შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 17)


17-04-2019, 22:43
ავტორი kiira
ნანახია 1 735

ზურგზე ამოვბრუნდი,ვარსკვლავის ფორმაში დავწექი და ჭერს მივაშტერდი. ჰაერს ხარბად ვისუნთქავდი. ამოსუნთქვისგან სახეზე ჩამოყრილი თმის ნაწილი ფრიალებდა. ჩემში ემოციების ტალღა მოძრაობდა.ისეთი ბედნიერი და აჟიტირებული როგორც ახლა არასოდეს ვყოფილვარ. არც კი მჯეროდა იმის რომ ეს სინამდვილე იყო.
დავფიქრდი.
ასეთი რეაქცია აქვთ იმ ადამიანთან კოცნისას რომელიც არ უყვართ?
არამგონია.
სკაიმ ჩემ სულში შემოაღწია. არ ვიცი როგორ მაგრამ ეს მოახერხა. არ ვაპირებ საკუთარი თავისთვის იმისდამალვას რომ ის მომწონს. ნუუ კარგი ხო... შეიძლება მიყვარს კიდეც... ცოტათი.
მოკლედ. მთელი დღე ოთახიდან არ გავსულვარ. ვიჯექი და სოციალურ ქსელში დავძრომიალობდი.ხანაც ფილმებს ვუყურებდი.მაგრამ მთელი ამ დროსი განმავლობაში თავში მხოლოდ ჩემი და სკაის კოცნა მიტრიალებდა და სულელივიატ მეღიმებოდა, სხეულში სითბო მეღვრებოდა.დროის შეგრძნება სულ დავკარე.გარეთ რომ გავიხედე უკვე ბნელოდა.იქნებოდა ასე 10-11 საათი. საწოლიდან ავდექი და გავიზმორე,საათობით ფეხებმოხრილი ვიჯექი და როგორც კი იატაკს შევეხე და ფეხებს დავეყრდენი,მუხლები მომეკვეთა. ნელა შევეცადი მათ გრძნობაში მოყვანას.ცოტათი შემიმსუბუქდა კიდეც. ოთახიდან გავედი.სახლში სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო.სკაის ოთახის კარებს შევხედე და ჩამეღიმა. კიბეებისკენ წავედი მოაჯირს როგორც კი ხელი დავადე თავბრუს დამეხვა. მარცხენა ხელი თავზე მივიდე და თვალები დავხუჭე.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მიწას მოვწყდი და თავი ჰაერში მქონდა გამოკიდებული. თითქოს სადაცაა კიბეებზე დავეშვებოდი და დავგორდებოდი. ტანში სიცივემ დამიარა. მოაჯირზე დადებული ხელი ჩამომიცურდა, ფეხებში ძალა გამომეცალა, სადაცაა კიბეზე დავეშვებოდი.
-სკაი...
ამოვთქვი და უცებ მუცელზე ძლიერი ხელები ვიგრძენი,რომელმაც მისკენ მომქაჩა.ხელში ამიყვანა და უახლოეს კედელთან ძირს დამსვა, კედელს ზურგით მივეყუდე.თავი გვერდზე უსულოდ გადამეგდო. თავში სრული ბურუსი მქონდა. ჩემი გულისცემის ხმა მესმოდა.
-ლამაზო შემომხედე,გესმის ჩემი? გაიღვიძე ლამაზო.
სკაის ხმა ექოსავით ჩამესმოდა.
-ისევ არაფერი გიჭამია. სად არის წამლები, ტაბლეტები სად გაქვს.
მინდოდა მეთქვა რომ ტაბლეტები მის ოთახში დატოვა.,,ოთახშია, შენს ოთახშია''მაგრამ თითქოს ჭაში ჩავვარდი და ჩემი ხმა არავის ესმოდა.
სახეზე ცივი ხელები ვიგრძენი რომლებიც ლოყაზე ნაზად მეხებოდა.მათი პატრონივით სასიამოვნო იყო.
თმაზე და სახეზე მეფერებოდა.
-ნუ მაშინებ გთხოვ, რა გემართება.
სრუტუნი დაიწყო.მივხვდი რომ ტიროდა.შუბლზე მკოცნიდა, ტუჩები უკანკალებდა.გული შემეკუმშა. ჩემი მდგომარეობის მიუხედავად გრძნობები არ დამიკარგავს.
ვეცადე კონცენტრაცია გვერდზე დაგდებულ მარჯვნა ხელზე გადამეტანა და რამენაირად მენიშნებინა. რა ადვილი ჟესტია არა? მაგრამ მე ამაში მთელი ჩემი მაშინდელი ძალა ჩავდე.
საჩვენებელი თითი სკაის კარისკენ გავიშვირე. მან ზლუქუნი შეწყვიტა და ადგილიდან მოწყდა. ოთახისკენ გაიქცა.ოფლი ღვარღვარით მომდიოდა.
-სად ჯანდაბაშია ამის დედაც!!!
მესმოდა მისი გინების ხმა.
მალევე დაბრუნდა.
ჩემ წინ ჩაიკუზა და აკანკალებული ხელით პირში ტაბლეტი ჩამიდო. წყალი პირთან მომიტანა.ვერ დავლიე.
-ჯანდაბა! ახლა რა ვქნა.
წუწუნებდა.
უცებ გაჩუმდა.
-დიდი იმედი მაქვს ამისთვის არ მომკლავ.
წამის შემდეგ სკაიმ ხელი კეფასთან შემიცურა,თავი ნელა წამომაწევინა წინ, ახლოს მოიწია და მაკოცა.მთელ სხეულში ელექტროობამ დამიარა.გულმა თავისი მოვალეობის შესრულება დაიწყო და ნაცნობ სიატუაციაში სამუშაო გააორმაგა.სიცივე უკვალოდ გაქრა და მისი ადგილი სითბომ დაიკავა. სასიამოვნო გრძნობამ ტუჩებიდან დაწყებული სახე გადაიარა, შემდეგ კისერი , მხრები , მკლავები წელი , მუცელი, ფეხები, მთელი სხეული მიყოლებით მოიცვა.უცებ პირში სითხზე ვიგრძენი და ისე რომ არც კი დავფიქრებულვარ, ავტომატურად, წყალი წამალთან ერთად გადამეყლაპა.მიუხედავად იმისა რომ წამალი დავლიე სკაი არ მშორდებოდა.სავსე, ფაფუკი და გაყინული ტუჩები ჩემს ფერმკრთალ ბაგეებზე მოეკრა და ნაზად მკოცნიდა.მისკენ მიზიდავდა და მეც ბურუსიდან ნელ-ნელა გამოვდიოდი.სხეულში მოზღვავებული ძალა ვიგრძენი.
მოულოდნელად თავში აზრმა გამკრა.საკმაოდ სულელურმაც კი.
სკაი გშეშდა როცა მიხვდა რომ რეაქცია არ მქონდა. ტუჩები ნელა მომაშორა.უკან გაიწია.კისერზე დადებული თითები ოდნავ დაეძაბა.
-მი...
სიტყვა შუაზე გაუწყდა. არ მოძრაობდა. არაფერს ამბობდა. მხოლოდ მისი სუნთქვა ისმოდა. რომელიც კიოდა.,,მტკივა,მტკივა!!''
ჩემგან განსხვავებით.
მართალია ორი ვიყავით მაგრამ ერთი სუნთქავდა.
-არა არა არა არა...
მის ხმაში შიში იგრძნობოდა.გაუჩერებლად იმეორებდა.
-არა არა გთხოვ, თვალები გაახილე, არ დამტოვო გთხოვ.
გულზე მიმიხუტა და ბავშვივით ატირდა.ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა.წინ და უკან ირწეოდა და მეც მარწევდა.ისევ მისი გულისცემა მესმოდა, თუმცა, ამჯერად შენელებული კადრივით ნელა უცემდა, თითქოს სადაცაა გაჩერდებაო.
- პირველად შემიყვარდა ადამიანი და მანაც რომ დამტოვოს გავგიჟდები,თავი შემაყვარე და მიდიხარ არა??!!შე...
მოულოდნელად გაჩერდა. ტირილის ხმაც მიწყდა და მხოლოდ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ხმა ისმოდა,რომელსაც ცრემლებმა რიტმულობა დაურღვიეს.
-მოიცადე ერთი წუთი. უტაბლეტობის გამო როგორ მოკვდები,ეს შეუძლებელია, მაქსიმუმ გონება დაკარგო...
უცებ გონს მოეგო.
მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. სივილი წამსკდა. არ ვიცი რა მაცინებდა. მისი დაბნეულობა თუ ის რომ მკვდარი ვეგონე. მისმა მდგომარეობამ მომენტში შსმაშინა, მე კიარა ეს არ მოკბდეს მეთქი , მაგრამ მაინც მეცინებოდა და რა მექნა? დავიჯერო თქვენ არ გაგცინებათ თუნდაც გასვენებაში?
ავხარხარდი და მისი მუხლებიდან იატაკზე გადმოვინაცვლე, ხელები მუცელზე დავიწყვე და ფეხები ჰაერში მოვკეცე.სკაის ერთდროულად გააფთრებული და გაკვირვებული მზერა რომ დავინახე სიცილი ნელნელა მივაჩუმე.
-ისა...
-რა ისა!!რა ისა გოგო რეებს სულელობ!!!
თვალები ბრაზით აენთო. შევკრთი.
-კაი ხო რაიყო შენკიდე...
-გაიგე რო მიყვარხარ და აიშვი თუ რა ჯანდაბაა! მე კარგი ჯანდაბას დედამიწის პირველი ახვარი ვარ მაგრამ შენ რა დაგემართა გრძნობებზე რო თამაშობ!! ყველა გოგოს სახელით მიხდი სამაგიეროს?!ჯერ იმ სირთან ერთად სიარულით და ახლა სიკვდილის გათამაშებით!! ცუდი გზა აგირჩევია და თუ თამაშია თამაში იყოს.
გაცეცხლებული წამოდგა და ჩემს ოთახში შევარდა.
გაკვირვებული მზერა გავაყოლე.
რა დაემართა ამ შტერს. რაღაც ხასიათზე ჭირს. ხან მოსიყვარულე ბიჭია,ხან ზრდილობის ეტალონი, ხან ისეთებს გეტყვის გირჩევნია საფლავი საკუთარი ხელით გაითხარო და შიგ ჩაწვე. პიროვნების გაორება ჭირს თუ რა არის. თუ გასამება...იქნებ გაოთხებაც.რავიცი რავიცი, ჯერჯერობით ამას ვერაფერი გავუგე.
ისევ სიცილი წამსკდა როხა მისი როჟა გამახსენდა ჩემი ,,გაცოცხლებისას'' შემდეგ ისიც გამახსენდა რომ შემს ოთახში შევიდა და ისე რომ სიცილი არ შემიწყვიტავს ამის ფიქრისას, წამოფრენა და სიცილის დაოკება ერთი იყო.
-კარებში გავჩერდი და სკაის შევხედე რომელიც ჩემს კარადაში იქექებოდა და რაღაცას გამწარებული ეძებდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?!
-ბარგს ვალაგებ.
მომიჭრა მოკლედ და კარადიდან რაღაც გადმოიღო და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ცილინდრის ფორმის სპორტულ ჩანთაში ,,ჩატენა''
-რისთვის, სასტიკი ხუმრობისთვის საკუთარი სახლიდან მაგდებთ ბატონო სკაი?
ვუთხარი და თავდაჯერებული ღიმილით კარის ჩარჩოს მხრით მივეყუდე და მის მოძრაობებს ვაკბირდებოდი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სექსუალურად მოძრაობდა. ტანსაცმლის ჩანთაში ,,ჩატენვის'' დროს მაისური ტანზე ედგმებოდა და მის ფორმებს გამოკვეთდა, ასე მეგონა სადაცაა ტანზე შემოეგლიჯება მეთქი.ღმერთო როგორ მინდოდა მის სხეულზე ნაკვთები კდევ ერთხელ შემომეხაზა.
-ექსკურსიაზე მივდივართ.
წაებები შევჭმუხნე.გულწრფელად გამიკვირდა. პირველ სემესტრში თან სწავლის დაწყების პირველივე დღეებში? რა სისულელეა.
-რა ექსკურსია,გადაირიე?სკოლა ახლახანს დაიწყო.
-ასე თუ მოგენატრება სკოლა შეგიძლია დარჩე.
-სად მივდივართ.
-იდაჰოში.
-საად??
გაოცებისბან პირი დავაღე.
-ტყეში??
-ჰო რა გიკვირს. შეერთებულ შტატებში მეორეა სიდიდით,მისს გრეის აზრით სკოლის დაწყების წინ კარგი განწყობა არ გვაწყენდა, თან საინტერესო იქნება, თან სპორტით დავკავდებითო.
-ახლა არ მითხრა რომ ფეხით მივდივართ.
-კარგი არ გეტყვი.
-ღმერთო ნუ გადამრიე. რა არის იმაში საინტერესო, რომ შეიძლება ამ ექსკურსიას მსხვერპლად შევეწირო?
ჭერს მივაშტერდი და ,,ღმერთს'' ავხედე.
-იქ მანქანის სავალი გზები არ არის და უახლოეს სასტუმროში გავჩერდებით,შემდეგ ფეხით წავალთ.შუა ღამეს წავალთ.კლასელებს სასტუმრო ლილიაში შევხვდებით. დავბინავდებით და დილით გზას ფეხით გავარძელებთ.
-ეს ყველაფერი საიდან იცი?
-ჰანტერმა,ლეიამ და ბლუმ მითხრეს,სათქმელად რომ გამოვედი უკვე ,,კვდებოდი''
ირონიულად ჩამინამიოკა. ბავშვებზე გამახსენდა.
-ხო მართლა,ეგენი სად არიან მთელიდღეა?
-დამრიგებელმა დილიანად დაიბარა.არვიცი რისთვის,მგონი მაგათ დააბარეს ორგანიზება და როგორც ჩანს დიდ ხანს გაუგრძელდათ.
-რაღა მაინცდამაინც ჩვენ დაგვტოვეს.
-არ ავუტოვებივართ.
-აბა?
-ჩვენც დაგვიბარეს, მაგრამ ვუთხარი რომ შეუძლოდ იყავი და შენთან ვრჩებოდი.
-როგორც ხედავ საღ-სალამათი ვარ.
ხელები განზე გავშალე და ნიშნის მოგებით გავუღიმე.
-დაიძინე.მე გაგაღვიძებ.
ჩემს ნათქვამს ,,ნისლიშუ'' ჩაურტყა და გვერდით ჩამიარა. მისმა სურნელმა ცხვირზე სასიამოვნოდ მომიღიტინა.ღრმად შწვისუნთქე და ლამის ოთახამდე გავყევი.
-ეეჰ.
მეოცნებესავით დავხუჭე თვალები. შემდეგ გამოვფხიზლდი და ლოგინში შევწექი.საბანში გავეხვიე და ოთახის მეზობელზე ფიქრებში მალევე ჩამეძინა.
შუა ძილში ვიყავი როცა ყურში მთელი ძალით ჩამყვირეს და შიშისგან იმდენი ვიფართხალე ბოლოს იატაკზე მოვადინე ზღართანი.მოვიკუნტე და ტკივილისგან კვნესა აღმომხდა.
-ადექი პატარავ.ოთხი საათია. თუ დროზე არ მივალთ ადგილებს დაიკავებენ და დაძინება მანქანაში მოგვიწევს.
-პატარას განახებ მე შენ.
ფეხში ხელი ჩავავლე და ძლიერად მოვქაჩე.სხეული იატაკზე მძიმედ დაეცა და ხავილი დაიწყო. როგორც ჩანს ზურგი დაიზიანა.
-ოხ შენი..
გორაობა დაიწყო.ბოლოს გაჩერდა და ღრმად სუნთქავდა.
გამარჯვებული სახით წამოვდექი. მისკენ დავიხარე და ,, მზრუნველი,, ტონით ვუთხარი.
-ადექი პატარავ.თორემ დავიგვიანებთ.
თვალი ჩავუკარი და ჩემს წინ დადებულ ხელს გადავაბიჯე. უცებ, თითქოს ბავშვობის შიში ამიხდაო, ფეხში,საწოლის ქვეშ დამალული მონსტრივით მტაცეს ხელი. გავჩერდი და სანამ უკან მივიხედავდი, სკაის მხარი მუცელზე მომედო და აბა თუ გამოიცნობთ.მართალია!ისევ მხარზე გადმომიდო. იმდენად შევეჩვიე ამას რომ რეაქციაც არ მქონია და უბრალოდ ნიკაპი ხელიგულს ჩამოვადე.მან ჩემს ბარგს დაავლო ხელი და ასე წამაპორწიალა მანქანისკენ. სახლიდან გამოსვლისას კარები ჩაკეტა. ცოტა გაუჭირდა მაგრამ თავი მოაბა. მანქანაში წინა სავარძელში ,,ჩამტენა,, ღვედი გამიკეთა და კარი მომიხურა. მანქანას წინიდან შემოუარა. მე კი დაბოღმილ მზერას არ ვაშორებდი და იმას ვფიქრობდი ნერვები როგორ მომეშალა მისთვის.ბოლოსდაბოლოს ვინ აღვიძებს ასე ადამიანს?! გულის შეტევა რომ დამმართნოდა?თუ მაგას ვარაუდობდა?
მძღოლის ადგილი დაიკავა.ფეხს ნერვიულად ვათამაშებდი,ლოყას შიგნიდან ვიჭამდი,თითები ერთმანეთში მქონდა გადაჭდობილი და ცერა თითებს ბორბალივით ვატრიალებდი, მზერას დროდადრო სკაისკენ ვაპარებდი. დავიძრით და გზას გავუყევით.
დრო უსასრულოდ გაიწელა. თავი საქარე მინაზე მედო და ჩემს გვერდით კადრებივით სწრაფად ცვალებად ბუნებას ვუყურებდი. მთელი გზა უხმოდ ვიჯექით და მეც მიზეზი ვერ გამოვნახე რომ ნერვები მომეშალა. ხან გამათბობლის ჩართვას ვთხოვდი ხან გამორთვას. ხან ვუწუნებდი ზედმეტად ცხელა-თქო ხან-ცივა. მაგრამ მისგან წარბის შეხრაც კი ვერ მივიღე.ჩემთვის გავებუტე და ფანჯარაში დავიწყე ყურება. იმდენი ხანი ვიყავით მანქანაში სული შემეხუთა. ფანჯარა ცოტა ჩამოვწიე და სიგრილე შემოვიდა. ქარს სახე მივუშვირე,მესიამოვნა. თვალები დავხუჭე და სავარძლის თავს მივადე თავი.თმები სახეში მეყრებოდა მაგრამ ესეც კი სასიამოვნოდ მეჩვენებოდა.ღამის სიომ გუნება გამომიკეთა.იმდენად რომ ჩამეძინა კიდეც.
ნახევარი საათი ძილ-ღვიძილში გავატარე.გაღვიძებისას მივხვდი რომ გაჩერებული ვიყავით. მანქანას ,,კაპოტი,, ახდილი ქონდა, შიგ კი ვიღაც იქექებოდა.ვინ თუარა სკაი.უცებ რაღაცნაირი სუნი ვიგრძენი, მძღოლის ადგილს გავხედე და... პირზე ხელი ავიფარე. სკაის ყელზე თოკი ქონდა შემოჭერილი,თვალები გაეხილა და ჩემკენ იხედებოდა , მარჯვენა ხელი ჩემკენ გამოეწვდინა,მარცხენათი კი თოკს ეპოტინებოდა. კანზე სილურჯე დაჰკრავდა.მკვდარი გეგონებოდა.ან იქნებ არის კიდეც.მისი თვალები ტკივილით იყო სავსე და ამავდროულად ცარიელი. მასში კოსმოსის კვალიც კი არ ჩანდა, იქ უბრალოდ შავი კედელი იყო,ისინი ჩაწითლებული და აცრემლიანებული ქონდა,ყელზე და საფეთქელზე ძარღვები დაჭიმული.თოკი სავარძლის თავზე იყო მიბმული.შემეშინდა.ძალიან შემეშინდა. სუნთქვა გამიხშირდა. გაუბედავად გავიხედე ახდილი ,, კაპოტისკენ,, რომელიც მაშინვე დაიხურა და გამოჩნდა შავებში ჩაცმული სილუეტი.განიერი მხრებით, მაღალი,შავი თმით. აგებულებით სკაის გავდა.თანაც ძალიან.სახეს კაპიუშონი უფარავდა. ნელი სვლით ჩემკენ წამოვიდა. ავიწურე. სავარძელს ავეკარი და სკაისკენ გადავიწიე. ნერვიულობისგან ღვედიც ვერ შევიხსენი. შიშის ცრემლები მომადგა თვალებზე. მთელ ტანში უსიამოვნოდ გამცრა. გონებაში მხოლოდ ის მიტივტივებდა რომ სკაის მხოლოდ საიქიოში თუ შევხვდებოდი, ახლა თუ არა ოდესმე მაინც. ნაწილობრივ სკაის სიკვდილის გამო ვტიროდი, ნაწილობრივ იმის გამო რომ მალე მის ბედს მეც გავიზიარებდი. სილუერი კარს მოუახლოვდა და ისე დადგა რომ ფანჯრიდან დამენახა. სახელურს ხელი მოკიდა და კარი გაიღო. მისგან სრული სიბნელე მოდიოდა. თითქოს ამას ვხედავდი კიდეც.
ენა მუცელში ჩამივარდა. ხმა ვერ ამოვიღე. დარწმუნებული ვარ სახეზე ფერი დავკარგე. მუცელი ამიწრიალდა. ხელი მკლავში ძლიერად ჩამავლო და პირდაპირ გზაზე გადამათრია. იმდენად ძლიერად რომ ღვედი ბუდიდან ამოვარდა.ცივ გზაზე მტკივნეულად დავეცი, სული შემეკრა ტკივილისგან და რამოდენიმე წამი ვერც კი ვსუნთქავდი , შემდეგ ერთიანად ჩავუშვი ფილტვებში ჟანგბადი.
შავებში ჩაცმული თავზე წამომდგომოდა. უკან-უკან ვიხევდი,თითქოს ვცდილობდი ჩემს და მას შორის მანძილი გამეზარდა,თუმცა ასეთ მდგომარეობაში რა საკვირველია ვერაფერი მოვახერხე.
უხეშ ზედაპირზე ხელები სულ დამეფხოჭნა,ცოტაც და სისხლი წამომივიდოდა. თუმცა ახლა ისე ვიყავი, ამ ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
ის ადგილიდან არ იძვროდა.ასე უფრო შემაძრწუნებელი ჩანდა. ასე მგონია ჩემს წინ სიკვდილის ანგელოზი დგას,თუმცა მას დემონი უფრო ეთქმის და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჩემს სხეულს სულისგან აცარიელებს ამას კი მხოლოდ მზერით ახერხებს.
ელვის სისწრაფით მომიახლოვდა, დაიხარა და მხრებში ჩამაფრინდა, თვალები სწრაფად დავხუჭე და შიშისგან წამოვიკივლე, გულმა მაქსიმუმს მიაღწია, იმდენი ვიფართხალე კაპიუშონი გადაძვრა და რაც მის ქვეშ დავინახე, იმაზე სულისშემძვრელი იყო ვიდრე მანამდე სანამ არ ვიცოდი მის ქვეშ ვინ იმალებოდა.
ჩემს წინ სკაი იდგა, მხრებში ძლიერად მიჭერდა და ამაზრზენად იღიმოდა, თითქოს ტუჩის კუთხეები უფრო ზევით იყო ასული ვიდრე ჩვეულებრივ. გაშმაგებული თვალებით მიყურებდა სადაც სიკვდილის ჭინკები უხტოდნენ. თვალებში სიკვდილის ცეცხლი უგიზგიზებდა და ეს სულაც არ მამშვიდებდა.გაშეშებული ვუყურებდი და არაფერს ვამბობდი, ცრემლები თავისით მომდიოდა და როგორც ჩანს ეს მას სიამოვნებას გვრიდა, მისი სიცილის ხმა ექოსავით ისმოდა შუა გზაზე. თავს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ ხრიდა. ეს არ იყო სკაი. ასეთი ჯერ არ მინახავს. არც მაშინ როცა სახეში გავარტყამდი.მაშინ მის თვალებში ადამიანობის კვალი მაინც ჩანდა, ახლა კი... სრული სიცარიელე და მხოლოდ ბოროტება.
-მიაკო, მიაკო ,მიაკო მიაკო.
იმეორებდა ჩახვეულივით,თუმცა ამას ისე ამბობდა თითქოს დამცინოდა ჩემი სახელია გამო. გამოსახულება ტრიალს იწყებს, სკაი ისევ ამაზრზენად იცინის და მანჯღრევს,მე კივილს ვიწყებ და ხმაც და გამოსახულებაც ვიწროვდება და წყდება, ბოლოს კი ქრება. ახლა მხოლოდ მხრების ტკივილს ვგრძნობ.მე გავჩერდი თუმცა ჩემი ყვირილის ხმა ისევ ჩამესმის.
-მიაკო,მიაკოო!!!გაიღვიძე!
თვალები სწრაფად გავახილე და პირი ავხურე. კივილი შეწყდა. სწრაფად მოვავლე თვალი არემარეს.ისევ მანქანაში ვარ და სკაი მხრებში მყავს ჩაფრენილი. ღვედს დავეჯაჯგურე, ადგილზეა.სწრაფად და ღრმად ვსუნთქავდი.ვგრძნობდი რომ ოფლით ვიყავი გაჟღენთილი,ამას მაისურის შიგნითაც ვგრძნობ. სავარძელს ზურგით მივეყრდენი და თავზე ხელი გადავისვი. წამის შემდეგ სკაის გავხედე რომელიც შეშინებული და გაფართოებული თვალებით მიყურებდა.სულ გაფითრებულიყო.მისკენ გადავიხარე და სახე ხელებში მოვიქციე.
-შემომხედე.
ვუბრძანე.
-თვალებში შემომხედე მეთქი!
მანაც შემომხედა შველის თვალებით, რომელიც დააფრთხეს.
შვებით ამოვისუნთქე როცა სასურველი ვიხილე. უჰაერო სივრცე და ვარსკვლავები. არ ვიცი ამას როგორ ვახერხებდი, სხვისთვის შეიძლება შავი თვალები უბრალოდ შავი თვალები იყოს,ზოგმა შეიძლება გიჟადაც კი ჩამთვალოს მაგრამ ამას მართლა ვხედავდი.
გახარებულმა ვეღარ მოვითმინე და ჯერ თვალები დავუკოცნე , შემდეგ ტუჩებშიც ვაკოცე,ჩემდა უნებურად კოცნა გამიგრძელდა, სკაიც შემომიერთდა. სურვილიც დავიკმაყოფილე. სხეულში ნაცნობმა გრძნობამ დამიარა და ერთიანად დავთბი. სკაი მოდუნდა, წელზე ხელი მომხვია და მარტივი მოძრაობით მუხლებზე დამისვა.მისი ფეხები ჩემს ფეხებს შორის მოვიქციე,ისე დავჯექი თითქოს ცხენზე ვიჯდე.სკაიმ ხელები წელზე შემომხვია და ზურგზე მეფერებოდა,მე კი კისერზე.დაცხა.ან მე მეჩვენებოდა.სკაი ტუჩებიდან კისერს ჩაუყვა.თავი უკან გადავწიე.თითოეული წერტილი დამიკოცნა,მეც ყველა შეხებაზე გული მეტად მიჩქარდებოდა.
უცებ, მეზმის ტელეფონის ბზუილი, ჯე არასდროს მომდომებია რომ ჩემი ტელეფონი საკუთარი ხელით დამელეწა, ვინც რეკავდა ის ხომ საერთოდ.
-არ უპასუხო.
მითხრა სკაიმ დახშული ხმით და ისევ ჩემი კისერის კოცნა გააგრძელა.
ვეცადე ყურადღება არ მიმექცია ზარისთვის, მაგრამ არა! ვინ შეგარგებს.
გადავიწიე და ჩემს სავარძელთან ძირს დადებული ჩემოდნიდან ტელეფონი ამოვქექე. წელი კი მომწყდა და.დავხედე. დედა.
-დედა მირეკავს.
გული რაღაცნაირად ამიჩქარდა. მისთვის რამდენი ხანია არ დამირეკავს. შემრცხვა.
-უპასუხე მერე.
დარწმუნებული სახით მითხრა.
ახლა რომ არ დაერეკათ იმის წარმოდგენაზეც ვწითლდები სადამდე შეიძლებოდა მივსულიყავით.ღრმად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე და ზარს ვუპასუხე.
-გისმენ დეე.
-დედი როგორახართ.
-რავიცი,ისევ ისე.
-ისევ გიჟობთ?
-აბა ჩვენ რამე გვეშველება?
-ნუ ხო არც არაფერი...დედა , რაღაც მინდა გკითხო.
-გისმენ.
დამაინტერესა,მისი ტონი ცოტა არიყოს შეპარვითი მომეჩვენა.
-რამდენიმე დღის წინ თქვენთან ერთი ბიჭი უნდა მოსულიყო...
-სკაი?
სკაის შევხედე,მანაც,,რა ხდება,, მზერა მესროლა.მეც ვუპასუხე მზერითვე ,,არაფერი,,თქო.
-ხო რაიყო.
-კარგად შეეგუეთ ერთმანეთს?
-აამ ისა...
ნერვიულად გავიხედ-გამოვიხედე.
-ჩემი ოთახის წინ დავაბინავეთ.
სრულიად უადგილოდ წამოვაყრანტალე რომ ყურადღება გადამეტანა.რა მეთქვა კი თქო? მერე დამაყრიდა კითხვებს ხომ არ მოგწონს,ხომ სიმპათიურია, დაუახლოვდი იქნებ გამოგივიდეს რამეო.არა რომ მეთქვა ფეხით ჩამოვიდოდა უცხოეთიდან.
-ხოო?კარგია.წეღან ლეიამ დამირეკა და მითხრა რომ ექსკურსიაზე მიდიხართ და შენ და სკაი აგვიანებთ,რა ხდება?
-გვიან გაგვეღვიძა და ეხლა გზაში ვართ,ალბათ მალე მივალთ.
-კარგია.ანუ შენ და სკაი ერთად ხართ.
-რაა??
-ისა...მანქანაში...მანქანაში ერთად ხართ თქო.
რაღაც ეჭვი შემეპარა რომ თავიდანვე ეგ იგულისხმა.
-დედა წავედი უნდა გავთიშო ტელეფონი ჯდება.
-კარგი გაკოცე.ისე... იფიქრე მაინც დაახლოებაზე,დამიჯერე ძალიან კარგი ბიჭია.
ვიცი მე ეს როგორიცაა. ეხლა დედაჩემმა ის რომ იცოდეს რა პოზაში ვართ მედა სკაი წარმოდგენაც არ მინდა რა რეაქცია ექნება.
-დედა დაიწყე ხო შენებურები. ხომ იცი რომ ჩემი ანჩხლი ძმა და ძმის ძმაკაცი არავის არმაკარებს. ჯერ მაგათ უნდა გაურიგდე.
-არ ინერვიულო შენ, მაგათ უკვე ვუთხარი, თვითონაც მითხრეს ჩვენი აზრით საკმაოდ გაწონასწორებული ბიჭია და ვნახოთ როგორ გაართმევს თავს და მაგის მიხედვითო.
ახლა გავგიჟდები. როდის მერე არიან ესენი ასეთი ლმობიერები?!
-წავედი დედაა. ჯდება გაკოცეეე.
გავაგრძელე და მაშინვე გავთიშე.
ტელეფონი ჩემს სავარძელზე გადავაგდე და სკაის ოდნავ წარბშეხრილი ვუყურებდი. რა იყო ახლა ეს?
-რახდება.
-ჯერ მითხრა ერთი ბიჭი უნდა მოსულიყო მანდო. მერე როგორ შეეგუეთო. მერე ლეიამ დამირეკა ექსკურსიაზე მიდიხართდ და შენ და სკაი აგვიანებთო.მერე ერთად ხართ და მერე დაამატა მანქანაშიო. მერე იფიქრე დაახლოებაზეო.
გავჩერდი და ჩაფიქრებული მზერდით ჩავილაპარაკე.
-ვერარი ეს ქალი ცოტა ხოიცი შენ.
-ასე ჯდომა დავიჯერო იმდენად მოგწონს რომ არც ფიქრობ გადასვლაზე?
ამ სიტყვების გაგონებაზე ისევ წამოვხურდი და მის ეშმაკურ ღიმილს ჩემი ,,იდიოტო,, მზერა ვესროლე. როგორ შეუძლია ყველა მომენტში ასეთი ირონიული იყოს? ოდნავი რომანტიკისაც არაფერი ესმის. აბა რა მგონია მგლოვიარესავით სულ შავები რომ აცვია?
ჩემს ადგილას გადავძვერი და თმები უხერხულად შევისწორე. უფრო იმიტომ რომ ჩემი სიწიGლე დამეფარა.
ჩავახველე.
-წავედით.
ერთი გამომხედა.თავი ღიმილით გააქნია და მანქანა დაძრა. ღმერთო როგორ უხდება ამ საძაგელს ღიმილი.რომ ვუყურებ ჩემდა უნებურად ენდორფინი გამომიმუშავდება და მეც სულელივით მეღიმება. ღიმილის დროს თვალები საყვარლად უვიწროვდება და ლოყები ეჩხვლიტება.
ისევ გზას გავუდექით.მთელი ეს დრო სიზმარზე ვფიქრობდი.რას უნდა ნიშნავდეს.ორი სკაი ვნახე. ერთი ნამდვილი სკაი რომელიც ჩემ გვერდით მანქანაში იჯდა, მეორე სრულიად სახეცვლილი ცივსისხლიანი არსება,რომელსაც ადამიანიც არ ერქვა.იქნებ ეს იმაზეა,რომ სკაის პიროვნების გაორება სჭირს?
დანიშნულების ადგილას რომ მივედით ჯერ კიდევ ღამე იყო.ჩემი ფანჯრიდან ჩანდა ხუთსართულიანი სასტუმრო.სულაც ვერ იტყოდი რომ ამ უღრანი ტყის მიღმა ასეთი სასტუმრო შეიძლება დაგხვდეს.მანქანა სასტუმროს უკან,სადგომზე გავაჩერეთ. ბარგი ამოვიღეთ,ჩემი ჩანთა და სკაის ზურგჩანთა.სასტუმროს თვალს არ ვაშორებდი.წინა მხარეს გადავინაცვლეთ.შიგნით შესვლისას კარი შვეიცარმა გაგვიღო.ამას ნამდვილად არ ველოდი.საშუალო ზომის ჰოლი,პირდაპირ დიდი კიბეები ადმინისტრატორთან მივედით,რომელიც ოქროსფერ დახლთან იდგა და უნიფორმაში გამოწყობილი გულწრფელი ღიმილით შემოგვყურებდა.
-გამარჯობა,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასრუმრო ლილიაში.
საუბრის მანერაც და ხმაც ბრწყინვალე ჰქონდა.ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ნამდვილი სამოთხე იყო.
მედა სკაიმ ერთმანეთს გადავხედეთ, მზერით შევთანხმდით რონელი დაიწყებდა ლაპარაკს,ორივეს ძალიან გვეძინებოდა და ერთი სული გვქონდა როდის და დავეგდებოდით საწოლებში.
-აქ ცოტახნისწინ ჩვენი კლასი უნდა მოსულიყო დასაბინავებლად.
სკაი ალაპარაკდა.
-დიახ. 14 მოსწავლე და ერთი პედაგოგი,ალბათ თქვენი კლასის ხელმძღვანელი.
-დიახ, ჩვენც მათ სართულზე გვინდა დაბინავება.
-ერთი წუთით დამელოდეთ თუ შეიძლება.
ზრდილობიანად გვთხოვა.ჩვენც მოთმინებით ველოდებოდით.
შემდეგ ოდნავი დამწუხრებით ამოიხედა კომპიუტერიდან.
-სამწუხაროდ,მხოლოდ ერთი ნომერი დაგვრჩა.
როგორც ჩანს ერთადერთი სტუმრები არვართ ამ მიკრუნჩხულ ადგილას.
-კარგით, მაშინ სხვა სართულზე.
-იცით, მხოლოდ ერთი ნომერი დარჩა მთელ სასტუმროასი.ისიც იმავე სართულზე.
-რაააა???!!!
წუთის წინ ლამის დახლზე ჩამეძინა, ეს სიტყვები ისე ჩამესმა ყურში თითქოს ყინულიანი წყალი გადამასხესო და წამოვიყვირე.
-სამწუხაროდ ასეა...
-არა არა არა, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ თუ შეიძლება.
მოუთმენლად ვთხოვე. გულმა ბაგაბუგი დაიწყო.
ადმინისტრატორმა თხოვნა შემისრულა და მონიტორი ჩემკენ მოატრიალა.ეკრანზე ჩანდა ოთხკუთხედი ჩარჩო, მითითებული იყო ნომრები და სართულები. ყველა კვადრატი წითელი ფერის იყო,ერთადერთი კვადრატი ციმციმებდა მწვანედ.მეორე სართულზე, ნომერი 304.
თავი დახლზე უიმედობის ნიშნად ჩამოვარტყი,საკმაოდ მწარედაც კი.
გვერდიდან სკაის გავხედე რომელსაც ოდნავი წუხილიც კი არ ეტყობიდა სახეზე.პირიქით, თვალებში ჭინკები უხტოდა. თავი წამოვწიე და კბილები ერთმანეთს დავაჭირე და მკვლელი მზერით გავხედე.ის ამაზე უფრო გათამამდა.ხელი გადამხვია და ადმინისტრატორს გაუღიმა.
-როგორმე მოვწყვებით.
-ძალიან კარგი.
სიხარულით მიბრუნდა მის უკან ჩამოკიდებულ ჩარჩოსკენ სადაც ერთადერთი გასაღები ეკიდა. გამოგვიწოდა.
-თანხას ბოლო დღეს გადაიხდით. კარგ დასვენებას გისურვებთ.
სკაიმ გასაღები ღიმილიანი სახით გამოართვა.მომეჩვენა თითქოს თვალიც კი ჩაუკრა.ეჭვიანი ცოლივით გავხედე ქალს და როცა მივხვდი რომ უაზრობას ვაკეთებდი,მზერა გავასწორე.
სკაიმ ლამის ძალით მომგლიჯა დახლს.ვეპოტინებოდი, დრო რომ გამეწელა, იქნებ რომელიმე ნომერი გათავისუფლებულიყო მეთქი.კიბეებზეც ძალით ამათრია. გზაში ვფიქრობდი, რომ საწოლს და მდივანს როგორმე გავიყოფდით, მაგრამ ჰოი საოცრებავ. თითქოს ჯემს ჯინაზეო როგორც კი ჩვენი ოთახის კარი გაიღო, რა მდივანი , რის მდივანი. ვიწრო სკამები, უდავოდ სილამაზისთვის, შემოწყობილიყო მინის პატარა მაგიდასთან. კარის პირდაპირ დიდი საწოლი იყო დადგმული.მარცხნივ კედელზე ტელევიზორი.როგორ შეიძლება ასეთ სასტუმროში ყველაფერი იყოს მდივნის გარდა? პუფებიც კი ყრია-ადგილ ადგილ. ისევ მარცხენა მხარეს სააბაზანო.
ბიჭი რომელიც მომწონს ცხოვრობს ჩემს სახლში ჩემი ოთახის პირდაპირ, აცლა კი ოთახი არ იკმარეს და ერთი საწოლი უნდა გავიყოთ?ამის გაფიქრებაზე გული ამიჩქარდა და გონებაში ერთმა აზრმა გამკრა.
"აი სად დაგერხა,მია რაიდერ*



№1  offline წევრი kiira

cheryl blossom
ვაააააა აქ რა ამბები დატრიალდააა
ველოდები ახალ ტავს

^_^ ❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

აუ მალე დადე

 


№3  offline წევრი kiira

სტუმარი ანი
აუ მალე დადე

ვწცდები ❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი თაკო

წაშალეეეე???? რატოომმ?? რამოხდა????? არა რააა

 


№5  offline წევრი kiira

მე არ წამიშლია, არც კი ვიცი როგორ იშლება, შემოვედიდა წაშლილი დამხვდა.მითხრეს რომ კიბერ შეტევა იყო და ერთი თვის მონაცემები წაიშალა, თუ აღდგენა შეიძლებოდა აღადგენდნენ თუ არადა შეტყობინების სახით გამომიგზავნიდნენ. თუმცა არც ერთი ჩანს და არც მეორე. შენახულიც არ მქონდა თავები, რატომ უნდა მეფიქრა რომ ასე უაზროდ წაიშლებოდა.ვფიქრობ უბრალოდ გავაგრძელო პირდაპირ წერა.

 


№6 სტუმარი Nino

მერე რა რომ წაგიშალეს გააგრძელე რა ფლიზზ❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent