შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარიყული (დასაწყისი)


11-06-2019, 01:45
ავტორი ორიონ
ნანახია 1 370

გ ა რ ი ყ უ ლ ი
თავი 1
ზამთრის ერთი ჩვეულებრივი ღამე იყო, ირგვლივ ყველა და ყველაფერი დუმდა. ღამის სამი საათი იქნებოდა, როდესაც უცნობი ახალგაზრდა ძველებური სტილის ღამის კლუბში შევიდა და თან შეიტანა თავისი უცნაური მანერები, სწორედ ამით მიიქცია მან ხალხის ყურადღება, სწორედ იმ ხალხისა, რომლებიც ღამის ცხოვრებას ეწევიან და კლუბში გასართობად იკრიბებიან ხოლმე.
ახალგაზრდამ ქურთუკი გაიხადა და თოვლი იქვე დაფერთხა, ერთ ერთ ცარიელ მაგიდას მიუჯდა და მოურიდებლად დაიძახა:
-ოფიციანტ! ოფიციანტ-მეთქი! სად ხარ, დროზე აქ გაჩნდი ,- ყვიროდა ის თან იმუქრებოდა.
შეშფოთებული მიმტანი დარბაზში გამოვარდა, ვინ მიხმობს ასე უტაქტოდ ? გაიფიქრა გულში მიმტანმა და თავისი მევალე გაახსენდა.
დარბაზში ყველა მას შესცქეროდა გაკვირვებული და ამავდროულად საყვედურით სავსე თვალებით, ერთმანეთში საუბრობდნენ, როგორ თუ სიმყუდროვე დაგვირღვია ამ ლაწირაკმაო, ჰკიცხავდნენ და აკრიტიკებდნენ ,
-ეტყობა მათხოვარია ვიღაც, შეხედეთ მის ტანსაცმელს ,- ჩაიხითხითა ერთ-ერთმა მათგანმა.
-გეთანხმები, თან როგორი გალეშილია, ამთავითვე ეტყობა, ლოთია ,-გამოეხმაურა მეორე.
მთელი დარბაზი მის უბადრუკობაზე მსჯელობდა და ლანძღვა-გინებასაც არ იშურებდნენ მისთვის. ფულის ფლანგვითა და გართობით მობეზრებული სქელჯიბიანი ადამიანები გასართობ თემას ეძებდნენ სალაძღანდაროდ. და აი, იპოვეს კიდეც.
მიმტანი მიუახლოვდა ახალგაზრდას, ოფიციანტის ჩვეული თავაზიანობა დაივიწყა და ბრძანებითი და მუქარის კილოთი უთხრა:
-სიჩუმე შეინარჩუნეთ ან კლუბი დატოვეთ !
ამ დროს კლუბში შემოდის ძალზე წარმოსადეგი ახალგაზრდა, შორიდანვე ეტყობოდა, რომ მდიდარი ოჯახის შვილი იყო. ქერა თმა, ცისფერი თვალები ამშვენებდა მის სახეს. მის თვალებში ჩანდა არაფერი, მდიდარი კი იყო, მაგრამ ეტყობოდა, ცხოვრებაში გამოუცდელი იყო, ამ ყველაფერს ერთი შეხედვითაც მიხვდებოდა გონიერი ადამიანი. ახაგაზრდამ მოულოდნელად შესძახა:
-ანტონ, არ მჯერა ნუთუ ეს შენ ხარ? მხიარულად წამოიძახა ყმაწვილმა და მთვრალი ახალგაზრდისკენ გაემართა.
-მისმინეთ, რატომ უყვირით ჩემს მგობარს?!-ბრაზნარევი ხმით იკითხა ყმაწვილმა.
ოფიციანტმა ალმაცერად ახედა ახალგაზრდას, რომელიც მასზე გაცილებით მაღალი ჩანდა და თან გაიფიქრა: “სად ეს მდიდარი და სად ეს ლოთი”, გულში ღვარძლიანად ჩაიცინა კიდეც მათი მეგობრობის შესახებ რომ შეიტყო.
-მთელი ერთი ბოთლი ვისკი დალია, ბატონო ჩემო და ვინ გადაიხდის?-წამოიკნავლა მან ყრუ ხმით.
-რა ღირს ეგ თქვენი ეგრეთ წოდებული ვისკი?
-50 ლარი, ბატონო.
-აჰა, ინებეთ თქვენი 50 ლარი,- მიუგდო ყმაწვილმა ფული და ანტონის წამოსაყენებლად მივიდა მაგიდასთან, ძლივს ცოტათი აზრზე მოიყვანა, ხელი გადაახვევინა თავის მხარზე და ერთად გავიდნენ კლუბიდან.
კლუბში დარჩენილნი კი ოფიციანტის მსგავსად გაკვირვებულნი იყვნენ, მათ ისევე ვერ წარმოედგინათ მათი მეგობრობა, როგორც მგლისა და კრავისა. კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა, სალაპარაკოც აღარაფერი ჰქონდათ, ისღა დარჩენოდათ მყრალი სიგარეტი გაებოლებინათ და ვულგარული ურიტმო სიმღერისთვის ესმინათ.
თავი 2
“ არა, არ მინდა უკან დაბრუნება!”- სასოწარკვეთილი ხმით წამოიძახა ანტონმა და ელდანაცემივით წამოვარდა საწოლიდან.
-რა მოხდა ანტონ ?! - იკითხა შეშფოთებულმა გაბრიელმა.
ანტონი უყურებს თავის ერთადერთ მეგობარს, აქეთ-იქით აცეცებს თვალებს გაკვირვებული, ფიქრობს, საიდან აღმოჩნდა გაბრიელის სახლში. მხოლოდ ის ახსოვს თუ როგორ გამოსცალა ერთი ბოთლი ვისკი.
-ჰოო, გუშინ მე წამოგიყვანე სახლში, იქვე მაგიდაზე გეძინა და ვერ დაგტოვებდი, თან ოფიციანტის სულისშემძვრელი კივილი ახლაც ჩამესმის. 50 ლარიანი ვისკი რომ შეუსვი და ვერაფრის დიდებით ვერ გაგაღვიძა ანგარიში რომ მოეცა შენთვის. ხა-ხა-ხა ახლაც მეცინება. არ გახსოვს არა?
-არა, მაგრამ სიტუაცია წარმომიდგენია, ნამდვილად სასაცილოა ,- ჩაილაპარაკა ანტონმა.
-ჩაიცვი და გამოდი, ვისადილოთ, თან შენი ამბებიც მოყევი, სად გაქრი მთელი კვირა ისიც გვითხარი.
-არა, გაბრიელ მირჩევნია გავისეირნო და ყველაფერზე დავფიქრდე
-ასე მგონია შენზე მეტს არავინ ფიქრობს
- ცდები, მე კი მგონია გონება დამიჩლუნგდა, ვეღარ ვფიქრობ..ვერაფერს ვეღარ ვფიქრობ..გესმის?
-მესმის როგორ არა, მაგრამ არ მჯერა. თუმცა ზოგადად, დიდი ადამიანები ყოველთვის უკმაყოფილონი არიან თავიანთი თავით, შენც მათ სიაში ხარ, მეგობარო, რაც ერთის მხრივ შესანიშნავია, მაგრამ მეორე მხრივ, გადაჭარბებული თვითკრიტიკა ადამიანს სასოწარკვეთილებისაკენ უბიძგებს. შენ კი იცი ეს რასაც ნიშნავს.
-ჰმ...მაშ იმასაც მიხვდებოდი, რომ ბოლომდე ვერ დაგეთანხმები.
-რა თქმა უნდა, ანტონ. ჩემზე უკეთ მგონი არავინ გიცნობს.
-ახლა კი ვისადილოთ, გელოდებით,-გაბრიელმა ხელი მოთათუნა მხარზე და ოთახიდან გავიდა.
ანტონი ისევ ფიქრებთა მორევში გადაეშვა, წარსული გულსა და სულში ჰქონდა გამჯდარი და ვერაფრით ვერ იშორებდა. ფიქრობდა ...ძალიან ბევრს ფიქრობდა და სწორედ ამ დაუსრულებელი ფიქრის დასრულების სურვილით შეძრულს, სასმელი ამოუტივტივდებოდა გონებაში. წუთიერი შვების მოსაპოვებლად ეშმაკსაც კი მიჰყიდდა სულს.
-ანტონ, გელოდებით,-გამოსძახა გაბრიელმა სასადილო ოთახიდან.
ანტონმა სასადილოში შეაბიჯა და ოჯახის წევრებს მიესალმა.
-მოდი, შვილო, ნუ გერიდება, აი აქ დაჯექი ,- მიუთითა ელენემ, გაბრიელის დედამ. მისი გრაციოზული მოძრაობითა და საუბრის მანერით ანტონი ყოველთვის მოხიბლული რჩებოდა.
გაბრიელის მამამ - გრეგორმა ღვინო დაუსხა ანტონს.
- 1977 წლის ფრანგული ღვინოა, მთელი სიცოცხლეა ვეძებ ისეთ ღვინოს, რომელიც ჩემში გრძონობებს აღძრავდა და აი, ბოლოს და ბოლოს მივაგენი. ჩვენ გაგვიმარჯოს ,- სადღეგრძელო თქვა გრეგორმა და ჭიქები მიაჭახუნეს.
ანტონმა იცოდა, რომ გრეგორი მის მიმართ ცუდად იყო განწყობილი, მისი უქონლობისა და გაუნათლებლობის გამო, სწორედ ამიტომ მამა-შვილს კამათი ხშირად მოსდიოდა ხოლმე მის გამო.
გრეგორი ყოველთვის უბადრუკად, უქნარად მოიხსენიებდა ანტონს და შვილს კიცხავდა, შენი წრის ადამიანი ვეღარ ნახე ამ უზარმაზარ ქალაქშიო. გაბრიელს კი არ სიამოვნებდა მამის ასეთი დამოკიდებულება თავისი მეგობრისადმი და ყოველთვის იცავდა მის უფლბებს, ამგვარი სიტუაცია იქმნება ხოლმე, თითქოს ანტონი ბრალდებულია, გაბრიელი მისი ადვოკატი, ხოლო გრეგორი მისი უმაღლესობა ბატონი მოსამართლე.
ანტონს გულში ჩაეცინა და თავი ძლივს შეიკავა, რომ ხმამაღლა არ გადაეხარხარა, “მგონი მართლა მიჰგვარა ემოციები გრეგორს ამ საშინელმა ღვინომ, მის თვალებში ჯერ ვერ ვამჩნევ ზიზღს ჩემ მიმართ, ან იქნებ დამცინის, ამასაც მალე გავიგებ “ - გაიფიქრა მან.
-ანტონ , ჩუმად რატომ ხარ ? მოგვიყევი სად გაქრი , ეს ერთი კვირაა არ გვინახიხარ, გაბრიელიც გეძებდა და გუშინ რომ გიპოვა ისეთი ბედნიერი იყო,- უხაროდა ელენეს და ანტონს შეჰყურებდა პასუხის მოლოდინში
- მაშ, საუკეთესო მეგობრის გაუჩინარება ნებისმიერ ადამიანს შეაძრწუნებდა,- თქვა გაბრიელმა და მამამისის გასაგონად მკვეთრად და ხაზგასმით წარმოთქვა "საუკეთესო მეგობარი" და არა უბრალოდ "მეგობარი".
გრეგორს სახე დაემანჭა, არ ესიამოვნა შვილის ნათქვამი.
ანტონი კი სწორედ ამ დროს მიხვდა გრეგორის ცინიკოსობას.
-დიახ ... მე .. უბრალოდ.. ძლივს ამოილუღლუღა ანტონმა და სათქმელი ვერ დაამთავრა, იქნებ არ აპირებდა არაფრის ახსნას, ან არ იცოდა რა ეთქვა. ამ დროს მას მადისაღმძვრელი საჭმლის სუნი ეცა და მაშინ გაახსენდა, რომ უკვე სამი დღეა, რაც არაფერი ეჭამა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მადა მაინც არ ჰქონდა, მსახურმა გემრიელი კერძები შემოიტანა და მაგიდაზე დააწყო.
-აცადეთ სული მოითქვას, მეც მაინტერესებს ეგ ყველაფერი და საყვედურიც იქნება გაუფრთხილებლობის გამო ,- თქვა გაბრიელმა და თვალი ჩაუკრა,- ახლა კი მივირთვათ.
ანტონს დანა-ჩანგლის გამოყენება არც კი უცდია, ხელით შეუდგა ჭამას.
გრეგორი გაოცებული შესცქერის, “ეს რა უკულტურობაა, ნუთუ დაავიწყდა ამ ღატაკს სად იმყოფება”,- გაიფიქრა მან და ბრაზი მოერია, მაგრამ თავისი შვილის ხათრით თავი შეიკავა. ნეტა საერთოდ არ გამოჩენილიყო კიდევ ერთი წელი, ან ხუთი, უმჯობესი იქნებოდა საერთოდ გამქრალიყო ჩვენი ცხოვრებიდან, მის გამო მოსვენებას არ მაძლევენ. “”ეს უბედური ვინ არის? ეს მათხოვარი შენთან რას აკეთებს ? ბატონო გრეგორ ქველმოქმედი გახდით?” ამიკლო ხალხმა კითხვებით. ეს ყველაფერი კი ჩემი შვილის ახირების გამო,- ფიქრობდა გრეგორი.
-ახლა კი წავალ, ჩემი წასვლის დროა, დიდი მადლობა სადილისთვის, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, წამოდგა ანტონი და წასვლა დააპირა.
-ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყავი შვილო, თან გაიხედე, როგორ თოვს, მით უმეტეს მოსაცმელიც არ გაცვია,- მზრუნველი კილოთი აუხსნა ელენემ.
-არა, დიდი მადლობა, მირჩევნია წავიდე.
-მოკლედ, ვირზე რომ შეჯდება ბატონი ანტონ ალავიძე, მერე ძნელია მისი ჩამოგდება ,- ჩაიხითხითა გაბრიელმა,- დაიცადე მეც მოვდივარ.
მეგობრები ერთად გავიდნენ სახლიდან.
- ეს უქნარა ლაწირაკი უნდა ჩამოვაშოროთ ჩვენ შვილს, თორემ აი ნახე თუ მასავით უბადრუკი არ გახადოს,- გრეგორმა თავისი მზაკვრული თვალები მიანათა მეუღლეს. ელენეს მხოლოდ ღიმილი მიჰგვარა ქმრის ამგვარმა ეჭვებმა.
-და პირიქით რომ მოხდეს, რა ბედნიერება იქნება,- წარმოთქვა მხიარულად ელენემ.
-ხა-ხა-ხა, რომანტიკოსების წიგნები აღარ წაიკითხო, ძვირფასო მეუღლევ, თორემ ვგრძნობ, რომ დროდადრო გულუბრყვილო ხდები .
ელენეს პასუხი აღარ დაუბრუნებია.
ანტონი არავინ იყო, ახლაც არაფერს წარმოადგენს საზოგადოებისთვის, თუმცა ისიც მისი განუყოფელი ნაწილია, ასე რომ, სანამ ის ცოცხალია საზოგადოებას მოუწევს მისი ცოცხალი ლეშის ზიდვა. ანტონი პატარაობიდან ამგვარ ფიქრებში იყო ჩაძირული. ის ყოველთვის დაჩაგრული და მიტოვებული იყო ცხოვრების, საზოგადოების, მშობლების მიერ. მშობლები არასდროს ენახა, მაგრამ ყოველთვის სჯეროდა, რომ ერთხელ მათ შეხვდებოდა და პასუხს მოსთხოვდა, მზად იყო ჯოჯოხეთისთვის გაეწირა თვი, ოღონდაც ეხილა ის ადამიანები, რომლებმაც ასე გასწირა. სწორედ მათი წყალობით მოევლინა ქვეყანას, არც კი ჰკითხეს უნდოდა თუ არა მას ეს წყეული სიცოცხლე, ფიქრობდა ...ყოველთვის ძალიან ბევრს ფიქრობდა, ხვდებოდა, რომ უაზრო იყო, მაგრამ მაინც ფიქრობდა უფრო და უფრო მეტს და თითქოსდა შვებას პოულობდა და იღებდა კიდეც მას ნაწილობრივ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა სახლში იზრდებოდა, დღის უდიდეს ნაწილს ქუჩაში ატარებდა, ნაკლებად ხალხმრავალ ან საერთოდ დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოძრაობდა, მართალია მას მდიდარი მეგობარი ჰყავდა, მაგრამ მისთვის არასდროს არაფერი უთხოვია, ხვეწნა-მუდარა ჭირივით ეზიზღებოდა, ის ზოგჯერ ცდილობდა კიდეც ამქვეყნიური ცხოვრების კალაპოტში ჩადგომას, რადგან, რატომღაც, არ უნდოდა თვითმკვლელად მიეჩნიათ, მაგრამ მას ხომ არავისი აზრი არ აინტერესებდა, ამას გაიძახდა მუდამ. მას საკუთარი თავის რცხვენია, რა თქმა უნდა, აი, პასუხი კითხვაზე.

-რა მშვენიერია ზამთარში ბუნება ,-ბავშური სილაღით წარმოთქვა გაბრიელმა
-მე გერაფერს ვხედავ, გარდა უშნოდ დაყუდებული შენობებისა. შენ, როგორც ჩანს, ნამდვილი ბუნება არ გინახავს.
-ვიცი და ძალიან ვწუხვარ მშობლების გამო ვერაფრის ნახვას ვერ ვახერხებ. მამაჩემი ტვინს მიბურღავს ისწავლე და გამოადექი ოჯახსა და სამშობლოსო, ხოლო დედა ისე მიფრთხილდება რომ თუკი რამე დამემართა, არ ვიცი, ალბათ დარდით მოკვდება.
-სიმართლე გითხრა შენი ბოლომდე არ მესმის , ისე გავიდა ეს ოცი წელი , რომ მშობლები თვალითაც არ მიხილავს და დამერწმუნე დედის მზრუნველობა და სითბო ყველაფერზე მნიშვნელოვანია ამქვეყნად, ამას მე გეუბნები უკვე კარგად გამოცდილი ადამიანი, შენ რომ მშობლები არ გყოლოდა ჩემსავით უბედური იქნებოდი, ცხოვრებაზე და მთელ სამყაროზე გაბოროტებული უკანასკნელი იდიოტივით ივლიდი. ელენე დედაა და აქ გასაკვირს რას ხედავ, მშობელთა უმეტესობა შვილებზე ძალიან დარდობს.
-ვიცი , ვიცი, რომ მართალი ხარ, მაგრამ მე რაღაც ახალი მინდა ვნახო, გამოვცადო, ვიგრძნო. ხომ გესმის ჩემი? ნეტა შეგვეძლოს ადგილების გაცვლა. შენ სითბოს, ოჯახს მიიღებდი, მე კი ამდენი ხნის ნანატრ თავისუფლებას. წარმოდგენილიც კი მაქვ, როგორ ღრმად ჩავისუნთქავ თავისუფლებით გაჟღენთილ ჰაერს.
-ეს ყველაფერი, ეს ჩვენი უბადრუკი სურვილები, გაბრიელ. სწორედ ეს გვაქვცევს არარაობებად, ადამიანი არადროს არის კმაყოფილი იმით, რაც აქვს. უფრო მეტი ...კიდევ უფრო მეტი უნდა და "უფრო მეტის" ძიებაში, რაც გააჩნია, იმასაც კარგავს. მაგრამ, მაგალითად, მე დასაკარგი არაფერი არ მაქვს . შენ კი გაქვს გაბრიელ, გესმის რასაც ვამბობ?
-მესმის და სწორედ მაგიტომ მინდა შენ ადგილას ყოფნა, ნეტავ შეიძლებოდეს. ....
ახლა გამახსენდა, სად დახეტიალობდი ამ ბოლო დროს , ისიც ვიფიქრე მტკვარში ხომ არ გადახტა-მეთქი.
- არ ვიცი რა გითხრა, ვცდილობდი ჩემი მონოტონური ცხოვრებისთვის რაიმე შემემატებინა.
-და მაინც რა შემატე?
-აბსოლუტურად ვერაფერი, პირიქით უფრო ცუდ დღეში ვარ , საკუთარი ხელით ვითხრი საფლავს. სასაცილოა, ადამიანები ცხოველები ვართ, მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ. არ ვწუწუნებ, მაგრამ მომბეზრდა ამ იდეალურ სამყაროში ცხოვრება. განა არსებობს უბადრუკთა და უიღბლოთა სამყოფელი.
- რას გულისხმობ ? შენი სიტყვები ჩემთვის გამოცანასავით არის , მოკლედ საფიქრალს არ მილევ. როგორ არა, რა თქმა უნდა, არსებობს სახელად ჯოჯოხეთი. და დავამატებდი კიდეც ეფემერულ ბედნიერებას მე ჯოჯოხეთში ყოფნა მირჩევნია.
-და შენ იცი რას ნიშნავს ჯოჯოხეთი ?
- შენსავით გათვითცნობიერებული არ ვარ, მაგრამ მომეხსენება მეტნაკლებად. ჯოჯოხეთი ხომ ჩვენივე გულსა და გონებაშია, ჩვენვე ვქმნით მას, არა?
- სწორად შენიშნე, ჩვენი ყველზე დიდი მტერი ჩვენივე საკუთარი თავია, სადღაც წამიკითხავს. ეს არის ჭეშმარიტება.
-ფილოსოფოსობამდე ცოტა გაკლია , ანტონ ...
ორი მეგობარი მიუყვებოდა თოვლით დაფარულ გზატკეცილს, ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ და ცდილობდნენ ამოეხსნათ ცხოვრების საიდუმლოებანი.
-გაბრიელ, რესტორანში შევიდეთ, მე ვისკს დავლევ, შენ კი კომპოტის წვენს, ცოტა ფული მაქვს გადანახული და გვეყოფა.
- ანუ მე კომპოტის წვენი მერგება?! ,- შეუბღვირა გაბრიელმა,- შენ მგონი გავიწყდება , რომ შენზე უფროსი ვარ.
- შენ რომ დათვრე ხომ იცი, მამაშენი მე მომკლავს .
-ვიცი მეგობრისთვისაც გადაიტან კიდევ ერთ სიკვდილს, - თვალი ჩაუკრა გაბრიელმა ანტონს.
მოსაღამოვდა. მეგობრები გზის მარჯვენა მხარეს გადავიდნენ, რესტორან "გაფრენაში" შევიდნენ , ერთ-ერთ მაგიდას მიუსხდნენ და შეუკვეთეს საჭმელი და სასმელი-ვისკი, რომელიც ანტონს ყველაზე მეტად უყვარდა, მაგრამ არა გემოს გამო, არამედ დანარჩენებთან შედარებით უფრო მალე მათრობსო , ამბობდა. მისთვის დალევის ერთადერთ მიზეზს თრობა წარმოადგენდა. ჰო, რეალობას თვალს არასდროს უსწორებდა.
ერთი ბოთლი ვისკი დალიეს საკმაოდ მთვრალები იყვნენ, მეორე ბოთლი შეუკვეთა გაბრიელმა, მეგობრის დაბრუნება უნდა აღვნიშნოო.
-ანტონ, შენ არ გითქვამს სად გაუჩინარდი, ასე უთქმელად ადექი და გაქრი, საერთოდ არავისზე არ ფიქრობ მომიყევი, გისმენ...გისმენ,-ძლივს ლუღლუღებდა გაბრიელი.
-აჰ, ნუთუ არ მითქვამს შენთვის?- გაიოცა ანტონმა.
-არა, არ გითქვამს, ახლა კი მომიყვები.
-კარგი, რადგან მეგობარი ხარ ჩემი და ამასთანავე ერთადერთი, მხოლოდ შენ გეტყვი,- სიმთვრალეში პირი გაეხსნა ანტონს და დაიწყო,- მე უკვე თითქმის ნახევარი წელია კაზინოში ვთამაშობ, ძირითაადად ვაგებ, მაგრამ მაინც ვთამაშობ, არ ვჩერდები, არ გეგონოს ფულისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს. არა, უბრალოდ ერთფეროვნება მოსაწყენია, უსაქმურობაც მომბეზრდა.
-კაზინოებში დადიხარ და ეგ არის საქმე , თან ნახევარი წელიწადია უკვე და მე რატომ არ ვიცი ეგ ამბავი, არ მჯერა, ისევ არ მენდობი, არა,- ბუტბუტებდა გაბრიელი
-მგონი უკვე შევწყვიტე, დიდი ვალი დამედო , გადაუხდელობის გამო მთელი დღე და ღამე დამდევდნენ, მაგრამ ჩემი დაჭერა ასე იოლი როდია, ბოლოს თავი დამანებეს ,- ჩაიცინა ანტონმა.
-რას ამბობ ? შენ ასეთ დღეში იყავი მე კი მშვიდად ვცხოვრობდი. რას წარმოვიდგენდი. გარეწრები, ნაძირლები! მეგობარი გასაჭირში უნდა დაგიდგეს გვერდში, შენ არც აპირებდი ამ ყველაფრის თქმას არა? - ანერვიულებული გაბრიელი ადგილს ვეღარ პოულობდა, მაგიდაზე მუშტებს ჩაქუჩივით ურახუნებდა და იმუქრებოდა .
-გაბრიელ დამშვიდდი, ეს ყველაფერი უკვე წარსულია , მე უკვე დავივიწყე, თან ვალიც გადავიხადე , დავივიწყოთ და დავლიოთ...
- არასდროს დავივიწყებ... რომ წარმოვიდგენ ჩემი მეგობარი რა დღეში იყო გულში დენივით მივლის რაღაც, ყელში ბურთივით მეჩხირება ბოღმა და შურისძიების სურვილი.
-შენ ახლა სიმთვრალე გალაპარაკებს გაბრიელ. მე შენი მსგავსი ჰუმანური ადამიანი ჯერ არ შემხვედრია, შენივე კეთილშობილება შეგიშლის ხელს ცუდის გაკეთებაში და არც მე მოგცემ მაგის უფლებას. ხვალ გამოფხზლდები და უფრო გონივრულად იფიქრებ. ან იმ ჩემ მევალეებს რას ერჩი მართლები იყვნენ, არ ვუბრუნებდი ფულს, გარეწარი და უსინდისო მე გამოვდივარ .
-არა, არა ანტონ...არა, დამიჯერე.. ცდები.
-მეგობარო, წამოდი სახლში მიგაცილებ, თორემ მარტო რომ გაგიშვა რომელიმე ბოძს ჩაეხუტები ალბათ,- ნაძალადევად იხუმრა ანტონმა, თითქოს უდარდელლად გრძნობდა თავს.
- წავიდეთ... შენ ჩემთან დღეს იცოდე რჩები, გესმის,-არეულად ლუღლუღებდა გაბრიელი,-იცოდე აღარ გაბედო ასე უკვალოდ გაქრობა, თორემ არ ვიცი რას ვიზამ
ანტონი ფეხზე წამოდგომაში ეხმარება, მხარში ამოუდგა და ერთად ჩაუყვნენ დაცარიელებულ ქუჩას. გაბრიელი რაღაცას ებუტბუტება მეგობარს, თუმცა ანტონს არაფერი ესმის .
“არაფერი არ უნდა მეთქვა მისთვის”-იმეორებდა გულში ანტონი და გულზე ერთით მეტი ლოდი აწვა უკვე... ისევ თოვდა, თოვდა გაუჩერებლად, ანტონის გულშიც თოვდა სევდა და ნაღველი, რაც უფრო და უფრო უციებდა გაყინულ გულს. ნაცნობები ქვისგულიანს ეძახდნენ, თუმცა არავის ენახა მისი გადაშლილი გული. სწორედ ამიტომ, მას არავინ იცნობდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent