ნაადრევი სიკვდილი თავი მეორე : ელეანორას ცხოვრება
თავი 2 ელეანორას ცხოვრება 2004 წლის 12 დეკემბერი ბავშვმა დაიძინა ხვალ ელისაბედი სამი წლის ხდება მე კი ყველაზე საშინელი გეგმა მაქვს რაც კი ოდესმე მქონია... დემეტრე ჯერ კიდევ არ მოსულა სახლში... მისი ყურადღება მჭირდება თუმცა სამსახურის გამო საერთოდ არ მითმობს ბევრ დროს... მე ბუხრის წინ სავარძელში ვზივარ და ნაზად ვაქანავებ, ხელში ცხელი ჩაი, ბლოკნოტი და კალმის ტარი მოვიმარჯვე და ვწერ... თან ვგრძნობ რა საშინელებაა ასეთი რამის განცდა, მძულს ჩემი თავი... მაგრამ რა ვქნა მეც ხომ ადამიანი ვარ, სხვა შემიყვარდა, არ ვიცი როგორ მაგრამ სხვა შემიყვარდა, აღარ ვარ ბედნიერი, ძალიან მიყვარს ელისაბედი ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია, მაგრამ არ შემიძლია დემეტრესთან ერთად გავატარო დარჩენილი ცხოვრება, დემეტრე აღარ მიყვარს. ხვალ დილით 7ის ნახევარზე აეროპორტში კახის უნდა შევხვდე და ამ სამყაროს მოვშორდეთ, მართლა არ შემიძლია მართლა აღარ მიყვარს. ვიცი რომ საშინელი ადამიანი ვარ მაგრამ არ შემიძლია ამდენი მოცდა და ამდენი ყალბი ღიმილი... თავისუფლება მინდა იმასთან ვინც მართლა მჭირდება... ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში, აღარ ვიცოდი რა მექნა, რა ამერჩია... ამდენ ფიქრში ღამე შემომათენდა, ექვსის ნახევარი გამხდარიყო, ვეღარ გავძელი ამიტომ ავდექი, დაუფიქრებლად გავემზადე, ელისაბედს ცოტა მოვეფერე, ჩემოდანი ჩავალაგე და აეროპორტისკენ მიმავალ გზას გავუდექი... ყველაფერი ისეთი უცნაური იყო მართლა არ ვიცოდი ამას რატომ ვაკეთებდი მაგრამ სიყვარული მაიძულებდა. კახის შევხვდი და რამდენიმე საათში გავფრინდით... მთელი გზა მაწუხებდა სინდისი მაგრამ როცა ჩავფრინდით და გერმანიაში ფეხი დავდგი მაშინვე ყველა ემოცია გამიქრა ერთის გარდა, მე ნამდვილად ბედნიერი ვიყავი კახისთან ერთად. გადიოდა დღეები და მეც უფრო და უფრო ბედნიერი ვიყავი მაგრამ ელისაბედი მენატრებოდა, კახისთან ერთად სასტუმროში ვცხოვრობდი გარკვეული პერიოდი შემდეგ კი ქირით გადავედით ბინაში, რომლისთვისაც ორივე თავდაუზოგავად ვშრომობდით და ვმუშაობდით. კვირის ბოლო ორ დღეს კი ბედნიერად ვისვენებდით და დროს საუკეთესოდ ვატარებდით. ერთი წლის შემდეგ ამ ბინის ყიდვაც შევძელით და ბევრად გახარებულებმა გავაგრძელეთ ცხოვრება. 2011 წლის 3 მაისი გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და ნელ-ნელა ვხვდებოდი რომ ოჯახი უკვე 7 წელია მივატოვე და სინანული მაწუხებდა თანაც დაბრუნება მინდოდა მგონი დემეტრეც მენატრებოდა და არა მარტო ელისაბედი, დედაც მენატრებოდა, თან ვიცი ყველა ჩემზე იქნებოდა გამწარებული ამიტომ ვერ ვბრუნდებოდი... კახი კი ექიმებთან დადის მგონი რაღაც ჭირს ხოლო მე ისევ მარტო ვარ... 2 წლის შემდეგ მართლა აღარ ვიცი რა მოვიმოქმედო მას შემდეგ რაც კიდევ ერთი უბედურება დამტრიალდა თავს, კახის მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა, მკურნალობა დაიწყო მაგრამ ექიმები ვერაფრით აიმედებენ და ეუბნებიან რომ რამდენიმე კვირა ან ყველაზე კარგ შემთხვევაში ერთი-ორი თვე დარჩა, საშინელ დეპრესიაში ვარ აღარც ოჯახი მიმიღებს მალე აღარც კახი მეყოლება საშინლად ცუდად ვარ სულ მარტო ვრჩები შუა გულ გერმანიაში, ნეტა ვინმეს მაინც ესმოდეს ჩემი მდგომარეობა, როგორ მინდა სახლში დავბრუნდე და ყველაფერი ისევ ისე იყოს როგორც ცხრა წლით უკან მაგრამ მე ისე საშინლად მოვიქეცი, უდიდესი შეცდომა დავუშვი... ნეტა ელისაბედი როგორია ახლა... როგორ მენატრება... 2014 წლის 11 დეკემბერი გაყინულ თეთრ კედლებში გამოკეტილნი ვართ, კახი ისევ ცუდად გახდა უკვე მეორე დღეა საავადმყოფოში წევს, გვერძე ვუზივარ, ძინავს ახლა, მისი ხელი მიჭირავს და ნაზად ვეფერები, თან ვაცნობიერებ რომ სულ მალე აღარ მეყოლება და ცრემლებს ვერ ვიკავებ გავუშვი ხელი და თავი მუხლებზე დავიდე... ორ დღეში ზუსტად 10 წელი გავა რაც მე სახლიდან წამოვედი ოჯახი დავტოვე და გერმანიაში გადმოვედი კახისთან ერთად, რა ბედნიერი ვიყავი, ახლა კი... ოჯახის ნოსტალგია თან დამსდევს, მალე კახის მონატრებაც დაემატება... მისი ხელი ორივე ხელში დავიჭირე და ვიგრძენი როგორი გაყინულია, გულის ცემა შეჩერებულია, პანიკაში ჩავვარდი ვერაფერს ვაცნობიერებ ექიმები შემოვარდნენ მხოლოდ იმას ვგრძნობ რომ მალე ცრემლებით აქაურობას დავტბორავ მესმის სიტყვები, „პულსი არ არის“ თანაც იმეორებენ ულევად. ბოლომდე მაქვს იმედი რომ ყველაფერი მოგვარდება, კახი დამიბრუნდება მაგრამ... -სიკვდილის დრო ორის თოთხმეტი წუთი... შოკში ჩავვარდი, თავზე თეთრი ნაჭერი გადააფარეს და პალატიდან გაიყვანეს... ამან სრულიად გამანადგურა, სხვა ადამიანი გავხდი, რამდენიმე საათი სრულიად უგრძნობი ვიყავი, იქნებ მე ვერ შევძელი სათანადოდ დამეცვა კახი? იმდენი კითხვა მაწუხებს... ვერ ვისვენებ... სახლში წავედი თავსხმა წვიმა და ქარიშხალი იყო, გამახსენდა ერთ დღეს მე და დემეტრე როგორ მივრბოდით სახლში ზუსტად ასეთ წვიმაში, რა ბედნიერები ვიყავით, ზურგზე შემომჯდარს მიმარბენინებდა სახლში რომ ელისაბედი მალე გვენახა... მგონი ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი... სულ სველი ვიყავი კანკალით შევედი სახლში მაშინვე ცხელი შხაპი მივიღე და თბილ ლოგინში ჩავწექი, ჩამეძინა და დილამდე არ გამღვიძებია, გათიშულს მეძინა. დილით რომ გავიღვიძე ჩემოდნის ჩალაგება დავიწყე, გადავწყვიტე ოჯახს დავუბრუნდე რადგან ძალიან ცუდად ვარ, ვიცი ყველა გამლანძღავს და არავის შევეცოდები მაგრამ მართლა მჭირდება ჩემი ელისაბედი... აეროპორტში კახის ძმაკაცი მანქანას დამახვედრებს და ხვალ დილით სახლში ვიქნები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.