შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრიუმფალურ თაღის წინ


20-02-2016, 00:18
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 987

კალვადოსის სურნელი დაბარბაცებს გარშემო,
და ბურანში წასული, გეძებს, თვალი სადა ხარ?
პარიზული კლუბები თუ არ არის საჩემო,
აკრძალული ხილივით ღამის კლუბში რადა ხარ.
აირეკლავს ჟასმინის სურნელებას სირჩები,
არომატულ ლიქიორს რომ შეახებ ბაგეებს,
გაპარულხარ... მე კი აქ უშენობით ვიხრჩვები...
გაურბიან დროშები ფრანგ მებაირაღეებს...
თხოვნას შეცვლის დუმილით ორჭოფული მუდარა,
თითქოს ქალი არ იყო ღამის ბარში საღამოს,
მცირე უსაფრთხოება, მეი არა უნდა რა..
ცივი ცინიკურობით ამად ცდილობს გაამოს.
გულში ცეცხლი ედება ჩაუქრობელ ტაეპებს,
რავიკი კი სისხამზე სირჩით წრუპავს კონიაკს,
უკვე გაბმულ ჩიტუნას აღარ სურს რომ გაებეს,
ბედისწერას უმიზნებს ბებერ ფაშისტ მანიაკს.
ჰო.. ძველია ჰააკე, როგორც ნომრის ჰამაკი,
როგორც წყვილთა გოდების ამრელკავი კედლები...
როცა ჰგონებს მაშვრალი მოისვენებს ახლა კი,
სწორედ მაშინ ღრიალებს პიანინოს პედლები.
ისევ მღერის ჟოანი, თანაც ისე წარმტაცად,
უნებურად კაბის ქვეშ მიცოცავენ ხელები,
ტრიუმფალურ თაღის წინ ომის ნისლმა წარსტაცა,
სიყვარულის ლეგენდას გრძნობა განახელები...
ისევ თეთრი ზეწარი.. სად წავიდა ნეტავი?!
ამერიკელ ექიმის პარიზული ოცნება,
ის თუ იდგა ხიდის ქვეშ ბოჰემების მკვნეტავი,
და ღამეულ თილისმებს უგზავნიდა კოცნებად.
ვნების იდილიაში მონებივრე ქალაქებს,
ჩუმად ეპარებოდა ფაშისტური აჩრდილი,
რუს ემიგრანტს არაყთან მარტოდ მოლაპარაკეს,
პარიზულვე დუქანში სუფრა ჰქონდა გაშლილი...
ველოდები ვნებების აალებულ ქარიშხლებს,
აგონია თავდება... ჟოანი კი არსად ჩანს..
ახალგაზრდა ფაგოტი ხელს ჯიბისკენ წაიღებს,
ფრანგი ქალი მოკვდა და გრძნობა მაინც გადარჩა.



№1  offline წევრი Sad Girl

ძალიან მაგარია! lol

 


№2  offline წევრი Anna)))

ძალიან მაგარია ! ბრავო ♥ love
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

დიდი მადლობა ყველას ასეთი პოზიტიური შეფასებისთვის, მოხარული ვარ რომ ასე მოგეწონათ
request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent