შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შარი რომელიც მიყვარს (1 თავი)


11-06-2019, 23:42
ავტორი Ivelin
ნანახია 1 123

ზაფხულის მზე ირგვლივ ყველაფერს წვავდა, საშინლად ცხელოდა ზღვა ღელავდა პალმები ნაზად ირწეოდნენ ცხენები ცხელ ქვიშაზე ფეხისთრევით მიდიოდნენ მათზე მსხდომი მეომრები აშკარად კმაყოფლნი მაგრამ დაღლილები ჩანდნენ ოფლი სახეზე წურწუმით ჩამოდიოდათ და პერიოდულად იწმენდდნენ. მეთაური სიამაყეს არ კარგავდა რაც ძალი და ღონე ქონდა არ იშურებდა, რომ გამარჯვებული სახე ქონოდა წელში გამართული იჯდა ცხენზე და თავის სამეფოს ადგილს სადაც გაიზარდა ზღვას სადაც მისი ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარა კმაყოფილებით შესცქეროდა. მართლაც წყალი საოცრად სუფთა და კამკამა იყო, ქვიშა ღია ფერის, აქა იქ კი უჩვეულო ფორმის ნიჟარები ეყარა. ულამაზესი სანახავი იყო უვიანის კუნძულები წელიწადის ყველა დროს. ზამთრში ჰავა მეტად მკაცრი იყო, თუმცა მოსახლეობას იმდენად უყვარდა თავისი მიწა წყალი ამასაც ეგუებოდნენ. ეკონომიკა საკმაოდ ძლიერი ქონდა, ზღვიდან მარგალიტს მოიპოვებდნენ, მიწიდან ნავთობსა და ოქროს. ეს პატარა სამეფო მართლაც მდიდარი იყო სასარგებლო წიაღისეულით.
სასახლის გალავანს რომ მიუახლოვდნენ დიდი ზარზეიმით შეეგებნენ პირველი დედოფალი ეკატერინე გამოვიდა და თავის ერთადერთ ვაჟს ტახტის მემკვიდრე დანიელს შეეგება. საკმაოდ მცირე ასაკში მოუწია ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება თუმცა არაფერი გაჭირვებია, კარგი სტრატეგორი და მმართველი იყო. სახელმწიფოს არაფერი გაჭირვებია მისი მმართველობის პერიოდში.
ლავანდისა და უვიანის კუნძულებს მუდმივი ბრძოლა აკავშირებდათ ერთმანეთთან, საუკუნოვანი მტრობა შთამომავლობას გადაეცემოდა და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად ღრმავდებოდა. ორივე სახელმწიფო თავის მხრივ ძლიერი იყო, არავინ იცოდა ვინ გაიმარჯვებდა იმ შემთქვევაში თუ ისინი ოდესმე ძალებს მოიკრებდნენ და ერთმანეთს შეერკინებოდნენ. საუკუნეების შემდეგ სწორედ ის მოხდა რაც ისტორიაში სამუდამოდ შევიდედა. დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა ორ სამეფოს შორის, ლავანდის კუნძულებს ახალი მმართველი ყავდა ადრიანე V ჰაბსონი, იგი დინასტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი არ გახლდათ მაღალ საზოგადოებაში მუდმივი განხილვის საბაბი იყო რადგან მისი გამოუსწორებელი მექალთანობის შესახებ ყველამ კარგად იცოდა, მართალია დედოფალი ყოველივე ამას უარყოფდა თუმცა ჭორები ძალიან სწრაფად და ნაყოფიერად ვრცელდებოდა გარშემო. არც აპირებდა ტახტზე ასვლას, მეტიც გართობის გარდა ყველაფერი ფეხებზე ეკიდა თუმცა მამამისის გარდაცვალების შემდეგ მოუწია ერთადერთი ვაჟის მოვალეობების შესრულება. მისგან საკმაოდ განსხვავებული იყო დანიელ II სარდინორი უვიანის კუნძულების მმართველი, ის ბავშვობიდან წყნარი გაწონასწორებული და ჭკვიანი იყო. დანიელმა კარგად იცოდა ადრიანე რასაც მოუტანდა სამეფოს ამიტომ შესაფერის დროს აიღო ციხე და კიდეც დაამარცხა.
ლავანდის კუნძულები, ეს უძლეველი იმპერია რომელიც მილიარდობით ადამინის დაუღალავი შრომის შედეგად შეიქმნა წამში ნაფლეთებად იქცა. მთელი კვირა ეზიდებოდნენ ქონებას უამრავი ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი ნივთები წამოიღეს.
ერთი კვირის შემდეგ კი უვიანის მიწას დაუბრუნდნენ და დიდი სიხარულით ამცნობეს ლავანდის კუნძულების დაცემა. თან უამრავი ტყვე წამორეკეს მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ადრიანე იყო თავად მმართველის დატყვევებამ ხალხში აჟიოტაჟი გამოიწვია მოსახლეობა დაიბნა და მიმოიფანტა. დანიელმა უბრძანა სასახლის აღდგენა და თავის უძლიერეს იმპერიას შემატა ახალი მეტად მნიშვნელოვანი მიწები. ახლა ყველა აღიარებდა მას როგორც მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მმართველს, ამ ბრძოლამ ბევრი რამ გადაწყვიტა როგორც იმპერიისთვის ასევე მეფისთვისაც.

************************************
დანიელ II საკმაოდ სიმპატიური ათლეტური აღნაგობის, მაღალი, შავგრემანი, მწვანე თვალება ყმაწვილი იყო, რომელზეც მთელი სამეფოს გოგონები გიჟდებოდნენ, ყველა ფეხქვეშ ეგებოდა, სურდათ როგორმე თავი მოეწონებინათ ძალ-ღონეს არ იშურებდნენ მაგრამ ამაოდ ვერავინ შეძლო მისი გულის მონადირება. არც მეჯლისებს მართავდნენ რაც ყველასთვის მეტად გასაკვირი ფაქტი იყო. 20 წლის უფლისწულს ოჯახი სასწრაფოდ უნდა შეექმნა. თუმცა დედოფალი ეკატერინე ამ ფაქტს იმით ხსნიდა, რომ დანიელს ჯერ სახელმწიფოსთვის უნდა მიეხედა შემდეგ კი შესაფერის სარძლოს შეარჩევდნენ.
ხალხიც ცოტახნით გაჩუმდებოდა შემდეგ კი კვლავ განაგრძობდა ათასი შეთხზული ჭორის გავრცელებას.
*************************************
უსინათლო დერეფანში ადამიანთა გახშირებული სუნთქვა ისმოდა ზოგჯერ კი ჩუმი ხანმოკლე საუბარიც მიწვდებოდა სმენას. ჩაბნელებული კოლიდორის ბოლოს რომლის ორივე მხარეს საკნები იყო განლაგებული ერთ ყველასგან გამოყოფილ საბყრობილეში ახალგაზრდა ბიჭი ძალაგამოცლილი მიწაზე იყო მიფენილი, მცირე ზომის სარკმლიდან მზე მკრთალად ანათებდა, რთული გასარჩევი იყო რა დრო იქნებოდა. ბიჭი საკმაოდ სიმპატიური გახლდათ, მაღალი, დაკუნთული, ქერა და ცისფერთვალება სახეზე დაბალი ზომის წვერი ქონდა, მის მსხვილ ვარდისფერ ტუჩებს ირონიული ღიმილი შეეპარა როდესაც დერეფნის ბოლოდან ფეხის ხმა გაიგონა.
- დიადი ბატონი მეახლა. - თქვა, ირონიულად ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა.
- ამას რას ვხედავ დიადი ადრეანე ახლა ჩემს ხელთაა, როგორ მოგეწონა ჩემი საჩუქარი? ვიცოდი შენი დაბადების დღე რომ ახლოვდებოდა და სიურპრიზი გაგიკეთე. სამწუხაროა დედაშენი და შენი ძვირფასი დაიკო გაგვექცნენ, მაგრამ მალე დავიჭერთ.
- უდიდესი სიურპრიზია, მაგრამ გული უნდა გატკინო მითხარი შენ როდის გაქვს დაბადების დღე და მე უფრო მაგარ საჩუქარს გაგიკეთებ მერწმუნე მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდება. ჩემს ოჯახს შეეშვი ისეთ ადგილას არიან მაიც ვერ იპოვნით.
- იცი ისევ ისეთი დარჩი როგორიც ბავშვობაში იყავი, იმ განსხვავებით რომ ირონია უფრო დაგიხვეწავს.
- მსოფლიოს დამყრობელ დანიელს ბავშვობაც გაახსენდა, მეკი მეგონა დიდი ხნის წინათ მოისროლე ნაგავში.
- ასეც მოვიქცეოდი ჩემი დისგან მხოლოდ ეს რომ არ მქონდეს სამახსოვროდ.
- ოო, ამელია მართლაც საოცრება იყო, სამწუხაროა რომ იმ დღეს შენ არ იყავი მის ადგილას, როგორი ლამაზი და ჭკვიანი იყო დარწმუნებული ვარ ის რომ ცოცხალი იყოს ბევრად უკეთესად მართავდა სახელმწიფოს.
- სწორად აღნიშნე რომ იყოს, ის აღარაა და შენი განსახილველი არაა ამელიას ცხოვრება.
- ფაქტია მე არ დამიწყია, შენც კარგად იცი რომ უაზრო სენტიმენტები არ მიყავრს, ძვირფასო.
- იცი რა აქ იმისთვის მოვედი რომ სწორედ ამ მდგომარეობაში მენახე, მინდოდა შენთვის თვალებში ჩამეხედა და ისე მეთქვა რომ ჭადრაკის დაფაზე ყველა ფიგურა ჩემოგეძარცვა მხოლო შენ დარჩი უნიათო მეფე და მე ქიში გამოგიცხადე ახლა კი გამარჯვებით დავტკბები, საკუთარი თვალით განახებ როგორ ვაქცევ შენს ყოფილ სასახლეს ჩემს რეზიდენციად, ლავანდის კუნძულებს დავისაკუთრებ შენი ფიგურების ტერიტორიაზე თავისუფლად დავიწყებ მოძრაობას რადგან ახლა შენ აღარაფერი დაგრჩა ერთი საცოდავი მეფის გარდა, შენს შავ-თეთრ კუბიკებს გადავლახავ და საკუთარ ტერიტორიზე გაგანადგურებ, ბოლო იმედსაც მოგიკლავ.
- ბრავო, ბრავო, ბრავისიმო. -ტაშის კვრით წამოდგა ფეხზე. - მართლაც აღფრთოვანებული ვარ შენი გამოსვლით, მაგრამ ხომ გაგიგია გამოთქმა ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ხოდა შენც გირჩევ ძალიანაც ნუ იოცნებებ თორემ რაც უფრო მაღლიდან დაეცემი მით უფრო მტკივნეული იქნება ეს შენთვის.
- ამჯერად არაფერს გეტყვი, რადგან მირჩევნია განახო ძვირფასო. - ირონიული ღიმილით დააჯილდოვა ადრიანე და ნელი ნაბიჯით გაუყვა გრძელ დერეფანს.
- ისე ასე თუ გააგრძელე ვიღაცას პი***** ეგონები. - თითქმის უკვე ნახევარი კალიდორი ქონდა გავლილი რომ მიაძახა, დანიელი გაჩერდა და ნელა შემოტრიალდა ადრიანესაკენ.
- ხო პიდ***** ვარ, აქ მოყვანილ ტყვეებს ვ***, რადგან აქედან ხმა არ გადის, მერე კი ვაკვლევინებ, რომ ვერაფერი გაიგონ. სხვათაშორის ეგ განსაკუთრებული საკანია ასე რომ ფრთხილად იყავი ცუნცულ. - გაუღიმა ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა გაბრუნდა და წავიდა.
იმ დღემ ჩვეულებრივზე მეტად ჩვეულებრივად ჩაიარა, ორივეს განსაკუთრებული ჟინი გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ, ორივეს სურდა გაემარჯვა, ორივეს სხეულში ბობოქრობდა ღირსება და სახელი ისე როგორც არასოდეს.
მომდევნო ერთი კვირა საკმაოდ ხმაურიანი და დატვირთული აღმოჩნდა დანიელისთვის. ყველა მის დიდებასა და გამარჯვებაზე საუბრობდა, ბიჭს ყელში ქონდა ამოსული დიდებული სახელმწიფოს ქალბატონების მოსმენა ამიტომ ხან რას იმიზეზებდა იქედან თავის დასაღწევად და ხან რას. იმ დღის შემდეგ ადრიანესთან აღარ ჩასულა, ხანდახან ზედამხედველს მის ამბავს ეკითხებოდა, ძირითადად კი სამეფო საქმეებით იყო დაკავებული.
დანიელის სახელი ყველა სახელმწიფოს დიდ მმართველს პირზე ეკერა, დიდებულმა ქალბატონებმა სამეფო კარზე სიარულს მოუხშირეს, მათი უმეტესობა დედოფალ ეკატერინესტან სხვადასხვა სარფიანი გარიგებით მოდიოდა და საკმაოდ არგუმენტირებულადაც უხსნიდა თუ რატომ იყო მათი სამეფოების დაკავშირება სარფიანი და მნიშვნელოვანი. დედოფალს უკვე არცერთი მხრიდან აღარ ქონდა მოსვენება ყველა ეძახდა რომ დრო იყო დანიელს ცხოვრების მეგზური და უვიანის კუნძულების დედოფალი აერჩია, ბევრი მსახური პრეტენზიასაც გამოთქვამდა მეფის ასეთი კატეგორიული უარის გამო დაოჯახებაზე რადგან ტახტს მემკვიდრე ჭირდებოდა, ეკატერინე საგონებელშ ჩავარდა აღარ იცოდა რითი დაერწმუნებინა შვილი, რომ მეჯლისი გადაეხადა სხვა შემთხვევაშ ეს ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა, გადაწყვიტა დანიელის დაბრუნებისთანავე დალაპარაკებოდა და წვეულებისათვის მზადება ოფიციალურად დაეწყო, თორემ ბრბო იმაზე ბევრად საშიშ იყო ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა ლაფში ამოსვრილ სახელს ვერაფრით გაწმენდდა და შესაძლოა ყველაფერი კრიტიკულად დასრულებულიყო.

***************************************************
დედა-შვილის დიალოგმა კარგად ჩაიარა ეკატერინემ ოფიციალურად გამოაცხადა მეჯლისისთვის მზადება მთელი სამეფო ახმაურდა ყველას უამავი საქმე დაეკისრა, არც სხვა სახელმწიფოებშ იყო საქმე კარგად ყველა ცდილობდა ძლევამოსილი მეფისთვის საკუთარი ქალიშვილი მიეთხოვებინა დიდი თუ პატარა ყველა აახმაურა საუკუნის მეჯლისმა მკერავებს და მეწაღეებს აურაცხელი საქმე დაეკისრათ მომავალი დედოფლის ტანსაცმელი უნაკლო და უკონკურენტო უნდა ყოფილიყო მათ ქონდათ ფუფუნება იმისა რომ ძვირადღირებული ტანსაცმელი ეტარებინათ მაგრამ ჭკუა არ გააჩნდათ რადგან ეგონათ რომ ტანსაცმლით მოხიბლავდნენ ბრძენ მეფეს აბა რა იცოდნენ რომ ყველაზე დიადი და შეუფასებელი სული შესაძლოა იმ სხეულში იმალებოდეს ქალაქის პირას რომ ჩაუვლიან ძონძებით შემოსილ შეჭირვებულს და ამრეზით რომ გადახედავენ.
უძლეველ აურზაურს მოეცვა სამყარო მაგრამ რა იცოდნენ რას გეგმავდა უფლისწული ახალგაზრდა მეფე რა ედო მას ფიქრებში და რის გაკეთებას აპირებდა, იქნებ მეჯლისი ის შეფარული თავდასხმა იყო რომლის განხორციელებასაც იგი გეგმავდა მაგრამ ამას ვერავინ ხვდებოდა.
**********************
მძიმე და დამღლელი ერთი თვეც გავიდა დანიელი და ადრიანე ერთმანეთს არც კი შეხვედრიან ამ დროის განმავლობაში. ლავანდის კუნძულები ოფიციალურად გადმოვიდა დანიელის მმართველობაშ და იქაური ხალხიც შეეგუა მათ ახალ ბედსა და მეფეს. სამზადისიდან ერთი თვის თავზე როგორც იქნა დადგა დიდებული მეჯლისის ღამეც დღეს გაირკვეოდა იღბლიანი სახელმწიფოს და მომავალი დედოფლის ვინაობა მალე კი იმ პერიოდისათვის ყველზე დიადი ქორწილი შედგებოდა, მეფეები, დედოფლები, ახალგაზრდა ქალბატონები ყველანი გულს ფანცქალით ელოდნენ ამ დღეს, უვიანის კუნძულების უზარმაზარი კარიბჭე დღეს ყველასთვის ღია გახლდათ.
მხოლოდ ერთი რამ ანერვიულებდა დანიელს სად გაქრნენ ლავანდის კუნძულების დედოფალი და ახალგაზრდა პრინცესა, ენოდა რომ ისინი სწორედ დღევანდელ დღეს ელოდნენ მოულოდნელი თავდასხმისთვის.
********************************
უკვე ბინდდებოდა დანიელის კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა.
- შემოდით.
- კარში ეკატერინე გამოჩნდა, ეს ქალი უბერებელი იყო, დროს ვერაფერი დაეკლო მისი უჭკნობი სილამაზისთვის მისი შვილებიც მას გავდნენ ამელია დედის ასლი იყო თუმცა იგი საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა, თავის დროზე ეკატერინე არ უჩიოდა თაყვანისმცემლების რიცხვს, მეტიც მსოფლიოს რომელი კუთხიდან არ ჩამოდიოდნენ მისი ხელის სათხოვნელად, მაგრამ მისი გული ერთი დანახვით მოიგო უვიანის იმდროინდელმა პრიცმა, ისინი მალევე დაქორწინდნენ მათი ბედნიერების მოშურე ძალიან ბევრი გახლდათ თუმცა საბედნიეროდ ვერავინ მიაღწია მათი დაშორების მიზანს რადგან ისინი ბრმად ენდობოდნენ ერთმანეთს. ეს ქალი თავისი მომხიბვლელობით ახლაც არ ჩამოუვარდებოდა იქ მყოფ გასათხოვარ გოგონებს.
- დედა შენზე ლამაზს მემგონი იქ ვერავის ვნახავ ასე რომ ჯობს მეჯლისი გავაუქმოთ თორემ ყველას გადაფარავ და არავინ მომეწონება.
- ჩემო ძვირფასო შვილო ახლა ძალიან გავხარ მამაშენის ახალგაზრდობას ალბათ მეჯლისზე რომ გავეცნო ერთმანეთი ისიც ზუსტად ასეთივე იქნებოდა, მინდა რომ სწორი არჩევანი გააკეთო არ აქვს მნიშვნელობა დღეს ვინმე მოგეწონება თუ არა დაფიქრდი და ისე აირჩიე მხოლოდ სახელმწიფოსთვის ნუ გააკეთებ არჩევანს გულს მიენდე, რადგან მერე არ ინანო, მინდა ყოველთვის ბედნიერი იყო მე ყველაფერში შენს გვერდით ვიქნები და ზურგს გაგიმაგრებ.
- ვიცი დედა, ამიტომ გაფასებ ასე ძალიან, ახლა მესმის თუ რატომ უყვარდი მამას ასე ძლიერად შენში მას პირველ რიგშ შენი სული და გამჭრიახი გონება უყვარდა, ჩვენ ყოველთვის ერთი ოჯახი ვიყავით ერთი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მართალია მე პატარა ვიყავი მამას გარდაცვალებისას მაგრამ კარგად მახსოვს ეს ყველაფერი, შევეცდები მეც მისნაირი ღირსეული მმართველი ვიყო ახლა კი როდესაც ნახევარი ოჯახი დავდივართ მიწის ზედაპირზე მე მის ტრადიციებს მაინც გავუფრთხილდები და შევინახავ. ახლა კი თუ ნებას მომცემთ საღამოს ყველაზე ლამაზ ქალბატონს დარბაზამდე ჩავაცილებ, გთხოვთ.- დანიელმა ხელი გაუწოდა დედას და ხელკავი გამოსდო დედა-შვილს გაეღიმათ ცოტახანი ასე უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში ეკატერინეს ეტყობოდა როგორ ეამაყებოდა მისი შვილი ასეთივე გრძნობა უელავდა დანიელსაც ერთმანეთის პირისპირ მდგომთ ისე მოგეჩვენებოდა თითქოს სარკეშ იყურებიანო იმდენად დიდი იყო მსგავსება მათ შორის როგორც ფიზიკური ასევე სულიერი ნამდვილად იგრძნობდით ამ ორი ინდივიდის კავშირს.
კარი გაიღო და დედა-შვილიც უხმოდ გავიდა კოლიდორში მიდიოდნენ ასე ჩუმად და ყველაზე ხმაურიანად, უთქმელად მაგრამ გრძნობით და აი კულმინაციაც ისინი მოუახლოვდნენ კიბის თავს საიდანაც ეს საღამო უნდა გახსნილიყო ისინი უახლოვდებოდნენ იმ ახალ დასაწყისს რომელსაც მთელი სახელმწიფოს ბედი უნდა შეეცვალა.
დედა-შვილმა ბოლოჯერ გადახედა ერთმანეთს თავის დაკრით ანიშნა სათქმელი და მაშინ იმ წამს ორი სხვადასხვა ფეხი ერთდროულად დაიძრა იატაკიდან ერთდროულად გაკვეთა ჰაერი და კვლავ ერთდროულად დაუბრუნდა მარმარილოს მბრწყინავ ზედაპირს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent