შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული,აწმყო და მომავალი (თავი 1.


11-06-2019, 20:54
ავტორი miira
ნანახია 1 451

" თაფლისგან და რძისგან შექმნილი არ იყო მამაჩემი,ეს ყოველთვის კარგად ვიცოდი,მაგრამ მუდამ ვთვლიდი,რომ მასზე უკეთესი მრჩეველი დედამიწაზე არ დაიარებოდა,ალბად ეს იმის ბრალი იყო რომ უბრალოდ მამად მეკუთვნოდა,ანდაც იმის რომ მართლაც ასე იყო.
მუდამ მაოცებდა მასში მცხოვრები ორი პიროვნება,ადამიანი რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობდა სრულებით განსხვავდებოდა იმ ადამიანს რომელიც კარის ზღურბლს სცდებოდა. არასდროს მეშინოდა რამის,რადგან ვიცოდი რომ ჩემს უკან მამაჩემი იდგა.
ჩემთვის ამოცანად რჩებოდა მისი დაუკებელი მებრძოლი სულის საიდუმლო,ვერასდროს ვიგებდი როგორ შეიძლებოდა ადამიანს ამდენი ებრძოლა,დაუღალავად და თანაც ისე რომ დანებებას არასდროს ფიქრობა.
მაგრამ ყოველთვის დგება დღე,როდესაც ჩვენთვის სამაგალითო ადამიანები სამუდამოდ გვტოვებენ და მარტოდ მყოფები ვგრძობთ რაოდენ უსუსურები და უმაქნისები ვართ.ჩვენზეა დამოკიდებული რამდენ ხანს ვიცხოვრებთ თავდახრილები,მაგრამ დიდ ხანს ასე გაჩერებას შეჩვევაც სცოდნია..
ორი არჩევანის წინაშე ვდგებით :ან უნდა ვიცხოვროთ ლაჩრულად და შეუმჩნევად, ან თავ აწეულებმა და ჩვენი ნაბიჯების ხმას ვაწვდენდეთ ყველას,საუკეთესო გზისკენ წასვლის გარისკვა ძლიერებს შესწევთ,მასწავლიდა მამა და რატომღაც მიმაჩნდა რომ ამას იმიტომ მეუბნებოდა რომ მასზე ძლიერად მიმიჩნევდა "

10 იანვარი,2018 წელი. 03:18 საათი.

-არ თვლი რომ ყველაფერი უცნაურად ჩაიხლართა? -ჩემს წინ მდგარ ემილის დაჟინებით ვაშტერდები იმ იმედით რომ ნორმალური პასუხის გაცემას ახლა მაინც შეძლებს,მაგრამ ემილი ეს ის ადამიანია რომელიც სკუთარ აზრებს არასდროს ხდის საჯაროს და საკუთარ გონებაში კინო ფირივით ატრიალებს,სხვებს კი იძულებულს ხდის ტვინი იმტვრიონ ამაზე ფიქრით.
-სუზან,შეგიძლია ერთხელ მაინც,ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ არ იყო შენს ამპლუაში?შეეშვი ამ საქმეს,შეეშვი ამაზე ფიქრსაც,შენი პრობლემა არ არის ეს,სხვის პრობლემებზე რატომ ფიქრობ და იხეთქავ თავს ვერ გამიგია-თვალებს მიქაჩავს და სავარძელში ესვენება.. მაინც ვერ გამიგია ამ გოგოს ტვინში რა ხდება ან რა პრობლემა აქვს,ან როგორ შეუძლია რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდეს გამუდმებით
-დედამიწაზე ყველაზე გულქვა ხარ-ვუღიმი ნიშნის მოგებით და ცალ წარბს ვწევ
-ამას ვინ იძახის? რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი რომ საშინლად ლმობიერი ხარ,ის რომ სხვის პრობლემებზე ფიქრობ შენი სიკეთე კი არა,შენი მოუსვენრობაა პატარა ქალბატონო-ახლა ის მიღიმის და ყავის ფინჯანს ნაზად კიდებს ხელს-მოუსვენრობას კი ადამიანი ყოველ ჯერზე ცუდ შედეგამდე მიყავს,იცოდი ?
-ამის ცოდნა მე შემეშლება ?-მეცინება
-მეც ვკითხე რა...-თავს აქნევს და ჩვენკენ მომავალ ბობის ხელს უქნევს -მოვიდა ისიც-ცოტა არ იყოს და ამ ორ ადამიანთან ყოფნა მთრგუნავს ხოლმე,არა იმიტომ რომ ცუდად ვებყრობით ერთმანეთს არამედ იმიტომ რომ ორივე ზედმეტად ზედაპირულია,ცოტა მაღიზიანებს ორივე მათგანი,მაგრამ მეგობრებს სანაგვეში ვერ გადააგდებ.
-ბობი მერე შენთან მაქვს რაღაც გასარკვევი-მოკლედ ვუჭრი და მისაღები ოთახიდან გავდივარ.
იანვრის სუსხიანი დღის სიცივე ძვლებში ატანს,შეუძლებელია ამ საშინელ კლიმატს გაუძლოს ადამიანმა,მით უმეტეს მაშინ როდესაც ზაფხულის სრულფასოვანი ფანი ხარ.
უცნაურია,მაგრამ ზოგჯერ მგონია რომ ემილი მართალია,მაგრამ რა ვუყო იმას რომ უფალმა ცნობისმოყვარე გამაჩინა? ჩენს ჩვევას ჯერ ვერ ვტოვებ,მაგრამ გულის წიღრმეში ვიმედოვნებ რომ ადრე თუ გვიან საბოოლოდ მოვიწვეტ.
ფანჯრასათან მდგარი ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ საიდან დავიწყო საქმის ამოჩიჩქვნა,აბა ისე ხომ არ დავტოვებ ყველაფერს? ისე რომც დავტოვო სხვა გაიგებს დაკარგული ბავშვის ამბავს და ამას ვერ გავუძლებ მერე.

ბავშვი ოთხი წლის არის,უფრო სწორად იყო თუ კიდევ ცოცხალია,ცუდზე ფიქრი არ მინდა მაგრამ ყველა ვარიანტი უნდა განვიხილო.ვის რაში უნდა სჭირდებოდეს ასეთი პატარა ბავშვის მოტაცება ? -ფიქრებში გართულს ბობი მაფხიზლებს და ჩემს გვერდით დგება
-რა საქმე გქონდა? -ის ვიცი დიდი ხანია რომ ემილის გავს მაგრამ ისიც შევამჩნიე ამ წლების მანძილზე რომ ბობისაც დაუოკებელი ცნობისმოყვარეპობა გააჩნია,იმის მიუხედავად რომ სხვის საქმეებში ჩარება არასდროს უყვარდა
-იცი,ვფიქრობ იმ დაკარგულ ბავშვზე,ისევ,და ვერ გამიგია რა ხდება საერთოდ,გამოსასყიდი არავის მოუთხოვია და უფრო მეტიც,კვალიც დატოვა
-მოიცადე-წარბებს კრავს ბობი-შენ რა იცი რომ კვალი დატოვა?
-შენი აზრით?
-ოდესმე შეწყვეტ საფრთხესთან თამაშს
-არა-მოკლედ ვუჭრი და ფანჯრისკენ ვიხედები
-კარგი..შენი ნებაა..მაგრამ,მგონია რომ ვინც ამ საქმეშია მონაწილე ბავშვთან კი არა მის მშობლებთან აქვს პრობლემა
-მეც ასე ვფიქრობდი..კვალის დატოვება უცნაური ამბავი იყო
-ხო..ასეა-ბობიც ფანჯრის მინას აშტერდება..
გონებაში ერთი იდეა მომდის,წარბებს ზემოთ ვქაჩავ და ბობის მკლავზე ვავლებორივე ხელს
-რა ხდება?
-წამოდი ახლიდან დავათვალიეროთ ყველაფერი
-ის რომ პოლიციის თანამშრომელი ვარ სულაც არ ნიშნავს იმას რომ ვაპირებ ვიარო დაუკითხავად და შენსავით ვჩიჩქნო საქმეები-იბღვირება
-კარგი კარგი..-ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ტუჩებს ვბრიცავ..ბობის გვერდს ვუვლი და სამზარეულოდან გავდივარ.

მეორე სართულზე ნელი ნაბიჯებით ავდივარ,შარვვლის ჯიბიდან პატარა გასაღებს ვაძვრენ და დერეფნის შუაში მდგარ ხის კარებთან წელშივიმართები..
ხელს ნაზად ვახებ კარს და თვალებს ვხუჭავ,თვალწინ ისევ ის ბედნიერი წლები მიტრიალდება და ცრემლმორეული ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ.
კარს ვაღებ და ოთახში შესული შიგნიდან ვკეტავ საგულდაგულოდ.
აქ ყველაფერი ჯერ ისევ ისე არის როგორც ადრე,რატომღაც არც სურვილი მაქვს და არც ძალა რომ ამ ოთახს შევერკინო.
ოთახის კედელზე დაკიდებულ დიდ ფოტოსურათს ვუახლოვდები და ხელებს ვუსვამ ზედ..
-რომ იცოდე როგორ მიჭირს უშენოდ-ვიღიმი წარბებს გაჭირვებით ვჭმუხნი-მამა..დავიღალე თავის მოკატუნებით,რომ თითქოს ის ვარ ვინც ახლა მიწევს რომ ვიყო,შენც ხომ იცი,ეს ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა,არც ახლა არის-ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ.კარზე კაკუნის ხმა მაფხიზლებს
-აქ ხარ ?-ოღონდ ახლა არა ემილი
-კი..გამოვდივარ
-მალე..-ემილის ხმა არ მომწონს..ალბად რაღაც ხდება..
გამოსვლისთანავე კარს ისევ გასაღებით ვკეტავ და შემოტრიალებისთანავე ემილის ვაწყდები
-რას გულისხმობდი-გაბრაზებული ხელზე ხელს მკიდებს
-ვერ მიგიხვდი
-ვისი ცხოვრებით ცხოვრობ,რით დაიღალე-სახეზე ცივი ოფლი მასხა,არ ვიცი რა მოვიფიქრო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent