირველად დაუბერა შინაგანმა ნიავმა და ჩემზე გადაიარა. მოვტრიალდი, საფლავებს შორის დაზეპირებულ გზას გამოვუყევი, ნიავთან ერთად მომყვებოდა მისი სიტყვები. - ხვალ, ისევ ათზე, ისევ ამ ქვასთან იდგები, მე კი ამ კაკლის უკან. დაგელო დ ე ბ ი. ბოლო ასოები ჩვეული ჩურჩულით თქავა, ჰაერს გაატანა და გააქრო . ---------------------------- სალამი მკითხველო. ბოდიში დამაგვიანდა, თავს არ გავიმართლებ, მოსაწყენი იქნება შენთვისაც და ჩემთვისაც. თავი პატრაა, მაგრამ იმას გამოხატავს, რისი შენამდე მოტანაც მინდოდა. შემდეგში გაიზრდება, ისტორიას გაჰყვება.. მინდა გთხოვო შენი აზრი გამიზიარო,რადგან ეს ის უკანასკნელია, რაც ჩემს ნაწერებეს საბოლოო ელფერს სძენს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.