შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერების შემგროვებელი /1-3/


9-06-2019, 01:25
ავტორი NA NO
ნანახია 1 321

ფერების შემგროვებელი 1 თავი
დღეს, როგორც აპრილს შეეფერება ისეთი მზიანი დღეა. თბილა მიუხედავად იმისა, რომ ათაში ერთხელ გრილი სიო უბერავს. ახლა 13:30 წთ- ია და როგორც ყოველთვის მუყაოს ყავის ჭიქით ხელში, სკვერში ვზივარ. სიმართლე გითხრათ გამწვანებით და სილამაზით ეს სკვერი ვერ დაიკვეხნის და არც ბავშვები დარბიან უხვად, თუმცა შესვენებაზე თანამშრომლებისგან თავის დასაღწევად გამოდგება. აქაურობა მგონი ერთადერთი ადგილია, სადაც ჩემს ცხოვრებას სკვერს იქეთ ვტოვებ და სხვების ცხოვრებაში დაუკითხავად ვძვრები, ახლაც დროს არ ვკარგავ და ხალხზე დაკვირვებას წარბაწეული ვიწყებ. ორი წელია რაც არქივში დაღამებამდე ვმუშაობ, ბუნებისგან ბოძებულ დღის სინათლეს მხოლოდ შენობის უკან მდებარე ამ სკვერში ყავით ხელში თუ ვეზიარები ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, მთავარია ყოველთვის მოიძებნება აქ ჩემთვის ერთი ადგილი.
რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები, რომ ამ სკვერს ჩემსავით მუდმივი სტუმრები ჰყავს, მართალია მათი სახელები არ ვიცი, მაგრამ თითოეულის მიხვრა მოხვრას და გამომეტყველებას ზედმიწევნით ვიმახსოვრებ გონებაში, ამიტომაც ზუსტად ვიცი ვინ რომელ დღეს რომელ საათზე და რითვის მოდის აქ. განსაკუთრებით ერთი გოგო იქცევს ჩემს ყუადღებას, როდესაც მას ვაკვირდები დანარჩენები ფონურ გამღიზიანებლად იქცევიან ჩემი თვალისთვის და ყურადღებას მათ საერთოდ ვეღარ ვაქცევ. როგორც დედაჩემი იტყოდა მას ,,უცხო“ სტილი აქვს, ამას ამბობს იმ ხალხზე რომლებიც მასის ერთფეროვნებისგან თვალშისაცემად გამოიკვეთებიან ხოლმე და ეს ,,უცხო“ გოგო ,,კაი ტიპშაა“- დეიდაჩემისეული რეპლიკაც მას ზედმიწევნით უხდება. ზამთარ ზაფხულ მუხლს ქვემოთ კარგად ჩაცილებულ კაბებს ატარებს, სქელსა თუ თხელს სეზონის შესაფერისად, კიდევ ფერადი კოლგოტები მოსწონს ძალიან და ყოველ მის კაბას გემოვნებიანად უხამებს ფერებს. არასოდეს დამინახავს დუტის ქურთუკსა და შარვალში გამოწყობილი. ზამთარში მუდამ სხვადასხვა ფერის პალტო ან საწვიმარი აცვია, გაზაფხულსა და ზაფხულში ფარფატა ჭრელი ზედებითა და კაბებით დადის. კოლგოტების კოლექციასთან ერთად ვატყობ ბერეტების ფერადი კოლექციაც უნდა ჰქონდეს. ფერბის შემგროვებელიც კი შევარქვი, რადგან ყოველ მოსვლაზე სხვადასხვა ფერია. სიმართლე გითხრათ აქ დღეგამოშვებით დადის და დღესაც არ არღვევს ტრადიციას, შორიდანვე ვამჩნევ ჩითის კაბაში გამოწყობილს. ისე დადის გეგონება მიწაზე ფეხს არ აბიჯებს, ვისაც ქართულ ცეკვებთან და განსაკუთრებით დაისთან შეხება გქონიათ მიხვდებით თუ რას ვგულისხმობ ფეხის მიწაზე არ დადგმაში. ერთი სიტყვით ეს გოგო კი არ მოდის, მონარნარებს. დღეს კოლგოტის ჩაცმისათვის ზედმეტად ცხელი დღეა და ამიტომ მუქი ყავისფერი შუზები შიშველ ფეხზე აცვია, მდოგვისფერი წითელყვავილიანი კაბა კი სიარულისას არც კი ირხევა, ცალ მხარზე წვრილზორტიანი ყავისფერი ჩანთა გადაუკიდებია და მარჯვენა საჩვენებელი თითით პერიოდულად ჩანთის ტარს აწვალებს. მოკლე ხუჭუჭა ჩალისფერი თმები სახეზე უწესრიგოდ აყრია და თვალები ძლივსღა უჩანს. ვერასოდეს ვახერხებ მისი თვალის ფერის გარჩევას, სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე მქონდა შანსი ახლოდან დავკვირვებოდი მაგრამ, რატომღაც ჩემს თავს უფლებას არ ვაძლევ ახლოდან შევხედო, მირჩევნია შორიდან დავაკვირდე მის ყოველ მოძრაობას და ნაკვთებს. სკვერის შუა გულამდე მოდის, მერე წამით ჩერდება, ძალიან ნელა ქუსლზე ტრიალდება და თვალს ირგვლიმყოფთ გვავლებს. მზერას ჩემს უკან, იასამნის ხესთან აჩერებს, მაშინვე აქეთკენ მოდის. ჩემსავით მყუდრო ადგილს არჩევს ამ სკვერში. იასამნის ხესთან პატარა სკამია ხის ტოტებში ჩამალული. როდესაც ადგილი თავისუფალი ხვდება, ყოველთვის სწრაფი ნაბიჯით მიიწევს ხოლმე საყვარელი ადგილისაკენ, თითქოს ეშინია ვინმემ არ დაასწროს იქ დაჯდომა.
პირველად ყოველთვის ჩანთას იხსნის, ორად კეცავს ჩანთის სახელურს და სკამზე ნაზად დებს, მერე ტრიალდება კაბის კალთებს მუჭში იქცევს, ოდნავ მაღლა წევს და ჯდება, ყოველთვის მარცხენა ფეხს გადაიდებს მარჯვენაზე, თითებს ერთმანეთში ხლართავს და მუხლს თავისკენ ექაჩება, ცოტახანი ასე ზის. ხალხს აკვირდება, რამდენჯერმე ჩვენი თვალებიც აწყდებიან ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ მშვენივრად ხვდება განსაკუთრებით მას რომ ვაკვირდები, თუმცა არასოდეს არ აპროტესტებს ამას. მალე ჩანთას ხსნის, პატარა ბლოკნოტს იღებს და სწრაფად ფურცლავს, რაღაცას მონდომებით ეძებს, თუმცა ფურცლებშორის ვერაფერს პოულობს, ამიტომ ყავისფერ ჩანთას უბრუნდება, საკეტს სწრაფად ხსნის და ახლა მის ჩხრეკას იწყებს, თუმცა გაბრაზებული გვედით აგდებს მას და ფეხზე დგება, მარცხენა ხელს თმებში იცურებს და აქეთ იქეთ სიარულს იწყებს. ეს ყველაფერი წამებში ხდება, უცებ თავს ჩემკენ აბრუნებს და დამფრთხალი მიყურებს, შეშინებულ ძაღლს ჰგავს. თვალს ვერ ვაშორებ მის გარდასახვას, არ მაინტერესებს რომ გამომიჭირა და ასეთ მდგომარეობაში ვნახე, უბრალოდ არ შემიძლია თავი გვერდით გავატრიალო თითქოს იქ არ იყოს ისე. თვალი მიშტერდება, ზუსტად ვიცი როგორი უემოციო სახე და არაფრის მთქმელი თვალები მაქვს ახლა, მაგრამ ახლა ყველა კუნთი ფუნქციონირებას წყვეტს და ერთ ადგილას ვხევდები, მის სახეზე ღიმილს ვამჩნევ, რომლის აზრსაც ახლა ვერ ვწვდები. ტრიალდება და ბლოკნოტს ჩანთაში აბრუნებს, პარკიდან ისე გარბის, როგორც ყველა, ვისაც საფრთხე ფეხდაფეხ მიჰყვება. მე კი შესვენება მეწურება. ზანტად ვდგები სკამიდან, დაცლილ ყავის ჭიქას ნაგავში ვაგდებ. მოკლე, მოტმასნილ კაბას გაჭირვებით ვისწორებ და დინჯი ნაბიჯებით მივუყვები მტვრიან ასფალტს სამსახურამდე.
13:30 წთ. გუშინდელი დღისგან განხვავებით დღეს საშინელი თავსხმა წვიმაა, რის გამოც დილით იძულებული გავხდი ერთი კვირის წინ კარგად დაკეცილი და საგულდაგულოდ შენახული ლაბადა გამომემზეურებინა და ჩავთბილულიყავი. შენობის მძიმე, რკინის კარს ხმაურით ვხურავ და ჯიხურს სადაც ყავას ვყიდულობ თვალებმოჭუტული ვუყურებ. სიმართლე გითხრათ ისეთ ხასიათზე ვარ ქოლგის გახსნაც კი მეზარება, ამიტომ ფეხებზე ვიკიდებ სულ მთლად რომ ვიწუწები და ხელში ქოლგა ჩაბღაუჭებული ყავის ჯიხურისკენ მივდივარ. ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, თუ კი რაიმეზე ვფიქრობ და ეს ფიქრები ძალიან ღრმად მიტოპავენ და ჩემს ცნობიერსაც თან წაიყოლებენ ხოლმე, მაშინ ირგვლივ ყველაფრის არსებობა მავიწყდება. ახლაც ასე მოხდა, ფეხსაცმილის კაკუნით ლამის გადავირბინე გზაზე, თუმცა ამ ქვეყანაზე მანქანის დამუხრუჭების ხმამ და შემდგომ უკვე გამბულმა სიგნალმა დამაბრუნა. ფეხები ისე მიკანკალებდა მეგონა იქვე ჩავიკეცებოდი, არ მახსოვს ქოლგა ხელიდან როდის გამივარდა. სწრაფად ავიღე და მძღოლს მოვუბრუნდი რომელიც მანქანიდან გამოსულიყო და შეშინებულ-ბრაზმორეული სახით მიყურებდა. ალბათ რამდენიმე წუთი მტუქსავდა, რომ ლამის დიდ ცოდვაში ჩავაგდე და მკვლელი გავხადე, მე კი ლაპარაკის თავიც არ მქონდა და ხმას არ ვიღებდი, მანამ სანამ ყელში არ ამომივიდა მისი თავდასხმა და ეგოისტური გამოსვლები. ერთხელაც არ უკითხავს რამე ხომ არ დავიშავე ან როგორ ვგრძნობდი თავს. მის ყვირილს უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი და მივიწევდი გაოცებული ყავის გამყიდველისაკენ. ქალი სულ მთლიანად გაფითრებული იყო და პირღია მომჩერებოდა. ყოველდღიურ, სტაჟიან თავაზიან კლიენტს. სევდიანი მზერა მტყორცნა და უხმოდ გატრიალდა ყავის მოსამზადებლად, აღარც უკითხავს როგორი მინდოდა. მე კი სიცივესთან ერთად ემოციური შოკი მიღებდა ბოლოს და კუნთების ცახცახს ვერაფრით ვწყვეტდი, თუმცა ცხელი ყავა ყველაფრის მკურნალი შეიძლება იყოს, თუკი ამას დაიჯერებ, მე კი ყავის ზებუნებრივი შესაძლებლობების მწამდა. როგორც ყოველ წვიმიან დღეს, სკვერში ქოლგით ხელში წინ და უკან ჩემს გარდა არც არავინ დადიოდა. გამვლელებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ ხან საით და ხან საით. რამდენჯერმე იასამნის ხეს ჩავუარე, მხვილ წვიმის წვეთებს ხარბად რომ იტოვებდა გაშლილ ყვავილის გულებში. მასში ჩამალულ ხის დაფხაჭნილ სკამსაც გავხედე და ცოტახანი მასზე დანით ამოტვიფრულ სახელების კითხვა განვაგრძე.
ზოგჯერ უმისამართოდ დავდივარ, მგონია დავიკარგები და გავექცევი ჩემს ცხოვრებას, რომელიც შინ ფანჯარასთან მჯდომი მელოდება, ყაისნაღით ხელში და ჩემს მომავალს ქსოვს. მივყვები უცნობ-ნაცნობ ქუჩებს, რომლებიც სად ან ვისთან მიმიყვანს არ ვიცი, თუმცა მთავარია მოვშორდე იმას რაც ცდილობს მთლიანად მშთანთქას და გამაქროს. უნამუსოდ გავურბივარ უცნობებს, ნაცნობებს, ნათესავებსა თუ ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი. გავურბივარ იქ სადაც მგონია რომ ვერ მომაგნებენ, თუმცა ყოველთვის ახერხებენ ჩემს პოვნას და გულთბილად მიკრავენ გულში გზააბნეულს. აქაურობაც ერთგვარი სამალავი გახდა ჩემთვის. დარსა თუ ავდარში. იმდენად მძულს და ენერგიას მართმევს თანამშრომლების ვერ ჩამოყალიბებული ნიღბები, რომ მათთან გაჩერებას წვიმაში დგომა, ჭუჭყიანი ბუნებით ტკბობა და სრულიად უცხო ხალხის კანში შეძრომა მირჩევნია, ჩემი უემოციო, უმიმიკო სახით. თვალს მაჯაზე დამაგრებული საათისკენ ვაპარებ და სწრაფად ვაგდებ მუყაოს ჭიქას აყროლებულ სანაგვეში. როგორც ყველა წვიმიან დღეს ახლაც 5 წთ ვაგვიანებ სამუშაო ადგილზე. უკანა გზაზე მეტად დაკვირვებით ვამოწმებ გზას და ისე გადავდვარ შენობის მხარეს. რკინის კარს მთელი ძალით ვექაჩები, ქოლგას ვხურავ და სახეს ჭუჭყიანი წვიმის წვეთებს ვუშვერ, ხვალ აუცილებლად გამოვა მზე.
თავი მეორე
*****
ყოველი დღე წესით უნდა იყოს ჩემი შანსი, იმისა რომ რაღაც ახალს, საკუთარი თავისთვისაც გასაოცარს გავაკეთებ, თუმცა წინა ღამით ორსაათიანი ფიქრის დროს დალაგებული აზრები დილით სადღაც უსასრულობაში იფანტებიან. მერე კი დღეს დაზეპირებული ქცევებით ვიწყებ. საწოლიდან ვდგები, თავს ვიწესრიგებ და ნახევარი საათი დავრბივარ სარკესა და გარდერობს შორის, ისე რომ სადმე ფეხი არ ამიცურდეს. თუ ბედი გამიღიმებს ვსაუზმობ, მერე გაჩერებისკენ დაღმართზე ჩავრბივარ და ვცდილობ ავტობუსს მივუსწრო. უფრო მონდომებული, რომ ვიყო არ შმეშინდებოდა და ფეხითაც ვივილიდი ქუსლებზე შემდგარი, თუმცა დილის ძილს ვერაფრით ვერ ვთმობ, მით უფრო მაშინ როდესაც ათას რამეზე ფიქრს ძილს ვატეხინებ. ფიქრებით გატენილი თავით ავტობუსს ველი, მეზიზღება ყვითელი ავტობუსით მგზავრობა და ხალხი რომლებიც ამ პატარა ყუთში დილას, საღამოსა თუ შუა დღეზე შემოძრომას და ცალფეხზე დგომას ლამობს.
****
13:30 - ისევ შესვენებაზე ვარ, დღეს მზე ისეთი მცხუნვარებით გამოირჩევა გეგონება გუშინ თავსხმა წვიმა არ ყოფილიყო. ისევ იასამნის ხესთან ახლოს ვზივარ და ჩემს წინ მოკალათებულ ბებია - შვილიშვილს (რატომ გადავწყვიტე მათი ასე დანათესავება არ ვიცი) შევყურებ. ორივე უცნაურად დუმს. ბიჭუნას ფეხები სკამზე აქვს აკეცილი და ეხვევა, მარჯვენა ლოყას მუხლებს ადებს და გასუსული იყურება პარკის სიღრმისკენ. ქალი გულხელდაკრეფილი, ფერდაკარგული ზის, ბავშვს ზედაც არ უყურებს და დროდადრო ცრემლებს იწმენდს. მალე მობილური ურეკავს, გარკვევით არ მესმის რას ლაპარაკობს, მაგრამ ცრემლები უფრო აწვება, ტელეფონზე მოსაუბრეს რაღაცაზე თანხმდება და მობილურს თიშავს. ცრემლებს იმშრალებს, რამდენიმე წამი ასე ზის და ბიჭუნას თავზე კოცნის, დგება და ხელს უწვდის. ბიჭუნა თითქოს ყოყმანობს მისთვის ხელის ჩაჭიდებას, თუმცა მალევე მძლავრად ავლებს თითებს მის მტევანს და უღიმის. ნელა მიაბიჯებენ ფილებზე, ხელიხელჩაკიდებულები და ღმერთმა უწყის რა ხდება მათ თავს. მათ გვერდით ფერების შემგროვებელი ჩნდება, ისევ ისე მონარნარებს, როგორც ყოველთვის. დღეს წითელი კაბა აცვია, წელზე წვრილი ქამრით, შავი ჩანთის წვრილ ზორტს როგორც სჩვევია ისე აწვალებს ცერა თითით. პარკის შუა გულში ჩერდება, იასამნის ქვეშ მდგომ სკამს თვალებით ამოწმებს და მზერა ჩამქვრალი გვერდს მივლის. დღეს რომელიღაც წყვილი ასწრებს და მის საყვარელ ადგილს იკავებს. ორივენი ბედნიერებით შესციცინებენ ერთმანეთს და წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ ვიღაცას მნიშვნელოვანი ნაწილი გაუცნობიერებლად წაართვეს.
ფერების შემგროვებელი დღეს იმაზე სევდიანი მეჩვენება, ვიდრე ოდესმე ყოფილა ჩემს წინაშე. სკვერის შუა გულში, მზისგან კარგად გამთბარ სკამზე ჯდება, ფეხებს იკეცავს და ჩანთიდან არც თუ ისე მომცრო, ჩემთვის კარგად ნაცნობ ბლოკნოტს გაჭირვებით აძვრენს. ისევ სწრაფად ფურცლავს ფურცლებს და მგონი კითხვას იწყებს. დროდადრო თავს სწევს, ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებს და კულულებს მარჯვენა ყურზე იწევს, მობილურის ზარი თითქოს აფხიზლებს. მისი შენელებული მოქმედებები სწრაფდება და ტელეფონს იღებს თუ არა ფეხზე დგება. ბლოკნოტი კალთიდან სკამზე ცურდება, ის კი ჩანთას სწრაფად ავლებს ხელს და სკვერიდან თითქმის გარბის. საერთოდ ვერ ვიგებ მისი ხმის ინტონაციას და ვერც იმას ვამჩნევ, სიხარულისგან აფორიაქდა ასე თუ შიშისაგან დაზაფრული გაიქცა. ერთადერთი, რაც მაწუხებს და ოდნავ მახარებს, სკამზე დარჩენილი ბლოკნოტია, რომელიც თავისკენ მიზიდავს. მძაფრი სურვილი მიძვრება სხეულში, და სწრაფად ვდგები ფეხზე, ხალხს თვალს ვავლებ, თითქოს არ მინდა ვინმემ ფაქტზე წამასწროს და დაინახოს, რასაც ვაპირებ. მალევე ვუახლოვდები სკამს და ბლოკნოტს სწრაფად ვავლებ ხელს, ვიღებ, ზედ არც კი ვუყურებ რატომღაც მეშინია კიდეც მისი ამ ადგილას გადაშლის. მერე კი მაგრად ვიკრავ გულზე და სამსახურისკენ თავაწეული, მტკიცე ნაბიჯებით მივდივარ. არ ვიცი რა ინფორმაციას ინახავს ეს ფურცლები ან რამდენად ღირებულია პატრონისთვის, მაგრამ ზუსტად ვიცი ვერ შევაკავებ სურვილს, რომელმაც ჩემი სულის ღღრნა უკვე დაიწყო და ერთი სული აქვს როდის შეეხება ფურცლებს, რომლებიც რაღაც ისეთს აჩვენებენ რაც ნამდვილად არ იქნება მისი საქმე. თუმცა ცნობისმოყვარეობა ხომ სრულიად მოიცავს ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც კი გადაწყვეტს მის სამსახურში ჩადგომას. მოიცავს სრულად და თავის სურვილებს ყოველგვარი რიდისა და კრძალვის გარეშე წამში დაიკმაყოფილებს, თავს კი უსაზღვრო ინტერესით გაიმართლებს თუ კი დასჭირდება. ვიცოდი ფერების შემგროვებელს მხოლოდ ასე თუ დავუკავშირდებოდი და დანარჩენი ფაქტორები აზრს კარგავდნენ.
ჩემმა მოთმინების უნარმა გამაოცა. სამსახურში ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს ცხოვრების ნაწილს ვზიარებულიყავი. თუმცა ნამდვილად არ ვიცი საბუთები როგორ მოვაწესრიგე, ყურადღება სულ მეფანტებოდა და გულაჩქარებული გადავხედავდი ხოლმე მაგიდის კუთხეში დადებულ ბლოკნოტს.
--------------
სახლში მისულს ტანზე არც კი გამომიცვლია. ჭიქა ღვინით ხელში, ფეხმორთხმით ჩავჯექი სავაძელში და ათრთოლებული თითები შევახე ყდას. პირველ გვერდიდან ფერების შემგროვებელი მიმზერდა, უფრო ლაღი და ბავშვური იყო, რა თქმა უნდა ჭრელ ფერებში გამოწყობილი. მეორე გვერდზე ისევ თავად იყო, თუმცა ნახევარი ტანით მასზე მიყრდნობილი ბიჭის პროფილიც ჩანდა, რომელიც მასთან შედარებით ზედმეტად უფერულად გამოიყურებოდა, თუმცა მისი თვალები, ზედმეტად ფერადი და ანციც კი მეჩვენა, რაც ჯაბნიდა კიდეც მის ცოტაოდენ ფერმკრთალებას. თითქმის ბლოკნოტის ნახევარი მათ ფოტოებს ეკავა და ზედმეტად ბევრი სიხარული სცვიოდა ფურცლებს, მანამ სანამ ბოლო ფოტომდე არ მივაღწიე, რომელიც მხოლოდ ფერების შემგროვებელს ეკუთნოდა. თარიღის მიხედვით სამი წლის წინ გადაეღო ოდნავ მოპუტკუნებულს, მარჯვენა ხელი კი ოდნავ გამობზეკილ მუცელზე ედო, სევდა ჩასდგომოდა თვალებში და ფოტოგრაფს მკრთალი ღიმითილ უმზერდა. შემდეგ კი ქრებოდა ყველა ფოტო და იწყებოდა ისტორიის თხრობა, ლურჯი კალმით, რომელიც მე ახლა არუნდა წამეკითხა. ვიგრძენი, რომ ის ტკივილი რომელიც ამ ფურცლებზე ცხოვრებას სწავლობდა, მე არ უნდა გადმომეტანა აწმყოში მარტოს, მე არ უნდა შემეხედა მისთვის მხოლოდ ჩემი თვალებით და უნდა დამეცადა მისთვის ვინსაც ჰქონდა უფლება ჩემთვის გაენდო თავისი ცხოვრება, რადგან მჯეროდა რომ შემთხვევთ არასოდეს ხდება რამე და თუ ეს ბლოკნოტი ახლა ჩემს ხელებში აღმოჩნდა, მაშინ მეც მქონია რაღაც როლი ფერების შემგროვებლის არც თუ ისე ფერად ცხოვრებაში.
******
13:30 - ჩვევას არ ვუღალატე და ყავით ხელში გადავედი სკვერში. იასამნის ხის ქვეშ რომ დავინახე ცოტა გამიკვირდა. დღეს მის მოსვლას არ ველოდი, როგორც ჩანს მან უღალატა თავის ჩვევებს. ჩემზე ადრე მოვიდა დასვენების დღე რომ ჰქონდა არაფრად ჩააგდო. ამჯერად ყავისფერი კაბა ეცვა, შავი წინწკლებით. ფეხი ფეხზე გადაედო, მარცხენა ხელში პასტა ეჭირა და ათამაშებდა, წამითაც არ აშორებდა თვალს ბავშვებს, რომლებიც დღეს მრავლად იყვენენ სკვერში. პირდაპირ მისკენ წავედი და გვერდით დავჯექი. არც მივსალმებივარ და არც მიკიბ-მოკიბული ლაპარაკი დამიწყია.
- არ მეგონა დღესაც თუ გნახავდი, თორემ შენს ბლოკნოტს აუცილებლად წამოვიღებდი
- ჰოო, დღეს უჩვეულო დღეა... ვიცოდი შენ რომ აიღებდი
- მერე არ შეგეშინდა, სრულიად უცხო ადამიანი რომ შეიფარებდა შენი ცხოვრების ნაწილს?
- ნუთუ შენი უნდა მეშინოდეს? - რაღაც არამგონია. სამყარო თავზე მეტად არ დამენგრეოდა თუ წაიკითხავდი
- სიმართლე გითხრა, ვერ შევძელი მისი წაკითხვა. თუმცა ფოტოები ვნახე...
- ნახე და წარმოდგენაც შეგექმნა იმაზე თუ რა შეიძლება ეწეროს ხო? სიმართლე გითხრა გამიკვირდა რომ არ წაიკითხე. რა მოხდა მზამზარეული ინფორმაციის დანახვამ დაგაფრთხო და უკან დაგხია? ზედმეტად ირონიულიც კი იყო მისი ხმა.
- არ ვიცი, შეიძლება ასეც არის. უბრალოდ ვიფიქრე რომ ყველაფერს შენ მომიყვებოდი.
- საინტერესოა, და რამ გაფიქრებინა ეს?
- არ ვიცი. შეიძლება იმან, რომ ყველაფერ იმას რაც შენ გაწუხებს მარტო ფურცლები ვერ დაიტევენ და ვინმეს უნდა მოუყვე, რათა განთავისუფლდე.
- განვთავისუფლდე? წარსულისგან ვერასოდეს განთავისუფლდები, ვერც დაივიწყებ და ვერც გააქრობ რეალობიდან.
- განთავისუფლება არ ნიშნავს დავიწყებას, უბრალოდ უნდა მიიღო ის რაც არის და მასთან ერთად უნდა ისწავლო ცხოვრება. მაპატიე მაგრამ ახლა უნდა წავიდე. ჩემი შესვენება ამოიწურა.
- კიდევ შევხვდებით
- დროებით...
პირველად დავარღვიეთ ამდენხნიანი ტრადიცია და მე დავტოვე სკვერში. მე გამოვეცალე ყველას და ყველაფერს. შესვენებასთან ერთად ჩვენი საუბრის ლიმიტიც ამოწურულიყო. ზუსტად ვიცოდი დღეს ამაზე მეტ ხანს არ უნდა მესაუბრა მასთან, უნდა გამომეზოგა და ნელ-ნელა უნდა მიმეღო ინფორმაცია.
*****
მეორე დღეს ამინდი ისევ აირია, ცა მთლიანად გაშავდა და მსხვილი წვეთები დაუშვა ძირს. ამაჟამად ქოლგის გაშლა არ დამზარებია და გზაზეც ფრთხილად გადავედი. ნამდვილად არ მაწყობდა მანქანასგავეტანე ჯერ ხომ ამბები მქონდა გასაგები. ბლოკნოტს მთელი ძალით ვიხუტებდი გულზე, მეშინოდა წვიმის წვეთები არ დასცემოდა და გაეფუჭებინა მისი ფურცლები. იმდენად ვჩქარობდი ყავის ყიდვა გადამავიწყდა კიდეც და ჩქარი ნაბიჯებით წავედი, ყვითელ ქოლგიანი ფერადი გოგოსკენ, იასამნის ხესთან რომ იდგა და ხან მარჯვენა, ხან კიდე მარცხენა ფეხს ეყრდნობოდა.
- შენი ბლოკნოტი მოგიტანე
- მადლობა და შეხვედრამდე.
- მოიცა, არაფერს მომიყვები?
- არ მინდა ვინმეს ამ ყველაფრზე ვესაუბრო თანაც უცხოს
- ხანდახან იმაზე დიდი ძალა აქვს უცხოსთან გულახდილობას, რომ ვერც კი წარმოიდგენ
- შიძლება, მაგრამ ამ ამინდში გულის გადაშლის ყოველგვარი სურვილი მიკვდება
- ანუ ოდესმე მომიყვები?
- არ ვიცი ასე რამ დაგაინტერესა, მაგრამ ალბათ მოგიყვები. ოდესმე...
თავი მესამე

****
ჩვენი დიალოგიდან თითქმის ორი თვე იწურებოდა, მე ჩემს რუტინულ ცხოვრებას წამითაც არ ვღალატობდი. დღეს უჩვეულო ხალხმრავლობა იყო სკვერში, განსაკუთრებით კი ბევრი ბავში თამაშობდა სათამშო მოედანზე, ყველაზე მეტად მათი მოსმენით ვერთობოდი ხოლმე. ჩემი დაკვირვების ობიექტები კი ნელ-ნელა იცვლებოდნენ, თითქოს მხოლოდ მე ვეზრდებოდი ამ ადგილს დანარჩენები კი მიდიოდნენ, მიდიოდნენ ისე როგორც ფერების შემგროვებელი წავიდა ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ. დღეგამოშვებით ველი მას, მაგრამ ის ყველა ტრადიციას ღალატობს და ვეღარ ვხედავ მის სიფერადეს.
მე კი ასეთ დროს მგონია, რომ დიდი სისულელეა სხვინს კანში ძვრებოდე და სრულიად განსხვავებულ ისტორიებში იქექებოდე, მაშინ როდესაც შენი ცხოვრება არც თუ ისე პროგრესულია. წესით მეტი სადარდებელი უნდა მქონდეს, ვოდრე სხვისი არეული ცხოვრებაა, უნდა ვცდილობდე საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე ფიქრს, თუმცა ეს ნაკლებად გამომდის, ცნობისმოყვარეობა იმდენად მიპყრობს, რომ მთელი გულით მინდა ყველაფერი ვიცოდე, თუმცა არ ვიცი ამით რას მოვიგებ ან ის რა სარგებელს ნახავს.

-როდესაც პირველად მას შევხვდი ზუსტად ვიცოდი თავიდან ვერასოდეს მოვიშორებდი.
-აქ საიდან გაჩნდი? მოულოდნელად დაჯდა ჩემს გვერდით. ისევ ჭრელ კაბაში იყო გამოწყობილი, თმები ალაგ-ალაგ ეყარა სახეზე და სადღაც შორს იყურებოდა.
-მომინდა ვინმეს გავუზიარო ჩემი მოგონებები.... იცი, ყოველი შეხვდერისას იმაზე მეტ ემოციას ვუზიარებდით ერთმანეთს ვიდრე წარმოსადგენი იყო. არც-ერთს არ მოგვიქცევია ერთმანეთი რაღაც ჩარჩოებში, ჩემთვის უახლოესი მეგობარი და სასურველი მეორე ნახევარი იყო. ხანდახან მეგონა რომ ყველაფერს გადაჭარბებულად აღვიქავდი, მაგრამ დღესაც ვერ ვაძლევ თავს უფლებას სხვაგვარად ვიფიქრო, ყველაფრის მიუხედავად... მაშინ ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები, თუმცა ამას ახლა ვხვდები... დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჯერ ნიშნობა უნდა გვქონოდა და ქორწილს ჩემს დაბადების დღეზე ვგეგმავდით, როდესაც 18 წელი შემისრულდებოდა, მანდამდე კი ერთი წელი გვქონდა წინ. რომელიც წესით ბედნიერებით და გამოცდილებებით სავსე უნდა ყოფილიყო. ღმერთო ახლა ძალიან მარტივად ვყვები... სიხარულის და ეიფორიის მიუხედავად, ამ გადაწყვეტილებას მაშინ ბევრი სირთულე სდევდა თან და ისეთი ბედნირება ვერ შევიგრძენით როგორიც გვინოდა. ჩემს დასანიშნად, რომ მოვიდა, ჩემმა მშობლებმა არაფრად ჩააგდეს. მათ სერიოზულად არ მიაჩნდათ ჩვენი სიყვარული, კარგად იცოდნენ შეყვარებულები, რომ ვიყავით, თუმცა ჩემს მორიგ ბავშვურ გატაცებად ასაღებდნენ. მის გაცნობამდე ძალიან ბევრი ბიჭი მომწონდა... უბრალოდ მომწონდნენ და სხვა არაფერი. ჩემი მშობლებიშთვის სიყვარულს საუკუნეების მომცველი სტაჟი სჭირდებოდა და არ შეიძლებოდა ასე მალე ამხელა პასუხისმგებლობა მოგვეკიდებინა ზურგზე და წელში მოხრილებს გვევლო. პრინციპში ამაში ახლა ნამდვილად ვეთანხმები მათ. თუმცა მასთან ერთად ყველანაირი პასუხისმგებლობის ზიდვა გაიოლებული იყო. რადგან, ზედმეტად ჩვეულებრივიც კი იყო და თითქოს იტანდა ჩვენი მისამართით ნათქვამ ყველა უსამართლო რეპლიკას, ჩვენს გრძნობებში შეპარულ უსაფუძვლო ეჭვებს, ჩემს ცრემლიან თვალებს და ყველანაირ შეურაცხყოფას, მხოლოდ იმის გამო, რომ მშობლებმა ყოველთვის იციან როდის, ვინ და როგორ უნდა უყვარდეს შვილს. იგი კიდევ დიდხანს აიტანდა ამ ყველაფერს, თუმცა ამის საშუალება მე აღარ მივეცი. სახლიდან გამოვიქეცი და მასთან გადავედი საცხოვრებლად. მგონი ზედმეტად ეგოისტურადაც კი მოვიქეცი. თუმცა მაშინ ეს არ მადარდებდა, მთავარი მის გვერდით ყოფნა იყო, სხვა არაფერი. მართალია დავკარგე ერთი ოჯახი, თუმცა მეორეს ვქმნიდით. უფრო მყარს, სიყვარულით, ვნებით და იმედით სავსეს, აი ეს იყო მნიშვნელვანი და ღირებული ჩემთვის, სხვა დანარჩენს კი არა. მაშინ მისი სახლის ზღურბლთან რომ დამინახა ძალიან გაუკვირდა. სიმართლე გითხრა მისაყვედურა კიდეც, მშობლებს გული ატკინე და ამას მარტო შენ ინანებ, ისინი კი ვერასოდეს მიხვდებიან რა ჩაიდინესო. მაგრამ მაშინ არც-ერთმა არ ვიცოდით რისი ჩადენა შეეძლო გაბოროტებულ მშობელს, თუმცა დღემდე არ ვიცი რა იყო ამხელა ბოროტების და ზიზღის გამჩენი. დანარჩენი რვა თვე, სამოთხეში ცხოვრებას ჰგავდა. ვიყავით მხოლოდ მე და ის, უკიდეგანოდ გაეგოისტებულნი. არ გვადარდებდა არც ერთი პრობლემა, ყველაფერი ისეთი ნათელი და ფერადი ჩანდა რომ ხანდახან თვალებიც მტკივდებოდა. ალბათ უნდა ამტკიებოდა კიდეც, უნდა შემშინებოდა და ასეთი ბედნიერების უფლება არ უნდა მიმეცა ჩემი თავისთვის... ჩვენი ცხოვრება ნაწილობრივი რუტინითაც გრძელდებოდა, ორივე ვაკეთებდით ჩვენს საქმეს, რაც იმ დროს გვევალებოდა. მე ჯერ სკოლა უნდა დამემთავრებინა და ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება დამეწყო ის კი უნივერსიტეტს ამთავრებდა, თან მუშაობდა, ჩვენს პატარა ოჯახზე ზრუნავდა და ყველა ფინანსურ პრობლემას გაჭირვებით აგვარებდა.
ერთ საშინელ საღამოს ისეთი აუტანელი სიცხე იყო, რომ სუნთქვა მიჭირდა,მაგრამ დაწყებული საქმის დასრულება მინდოდა და გვიანომამდე შემოვრჩი სამეცადინოდ. ბოლოს მახსოსვ ფეხზე წამოვდექი და საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი. გონს მოსულს კი სასწრაფოს ექიმი მედგა თავს. ვერასოდეს გავქრობ ჩემი მეხსიერებიდან ანდროს შეშინებულ სახეს, რომელიც იმდენად უსუსური და შეშინებული იყო, რომ ვუყურებდი ტანში მცრიდა. თუმცა ეს შეგრძნებები სრულიად ამოტრიალდა და გაქრა, როდესაც ექიმის ვარაუდი მოვისმინეთ ჩემი ორსულობის შესახებ. პუტკუნა ქალბატონმა ბედნიერი სახით დასვენება და დილით სისხლის ანალიზის გაკეთება მირჩია, შემდეგ კი კარი ხმაურით გაიკეტა. ჩვენ კი ფიქრების გროვა დაგვაყარა თავზე, რომლიდანაც ვერ გამოვაღწიეთ და დავიკარგეთ კიდეც. სიმართლე გითხრა მაშინ პირველად განვიცადე ნამდვილი შიში. ღრმერთო საშინლად შემეშინდა და ეს ემოცია იმდენად გამიჯდა ძვალ-რბილში რომ სხვა ემოციები სრულიად გაყინა. ზედმეტად პრაქტიკული აზროვნება ჩამერთო, ყველანაირი ემოცია დაშრა ჩემთვის და გავქვავდი. არც მე და არც ანდრო არ ვიყავით ახლა ბავშვისთვის მზად. ანდრომაც მშვენივრად იცოდა ეს, მაგრამ საკუთარ უსუსურ მხარეს აჯობა და სიხარულგამკრთალი თვალებით მიყურებდა, ჩემს ხელის მტევნებს ებღაუჭებოდა და მთელი გულით უნდოდა ის ენერგია მიეღო რასაც შვილჩასახულ ქალს აქვს ხოლმე. მაგრამ ჩემგარ ვერანაირ ენერგიას და ვერანაირ ემოციას ვერ იღებდა იმ წამს. სიხარულის სხივი მალევე გაუქრა და იმედგცრუებამ ჩანაცვლა იგი. თუმცა ჩემთვის ხელი არ გაუშვია, პირიქით გულში ჩამიკრა და ცდილობდა ჩემს დარწმუნებს, რომ ყველაფრს შევძლებდით. ვიქნებოდით ნორმალურთან მიახლოებული მშობლები და ბავშვს ვასწავლიდით ძალიან ბევრს მაგარ რაღაცას. უბრალოდ მთხოვდა არ მეკრა მისთვის ხელი, არ შემეძულებინა, არ შევხვედროდი მის არსებობას გულცივად და მეგრძნო ის რასაც ახალი სიცოცხლის შექმნისას გრძნობენ. მე კი გაშეშებული ვეყრდნობოდი მას, არ ვიცოდი ეს როგორ უნდა მეგრძნო, არც კი მეგონა ჩემს იმდროინდელ გრძნობებს რაიმე მნიშვნელობა თუ ჰქონდა. მერე, როდესაც მისი გულისცემა მოვისმინე ძალიან ვინანე, ასეთი საშინელი რომ ვიყავი და დედა უნდა მრქმევოდა. მაგრამ ძალიან გვიანი იყო სინანულისთვის. მე ის თავის დროზე უპირობოდ არ მივიღე და ყოველი ჩემი მცდელობა გავმხდარიყავი ბედნიერი დედა ისეთი ხელოვნური მეჩვენებოდა, რომ საკუთრ თავზე მერეოდა გული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent